შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალბატონი ანა (1 თავი)


9-08-2015, 10:02
ავტორი Inn1
ნანახია 3 249

კაკუნით გაიარა მარმარილოს იატაკზე და ძლიერად შეაღო კაბინეტის კარი.მისთვის განკუთვნილ თეთრ ტყავის სავარძელში მოთავსდა და პირდაპირ საქმეს შეუდგა.
-ქალბატონო ანა !
-რა მოხდა მარიამ ? (მდივანი)
-თქვენი დღის გრაფიკი შევადგინე
-კარგია.ბევრი საქმეა დღეს ?
-საკმაოდ.ის არ დაგავიწყდეთ ელეონორა ავალიანმა მოისურვა რომ პირადად მიხვიდეთ მის სახლში და ერთად დაილაპარაკოთ სახლის დიზაინზე.
-კარგი გასაგებია.თავისუფალი ხარ
ანა ჟერტოვსკაია. დედით ქართველი მამით რუსი.აქვს თავისი ფირმა სადაც სახლებისა და ფირმების დიზაინზე მუშაობს.უყვარს ზღვა.საყვარელი ფერი თეთრი.ანა 36 წლისაა აი იცით როგორი ქალია ? მადისაღმძვრელი მშვენიერი ფორმებით.საკმაოდ დიდი ტუჩებით და მკაცრი ამავდროულად მრისხანე შავი თვალები.მისი ერთი ჩავლა და ყველა კაცი დატყვევებულია.მიუხედავად მისი ასაკისა ოჯახი არ ჰყავს და არც ჰყოლია.ცხოვრობს მარტო სამსართულიან თეთრ სახლში.
თეთრ ღილაკს თითი ნაზად დააჭირა და დაელოდა.
-მარიამ შემოდი ჩემს კაბინეტში და დღის გრაფიკი გამაცანი
პასუხს არ დალოდებია. ზუსტად 1 წუთში შემოვიდა მარიამი დიდი დასტით ხელში
-ესეიგი პირველ რიგში კონტრაქტებს გაეცანით და ბოლო ფურცელზე ხელი მოაწერეთ.2 საათზე ფოტოგრაფი მოდის ფოტოსესიისთვის გუშინ რომ ინტერვიუ აიღეს მათ სჭირდებათ
-კი მაგრამ დავიჯერო Google-ში ჩემი ფოტო ვერ ნახეს?
-მეც ეგ ვკითხე ქალბატონო ანა მაგრამ მიპასუხეს რომ ახალი სურათები სჭირდებოდათ
-აჰ კარგი გასაგებია სულ ესაა?
-ფოტოსესიის შემდეგ რესტორანში უნდა წაბრძანდეთ ხელშეკრულებაა გასაფორმებელი და საღამოს 8 საათზე კორპორაციულ წვეულებაზე ხართ მიწვეული
-გასაგებია.ახლა საბუთებს მოვაგვარებ და მძღოლს უთხარი რომ 9-ზე მომაკითხოს და კორპორაციულზე წამიყვანოს
მარიამს გაეღიმა და კაბინეტი დატოვა.
ცოტახანი ჩაფიქრდა.შემდეგ Dior-ის გამჭირვალე სათვალე მოირგო შავი კანტებით და საბუთების მოწესრიგება დაიწყო.საბუთებს მალე მორჩა. თეთრი ფრიალა კაბა გამოიცვალა და თეთრი ტანზე გამოყვანილი ვალენტინოს კაბა ჩაიცვა.მუქი წითელი პომადა კიდევ ერთხელ გადაიტარა ბაგეებზე და მზად იყო
-ქალბატონო ანა მოვიდნენ მზად ხართ?
-როგორც ყოველთვის. შემოუშვი
კაბინეტში ახალგაზრდა ყმაწვილი შემოვიდა იქნებოდა ასე 25-26 წლის.ჯინსის შარვალი ,კედები და თეთრი პერანგი ეცვა.
-გამარჯობა ქალბატონო ანა!
საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა
-მე სანდრო ავალიანი ვარ.ფოტოგრაფი ინტერვიუსთვის რამდენიმე სურათი გვჭირდება
-დაიწყეთ რაც მალე მით უკეთესი !
ფოტოსესია კარგად მიმდინარეობდა.ხან გვერდულად ხან ზურგით ხან თავისუფლად დადგომას სთხოვდა სანდრო ანას. ბევრი კარგი კადრი დაიჭირა
-მოვრჩით ქალბატონო ანა !
-ნახვამდის!-მკაცრათ უთხრა,სანდროს არ გაკვირვებია იცის ასეთი ქალები
-მადლობა რომ დამთანხმდით ფოტოსესიაზე..ანას არაფერი უთქვამს არანაირი ემოცია არც ოდნავი მიმიკის შეცვლა ცივი და უმეტყველო სახით გახედა და ფანჯრისკენ გაბრუნდა
-არაფრის !
-ბატონო?-გაკვირვებული გამოხედა ანამ
-თქვენ უნდა გეთქვათ არაფრის ! მე ხომ მადლობა გითხარით
-შენ რა ზრდილობას მასწავლი ?-წამში აფეთქდა ანა
-დიახაც გასწავლით მაგრამ თქვენ ჩემსას რას შეისმენთ ერთი ქედმაღალი ქალი ბრძანდები ფულით სავსე და მაგ მკაცრი მზერით უბრალო ხალხს არ კადრულობ.დაკაკუნებთ მაღალ ქუსლებზე და თავი ქვეყნის მმართველები გგონიათ!
-დაფიქრდი რას ლაპარაკობ ლაწირაკო!!!-საშინლად გაბრააზდა ანა როგორ? ეს ვინ აკადრა? ვიღაც ფოტოგრაფმა
-აი ხომ გეუბნებით!-ირონიულად ჩაიღიმა სანდრომ და კაბინეტი დატოვა
საშინლად გამწარებული იყო ანა რაც ხელში მოყვა ყველაფერი ნაკუწებად აქცია.სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა.
-ვინ მიგდია ასეთი საუბარი რომ გაბედა,თავხედი უნამუსო უზრდელი,ცხვირმოუხოცავი ლაწირაკი-ბოლო ხმაზე ყვიროდა ანა
-ქალბატონო ანა კარგად ხართ?
-კი ! მარიამ მე მივდივარ არავითარი შეხვედრა და კორპორატიული გადადეთ!
-კარგი გასაგებია
გაცეცხლებული გავარდა გარეთ ლიფტს როგორც კი მიუახლოვდა შიგ მყოფი ხალხი დაინახა რომლებმაც ანას დანახვისთანავე გარეთ გამოვიდნენ და ანა შეატარეს.გაცეცხლებული დაარტყა ღილაკს ხელი და პირველ სართულზე წამში გაჩნდა.კაკუნით ჩაიარა თეთრი მარმარილოს იატაკი უცებ გაჩერდა ჰორიზონტს გაუსწორა მზერა და სმენა დაძაბა ....... კარგად აღიქვამდა ხმებს და განსაკუთრებით ქუსლების კაკუნს დაუგდო ყური,წამში სანდროს ნათქვამი გაახსენა ,,დაკაკუნებთ მაღალ ქუსლებზე და თავი ქვეყნის მმართველები გგონიათ" ამან საშინლად გააბრაზა და გასასველი კარი თითქმის ჩამოგლიჯა.
მალევე სახლში გაჩნდა.შესვლისთანავე მიეგება მისი მსახური ნინო.ეს ქალი ძალიან უყვარდა სულ უვლიდა და კარგ რჩევებსაც აძლევდა.
-ანა შვილო ხომ კარგად ხარ ?
-არა არავარ კარგად ნინო არვარ-სწრაფად ჩაეხუტა და ტირილი დაიწყო
ნინოს არაფერი უთქვამს იცოდა მისი ხასიათი ამიტომ გაჩუმება ამჯობინა.თვალზე ცრემლით ქალბატონი ანა მხოლოდ ნინოს ყავდა ნანახი.
-მოდი დაჯექი ყავას გაგიმზადებ,დამშვიდდები მანამდე ცხელ აბაზანას მოგიმზადებ როგორც ადრე ბავშვობაში რომ გიყვარდა....ანამ თბილად გაუღიმა და ფეხები მის წინ მდებარე შუშის მაგიდაზე შემოაწყო.თვალები დახუჭა და დიდხანს იფიქრა და მიხვდა რომ ამ ბიჭმა სიმართლე უთხრა.სიმართლე რომლის თქმასაც ვერავინ ბედავდა მისთვის. ღრმა ფიქრებში წასულს ნინოს ხმამ მოაფხიზლა
-შვილო მზად არის აბაზანა
უხმოდ ადგა. მისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი იქვე მიყარა და ფეხშიშველი გაემართა თეთრი კიბეებისკენ.ნელ ნელა იყრებოდა კიბეზე: ჯერ კაბა მერე თეთრი პერანგი,სამკაულები,ბოლოს საცვლები.სრულიად შიშველი გრძნობდა ანა თავს კარგად ნელა ჩაიარა გრძელი დერეფანი და სიამოვნებით აბიჯებდა ფეხს თეთრ დიდ და ფუმფულა ხალიჩას.სააბაზანოს კარი შეაღო და სრულ ნეტარებაში ჩაეშვა.
მეორე დღეს !
საშინლად ტკიოდა დილით თავი ლოგინზე წამოჯდა.და დაინახა უკვე გამზადებული თეთრი კაბა.სწრაფად ადგა და ჩაიცვა მოემზადა და ბოლოს სარკის წინ კმაყოფილი დატრიალდა.ცოტახანს შედგა და კარგად დააკვირდა მის ანარეკლს.როგორ უნდა რომ ოჯახი ჰყავდეს, სამსახურიდან მოსულ ქმარს თბილ კერძს ახვედრებდეს იქვე ხედავდეს როგორ დარბიან მისი პატარები.უნდა რომ თბილი და მოსიყვარულე ოჯახი ჰყავდეს თვალზე მომდგარი ცრემლი მოიშორა.ერთი ამოისუნთქა და კვლავ ჩაუდგა თვალში მრისხანება და მკაცრი ანა ჩაუსახლდა კვლავ სულში. სამსახურამდე ავალიანების ოჯახში უნდა მისულიყო რომ დიზაინზე შეთანხმებულიყვნენ. მოიცა რა გვარიო? ავალიანიო? საიდანღაც ეცნო.მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია.მალევე გაჩნდა საჭირო ადგილზე.დაცვამ უთქმელად შეატარა და კარამდე მიაცილა.ანამ კარი ფრთხილად შეაღო და სახლს მოავლო თვალი აშკარად სჭირდებოდა გარემონტება.სახლში ჩამი-ჩუმიც არ ისმოდა ცოტახანს იქვე მდგარ ტახტზე ჩამოჯდა
-ალბათ ძალიან ადრე მოვედი..გაიფიქრა მისთვის და საათს დახედა მართლაც ადრე იყო. მის წინ სარკე შენიშნა და გადაწყვიდა სახე გაეპუდრა.უცებ სარკეში კაცი დალანდა რომელსაც ლურჯი განიერი ხალათი ეცვა.კაცი ზურგით იდგა და ფანჯარაში იხედებოდა.სველი თმა აბდაუბდათ ეყარა თავზე მაგრამ მაინც სიმპატიურად გამოიყურებოდა.უცებ შემოტრიალდა ანამ მის სახეს როგორც კი შეხედა წამში ბრაზი ჩაუდგა თვალებში.დიახ ის სანდრო ავალიანი იყო აი თურმე საიდან ეცნობოდა ეს გვარი.საშინელმა მრისხანებამ დაუარა მთელ სხეულში. სანდრო კი უდარდელად მიაბიჯებდა აივნისკენ სტვენა-სტვენით, როგორც ჩანს ანა ვერ შეამჩნია.ანამ განგებ ჩაახველა და სანდროც მაშინვე შემობრუნდა.ცოტახანი აათვალიერა ქალი და მის მკერდთან მზერა შეაჩერა.ტუჩს კბილი დაასო და ახლა უკვე ანას ჩააშტერდა თვალებში ირონიული ღიმილი მოირგო და ჰკითხა
-აჰჰჰჰჰჰ თქვენ?
-იგივეს კითხვა მინდა მეც! თქვენ აქ რას აკეთებთ?-ხმა გაებზარა ანას
-ეს ჩემი სახლია.ელეონორა დედაჩემია ახლავე ჩამოვა.შეგიძლია მანამდე დაჯდე--ირონიულ მზერას არ იშორებდა.
ანას უნდოდა გუშინდელი სიტყვებისთვის კარგად გამოელანძღა მაგრამ გაჩუმება არჩია.იქვე ჩამოჯდა
-ჩავიცმევ და მოვალ..სანდრო
მალე ქალბატონი ელეონორა გამოჩნდა დიდხანს ისაუბრეს სახლის დიზაინზე დეტალებზე შეთანხმდნენ.ამ ხნის მანძილზე ანა არ აშორებდა კარისკენ მზერას თითქოს უნდოდა რომ სანდრო გამოსულიყო,,ანა რა ჯანდაბას ფიქრობ ის შენ გძულს!" გაამხნევა თავი.მალევე მორჩნენ საქმეს და ანამ სახლიც დატოვა.ფეხით მივიდა გაჩერებამდე და ტაქსს დაელოდა.ტაქსი არ ჩანდა მაგრამ მის ყურთასმენას მანქანის საბურავების საშინელი ,,ღმუილი" მისწვდა წინ გაიხედა კვამლს ყველაფერი დაფარული ქონდა და წესიერად ვერ შეძლებდი რაიმეს გარჩევას . მის ფეხებთან ზუსტად 5 სანტიმეტრში შავი lamborghini გაჩნდა დაბურულ მინებში მძღოლი არ ჩანდა მაგრამ მინა როგორც კი ჩამოიწია იქედან მომღიმარი სანდრო დაინახა.გაბრაზდა მაგრამ სიხარულის ნაპერწკალმა მაინც გაკრა გულში რათქმაუნდა ეს გარედან არ შეიმჩნია.
-არ წამოხვალ?..სანდრო
ანამ იფიქრა მერე აქეთ იქეთ მიმოიხედა არუნდოდა ვინმეს დაენახა როგორ ჯდებოდა ქალბატონი ანა სპორტულ მანქანაში სადაც ახალგაზრდა ბიჭი ეგულებოდა.
-ნუ გეშინია შუშები დაბურული მაქვს..თვალი ჩაუკრა
ანა შეყოყმანდა ბიჭმა ხო მისი ფიქრებიამოიცნო.მაინც ჩაჯდა და ღვედი გადაიჭირა.გზაში
-დედაჩემთან მოაგვარეთ საქმე?
-მერედა როგორ! მალე რბილ სავარძელში ჩაასვენებთ თქვენს დამამშვრალ სხეულს და ირონიულად გაუღიმა
-ოჰ ირონია ქალბატონო ანაა? იცით ირონია ჩემი მოწოდებაა. და გემრიელად გადაიხარხარა
ანას მოეწონა ბიჭის ამგვარი საქციელი.უფრო სწორად მისი ასეთი ბუნებრივობა.ვინ გაბედავდა ქალბატონ ანასთან ამხელა ხმაზე სიცილს.სანდროს გახედა და მის ნაკვთებს უყურებდა აშკარად პატარა იქნება გაიფიქრა გულში
-იცი სჯობს დედაჩემს წინასწარ გამოართვა ფული. მეტად წუწურაქი ვინმეა
-მშობლებზე ასეთი ლაპარაკი როგორ შეიძლება
-ჰაჰ 12 წლის კიარვარ...ანას გაეღიმა და გამომცდელად კითხა
-აბა რამდენის ხარ ?
-25.ამაყად თქვა შენ?
-36
სანდრომ მოურიდებლად დაუშტვინა თავიდან ანა გაბრაზდა მაგრამ მერე გულიანად გაიცინა
-კი მაგრამ რა გაცინებს ?
-ისეთი აღფრთოვანებით დაუსტვინე-სიცილს არ წყვეტდა ანა
-უფრო მეტად აღფრთოვანებული ვარ ვიდრე თქვენ გგონიათ..ანას ნაზად გადახედა
მინის საწმენდი რიტმულად სრიალებდა მინაზე.კოკისპირული წვიმა იყო ანას გაუკვირდა ესეთ ამინდში როგორ მართავს მანქანასო მაგრამ ყურდადღება არ მიუქცევია.კვლავ განაგრძო სანდროს თვალიერება ანას აშკარად მოეწონა ეს ბიჭი და ის გარემო სადაც იმყოფებოდა ფიქრებიდან სანდროს ხმამ გამოიყვანა
-ხომ არ ისაუზმებდი ჩემთან ერთად?
-არა!--ანას კვლავ მკაცრი ანა ჩაუსახლდა სულში
სანდროს არაფერი უთქვამს თითქოს ეწყინა
-აი აქ გააჩერე!
ანამ კარი შეხსნა და სანამ გადავიდოდა მობრუნდა და გარკვევით და ირონიით წარმოთქვა
-მადლობა
-არაფრის..ისე მკვეთრად თქვა სანდრომ რომ აშკარად მიახვედრა გუშინდელ ზრდილობის საკითხზე
ანამ ერთი ჩაიცინა და მანქანიდან გადავიდა

ქალბატონი ანა (1 თავი)
ქალბატონი ანა (1 თავი)
ქალბატონი ანა (1 თავი)



№1  offline წევრი ხატული♥

ჯერ არ წამიკითხავს როგორც ჩანს პირველი ვარ :D უბრალოდ სურათებზე მინდოდა მეთქვა რომ ქალბატონი ანა (მონიკა) მემგონი ამ ბიჭთან შედარებით ძალიან ასაკოვნად გამოიყურება what და ვერ ვაფერებ ერთმანეთს :D მაგრამ ალბად რომ წავიკითხავ გავერკვევი ყველაფეში ♥33

 


№2  offline წევრი Inn1

ხატული♥
ჯერ არ წამიკითხავს როგორც ჩანს პირველი ვარ :D უბრალოდ სურათებზე მინდოდა მეთქვა რომ ქალბატონი ანა (მონიკა) მემგონი ამ ბიჭთან შედარებით ძალიან ასაკოვნად გამოიყურება what და ვერ ვაფერებ ერთმანეთს :D მაგრამ ალბად რომ წავიკითხავ გავერკვევი ყველაფეში ♥33

ხო წაიკითხე და მიხვდები wink

 


№3  offline მოდერი sopiko

კარგი რაღაც ჩანს უბრალოდ დასახვეწია... ველოდები შემდეგს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent