შემიყვარე თუ გაბედავ (13)
ლიკუნა კიოდა,ეტყობოდა ძალიან გახარებული იყო. -გოგო მითხარი რა ხდება,ნუ გამიხეთქე გული-ვუთხარი მაღალ ხმაზე რო გაეგონა.შემდეგ დამშვიდდა და მითხრა. -ნუუუკ ყველა ერთად მოვდივართ,ჩვენები დღეს-მითხრა გახარებულმა. -ვაიმე რააა,აუ რა მაგარია,ძაან მიყვარხართ,როდის?-ძალიან გამიხარდა.უუჰ ჩვენ ერთად,გადავაბრუნებდით ქალაქს. -დღეს საღამოს ჩამოვალთ.და იცი გოგო კიდე ვინ მოდიის? -ვიინ? -აუ ვინ და დემეს უუსიმპატიურესი ძმაკაცი როა ის,ლექსო თუ გახსოვს-ამას მეტი რა უნდოდა.ახლა მივხვდი მიზეზს რატოც კიოდა ამდენი ხნის განმავლობაში. -ვავა,რა გეშველება რა-ვუთხარი და გავუცინე. -არც არაფერი-მიპასუხა და თვითონაც მოკვდა სიცილით. -აუ ერთი სული მაქ როდის გნახავთ -აუ მეც,აზრზე ხარ რა მაგრად გავერთობით. -კი აბა რა,როგორც კი ჩამოხვალთ სანაპიროსთან ახლოს,კლუბია ერთი და იქ წავიდეთ. -კაი ნუუკ.წავედი უნდა ჩავალაგო.მიყვარხაარ-მითხრა მეასე ცაზე ასულმა ლიკუნამ. -კაი,მეც და დაწყნარდი გოგო ნუ გადარევ ახლა იმ ბიჭს გზაში. -ჰმ,მე ეგ შემეშლება ეხა ნუუკ. -ხო კაი კაი,მიდი წადი-და მობილური გავუთიშე.ძალიან მაგარი იქნება.კარგად გავერთობით.მართალია დადიანის აქ ყოფნა დამაკლდება მაგრამ არაუშავს.საღამომდე ისეთი არაჩვეულებრივი არაფერი მომხდარა.გარეთ,აივანზე ვიჯექი როდესაც მანქანების პიპინი მომესმა,ჩამოვიდნნენ.უცებ გავვარდი გარეთ.ბოლო ხმაზე ქონდათ მუსიკები აწეული. -ჩემი ბავშვებიიი,რა მაგარიაა-მივედი და ყველას მთელი ძალით ჩავეხუტე. -ვაა ნუუკ,ასე მალე ზაგარი როგორ მიიღე ტოო-მითხრა ლუკამ სიცილით. -მე მალე ვიღებ ლუკინო ზაგარს-ვუთხარი და დავეჭყანე.მერე ლექსოსთან მივედი და გოგოებს ვანიშნე რა სიმპატიურად გამოიყურებათქო.ლიკუნა კინაღამ დადნა ალბათ მანქანაში. -ვაა,პრივეტ ნუუკ როგორ ხარ-მითხრა ლექსომ და გადამკოცნა. -რავი რას ვიზამ,ძაან გამახარეთ რო ჩამოდით. -ხო ეს იდია,ძაან მაგარმა ადამიანმა მოიფიქრა-თქვა ლექსომ და სანამ ვკითხავდი ვინთქო უცებ დემე მივარდა და ლექსო ბარგის გადმოსატანად წაიყვანა თან რაღაც ჩუმად უთხრა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. -გოგონებოოო,წავიდა დღეიდან გუგუნიი-მივვარდი გოგოებთან და სამივემ ერთად ხტუნვა დავიწყეთ. -ვაი,რა გეშველებათ-გვითხრა ლუკამ. -გვეშველება ლუკინო გვეშველება-ვუთხარი და დავეჭყანე.თვითონაც დამეჭყანა. -აბა ჰე წამოიღეთ ბარგი,თქვენს ოთახებს გაჩვენებთ,თითქმის ჩემი სახლის გვერდითაა-ვუთხარი და წინ გავუძეხი. აივანზე დედაჩემი და ტასი იყვნენ.მიესალმნენ ბავშვები.ანასტასია ცოტა დაიმორცხვა,დემეტრე მოწონდა ძალიან.რა სასაცილოა უნდა ნახოთ რო დაინახავს ხოლმე.დემეც სულ ათამაშებს და ართობს.მალევე დალაგდნენ.მართალია ერთ ოთახში არ ვიყავით მაგრამ რათქმაუნდა მე სულ მაგათთან ერთად ვიქნებოდი. -კარგი მიდით მოემზადეთ.მეც ჩავიცმევ და ცოტა ხანში წავიდეთ-ვუთხარი ყველას და ჩემს სახლში შევედი.რაც შეიძლებოდა მოსახერხებლი ტანსაცმელი ამოვარჩიე და თანაც ელეგანტური.ჩავიცვი მუხლებამდე მოტკეცილი,მაღალყელიანი,შავი კაბა და ზემოთ შავი მოკლე ტოპი.თმები დავისწორე,მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე,ფეხზე მაღლები,რადგან შევთანხმდით გოგოები,ყველა მაღლებს ჩავიცვამდით და მოკლე პატარა,შავი ჩანთა. -ვაუ,რა ლამაზი დიშვილი მყავს რა.მოკლედ შენი ბიჭები უნდა გავაფრთხილო ფხიზლად იყვნენ,არ მოგიტაცონ-მითხრა დიტომ. -მადლობა დიიტ-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. -კაი წავედი,მალე მოვალთ "ალბათ"-ვთქვი და გავიცინე. -კარგი დე ჭკვიანად იცოდე. -აბა რა დე-ვუთხარი და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე. ბავშვებ უკვე ეზოში მელოდებოდნენ.ისეთი ლამაზები და სიმპატიურები იყვნენ ყველა... -ვააა ნუუკ.ნუ რა ლამაზი მყავხარ რა-მითხრა დემემ და ხელი გამომდო. -შენ კიდე უსიმპატიურესი-ვუთხარი და გავუღიმე. -ჩემი პრინცესები,რა ლამაზები ხართ გოგო,თან მითუმეტეს ამ მაღლებზე-ვუთხარი გოგონებს რომლებიც ასევე ულამაზესები იყვნენ. -ხოო,მინდა თქვენი მაღლები ავღნიშნო,ძალიან გიხდებათ-თქვა ლუკამ. -ვაა,მადლობთ ლუკინოო.თქვენც უსიმპატიურესად გამოიყურებით ბიჭებო. მალევე მოვრჩით კომპლიმენტების თქმას და მანქანაში ჩავსხედით.დემესა და ლექსოს მანქანაში გადავნაწილდით.ხო,ლექსო ჩვენზე ორი წლით დიდი იყო მაგრამ სულ არ ეტყობოდა,სულ ჩვენი ჭკუის იყო.ლიკუნა რათქმუნდა ლექსოს ჩაუსკუპდა წინ,მე დემეს ლუკა ჩვენთან ნუცა იმათთან.მალევე მივედით კლუბამდე.სხვათაშორის ბევრი ხალხი დაგვხვდა.დავიკავეთ ჩვენი ადგილი,იქვე მყუდრო ადგილას.გამოვიტანეთ სასმელები.მე ცოტა დავლიე,შემდეგ ვიცეკვეთ ძალიან ბევრი.დაღლილები ჩამოვჯექით,ამ დროს ჩაირთო ძალიან რომანტიული მუსიკა "You're Beautiful" ხალხი გაიწია და გამოატარა ბიჭი რომელსაც ულამაზესი,თეთრი ვარდების თაიგული მოჰქონდა.ეს ბიჭი ჩემკენ წამოვიდა,მე გავოცდი,გავშეშდი,არვცი ყველაფერი ერთად.გამიკვირდა ვინ უნდა ყოფილიყო ამ ვარდების ავტორი.ვარდები მომცა და ეს ბიჭი თვითონ წავიდა.ბარათი ამოვიღე და წავიკითხე. "ეს შენ ცისფერთვალება ქალბატონო" დამაჟრიალა არ ვიცი რა დამემართა.გოგოები სიხარულით მიყურებდნენ,მე კი გაუკვერვლობაში ვიყავი.მივხვდი რომ ეს დადიანისგან იყო,მაგრამ საიდან,ან როგორ. და ყველაფერს პასუხი მაშინ გაეცა როდესაც ჩემს წინ,ჩემკენ მომავალი ცოტნე დადიანი დავინახე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.