შენ ჩემი გახდები.....
როდესაც ცხოვრების ერთი კარი იკეტება,აუცილებლად უმალ იღება მეორეც,მაგრამ ხშირად ამ შანსს ვერ ვიყენებთ...ხანდახან ვერ ვხედავთ ამ მეორე კარის გაღებას,გულში ვიკლავთ ტკივილსს,სევდის სურნელით ვიჟღინთებით,გასაქანს არ ვაძლევთ ბედნიერებას,საშუალებას არ ვაძლევთ,რომ გაშალოს ფრთები,დაგვანახოს რომ ცხოვრება გრძელდება,რომ ადამიანი შეცდომებით ცხოვრობს და ამ შეცდომებითვე მიდის წინ....ხოლო წარსული რჩება წარსულაში... ხანდახან გვეჩვენება,რომ ერთ ადგილას ვიყინებით და წინ ნაბიჯის გადადგმაც არ შეგვიძლია და საბოოლოდ გამოდის,რომ მართლაც არ შეგვიძლია.....ცხოვრება ერთი დიდი მოულოდნელობააა,ხან დიდი ბედნიერებით,ხანაც დიდი ტკივილით,ჩვენზე რომ იყოს ჩვენი ცხოვრების დაგეგმვა დამოკიდებული,ალბად ასივე პროცენტსს ბედნიერებას ჩავდებდით,თუმცა ხანდახან ტკივილიც საჭიროა,რომ მიხვდე დანაშაულს,რომ მიხვდე ვინ ხარ,რისთვის გაჩნდი ამ ქვეყანაზე,რომ გაიაზრო რა არის შენი მისია... როცა ტკივილის ბურუსიდან,უფრო დიდი ტკივილით გამოდიხარ ეს ალბად ყველაზე დიდი ტკივილია,როცა ხვდები,რომ შენი თავი შენ აღარ გეკუთვნის და სხვა მონოტონურად,სულ უბრძოლველად შენი სისულელით დაეუფლა შენი მმართველობის სადავეებს.... ჩემს ცხოვრებაშიც ასე მოხდა,ისედაც გაშავ-თეთრებული ცხოვრება უფრო გამიმუქდა...ზუსტად ამ დღეს ერთი წლის წინ დავიფიცე,რომ მე დავივიწყებდი წარსულის ტკივილს და დავიწყებდი ახალ ცხოვრებას...ასეც მოხდა დავიწყე სწავლა უნივერსიტეტში,პირველი ვიყავი ჩემს ჯგუფში,ყველა ამბობდა,რომ; ''ნინო გედენიძეს დიდი და იდიალური მომავალი ელისო!!!'' ამოვშალე წარსულის მეგობრები მეხსიერებიდან და თითქოს ჩემმა ცხოვრემამაც მიიღო ელლვარე ელფერი,და გაიდგა ჩემში ფესვი ახალმა ცხოვრებამ და ამ ცხოვრებთ ტკბობის თესლმა...თუმცაღა როდის ანებებს ვინმეს დიდხანს თავს წარსული?!!! უკვე გაზაფხული იწურებოდა და ჩემთვის საძულველი ზაფხული იწყებოდა თუმცარა,მაინც გრილოდა გარეთ... რუსთაველზე ჩავუყევი ერთერთ ქუჩას და მესმის განწირული ძახილი; ნინუცა,ნინუცაააა,ნინუცაა,ნუციკოოო!!! უკან გავიხედე და თემო,ჩემი აბიტურიენტობის და წარსულის ერთერთი ტკივილის მეგობარი....გავოცდი და მივხვდი,რომ წარსული წამომეწია და იმაზე მალე ვნახავდი მას ვიდრე წარმოვიდგენდი. -ძლივს გაგაგონე ნინუცა,როგორ ხარ?იცი როგორ გამიხარდა შენი ნახვა?სად დაიკარგეე?ერთად დამაყარა კითხვების კორიანტელი თემომ. -არ ვიცი,მე თვითონაც თემო სად დავიკარგე,მე აქ ვარ,კარგად ვარ...მაგრამ,შენ,შენ აქ თბილსში რას აკეთებ?.... -რა მხოლოდ შენ გინდა დედაქალაქში განათლების მიღება?! მეც აქ ჩავირიცხე,მაგრამ შეენ სად გაქრი? -არსად არ გავმქრალვარ,აქ ვარ...გახსოვს,რომ გითხარი წარსულის დავიწყება მინდათქოო? თემომ უხმოდ თავი დამიქნია... ხოდა დავივიწყე,პრინციპში აქამდე გამომდიოდა,მაგრამ ახლა არ ვიცი რა გამომივა...თქვენ ყველა წარსულში დაგტოვეთ მე ახალი სამეგობრო წრე მყავს და მათაც ისეთი ვუყვარვარ,როგორიც ვარ,არაფრის შეცვლას არ ითხოვენ ჩემში...ვხვდებოდი,რომ ნელ-ნელა ცუდად ვხდებოდი და კონტროლს ვკარგავდი თავისას... -ნინ მე ვერაფერს ვერ ვხვდები,გავიგე რომ მე წარსულში დამტოვე და სხვებიც,ისიც გავიგე,რომ ჩემი და იმ სხვების ნახვაც არ გინდა,მაგრამ მე რამე დავაშავე შენთან მიმართებაში?ან რა ხდება გამაგებიე რა.... -კი დაააშავე,ყველამ დააშავეთ და ახალ ამიტომაც ვარ ასეთ დღეში... ეს ბოლო წვეთი იყო ჩემში, თავის შეკავებას ვეღარ შევძლებდი ვხვდებოდი... ყველამ დაშავეთ თანაც იმაზე,მეტად ვიდრე თქვენ გგონიათ,მე აღარავის ნახვა მინდა წარსულიდან,აღარავის გაიგე?!! ყველა მტკენთ თქვენი ნახვით,არავინ არ მჭირდებით,გესმიის?!!! ადამიანი როდესაც ქრება და თავს გარიდებთ უნდა ხვდებოდეთ,რომ გაჩერდეთ,მაგრამ ვერ ხვდებით...მე იმ ქალაქიდანაც,იმიტომ გამოვიქეცი,რომ არ მენახეთ და არ შეგეხსენებინათ წარსული,მე ახალი ცხოვრების დაწყება მინდა,და სხვა დანარჩენის დავიწყება,ხომ იცი,როგორ მტკიდა ცხოვრება,ძლივს დავიწყე ახალი ცხოვრება,ბედნიერების ელფერით გასხივოსნებული და ახლა შენ გამოჩნდი!!! აღარავის ნახვა არ მინდა გაიგეთ!!!....მივხვდი,რომ უკვე ამ სიტყვებს ბოლო ხმაზე ვყვიროდი და ნერვებიდან მაკანკალებდა...თემო გაფითრებული მიყურებდა და ვერ გაეგო ჩემი სიტყვების აზრი ბოლომდე.... -კარგი,მიუხედავად იმისა,რომ ვერ გავიგე ბოლომდე შენი სიტყვების არსი,რაც გავიგე იმას გავაკეთებ მშვიდობით,ყველაფერს საუკეთესოს გუისურვებ!!! ეს თქვა და წავიდა უკან მოუხედავად... არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი გაშეშებული ერთ ადგილას,მაგრამ როცა მოვეგე გონს,მივდხი თუ როგორ ვატკინე თემოს გული ჩემი სიტყვებით გავეკიდე უკვე კარგა შორს მყოფ თემოს. -თემო!თემოოო!თემოო!!! გთხოვ დამელოდე თემოო! ბოდიში,არ მინდოდა ასე გამომსვლოდა...უეცრად გაჩერდა თემო,მეც წამოვეწიე და,-თემო ბოდიში,არ ვიცი რა დამემართა,რატომ გითხარი ეს სიტყვები შენ,ბოდიში თემო!! -გახსოვს,ერთჯერ მითხარი ბოდიში წამალი არ არისო?! მართლაც არ არის,შენმა სიტყვებმა იცი,როგორ მატკინა...წადი ახლა მე გეუბნები,წადი!!! ეს ყოველივე არ უნდა გეთქვა ჩემთვის... -თემო,არ ვიცი რა დამემართა,მართლა მთელი გულით ბოდიშს გიხდი,შევრიგდეთ რა.... -რა უნდა შევრიგდეთ გოგო შენ ნორმალური ხარ?! მოდი ასეთ სიტყვებს გეტვი და მერე ვნახავ,როგორ ხასიათზე დადგები და მერე გეტყვი შევრიგდეთმეთქ -ვხვდებოდი,რომ დამნაშავე ვიყავი და გავჩუმდი,ვერაფერს ვეღარ ვამბობდი...ბოლოს როგორც ადრე ავაფახუნე ჩემი წამწამები ბავშვურად და სასაცილოდ და ვუთხარი; -მოდი შევრიგდეთ ნეკი,ნეკისა... თემომ კარგა ხანს მიყურა წამწამების ფახურზე და ბოლოს სიცილი აუტყდა ნეკი გამიმიწოდა და როგორც ერთი წლის წინ დაამთავრა..ნეკი,ნეკისა,შერიგებისა ვინც არ შერიგდეს ცხვირი გაუტყდეს!!! ამაზე ორივემ გულიანად გავიცინეთ და გადავეხვიეთ ერთმანეთს... -წამოდი კაფეში დავსხდეთ და ვილაპარაკოთ გავიხსენოთ ძველი დრო....მეც დავთანხმდი,მხოლოდ ერთი პირობით,რომ არ ვილაპარაკებდით ძაალიან ბევრს წარსულზე...დავსხედით კაფეში და კარგად ვიმხიარულეთ,გავიხსენეთ ის აბიტურიენტობის გასული წელი,როდესაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით და მივხვდი თუ როგორ მომნატრებია,მისი ხუმრობები.უეცრად მითხრა; -იცი ნინ ისიც აქ სწავლობს სამშენებლოზეა,ადრე კითხულობდი ხოლმე ახლა კი...აღარ მეგობრობთ? -თემო მოდი არ გვინადა რა არც ალექსანდრეზე და არც სხვა არავისზე საუბარი...უცებ საათზე დავიხედე და 4 საათი გასულიყო უკვე,რაც კაფეში ვისხედით... -ღმერთოჩემო რა დრო გასულაააა!!! ჩემი წასვლის დროა თემო.გამიხარდა შენი ნახვა,მოდი დავივიწყოთ ის ინციდენტიც რა... -კარგი,დავივიწყოთ...მეც ძაალიან გამიხარდა შენი ნახვა,ყოველთვის ლამაზი გოგო იყავი,აი,შენებურად გამორჩეული,აბიტურიენტობის დროს ყოველთვის ბუნებრივი იყავი და შენი ბუნებრივობით ასხივებდი,ახლა კი მოდი პირდაპირ გეტყვი ერთი წელია არ მინახიხარ და მაგარი ქალი ხარ დამდგარი და გაიკრიჭა... -კარგია ეხლა გეყოს თორემ გავწითლდები და მეც გავიცინე... -მე მართლა გეუბნები. -ვიცი,თემო შენ არასდროს იტყუებოდი,კაი ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე!!! -ნახვამდის და არ დაიკარგო რა ისევ. -კაი,კარგად. დღეები,დღეებს მიყვებოდა,კვირები კვირებს და თითქმის ერთი თვე გავიდა რაც თემო ვნახე უნივერსიტეტში მივრბოდი,ლექციაზე მაგვიანდებოდა,როდესაც შესასვლელის კიბეები თითქმის დავამთავრე და უნდა შევსულიყავი,როდესაც ვიღაცის ძახილი მომესმა; -ნინო გედენიძევ!!! -ხმამ ერთიანად დამიარა ტანში,შემაკრთო და გამათბო,ის,ის იყო,ის სანატრელი ხმა რომელსაც ამდენი ხანი ველოდი. -------------------------- მოგესალმებით,ეს ჩემი პირველი ისტორიაა ამ საიტზე,მაინტერესებს თქვენი აზრი,გთხოვთ შეაფასეთ და თუ მოგეწონებათ არ დაიშუროთ კომენტარები,რადგან თქვენი თითეული კომენტარი ჩემთვის უდიდესი სტიმული იქნება. ღირს გავაგრძელოო? ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.