ასეც ხდება 3
მამაკაცის დანახვისას ნინის ელეთ–მელეთი დაემართაა, ძალიან ეცნობოდა მისი სახე, მაგრა ვერაფრით გაიხსენა. –ნინი ბებო გაიცანი ეს ჩემი შვილიშვილია ლადო , მთელი სინაზით წარმოთქვა –სასიამოვნოა ნინი შენი გაცნობა, ზერელედ აათვალიერა გოგონა და ნელიკოს მიუბრუნდა, ლელამ რაღაც ონკანი აქვს გასაკეთებელიო და სად არის? –უი ბებიკო შენ მოგიკვდიიი, ოხ ლელაა სულ დამავიწყდა შენთვის მეთქვა გუშინ ხელოსანი დავიბარე და გამიკეთა უკვე, მადლობა შვილო რომ შეწუხდიიი ნინი გაოცებული ხან ერთს შეხედავდა ხან მეორეს ,ვერაფრით ვერ გაეგო რა ონკანი იყო გაფუჭებული და რატომ იყო მათთან ლელას შვილიშვილი, –კარგით მაშინ მე დაგტოვებთ –არა ბებო რას ამბოობ? პირველად ხარ ჩემს სახლსში და ასე უპატივცემლოდ გაგიშვეებ? დაჯექი ბებიკო ხაჭაპურები მაქ დამცხვარი ცხელ–ცხელიი, ნახე როგორ მოგეწონება, მიდი ნინი ბებო გენაცვალოს სამზარეულოში შეირბინე და გააწყვე მაგიდა –ქალბატონო ნელიკო არ არის საჭირო თუ არაფერი გაქვთ საქმე მე წავალ, მეჩქარება , ნუ შეაწუხებთ ამ ბავშვს, ირონიულად დახედა ერთ ადგილას მიწურულ ნინის რომელიც თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა დიდი ხვეწნის მიუხედავად ლადო მათთან არ დარჩენილა და წავიდა , ნელიკო და ლელა ერთ ოთახში შეიკეტნენ და რაღაცაზე გაცხარებული დაობდნენ, ნინის ძალიან უკვირდა ბებიამისის გარდასახვა , თუმცა უკვე არ ადარდებდა რატო იყო ასე შეცვლილი ბებიამისი/ –ნინი უნდა გათხოვდე, უსერიოზულესი წინადადებით შეაკითხა ნელიკომ ოთახში –ხუმრობ ხომ? –არა სრულიად სერიოზულად გეუბნები , ოღონდ იცოდე ქმართან ერთად აქ უნდა იცხოვრო –ნელიკო ძალიან რომ ერევი ჩემს ცხოვრებაში თუ ხვდები? მე შენი სათამაში არ ვარ რომ მმართო და ის გამაკეთებინო რაც შენ გინდა , ასე რომ მეორედ მაგ თემაზე საუბარი არ გავიგო –შე ცინგლიანო ენა ნუ წაიგრძელე , აქაო და ნელიკო დატკბაო და არ ამოიდგა ენა? მე მის მშობლებს შევუთანხმდი ასე რომ შენს სიტყვებს ძალა არ აქვთ –მასეც ნუ გგონია ძვირფასო ბებია, მე საერთოდ წავალ ამ სახლიდან, –სად შენი მშობლების სახლი გგონია შენ გეკუთნიის? ძალიანაც ცდები წასასვლელი არსად გაქვს , უპატრონო ხარ ჩემს მეტი არავინ არ გყავს.რა გინდა ლადო მშვენიერი ბიჭია ჭარმატებული , ფული თავზე საყრელად აქვს , რამდენიმე ბინა და აგარაკი გექნება , კიდე უკმაყოფილო ხარ? ესეიგი ლადო? შენ ლადოზე მათხოვებ თუ მის ქონებაზე? ვერ ეღირსები ჩემს მართვას ეს დაიმახსოვრე , სულ ფეხებზე მოკვდები თუ იცოცხლებ , მე შენთან საერთო არაფერი მაქვს ეს კარგად დაიმახსოვერე, სიტყვა დამთავრებული არ ქონდა ნინის ისე გაარტყა სილა ნელიკომ, ცინიკური სახით ახედა სახეალეწილ და გამწარებულ ქალს და თავის ოთახში შევარდა, საერთოდ არ უკვირს მისგან ეს საქციელი, იცის უფროს ენა რომ არ უნდა უტლიკინოს , თუმცა ნელიკო ყოველგვარ ზღვარს ცდება ... როგორც კი ნელიკო დაძინებული დაიგულა მაშინვე დასტაცა თავის პატარა ჩანთას ხელი და ფეხაკრეფით გაიპარა სახლიდან.... ღამის ორ საათზე ფეხით მიუყვებოდა ტროტუარს , საშინელი ქარუ უწეწავდა უკუნეთ ღამესთან შერწყმულ შავ თმას, მისი ლურჯი თვალები კი გამუდმებიდ ცეცავდნენ და უსაფრთხო გზას ეძებდნენ, ამ ერთ ღამეს გაათევს სადმე , ხვალ კი იმ ბინის პატრონთან მივა რომელიც დილით ნახა, მერე რა რომ მარტო ცხოვრებას უნდა შეეჩვიოს? არავითარ შემთხვევაში არ დაიხევს უკან სამსახურსაც ნახავს და ფეხზე დადგება. ასე დაფიქრებული მიდიოდა, როცა თვალები რაღაც ნათებამ დაუბნელა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.