შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრიალი წრის გარშემო [16] დასასრული

12-08-2015, 07:33
ავტორი ann tichy
ნანახია 4 248

***
„დათო.
4 წელი და 127 დღე გავიდა იმ საბედისწერო დღის შემდეგ.
რამდენი ხანია არ მომიწერია
ხომ იცი, ყოველთვის მაშინ გწერდი, როცა ცუდად ვიყავი.
ახლა პირიქით,
როგორც ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში,
მაშინ გწერ, როცა კარგად ვარ
დღეს ვატოს ჩვენი ქორწილის ვიდეოს ვაყურებინე.
მივიდა და ეკრანის იმ ადგილს მოეფერა, სადაც შენ იდექი.
მუხათწყაროში ძალიან გრილა ზაფხულში.
ახლაც ჰამაკში ვზივარ და ისე გწერ.
ჰო, ალბათ გაგიკვირდა, რომ მუცელი არ მომეშალა.
ყველას გაუკვირდა.
მაგრამ ღმერთმა ბოლომდე არ გამწირა
როგორც ჩანს, შევებრალე.
ვატოს ნათლიები გაგა და ნატა არიან.
იცი, სულ მეკითხება, მამა სად არისო
მე პასუხს ვერ ვცემ
მეტირება და იმიტომ.
თორემ პასუხი როგორ არ მაქვს.
ამასწინად ეზოში თამაშობდა და რომ ამოვიდა მკითხა,
დე, მამა ღმერთმა წაგვართვაო?
წაიყვანა კი არ თქვა, დათო, წაგვართვაო
შენ გგავს
მაღალია
სულ შენი ნაკვთები აქვს.
თვალებიც
და პატარა, კოხტა ცხვირიც.
ხანდახან მგონია, რომ ჩემთან ხარ
ვატოს რომ ვუყურებ.
ჩვენს სახლში ვცხოვრობთ
ჩემებთან არ გადავსულვართ.
მუხათწყაროს სახლისთვის ხელი არ მიხლია
ყველაფერი ისევ ისეა.
ჩარლი ჩაპლინის ზმანიც
აქ ყოველთვის იმ მხარეს მძინავს, სადაც შენ გეძინა.
ჩვენს სახლშიც,
პრინციპში.
არ მოგიყვები, როგორ ვიყავი
გეტყვი, რომ ეხლა კარგად ვარ
იმედია არ მიწყენ, რომ დაკრძალვაზე არ ვყოფილვარ
რომ ერთხელაც არ მიმიტანია ყვავილები შენს საფლავზე
არასდროს მილოცია და არც მომიხსენინებიხარ ლოცვებში.
შენზე არავის დავლაპარაკებივარ.
საერთოდ, ეს წლებია არცთუ ისე ბევრს ვლაპარაკობ.
თავიდან ხმას არ ვიღებდი
მაგრამ ვატოსთან ერთად ენა ავიდგი.
მომიწია
ისეთი მხიარულია, ხანდახან მშურს
არა, გატყუებ
სულ მშურს.
ალბათ გაინტერესებს, ვინმეს თუ ვხვდები
ცოცხალი რომ იყო, დამცინებდი
„ტოჟე მნე, ოთარაანთ ქვრივიო“, მეტყოდი.
ყველა მეკითხება,
ვინმეს თუ ვხვდები
თუ მოვწონვარ, ან მომწონს.
ამბობენ, რომ წესით უნდა შევხვდე.
რომ 24 წლის ასაკში დაქვრივებას არაუშავს
ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა გავთხოვდე.
მაგრამ შენ არ მასწავლიდი?
ხალხს ნუ უსმენო?
ის გააკეთე, რაც გინდაო.
ხოდა ვატოსთან ერთად მინდა მე.
და შენთან
მთელი ცხოვრება რომ მასკით მყოლოდი, მაინც შენთან მენდომებოდა.
უამრავი რამ მინდა გითხრა.
მოგიყვე...
მაგრამ „ბევრი“ მხოლოდ ცუდი მაქვს სათქმელი
ცუდის თქმა კიდევ არ მინდა,
შენს განწყობაზე ვზრუნავ
ალბათ ისედაც არ ხარ მანდ მხიარულად
დღემდე ვერ ვეჩვევი იმას, რომ შენ გწერ
და არა - ვატოს.
ვერ გაკავშირებთ
მაინც.
მეგონა, ორი მამაკაცი იყო ჩემს ცხოვრებაში
რახან ვიცოდი, ვერ შევეგუებოდი
ჩვენს შვილს ვატო დავარქვი.
და ვიგრძენი, რომ ამ ყველაფრის შემდეგ
მაინც ორი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელი და მამაკაცი დამრჩა ცნობიერებაშიც და ცხოვრებაშიც
და ასე იქნება სულ.
შენი მეგობრები ხშირად ამოდიან მუხათწყაროში.
იცი, თიკა მეოთხედ გათხოვდა
ძაან დასცინიან და მეცოდება ხანდახან
მე მეუბნება, შენს ადგილას გავთხოვდებოდიო
ირაკლი აჯავრებს,
გათხოვება ჩვევად გექცაო.
გაგამ ცოლი მოიყვანა
არმენას შეყვარებული ყავს.
ირაკლი ისევ მარტოა და იძახის, თიკას განქორწინებას ველოდებიო.
ძაან საყვარლები არიან
გვაბედნიერებენ მე და ვატოს.
ყველაფერი კარგი დამიტოვე,
მეგობრები, ოჯახი, ვატო.
სულ ბიჭებთან უნდა, ძმაკაცებს ეძახის
ისინიც ისე ექცევიან, როგორც ძმაკაცს.
„წრეზე ტრიალის“ თამაშიც ასწავლეს და სულ ფულს მთხოვს.
ხასიათებითაც შენ გგავს.
მე და შენც ხომ წრეზე ტრიალი გამოგვივიდა?!
ჯერ ვატო და მე
მერე მე და შენ
მერე შენ და ანასტასია.
ამ სახალისო ფაქტში ყველაზე შთამბეჭდავი ისაა, რომ „სხვა ქალი“ და „სხვა მამაკაცი“ არც არასდროს არსებობდა
ის „სხვაც“ ჩვენ ვიყავით.
ოდესმე,
ოღონდ არ ვიცი როდის
მინდა ფილმი გადავიღო ჩვენზე.
ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ შენ ვერ ნახავ.
ისე, მანდ არ გაქვთ ტელევიზორი?
კაი არაუშავს,
დისკზე ჩავწერ და რო წამოვალ, წამოგიღებ.
საღამოს უნდა ამოვიდნენ შენები.
დღეს ხომ 17 აგვისტოა
ჩვენი შეუღლების თარიღი.
6 წლისთავი გვაქვს.
გვექნებოდა.
თუ გვაქვს?!
რავიცი, რა აზრი აქვს.
ამ ლექსივით წერილების წერას მაინც ვერ გადავეჩვიე.
არც მინდა გადაჩვევა.
არ ვიცი, როგორ შეიძლება
რატომ ხდება ასე,
რატომ ვგრძნობ იმას, რასაც აქამდე,
მაგრამ მიყვარხარ
ძლივს გავიხსენე შენი უკანასკნელი სიტყვები და სული შემეკუმშა,
რომ გიყვარდი, მთელი გულით და როგორ ძალიან გინდოდა ჩემი გაბედნიერება...
შენ გამაბედნიერე
ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ!
ვარ და ვიქნები.
ამ წერილის წერა იმისთვის დავიწყე, რომ მეთქვა
ბოდიში.
ბოდიში, რომ ვერ შეგიღირსიე
სათანადოდ არ დაგაფასე
ბოდიში, რომ დაგკარგე
და მადლობა
მადლობა ყველაფრისთვის
მადლობა, რომ შემიყვარე
თავი შემაყვარე
და არ მომეცი ამ გრძნობაზე უარის თქმის საშუალება.
თითოეული შენი ქმედება ჭკვიანური და დიდსულოვანი იყო.
მადლობა იმისთვის, რომ იყავი ჩემს ცხოვრებაში
რადგან არ წარმომიდგენია ქვეყნად იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე შენი ცოლობა იყო.
თუნდაც ცოტა ხნით
სიყვარულით
უმცროსი მელიქიძე“

№1  offline წევრი gvichiani

ჯანდაბაააა რამდენი ვიტირეეე :( :(:(:(
მაინც შეძელი,მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეტკინა გული ესეთი დასასრულით მაინც შეძელი და ამატირე:(
იცოდე ესე ცუდად აღარ დაამთავრო ისტორია რომელსაც დაიწყებ თორემ გამიჩერდება გული love მიყვარხარ მაინც.... და წარმატებებს გისურვებ love

№2  offline წევრი ann tichy

gvichiani
ჯანდაბაააა რამდენი ვიტირეეე :( :(:(:(
მაინც შეძელი,მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეტკინა გული ესეთი დასასრულით მაინც შეძელი და ამატირე:(
იცოდე ესე ცუდად აღარ დაამთავრო ისტორია რომელსაც დაიწყებ თორემ გამიჩერდება გული love მიყვარხარ მაინც.... და წარმატებებს გისურვებ love

დიდი მადლობა! <3

№3  offline წევრი tikuna17

უნიკალურია ეს ისტორიაც და შენც! ძააან მაგარი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ გული დამწყდა.... მალე დაწერე რა ახალი... თუ გინდა კიდევ მატირე, მაგრამ წერე! უნიჭიერესი გოგო ხარ love

№4  offline წევრი ტასიკო

გააცოცხლე როგორც გინდა ჩამწყდა გული ,ძალიან კარგი იყო მაგრამ ეგებ გააგრძელო რაა ასე არ უნდა დამთავრდეს,.

№5  offline წევრი ann tichy

ტასიკო
გააცოცხლე როგორც გინდა ჩამწყდა გული ,ძალიან კარგი იყო მაგრამ ეგებ გააგრძელო რაა ასე არ უნდა დამთავრდეს,.

მეც მეწყინა, მაგრამ რა ვუყოთ. ზოგადად არმიყვარს მთავარი იდეის გადაკეთება. მეც მიყვარს ეს პერსონაჟები, მაგრამ თავიდანვე ესე მქონდა ჩაფიქრებული და როცა წერის დროს მომინდაგადაკეთება, მივხვდი, რომ წერით დავწერდი, გამომივიდოდა, თუმცა ჩემი არ იქნებოდა... დიდი მადლობა ყველას! :)

tikuna17
უნიკალურია ეს ისტორიაც და შენც! ძააან მაგარი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ გული დამწყდა.... მალე დაწერე რა ახალი... თუ გინდა კიდევ მატირე, მაგრამ წერე! უნიჭიერესი გოგო ხარ love

ჰაჰა, მადლობა! ჯერ ახალი არ მიხსენოთ, შვებულებაში ვარ ცოტა ხნით. მაგრამ როგორც კი დავწერ აუცილებლად დავდებ <3

№6  offline წევრი ხატული♥

რამდენი ხანია არ მიტირია და აი ეხლა ვზივარ და ვტირივარ მთელი გულით და სულით უბრალოდ ვერ ვჩერდები იმდენად მტკივა გული,ხელი მიკანკალებს და არ ვიცი როგორ გადმოვცე ჩემი ემოციები...ეს ისტორია დღეს წავიკითხე თავიდან ბოლომდე და გავოცდი თავიდან აღფთოვანებული ვიყავი და მალე მივხვდი რომ ვატო (დათო) იყო ,პირდაპირი მნიშვნელობით ვხტუნავდი და ვიძახდი: ვიცოდი, ვიცოდი, ვიცოდი მეთქი...მაგრამ ბოლოს როგორც განვითარდა მოვლენები ამან ბოლო მომიღო...არც ერთი ისტორიის დასასრულს არ განმიცდია ასეთი იმედგაცრუება,ტკივილი,გულში წვა და არ გამჩენია ემოციების ამოხეთქვიას სურვილი,მინდოდა მეყვირა ბოლო ხმაზე და მეტირა რადგან ეს ბოლო არ მემეტებოდა მათთვის...შეიძლება სულელიც მიწოდოთ და თქვათ თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის ასე განცდა მაგრამ რა ვქნა მე ასეთი ვარ არ შემიძლია ვიყო უგრძნობი (ამ სიტყვებით არავის ვაყენებ შეურაცჰყოფას და არ ვიძახი რომ თუ ვინმემ ასე ჩემსავით არ განიცადა უგრძნობია უბრალოდ სხვა შეიძლება არ იყოს ამდენად მტირალა :დ როგორც მე ან გულჩვილი ზედმეტადაც კი : და თუ მაინც ასე გამომივიდა მე მაპატიეთ) და არ განვიცადო მათი ტკივილი თუნდაც ისინი გამოგონილი პერსონაჟები იყვნენ ... იმის მიუხედავად რომ მე ასე მანერვიულე :დ მაინც შესანიშნავი ისტორია იყო აი უმაგრესი და შეუდარებელი <3 ასევე მინდა კიდევ გამოვხატო ჩემი აზრი ნუ ვიცი დაგღალე მაგრამ მაინც ჩემი აზრით ელენეს და დათოს არ ეღისათ ნამდვილი ბედნიერება და ესეც ნაწილობრივ უსამართლობაა ვიცი ამ ისტორიის შეცვლას არც აპირებ ანუ ვგულისხმობ დასასრულის შეცვლას მაგრამ მინდა მაინც გთხოვო რომ უბრალოდ ეს ბოლო ორი თავი კარგი დასასრულითაც დადე თუნდაც მხოლოდ მათთვის ვინც ეს ისტორია წაიკითხა მოიწონდა და ჩემსავით კარგ დასასრულს ელოდა (ვიცი ეს არ იქნება ორიგნალი დასასრული ასევე ემოციურიც და ალბათ ზედმეტსაც ვითხოვ მაგრამ იქნებ კიდევ ცოთათი მაინც გაგვიხარო გულები)...წინასწარ მადლობას გიხდი და თუ ვერ შეძელი ჩემი თხოვნა შესრულება არც მაგაზე არ გავნაწყენდები...მიყვარხარ კარგი გოგო ხარ წარმატებებიი <3 ....

№7  offline წევრი ann tichy

ხატული♥

ვაიმე რა გატირებდა!!! მეც მიტირია მოთხრობებზე და წიგნებზე, მაგრამ ეს არ იმსახურებს თქვემს ცრემლებს. უბრალოდ მინდოდა დაფიქრებულიყავით და რაღაცები გესწავლათ თქო რო ვთქვა ძააან ხმამაღალი ნათქვამი იქნება, ამიტომ მოდი ვიტყვი - გაგეთვალისწინებინათ. უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის. რაც შეეხება მოთხრობის დასასრულის "ჰეფი ენდის" ვარიანტს, არ ვიცი, ვერაფერს შეგპირდებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!!!!! <3

№8  offline წევრი BadBadgirl ^^

თავიდან ვერ ვიტანდი დათოს, ხომ არაფერი მაგრამ მაღიზიანებდა ვატო მყავდა როგორც იდეალი, მერე ტასო და მოკლედ ბოლო წუთამდე არ მომწონდა დათო მაგრამ იმ მომენტმა როცა უკვე პარიზში მიდიოდნენ, დათომ იმხელა გავლენა მოახდინა ჩემზე, წამში რადიკალურად შემეცვალა აზრი.
კიდევ ასე თუ შეძლებდა რომელიმე გმირი ჩემთვის თავი შეეყვარებინა ვერ წარმოვიდგენდი.
კიდევ არ მჯერა რომ მოკალი... 2წლის ბავშვივით ვტიროდი კამფეტს რომ წაართმევენ და რო აიტრდება ზუსტად ისე..
ვიღაცის კომენტარს ვკითხულობდი ''ვატოს+დათო=ელენესო'' და ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს მაგ კომენტარმა ყველაფერი თქვა...
უკვე რომ მივხვდი დათო ვატო იყო ასმაგად შემიყვარდა
და მაინც ვერ ვიჯერებ იმას რომ მოკალი...
და ხო კიდევ ამ ლექსივით წერას მეც ვერ გადავეჩვიე...
მაინც მგონია რომ ცოტათი მაინც გადმოსცემს იმასრასაც გრძნობ..
საბოლოო ჯამში კი არვიცი
ძალიან ძალიან მაგარი იყო...

№9  offline წევრი ann tichy

BadBadgirl ^^

№10  offline წევრი Just A♥

ისტორია იყო საოცარი,სრულიად განსხვავებული ყველა დანარჩენისგან,უბრალოდ საოცარი love

№11  offline წევრი ann tichy

Just A♥
ისტორია იყო საოცარი,სრულიად განსხვავებული ყველა დანარჩენისგან,უბრალოდ საოცარი love

მადლობა! <3

№12  offline წევრი Diosa Dela Tristeza

რამდენი მოთხრობა წამიკითხია ამ საიტზე, მაგრამ ასეთი რეაქცია არცერთს გამოუწვევია. მოთხრობის ბოლოს როცა უკვე დავასრულე კითხა და ტელეფონი გვერძე გადავდე, ცრემლები კიდევ ვერ შევიკავე ,ვიჯექი ისევ და ხმით ვტიროდი. ერთ დღეში ყველა შენი მოთხრობა წავიკითხე გუჩიმენი აი რა მაგარია მეთქი მერე სიყვარული დიდ ქალაქში ეს აშკარად გუჩიმენს ჯობიათქო, მაგრამ როცა ტრიალი წრის გარშემო წავიკითხე ყველას აჯობა, დაჩრდილა, ყველა ემოცია გადაფარა, შეუდარებელია, გასაგიჟებელი და ჩემი ფავორიტიც გახდა. როცა ჩემი რომელიმე მეგობარი მკითხავს რომელი მოთხრობა წავიკითხო? რომელია შენი ფავორიტი? აუცილებლად ვეტყვი რომ საუკეთესოთ ეს მოთხრობა მიმაჩნია პერსონაჟებიც, არ ვიცი ყველაფერი ერთად ისე იყო დაკავშირებული ყველაფერი შესანიშნავია. დასასრულზე კი არ ვიცი რა ვთქვა ასე არ უნდა დაგემთავრებია ამას არ გეტყვი იმიტომ რომ როგორც პერსონაჟები და მოთხრობაც შეთავსებულები არიან ისეა ეს დასასრულიც . თვითონ მოთხრობა არაპროგნოზირებადი იყო და ყოველი თავი რაღაც ისეთი ვერასდროს მიხვდებოდი რა იმალებოდა ჩახლართული და დასასრულიც ასეთი არაპროგნოზირებადი და უეცარი, მოულოდნელი იყო. საუკეთესოა, საუკეთესო პერსონაჟებით და ავტორით. ამდენი ხნის შემდეგ ვიპოვე მოთხრობა რომელზევ ვიტყვი რომ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და ერთადერთია... love

№13  offline წევრი ann tichy

gvanciko_gvancunia

ვაიმე, გვანცა! ეს რეები მომწერე! უღრმესი მადლობა! ძალიან, ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა. უბედნიერესი ვარ!!! <3

№14  offline წევრი Atiko

მომეწონა და თან არ მომწეონა.
მოკლედ,არ ვიცი..
კარგი იყო,მაგრამმ ასე არ უნდა დაგემთავრებინა.იმედია კიდევ დაწერ რამეს.
ველოდები <3

№15 სტუმარი სტუმარი მარიკა

როგორ მხიარულად ვითარდებოდა და როგორ დასრულდა.ცრემლებს ვერ ვიკავებ,სულ მეგონა ბოლო სიტყვის წაკითხვამდე რამე შეიცვლებოდა.ძალიან ნიჭიერი ხარ, უნდა წერო ბევრი, მომეწონა უბრალოდ არ ველოდი ასეთ დასასრულს.

№16 სტუმარი სტუმარი mzika

კარგია...უცზო განსხვავებული სიუჟეტუთ...მაგრამ დათოო არ უნდა მოგეკლააა...მან ბევრი რამ გააკეთა სიყვარულისთვის....მადლობა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent