შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი! (დასასრული)


9-08-2015, 18:10
ავტორი babi phoenix
ნანახია 2 851

ამ დღის შემდეგ მასზე არაფერი მსმენია, მხოლოდ ის გავიგე რომ შეყვარებული ჰყავდა..ყველა ისე იქცეოდა თითქოს არასოდეს არაფერი მომდარა, ნუცა არც გამიცნია და არ გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში.. მხოლოდ მე მახსოვდა თითოეული დეტალი და ამდენი ხნის შემდეგაც კი ჩემს გულში ცხოვრობდა მწვანეთვალება, თოვლივით თეთრი გოგონა..

კიდევ 2მა წელმა განვლო მის გარეშე, ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც ადრე, დილით ქუჩაში ხეტიალი, შემდეგ კი ოთახში ჩაკეტილი ბიჭი რომელიც თავის შავ-თეთრ ცხოვრებაზე ფიქრობს და ჯერ კიდევ ვერ გაარკვია თუ რატომ გაჩნდა საერთოდ..
ზუსტად ქუჩაში სიარულის დროს გავიგე ახალი ამბავი..
ნუცა თხოვდება! მას საქორწილოდ ამზადებენ და ყოველდღე მომავალი ქმარი აკითხავს, ჯვრისწერა ზეგ არის!
მიუხედავად იმისა რომ ეს მიხაროდა, რადგან ის ბედნიერი იქნებოდა, ამავდროულად უდიდესი ტკივილი ვიგრძენი..
სახლში როგორც კი ავედი ფურცელზე რაღაცის წერა დავიწყე.. დასრულებისას ჩემს საწოლთან დავდე და დავიძინე..
------
მეორე დღე, ხვალ ქორწილია, ალბად ყველა ბედნიერია ამით, მე კი, მე გული მიკვდება.. ამ დროს მესმის კარზე ზარი.. ჩემი ძმაკაცები არიან..

-შემოდით
-რა გჭირს რა სახე ჩამოგტირის ტო
-აღარ გახსოვთ ხვალ რა დღეა?
-ნუცა თხოვდება! გასაგებია!
-მიჭირს ამასთან შეგუება, როგორ მინდა დავიძინო და აღარასოდეს გამეღვიძოს
-ნუ სულელობ და მოიწესრიგე თავი რა
-იმდენად ცუდად ვარ წლები დასჭირდება ჩემი თავის დალაგებას
-უნდა ეცადო, ჩვენ დაგეხმარებით..

ბევრი საუბარი არ გაგვიგრძელებია, მალე წავიდნენ, მე კი ისევ დავჯექი რა რაღაცას ვწერდი, რაც არ მომეწონებოდა ვხევდი.. მთელი ღამე წერაში და გულის ტკივილში გავათენე..
დილის 8ის ნახევარზე მანქანია ხმა შემომესმა, გარეთ ფანჯრიდან ვიყურებოდი, დავინახე თეთრებში გამოწყობილი ბიჭი როგორ შევიდა ნუცას სადარბაზოში..
ნახევარ საათში თეთრ კაბაში გამოწყობილი, თოვლის ფიფიქივით გამოფარფტდა ნუციკო, ღმერთო ჩემო რა ლამაზია, ანგელოზს გავდა, მესმოდა როგორ ემშვიდობებოდა დედამისს და მამამისს, გავიგონე ამბობდა სხვა ქვეყანაში მივდივართ საცხოვრებლად ქორწილის შემდეგო, დედამისმა ამდროს უამრავი შეკითხვა დაუსვა, ერთ-ერთი კი ასეთი იყო.."რა უნდა დაარქვა შვილებს? როდესაც გეყოლება და როცა დაორსულდები"
ნუცამ ზევით აიხედა თითქოს ჩემს ფანჯარას უყურებდა, ფარდები მალ გავაფარე არ მინდოდა დავენახე, როდესაც დედამისს თვალი გაუსწორა ღრმად ამოისუნთქა და თქვა.."გოგოს არ ვიცი რას დავარქმევ, მაგრამ ბიჭს აუცილებლად დათო ერქმევა"
ამ სიტყვების გაგონებისას ცრემლები უნებურად წამომივიდა, ნუცა მანქანაში ჩაჯდა და სამუდამოდ დატოვა ეს ადგილი...
მე კიდევ დიდი ხანი ვუყურებდი სიხარულისაგან მომტირალ დედას და მამას, მის ძმას რომელიც ორივეს აწყნარებდა.. ცოტახნის შემდეგ ისევ წერას მივუბრუნდი და როცა ბოლო სიტყვა დავწერე აბაზანაში შევედი, წვერი გავიპარსე, თმა მოვიწესრიგე, ცოტა წესიერად ჩავიცვი და ნორმალურ ადამიანს დავემსგავსე..
კიდევ ერთი ფურცელი ავიღე, კიდევ ვწერდი რაღაცას აუჩქარებლად, დრო საკმარისზე მეტი მქონდა.. ბოლოს კი ძმაკაცს დავურეკა...

-გუგ შეგიძლია ჩემთან ამოხვიდე?
-რამე ხდება?
-ამოდი გთხოვ!!!! იჩქარე..

გავთიშე ტელეფონი გადავდე.. ორივე კონვერტი გვერდი გვერდ დავდე, უჯრიდან იარაღი ამოვიღე, შუბლზე მივიდე, ვთქვი რომ საბოლოოდ ჩემი ტანჯვა უნდა დამესრულებინა, სწორედ ამ დროს გავისროლე.........................
------
(თხრობას გუგა აგრძელებს)
საბედისწერო გასროლა, დათოს სიკვდილი, ორი კონვერტი და ამდროს კარზეზარი..
ფეხით შემომტვრეული ოთახის კარები და გვამი..
საშინელი დასანახი იყო ეს ჩემთვის, ასეთი მოწსრიგებული ცხოვრებაში არ მენახა, მკვდარიც კი ნუცას სიყვარულს ასხივებდა, თვალებზე ცრემლები ჰქონდა შემშრალი, ხელში ავიყვანე და საწოლზე გადავაწვინე.. მე კი კონვერტი გავხსენი რომელსაც "გუგას" ეწერა..

"გუგ მაპატიე, თუ ახლა ამას კითხულობ ესეიგი უკვე მკვდარი ვარ, დაგირეკე იმიტომ რომ მინდოდა ნუცასთვის რაღაც გადაგეცა, ვიცი რთული დავალებაა მაგრამ გთხოვ, მინდა ეს ყველაფერი იცოდეს.. ჩემი ბოლო თხოვნაა იპოვო და კონვერტი გადასცე.. ბიჭებს მიხედე, და უთხარი რომ ყველა მაგრად მიყვარდა, შენც მაგრად მიყვარდი და მაგრად მომენატრებით, უბრალოდ ასე აჯობებდა... ბოდიში ყველაფრისათვის"

მეორე კონვერტი ჯიბეში ჩავიდე, დათოს დასაფლავების საკითხები მოვაგვარე და ნუცაას ძებნა დავიწყე, როგორც იქნა მივაგენი მის ადგილსამყოფელს მისი მშობლების დახმარებით, ხომ მართლა ნუცას მშობლები დასაფლავებაზეც იმყოფებოდნენ..
ბოლოს საფრანგეთის ქალაქ პარიზში ჩავედი და ნუცა ვიპოვე..
კონვერტი გადავეცი და წამოვედი..
...
მონაყოლიდან ვიცი რომ კონვერტში შემდეგი სიტყვები ეწერა..

" ნუც როგორ ხარ? იცი რა მაგრად მომენატრე და მიყვარხარ? ყოველ ღამე შენი ჩახუტება მენატრებოდა, შენი სიცოცხლით სავსე ღიმილი და თვალები..ეჰ როგორ მინდოდა თეთრი კააბა შენთვის მე ჩამეცმივნა, შენი შვილების მამაც მე ვყოფილიყავი, მინდოდა სიცოცხლის დაუვიწყარი წუთები შენთან გამეტარებინა.. ქორწილის დღეს შენ გიყურებდი, ანგელოზსს გავდი იიცი?! ჩემო სიცოცხლე გავიგე ისიც რომ ბავშვს ჩემს სახელს არქმევ და მადლობა ამისათვის, მადდლობა იმ სიყვარულისათვის რომელიც ცოტა ხნით მაინც იყო ჩემი.. იცოდე რომ ყოველთვის და ყველგან მენატრები.. იმედი მაქვს ზეციდან მაინც შევძლებ კიდევ ერთხელ შენს ჩახუტებას და შენს დაცვას.. მიყვარხარ და ბოდიში ..."

არავინ იცის ამის წაკითხვის შემდეგ რა რეაქცია ჰქონდა ნუცას..
ახხლა სიკვდილიდან დიდი დროა გასული, თითქმის 4 წელი.. იმდღეს საფლავზე ვიყავი და გოგონა დავინახე, ბავშვით ხელში, უყვებოდა რომ აქ ისეთი ადამიანი ემარხა რომელმაც ყველაზე მეტდ იცოდა სიყვარულის ფასი, უთხრა რომ დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობდა და იმედი ჰქონდა ასეთი სიყვარული შეეძლებოდა მის პატარა დათოსაც..
როგორც მივხვდი ეს გოგო ნუცა იყო.. ცრემლები მოიწმინდა და მშვიდად დატოვა ის ადგილი.. და ასე თითქმის ყოველ კვირას ამოდიოდნენ ის და თავის პატარა, ნუციკო კი უყვებოდა მის შვილს თუ რამხელა ძალა აქვსს სიყვარულს და ეუბნებოდა რომ სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი!.


---
პ.სმოგეწონათ? ხვალ დავდებ თუ გახსოვთ ჩემი ისტორია რომ დავწერე სუ პირველად იმის დასასრულს.. და შემგდეგ ახალ ისტორიას შემოგთავაზებთ..



№1  offline წევრი ana))

magari iyo. dzalian momewona. bolos tvalze cremli momadga...veli axal istorias. warmatebebi. bab <3
--------------------
უფრთო ანგელოზი,სუსტი დემონი!

 


№2  offline წევრი babi phoenix

ana))
magari iyo. dzalian momewona. bolos tvalze cremli momadga...veli axal istorias. warmatebebi. bab <3

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent