სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი! (თავი 4)
გადიოდა წამები, წუთები, დღეები, თვეები, ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც მაშინ ნუცას დაკარგვისას.. თითქოს შევეგუე იმას, რომ ჩემთან აღარასოდეს იქნებოდა, მაგრამ არ დამვიწყებია, ის გარდამავალი თუ გარდაუვალი წუთები რაც მასთან ერთად გავატარე.. მისი დანახვა ჩემში რაღაც საოცრებას იწვევდა, სიხარულთან ერთად ძლიერ ტკივილს მგგვრიდა, რომელიც მთელ ჩემს სხეულსა და გონებას იპყრობდა.. 5 თვეა უკვე დავშორდით და ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე ამ ამბავს, თავი დღესაც კი სიზმარში მგონია, მიუხედავად ამ ყველაფრისა კიდევ მაქვს იმედი, იმედი იმისა რომ დაბრუდება, გულში ჩავიკრავ და ამ სევდას, სიხარულით და მისი მწვანე თვალებიდან გამოწვეული სიცოცხლის უნარიანობით შეცვლის.. იმ დღემდე არაფერი იცოდა ნუცამ ჩემზე სანამ ქუჩაში მოულოდნელად არ შევხვდი.. -ვა დათოო.. როგორ ხარ? -რავი რა, შენ ნუც? -კარგად ძალიან.. -ჰო კარგია... -რა გჭირს? -არაფერიი მაპატიე უნდა წავიდე.. -ისევ მე გიყვარვარ? -ჰო, შენიაზრით შენსავით ადვილად შემიძლია დავივიწყო ის ვისაც ჩემი სიცოცხლე ვუწოდე? შენ წამართვი ყველაფერი მაგრამ არ გაქ უფლება ეს სიყვარული წამართვა, რომელსაც ჩემთვის ვინახავ გულში.. -ნახვამდის, მეჩქარება.. მისი სიცივე კიდევ უფრო მიყინავდა გულს, როგორ მინდოდა მეთქვა და შემძებოდა მისი გადაყვარება, მაგრამ იმდენად დამაუძლურა ადამიანობაც კი დამაკარგვინა, გული წამართვა და სულით მენატრებოდა, სულით მიყვარდა.. გზაში მასსზე ფიქრებში ჩემი ძმაკაცებიც შემომხვდნენ.. -ვაა დათუუშ.. როგორ ხარ ტო! -არამიშავრს თქვენ? -რავი.. კიდე იმ გოგოს მისტირი ტო? -ხო.. მიყვარს მიყვარს -გაგიჯდები -გავგიჯდი!!! -არაა შენი სიყვარულის ღირსი, მითუმეტეს გაგიჯებით უკან ვერ დაიბრუნებ.. -სამაგიეროდ პირობას ავუსრულებ.. -რა პირობას? -დავპირდი უშენოდ გავგიჯდები თქო.. პირობა არასოოდეს დამირღვევია,შესაბამისად ესეც ავასრულე.. გაოგნებულები მიყურებდნენ და მალე დავიშალეთ.. 2 დღის შემდეგ ბიჭებს ნუცა უნახიათ, უთქვიათ სულელიხარ ასეთი ბიჭი გყავდეს და არ აფასებდე, შენს გამო ყველაფერ აკეთებსო.. ის კი უსმენდა გაჩუმებული, წარბიც კი არ შეტოკებიაო.. ეს კიდევ ერთი რამ იყო რამაც გული მომიკლა, საბოლოო იმედი გადამიწურა და სასოწარკვეთას სამუდამოდ ჩამაბარა.. ---- უკვე 1 წელი გავიდა.. ჩვენი დაშორების 1 წლის თავია.. საშინლად ვარ აღარ შემიძლია, არავინ მინდა, მხოლოდ ნუცა მინდა, დღესაც კი ვაპატიებდი ყველაფერს მაგრამ აზრი,როცა არაქვს იქ ყველაფერი დამთავრებულია.. ცხოვრებას ვაგრძელებ მაგრამ სადამდე არ ვიცი, როდის მომიღებს დარდი ბოლოს და მიმაბარებს მიწას არ ვიცი, როგორ მინდა ეს მალე მოხდეს, როგორ მინდა ერთხელ და სამუდამოდ ჩემი ტანჯვა დამთავრდეს.. ზუსტად ამ დღეს დილის 9 საათზე გავიგე ის რომ ნუცას მშობლები ჩვენს ურთიერობაზე თანახმა იყვნენ, თუმცაღა ნუცა ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო.. ყველაფრის ლეწვა, ტირილი და ბოლო ხმაზე ყვირილი ერთბაშად დავიწყე.. ერთიანად გავგიჯდი, იმდენად ცუდად გავხდი გულის ტკივილით იატაკზე დავვარდი და სუნთქვა გამიჭრდა, როდესაც წარმოვიდგინე სხასთან.. ტელეფონი სწრაფად ავიღე, ნუცას ნოომერი მოვძებნე და დავურეკე.. სიტყვის თქმაც არ ვაცადე მხოლოდ ეს ვუთხარი.. "რა დაგიშავე? ასეთი ცუდივარ?!!! ყველაფრისათვის მადლობა, იმდენაც ცუდადვარ დედას ვფიცავარ რამე რომ დამემართოს შენი ბრალი იქნება.. მიყვარხარ, მშვიდობით.." ეს კი რატომ გავაკეთე მეც ვერ გავერკვიე,აფექტის ან ნერვიულობის ბრალი იყო, ამის შემდეგ ტელეფონი დავდე და უგონოდ ჩამეძინა.. ---- პ.ს მოგეწონათ? იაქტიურეთ რა გთხოვთ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.