სანამ ვცოცხლობ იმედი მაქვს (2)
სახლში დაბრუნებისას თითქოს სიზმარი იყო ყველაფერი რაც იმ დღეს მოხდა, სანდროს ჩამოსვლაც, მისი ცოლიც, და მისი ცოლის მეგობრებიც. მაგრამ ცხადი სიზმარი იყო. სიზმარი რომელსაც ვერ დავივიწყებდი. ფიქრით თავი არ დავიღალე და მალევე დავიძინე სახლში დაბრუნებულმა. დილით კარებზე ბრახუნმა გამაღვიძა, ეს იმდენად უჩვეულო იყო ჩემთვის რომ გაოცებული წამოვხტი პირველი რაც ვიფიქრე უბედურება იყო, ან ვინმე მოკვდა, ან სადაცაა ცეცხლი მომეკიდებათქო ავდექი და კარი გავაღე. სანდრო გაღიმებული გაბედნიერებული მიყურებდა -ამდენხანს ძილი გაგონილა ბიჭო მიდი მიდი მოწესრიგდი წამოდი დავლიოთ -კარგი რა სანდრო, რაღადროს შენი დალევაა უკვე ცოლი მოიყვანე ცოტა დასერიოზულდი. -ამას ვინ მეუბნება, ჰა სად გაიპარე გუშინ ელენესთან ერთდ? -არსად არ გავპარულვარ სანდრო არც გუშინ და არც ბოლო რამდენიმე წელია. ბევრი რამ შეიცვალა შენს აქ ყოფნაში. -კარგი მიდი მიდი ჩაიცვი წამოდი ეგ ყველაფერი ლუდთან ერთად მომიყევი. -არმინდა ლუდი -მაშინ წამოდი და ისე მომიყევი -არც მოყოლა არ მინდა-მხრებში ხელი მომიჭირა და კედელთან მიმაყუდა, დაუძლურებული ვიყავი წინააღმდეგობის გაწევა არ შემეძლო -ახლა კარგად მომისმინე, ვიცი რომ არხარ კარგად ვიცი რომ ჩემი ლაყბობის მოსმენას ზღვის ხმის მოსმენა გიჯობს მაგრამ, არ დავუშვებ რომ საბოლლოდ ჩაიძირო არ დავუშვებ რომ მოწყდე ამ სამყაროოს საბოლოოდ. შენიაზრით მიხარია ამდენი მასხარაობა ან საერთოდაც ახლად დაოჯახებული ადამიანი ყოველდღე ივლის მეგობართან რომელიც თითქმის არ ლაპარაკობს? ახლა ერთი ადგილი გაანძრიე ჩაიცვი და ჩემთან ერთად წამოდი-უსიტყვოდ დავემორჩილე სანდროს, რაღაც მხრივ მართალიც მომეჩვენა მაგრამ ნაპერწკალიც კი ვერ გააჩინა ჩემში, იმედის ნაპერწკალიც კი არ გაუჩენია. ისევ მარტოობა მქონდა მოდებული გულზე და გონებაზე ხავსივით. მანქანაში ჩავჯექით და სანდრომ პატარა ბავშვივით დაიწყო ჩემი დატუქსვა.-არ მუშაობ, თავს არ უვლი, არც კი ჭამ შენიაზრით ეს ნორმალურია, რამდენი ხანია მამაშენი არ გინახავს, იცი მაინც შენს დას როგორ ენატრები, როგორ უყვარხარ იცი მაინც? წარმოდგენილი გაქ მისი პატარა ბავშვური თვალები როგორ ივსება ცრემლით, ეს მარტო შენი ბრალია. შენ რა გგონია მეგობრებმა იმიტომ მიგატოვეს რომ შენთვის მარტოობა უნდოდათ უნდოდათ გაეწირე და ცხოვრების ასპარეზზე მარტო გევლო? შენი აზრით გამოგცადეს? არა იმიტორო შენ აირჩიე ასე, ვიცი რო ძლიერი ხარ, ძლიერი რო არ იყო ღმერთმა უწყის რამდენი ხნის მკვდარი იქნებოდი მაგრამ ძლიერი ხარ, სიცოცხლით სავსე მიუხედავად იმისა რომ ამის აღარება არ გინდა... -სად მივდივართ? -შენი და უნდა ნახო -არა! გააჩერე მანქნა! -არგავაჩერებ უნდა ნახო, და უნდა ეცადო შეგირიგდეს-კარები გავაღე და მანქანიდან გადავხტი, პირდაპირ გზატკეცილზე, გონზე რომ მოვედი უკვე პალატაში ვიწექი და თავზე ექთანი დამტრიალებდა. „გონზე მოვიდა“ თქვა მან და ოთხში სანდრო შემოვიდა -წადი სანდრო -არა მე ვერ მომიშორებ თავიდან რამდენიც გინდა იმდენი ეცადე. ხელი გაქვს მოტეხილი ხვალ გაგწერენ მე აქ ვიქნები. -არმინდა სანდრო არაა საჭირო სახლში წადი. -შენ დასთან მაინც წაგიყვან სულ რომ ყველა ძვალი მოიტეხო, მაინც ! -არა მასთან მაშინ წავალ როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი როცა ამისთვის მზად ვიქნები, როცა გადავწყვეტ რომ ეს მჭირდება და ამის გამბედაობა მეყოფა, ჰომ იცი არა, პატიების თხოვნა და ბოდიშის მოხდა ბევრად რთულია ვიდრე გულის ტკენა. -რომ გამოგწერენ შენს სახლზე მუშაობა უნდა დაივწყო, იქ როგორ ცხოვრობ, წყლის მადუღარაც კი არ გაქვს. -დედაჩემს მოაქვს მშრალი საჭმელი და მეტი არაფერი. -დაისვენე ხვალ შევხვდებით... იმ ღამეს თვალიც არ მომიხუჭავს, გონებაში მკვეთრად ამომიტივტივდა ჩემი და, სამი წელი რომ არ მენახა, ის წელს ალბათ სკოლას ამთვრებს, მახსენდებოდა როგორ მონდომებით ცდილობდა ყველგან ჩემთან ერთად გამოჩენილიყო, მთხოვდა სკოლაში მიმეკითხა „მინდა ჩემმა მეგობრებმა ნახონ როგორი მშვენიერი და კუნთიანი ძმა მყავს, ვერაფერი რომ ვერ გამიბედონო“ მეუბნებოდა და კისერზე მაგრად მომხვევდა ხოლმე ხელებს. მეც ვუსრულებდი ნებისმიერ თხოვნას ყოველ დღე ვუცდიდი სკოლის წინ ისიც დამინახავდა თუ არა ჩემსკენ გამორბოდა და ისე მეხვეოდა თითქოს დიდიხნის უნახავი მყოლოდა. ჩემს ხელში იზრდებოდა და მასზე ყველაფერი ვიცოდი, მისი პირველი მოწონებული ბიჭი, ყველა მისი თყვანისმცემელი, მისი დაქალები დებივით მყავდა და ჩემთან ერთად ყველაზე კარგად ერთობოდნენ მიუხედავად ასაკებს შორის სხვაობისა. მოგონებებიდან როდესაც ამოვბობღდი მივხვდი რომ წლების შემდეგ შეხვედრისას შეიძლება სილაც კი მითავაზოს სახეში და მეც თავდახრილი ბოლომდე მოვუსმენ მის ყველა საყვაედურს, ბოლომდე მართალი იქნება ჩემთან ბავშვივით მართალი წყლიანი თვალებით შემომხედავს და შეიძლება მითრას რომ ჩემს გარეშე უფრო ბედნიერი იყო. ამაზე არ მიფიქრია არასდროს მას შემდეგ რაც სახლიდან წამოვედი, ჰო ავდექი და წამოვედი ზუსტად ვიცოდი სად მივდიოდი რატომ, ვისთან ერთად. ჩემი დანაზოგით ვიყიდე ზუსტად ეს ერთი ოთახი, ჩემი შეყვარებული მაშინ მხოლოდ თვრამეტი წლისა იყო, ბავშვივით ბედნიერი მომყვებოდა ხელიხელჩაკიდებულებმა შევაღეთ პირველად ამ ოთახის კარი და იმ დღიდან დაიწყო ჩემი მარტოობა, სახლიდან იმიტომ წამოვედი რომ მასთან ერთად ახალი ცხოვრება დამეწყო, სახლში კი არ მომყვებოდა, მას ვენდე და ამ ოთახში გადავედი, ორ კვირაში ადგა და წავიდა, დამიტოვა რამოდენიმე სიტყვიანი წერილი „არარაობა ხარ, არ შემიძლია პიროვნება გიწოდო, სხვასთან მივდივარ, შენი შვილი კი გასხვისშვილდება“ ყველა ნივთი წაიღო და წავიდა, იმდღის შემდეგ სამსახურში აღარ მივსულვარ, ჰო ერთ დროს სამსახურიც მქონდა, პატარა სარდაფის თეატრში ვთამაშობდი, თეატრალური უნივერისტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ. თაყვანისმცემლები არ მყავდა ამიტომაც არავის შეუმჩნევია ჩემი თეატრიდან წასვლა, არც არავის დავაკლდი, ამ ფიქრებში და მოგონებებში გართულს ჩამეძინა. დილით გაღვიძებისას ოთახს თვალი მოვავლე და ფანჯარასთან მდგარი ლამაზი სილუეტი შევნიშნე შემობრუნდა და ის დაბნეული პატარაბავშვის გამოხედვით გოგონა იყო. ელენე. -გამარჯობა, როგორც იქნა გაიღვიძე მომიახლოვდა -აქ რას აკეთებ? -სანდრომ მითხრა რომ მანქანიდან გადახტი, მე კი შენმა ქცევამ აღმაფრთოვანა და მოსანახულებლად მოვედი. -მადლობა არ იყო საჭირო -არ მეგონე თუ ცუდი ბიჭი იყავი -არც ვარ -კარგი ბიჭები მანქანებიდან არ ხტებიან -სანდრო სად არის -სანდრო ვერ მოვა მე წაგიყვან სახლში -არავითარ შემთხვევაში, თვად წავალ -ხელ მოტეხილი ვერსადაც ვერ წახვალ. -ხელებით არ დავდივარ ელენე, მოვახერხებ როგორმე სახლამდე მისვლას -ჭამას ვერ მოახერხებ, მე გაჭმევ. -ელენე არ მჭირდება შენი მზრუნველობა საკუთარ თავს თვადაც კარგად ვუვლი -ვერ უვლი იცი? ოთხმოცი წლის ბებერი კაცივით გაქ ლოყები ჩაცვენილი ვინმეს ეგონება შიმშილით კვდები. მე კი არმინდა მოკვდე. -არ მოვკვდები უბრალოდ არ მინდა შენი მზრუნველობა. -არ გინდა მაგრამ გჭირდება, წავალ ექთანს მოვიყვან რომ გაგწერონ და სახლში წაგიყვან.. ოთახიდან გავიდა მე კი ჩემს თავს ვაჯერებდი რომ ეს გოგო არაფერში მჭირდებოდა რომ მისი სიახლოვისას მხოლოდ იმიტომ ვიბნეოდი რომ მიუჩვეველი ვიყავი ადამიანებთან ურთიერთობას.. ის ისეთი თავისუფალი იყო ყველაფერს ისე აკეთებდა თითქოს ეს უმარტივესი საქმე ყოფილიყოს მე კი თუნდაც გამარჯობის სათმელად დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა, მალევე დაბრუნდა ოთახში ექთანთან ერთად -თავს როგორ გრძნობთ? -უკეთ -კარგი ახლა გაგწერთ და ორ კვირაში კვლავ უნდა მოხვიდეთ ხელზე თაბაშირს მოგხსნით -იქნებ საერთოდ არ მჭირდება ეს თაბაშირი -გჭირდებათ, ხელი მოტეხილი გაქვთ-სიცილით მოაწერა რაღაც საბუთებს ექთანმა ხელი და ოთახიდან გავიდა -მოკლედ მე ახლა სახლში წაგიყვან და ყოველდღე შენთან ვივლი, მოკლედ, შენი ძიძა ვიქნები რა -ოხ ელენე ელენე -გჭირდება ჩემი ძიძობა ადექი ადექი. მანქანაში ჩავჯექით საჭესთნ რათქმაუნდა ელენე იჯდა, Mad World - Gary Jules-ს ჩართო და ხმას არ იღებდა -ღადაობ? ამ სიმღერას რატო უსმენ? -მომწონს.-ეს ის სიმღერა იყო, ის ერთადერთი სიმღერა რომელიც მთელი არსებით მძულდა მაგრამ მაინც დილიდან საღამომდე მას ვუსმენდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.