შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდია (მე-7 თავი)


11-08-2015, 15:23
ავტორი KaTE:))
ნანახია 2 217

რამდენიმე დღის შემდეგ გავაცნობიარე, რომ არ ვიცოდი თუ სად წავიდა დიმიტრი, რატომ წავიდა? ახსნის გარეშე დამტოვა 1 წლით, 12 თვით, 365 დღით, 89060 საათით, 5343600 წუთით და 320616000 წამით.
ამ რიცხვებს კი ერთი 7-იანიც არ ურევიათ. დამთხვევაა, ნამდვილი დამთხვევა! გავამხნევე ჩემი თავი და დირექტორის კაბინეტში შევედი შვებულების ასაღებად. ამ პრობლემის (დიმიტრის) გადამკიდე ნორმალურად ვერ დავისვენე, ამიტომაც გადავწყვიტე აგვისტო ბათუმში ‘მეგულავა’ ჩემ მეგობრებთან ერთად.
-შემოდი ლიკა-ღიმილით მომესალმა ქალბატონი მზია.
-ქალბატონო მზია განცხადება დავწერე შვებულებასთან დაკავშირებით და თქვენი ხელმოწერა მჭირდება-მეც თბილად გავუღიმე და საქაღალდე მაგიდაზე დავდევი.
-ლიკა, საქაღალდეში შვებულების ვადა ერთი თვე გიწერია, რაც ამ დროისთვის შეუძლებელია, პრესკონმფერენციები გვქავს ბათუმში და იქ გიწევს სიარული ერთი კვირის განმავლობაში-დამწუხრებულმა ჩაილაპარაკა და თვალებში შემომხედა.
-ქალაბატონო მზია, ბათუმში ვაპირებდი ერთი თვის გატარებას და თავისუფლად შემიძლია საჭირო დროს, საჭირო ადგილას მივიდე, რა თქმა უნდა თქვენ თუ თანახმა იქნებით.
-შევთანხმდით-ხელი საჭირო ადგილას მოაწერა და ღიმილით დამემშვიდობა.

ბათუმის ლამაზ ქუჩებს ვათვალიერებდით მანქნით როდესაც ტელეფონმა ნაცნობი ნომერი, აჩვენა.
-რას შვრება ჩემი საყვარელი გოგო?-მამიკოს ბოხი და ამავდროულად თბილი ხმა გაისმა ტელეფონში.
-სასტუმროს ვუახლოვდებით მა, თქვენ რას შვრებით? როგორ ხართ? არ ითუთქებით თბილისის დახუთულ ჰაერში?
-ლიკა ჩვენ ბებიასთა ჩამოვედით ერთი კვირით და...
-გასაგებია, გასაგებია-სასიამოვნოდ გამეღიმა-აღარ მოგაცდენთ გვრიტებოო...
-ნახვამდის .
სასტუმროში ოთახები ავიღეთ და დავბინავდით. დაქანცულები ვიყავით ამიტომ გადავწყვიტეთ მხოლოდ სავახშმოდ გავსულიყავით ოთახიდან და ისიც სასტუმროს რესტორანში. მოსამზადებლად სააბაზანოში შევედი.
წყლის ჭავლის ქვეშ დიდი ხანი ვიდექი. გამოსულს ქალბატონი მზიას გამოტოვებული ზარები დამხვდა ტელეფონში, ამიტომაც მასთან გადარეკვა მომიწია.
-ლიკა, პირველი შეხვედრა ხვალ საღამოს საათებში იმართება, დროსა და მისამართს მოგწერ.-ერთი წინადადებით შემოიფარგლა ჩვენი საუბარი და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
ბავშვები სასტუმროს ცნობილ ახლომდებარე რესტორანში ვახშმობდნენ. ამ ყველაფერზე უარი განვაცხადე, რადგან ხვალისთვის მოსამზადებელი ვიყავი, ამიტომაც ჯერ კიდევ სველი თავი ფუმფულა ბალიშზე დავდევი.
დილიდანვე შევუდექი საღამოსთვის მზადებას. როდესაც მნიშვნელოვან ვახშამზე ან პრესკონმპერენციაზე მივდივარ დილიდანვე მზად მაქვს ტანსაცმელი. კლასიკური შავი კაბა და მოსაცმელი საკიდზე ჩამოვკიდე და მეგობრებთან ერთად აუზის დასალაშქრად წავედი. რადგანაც კანის ფერი შეცვლილი მქონდა , რუჯის მისაღებად არ დავწოლილვარ, გეზი პირდაპირ აუზისკენ ავიღე...
შვიდი საათისთვის მზადება დავიწყე. მომზადებული ტანსაცმელი ტანზე მოვირგე. მცირედი მაკიაჟით სახის ნაკვთებს სილამაზე მივეცი. ოთახიდან გამოვედი, მეგობრებს დავემშვიდობე და ლიფტის დახმარებით პირველ სართულზე ჩავედი. მანქანაში მოვთავსდი და დანთქმული ადგილისაკენ დავიძარი.
7 რიცხვში 7 საათზე 7 ვარდია (მე-7 თავი)

მანქნიდან ნელა და მშვიდი მოძრაობთ გადმოვედი. გასაღები პერსონალის ერთ-ერთ წევრს მივაწოდე და რესტორნის კარები ფრთხილად შევაღე. მიმტანმა მაგიდისკენ გზა მიმასწავლა და თან წინ გამიძღვა. მაგიდასთან მისულს ნაცნობი სილუეტი დავინახე, მაგრამ ეს ყველაფერი სერიოზულად არ მიმიღია. ნაზი მოძრაობით მოვთავსდი სკამზე და ერთ ადგილას გავქვავდი, როდესაც გვერდითა მაგიდასთნ დმიტრი და უცნობი გოგო დავინახე. თვალები ცრემლებით ამევსო, მაგრამ არაფერი არ შევიმჩნიე. ბიზნესმენებს საუბარში ავყევი. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მაგიდიდან ბოდიშის მოხდიდთ ავდექი. ნელა და აუღელვებლად ჩავუარე დიმიტრის და ცრემლებით სავსე თვალები პირდაპირ მას მივანათე. აივანზე ქვითინით გავვარდი.
-ლიკა-უკნიდან მომესა ტკვილნარევი ხმა, მაგრამ ესეც მის მსახიობურ ნიჭს დავაბარე.
-ქედს ვიხდი შენი მსახიობური ნიჭის წინაშე ბადონო დიმიტრივ!-ამაზრზენი ხმით ჩავილაპარაკე და აივნის დატოვება გადავწყვიდე...

------------------------------
მადლობა ყველას მხარდაჭერისთვსი, ყველანი მიყვარხართ და გთხოვთ გამოხატოთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში ♥ ♥



№1  offline წევრი gvichiani

აუ კაი რაა :(
გაზარდე თავები,სანამ ამ ისტორიას დაამთავრებ ინეტრესს დაუკარგავ და გააწვალებ მკითხველს ასეთი პატარა თავებით:(
მომწონს ეს ისტორია და ნუ მაწუწუნებ ამდენს :(

 


№2  offline წევრი KaTE:))

gvichiani
აუ კაი რაა :(
გაზარდე თავები,სანამ ამ ისტორიას დაამთავრებ ინეტრესს დაუკარგავ და გააწვალებ მკითხველს ასეთი პატარა თავებით:(
მომწონს ეს ისტორია და ნუ მაწუწუნებ ამდენს :(


ვერ ვახერხებ და რა ვქნა? ახლა დავჯდები და ხვალინდელი თავის წერას შევუდგები, რომ დიდი გამომივიდეს ^_^ იმედია მართლა არ დავკარგავ მკითხველს :((
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№3  offline წევრი KaTE:))

nini5852
კაარგი იყო, თავები გაზარდე ცოტა

მომდევნო თავი, მართლა დიდი გამოვა, რადგან აქ გადაწყდება ძალიან ბევრი რამ... მადლობა კომენტარისთვის ^^
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№4  offline მოდერი sopiko

მე თვითონ რომ არ ვწერდე რამეს ერთი კარგად გაგლანძღავდი. :-D რომ ველოდები ახალ და დიდ თავს ამხელა ფილარმონია ქალი ასე უნდა პატივისცემა? ! ხვალ თუ არ იქნება ახალი თავი აღარ მეყვარები იცოდე... (ეს ხუმრობით ♥♥♥ )

 


№5  offline წევრი KaTE:))

sopiko
მე თვითონ რომ არ ვწერდე რამეს ერთი კარგად გაგლანძღავდი. :-D რომ ველოდები ახალ და დიდ თავს ამხელა ფილარმონია ქალი ასე უნდა პატივისცემა? ! ხვალ თუ არ იქნება ახალი თავი აღარ მეყვარები იცოდე... (ეს ხუმრობით ♥♥♥ )

ხვალ თუ დიდი თავი არ დავდევი,მაშინ საერთოდ მწერალი არ დამიძახოთ! დიდ და რთულ თავს დავდებ ^^^
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent