შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ ვცოცხლობ იმედი მაქვს (3)


10-08-2015, 19:41
ავტორი Mariam-
ნანახია 1 580

ორი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ელენე დილიდან დაღამებამდე ჩემთან იყო დედაჩემიც ყოველ მეორე დღეს მოდიოდა და იმედით ჰქონდა სავსე თვალები როდესაც დაინახავდა ხოლმე ელენე როგორ მაჭმევდა საჭმელს მე ამაზე მეცინებოდა და დედამ იფიქრა ალბათ მობრუნდა ჩვენკენო, მაგრამ ეს უბრალოდ ელენეს ბრალი იყო ისე სასაცილოდ პატარა ბავშვივით მაჭმევდა „აბა, მოფრინდა მოფრინდა“ „გაუღე პატარა გვირაბი მატარებელს, გაუღე!“ და კოვზს მაგრად მაჭერდა ტუჩებზე მეც თითქოს ვეჯიუტებოდი და არ ვუღებდი პირს. სანდროც გვამარაგებდა პროდუქტებით და ელენეც გაუთავებლად გაიძახდა შენ თუ არ მოგასუქო მე ქალი არ ვიყოო, ვაღიარებ რომ მხიარულად გავატარე ეს ორი კვირა მაგრამ ღამე, ოხ ეს მტანჯველი ღამე, თითქომის ყოველდღე ელენე მემუდარებოდა შენთან დავრჩებიო მაგრამ ამის უფლებას ვერც ჩემს თავს მივცემდი და ვერც ელენეს, არ მინდოდა მისთვის იმედი მიმეცა რომ თუნდაც ჩემი ხელის მორჩენის მერე ჩვენ ახლობლები მაინც ვიქნებოდით. ღამე დღის პარალელური სამყარო გახდა, მარტოობა, ბევრი მოწყენილობა. სულ ჩემს დაზე ვფიქრობდი, მისი დაბადება კარგად მახსოვს, სულ რაღაც შვიდი წლისა ვიყავი სახლში რომ პატარა თოჯინა მომიყვანეს, თავზე „ორი ღერი“ თმა ჰქონდა, დიდი და შავი თვალები, ყველაფერს აკვირდებოდა, მე მიცინოდა, თითქოს თავიდან დავიბადე, მეორენახევარი შევიძინე, სულის ნახევარი, დედას სულ ვთხოვდი რომ რამეში დავხმარებოდი, ვაჭმევდი, ვეთამაშებოდი, ვაძინებდი, და ხშირად ვაღვიძებდი მისი ლამაზი თვალები რომ მენატრებოდა. როცა წამოიზარდა, ლაპარაკი და სიარული დაწყო სულ კუდში დამზდევდა. ეშინოდა არ გავპარულიყავი, არ დავმალულიყავი სკოლაში რო შევიდა პირველ დღეს ბევრი იტირა. „ შენ გარეშე იქ რა უნდა ვაკეთო“ ცრემლიანი თვალებით მეუბნებოდა მეც გულში ვიკრავდი და ვამშვიდებდი, უკვე დიდი ბიჭი ვიყავი, სკოლაშიც მე დამყავდა. სკოლა რომ დავამთავრე იმ ღამეს ატირებული შემოვიდა ჩემს ოთახში:
„-რა გატირებს პატარა?-გვერდით მივიწვინე
-შენ ახლა სულ გარეთ იქნები ჩემთვის აღარ გეცლება
-როგორ არ მეცლება, სადაც წავალ ყველგან შენ წაგიყვან.
-ეგრე პირდებოდა ნინისაც მისი ძმა მაგრამ ყველგან მის გარეშე დადის, ხანდახან რამოდენიმე დღეც არ ბრუნდება სახლში
-შენ არ ხარ ნინი, და არც მე ვარ ნინის ძმა.
-მპირდები რომ არასდროს მიმატოვებ?
-გპირდები რომ ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, მაშინაც კი როდესაც შენთან ფიზიკურად ახლოს არ ვიქნები დამირეკე და რამდენიმე წუთში გავჩნდები შენთან.-მაგრად მომეხვია და ტირილი შეწყვიტა“
ერთადერთს რასაც მთხოვდა მის გვერდით დგომა იყო, რომ არასდროს წავსულიყავი, მე კი ასე დაუნდობლად მოვექეცი. წამოვედი, არც მითქვამს რატო, არც კი დავემშვიდობე, პატიებაც არ მითხოვია წასვლისთვის.
ასეთი იყო ჩემი ღამეები მარტო დანაშაული მაწამებდა და იმაზე ფიქრი როგორ გამომესწორებინა ჩემი დანაშაული, მას ხომ ისეთი ვუყვარდი როგორიც ვიყავი, არაფერს ითხოვდა ჩემგან გვერდით დგომის მეტს. ჩემით ამაყობდა.
ორი კვირის შემდეგ კვლავ ელენე მოვიდა.
-ბატონო ირაკლი დღეს ბოლო დღეა როცა ჩემი ხელით საჭმლის ჭამის პატივი გერგებათ.
-პატივი? მადლობა ღმერთს ეს ტანჯვა დასრულდება
-ვირი ხარ.- მითხრა და საწოლზე ჩამოჯდა, სიცილს ვერ ვიკავებდი, სერიოზული სახით ბოლომდე შევჭამე სუპი.
-დილით სუპს რომ მაჭმევ თავი ჯარში მგონია.
-ჯარში დილით სუპს აჭმევენ?
-არვიცი-ორივეს გაგვეცინა-იცი?! კარგი ხო ვაღიარებ რომ კარგი ძიძა ხარ
-ჰონორარი?
-ჯერ საქმე ბოლომდე მიიყვანე-მანქნაში ჩავჯექით და საავადმყოფოში წავედით, თაბაშირი მომხსნეს, ვიგრძენი რამდენს ნიშნავდა ჩემი ხელი ჩემთვის.
-სანდროსთან და ანასთან წავიდეთ
-არა რა
-რატო?
-არ მინდა
-და ჰონორარი?
-რა ჰონორარი?
-ძიძობის
-ფული არ მაქვს, სხვა რამ შემიძლია გავაკეთო შენთვის
-კი
-რა?
-სანდროსთან წამოდი
-კარგი კარგი წამოვალ
სანდროსთან მივედით სახლში არ დაგვხვდნენ ელენე გაუჩერებლად ურეკავდა ანას მაგრამ ის არ პასუხობდა.
-კარგი მე შენთან გასწორებულში ვარ ახლა კი წავალ
-არა, არ ხარ, ისინი ჰო სახლში არ არიან
-ეგ რა ჩემი პრობლემაა, მაგაზე შენ იდარდე.
-ეგრე მარტივად ვერ გამექცევი. წავედით
-სად?
-ჩემთან
-შენთან?
-ჰო ჩემთან, მე შენს საღორეში დავდიოდი ამდენი ხანი, ერთი დღე შენც აიტანე ჩემი სახლი.
-კარგი კარგი, წავიდეთ
ფეხით უფრო შორი ყოფილა ელენეს სახლი ვიდრე მანქანით, რათქმაუნდა ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მესამე სართულზე ფეხით ავედით ელენემ კარი გააღო, კედლები ცისფრად იყო შეღბილი, ძაღლის ყეფა მესმოდა სანამ გავარკვევდი საიდან მოდიოდა ეს ხმა ელენეს უკვე ხელში ეჭირა ხელისგულისოდენა პატარა ძაღლი რომელიც გაუთავებლად ყეფდა. მისაღებ ოთახში დაბალი მინის მაგიდა და ორი სავარძელი იდგა, კედელზე ტელევიზორი ეკიდა, თაორებზე წიგნები და ყვავილები ეწყო. ერთ კედელზე კი გრაფიტით ეწერა „Dum spiro spero” არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა ამიტომ არც შევიმჩნიე, შეიძლება დასაცინი ობიექტი გავმხდარიყავი.
-დაჯექი ლუდს ხო დალევ?
-კი მადლობა. -ელენემ ორი ბოთლი ლუდი მოიტანა და გვერდით მომიჯდა
-ვერ გაიგე არა ?
-რა ?
-გრაფიტი
-სიმართლე რომ გითხრა... ვერა
-„სანამ ვცოცხლობ იმედი მაქვს“
-ეს რა ენაა?
-ლათინური
-ლათინური რატომ იცი ?
-სამედიცინო დავამთავრე მაგრამ სწავლა აღარ განვაგრძე ბაკალავრის შემდეგ
-რატო?
-საკმარისი არ არის ექვსი წელი თვაუწევლად კითხვა
-არ მჯერა
-რა?
-რომ შენ თავსაც კი არ წევდი მეცადინეობისას
-დღე და ღამე თუ სახლში და თუ ბიბლიოთეკაში თავაუწევლად ვმეცადინეობდი. ექვსი წლის განმავლობაში ყველა სემესტრში სტიპენდია მქონდა.
-რომ ვკვდებოდი გადამარჩენ ანუ
-ჩემს იმედზე სიკვდილი არ გაითამაშო, და შენ?
-რა მე?
-შენ არც ჯარში ყოფილხარ არც უნივერსიტეტში თუ როგორაა ჩვენი საქმე, სუპერ გაუნათლებელი ბიჭი ხარ ?
-თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, ჯარში არ წამიყვანეს, პრტყელი ტერფი მაქვს.
-მსახიობი ხარ ანუ, მეც არ ვიფიქრე როგორ ოსტატურად თამაშობს მარტოსული ბიჭის როლსთქო
-რას გულისხმობ
-თითქოს ჩემი სიახლოვის გეშინია, ამით გინდა უფრო ახლოს მომიყვანო შენთან უკან დასახევი გზა რომ არ მქონდეს. კარგად იცი რა ხიბლავს გოგოებს კაცებში, ზუსტად იგივე ტაქტიკა გაქ როგორც ყველა ჭკვიან კაცს
-ცდები, მე შენს მოხიბვლას არ ვცდილობ, და გულწრფელად არ მინდა ჩემს სიახლოვეს იყო..-სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი ისე მოულოდნელად მაკოცა ელენემ.-გაჩერდი!-თავი ავარიდე
-რაიყო? რა მოხდა ? დავიჯერო ოდნავადაც არ მოგწონვარ ?
-ვთქვათ მომწონხარ, ამით არაფერი იცველა გესმის, არ მინდა ჩემს გვერდით იყო არ მინდა ისევე დაიტანჯო როგორც მე ვიტანჯები, მე ჩემი თავი დავკარგე, სანამ არ ვიპოვი არ მაქვს უფლება სხვაც შემოვიტყუო ჩემს ცხოვრებაში, არ მინდა გესმის არ მინდა ჩემთან ახლოს იყო, განა იმიტომ რომ ცუდი გოგო ხარ, არა არაჩვეულებრივი გოგოხარ, უბრალოდ მე არ ვარ შენთან ახლოს მე ვერ ვიქნები შენს სიახლოვეს, ვერ ვითვალთმაქცებ რომ ჩემი ცხოვრება შეცვალე, მართალია შენი სიახლოვისას კარგი შეგრძლება მეუფლება მაგრამ ეს საკმარისი არ არის.-ელენე ხმას არ იღებდა უბრალოდ იჯდა და ლუდს სვამდა, არც კი მიყურებდა.-გთხოვ ჩემზე არ იდარდო კარგი? არ ვღირვარ შენს დარდად...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent