შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებელი სიყვარული...(სრულად)


9-08-2015, 00:51
ავტორი Anna)))
ნანახია 6 090

პროლოგი
"როცა იღიმი,მე ვხვდები თუ როგორ ვწყდები გალაკტიკას და ვცდები უსასრულოდ სასრულ ყველა ჰორიზონტს.როცა გიყურებ უსაზღვრო ,თაფლისფერ თვალებში ,ჩემში სისხლი მეტად სწრაფი ცირკულაციით იწყებს მოძრაობას და ეს პროცესი სუნთქვის შეკვრამდე გრძელდება.როცა გეხები შენ ხარ ზეცა ასე მგონია და მე ვეშვები მთელი ძალით შენს უსასრულობაში .მაგიჟებს შენი სუნი . შენი გრძელი,ლამაზი თითები ჩემს მკლავებზე იწვევს კანის ყოველ უბანზე ჟრუანტელს,სახეზე ღიმილს. შენ ხარ ჩემი ,მთელი არსებით თმის ღერიდან ფეხის ტერფამდე.მე შენ მიყვარხარ"
***
იდგა ,ალბათ,1993 წლის იანვარი. საოცრად ცივი იყო იმ წლის ზამთარი.თოვლში ჩაფლულ ქალაქს ეძინა და საბნად ეხურა უკიდეგანო ნისლი.მთვარეული თვალებით მიმოდიოდა ხალხი , ტკივილნარევი მზერით. აქა-იქ ქუჩის კუთხეში ათას ძონძში გახვეულ,კანდამსკდარ მათხოვრებს ეძინათ,სამარისებულ სიჩუმეს ყრუდ არღვევდა ძლივსგასაგონი შოპენის მუსიკა, ვიღაცის ბინიდან რომ ისმოდა.
იდგა,ალბათ,1993 წლის იანვარი. რიცხვი 19. გაცრეცილ ,თხელ,მოლისფერ მანტოში გახვეული ,მტვრიან ტროტუარზე ამაყად მიაბიჯებდა . თვალები წყლიანი ჰქონდა, ლამაზი ნაკვთები მსუბუქი მაკიაჟით უფრო გამოეკვეთა და თავდაჯერებული სახით ,თავაწეული მიუყვებოდა ვიწრო ქუჩებს. ეს იყო მომავალი ექიმი, 18 წლის ანეტი, თუმცა იმ დროს ქალაქში საკმაოდ ლამაზი მანდილოსნები ცხოვრობდნენ,ის მაინც სულ სხვანაირი იყო, სხვანაირი ეშხით და სილამაზით. ჰქონდა თაფლისფერი , დღემუდამ წყლიანი თვალები,გრძელი ,ირიბად დახრილი წამწამები, ვნებიანი ,გამომწვევად მორკალური ტუჩები და პატარა ცხვირი. თმა მუდამ გაშლილი ჰქონდა ,გრძელი ტალღოვანი თმა უფარავდა წელს. ლამაზად გამოყვანილი სხეული ჰქონდა ,სიმაღლით არც თუ ისე მაღალი ,თუმცა გამხდარი და ნატიფი ტანი ბევრის შესაშური იყო. ბევრს კითხულობდა და წერდა,თითები სულ მელნიანი ჰქონდა, დაუღალავად სწავლობდა ,თან მუშაობდა, რამდენიმე წლის წინ მშობლები ერთ დღეს დაეხოცა ,რაღაც თვითმფრინავის აფეთქებისას 157 დამწვარ ადამიანში ჯვრებით იცნო მხოლოდ, ნათესავები, რა თქმა უნდა,ოქროს მთებს ჰპირდებოდნენ მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც თავისი შრომით ირჩენდა თავს და მაინც არ ეშვებოდა სწავლას. ბედს არ უჩიოდა ,აფასებდა იმას რაც ჰქონდა. არავინ ჰყვარებია .სიყვარული უცხო და მიუწვდომელი იყო მისთვის,თუმცა ბევრს მოსწონდა ,მაინც ყურადღებას არ აქცევდა არავის .
იმ საღამოსაც უჩვეულობას გადაჩვეული ჩვეულებრივ მიაბიჯებდა,,ნელი ნაბიჯით, სადღაც სკამზე ჩამოჯდა შესასვენებლად,როდესაც მისკენ შავებში ჩაცმული სილუეტი მიემართებოდა,ანეტი ყურადღებას არ აქცევდა,ხვალინდელი დღის განსაკუთრებით ჩვეულებრივ გეგმას ისახავდა და ჩაფიქრებული სახით შეჰყურებდა გადათეთრებულ ქუჩებს,არ სციოდა ,მეტიც , რაღაც უცნაურად გრძნობდა თავს. სილუეტი ორ ნაბიჯში გაჩერდა და აკვირდებოდა მას.ანეტმა ახედა და სიბნელეში ძლივს გაარჩია სახე. დიახ,ეს თეოდორი იყო,ზუსტად ის 20 წლის ყმაწვილი,რომლის სახელის გაგონებაზე კეკლუც გოგონებს ჟრუანტელი უვლიდათ, რომ გითხრათ მექალთანე იყო-მეთქი,მოგატყებთ, თუმცა ასე თუ ისე ბევრი ქალი ჰყოლია. ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ თუმცა საკმაოდ იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს ისიც სადღაც გრძელ დერეფანში,შესვენებისას. თეოდორი გვერდით ჩამოუჯდა ,ანეტმა ყურადღება არ მიაქცია ,თუმცა დაჟინებული მზერა იგრძნო,რომელიც სწვავდა და ერთხელ მაინც შეხედა.თეოდორის მოლისფერი თვალები მიუხედავად სიბნელისა საუცხოოდ ლამაზად ანათებდნენ, თეთრი სახე სიცივისგან შეწითლებოდა , ლამაზად მოყვანილ ტუჩებს ლურჯი ელფერი გადაჰკროდა . მარჯვენა წარბი ასწია ,მერე გაიღიმა .
-საღამო მშვიდობის, ანეტ.
-...
-მადმუაზელ ,კიდევ რამდენ წუთს დაიფასებთ თავს ? იქნებ მომესალმოთ მაინც.
-საღამო მშვიდობის . უკმაყოფილო სახით მიესალმა ანეტი.
-არ გცივათ?
-არა,მშვენიერი საღამოა ,გრილი .
-მე კი ძალიან მცივა... სიამოვნებით
-ხოდა კარგად ბრძანდებოდეთ,გათბით .. -გააწყვეტინა სიტყვა.
-პატივს დამდებთ თუ საუბარს დამაცდით, სიამოვნებით დაგპატიჟებდით ყავაზე ან ჩაიზე ,აქვე ახლოსაა კაფე ,არაფერს გთხოვთ უბრალოდ წამოდით თუ გინდათ ხმას არ ამოვიღებ საერთოდ
-თვითონაც იცით პასუხი -. გაიღიმა- რა თქმა უნდა ,არა.
-არადა გული სხვა რამეს გეუბნებათ
-ცდებით.
-მხოლოდ ამ ერთხელ, საოცრად მშვიდი საღამოა, რაღაც უჩვეულოდ ცუდად ვარ, ბოლო დროს უაზროდ სენტიმენტალური გავხდი და მინდა ვინმეს ვესაუბრო,გთხოვთ.
ანეტი ჩუმად იჯდა,დროდადრო თეოდორის თვალებს უყურებდა ,ხვდებოდა რომ მართლა ცუდად იყო და დამნაშავედ თვილდა თავს, რომ პრინციპებს არ ღალატობდა .
-სენტიმენტალური მექალთანე, რა უცნაურია ,ბატონო თეოდორ. -ცინიკურად ჩაეცინა ანეტს.
- ყველაფერი ხდება .რას იტყვით წამოხვალთ?
უარის თქმას აზრი არ ჰქონდა ,თვალებმა გაყიდეს,ეტყობოდა რომ წასვლა უნდოდა და თანმხობის ნიშნად თავი დაუქნია.
კაფე მეორე ქუჩაზე იყო დაახლოებით ერთ კილომეტრში.ხისგან ნაგები ძველი შენობა, არც თუ ისე რომანტიული გარემოთი გამოირჩეოდა , თუმცა მაინც ბევრი კლიენტი ჰყავდათ. ყოველი მესამე მუსიკის შემდეგ ასტორ პიაზოლას ლიბერტანგოს რთავდნენ და ხალხიც რაღაც სისულელეს ცეკვავდა ხოლმე .ორივე დინჯად მიაბიჯებდნენ,მიუყვებოდნენ თოვლიან ტროტუარს და არც ერთი იღებდა ხმას ,არც მეორე .ციოდა. სიცივე ძვლებამდე ატანდა,მეტიც , ხასიათში ჰქონდათ გამჯდარი და ლაპარაკის თავი არ ჰქონდათ.ბოლოს ანეტმა დაარღვია სამარისებური სიჩუმე.
-პირობას ასრულებთ და ხმას არ იღებთ? (იცინის)
-თუ თქვენი სურვილი იქნება , სიამოვნებით შევასრულებ პირობას.
-მე ანეტი ვარ , მგონი ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ, თქვენ თეოდორი ხომ?
-დიახ
-ქალთა გულთამბყრობელი , თვით დიდი თეოდორი მოაბიჯებს ჩემს გვერდით,მადლობელი უნდა ვიყო ? ცინიკურად ჩაიცინა ანეტმა.
-რა თქმა უნდა . გადაკრით უპასუხა ბიჭმა.
ამასობაში კაფეს მიუახლოვდნენ .თეოდორმა შეიპატიჟა გოგონა და კაფის კუთხეში დასხდნენ.
-რას მიირთმევ?
-ჩაის .
-თუ შეიძლება ორი ჩაი, ნამცხვარი და კონიაკი მომიტანეთ.
-მე არ ვსვამ.
-არც არავინ გეპატიჟებათ.
-რა თავხედობაა..
-გადაიტანთ.
თეოდორმა გაუღიმა და ეს ღიმილი ანეტს იმდენად ლამაზად მოეჩვენა რომ ხმის ამოღებაც ვერ შეძლო.
-მივხვდი. (ანეტი)
-რას ?
-რატომ გივარდებათ ამდენი კეკლუცი გოგო ფეხებში.
-ჰო? და რითი მიხვდით ?
-საოცარი ღიმილი გაქვთ.
თეოდორი დაიბნა , შემდეგ გაეღიმა :
-მადლობ,ანეტ.თქვენ ბევრად ლამაზი ღიმილი და ულამაზესი თვალები გაქვთ,მთელს სამყაროს რომ იტევენ და ათას ტკივილს მალავენ ,ზუსტად ისეთი.
ანეტმა ხმა ვერ ამოიღო,მორცხვად დახარა თავი და მადლობა მოუხადა.ამასობაში შეკვეთაც მოიტანეს.ჩაის შეეცეოდნენ,თეოდორი კონიაკს ატანდა ,ისევ სიჩუმე ჩამოვარდა,რომელიც ამჯერად თეოდორმა დაარღვია.
-შენობით მივმართოთ ერთმანეთს რა.
-კარგი.
-დღეს ჩემი დაბადების დღეა ,19 იანვარი. დღეს 20 წლის გავხდი და რამდენიმე თვეა ვფიქრობ რომ მთელი 19ჯერ 365 დღე უაზროდ მაქვს გალეული, ანეტ. მე არავისთვის გამიკეთებია სიკეთე , არავინ გამიხარებია და არავის სახეზე არ დამიხატავს ღიმილი. პირიქით, ათასი ქალი მყოლია და ყველასთვის გული მიტკენია , ვსვამ, ვეწევი , მამას ჩემს გამო ინფაქტი აქვს გადატანილი. რომ ვუფიქრდები მშობლებმა ყველაფერი მომცეს რისი მოცემაც შეიძლებოდა , ვარ სტუდენტი , მყავს მანქანა , მატერიალურად უზრუნველყოფილი ვარ მე კი არ ვაფასებ. 20 წელი გავიდა ჩემი დაბადებიდან და დღემდე არაფერი ღირებული არ მაქვს შექმნილი,სიყვარულიც არ გამომიცდია,ვიყენებდი და ვტოვებდი ყველას . ეს ფიქრები და აზრები ქაოსურად ირევიან ჩემს ტვინში , ღამეებს მათენებინებენ . ძალიან სენტიმენტალური გავხდი , ვხვდები რომ ვეცემი და მალე ფიასკო მომელის, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ ამის გამოსასწორებლად.
-გილოცავ დაბადების დღეს ,თეოდორ. კარგია თუ ამდენ რამეს ხვდები და აცნობიერებ , ესეიგი გული მხოლოდ ფორმალურად არ გქონია . უნდა ეცადო გაანალიზო ყველაფერი , დაალაგო მომავლის გეგმები, დაისახო მიზნები,შეეცადო სიკეთის კეთება ,შეიყვარო ადამიანები და გწამდეს რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.
-ე , შენ რა კაი ყოფილხარ,არადა სხვანაირი მეგონე.
-სხვანაირი რანაირი?
-რავი ტო, თავშიავარდნილი, ზედმეტად პატივმოყვარე , ნაგლი ,კაროჩე ცუდი გოგო მეგონე და სხვანაირი ყოფილხარ.აუ , ანე,რაღაც მინდა გთხოვო.
-ანუ ახლა ასე არ გგონია, კარგია...რა უნდა მთხოვო?
-არავინ მყავს ვინც გვერდით მეყოლება,საძმაკაცოს მამაჩემის ფულები უყვარს და რამე რომ იყოს გაქრებიან,დაქალებიც არ მყავს მაინცდამაინც და მინდა გთხოვო რომ ჩემს გვერდით იყო , უბრალოდ დამეხმარო რა ,ხო ხვდები
-ანუ მეგობრად მიგულებ და მე გედგე გვერდით?
-ხო, სწორად გამიგე,ზუსტად ეგ მინდა. კარგად გიცნობ , მართლა ისეთი კი არ მეგონე, ვიცი რომ არ გავხარ იმ გოგოებს გარს რომ მეხვევიან ქინქლებივით, ვიცი რომ არ ხარ თავშიავარდნილი, პირიქით ,პატიოსანი და ზრდილობიანი ხარ.სწორად ასეთი ადამიანი მინდა გვერდით.
-კარგი,თეოდორ .დღეიდან შენს მეგობრად მიგულე.
-აუ ჯიგარი ხარ ტო, შევთანხმდით.
-მოკლედ ხვალიდან ეცადე მეტი სიკეთე აკეთო და პოზიტიურად იცხოვრო.
-კარგი, ანე მადლობა რა .
-არაფრის,ახლა კი წასვლის დროა 11 დაიწყო.
-მიგაცილებ კაი?
-კარგი.
ანეტმა ჩანთა აიღო , მანტო მოიცვა .თეოდორმა სიგარეტი აიღო მაგიდიდან , კარი გაუღო და გარეთ, თოვლიან ქუჩაში გამოვიდნენ .
-ანეტ,ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?
-ბავშვობაში არა ახლაც ვოცნებობ ,ხის სახლი მინდა მთაში , ლამაზი ოჯახი ,და ჰო კიდევ , ნიცა მინდა რომ ვნახო..
-ვა, გემოვნება მაგარი გაქვს , ძვირი სიამოვნებაა..მე იცი რაზე ვოცნებობდი?
-რაზე?
-მინდოდა პირველი ვყოფილიყავი ვინც წყალქვეშ ცეცხლს დაანთებდა . (იცინის)
-გეტყობა ნიჭიერი ბავშვი იყავი.
-ახლა რას მიწუნებ.
-ჩემი დასაწუნი რა გჭირს?
-მეც მაგას ვამბობ შენი დასაწუნი,ღმერთმა დამიფაროს რომ მჭირდეს.
-რა სითავხედეა.
-ამასაც გადაიტან.
-აი აქ ვცხოვრობ.
-ასე მალე მოვედით? ვა კაია . ხვალ ისვენებ?
-კი.
-მერე რას აპირებ?
-დასვენებას.
-შენ რა მაგარი ხარ, სახლში უნდა იჯდე ?
-დიახ.კიდევ გაქვს შეკითხვა ? გავიყინე.
-აუ ერთიც, არ გამოხვალ ხვალ?
-არა.
-კაი , ხვალ კაფესთან გელოდები , დღე 12 საათზე. არ გამიტეხო რა. წავედი.
-თავხედო. დამემშვიდობე მაინც.
-ნახვამდის ,მადმუაზელ, მშვიდ ღამეს გისურვებთ.
-ასევე , მექალთანე.
ანეტს გვიან ღამით ჩაეძინა მხოლოდ, მთელი ღამე თეოდორის მოლისფერი თვალები და ღიმილი უტრიალებდა თვალწინ, რაღაც უცნაურად გრძნობდა თავს ,ვერც იძინებდა.
20 იანვარი გათენდა .ჩვეულებრივი ზამთრის დილა. მინუს გრადუსი ფარენჰეიტით ტემპერატურა.მზე არსად ჩანდა. დილის 9 საათი იყო, ანეტმა თვალი გაახილა ,სამზარეულოში გავიდა მაგარი უშაქრო ყავა მოიდუღა ,გამათბობელი ჩართო ,ფარდა გადაწია და მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადახედა ერთფეროვან უბანს ,რომელსაც 18 წელია ხედავს ამ ქვით ნაშენები ყუთიდან, უბანს სადაც ვერასდროს ხედავს შეყვარებულ წყვილებს, სადაც დაღამება და გთენება სულ ერთია , სადაც არაფერს აქვს ხიბლი და სეზონების ცვალებადობა მხოლოდ პირობითი და ფორმალურია . ფანჯრის რაფაზე დამტვერილი ლექსების რვეული შენიშნა, ბავშვობიდან უყვარდა პოეზია , წერდა კიდევაც , უბრალოდ ბოლო დროს არაფერი ეხალისებოდა. გადაწმინდა მტვერი, გადაშალა და პირველი რაც ნახა , თავის საყვარელი ლექსი ნახა , წელში გაიმართა, ფინანი რაფაზე დადო და მშვიდი , აუღელვებელი ტონით დაიწყო კითხვა :
''ქარი ჰქრის ,ქარი ჰქრის , ქარი ჰქრის...
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...
ხეთა რიგს , ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ? სადა ხარ ? სადა ხარ?...''
უცებ გაჩუმდა , თავში გუშინდელი დღე ამოუტივტივდა, თეოდორი, ნეტავ როგორაა სენტიმენტალური მექალთანე? შემდეგ საათს დახედა , დიდი დრო გასულა უკვე 11 ხდებოდა. ზანტად ადგა , სარკესთან მივიდა , მოწესრიგდა , მსუბუქი მაკიაჟით შეიფერადა ყოველდღიური უფერობა, თმა გაიშალა ჩვეულებისამებრ და თხელი , მოხდენილი შავი კაბა ჩაიცვა, ამასობაში გასვლის დროც მოვიდა,მოლისფერი მანტო მოიცვა და კარები ისე ფრთხილად გამოხურა , თითქოს შიშობდა ვინმე არ გაეღვიძებინა. ფრთხილად დაუყვა მონგრეულ კიბეებს და წყნარი ნაბიჯებით მივიდა დანიშნულ ადგილას. 12ს 5 აკლდა . ზუსტად 12 საათზე შავებში შემოსილი თეოდორი გამოჩნდა, მყარი ნაბიჯებით, თავაწეული მიაბიჯებდა სიცივისაგან გაყინული გოგონასაკენ, ხელში წითელი ვარდი ეკავა , მიუახლოვდა, გადაკოცნა და ვარდი გაუწოდა.
-ეს მე?
-აუ ეს რა სულელური კითხვა იცით ამ გოგოებმა ტო, კი შენ .
-მეტი უხეშად ვერ მიპასუხე? მადლობა , სხვათაშორის ეს პირველი ყვავილია რომელიც მაჩუქეს. ნაწყენი ხმით ამბობდა ანეტი.
-მაპატიე რა, არ მინდოდა შენი წყენინება , მართლა პირველია?
-კი.
-ხოდა ,დღეიდან ყოველდღე გაჩუქებ .
-არ შეწუხდე.
-აუუუ, ნუ მეოფიციალურები რა, შენ ხო ჩემი მეგობარი ხარ?
-კარგი ხო.
-აუ მოიცა.. თეოდორი გზაზე გადავიდა , ტაქსი გააჩერა .
-ანე , ჩაჯექი მოდი.
-რატომ? სად მივდივართ?
-კითხვები მერე იყოს რა. ძმა მთაწმინდაზე რამდენად ახვალ?
-10 ლარი.
-ვახ ტო ამასაც ჩემსავით ვალები აქვს აქა-იქა . (იცინის) კაი ჯანდაბას .
-ანე ,მთაწმინდაზე ხარ ნამყოფი?
-არა.
-რანაირი თბილისელი ხარ შენ?
-რანაირიც შენ.
ტაქსის მძღოლი ჩუმად ხითხითებდა მათ ენამოსწრებულ სიტყვა -პასუხზე , თან რადიოში Scorpions-ის ,,Wind of Change'' ჰქონდა ჩართული და არხეინად , დაბალი სიჩქარით დაჰყავდა თავის არც თუ ისე გამართული მოვარდისფრო ავტომობილი.20 წუთში მთაწმინდაზეც მივიდნენ , თეოდორმა მადლობა და თანხა პარალელურ რეჟიმში გადაუხადა მძღოლს და კარიც მიუხურა.
-წამო.
-სად?
-კითხვები მერე იყოს.
თეოდორმა ხელი ჩაჰკიდა ანეტს და სწრაფი ნაბიჯით წაიყვანა. რას გრძნობდა ამ დროს ანეტი? რა თქმა უნდა , ფრთებს , მუცელში პეპლებს. თეოდორის თბილ ხელისგულში მისი პატარა ხელი იყო მოთავსებული და ამისგან ის მთლიან სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელს გრძნობდა.
-აუ,მოიცა, აქ გაჩე. უცებ გააჩერა თეოდორმა . აი ცოტა რომანტიული პონტი რო იყოს რა ხო ხვდები (იცინის).. შემდეგ ანეტს წრე დაარტყა, ზურგს უკან დაუდგა და თბილი ხელისგულები თვალებზე ააფარა. -ვსო ეხლა წამო... ანეტს სუნთქვა შეეკრა,ზედმეტი მოძრაობის გარეშე დაემორჩილა და გაჰყვა თეოდორს.
-მოვედით, გაახილე თვალები.
ანეტი გაშეშებული იდგა , ხმას ვერ იღებდა. მის თვალწინ გადაშლილი იყო მოხუცი , თეთრებში შემოსილი თბილისი , მთელი თავისი მშვენიერებით .ზემოდან ნისლი ეხურა და აშკარად დადარდიანებულს თოვლი ჰგვრიდა შვებას.აქა-იქ ძლივს მნათობი , გადატყავებული ლამპიონების მქრქალი შუქი ლანდად ეფინებოდა ქათქათა თოვლს და ჰარმონიულად ერწყმოდა იმ თბილ ფერთა გამას რომელშიც მთელი ქალაქი სულგანაბულად ჩაძირულიყო.
-საოცრებაა...ძლივს ამოიღო ხმა. -ეს არის ყველაზე ლამაზი რამ , რაც კი ოდესმე მინახავს . მალობა, თედი.
-ყველაზე საოცარი შენი თვალებია , შენი ღიმილია ყველაზე საოცარი. ახლა ისე გიბწყინავენ თვალები , ასე მგონია შემიყვარდები და მეშინია, რომ ოდესმე შენ გამიქრები და შენს მაგივრად დამრჩებიან შენზე ფიქრები...ყველაზე ლამაზი ხარ ,ანე. დედას ვფიცავარ ,მილიონობით ქალში ერთადერთი ხარ ,ვისზე ფიქრებიც არ მასვენებენ, აკვიატებული მყავხარ , სულ შენი სახე მიდგას თვალწინ .არც ჩვენი შეხვედრა იყო გუშინ შემთხვევითი, დიდი ხანია გაკვირდები , დაზეპირებული მაქვს შენი სიარული,შენი მიხრა-მოხრა,შენი იშვიათი და საოცარი ღიმილი,შენი სახის ნაკვთები...
ანეტი თავდახრილი უსმენდა, თავის და გასაკვირად სჯეროდა მისი, გულით გრძნობდა რომ მის წინ გულწრფელად მოსაუბრე პიროვნება იდგა , ვისზე ფიქრებითაც მეორე დღეა ტვინში ქაოსი აქვს .
-არ ვიცი რა გითხრა.
-ნურაფერს მეტყი...გამიღიმე.
ანეტი გაწითლდა , მორცხვად გაუღიმა. სიცივე მინუს რვა გრადუსს აჩვენებდა , ანეტი თხელ კაბაში იყო გამოწყობილი და, რა თქმა უნდა , დროდადრო კანკალი იტანდა . ტუჩები გაულურჯდა, ცხვირი გაუწითლდა და იმდენად ლამაზი იყო, რომ ყურებით ვერ დატკბებოდით.
-ანე ,გცივა ჰო?
-არ... კი მცივა ,ძალიან.
სიტყვა დაასრულა თუ არა ,ანეტი მიუახლოვდა და ტკიპასავით მიეკრო გულზე . თეოდორს გაეღიმა ,ხელები შემოჰხვია და მის სუნთქვას უსმენდა.ანეტი პატარა ბეღურასავით თრთოდა მთელი სხეულით ,თეოდორი კი უფრო ძლიერ იკრავდა გულში. სამარისებულ სიჩუმეში მხოლოდ ორი ადამიანის სუნთქვა ისმოდა, ორი ,ერთმანეთისადმი სრულიად უცხო და ამავდროულად ყველაზე ახლობელი ,ადამიანის.
დრო საოცრად ჩქარა გადიოდა ,უკვე საღამო ხანი იყო.
-ანე, ჩაი ხომ გინდა?
-შენ?
-წავედით.
თეოდორმა ტაქსი გააჩერა და ისევ იმ კაფეს ესტუმრნენ. ხალხი შედარებით ნაკლები იყო, მუსიკა შედარებით მშვიდი და გარემოც შედარებით რომანტიული.
-ორი ჩაი, კონიაკი და ბრაუნი თუ შეიძლება.
-ამჯერად მეც დავლევ.
-როგორც გენებოს.ცეკვა იცი?
-არც ისე კარგად.
-წამო.
თეოდორი წამოდგა,ანეტთან მივიდა, ხელი გაუწოდა და ფრთხილად წამოაყენა.კაფეში შოპენის ''გაზაფხულის ვალსს '' უკრავდნენ , წყვილები ცეკვავდნენ , მშვიდად და აუჩქარებლად... ერთი ნაბიჯი მარჯვნივ,ერთი წინ , ორი უკან , ტრიალი.თეოდორის გრძელი , ლამაზი თითები ანეტის მოყვანილ წელზე , ანეტის წაბლისფერი გრძელი თმა ფარავდა თეოდორის მარცხენა ხელს , თხელი მოხდენილი კაბა მომაჯადოებლად ემორჩილებოდა ყოველ ნოტს , ყოველ აკორდს...ორივე პირველად ცეკვავდა ,მაგრამ ეს იმდენად ლამაზი სანახავი იყო რომ ყველას ყურადღება მხოლოდ მათკენ იყო მიბყრობილი. მოლისფერი და თაფლისფერი თვალები ანათებდნენ არც თუ ისე კარგად განათებულ კაფეს .ეს საოცრება იყო. მუსიკა დამთავრდა და ყველა კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა.შემდეგ ჩაის მიირთმევდნენ კონიაკით და ერთმანეთის სახეების ყურებით ტკბებოდნენ .
-ჩემი საოცრება ხარ.
-მადლობა.
-მადლობა ხომ იცი როგორც უნდა გამოხატო?
ანეტმა გაუღიმა,თვალები დახარა და მორცხვად მოსვა კონიაკი.ძირითადად არაფერზე უსაუბრიათ . დრო სწრაფად გაექცათ.
-წასვლის დროა , თედი.
-წავიდეთ ,ანეტ.
ადგა მანტო მოაცვა , სიგარეტი ჯიბეში ჩაიდო და გარეთ გაუძღვა.სიგარეტს გაუკიდა,მარჯვენა ხელი წელზე მოხვია და ფრთხილი ნაბიჯით გაუყვნენ ძლივსგანათებულ თოვლიან გზას.
-ბევრს ეწევი ძალიან.
-კი საკმაოდ.
-გადაგაჩვევ .
-კაი ტო , ერთი შენი ღიმილისადმი ფანატიზმს გადავეჩვევი და მეორე კოლოფნახევარი სიგარეტის მოწევას.
-ჩემი აჯობებს .
-საოცრება...
სამ წუთში კორპუსთან იყვნენ .
-ანე , ხვალ...
-მოვალ ..გააწყვეტინა სიტყვა .
-12ზე
-კაფესთან . (გაუღიმა)
თეოდორმა შუბლზე აკოცა და სადარბაზომდე მიიყვანა .
-მშვიდი ღამე , ანე .
-შენც ...
-აუ ,ვერ მივდივარ ტო.რაღაც მინდა...
-რა?
თეოდორმა ხელები გაშალა და ანეტიც უსიტყვოდ მიეწება გულზე.
კარი ფრთხილად გააღო.ფეხაკრეფით შევიდა სახლში. დაწვა და თავი ფიქრებს მიაბარა. მთელი დღე საოცარი რომანტიული ფილმის კადრებივით უტრიალებდა თვალწინ ,მისი თბილი ,მშვიდი ხმა ჩაესმოდა ,მის მთრთოლვარე თითებს გრძნობდა წელზე, მის სუნთქვას გრძნობდა ყელში. :
''ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ…
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..''
დილით ისევ ისე შეხვდა . თეოდორი ისევ წითელი ვარდის ამარა მოვიდა და შუბლზე კოცნის შემდეგ აჩუქა სისხლისფერი ყვავილი. შემდეგ თბილისის უბნებში ისეირნეს . ათას რამეზე ისაუბრეს , იცინეს. საღამო ისევ კაფეში გაატარეს და კვლავინდებურად 10 საათზე თეოდორმა სახლისკენ მიაცილა.
20 თებერვალი. ღამის 3 საათი. სახლის ტელეფონზე ზარია. ანეტი ნახევრად მძინარე მიდის ტელეფონთან და მძინარე ხმით პასუხობს.
-გისმენთ.
-ანე , თეოდორი ვარ.
-რა მოხდა? შეშინებული ხმით ჰკითხა.
-გამოხვალ გარეთ?
-რა მოხდა ?
-არაფერი. მომენატრე ,გამოხვალ?
-კი, 15 წუთში სადარბაზოსთან ვიქნები. სწრაფად ჩაიცვა , კარი ჩაკეტა და სირბილით ჩავიდა დამტვრეულ კიბეებზე. თეოდორი ვარდით ხელში უცდიდა მანქანასთან.
-წამოხვალ?
-სად?
-კი თუ არა?
-კი.
მანქანაში ჩასხდნენ და ისევ მთაწმინდისკენ წაიყვანა .20 წუთში იქ იყვნენ .
-წამო. ან მოიცა .. ხელში აიტაცა და ისე წაიყვანა .
სკამზე წითელი ვარდების დიდი თაიგული იდო , ანეტი დასვა და ვარდები მიართვა .
-რა ლამაზია აქაურობა ახლა , რა ლამაზი თაიგულია... მადლობა ყველაფრისთვის , მე ყველაზე ბედნიერი გოგო ვარ ,თეოდორ.
თეოდორი ჩახუტა, გრძელი თითები მის სქელ,ტალღოვან თმაში ახლართა და მის სურნელს სუნთქავდა მთელი ძალით.
-ანე, რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, მე შევიცვალე, შენ გარდამქმენი სხვა ადამიანად ,გვერდში მიდგახარ მაშინ როდესაც მტკივა და მარიგებ როდესაც ნერვებისაგან სადაცაა დანა ავილესო ვენებზე. ჩემი საოცრება ხარ და მე ვარ მადლობელი შენი არსებობით. მრავალ სხვათა შორის ერთადერთი ქალი ხარ ვინც მე ავირჩიე და წამითაც არ ვნანობ ამას . ანე , მიყვარხარ ...მე შენ ძალიან მიყვარხარ.
ანეტი ტიროდა , ეს არ იყო მწუხარების ცრემლები. ის ბედნიერი იყო, იმაზე უფრო ბედნიერი ვიდრე ჩანდა და ვიდრე გამოხატავდა .ვერაფერს ამბობდა ,ძლივს მოიკრიბა ძალები და უთხრა:
-მეც ძალიან მიყვარხარ ,თეოდორ, სიგიჟის ყველა ზღვარს გაცელილად მიყვარხარ.
წამის მეასედში მისი პატარა სახე თეოდორის თბილ ხელებში აღმოჩნდა , მთვარე მოწმედ იყო და იწვოდა სირცხვილით მთვარე . თეოდორი ახლოს მივიდა , მის სუნთქვას გრძნობდა , მის დახუჭულ თვალებს , მისი წამწამების ჩრდილს ხედავდა , მთელს სახეზე რომ ეფინებოდა. მის ლამაზ , ვნებიანად მთრთოლვარედ ტუჩებს ხედავდა . თითის ბალიშებით ნაზად შეეხო ტუჩებზე , ღრმად ჩაისუნთქა და აკოცა. ეს იყო პირველი კოცნა, მთვარის შუქზე და გახშირებული სუნთქვის ფონზე . ვნებიანად ეალერსებოდა მის ტუჩებს , ხელით მშვიდად ეფერებოდა სახეზე და ნაზად უწევდა სახეზე ჩამოყრილ თმებს ,კოცნიდა მოწყურებული , მთელი სიყვარულით , იხუტებდა მთელი ძალით და ეს იყო ყველაზე თავბრუდამხვევი გრძნობა , იმ გრძნობებს შრის რაც მასთან ყოფნისას და რაც ზოგადად მთელი სიცოცხლის მანძილზე უგრძვნია . ანეტის ტანი მის ხელებში თრთოდა , თავს ძლივს იკავებდა რომ მის მკლავებში არ დაცემულიყო , თავბრუ ეხვეოდა , ჟრუანტელი უვლიდა მთელს სხეულში.
-მე შენ მიყვარხარ მთელი არსებით.
იმეორებდა ჩურჩულით და გრძნობდა მის გულისცემას , რომელიც წამში ორჯერ უფრო მეტი სიჩქარით ცემდა ვიდრე სჩვევია.
დრო არაჩვეულებრივად სწრაფად გადიოდა . მისდევდნენ დღეები დღეებს და გაზაფხულის მოსვლის საიდუმლოც გასთქვეს იებმა. თოვლი დადნა , ამაყმა მარტმა გოროზი მზერით შემოაბიჯა თბილისის ქუჩებში და თან მოიყოლა ცივი ქარები. ანეტის სახლი სავსე იყო წითელი ვარდებით და წერილებით ,სადაც ლამაზი ლექსებითა და ფრაზებით , სხადასხვანაირად იყო ახსნილი მისდამი თეოდორის გრძნობები.
''ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ…
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..'' აკვიატებული ჰქონდა თეოდორზე ფიქრებივით და წამში ერთხელ იმეორებდა . ტელეფონზე ზარი იყო:
-ანე,ჩამო რა.
-ახლავე.
ანეტი გაემზადა და ჩავიდა.მარტის 25 იყო.გაზაფხულის სუსხიანი დღე იყო.არასასიამოვნოდ გრილოდა, მაგრამ ანეტს ეს სრულიად არ ადარდებდა , ''ის'' გაათბობდა და ამიტომაც თხელი კაბით ამაყად მივიდა კაფესთან.
-მშვენიერი ხარ . უთხრა და წითელი ვარდი აჩუქა. ანეტმა მორცხვად გადაუხადა მადლობა და ჩაეხუტა.
-ცივა ძალიან. (თეოდორი)
-კი. გცივა?
-კი ,მაგრად ტო. წამო კაფეში შევიდეთ.
-არა რა , არ მინდა.
-აბა რა ვქნათ.?
-რავი არ ვიცი.ჩაი გინდა?
-კი მცივა მაგრად.
-ჩაი მაქვს და ნამცხვარი, ჩემთან ავიდეთ თან თბილა.
-მართლა თუ მეკაიფები?
-მართლა.
-ჩემი საოცრება , კარგი წამო.
თეოდორმა წელზე ფრთხილად მოჰხვია ხელი და დანგრეულ კიბეებზე ფრთილად ავიდნენ.ანეტმა სახლის კარი გააღო, მანტო გაიხადა და თხელი წითელი კაბით იმდენად მშვენიერი იყო რომ თეოდორი თვალებგაბრწყინებული აკვირდებოდა. ნარნარით გავიდა სამზარეულოში , მანამდე გამათბობელთან დასვა თეოდორი, ნამცხვარი დაჭრა და ჩაის კეთებას შეუდგა .
-ანე, კონიაკი , ვისკი ან რამე ხომ არ გაქვს ?
-კი , მომაქვს ეგეც .გამოსძახა სამზარეულოდან.
სუფრა გაშალა , მეტი რომანტიულობისთვის სანთლები აანთო და კლასიკური მუსიკა ჩართო ძველისძველ მაგნიტოფონში. საღამო იყო ,დაახლოებით 8 საათი. ჩასის შეექცეოდნენ კონიაკით, ერთმანეთს უყურებდნენ და იღმოდნენ .
-წამო მეცეკვე . თეოდორი ადგა , ხელი მოჰკიდა ანეტს და საცეკვაოდ გაიწვია .ისევ მშვიდი მუსიკა,ოღონდ ამჯერად უკვე რომანტიული გარემო , სანთლების შუქი.
-ანე ,ნიცაში როდის გინდა წასვლა?
-რაც მალე მით უკეთესი, მხიარულად უპასუხა ანეტმა.
-კაი , იმ კვირაში წავალთ, ბილეთებს ხვალ გავჩითავ . რამე კაი პონტში გავეძროთ.
-რა?
-რა რა? იმ კვირაში ერთ-ერთ ოცნებას აგიხდენ ...არა ორს ... ოჯახი ხომ გინდოდა?
-კი
-ცოლად გამომყვები?
-კი.კი.კი. ბოლო ხმაზე კიოდა სიხარულისგან . მთელი ძალით ეხუტებოდა და კოცნიდა .
ეიფორიიდან რომ გამოვიდა ისევ განაგრძეს ცეკვა , ალკოჰოლი აღარ იყო დარჩენილი , საკმაოდ ნასვამები იყვნენ , ისევ შოპენი , მშვიდი მუსიკა , ნაბიჯი წინ , ორი მარჯვნივ , ორი უკან , ტრიალი . თეოდორის ძლიერი ხელები , გახშირებული სუნთქვა , ყელში კოცნა ...შუბლზე...ლოყებზე..თვალებზე, ტუჩებში... ისევ მთვარე იყო მოწმე გადაწეული ფარდების მიღმა რომ მოსჩანდა და ურცხვად იჭყიტებოდა სარკმელში. კისერში სურნელი , თეოდორის გრძელი თითები მის წელზე, თმებზე , მუხლებზე. მთელი ძალით ტუჩებზე ალერსი , თითების ბალიშების სახეზე სრიალი... სადღაც მოფრიალებული წითელი ,თხელი კაბა , თეოდორის კუბოკრული პერანგი, ანეტის მთრთოლვარე , ნატიფი სხეული, თითებით დათვლილი მალები , მისი მკლავები , მწველი ბაგეები , მისი მკერდი , შიშველი სხეული , თავბრუდამხვევი ტანგოს ნაბიჯები , სიჩუმე , მხოლოდ აჩქარებული სუნთქვა... და მთვარე -სახეზე ხელებაფარებული ...
ანეტს გაეღვიძა , დილა იყო , მზე ჯერ არც ამოსულიყო , თეოდორის მკერდზე ედო თავი და მის გულისცემას უსმენდა .საოცარი გრძნობა ჰქონდა. ხატავდა მომავალს ფიქრებში , ერთი კვირაც და ...ნიცა ... თეოდორი სამუდამოდ მის გვერდით... ის ყველაზე ბედნიერი ქალი იყო, ყველაზე ლამაზი მომავლითა და ცხოვრებით , ამდენი ტკივილის მერე ძლივს ეღირსა მშვიდი ცხოვრება .
ცოტახანში ადგა , თმა დაივარცხნა და თეოდორის კუბოკრული პერანგით გავიდა სამზარეულოში , თავისთვის უშაქრო ყავა მოადუღა, მითვის ორი კოვზი შაქრით, ფეხაკრეფით შემოვიდა ოთახში, დაიხარა და შუბლზე ნაზი კოცნით გააღვიძა. დაჯდა საწოლზე მის მხარეს და უყურებდა , თან იღიმოდა. თეოდორი საწოლს მიეყუდა , ახლოს მოიწიეო ანიშნა და ხელი გადახვია, ანეტმა გულმოდგინედ მოურია ყავას და მიაწოდა . სიჩუმე იყო ,ანეტი კი ჩურჩულით კითხულობდა :

-''ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ…
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს… ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!..
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის…
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!..''
ეს მიყვარს ყველაზე ძალიან . როცა მენატრებოდი სულ ვიმეორებდი და წარმოგიდგენდი რომ ჩემთან ხარ . აქ გვერდით .
-მიყვარხარ.
-მეც .უზომოდ ...
აპირილის 5 რიცხვი იყო . საოცრად მშვიდი საღამო. თბილოდა .სამ დღეში ნიცაში მიფრინავდნენ , 2დღეში კი ჯვარი უნდა დაეწერათ. დილიდან უხასიათოდ იყო ანეტი , ვერ ისვენებდა . ტელეფონის წკრიალი არ ისმოდა .სიჩუმე იყო. თეოდორი არ ჩანდა , არ ეხმიანებოდა არადა არასდროს მოქცეულა ასე. ანეტი კანკალებდა , წამალს წამალს აყოლებდა და ცდილობდა კარგზე ეფიქრა, ქორწილზე , ნიცაზე ...ოჯახზე, ხის სახლი მთაში..სწავლას მალე დაამთავრებდა სულ რაღაც 3 თვეში . უკვე ორი წელი გავიდა მათი ''შემთხვევითი'' შეხვედრიდან და ყოველი დღე სულ უფრო ბედნიერების მომტანი იყო მათთვის . 3 დღეც და....ოცნებებიდან უცებ ტელეფონის წკრიალმა გამოაღვიძა .
-გისმენთ.
-ქალბატონი ანეტი ბრძანდებით?
ანეტს მუხლები მოეკვეთა . ხმა არ ეცნო.
-დიახ, აკანკალებული ხმით უპასუხა.
-მე პოლკოვნიკი დევდარიანი ვარ , გთხოვთ დღეს გამოცხადდეთ ისანი-სამგორის პოლიციაში.
-რა მოხდა?
-დეტალებს აქ აგიხსნიან , საქმე თეოდორს ეხება.
შეშინებულმა ანეტმა სწრაფად ჩაიცვა ტანსაცმელი , თითქმის არც მოწესრიგებულა , დამტვრეულ კიბეებზე ელვისებური სიჩქარით ჩაირბინა და გაფითრებული სახით ეზოში გავარდა, სუნთქვა უჭირდა მუხლები ეკვეთებოდა , ტაქსი გააჩერა და რამდენიმე წუთში პოლიციის შენობაში იყო.
-გამარჯობა ,ქალბატონო ანეტ.
-გამარჯობა.რა ხდება? თეოდორი სადაა?
-დაბრძანდით გთხოვთ .. წყალი მოიტანეთ
-დიდხანს იქნებით ჩუმად?
-დამშვიდდით გთხოვთ . ახლავე გაგაცნობთ საქმის დეტალებს.ამა წლის 4აპრილს ღამე თეოდორს და მის ძმაკაცს ჩხუბი მოუვიდათ ე.წ წამლის დოზაზე, შეკამათების ნიადაგზე დავით ბერიძემ სასიკვდილოდ დაჭრა თეოდორი.ღამე 23:56 საათზე თეოდორი გარდაცვლილი იპოვეს .ექსპერტების ცნობით მას სამი სასიკვდილო ჭრილობა აქვს მიყენებული გულ-მკერდის არეში.
''ღამე 23:56 საათზე თეოდორი გარდაცვლილი იპოვეს'' მხოლოდ ეს გაიგო ნათქვამიდან. ბოლო ხმაზე კივილი .გულის წასვლა.

10 აპრილს , ძაძებში გამოწყობილი ანეტი თავისი პირველი და უკანასკნელი სიყვარულის სასახლესთან იჯდა და სახეს იკაწრავდა , ცრემლებს ღვრიდა . ეს იყო ყველაზე შემზარავი საყურებელი , ეს იყო ყველაზე დიდი ტკივილი.

***
200(კენტი რიცხვი ,სავარაუდოდ 1) წელი იყო. მშვიდი შემოდგომა , ყვითელ დათრთვილულ ფოთლებში ჩაფლული ქალაქი ნიცა, სუსხიანი ნიავი და აქა-იქ მოსეირნე თითო-ოროლა მოხუცი . საღამო ხანი იყო, მტვრიან ტროტუარზე შავებში, თხლადჩაცმული გოგონა მიაბიჯებდა და ხშირად ახედავდა ხოლმე ტყავგადამძვრალი ლამპიონიდან მქრქალად ირიბად მნათობ შუქს.აშკარად სციოდა , პატარა ,აპრეხილი ცხვირი სულ გაწითლებოდა ,ლოყებსაც მოწითალო ელფერი დაჰკრავდათ,მაგრამ არ იმჩნევდა ,ისევ ნელი ნაბიჯით განაგრძობდა სიარულს,თითქოს ფეხები უკან რჩებოდა და აშკარად არ სურდა ,იმ სიცოვეში შინისკენ გაეწია.მის ლამაზად თლილ სხეულს დროდადრო კანკალი იტანდა ,მუხლები ეკვეთებოდა ,მაგრამ მაინც ჯიუტად განაგრძობდა სიარულს. თაფლისფერი თვალები ათას ტკივილს იტევდნენ და ცრემლებს ძლივს იკავებდა ,თუმცა ერთი ჯიუტი ცრემლი მაინც ეკიდა მის ხშირ,გრძელ წამწამებს. ლამაზად მორკალული ,მოვარდისფრო ტუჩები სიცივისგან დასკდომოდა და გალურჯებოდა,გრძელ,აბრეშუმივით პრიალა სქელ თმაზე ჭადრის ხმელი ფოთლები ეალერსებოდნენ, ჩურჩულებდა :
''ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ…
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს… ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!..
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის…
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!..''

დროდადრო ქერა , ხუჭუჭათმიან 3-4 წლის ბავშვს უყურებდა , რომელიც დარბოდა და თან უღიმოდა...
''თეოდორ ,დედიკო არ წაიქცე ,ფრთხილად იყავი'' ...

ეპილოგი
''შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!..''

ბავშვებო, გთხოვთ ვინც წაიკითხავთ თქვენი აზრი გამოხატოთ კომენტარებში,ზოგადად ლექსებს და ჩანახატებს ვწერ და თქვენი აზრი მნიშნელოვანია ჩემთვის..
ანა ზეიკიძე



№1  offline წევრი mendi

ძალიან კარგი იყო, აი რაღაცნაირად კარგი.

 


№2  offline წევრი Firefly

საუკეთესო იყო♥სიამოვნებით წავიკითხავდი კიდევ შენს ისტორიას
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი ხატული♥

აი ძალიან მომეწონა ეს ისტორია ♥♥ მართლა ძალიან იმოქმედა ჩემზე ♥♥♥ დასასრული იყო სევდიანი და ჩემდა უნებურად ცრემლები გადმომცვივდა...მაგრამ ტრაგიკულ დასასრულშიც არის რაღაც ხიბლი :))) ნუ მაგარი გოგო ხარ შენ ანნა კარგი ისტორია იყო...მოვიხიბლე ♥♥♥

 


№4  offline წევრი EiLuL♥

მომეწონა ! განსხვავებული იყო, ლექსი უფრო ლამაზსა და სასიამოვნოს ხდიდა,კითხვის დროს..წარმატებები ❤
--------------------
elene

 


№5  offline წევრი Anna)))

mendi
ძალიან კარგი იყო, აი რაღაცნაირად კარგი.

დიდი მადლობა ♥

♥მარიამი♥
საუკეთესო იყო♥სიამოვნებით წავიკითხავდი კიდევ შენს ისტორიას

დიდი მადლობა ♥ ერთი ისტორია მაქვს მიდევს აქ ♥ ცოტა ბანალურია

ხატული♥
აი ძალიან მომეწონა ეს ისტორია ♥♥ მართლა ძალიან იმოქმედა ჩემზე ♥♥♥ დასასრული იყო სევდიანი და ჩემდა უნებურად ცრემლები გადმომცვივდა...მაგრამ ტრაგიკულ დასასრულშიც არის რაღაც ხიბლი :))) ნუ მაგარი გოგო ხარ შენ ანნა კარგი ისტორია იყო...მოვიხიბლე ♥♥♥

არ მიყვარს ჰეფი ენდები ,ცხოვრებაშიც ხომ იშვიათია ბედნიერი დასასრულები ♥ დიდი მადლობა , მიხარია რომ მოგეწონათ ♥

EiLuL♥
მომეწონა ! განსხვავებული იყო, ლექსი უფრო ლამაზსა და სასიამოვნოს ხდიდა,კითხვის დროს..წარმატებები ❤

დიდი მადლობა , ჩემო კარგო ♥ ^_^
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№6  offline წევრი mbella

რაღაც განსხვავებული იყო, ლექსი კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა, ველოდი ასეთ დასასრულს, მიუხედავად იმისა რომ არ მიყვარს ისტორიების ასეთი ფინალი, ძალიან მოუხდა ამას.
სიამოვნებით წავიკითხავ შენს სხვა ისტორიებსაც :**

 


№7  offline წევრი varduka

რატო მოკალი თეოდორიი?. დაა მოლისფერი რა ფერია გეხვეწები მითხარი

 


№8  offline წევრი Anna)))

mbella
რაღაც განსხვავებული იყო, ლექსი კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა, ველოდი ასეთ დასასრულს, მიუხედავად იმისა რომ არ მიყვარს ისტორიების ასეთი ფინალი, ძალიან მოუხდა ამას.
სიამოვნებით წავიკითხავ შენს სხვა ისტორიებსაც :**

მადლობა ♥ მაქვს აქ რაღაცები დადებული და გადახედე თუ გინდა <3

varduka
რატო მოკალი თეოდორიი?. დაა მოლისფერი რა ფერია გეხვეწები მითხარი

არ მიყვარს ჰეფი ენდები wink მოლისფერი კი მწვანეა (ღია მწვანე) request
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№9  offline წევრი Nineli07

Sascauli iko.dzalian momecona

 


№10  offline წევრი Anna)))

Nineli07
Sascauli iko.dzalian momecona

Didi madloba <3 ^^
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№11  offline წევრი Anka.11

Sauketeso iko❤️

 


№12  offline წევრი Anna)))

Anka.11
Sauketeso iko❤️

Gmadlob,anka <3
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№13  offline წევრი მარიგ

ძალიან კარგი იყო მომეწონა ამეტირა კიდეც. ყოჩაღ ძალიან მაგარი გოგო ხარ!

 


№14  offline წევრი Anna)))

მარიგ
ძალიან კარგი იყო მომეწონა ამეტირა კიდეც. ყოჩაღ ძალიან მაგარი გოგო ხარ!

ძალიან მიხარია თუ მოგეწონათ ♥ მადლობა
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№15  offline წევრი Xatia_27

Sxvanairad chemia es istoria albat galaktionis gamo tumca ra mnishvneloba aq.ar daikargo shemdegs velodebi darwmunebuli var rom isic eseti kargi iqneba.

 


№16  offline წევრი Anna)))

Xatia_27
Sxvanairad chemia es istoria albat galaktionis gamo tumca ra mnishvneloba aq.ar daikargo shemdegs velodebi darwmunebuli var rom isic eseti kargi iqneba.

მადლობა ♥ აუცილებლად დავწერ რამეს ახლო მომავალში , მიხარია რომ მოგეწონათ
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№17  offline წევრი Anna)))

NataShka()()()
Fantastiuri iyo momewona dzalian gulshi ragac dzlierad chamwyda daaa ratomgac yvelaferi tvalwin warmovidgine ....samwuxarod xdebaxolme realobashi ...arachveulebrivii iyoo emociebi adgils vegar oteven chemshi madlobaa ..warmatebebs gisurveb :-*

მადლობა ნატა , უზომოდ მიხარია თუ მოგეწონათ ♥
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№18 სტუმარი gvanca

Dzaan momewona da banaluri ar iyo dasasrulic momewona da leqsmac tavisi qna da momechvena ro galaktionis da konstantines sherwyma gqonda molisferi dzaan momewona agwerashi

 


№19  offline წევრი Anna)))

gvanca
Dzaan momewona da banaluri ar iyo dasasrulic momewona da leqsmac tavisi qna da momechvena ro galaktionis da konstantines sherwyma gqonda molisferi dzaan momewona agwerashi

გაიხარე დიდი მადლობა ♥ ჰო , მოლისფერი მიყვარს ძალიან და გალაკტიონის ეგ ლექსიც ძალიან მიყვარს
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№20  offline წევრი ელლ

ეს იყო ყველაზე მაგარი რაღაც,რაც ოდესმე წამიკითხავს. ყველაზე სასიამოვნო და ყველაზე უსიამოვნო ერთად. თავიდან გულწრფელი ბედნიერების ღიმილი არ მშორდება სახიდან. ბოლოში კი ცრემლებმა დამისველეს ღაწვები. საოცარმა ემოციამ გამიპო გული. საიდან ადამიანო ამხელა ნიჭიერება, მე გაღიარებ , როგორც ღირსეულ მწერალს, შენზე უკეთესი არავინაა ამ საიტზე. ვინც რა უნდა ის თქვას, მე კი დარწმუნებული ვარ , რომ ასეა

 


№21  offline წევრი Anna)))

.... ...
ეს იყო ყველაზე მაგარი რაღაც,რაც ოდესმე წამიკითხავს. ყველაზე სასიამოვნო და ყველაზე უსიამოვნო ერთად. თავიდან გულწრფელი ბედნიერების ღიმილი არ მშორდება სახიდან. ბოლოში კი ცრემლებმა დამისველეს ღაწვები. საოცარმა ემოციამ გამიპო გული. საიდან ადამიანო ამხელა ნიჭიერება, მე გაღიარებ , როგორც ღირსეულ მწერალს, შენზე უკეთესი არავინაა ამ საიტზე. ვინც რა უნდა ის თქვას, მე კი დარწმუნებული ვარ , რომ ასეა

დიდი დიდი მადლობა ♥ გაიხარე
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№22 სტუმარი Tako

dzaanmagariaa

 


№23  offline წევრი Anna)))

Tako
dzaanmagariaa

მადლობა <3
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent