შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასოდეს მიგატოვებთ (სრულად)


9-08-2015, 15:30
ავტორი Masho 123
ნანახია 6 889

-ანანო, აქედან ვის უყურებ ხოლმე? გვერძე მომიცუცქდა რუთი
რუთი აქ გავიცანი, ჩემზე 5 წლით უმცროსია. მასაც ჩემსავით თეთრი
კაბა აცვია და ცნობისმოყვარეობით მიყურებს
- აი, ის წითური გოგო ჩემი მეგობარი იყო რუთ, ნატი. ეს პატარა
ანგელოზი ჩემი შვილი და ჩემი სიხარულია, ეს მამაკაცი კი...ჩემი ყოფილი შეყვარებული, მარტივად რომ ვთქვათ
- შენი შეყვარებული? თვალები დაქაჩა რუთმა. როგორ გაიცანი?
- საშინელ სიტუაციაში. ქუჩაში მივდიოდი, ხელში რკინის ორლარიანი
მეჭირა და ვფიქრობდი გემრიელი ნაყინი მეყიდა თუ დიდი, თხილებიანი
შოკოლადი. გვერდით ბიჭმა ჩამიარა, ხელში შოკოლადიანი ნაყინი
ეჭირა და გემრიელად მიირთმევდა.დავინახე, რაღაც საშინელი შავი მწერი
როგორ ჩავარდა მამაკაცის ნაყინში, თუმცა მისი რეაქციის ნახვა ვეღარ მოვასწარი, რადგან პირდაპირ ქუჩაში ვაღებინე. სველი სალფეთქი
გამომიწოდა და დამეხმარა. უბრალოდ დამეხმარა, მაშინ მისი სახელიც
არ უთქვამს. სახლში წავედი, თუმცა იქამდე მაღაზიაში შევიარე და დიდი
ჩიფსები ვიყიდე, ნაყინზე და შოკოლადზე გული მერეოდა. საწოლზე
წამოვწექი, ფეხები ზევით ავწიე და პირში ჩიფსები ჩავიყარე. ვიცოდი
ცოტახანში ამასაც უკან ამოვიღებდი, მაგრამ მაინც ვჭამდი. მერე
სიგარეტს მოვუკიდე.. ადრე არ ვეწეოდი, ჯანმრთელობას ვუფრთხილდებოდი, თუმცა მაშინ ჩემი ჯანმრთელობის საქმე უკვე
წასული იყო.. ძლივს შევლასლასდი აბაზანაში და მთელი ჩიფსები უკან
ამოვიღე..სისხლიც ამოყვა.. შემდეგ მთელი დღე საწოლზე დაწოლილმა გავატარე, ჩემი ფეხზე ადგომა და თვალებში დაბნელება ერთი იყო. მინდოდა ნატისთვის მეთხოვა გამოდითქო, თუმცა აღარ დავურეკე, ისედაც ხელში მყავდა შეკლული. მეტი მე კიდევ არავინ მყავდა...დედა
პატარაობისას დამეღუპა, მამამ გამზარდა..მკაცრად მზრდიდა..ისედაც
ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, მამას სიმკაცრის წყალობით კი სულ რამდენიმე
მეგობარი მყავდა. ახლო ნათესავები არ გვყავდა... ნატის მე-7 კლასიდან
ვიცნობ, თუმცა მაშინ უახლოესი მეგობრები არ ვყოფილვართ. მამაც რომ
დამეღუპა 16 წლისას და დაქალებიც ჩამომშორდნენ ჩემი აუტანელი ხასიათის გამო, სულ მარტო დავრჩი. აი, მაშინ დამიახლოვდა ნატი. მამას
გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ სულ სუსტად ვიყავი. გადაღლილობას და ნერვიულობას ვაბრალებდი. იმ დღესაც კაფეში ვიყავით მე და ნატი. ტირამისუს ნახევარიც არ მქონდა შეჭმული, რომ ისევ გული ამერია. ქალების ოთახში ისეთი სისწრაფით შევვარდი,
კარების ჩაკეტვა არც გამხსენებია.ნატი გამომყოლია. ვაღებინე, ოღონდ სისხლი. მაშინ მეც
სერიოზულად შემეშინდა და ნატის ექიმთან გავყევი. კიბო მქონდა..
გადარჩენის ძალიან დაბალი შანსები იყო, თუმცა ყველაფერი რომ გამეყიდა მკურნალობის თანხებს მაინც არ ეყოფოდა, თანაც მამაჩემის
სიკვდილის შემდეგ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში ვიყავი ამ მხრივ. გარდა ამისა არ მინდოდა სიცოცხლის უკანასკნელი წლები თუ თვეები საავადმყოფოს საწოლზე გამეტარებინა. ექიმმა თუ წამლებს
და ტკივილგამაყუჩებლებს რეგულარულად მიიღებ და კონსულტაციებზეც ივლი, დაახლოებით ორი წელი იცოცხლებო. ჩემი
მანქანა და აგარაკი გავყიდე იმისთვის რომ ეს წამლები და ტკივილგამაყუჩებლები მეყიდა. მაინც სულ ცუდად ვიყავი. იქ ბევრი
ჩემნაირი გავიცანი, ყველას სხვადასხვა სიმპტომი ქონდა, თუმცა ყველას
ჩემსავით ოცდაოთხი საათი გული არ ერეოდა. მეორე დილას ტელეფონის
ხმამ გამაღვიძა, ნატი იყო. მომიკითხა და მთხოვა თუ შეგიძლია შენი
თეთრი სამაჯური იქნებ სამსახურში გამომიტანო, საღამოს რესტორანში
მივდივართო. უკეთ ვიყავი და დავპირდი გამოვალ-თქო. ჯინსები და
თეთრი ზედა ჩავიცვი. ცხოვრებაში პირველად ვიდექი სარკის წინ და ვფიქრობდი, რომ 1-2 კილო არ მქონდა დასაკლები. მეტიც, ცხოვრებაში
პირველად გავიფიქრე რომ ცოტა მომატება არ მაწყენდა. ყველაფერს აქვს
თავისი პლიუსი. ოფისში, რომ მივედი ნატთან ჩემი საყვარელი რძიანი
ყავის სუნი მეცა. თვალი გავაყოლე და ის მამაკაცი დავინახე, შოკოლადიანი ნაყინით, თუმცა ამჯერად ხელში რძიანი ყავა ეჭირა.
ახლა უკეთ დავაკვირდი, ძალიან სიმპატიური იყო
- ნააატ. შევანჯღრიე ჩემი მეგობარი
- ხოოო, რა იყო?
- აი ის კაცი, უნდა გამაცნო
- ნატმა სახე დაჭყანა. ვინ გეგი? საშინელი მექალთანეა
- გოგო ძლივს კაცი მომეწონა და მაგის მექალთანეობას დავეძებ? ორი
დღის სიცოცხლე დამრჩენია
ნატს ფერები გადაუვიდა და დასევდიანდა.
- კარგი ან, ერთ კვირაში ხომ იცი ჩემი დაბადების დღეა, მაგასაც დავპატიჟებ და იქ გაგაცნობ. ოღონდ გეხვეწები ამ წელსაც ჯინსებით
არ მოხვიდე რაა
- არა, ნატ. ხვალ, შენ რომ კაბას ამარჩევინებ მაღაზიაში იმას ჩავიცვამ.
მაღაზიებში ბევრი არ გვივლია, ძალიან სუსტად ვიყავი და არ შემეძლო.
სალათისფერი, მუხლამდე კაბა ვიყიდეთ. ნატმა მითხრა შენს ხორბლისფერ კანს ძალიან უხდებაო, თუმცა მაშინ ხორბლისფერი კი
არა ნაცრისფერი უფრო მედო. კაბა სადა იყო, წელში გამოყვანილი
და შემდეგ იშლებოდა. ტანზე ლამაზად მქონდა, სამაგიეროდ სახე მქონდა საშინელ მდგომარეობაში. სახეზეც საშინლად გამხდარი ვიყავი,
ამიტომ ნატმა სალონში ჩამწერა, მაკიაჟი გაიკეთეო. თმაც სალონში
გავიკეთე, რადგან ბოლო დღეები ისე ცუდად ვიყავი თმის დავარცხნის კი არა, საწოლიდან ადგომის თავიც არ მქონდა. ბევრი რომ არ გამიგრძელდეს გავიცანი გეგი, იმ დღეს სახლამდეც მიმაცილა და ტელეფონებიც გაცვალეთ. შემდეგ ერთი თვე ვხვდებოდით... ჯერ
კინოებსა და რესტორნებში, შემდეგ სასტუმროებშიც. არ მინდოდა
ისე მოვმკვდარიყავი, რომ ეს მაინც არ გამომეცადა.. ხომ ხვდებით არა?
მე შემიყვარდა, სამაგიეროდ მას არ ვუყვარდი, უბრალოდ მოვწონდი.
მე ამას ვგრძნობდი, ნატიც სულ ამას ჩამჩიჩინებდა, მაგრამ ყურადღებას
არ ვაქცევდი. ერთი თვის შემდეგ გაუჩინარდა, აღარც მხვდებოდა, აღარც
მირეკავდა... ნატმა სამსახურიდან ოთხი წლით გერმანიაში გაუშვესო.
ვცდილობდი არ მედარდა, ბოლო თვეები მხიარულებაში გამეტარებინა,
მაგრამ ვერ ვახერხებდი. მინდოდა დამერეკა, მაგრამ ვიცოდი აღარ
ვჭირდებოდი და არც ვაწუხებდი. ისევ ექიმთან წავედით მე და ნატი
კონსულტაციაზე. ჩემი ექიმი ცეცხლებს ყრიდა, ორსულად ხარო.
აბორტს ვერ გაუძლებო მითხრა, თუმცა სულ რომ მოვეკალი ამას მაინც
არ გავაკეთებდი. ძალიან მიხაროდა, მე მოვკვდებოდი, მაგრამ შვილი
მაინც დამრჩებოდა. საავადმყოფოში დამაწვინეს, სულ მეთვალყურეობის
ქვეშ უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ბავშვის გამო ამასაც გავუძლებდი.
კიდევ უფრო დავსუსტდი, ვეღარაფერს ვჭამდი. გეგი აღარ გამოჩენილა.
ის უბრალოდ კარგად იყო ჩემთან, მოწონდა შეყვარებული რომელიც
არაფერზე საყვედურობდა, სულ უცინოდა, მასთან სულ მხიარული იყო,
ყოველთვის გემრიელ კერძებს ახვედრებდა. ნატიმ დაურეკე და ბავშვზე
უთხარიო, თუმცა გავჯიუტდი და გამორიცხულია-თქო გამოვუცხადე.
მშობიარობას რომ ვერ გადავიტანდი ვიცოდი, ეს ექიმმაც მითხრა და
დამპირდა ყველაფერს ვიზავ ბავშვი ჯანმრთელი რომ დაიბადოსო. ჩემი
პატარა რომ დაიბადებოდა ბავშვთა სახლში უნდა გაზრდილიყო, ნატიმ
ხშირად ვნახავ ხოლმეო. არ მინდოდა ესე მომხდარიყო, მაგრამ რა მექნა.
ნატი ბავშვს ვერ დაიტოვებდა, მთელი დღე მუშაობდა, მისი ხელფასი
კი დედამისის წამლებს ძლივს ყოფნიდა, ქალს დიაბეტი ქონდა. ჩემი
სახლი ბავშვზე გადავაფორმებინე, სქესის გაგება არ მინდოდა, მაგრამ
ექიმს მაინც წამოცდა გოგოაო. ნატიმ კატო დავარქვათო, მეც დავთანმხდი...
- მერე ანი? ინტერესით შემომხედა რუთმა
- ეს ხომ ისედაც ცხადია რუთ? ხელები გავშალე. ჩემი პატარა ჯანმრთელი
დაიბადა, თუმცა მხოლოდ ხუთი წუთი მეწვინა გულზე
- ძალიან ვწუხვარ, ან. თავი ჩახარა რუთმა. ეგრე გაკვირვებული ვის უყურებ?
- გეგის. დღეს გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა
- მოიცა ეს ნატია..? გეგის დახვდა?
- ხო, რუთ. აპირებს რომ ბავშვზე უთხრას
- მაგარია ანანოოო, გამიცინა რუთმა
- ხო, ალბათ. მხრები ავიჩეჩე მე და ყურება განვაგრძეთ.

***
აეროპორტიდან გამოსული მამაკაცი სახლში ბრუნდებოდა, როცა
პირდაპირ მისკენ მომავალი სილუეტი შეამჩნია. ქალს ჯინსის ვიწრო
შარვალი და თეთრი ზედა ეცვა, წითური ხუჭუჭა თმები მხრებზე
დაეყარა და მამაკაცს დაჟინებით უყურებდა. მამაკაცს საიდანღაც ძალიან ეცნობოდა...მოახლოებულ სილუეტს კიდევ ერთხელ შეავლო მზერა
და მასში ყოფილი თანამშრომელი ამოიცნო
- პრივეტ, ნატ. როგორ ხარ? ქალი გადაკოცნა
- არამიშავს, თავად? ვხედავ საქართველოში დაბრუნებულხარ
- ხო, ოთხი წელია აქ არ ვყოფილვარ, შეცვლილია აქაურობა
- ბევრი არაფერი შეცვლილა, უხეშად მოუჭრა ქალმა. შენთან სალაპარაკო
მაქვს
- მოხდა რამე ნატ? თუ გინდა სადმე დავსხდეთ
- არ არის საჭირო, ჩემთან ავიდეთ, აქვე ვცხოვრობ, თანაც დღეს მარტო ვარ
- როგორც გინდა, მხრები აიჩეჩა კაცმა
მამაკაცმა დაკვირვებით შეათვალიერა სახლი, და ბოლოს მზერა სავარძლის სახელურზე მკაცრი სახით ჩამომჯდარ ნატაზე შეაჩერა
- დალევ რამეს? უკმაყოფილო სახით კითხა ქალმა
- ყავას თუ არ შეწუხდები
- დამიჯერე ეს უფრო მოგიხდება. ქალი სამზარეულოდან ორი ვისკის ჭიქით დაბრუნდა, ერთი კაცს გაუწოდა, მეორე კი თავად წამებში
გამოცალა. მამაკაცმა კიდევ ერთხელ გაკვირვებულმა შეათვალიერა ქალი,
რომელიც ირონიულ მზერას არ აშორებდა
- რაზე გინდოდა ჩემთან ლაპარაკი ნატ?
- იმაზე რომ არაკაცი ხარ, თუმცა ვფიქრობ ეს უჩემოდაც მშვენივრად იცი
- იქნებ უფრო გარკვევით მელაპარაკო ნატა?
- ანი გახსოვს? ქალი გაღიზიანებას ვეღარ მალავდა
- რომელი ანი?
- ანი.. ანი ლაბაძე
- კი, მახსოვს, მერე?
- გახსოვს როგორ გაიცანი?
-მგონი რაღაც წვეულებაზე
- ხო, ჩემს დაბადების დღეზე. ანი ჩემი მეგობარი იყო, რომელიც თავად
გაგაცანი. ერთი თვე ხვდებოდი, მერე კი გერმანიაში წახვედი და შენი
სხვა თოჯინებივით ისიც მიაგდე
- მე ანის არაფერს დავპირებივარ ნატ, და საერთოდ იცი შენ მე როგორი
ურთიერთობაც მაქვს ქალებთან
- ხო, ვიცი, მაგრამ შენ ანიზე ბევრი რამ არ იცოდი... მას კიბო ქონდა
- მე ეს არ ვიცოდი, ნატ.. ძალიან ვწუხვარ... გულწრფელად შეწუხდა მამაკაცი
- მოკლედ გეგი, ძალიან მაღიზიანებ ამიტომ პირდაპირ გეტყვი, თორემ
ეხლა გული ამერევა. ანი შენგან ორსულად დარჩა, მაგრამ შენი დამოკიდებულების გამო არაფერი გითხრა. ნატმა ფურცელზე ბავშვთა
სახლის მისამართი დაწერა და გეგის გაუწოდა. ბავშვს კატო ქვია და
სამი წლისაა, შენი ასლია. მიუხედავად ყველაფრისა, მე ვფიქრობდი რომ
შენ ეს უნდა გცოდნოდა. აწი, როგორც გინდა ისე მოიქეცი. ახლა
კი თუ შეიძლება დატოვე ჩემი სახლი, უნდა გავანიავო. ნატმა
გაკვირვებულ მამაკაცს კარები თვალწინ მიუჯახუნა, გეგი კი კიდევ დიდხანს უყურებდა თეთრ ფურცელზე დაწერილ ბავშვთა სახლის მისამართს.
გულმა არ მოუთმინა, მაშინვე დაქოქა მანქანა და ბავშვთა სახლში
მივიდა. მიმღებში ახალგაზრდა ქალმა უთხრა, დერეფანს გაუყევით
და მარჯვნივ პირველი ოთახია კატოსიო. ოთახის კარები შეაღო და
საწოლზე მისგან ზურგით მჯდარი გოგონა დაინახა. გოგონას პატარა
ბავშვი ეჯდა კალთაში და გულიანად იცინოდნენ. კარების ხმაზე გოგონამ
გამოიხედა, გეგის მოეჩვენა რომ 18-19 წლის ბავშვი იყო, რომელიც
გაკვირვებული უყურებდა.
- კატოს მამა ხართ? ძალიან გგავთ
- დიახ, კატოს ნახვა მინდოდა
- ხო, რა თქმა უნდა
გოგონამ ბავშვი ჩამოსვა, თვითონ კი ოთახიდან სწრაფად გავიდა, ხელს
აღარ შეგიშლითო. გეგი კატოს წინ ჩაიმუხლა, პატარა მართლაც მისი ასლი იყო. უნდოდა ხელში აეყვანა, მაგრამ პატარამ სატირლად დაბრიცა
ტუჩები და დერეფანში გაიქცა. მიბაჯბაჯებდა დერეფანში ტირილით და
თან დედას ძახილით იქაურობას იკლებდა. გეგი გაშეშდა, ნატი მართალი
იყო, არაკაცი იყო. საკუთარმა შვილმა არ მიიკარა, კატო მის გამო ბავშვთა სახლში იზრდებოდა და ვიღაც უცნობ ქალს დედას ეძახდა.
გეგიც გავიდა დერეფანში და იმ გოგონას მაისურზე გამომბული პატარა
დაინახა. გეგის დანახვაზე გოგონას ზურგს ამოეფარა და თან მაისურზე
ქაჩავდა, დედას ძახილით. აწითლებულმა გოგონამ ბავშვი ვიღაც ქალს
გაატანა, თვითონ კი გეგის მიუბრუნდა თავჩახრილი
- მაპატიეთ, ბატონო გეგა. იცით კატო ძალიან პატარა იყო აქ რომ მოიყვანეს. სამი მომვლელი გამოუცვალეს, რადგან ყველასთან ჭირვეულობდა. მე შემეჩვია, მთელი სამი წელია მე ვუვლი. ლაპარაკი
რომ დაიწყო, დედა დამიძახა. იცით მე ვეცადე ამეხსნა რომ დედამისი
მე არ ვარ, მაგრამ ძალიან პატარაა, მაინც დედას მეძახის. ვიფიქრე ცოტა
რომ გაიზრდება უკეთ გაიგებსთქო, მაგრამ... მაპატიეთ, თქვენ ალბათ
არ გსიამოვნებთ ესე რომ მომმართავს
- არა, არაუშავს. უბრალოდ კატო ჩემი შვილია, და მინდა ჩემთან წავიყვანო. მან არც კი მიმიკარა
- არაუშავს, შეგეჩვევათ. ძალიან უკარებაა, სხვა აღმზრდელებს ახლოსაც
არ იკარებს
გეგიმ გავლენიანი მეგობრებისა და ნაცნობების დახმარებით, ყველა
საბუთი ერთ კვირაში მოაწესრიგა და ბავშვის წამოსაყვანად ყველაფერი მზად იყო. დედამისს მოკლედ აუხსნა სიტუაცია და გახარებული ქალიც, მაშინვე მასთან გადავიდა საცხოვრებლად, ერთადერთი შვილისშვილისთვის რომ მიეხედა. ძლივს წამოიყვანა კატო ბავშვთა
სახლიდან, პატარა ბოლო ხმაზე ღრიალებდა გამიშვი, დედიკოსთან
მინდაო. მთელი გზა ვერ დააწყნარა, ბოლოს დედამის თხოვა იქნებ როგორმე გაამხიარულოო. არც ახალი ოთახი მოეწონა, არც სათამაშოები,
არც ახალი კაბები, ტკბილეულსაც არ მიეკარა. ძლივს აჭამეს ერთი ცალი
შოკოლადი, გაიძახოდა დედიკომ მაჭამოსო. ბოლოს დამამშვიდებელი დაალევინეს და ისე დააძინეს. დილითაც იგივე განმეორდა... ტირილით
გაიღვიძა და საწოლიდან არ დგებოდა, დედიკო მოვიდესო. საწოლში
მიუტანეს ჩაი და ნამცხვარი, მაგრამ ჩაის ჭიქას ხელი აუკრა და მთელი
სითხე დაიღვარა. შემდეგ მთელი დღე იატაკზე იჯდა და არ დგებოდა,
ბავშვთა სახლიდან წამოყვანილი თოჯინა ყავდა ჩახუტებული და ტიროდა. დიდი თაფლისფერი თვალები სულ დაუწითლდა, გეგის ახლოსაც არ იკარებდა, მის დანახვაზე სახეზე ხელს იფარებდა და ტირილს უმატებდა.დედამისი ეუბნებოდა შენსავით ჭირვეულიაო,მაგრამ
უკვე სერიოზულად ნერვიულობდნენ. მთელი დღე ერთი ლუკმა ვერ
აჭამეს, იატაკიდანაც ვერ ააყენეს. ბოლოს, საღამოს, გეგიმ ხელში აიყვანა
საწოლში რომ ჩაეწვინა, მაგრამ ბავშვს ისტერიკები დაეწყო. ტიროდა,
ვეღარ აწყნარებდნენ, მერე ფერი დაკარგა, გალურჯდა, გონება
დაკარგა. საავადმყოფოში მიიყვანეს, ექიმმა სერიოზული არაფერია,
უბრალოდ ძალიან პატარაა და ნერვიულობის და უჭმელობის ბრალიაო.
მთელი ღამე საავადმყოფოში გაატარა გეგიმ, ძალიან ნერვიულობდა,
დილით კი ექიმმა უთხრა კარგი იქნება ფსიქოლოგს თუ ანახებთ,
ხმას არ იღებს, არავის ელაპარაკებაო. საუკეთესო ფსიქოლოგი მოაყვანინა, არც ამან გაჭრა, ბავშვი არ დაელაპარაკა. ბოლოს გეგიმ
აუხსნა სიტუაცია და ქალმაც უთხრა, ყველაფერს აჯობებს, იმ გოგოს
თუ მოუყვანთო. გეგიც ზუსტად ამას აპირებდა, მანქანა სწრაფად დაქოქა და ბავშვთა სახლის წინ გააჩერა.
სწრაფი ნაბიჯით შევიდა გეგი ბავშვთა სახლში და კატოს მომვლელთან
შეხვედრა მოითხოვა. გაკვირვებული გამოვიდა თიკო ოთახიდან და
გეგის წინ დაუდგა
- ბატონო გეგა, მოხდა რამე? კატო ხომ კარგადაა?
- თიკო, თუ შეიძლება გარეთ ვისაუბროთ, დიდ დროს არ წაგართმევთ
ბავშვთა სახლის ეზოში, სკამზე ჩამოსხდნენ. გეგის დიდი ხანია ესე
არ უნერვიულია და უხერხულად არ უგრძვნია თავი ვინმესთან საუბრის წინ
-იცით საქმე იმაშია რომ კატო ძალიან ცუდად არის. არ ლაპარაკობს, არ
ჭამს, სულ ტირის და თქვენ გკითხულობთ. უჭმელობის და ნერვიულობის გამო ცუდად გახდა და ეხლა საავადმყოფოშია. მთელი
ღამე თქვენს სახელს ბოდავდა...
- მე ეს არ ვიცოდი. ეხლავე წამოვალ საავადმყოფოში და ვნახავ
- თიკო, იცით ძალიან მეუხერხულება, მაგრამ თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს. იქნებ ჩვენთან წამოხვიდეთ სახლში და კატოს გაზრდაში დამეხმაროთ. ვიცი საქმე ფულში არაა, მაგრამ სამ იმდენს გადაგიხდით, რამდენსაც აქ იღებდით. კატოს ძალიან გაუხარდება...
- კატო ძალიან მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ რომ კარგად იყოს, თანაც ძალიან მომენატრა
- ანუ ეს ნიშნავს რომ თანახმა ხართ?
გოგონამ თავი დაუქნია.
გეგიმ მანქანა საავადმყოფოს წინ გააჩერა და თიკოს კარები გაუღო.
საავადმყოფოს შესასვლელთან გოგონას კურსელი შეხვდა, ამიტომ გეგის
უთხრა ცოტახანში ამოვალ პალატაშიო. გეგიმ მარტომ შეაღო პალატის
კარები და საწოლში მოკუნტული კატო დაინახა, თოჯინა ყავდა
ჩახუტებული...
- კატო მამი როგორ ხარ? საწოლის წინ ჩაიმუხლა
პატარა საპირისპირო მხარეს გადაბრუნდა
- არ მელაპარაკები? იცი თიკო მოვა ეხლა შენთან
- დედიკო მოდის? პატარა მაშინვე საწოლში წამოჯდა
- ხო, მოდის
- მალე მოვა?
- გარეთ მეგობარს ელაპარაკება და შემოვა
პატარა საწოლიდან ენერგიულად ჩამოხტა და ფეხშიშველი პალატიდან
გაბაჯბაჯდა. გეგი პატარა ფეხსაცმელებით უკან გაეკიდა, მაგრამ
კატო ისე მოხერხებულად ძვრებოდა ექთნებს შორის, დაწევას ვერ ახერხებდა. დედიკოოო, მთელ ხმაზე დაიყვირა და გეგიმ ცოტახანში
თიკოს კისერზე ჩამოკიდებული ბავშვი შეამჩნია. ასობით თვალი
იყო მათკენ მიშტერებული... თიკო უხერხულად შეიშმუშნა და ჩახუტებულ ბავშვთან ერთად პალატაში შევიდა. მთელი საღამო
ვერ მოიშორა კატო, ტკიპასავით გულზე ყავდა მიკრული და არ შორდებოდა. ტელეფონზე სალაპარაკოდაც არ გაუშვა, მერე აღარ მოხვალო და თვითონაც თან გაყვა. გეგის ეღიმებოდა მათ დანახვაზე,
ნერვიულობამაც გაუარა. თიკომ ორი თეფში წვნიანი და ერთი ნაჭერი
ნამცხვარი ხუთ წუთში გადააყლაპინა მასზე აკრულ პატარას. ექიმმა
ალაპარაკებული და მომღიმარი ბავშვი, რომ დაინახა გეგის უთხრა
შეგიძლიათ დღესვე წახვიდეთ სახლშიო. თიკოც რა თქმა უნდა გაყვათ,
კატო წამითაც არ უშვებდა პაწაწუნა ხელებს.
მეორე დილას გეგი ბავშვის ტირილის მაგივრად, სასიამოვნო სურნელმა
გააღვიძა. გაკვირვებული შევიდა სამზარეულოში და მისგან ზურგით
მდგარი თიკო დაინახა, რომელიც ჭურჭელს რეცხავდა. კატო კი სკამზე
წამოსკუპებულიყო, პატარა ფეხებს აქანავებდა და ნამცხვრის ნაჭრებს
ღიღინით ბანანებით რთავდა. გულში სითბო ჩაეღვარა და ბავშვის წინ ჩაიმუხლა
- კატო მამი როგორ გეძინა?
- ბავშვმა ამოხედა და გაუღიმა. ამ ხნის განმავლობაში პირველად გაუღიმა... ღიმილის დროს ანისავით მასაც ფოსოები უჩნდებოდა.
-კალგად მეძინა, გამე დედიკომ დამაძინა და მელე დედასაც ჩემთან
ელთად ეძინა. გეგიმ თმებზე აკოცა, მასაც დედიკოსავით ჩალისფერი
და ხვეული თმა ქონდა...
- დეე მშია, გასძახა სამზარეულოში მოფუსფუსე თიკოს.
- ახლავე კატო, ცოტა ხანი დამაცადე
გეგიმ ღიმილით შეათვალიერა ბავშვი, რომელიც შოკოლადიანი და ბანანებიანი ნამცხვრის მოლოდინში სკამზე მოუთმენლად ცქმუტავდა.
ეხლა პატარა ბევრად უფრო ლამაზი მოეჩვენა... გაწეწილი და დაუვარცხნელი თმა კიკინებად ქონდა შეკრული, დიდი თაფლისფერი
თვალები აღარ იყო ჩაწითლებული, წითელი კოპლებიანი კაბა ეცვა
და რაც მთავარია იღიმოდა... მისი ღიმილი სიხარულით ავსებდა...
ეს პატარა, მისი ასლი რომ იყო, საოცრად შეუყვარდა... თიკომ ღიმილით
დადგა მაგიდაზე ორი ჭიქა ყავა და ერთი კაკაო.კატო მაშინვე ბანანებიან
ნამცხვარს სწვდა და თიკოს კალთაში კომფორტულად მოთავსდა...
- კატო მაა აცადე თიკოს ჭამა, მოდი სკამზე დაჯექი
- არაუშავს მიჩვეული ვარ, ჩვენ სულ ესე ვსაუზმობთ, გაუღიმა თიკომ
ღიმილის დროს მასაც ფოსოები უჩნდებოდა...უცხო თვალს კატო
და თიკო ნამდვილი დედა-შვილი ეგონებოდა, რადგან ძალიან გავდნენ
ერთმანეთს ჩალისფერი თმებით და თაფლისფერი თვალებით. თიკო
რატომღაც ანის ახსენებდა გეგის და მასში ეს კმაყოფილებას იწვევდა.
- თიკო სწავლობთ სადმე?
საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა, როცა მიხვდა რომ გოგონას მისი მზერა
აწითლებდა.
- ოთხი კურსი დავამთავრე, შემდეგ საზღვარგარეთ მინდოდა მაგისტრატურის გავლა, მაგრამ დედას ჯანმრთელობის პრობლემები
შეექმნა, ამიტომ დარჩენა და მუშაობა გადავწყვიტე... მაგისტრატურის
გავლას სამომავლოდ ვგეგმავ.
ოთხი კურსი დაამთავრა? მას კი ის 19-20 წლის ეგონა
- და რამდენი წლის ხარ?
- ქალებს ასაკს რომ არ ეკითხებიან არ იცი? თბილად გაუღიმა. 23-ის
გავხდი ერთი თვის წინ
- აუუ კიდე მინდა ნამცქვალი, დაიწუწუნა მოთხუპნულმა კატომ
- კატო გული აგერევა, სამი ნაჭერი შეჭამე
- გემლიელია და იმიტო
- კატო მართალია, უგემრიელესი იყო. ქალიშვილს მხარი აუბა გეგიმ
- კატოს ხელ-პირს დავბან და მოვალთ, ამოილუღლუღა შექებისაგან
გაწითლებულმა თიკომ და გეგის პატარას შოკოლადით მოთხუპნულ თითებზე და სახეზე ანიშნა. გეგიმ რა თქმა უნდაო, თავი დაუქნია,
ძალიან მოწონდა გოგონას სიწითლე. აბაზანიდან გასუფთავებული
გამოვიდა კატო და შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი გეგი გაკვირვებულმა შეათვალიერა
- სად მიდიქალ?
- სამსახურში მაა და მალე მოვალ. შენ თიკოსთან დარჩები. გინდა
რამე წამოგიღო, რომ წამოვალ?
- კიი, სოკოლადები
- აუცილებლად წამოგიღებ, შუბლზე აკოცა და თიკოზე აკრულ ბავშვს
ხელი დაუქნია...
მთელი დღე მოუსვენრად იყო გეგი სამსახურში, ვიღაც აკლდა, უფრო
სწორად ვიღაცეები. დროზე ადრე დატოვა სამსახური და მანქანა სახლის
ეზოში გააჩერა...
- ეხლავე დაგიჭერ შე პატარა კნოპკა, გაიგო მისთვის სასიამოვნო ხმა,
შემდეგ კი პატარა სხეულის შემოხვევა იგრძნო ფეხებზე
- მამიკო მოვიდა, გაიცინა კატომ, ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ესე
მიმართა და გეგის მთელ სხეულში სითბო ჩაეღვარა
- მოდი მამიკომ უნდა გაკოცოს, ფრთხილად შეეხო ლოყაზე
- დედიკოს ლატომ ალ აკოცე? გაიკვირვა პატარამ
- დედიკოსაც ვაკოცებ, გაეცინა გეგის და აწითლებულ თიკოს ფრთხილად
შეახო ტუჩები ლოყაზე. გეგის მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა,
ადრე ესე არასდროს მომხდარა. გოგონას ძალიან რბილი და თეთრი კანი ქონდა, ასევე გეგის არ გამოპარვია გოგონას დახორკლილი კანი და ჩაეღიმა
- სოკოლადები მომიტანე? სიტუაციის განმუხტვა ცადა პატარამ
- კი მაა, მოგიტანე
- ჯერ საჭმელი უნდა შეჭამო ქალბატონო, გაუღიმა თიკომ
გემრიელად ივახშმეს... შემდეგ თიკომ თხოვა გეგის აბაზანაში შევდივარ და კატო ცოტა ხნით დაიტოვეო. კატო გეგის გვერდით მოთავსდა სავარძელში,პატარას თვალები ებლიტებოდა
- გეძინება მამი?
პატარამ თავი დაუქნია. ფრთხილად შეიყვანა საძინებელში, საწოლში
დააწვინა და საბანი გადააფარა
-ზგაპალი ალ უნდა წამიკითკო? გაკვირვებულმა კითხა კატომ
გეგიმ საწოლზე დადებული ზღაპრების წიგნი დაინახა, გადაშალა და
რაღაც ზღაპარი წაუკითხა ფერიებზე. ამასობაში თიკოც გამოვიდა
აბაზანიდან. გეგიმ ძილინებისაო და ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ პატარამ ხელზე დაქაჩა
-სენც ცვენთან ელთად დაიძინე ლაა
გეგი უხერხულად შეიშმუშნა
- კატო მობილური სამზარეულოში დამრჩა და ხომ ვერ მომიტანდი?
პატარა ოთახიდან გავიდა
- გეგი მე ვიცი რამდენს ნიშნავს მასთან ერთად დაძინება შენთვის, ამიტომ ჩემს გამო თავს ნუ შეიკავებ. კატო შუაში ჩავიწვინოთ
- გითხარი რომ საუკეთესო ადამიანი ხარ მათ შორის, ვისაც კი ვიცნობ?
გოგონა ისევ გაწითლდა... დილით გეგიმ რომ გაიღვიძა საწოლში მარტო
იწვა, არადა ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო. გაკვირვებული გავიდა მისაღებში, სადაც კატო მარტო იყო წამოსკუპებული სავარძელზე
- კატო მამი აქ რას აკეთებ? თიკო სადაა?
- დედიკო დილით თავისი ტანსაცმელების და ლაგაცეების წამოსაგებად
წავიდა. მე ალ წამიკანა, დაიძინეო, მაგლამ ვეგალ დავიძინე და დედას
ველოდები. პატარას სიტყვა არ ქონდა დამთავრებული თიკო რომ შემოვიდა. პატარა ჩემოდანი კედელთან დადო, თვითონ კი სამზარეულოში გავიდა საუზმის მოსამზადებლად. დეე მომენატლე,
დაუძახა კატომ. გეგი კი გოგონას სამზარეულოში გაყვა
- მეც მომენატრე, დაიწყო გეგიმ
გოგონას აწითლება აღარც გაკვირვებია, მაგრამ ყავის ფინჯანის გატეხვამ
ცოტათი გააკვირვა. ფრთხილად მოხვია გოგონას წელზე ხელი და ტუჩებზე ოდნავ შეეხო, თიკოც აყვა... გეგის ესე თავი არავისთან კოცნის დროს არ უგრძვნია. შემდეგ აჭარხლებული გოგონა სწრაფად მოშორდა
და ბავშვთან გავიდა. გეგის ჩაეცინა, ამ სიფრიფანა გოგოს გამო თავსაც გაწირავდა. მგონი ცხოვრებაში პირველად მართლა შეუყვარდა. ანი დაკარგა, თიკოს კი არაფრის დიდებით აღარ გაუშვებდა... გემრიელად ისაუზმეს, თიკო თვალს არიდებდა გეგის, კატო კი ენას არ აჩერებდა.
შემდეგ გეგი დაემშვიდობა პატარას და სამსახურში წავიდა. როგორც გუშინ, დღესაც ვერ დაუდო გული სამუშაოს, ისევ დროზე ადრე დატოვა სამსახური და სახლში წავიდა. ამჯერად კატო საწოლზე იყო წამოწოლილი და ტომი-ჯერის უყურებდა,გეგის მისვლა არც გაუგია,
თიკო კი სამზარეულოში ჭურჭელს ამშრალებდა.
- დღეს კინოში წავიდეთ რაა, უკნიდან აეკრო გოგონას
- რაა? რატომ? ძლივს ამოილუღლუღა
- რა რატომ? გაუკვირდა გეგის
- რატომ აკეთებ ამას... თიკო ერთიანად აწითლდა
- რატომ გპატიჟებ კინოში? თუ რატომ გაკოცე? თუ რატომ გეხუტები?
გაეცინა გეგის
- ხო, რატომ აკეთებ ამ ყველაფერს?
-იცი სიყვარულის ახსნა არ მეხერხება
- კი მაგრამ... ესე როგორ... როდის.. სათქმელს თავს ვერ უყრიდა
- არ მითხრა რომ ესე მოკლე დროში შეყვარება შეუძლებელია;
შენც იგივეს გრძნობ, ესე არ არის?
გოგონამ თავი ოდნავ შესამჩნევად დაუქნია, გეგის გაეღიმა და ფრთხილად აკოცა ტუჩებზე
- მარტო ჩვენ ორნი მივდივართ?
- ვფიქრობ ეს შეუძლებელია. გეგიმ თავით კატოზე ანიშნა, რომელიც უკვე დედას ეძებდა...
კინოში კარგი დრო გაატარეს... კატოს გამო ფილმს წესიერად ვერ უყურეს, მაგრამ ერთმანეთის სიახლოვით ტკბებოდნენ. სახლში რომ დაბრუნდნენ უკვე ცხრა ხდებოდა
- აუ მშია დეე, დაიწუწუნა კატომ
- ჩემი მსუნაგი, შუბლზე აკოცა
აივანზე ივახშმეს. კატო ჩაის ჭიქით გეგის კალთაში მოკალათდა და
თავი გულზე დაადო
- მაა, დედიკო გიყვარს? სიცილით კითხა გეგიმ
- კი მიკალს
- სად გიყვარს მაა?
- გულში, გაუცინა კატომ
მე ანი დედიკოც მიკალს და თიკო დედიკოც, ტიტინს აგრძელებდა პატარა. მაგლამ ანი დედიკო ცვენთან ლომ ალ ალის?
- ანი დედიკო ცაშია და იქიდან სულ გიყურებს, თიკომ თავით ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ანიშნა... ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ, ის არასოდეს მიგატოვებს
- სენც ქო ალასოდეს მიმატოვებ?
- არა, არასოდეს მიგატოვებთ, მთელი გულით გაუღიმა თიკომ...
მეორე დილას, გეგის დედა მივიდა ერთადერთი შვილისა და
შვილიშვილის მოსანახულებლად. მომღიმარი და მოლაპარაკე ბავშვი
რომ დაინახა, თიკო გულში ჩაიკრა და შენ რომ არა, არვიცი რა გვეშველებოდაო, ლოყებს უკოცნიდა აწითლებულ გოგონას...
- დე ვხედავ უკვე გაგიცნია ჩემი საცოლე, გაუცინა გეგიმ დედამის და თიკოს წელზე ხელი მოხვია

- დედა რადგან შენ საშველი დაგადგა და ცოლის მოყვანა გადაწყვიტე...
მაგრამ ამ ოქროსავით გოგოს თავი რანაირად შეაყვარე?
- საცოლე? ჩუმად კითხა გეგის აწითლებულმა
-ხო საცოლე, არ მითხრა, რომ თანახმა არ ხარ...
მთელი ერთი თვე ერთად გაატარეს... ყოველ საღამოს კატოსთან ერთად
ხან სასეირნოდ მიდიოდნენ, ხან კინოში, ხან კაფეებში, ხანაც ქალაქგარეთ... გეგიმ თიკოს ნათესავებიც გაიცნო, შვილივით მიიღო
გოგონას ოჯახმა... ერთ საღამოს გეგიმ ჩვეულებისამებრ დაურეკა და
უთხრა ამ საღამოს ლისის ტბაზე ავიდეთო; არც გაკვირვებია, კატოს
ლამაზად ჩააცვა, კიკინები გაუკეთა და ტაქსით ლისზე ავიდნენ...
- თვალებზე უნდა აგაფაროთ, გაუღიმა გეგიმ
- რატომ? რა საჭიროა? დაიბნა გოგონა
- სიულპლიზია დეე
თვალებზე რაღაც ააფარეს და დაახლოებით ოცი წუთი აღარ მოუხსნიათ;
ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს რაღაცაში ჩასვეს. გეგიმ თვალებზე
რომ მოხსნა ნაჭერი გაოგნებული იხედებოდა აქეთ-იქით... საჰაერო
ბუშტში იყვნენ სამივე; კატოს პირი ღია ქონდა და გაფართოებულ
თვალებს აცეცებდა, გეგი კი თბილად უღიმოდა
- თიკ ქვევით ჩაიხედე
- საად?
- ქვევით ჩაიხედე
ჩაიხედა და ბედნიერებისგან თვალები გაუბრწყინდა... ცეცხლით, დიდი
ასოებით იყო დაწერილი: გ ა მ ო მ ყ ვ ე ბ ი ც ო ლ ა დ?
- ვიცი რომ ცოტა ბანალურია, მაგრამ შენ უნდა იცოდე, რომ შენი
მომავალი ქმარი ფანტაზიის დიდი უნარით არ გამოირჩევა.
აბა გამომყვები ცოლად?
გოგონამ თავი ოდნავ შესამჩნევად დაუქნია
გეგიმ ჯერ არათითზე პატარა და სადა ბეჭედი მოარგო, შემდეგ კი ხელში
აიტაცა, დააბზრიალა და ტუჩებზე ფრთხილად შეეხო, მაგრამ
რა თქმა უნდა არ დასცალდათ, რადგან ამჯერად პატარა პარაზიტი
გეგის ექაჩებოდა ხელზე და ამბობდა, რომ მასაც სურდა ხელში აყვანა
და დატრიალება...
ქორწილი ორ კვირაში დანიშნეს. ვიწრო წრეში გადაიხადეს, გეგიმ
ნატიც დაპატიჟა... უთხრა შენ რომ არა დღეს ესეთი ბედნიერი ვერ ვიქნებოდიო, გოგონამაც უპასუხა შენი კარგი მხოლოდ გამახარებსო...
პატარძალი ულამაზესი იყო... თეთრი სადა კაბა ეცვა, წელზე მომდგარი
და უზარმაზარი შლეიფით. ჩალისფერი თმები აწეული ქონდა, სახეზე
მსუბუქი მაკიაჟი ესვა. კატომ თავიდან ვერ იცნო დედიკო, შემდეგ კი
მთელი დღე იძახდა ცემი დედიკო კველაზე ლამაზია მსოფლიოშიო.
თვითონაც ძალიან ლამაზად იყო, თიკომ მისთვის თეთრი პატარა კაბა
შეაკერინა, თავზე კი გვირილების გვირგვინი დაადგა. მთელი დღე
თიკოზე იყო გამომბული ქალბატონი, მისი კაბის შლეიფს მოათრევდა.
ჯერ ხელი მოაწერეს, შემდეგ კი ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს
და რესტორანშიც მცხეთაშივე წავიდნენ. ყველაფერი ულამაზესი იყო..
ყველაზე მეტად კატო გაერთო, აბსოლიტურად ყველა სტუმარს ეცეკვა,
შემდეგ კი დედიკოს კალთაში ჩაეძინა. წყვილმაც ამით ისარგებლა, მძინარე კატო ბებიას გადააბარეს და თავად ქორწილიდან გაიპარნენ...
არცერთ მათგანს არ გაკვირვებია, დილით ბებიამისმა კატო რომ მოიყვანა
და გამოაცხადა სახლში ვერაფრით გავაჩერე, დილამდე ძლივს მოვათბენინე, ხელი რომ არ შეგვეშალაო... შემდეგ სწრაფად ჩაალაგეს
ჩემოდნები და საღამოს უკვე თვითმფრინავში ისხდნენ. თიკოს
გეგის მხარზე ედო თავი და სივრცეს უღიმოდა...
- მიყვარხარ, ჩუმად უჩურჩულა გეგიმ
- მე უფრო, ტუჩებზე ნაზად შეეხო გოგონა
- მეც მინდა კოცნა, დაიწუწუნა გვერდითა სავარძელში მძინარე პარაზიტმა და მშობლებს საკოცნელად თავი მიუწია.
დედიკომ მარჯვენა ლოყაზე აკოცა, მამიკომ მარცხენა ლოყაზე, შემდეგ
კი თვითმფრინავი რომის აეროპორტში დაეშვა...

დასასრული....
ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც კითხულობდით



№1  offline წევრი Drama Queen

თბილი ისტორია იყო. ძალიან მომეწონა, თან სასიამოვნო წასაკითხი იყო, შეცდომების იშვიათობის გამო. ❤️

 


№2  offline წევრი Masho 123

Drama Queen
თბილი ისტორია იყო. ძალიან მომეწონა, თან სასიამოვნო წასაკითხი იყო, შეცდომების იშვიათობის გამო. ❤️
. Dzalian, dzalian didi madloba ❤

 


№3  offline წევრი -tiko))

Dzaaan magari iyo DA dzaaan tbili... Madloba aseti sayvarlobistvis :*
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№4  offline წევრი lamazmani

Dzalian kai da tbili istoria iyo momewona mara ani shemecoda kibo ro qonda anis da gegis yopna gamixardeboda mara esec dzaan magari iyo magaria yochag momewona :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent