შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულიდან სიკვდილამდე 2


12-08-2015, 17:20
ავტორი Soow
ნანახია 1 977

სიყვარულიდან სიკვდილამდე თავი 2 (მიშელი)
ადრიანა ! ადრიანა! გაიღვიძე საყვარელო უკვე დილაა სკოლაში უნდა წახვიდე თორემ სასწავლო პროგრამას ჩამორჩები. გაჰკიოდა ხმამაღალი ხმით ქალბატონი მიშელი.იგი უკვე 40 წელსა იყო გადაცილებული თუმცა მაინც სავსე იყო ცხოვრების სიყვარულითა და ენთუზიაზმით.ქალბატონი მიშელი მარტოხელა გახლდათ მთელი ცხოვრება იგი შეყვარებული იყო გერმანელ ახალგაზრდა კაცზე ვინმე ფრიდრიხზე ,რომელმაც როგორც ადრიანასთვის იყო ცნობილი , ცოლი შეირთო და ახლა ბედნიერი ოჯახი ჰქონდა.მიშელი ძალიან მოწესრიგებული ტიპიური ფრანგი მოდის კრიტიკოსი იყო მას დახვეწილი გემოვნება ჰქონდა და თვითონაც გაწონასწორებული ადამიანი იყო.
ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ როცა უცხო ადამიანის კომპანიაში აღმოჩნდებოდა საერთოდ ძალიან ემოციური ადამიანი იყო და ადრიანაზე ჭკუას კარგავდა.ალბათ იმიტომ რომ ძალიან უყვარდა იგი.ხშირად უყვებიდა ხოლმე ახალგაზრდობის თავგადასავლებს მძინარე ადრიანას სწორედ ასე შეიტყო ადრიანამ ფრიდრიხზე.
-დეიდა მიშელ რა ხმაურია? მეზობელი ოთახიდან უკვე სკოლაში წასასვლელად გამზადებული ადრიანა გამოვიდა ლანჩის ყუთით ხელში და მიშელს ოდნავ დამცინავი სახით შეხედა.
-საყვარელო შენს გაღვიძებას ვცდილობდი თუმცა შენ უკვე მომზადებულხარ ჩემო პრინცესავ,მიდი სწრაფად წადი სკოლაში თორემ სასწავლო წელს ჩამორჩები.ეს სიტყვები მისი დევიზი იყო თუმცა ძალიან კარგად იცოდა რომ ადრიანას ხშირად აგდებდნენ სასწავლო ოთახიდან იმის გამო რომ მასწავლებლებს შეცდომებს უსწორებდა.
-რა განეწყობა დეიდა ჩათვალე რომ უკვე გზაში ვარ და ქუჩაში გასასვლელი კარი მიიხურა.
ადრიანა სკოლაში ფეხით დადიოდა რადგან მარსელი ლამაზი და საოცრებებით სავსე ქალაქი იყო .
სიყვარულიდან სიკვდილამდე თავი 3 (სემი)
სკოლამდე მას გზაში თავისი ერთადერთი მეგობარი ხვდებოდა სემ ანუ სამირ რაიჩანდრი .სემი წარმოშვებით ინდოელი იყო.იგი მარსელში მამასთან და ფრანგ დედინაცვალთან ერათად ცხოვრობდა რომელიც 5ოდე წლით თუ იქნებოდა სემზე უფროსი.სემის მამა ალექსი ანუ აჰმედ რაიჩანდრი ხასიათით ნამდვილი გამყიდველი იყო.ფულის გამო შეეძლო სამშობლოც კი გაეყიდა, ამიტომ მის ძმასთან და მის შვილთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა.
-ჰეი ადნრი იცი მე შენი სიკვდილის მიზეზები და გარემოება ვიწინასწარმეტყველე.
-კარგი რა ამაზე დებილობა ვერაფერი მოიფიქრე ?
-ვერა,ადრი შენ ასი წლის შემდეგ როდესაც შენ იქნები ასთექვსმეტი წლის პირველი სართულიდან გადმოვარდები და ფილტვების ანთებით წახვალ ამ ქვენიდან.
-ოჰო მე უფრო დრამატურს ველოდი (სიცილით)
სემი ადრიანასგან განსხვავებით ნამდვილი ოროსანი იყო თუმცა იყო მასში ისეთი რამ რაც ყველას მოსწონდა.იგი ძალიან სიმპათიური და კარგი ფოტოგრაფი იყო.ასევე ძალიან კეთილი და გულწრფელი.ადრიანა და სემი ერთმანეთს 5 წლის წინათ შეხვდნენ და იმის შემდეგ განუყრელები გახდნენ.ყველაფერი კი ამ რიგად მოხდა.
ქალაქში ახლად ჩამოსულმა 11 წლის ადრიანამ, შეამჩნია თუ როგორ სცემდნენ აქაური ბიჭები შავტუხა ბიჭუნდას და მის მისაშველებლად ტყვიასავით გავარდა, რის შედეგადაც მოიტეხა ხელი და ჩაილურჯა თვალი.ხოლო გატყეპილმა სემმა ბანცალბანცალით გამოატოპა წაქცეული გოგონას დასახმარებლად.
-ჯანდაბა! აი ჯოჯოხეთიც გამოჩნდა. ამოიბღვირა სემიმ.
-კარგი რა სემ ეს სკოლაა უბრალოდ სკოლა !
-იცი მე არც ერთი დავალება არ მომიმზადებია.
- მოიცა გუშინ მომზადებული გქონდა ?
-არა გუშინ ალიბი მქონდა
-რა ალიბი ?
-ბიძაშვილი ჩამოვიდა და ქალაქი დავათვალიერებინე მეთქი.
-და მერე მაგ ალიბმა გაჭრა?
-ხო რა ვიცი ისე რა, ისე ჩემი ბიძაშვილი მართლა ჩამოდის და მაგარი მანქანა ეყოლება იმედია დამიტოვებს-აღტაცებით და გაბრწყინებული თვალებით დაამატა სემმა.
-ხოო! მაგარია, მე ჩემი მოტოციკლეტი ხვალ უნდა გამოვიყვანო სახელოსნოდან,წამომწევი და ერთრმანეც შევეჯიბროდ 100 ფრანკს ვდებ რომ მე მოგიგებ.
-ვნახოთ რომელი მანქანა მეყოლება,ადრიანა მინდა რაღაც გითხრა იცი მე დიდიხანია ვცდილობდი მეთქვა რომ სულ შენზე ვფიქრობ ვერ იძინებ...
-ზარია უნდა იჩქარო -შეაწყვეტინა გულგახეთქილმა ადრიანამ რადგან ყველაზე მეტად მისი დაკარგვის ეშინოდა და იცოდა რომ მასთან თუ არა მეგობარი სხვანაირად ვერასდროს იქნებოდა მის გვერდით.
-გეხუმრე ჯარისკაცო რა იყო მოეშვი.
-ნამდვილი იდიოტი ხარ-სიცილით მიუგო ადრიანამ და შევიდა სკოლის შენობაში.
სკოლაში გაკვეთილებმა მოსაწყენად და სწრაფად ჩაიარა.სკოლის შემდეგ სემმა ადრიანა საბალეტო სტუდიამდე მიაცილა ერთი ორი ფოტო გადაუგო ნახევრად შიშველ ბალერინებს გასახდელში და კმაყოფილმა დააპირა დაბრუნება სახლში.უცებ ადრიანამ ხელი მაგრად ჩაავლო და რაღაც ტრანსში ჩავარდა არა არ წახვიდე სემ არ წაყვიდე სემ მე ვხედავ სეეემ არააა !!!!!!! სემი რაღაც გაურკვეველმა შიშმა და სიბრაზემ აიტანა და ხელი უხეშად გამოღლიტა ადრიანას გაბრაზებულმა,აცახცახებულმა გაუდგა გზას ადრიანა კი განაგრძობდა უშედეგო მუდარას.იგი ხედავდა თუ რა მოუვიდოდა სემს მაგრამ იცოდა რომ რაც უფრო შეეწინააღმდეგებოდა ბედს მით უფრო შეებრძოლებოდა იგი მას.მაგრამ სემის მისთვის წართმევა ყველაფრის წართმევას უდრიდა . ადრიანა ფეხშიშველი მიქროდა მარსელის ატალახებულ ქუჩებში და ცდილობდა ეპოვნა ადგილი სადაც ბედი მას სემს წაართმევდა .
ბედი უღირსი რამაა შეუძლია ერთ წამში შეიცვალოს.
ადრიანა გაურკვევლად დაჰქროდა მარსელის ქუჩებში და ეძებდა ადგილს რომელიც ხილვაში ენახა და თანაც ამოუცნობი ნახატები ერეოდა თავში.
ამ დროს კი სემი მის ოთახში სახრჩობელას იწყობდა.
სემი იქნა ნაპოვნი ღამის 12:00 წუთზე ჩამოკიდებული.მიზეზი სუიციდისა გამოუცნობი იყო.
სემის სიკვდილმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა მამამისი და ბიძამისი იაში დაახლოვა ერთმანეთთან.მისმა ბიძაშვილმა მაქსმა უზარმაზარი 'მემორიალი' გაუკეთა და თან მისი მანქანა დაუტოვა.
სემის სიკვდილს ყველა განიცდიდა ,თუმცა განადგურებული იყო მხოლოდ ერთი რომელსაც ეგონა რომ მისი გადარჩენა შეეძლო და ვერ გადაარჩინა,რომელსაც ყველაზე ძვირფასი წაართვა ბედმა და სულგაფხეკილი დატოვა.
ამ განადგურებულ ადამიანს კი დასამშვიდობელი სიტყვის წარმოთქმა ხვდა წილად ,რაც ძალიან აშინებდა მას.
ადრიანას დამშვიდობება:
-სამშაბათს ღამის 12:00 საათზე სამირ რაიჩანდრი სამუდამოდ წავიდა ამ ქვეყნიდან.დაგვიტოვა უამრავი სიყვარული,ბედნიერი მომენტები,სითბო,სიხარული და უამრავი ფოტო და ვიდეო მის აპარატში.
სამირ რაიჩანდრი იყო ...
იგი თავს ვერ იკავებდა და ამ ყველაფერს ცრემლებით წარმოსთქვამდა ბოლოს კი პანიკური ხმით გააგრძელა
-სამირ რაიჩანდრი, ჩვენი სემი, იყო ძალიან კეთილი და მას ქონდა განსაკუთრებული იუმორის გრძნობა. იმ დღეს როცა ეს საშინელება მოხდა, მითხრა რომ ჩემი სიკვდილის გარემოება იწინასწარმეტყველა. მე პირველი სართულიდან გადმოვვარდი და ფილტვების ანთებით მოვკვდი.მაგრამ მისი სიკვდილი კი ჩემი ბრალია მე შემეძლო არ გამეშვა იგი მე შემეძლო რადგან დავინახე რა დაემართებოდა მე... მე ,, მე დავინახე
უცებ ყველაფერი დატრიალდა და მისმა გონებამ გადაინაცვლა იმ მომენტში როცა სემი სახლში შევიდა საბალეტო სტუდიიდან დაბრუნებულმა.ახლა იგი ყველაფერს სემის თვალებით უყურებდა და ესმოდა კიდეც მისი აზრები.სემი ჯერ სამზარეულოში შევიდა და ფეხად ივახშმა შემდეგ კი თავის საძინებელში ავიდა და კომპიუტერი ჩართო.
მას მხოლოდ ერთი შეტყობინება ქონდა რომელიც მისი შეყვარებულისგან კრისტისგან იყო :
იცი რა სემ შენ ჩვეულებრივი ხეპრე ხარ რომელიც უღატაკესი ინდოეთიდან გამოიქცა და თავს საფრანგეთში აფარებს . მე სხვა მყავს და აბორტი უკვე გავიკეთე.
ამის შემდეგ კი ადრიანას უსაზღვროდ თბილი ხმა აფხიზლებს და გონზე მოჰყავს.
-შვილო გოგონავ ღმერთო რა დაემართა მაქს ექიმი შენ ხარ მიეხმარე
უცებ ხავერდოვანი ხმა გაისმა
-გონება დაკარგა ინერვიულა,თუმცა რაღაც საეჭვოდ მევენება საქმე იქნებ ნარკომანია და კაიფშია?
-ნუ სულელობ შენ სულ გართობაზე ფიქრობ.
-დედა რა იყო აქ გასართობი ?
-აი თვალები გაახილა ჩემო გოგონავ ხომ კარგათხარ ?
ადრიანამ დაინახა ცა. შემდეგ მრგვალ სახიანი ლამაზი ჩამრგვალებული ქალი. თავი გაასწორა და დაინახა ესპანელი მსახიობივით სიმპათიური ტიპი რომელიც ღიმილ შეპარული უყურებდა მას.გააცნობიერა რომ თვითონ მის ხელებში იყო აყვანილი და ერთი გაიბრძოლა. თუმცა მაქსმა კიდევ უფრო მაგრად დაიჭირა.
-ეი სად ახლახანს გამოდი ტრანსიდან, ეცადე შენს მშობლებზე იფიქრო და წამალს თავი გაანებო.რას ხედავდი ლომებს თუ დათვებს ?
დღეები,დღეები და ისევ დღეები ტანჯვაში და სიცივეში მიწურული დღეები.გადიოდნენ ნელა მიიზლაზნებოდნენ.მიშელის სახლი სიჩუმეს მოეცვა,უწინდელი სინათლისა და სიხარულის სუნი აღარ დატრიალებდა სასტუმრო ოთახში.
სემის სახლში კი ყველა რაიჩანდრი შეკრებილიყო და უყურებდნენ სემის დანატოვარ მომენტებს აპარატში.სემი იქ ისეთი ბედნიერი იყო.ვინ იცის რამდენი ტკივილის გადატანა მოუწია იმ მომენტში როცა გაიგო რომ შვილიც მკვდარი ყავდა და ყველაზე ძვირფასმა ადამიანმა მიატოვა.
სემი და კრისტი მეზობლები იყვნენ და სემს 2 კლასიდან უყვარდა იგი .კრისტი პირველად ყურადღებას არ აქცევდა თუმცა გოგოებს ჩვევიათ ხოლმე თავის დაფასება.როდესაც 14 წელი შეუსრულდათ კრისტიმ გაუგზავნა სასიყვარულო წერილი და ამით დაიწყო ყველაფერი.სემი კრისტის აღმერთებდა სულ უყვებოდა ხოლმე ადრიანას თავიანთ თავგადასავლებს .
ორშაბათს კრისტი სკოლაში იყო და ძალიან ბედნიერი ჩანდა თავის ახალ ბოიფრიენდთან ერთად.როდესაც ადრიანას დაჟინებული მზერა იგრძნო ცხვირი აიბზუა და ზურგი აქცია. ვითომ ხვდებოდა რომ მისი ბრალი იყო?არა იმიტომ რომ კრისტი ბავშვს სემისგან არ ელოდებოდა იგი თავიდანვე ღალატობდა მას.თუმცა ახლა მისთვის რამის თქმა მოზარდული სულელობა იქნებოდა სემი უკვე აღარ დაბრუნდებოდა.თანაც სემს ისე უყვარდა იგი რომ ადრიანა ვერასდროს გაბედავდა მისთვის შეურაცმყოფის მიყენებას.



№1  offline წევრი Soow

გავაგძრელო თუ არ ააქვს აზრი ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent