შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თუ გაბედავ (12)


9-08-2015, 15:47
ავტორი luna
ნანახია 4 253

მისი ხრინწიანი ხმა ჩამესმა და კიდევ უფრო დიდი მონატრება ვიგრძენი.
–ალო,ნუკა როგორ ხარ?–დავიბანე და ჯერ ვერაფერი ვუთხარი.
–...
–ნუკა,გესმის?
–აამ,კი კი უბრალოდ ძალიან გამიკვირდა შენი ხმა რომ გავიგონე.
–ხო ვიცი.აი მე კი ვერ გავძლებდი შენი ხმა რომ არ გამეგონა–ერთიანად დამაჟრიალა მის სიტყვებზე.თან გავყურებდი ზღვას,მესმოდა მისი ტალღების შრიალი და ვგრძნობდი რომ ამ წუთებში ძალიან ბედნიერი ვიყავი.
–...–ხმა ვერ ამოვიღე.მინდოდა მეთქვა ვერც მე ვერ გავძელი,სულ ვნატრობდი შენი ხმის გაგონებასთქო მაგრამ ვერაფერი ვთქვი,თავი შევიკავე,არ ვიცი რატომ ალბათ იმ თავმოყვარეობის გამო რომელიც გოგოების მთავარი იარაღია.შემდეგ ძლივს მოვაბიი სათქმელს თავი.
-მე არ ვიცი,ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო შენი ასე სწრაფად წასვლა იმ ამბის შემდეგ-მინდოდა უფრო სხვანაირად მეთქვა მაგრამ არ გამომივიდა.
-ვიცი,დედაჩემი გახდა ცუდად.
-ეხლა როგორაა?
-ეხლა კარგად,მკურნალობს.
-ხო ძალიან კარგი,გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
-მადლობა.-ცოტა ხნით უხერხული დუმილი ჩამოვარდა,თითქოს ორივეს გვინდოდა რაღაცის თქმა,რაღაც უფრო ბევრის მაგრამ ამის თქმას ალბათ ვერ ვბედავდით,მე ყოველ შემთხვევაში.
-კარგი,შენი ამბები მომიყევი.კარგად ისვენებ ზღვაზე?
-კი მშვენივრად.დღეს სავარჯიშოდ,ადრე ავდექი და ეხლა ზღვის პირას ვზივარ.
-ხო ვიცი რა ყოჩაღი გოგოც ხარ და მიტო დაგირეკე ესე ადრე-ოდნავ სიცილი შეეპარა ხმაში.მეც გვიცინე.
-რა ქენი აბა,გადაცურე ხო ზღვა?
-კი რათქმაუნდა.გუშინ ძალიან შორს გავედი და კინაღამ საბედისწერო აღმოჩნდა ეს გასვლა-არ მინდოდა მაგარამ მაინც ვუთხარი,არ ვიცი რატომ შეიძლება მინდოდა ლაპარაკი უფრო გამეწელა და რაც შეიძლება დიდი ხანი მესმინა მისთვის.
-რაა?გაგიჟდი? აუ ნუკა,ფრთხილად იყავი რა გთხოვ-ძალიან მომეწონა მისი მზრუნველობის გამოხატვა ჩემს მიმართ.
-ვნახოთ.ვერ დაგპირდები-ვუთხარი სიცილით.
-ნუკაა,ნუ მაბრაზებ-ტონი შეცვალა და მეც ჩხუბისთვის თავი რომ ამერიდებინდა აღარ გავამწვავე.
-კარგი კარგი,ს კი არ ვაპირებ-ვუთხარი სიცილით. -არ ვიცი,შენგან ყველაფერია მოსალოდნელი-და თვითონაც გაეცინა.როგორ მინდოდა აქ ყოფილიყო.ნახატზე არცერთს სიტყვა არ დაგვიძრავს.
-კარგი ახლა უნდა წავიდე.
-გთხოვ ცოტა ხანი დარჩი,მელაპარაკე-არ მინდოდა დაიდანთან ლაპარალის გაწყვეტა მაგრამ მივხვდი რომ უფრო მომენატრებოდა და ასე ვამჯობინე. -არა უნდა წავიდე,უკვე დიდი ხანია გამოსული ვარ,შეეშინდებათ.
-კარგი,დამპირდი რომ ჭკვიანად იქნები-ჰმ,ერთი ამას უყურეთ,ჭკუასაც მარიგებს.მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მომწოონს კიდეც. -მე შეუსრულებელ დაპირებებს არ ვიძლევი.კარგად-ვუთხარი სიცილით და გავუთიშე.ცოტა ვიმაიმუნე,მაგრამ არაუშავს იქნებ მოუნდეს ჩემი ნახვა.არა ნუკა ეს სიგიჟეა,შეწყვიტე ამაზე ფიქრი.ვუთხარი ჩემს თავს.შემდეგ ავდექი და სახლისკენ წავედი.ხალხი მხოლოდ აქა იქ იყო.ნელ-ნელა ავდიოდი როდესაც ჩემი გადამრჩენი გამოჩნდა.
-გამარჯობა.როგორ ხარ? ნუკა ხო?
-კარგად შენ? და შენ გეგი ხო?
-კი,დაგიმახსოვრებია-დაიცინა.
-აბა ჩემი გადამრჩენის სახელს რა დამავიწყებდა-ვუთხარი სიცილით.თვითონაც გაეცინა.
-როდის ჩამოდი?
-გუშინ-კითხვა აღარ დავუბრუნე,სიმართლე გითხრათ არც მაინტერესებდა.ალბათ ცუდადაც კი გამომივიდა მაგრამ არაუშავს.
-აჰა,გასაგებია,და საიდან ხარ?
-ქუთაისიდან-ვუთხარი და გავუღიმე.
-ვაა,მართლა? მეც,ძალიან სასიამოვნოა-მითხრა და თვითოაც გამიღიმა.ოო,ესღა მაკლდა.არა ისე ცუდი ბიჭი ნამდვილად არ იყო,მაღალი ქერა,მშვენივრად დაზაგრული და რავი,საყვარელი ბიჭი.
-აჰა კარგია.კაი მე წავედი ამ სახლში ვარ.
-კაი,კარგად.სასიამოვნო იყო შენი ნახვა
-ჩემთვისაც-გავუღიმე და ეზოში შევედი.
რათქმაუნდა,როგორც ყოველთვის ყველას ეძინა.მოკლედ ამ ხალხს ადრე ადგომა ხომ ვერ ვასწავლე რა.ის მაინც არ იციან,ზღვაზე ადრე გასვლა სასარგებლო როა ჯანმრთელობისთვის,მაგრამ ეტყობა არა.
-გაიღვიძეთ ხალხო,ნატოში შევედით-ვთქვი სიცილით.ოთახიდან ბიძაჩემის ხმა მომესმა.
-მაპი სადაა ნუკა მაპი-და სიცილი აუტყდა.როგორც იქნა გავაღვიძე ყველა.
-აღარ მინდა მაპი რაღამც თქვენ გაიღვიძეთ ბატონო-ვუთხარი სიცილით.მიყვარს დილის კარგ ხასიათზე დაწყება.ნათქვამია რომ სიცილი ადამიანს ცხოვრებას უხანგრძლივებსო.მეც სრულიად ვეთანხმები ამ წინადადებას.უცებ ჩემი მობილური აწკრიალდა.ლიკუნა რეკავდა.
-ხო ლიკუ.
-ნუკაააააააააააააა-კიოდა ტელეფონში და თან მგონი დახტუნავდა კიდეც.



№1  offline წევრი Queen ♛

კარგია გააგრძელე და თავები გაზარდეე))

 


№2  offline წევრი nini :)

ძაან პატარა თავებს დდებ გაზარდე თან საინტერესოა და მალე დადე

 


№3  offline მოდერი ჯია

საინტერესოაა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent