გზა ხიდის მოაჯირამდე (სრულად)
ცხოვრებას ადამიანი მას შემდეგ იწყებს,როდესაც გულში სიყვარული იღვიძებს. წლები,რომელიც უსიყვარულოდ გაატარე,უბრალოდ დროის ხარჯვაა,დროის უაზრო ფლანგვა. მას შემდეგ,რაც გულში ახალი გრძნობის არსებობას იგებ,შენი გასავლელი წუთები რადიკალურად იცვლება. მის ტრაექტორიაზე მოძრაობ,მის ნაბიჯებს მილიმეტრებში მიყვები,ნულოვანი სხვაობით. ყველა მის სიტყვასა თუ მიმიკას ზედმიწევნით იზეპირებ,ისე,როგორც ერთ დროს ვაჟას სტროფებს. გალაკტიონს უტოლებ მის მოგონილ ურითმო ლექსებს. ასეა,როცა გიყვარს,ის გგონია სამყაროს ცენტრი. სამყაროსი,რომელზეც მხოლოდ თქვენ დარჩით. მაგრამ.. მედალს,ისევე როგორც სიყვარულს,ორი მხარე,ორი მიმართულება აქვს. ერთს ღვთიურ ბედნიერებამდე მივყავართ. მეორეს ხიდის მოაჯირამდდე. __________________________________________________ -ღორი ხარ,გასკდები,აღარ გინდა ამდენი. -ვაიმეე დამაცადე ადამიანო სუნთქვა,მშიაა,მ შ ი ა -გაბრაზებული შევუბრუნდი. -აი რო გასივდები და აღარავინ შემოგხედავს მერე გაგახსენდები-დააამკაცრა უცებ ხმა. -კაი თუ ჩემი ძმა ხარ რა.დავრჩები მერე გაუთხოვარი,შენ უცოლო და ასე,შევაბერდებით ერთმანეთს.-ენა გამოვუყევი ბავშვივით და ჭამა განვაგრძე. -ეხლა სიბერეშიც არ მომასვენო რააა. -ჩემგან დასვენება რომ გდომოდა თბილისშიც არ ამეკიდებოდი.ასე რომ,შეირგე,ჩემს ბინაში ხარ,ჩემს საჭმელს გაჭმევ,ჩემი ჰაერით სუნთქავ,ჩემ წყალს სვამ,დააჟე ჩემ პირსახოცს ხმარობ.-თვალები ლამის გადმოცვენამდე დავუქაჩე და ბოლო ლუკმა გემრიელად ჩავუშვი კუჭში. -ორფეხა საქონელი ხარ.-უკმაყოფილოდ მომაძახა და სამზარეულო დატოვა. თეფში მოვრეცხე და უკან გავყევი. ოთახში დამხვდა,კომპიუტერთან. -კაი ვინი რა იყო..-მივუახლოვდი,გვერდით მივუჯექი და თვალები საყვარლად მივლულე. -გადი ჭამე-უხასიათოდ შემომბღვირა. -ვიიიიიიინ-გავენაზე,თავი მხარზე ჩამოვადე.-ხო იცი როგორ მიყვარხარ.. -მე არ მიყვარხარ.-ჩემკენ არც შემოუხედავს,ისე მიპასუხა. -მაგაზე დიდი ტყუილი ჯერ არ გითქვამს.-უკვე მეც გავბრაზდი. -სამააგიეროდ შენ გეხერხება ტყუილები-ისევ უემოციოდ მითხრრა. -ჩემზე ამბობ მაგას ვინი??-ცრემლებ მომარჯვებული დავუდექი წინ. -კი ბატონო. -ერთ შანსს გაძლევ კიდე ვინი,ჩემზე თქვი მაგ??-ერთი ცრემლი ვითომდა გულნატკენმა ჩამოვაგდე და სახე დავმანჭე.არა რა,თეატრალურზე უნდა ჩამებარებინა. აშკარად ვიგრძენი გამარჯვების სუნი.როგორც კი შემომხედა,სახე მოულბა,თბილად შემომხედა,მოვიდა და ჩამეხუტა. -არა თა,შენ არ ხარ მატყუარა,შენც ხო იცი რო მიყვარხარ.-გულში მიკრავდა ჩემი ვინი. ერთი კარგდ ამოვისლუკუნე,მაგრამ სიცილი ვეღარ შევიკავე და ავხარხარდი. წარბებშეკრული მომშორდა. აააა,ახლა დაგერხა თათია. რაც შემეძლო ხმამაღლა ვიკივლე და ოთახიდან გავიქეცი. -ვაიმეე თათია თუ დაგეწიე კი იცი რომ ცოცხალი ვერ გადამირჩები.-კიბეებზე როხროხით მომსდევდა. -შენ რო დამეწევი ვირი ხეზე ავა ვიიინიიიიი-კარგა შორიდან ვუყვირე და შევჩერდი. სული მოვითქვი და სირბილი გავაგრძელე. -ხო კაი,გამანებე თავი,მოვკვდი კაცი-უკვეე მეორე კრუგი რო დავარტყით შეჩერდა და ხელები აწია. -მართლა?? თუ მატყუებ??-ეჭვიანად მოვუჭუტე თვალები. -შენ თავს ვფიცავარ.-საყვარლად შემომხედა და მეც მივუახლოვდი. მაგრამ ვაიი. უკვე მერამდენედ უნდა მოგატყუოოს თათიიიაა.. მივუახლოვდი თუ არა საყვარელი მზერა ეშაკურში გადაეზარდა,ერთი მომკიდა ხელი და წამებში ბეჭზე ვყავდი გადაკიდებული. -ვაიმეე ვინი თუ არ გინდა რომ შიმშილით მოგკლა დამსვიი.-ვწიკვინებდი ქუჩაში. ლამის მთელი უბანი შევკრიბე. -შიმშილით შენ უფრო მოკვდები ვიდრე მე.გასიებულო ღორო.-არც მან დამაკლო და სადარბაზოში შემათრია.ლამის თავი მივახეთზე კედელს. -თუ ჩემი მოკვლა გინდაა რაღა მაწამებ,გამომისვი ეგ მწარე ენა კისერში და გავაფრთხოვ სულს.-კივილით ვურტყამდი ხელებს ზურგში,მაგრამ შენც არ მომიკვდე. -ჭკუას ისწავლი.-დამცინავად მიპასუხა და სახლში შემიყვანა. მდივანზე დამაგდო. -ცხოველო.ბავშვობიდან მაწამებდი,რა ვერ ვისწავლე ჭკუა,გაბრაზდები?? უნდდა მოგიგდოს კაცმა ერთი ნაჭერი ხორცი და უცებ მოლბები.-გამოჯავრება ვცადე და აჩეჩილი თმები ჩამომივარცხნე. -ვაიმეე თათია არ გამომიყვანო მანდ-სამზარეულოდან გამომხედა. -ვაიმეე თათია არ გამომიყვანო მანდ-უნიჭოდ მივბაძესავით მას. -უნიჭო მსახიობი ხარ. -უაზროოო.-სარკეში ჩემს გამოსახულებას დავეჭყანე და უთქმელად გავედი გარეთ. ვინი-ვირი. გონებაში ლანძღვა დავუწყე ბავშვობის მეგობარს. ფუჰ უაზრო. სკვერში გავედი,ერთერთ სკამეიკაზე ჩამოსჯექი და ნომრებს ჩამოვყევი. -სკუნს,თა ვარ,გამო სკვერში ბინასთან.მზესუმზირა წამოიღე და გიგილოც გამოაყოლე ხელს. სკუნსი,გაგიკვირდებათ ეხლა,რატომ მაინცდამაინც სკუნსიო,არა იმ მიზეზით,რაც გონებაში გაივლეთ ამწამს,არა პირიქით,სუნამოებზე გიჟდებოდა,მისი სუსტი წერტილი იყო. მთელი ქუჩის მასშტაბით ტოვებდაა ძვირადღირებული სუნამოს სუნს გაივლიდა თუ არა. ჰოდა,სხვა რომ ვერ მოვიფიქრე,სკუნსი შევარქვი. ასე მე,სკუნსი,გიგილო და ის, ვინი-ვირი. ახლა იმასაც მკითხავთ,რატომ ვინიო. მოდი შორიდან მოვუვლი,სანამ სკუნსი და გიგილო მოვლენ,დროც მეყოფა მოსაყოლად. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ,ჩემი გვერდითა მეზობელი იყო,ბაღშიც ერთად დავდიოდით,სკოლაშიც ერთ მერხზე ვისხედით,ისე მოხდა,რომ თბილისშიც ამეკიდა და ასე,უკვე ერთად ვცხოვრობთ ჩემს კუთვნილ ბინაში. რომ არ გამოეთქვა თვითონ თბილისში წამოსვლის სურვილი,ვარიანტი არაა,1 თვეში ისედაც ჩამომაკითხავდა. ისე მოხდა,რომ ერთმანეთს ზედმიწევნით შევეთვისეთ. იმის მიუხედავად,რომ რადიკალურად განსხვავებული გემოვნებები გვქონდა. მე მარილიანი მზესუმზირა მიყვარდა,მას უმარიკო. მე ცხარე საჭმელზე ვგიჟდებოდი,ის ვერ იტანდა. მე დილით ძილი მიყვარდა,ვინიკო 7 ზე დგება. ჰოდა,რატომ ვინიკო?? ვინი პუჰიდან გამომდინარე. ბავშვობაში სულ პუტკუნა იყო. ბუზღუნა და ლოყებწითელა. სულ ჭამდა. იიმის მიუხედავად,რომ ეხლა დასუსტდა,დამშვენდა,ჭამასაც უკლო,მაინც შერჩა ზედმეტსახელი. ვინიკო-ვირიკო. ჩემი ვინი. -თა.-ყურისძირში ჩამყვირა გიგილომ-სადააა შენი კუდი?? -ჭამს.იბერება პუჰივით.-სიცილით ვუპასუხე და ცოტა შევვიწროვდი,ბავშვებიც დავჯინე. -მიდი დაურეკე,გამოგორდეს.სკუნსმაც ამოიღო ხმა. -რა გასხია ასეთი,წამძვრა ცხვირი.-მოჭმუხნული გადავხედე. -შანელი ტრიალებს საფლავში შენი შემმყურეე თათია-შემომიბღვირა მანაც და ვინის დაურეკა. -ვინ,ჩამო,სკვერში ვსხედვართ. -სისხლის მსმელიც მანდააა?? -კი,ანთხევს შხამს.-სიცილით უპასუხა და გაუთიშა. ვინიკოც მალე მობაჯბაჯდა. მძიმე ნაბიჯებით მოგვიახლოვდა. -ვიინი,დედამიწას ამძიმებ საყვარელო,ზანზარებს ყველაფერი რო მოდიხარ.-მოსვლისთანავე შევაგებე კომპლიმენტები. -ჩაკვდი.-შემომბღვირა,როგორც ჩვევია ხოლმე და ჩემგან მოშორებით დაჯდა. ოჰო,ეს მგონი სერიოზულად გაბრაზდა ჩემზე. არ შევიმჩნიე,საღამოსკენ მოვუვლითქო,გავიფიქრე გონებაში. სკვერიდან სადარბაზოსკენ გადავინაცვლეთ. ვითამაშეთ,ვიჭორავეთ,ვიცინეთ,ვიკივლეთ,ავიკელით ეზო და 12 საათისთვის კიბეებს შორიშორს ავუყევით მედა ვინი. -ვინ.-უკვე მართლა შემაწუხა მისმა სიჩუმემ. -გისმენ-უემოციოდ მიპასუხა,ბინის კარები გააღო და შევიდა.მსაცმელი იქვე მიაგდო,ავიღე და საკიდზე ჩამოვკიდე. -რაღატო მიბრაზდები???-ნაღვლიანად გავხედე,არ ვთამაშობდი,გეფიცებით. -სულაც არა.-სასხვათაშორისოდ მიპასუხა და მაცივრიდან ლუდი გამოიღო,მოსვა და ტელევიზორს მიუჯდა. -ვინიკო,კაი რა..ისე გითხარი,შენ თავს ვფიცავარ.აი გეფიცები,აწი აააღარ გაგეღადავები.-მივუჯექი,ფეხები მდივანზე ავკეცე და მივეხუტე.-შემირიგდი კაი??? -კაი.-მაინც უემოციოდ მიპასუხა. -გინდა-უცებ გავსწორდი წელში და გაღიმებულმა მივუბრუნდი-კვერცხიან პურებს შეგიწვავ. წარბაწეულმა გამომხედა,ღიმილი გაეპარა. ესეც ასე,შემოვირიგე. -უიმეე მიყვახარრ-ხმაურიანად ვაკოცე ლოყაზე და სამზარეულოსაკენ გავვარდი. __________________ -იიი,რას,დვა,ტრიი-დილით ოთახში შემომივარდა ვინი.-ვსტავაააი სტრანაა აგმონაიააა. -რაა ჭირი გინდაა??-ბალიშიდან წამოვწიე თავი. -უნივერსიტეტში არ მიბრძანდები ქალბატონო?? -მერე შენ რა??-ცალი თვალით გავხედე. -გაგიყვანდი მანქანით.-სასხვათაშორისოდ მითხრა. -რითი??-ყურები ვცქვიტე. -მანქანიით-გამიმეორა და რეაქციას დაელოდა. -ვინიიი-ეჭვიანად გავხედე.-არარსებობს.-ბოლო ხმაზე ვიკივლეეე და გახარებულმა ერთი წამოვხტი ლოგინიდან და კისერზე ჩამოვეკიდე. მერე რა,რომ საცვლების და ერთი ზედის ამარა ვიყავი. -ვაიმეე,შე დამპალლო,მე რატომ არ მითხარი,რომ ყიდულობდი??-როგორც კი გავათავისუფლე ჩემი მარწუხებიდან საქმეზე გადავერთე-ესეთი რამეები ნდა დამიმალო მეე??? -სიურპრიზი იყო.-სიცილით მიპასუხა და ოთახიდან გავიდა.-ჩაიცვი და წავედით. ამაზე კარგ ამბავს დილით ვერც ვინატრებდი. გახარებულმა,უცებ ჩავიცვი და კიბეებზე სირბილით დავეშვი. სადარბაზოს წინ ვინი დავინახე,ახალ,პრიალა მანქანაზე მიყუდებული. ახლა ამომიტივტივდა გონებაში,რამოდენიმე კვირის წინ ლამის ერთმანეთი მოვკალით,შავი მანქანა ჯობდა თუ ვერცხლისფერი. ბეემვე თუ მერსედესი. და აი ახლა,ჩემი გემოვნებისამებრ,შავ მერსედესსზე მიყუდებული ვინი იყო. გამეღიმა. უცებ ამოვიღე ტელეფონი და ფოტო გადავუღე. -პროფილზე დააყენე,იქნება მოატყუო ვინმე..-ნასიამოვნებმა მაინც ვუგველე და მანქანას მილიმეტრებში დავუწყე შემოწმება. რა ჰქონდა ჩემი დასაწუნი ან მანქანას ან პატრონს. -ახლა სრულუფლებიანი წევრი ხარ სიმპატიური ბიჭების.-სიცილით გავხედე და მანქანაში ჩავხტი. -ღვედი გადაიკარი.-მკაცრად მითხრა.-არ მაქ ჯარიმების თავი. -ის კი არა,შენ რამე არ დაგემართოსო.-შევუბღვირე და მუსიკა ჩავრთე.-უგემოვნო ხარ,რა არის ეს??ფუ,ჩაგიწერ დღეს კარგ მუსიკებს.-ცხვირაბზუებულმა გავხედე. -ნუ ბზიკავ ისედაც აბზეკილ ცხვირს-ღიმილით გადმომხედა. უნდა ვაღიარო,საოცრად უხდებოდა ეს ღიმილი. უნივერსიტეტამდე ბუზღუნით მივედით. აუდიტორიამდე ლამის ერთმანეთი დავწყვიტეთ. -ჭკუით.-ბოლოს მომაძახა და მის ჯგუფთან წავიდა. ლექციებს თითქმის არც ვუსმენდი. ჯგუფელებს სხვადასხვა საკითხზე ველაპარაკებოდი. შესვენებებზე ვინის ვერ ვნახულობდი. სად ეცალა ბიჭს ჩემთვის. ჰმ. ლექციები როგორც კი დამიმთავრდა,დავურეკე. -ვინ,სად ხარ?? -დაგიმთავრდა ლექციები? ვერ გაგიყვან სახლამდე,მარტო წადი.-ცივად მომიგდო და გამითიშა. ოპაა,ვაი ვინი შენს სახლში მოსვლას. ლანძღა-ლანძღვით გავედი უნივერსიტეტიდან,როცა ნაცნობ მანქანას მოვკარი თვალი. მანქანაში ჩემი ვინიკო და ვიღაც გოგო სხდებოდნენ. აი თურმე რაშია საქმე.-უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი და პირდაპირ მანქანისაკენ წავედი. უკვე დაძრულ მანქანაში თავით შევხტი. ერთი კი გავვარჩიე ვინის მრისხანე მზერა,მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება. -ვინ,საყვარელო,გამიყვანე რა სახლამდეე.-ხმა ისე გავნაზე,ბრახ და კინაღამ მეც დავიჯერე,რომ მსახიობობის ნიჭი მქონდა. -თათიაა-გამაფრთხილებლად გადმომხედა სარკეში. ის ვიღაც კი თვალს არ მაშორებდა. -გამარჯობა საყვარელო,თათია,შეენ??-გაწელილი სიტყვებით გავუწოდე ხელი წინმჯდომს. -ვალერია.-დამტვრეული ქართულით მიპასუხა და გაკვირვებული მზერით ჩამათვალიერა. -აჰა,უკვე გასაგებია.-ჩემთვის ჩავილაპარაკე და ვინის მივუბრუნდი. -დღეს არ დააგვიანო სიხარულო.ვახშამზე შენს საყვარელ საჭმელს მოვამზადებ-უკვე სადარბაზოსთან ამოვიღე ხმა,მანქანიდან გადავედი,ვინის მივუახლოვდი -ეს ჩათლა*ი აქედან მოაშორე სამ თვლაზე-ყურში ჩუმად ჩავჩურჩულე და ლოყაზე ვაკოცე.-კარგად საყვარელოო.-გვერდით მჯდომსაც დავემშვიდობე და კაი მოდელივით გავიკვანწე სახლამდე. აი აამას ქვია კონცერტი. არტისტიზმი. არა რა,რო მეუბნებოდა დედაჩემი,მსახიობად ხარ გაჩენილიო,უნდა დამეჯერებინა,რა ჯანდაბად მინდოდა იურიდიული ვითომ. ოჰ გახსენებაზე,დედას დავურეკო ერთი. -დეეეე.-არ ქონდა აღებული,მთელი ხმით რომ ჩავყვირე. -ხო გენაცვალოს დედამ.-თავისებული თბილი ხმით მიპასუხა. -მომენატრე დე.-უცებ დამისერიოზულდა ხმა,თვალზეც რარაც სითხე მომადგა. -მალე დაამთავრებ დე და ჩამოხვალ მერე,მეც მომენატრე. -დედა,დღეს მგონი ვინი მომკლავს-უცებ გადავიტანე საუბრის თემა. -რატო,რა გააკეთე ასეთი?? -მგონი მომავალი სასიყვარული ურთიერთობა ჩავუშალე-სინანულით გავაქნიე თავი. -უიმე,შენ ხო არ აცლი რა მაგას არაფერს,მერამდენეა ერთი მასეთი შემთხვევა გადათვალე.-უკმაყოფილო ხმა მომესმა ტელეფონიდან. -ოო,აბა ისენი არ მომწონდა და.-თავი ვიმართლე უცებ.-კაი დე წავედი,მშია,მალე ჩამოვალ. საღამომდე დროის გაყვანა ვცადე. ხან კინოს ვუყურე,ხან ინტერნეტში ვიყავი,ხან სკუნსს ველაპაკე. ბოლოს კარების ხმაც გაისმაა საათმაც და უბედურების ზარმაც ერთ ხმაზე ჩამოკრეს. -თათია ასათიანო,გირჩევნოდეს ეხლა სადაც ზიხარ,იქიდან გაქრეე.-ლამის ღრიალით შემოვარდა ოთახში. მაგრამ სანამ მომძებნიდა,ისეთმა იდეამ დამარტყაა თავში... უცებ მივიღე შეშფოთებული სახე,ლამის მთელი ტონალური დავიცალე სახეზე,რომ ცოტა ფერი დამკარგვოდა.ტუჩებზეც გაადავისვი ცოტა და მის ღრიალს გავყევი. სამზარეულოში აღმოვაჩინე. მაგრამ,სანამ რამეს მეტყოდა,მანამ ჩავიკეცე. -თაა.-ღრიალით წამომადგა თავზე და უცებ ამიყვანა ხელში-თა რა გჭირს?? თაა,გამეცი ხმაა. ღმერთო ახლა არ გამეცინოს,ღმეერთოო გთხოოვ.-გონებაში ლოცვების კითხვა დავიწყე,ამასობაში ოთახში გამიყვანა და ლოგინზე დამაწვინა. მგონი სულ გადაავიწყდაა ის ვალერია თუ ვალერიანი. -მგონი წნევა დამივარდა.-ზედმეტად მიმკვდარებული ხმით გავეცი პასუხი. ახლა უფრო დაიზაფრა. -ექიმს დავურეკავ.-ფეხზე წამოდგა. -ვაიმე არა,.-ლამის ლოგინიდან წამოვხტი,მაგრამ უცებ დავუბრუნდი მომაკვდავის პოზიციას-უკვე უკეთ ვარ. „ოსკარი მეკუთვნის,ოსკაარიი“ -თა,რამს მოგიტან გინდა??-შეშინებული თვალებით მიყურებდა. მინდოდა გამღიმებოდა,მაგრამ თავი შევიკავე. -არა ვინ,არ მინდა არაფერი,გამივლის-ცოტა მოსულიერებულმა ვუპასუხე და სრული გამარჯვება გონებაში ვიზეიმე. გვერდით მომიწვა ვინი,ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა,მგონი ზედმეტად კარგად ვითამაშე როლი. ჩმკენ გადმოიხაა და თავი გულზე დამადო. ჩავეხუტე. -შენ რო რამე მოგივიდეს თა..-დაღონებულმა ამოილაპარაკა. -სანამ შენ მეყოლები გვერდით რა მომივა ვინ..-სიყვარულით სავსემ ვუპასუხე და სე,ერთმანეთზე ჩახუტებულებს ჩაგვეძინა. დილით სირაციელის გრძნობამ გამაღვიძა. საათს გადავხედე,11 სრულდებოდა. ვინი ალბათ უნივერსიტეტშია,გავიფიქრე ჩემთვის და ლოგინიდან გამოვძვერი. ტანსაცმელი გავიხადე და შორტები ჩავიცვი,რომელიც,როგორც ვინი იტყოდა,მისი ტრუსიკის სიგრძე იყო. ღიღინით გავედი სამზარეულოში,გზად ტელევიზორი ჩავრთე და მუსიკას ბოლო ხმაზე ავუწიე. ასე,ცეკვაცეკვით შევედი სამზარეულოში,სადაც არც მეტი არც ნაკლები,ის ვალერიანი და ვინი დამხვდა.ყავას წრუპავდნენ. ვააი,სიბრაზე ისე მომაწვაა კისერში,მინდოდა ორივე კარგად გამომელანძღა. მაგრამ ვინ დაგაცალა?? მოკიდა სასწრაფოდ ხელი ამ გოგოს და გააქანა სახლიდან. არც ვაციე და არც ვაცხელე. წამებში მივწერე მესიჯი. „ჯობია დღეს ღამე ქუჩაში ან მაგ ვალერიანთან გაატარო,სახლში მოსული არ დაგინახო“ ოხ როგორ გავბრაზდიიი.. რა უნდოდა ერთი იმ გოგოს ჩემს ბინაში? ვააიი ვინი კი მოგკლავ და რა აზრი აქ შენს სიცოცხლეეს. ნერვების დასაწყნარებლად მაცივარში შევრგე თავი.. არაფერი მაქ საჭმელი,ესაა ბედი?? -კაი,თათია,ახლა აიღე ფული და ჩადი მარკეტში თორე მოკვდი შიმშილით-ჩემთავს დავუწყე ლაპარაკი ხმამაღლა,ვინის 4 ზომით დიდ ჩუსტებში ჩაკვარი ფეხი და ჩავფრატუნდი მარკეტში. ერთად ჩავყარე ყველაფერი რაც მჭირდებოდა და ძლივს შეგროვილი დანაზოგიც ერთიანად მივახარჯე სასუსნავებს. მაღაზიიდან კუს ნაბიჯებით გამოვედი. ბავშვობიდან მქონდა დაცდილი,კვერცხს როგორც კი ვიყიდი,ეგრევე მიტყდებოდა. ამიტომ,ლასლასით მივიწევდი კორპუსისაკენ. მაგრამ რად გინდა?? ეს ვინის ჩუსტების წყალობითაც სულ პაატარა კენჭს წამოვკარი ფეხი და 10 კვერცხიც მარტივად ჩემს თავზე აღმოჩნდა. -ვაიმეე ღმერთო რა დაგიშვეე ასეთი,რა გამაჩინე ამნაირი ბანდააალაა-ხმამაღლა დავიწყე ლანძღვა და თან ჩემი სხეულის ნაწილების ალაგება დავიწყე ალფალტიდან. ხელი კარგა ლამაზად გადამტყავებოდა. თმებში კვერცები. აი ამას ქვია სილამაზე. -დახმარება ხომ არ გჭირდებათ??-თავზე ვიღაც წამომადგაა. -დახმარება კიარა ცეცხლლი მინდა ეხლა მე,ცეცხლი და ნავთი.-მისკენ შეუხედავად მივაყარე უმადურად და გამოწვდილ ხელს ჩავეჭიდე. მკვირცხლად წამოვხტი და მის სახეეს ძლივს გავუტოლდი. ოჰოო. ბიჭიი?? რა კაი ხარრ..-გონებაში შევაქე და შემფასებლურად შევათვალიერე. უჰ,უჰ,უჰ კანფეეტ. -ვაიჰ.-წამში ჩავრთე ჩემში მსახიობი და კოჭზე ვიტაცე ხელი.-მგონი ფეხი ვიღრძე.-ვინის ფეხსაცმელებიდან ამოვყავი ფეხი და ლამის თვალებში ვატაკე.-უჰ,როგორ მტკივააა. -ახლოს ცხოვობთ>>დაგეხმარებით სახლში მისვლამდე.-ბიჭმაც შეწუხებულმა გადმომხედა. -ახ,დიახ,დიდად დამავალებთ,აქვე ვცხოვრობ,მესამე სართულზეე.-კიდევ დავემანჭე და ათასი გეგმა დავაწყვე,თუ როგორ შემომეპატიჟებინა სახლში. ვააიი ღმერთო ,ამ ერთხელ გადმოაგდე ვინი სახლში დროზე ადრე რა იქნება..-გულში გავივლე და მის გამოწვდილ ხელს კიდევ დავეყრდენი. ძლივს ავათრიე მთელი ფეხი მესამე სართულამდე და კარებს მივადდექით. -შემობრძანდით,წყალს დაგალევინებთ.-ზედმეტად ჯანმრთელივით გავენაზე და კაი ვაჟკაცივით ვკარი ბეჭი კარებს. ბიჭმა კი გადმოკარკლა ერთი თვალები,მაგრამ არაფერი შეიმჩნია და შემომყვა. სამზარეეულოში კოჭლობით შევუძეხი და წყალი ჩამოვუსხი. -მე თათია,თქვენ> დიდი მადლობა რომ დამეხმარეთ.. -ლექსო.-წამოდგა და ხელი ჩამომართვა.-არა რისი მადლობააა.-გამიღიმა კიდეც და წასასვლელად მოემზადა. მაგრამ რაის თათია ვიყავი,ასე ადვილად გავუშვებდი?? -იცით,მარტო ჭამა მეზარება,თუ მოიცდით კარტოფილს შევწვავ და დამეწვიეთ.-ჩემი მომაჯადოებელი ღიმილით გავუღიმე და თვალებში ურცხვად შევაჩერდი. ღმერთო რას ფიქრობს ეს ბიჭი წარმომიდგენია.. -არა,არ შეგაწუხებთ-ცივად იუარა. -რსამბობთ,რა შეწუხებაა,თქვენ მე დამეხმარეთ,რამით თუ არ გადაგიხადეთ მადლობა,მთელი ღამე არ დამეძინება.-საწყლდ გავხედე და გაცხელებულ ტაფაზე კარტოფილი დავყარე. აქაც ბედი არ გინდა?? ისე უშნოდ დავყარე ეს ცხელი ზეთი წვეთებათ გამოემართა ჩეკენ და ხელზე გადაინაცვლა. ისე კი ამეწვა.მაგრამ მაინც გადაჭარბებულად ვიკივლე. ეს ჩემი გადამრჩენელიც მოვარდა და ხელი დამიჭირა და სულის შებერვა დამიწყო. მოკლედ,ერთ ამბებში ვიყავით,თავზე ვინიკო-ვირიკო რომ წამოგვადგა. უუუჰ,როგორ ჩამეცინა გულში. დგრე მოგიხდება. ოო,ისეთი სიბრაზით აუნათდა თვალეეებიიი. -თათიაა-გამაფრთხილებლად გამომხედა. ბიჭი გაკვირვებული გვიყურებდა ჯერ მე,მერე ვინის. -აჰ დაბრუნდი??ვინი გაიცანი ეს,არის ლექსი,ლექსო ეს არის ვინი,ჩემი მეგობარი.-ალმაცერად გადავხედე ორივეს და შუაში,შვეიცარიასავით მოვექეცი. -სასიამოვნოაა-ერთმანეთს ცამოართვეს ხელი ბიწებმა-მე წავალ თათია-კექსომ გადმომხედა და გასასვლელისკენ წავიდა. -აჰ,კარგი,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დახმარებისათვის,იმედია შემდეგ შევძლებ სათანადოდ გადაგიხადო მადლობაა-დიდი სინააზით გავაცილე და კარები ნელა მივხურე. სამზარეულოში წარბებშეყრილი ვინი დამხვდა,მართლა ვირივით მიყურებდა. -რა იყო ეს ეხლა???-ცივად გადმომხედა. -რას გულისხმობ??-ვითომც არაფერი,კარტოფილს დავუწყე მორევა. -შენც კარგად იცი,რასაც. -აჰა,შენ თუ გაქ უფლება ჩემს ბინაში ამოიყვანო ვიღაც გოგო,მე რატომ არ მაქ ვითომ ამის უფლება??-გავხედე. მივხვდი,გული ვატკინე.. მაგრამ,ღირსია.რატომ ყავდა ვითომ ამოყვანილი ის გოოგო. -კარგი,მაგ პრობლემას ახლავე მოგიხსნი.-მშვიდად გადმომხედა და წამოდგა-გადავდივარ.-მითხრა და ოთახისაკენ წავიდა. გადადის არა ის კიდე.-გულებაშ დავცინე კიდეც ვინის,მე და ის ცალცალკე?? ვარიანტი არაა. მაგრამ რწმენა უცებ გამიქრა,როცა კარებთან ზურგჩანთით ხელში დავინახე. -ვინი,იმედია ხუმრობ.-ნაძალადევად გავიცინე და ზურგჩანთისაკენ გავიწიე. -არა,არ ვხუმრობ,მართალი ხარ,შენი ბინაა და ამდენის უფლება არ მაქ.-მშვვიდად მიპასუხა და წავიდა. კარგა ხანი ვიდგებოდი ოთახში პირდაღებული,რომ არა დამწვრის სუნი. უცებ გამოვფხიზლი და დანახშირებული კარტოფილი ნაგავში ჩავყარე. -ვინიკო წავიდა.-თვალებს ვერ ვუჯერებდი.-ადგა და წავიდაა-პანიკამ შემომიტია.-მე და ვინიკო ცალცალკე-უკვე ცრემლებით ვიხსენიებდი მის სახელს. ტელეფონი ავიღე და გულამოსკვნილი ტირილით ჩავძახე სკუნსის. -სკუუუნნნ.-სლუკუნით დავიწყე ლაპარაკი,მისი შეშფოთებული ხმა გავიგე.-მოდიი რა ჩემმთაან.-ღრიალით ამოვთქვი და მის მოსვლა ცრემლი ვერ შევიჩერე. ოთახში დაზაფრული სკუნსი და გიგილო შემოვიდნენ. ერთი მარჯვნიდან მოვიდა,მეორე მარცხნიდან,ალყა შემომარტყეს. -რა მოხდა გოოგო??-სკუნსიც ამყვა ტირილში,ალბათ საშინლად გამოვიყურებოდი,ყველაზე უარესი იფიქრეს. -ვინიიკოო წავიდაააა-სლუკუნით გავხედე ორივეს და უფრო ამივარდა ტირილი. -რაააა??-გაბრაზებულმა გამომხედა გიგილომ-მერე რა ჯანდაბა გატირებს??სად წავიდა?? -გადავიდა.-ძლივს მოვაბი თავი სიტყვებს.გული საშინლად მტკიოდა. -რატო რა მოხდა??-ცრემლები მოიმშრალა სკუნსიმ და წარბშეკრულმა გადმომედა. მოვუყევი მომხდარი,ამასობაში პანიკამაც გამიარა და მათ გავხედე. -რა უაზრო ხარ.-გაბრაზევა ვერ დამალა სკუნსმა. -მოვა,სად წავა.-ჩემი დამშვიდება სცადა გიგილომ. -დაურეკე რაა და უთხარიი როო მოვიდეეეს.-ისევ ტირილი ამივარდა. ვერ წარმომედგინა უმისოდ რა უნდა გამეკეთებინა. არ მოსულა.. ცალცალკე დაურეკეს სკუნსმა და გიგილომ,მაგრამ არ მოვიდა. გული ვატკინე. ბევრჯერ წამოვაძახე,მაგრამ ღმერთმა იცის,გულით აარასდროს. არვიცოდი რა გამეკეთებინა. როგორ მოვქცეულიყავი. უნივერსიტეტში დღეებს არ ვაცდენდი,მაგრამ როგორც კი მომკრავდა თვალს,ზურგ მაქცევდა და მიდიოდა. მაკლდა. ჰაერი მეციტავებოდა რაღაცნაირად. 1 კვირა ისე გავიდა,მასთან მიახლოებაც კი ვერ მოვახერხე.. არც შეტყობინებაზე მპასუხობდა.. ორშაბათი დღე იყო როცა უნივერსიტეტიდან გამომავალი დავინახე. ისე,რომ არ შემეჩნიე,მის მანქანას ამოვეფარე და დაველოდე,სანამ მიუახლოვდებოდა. მანქანა გააღო თუ არა,შინგნით შევხტი და კარები ჩავკეტე. -ვიინი,უნდა მომისმინო. -რაიყო თათია-სარკიდან გადმომხედა. -ვინ,ხო იცი შენზე უკეთესი ამქვეყნად არავინ მაბადია..,ხო იცი როგო მიყვარხარ,მორჩი რა გაბუტვებს და წავიდეთ ჩემთან.. -არა თათია,არ მინდა.ამდენი ხანია გაწუხებ,მირჩევნია ცალცალკე ვიყოთ.-ნაღვლიანმა გამცა პასუხი. -ანუ შენი თა აღარავარ??-თვალებზე მომდგარ ცრემლებს გასაქანი მივეცი.. -შენ ჩემი სულ იყავი,ხარ და იქნები თათია,უბრალოდ დამიჯერე,ესე აჯობებს.-ღიმილით გადმომხედა,მაგრამ ეს ჩემი ვინის ღიმილი არ იყო.. სახლამდე მიმიყვანა და წავიდა. გაბრაზებული ავუყევი კიბეებს. -რა ჯანდაბად ვერ დავაკავე ეს სიტყვები პირზე,ფუ დებილიხარ თათია,დებილი და მეტი არაფერი.-ლანძღვით მივიკვლვდი კიბეებს სახლამდე. -სულ როგორ ილანძღები შენ???-კარებიდან ნაცნობი ხმა მომესმა. რააა???არარსებობბს.-გულში ლამის კივილი ავტეხე. კარებთან ლექსო ბიჭი იდგა. -ოჰ,ლექსო,არ გელოდი.-ჯავრი უცებ გადავიყარე გულიდან და ლექსოს მივუახლოვდი. ღიმილით გადამკოცნა. -მოვედი,რათა სათანადოდ გადამიხარო მადლობა-სიცილით მიპასუხა და სახლში სევუძეხი,სამზარეულოში შევედით. -ყავა თუ ჩაი??-მაგიდასთან მჯდომს გავხეედე. ოჰ,როგორ უხდებოდა ჩემი გემოვნებით მოწყობილ სამზარეულოს რომ იცოდეთ ლექსო. -ყავა იყოს.-ღიმილით მიპასუხა. დიდი აღფრთოვანებით მოვადუღე ყავა და ლამის მეტანიები ვაკეთე,ღმერთო დღეს მაინც გამომსვლოდა წესიერი ყავამეთქი. -მშვენიერი ყავააა-შემაქო ლექსომ. -მადლობა,გემრიელად მიიირთვი-თვალების ფახულით ვუპასუხე. -აბა,თათია,რამდენი წლის ხარ??სად სწავლობ??-დაკითხვაზე გადავიდა ლექსო კეკსო. -მდაჰ,ვარ 19 წლის,ვსწავლობ ჯავახიშვილში,იურიდიულის ფაკულტეტზე,შენ წინ მომავალი ადვოკატი დგას,თუმცა მსახიობი უფრო გამოვალ,ალბათ-სიცილით გადავხედე.-თავად? -ოჰ,მე დამთავრებული მაქ უკვე,25 ვარ,ჩემი პატარა ბიზნესი მაქ,ასე რომ,თუ მანქანა დაგჭირდება,ან გაგიფუჭდება,შეგიძლია მოხვიდე და ახალივით გაგატან სახლში.-სიამაყით გადმომხედა ბიჭმა. ამასობაში,მაგიდაზე ხილი დავდე,გვერდით სასმელი მივუდე და ჩამოვჯექი. -შენ გაგიმარჯოს-ირველი ჭიქა ლექსომ წარმოთქვა და გადაკრა. -მადლობა,ასევე-ღიმილით ვუპასუხე და თეთრი სითხე თამამად ჩავუშვი სხეულში. მოსაღამოვებული იყო,როცა ლექსომ წასვლა მოიფიქრა. კი მსიამოვნებდა მისი იქ ყოფნა,მაგრამ რაღაცნაირად არ მინდოდა. მაინც.. როგორც კკი წავიდა,ვინის დავურეკე. -ვიიინ.-სიხარულით ჩავძახე,როცა მივხვდი,რომ აიღო. -გისმენ.-მოკლედ მიპასუხა. -მგონი ცუდათ ვარ.-სიხარული წამში შემეცვალა,როცა გულზიდვა დამეწყო. ტვალეტში წამებში გავჩნდი. -ვააი,თათია შენ გითქვამს კიდევ დალევა და უნეტაზზე გარახუებიებ თავს-კარგად ნაცადი ხერხით ჩემს თავს დავუწყე ლანძღვა. წუთის მერე ძლივს გამოვბანდალდი ფეხარეული ტუალეტიდან და მდივანზე მიგდებულ ელეფონს დავხედე. გაუთიშია. დამპალი. იქვე დავწექი და სურათების დათვალიერება დავიწყე. აი მე და ვინი. მე და ვირი. მე და ვინი-ვირი. ვინი მანქანასთან. ვინი სამზარეულოში. ვიცი მის ოთახში. ვინი უნივერსიტეტთან. ვინი და მე კაფეში. ვინი და მე პირველად ბინაში. -ოხ ვინი.-ჩემთვის,ხმამაღლა წამომცდა. -თა.-მისი ხმა მომესმა საღაციდან. -ვაი,მოგიკვდა იდიოტი შვილი დედა,მოლანდებები დამეწყო უკვე.-ენის ბლუკუნით ძლივს წარმოვთქვი და ღებინების შესაკავებლად ღრმად სუნთქვა დავიწყე,შუბლზე დაცვარული ოფლი ხელით მოვიწმინდე. მგონი მოვიწამლე. თან საშინლად. -თა,რა გჭირს??-მისი ხმა უკვე სახესთან ახლოს გავიგონე. ვერ გავბედე თვალების გახელა,ვიცოდი,მელანდებოდა. -ქში ეშმაკებო,ვიცი რო მელანდებაა,ბლა,ბლა,ბლა..-თვალებგაუხელმა თავის ქნევა დავიწყე,ამას უფრო გამაბრუა. -თათია გაახილეე თვალეები-ხმა გაუმკაცრდა მოჩვენებას. -ფუ,კაი ჯანდაბას-თვალები გავახილე და ჩემ წინ მდგომ სულს გამოშტერებულმა შევხედე.-ვაი,მოჩვენებები თუ ჩანდნენ კი არ ვიცოდი. -ვაიმე თათია,აწი დაგილევიაააა.-წარბები შეიკრა ვინიკოს მოჩვენებამ. -აუუ მოჩვენებებს თუ სხეული ჰქონდათ არ ვიცოდი-ისევ შტერულად გავხედე და საჩვენებელი თითით სხეულს ვუსინჯავდი.-ვაიმეე,ღმერთო სასწაულიაა ეს.-კისკისით წამოვვარდი ფეხზე,მაგრამ უცებ დამეხვია თავბრუ,რომ არა ვირიკოს მოჩვენება,ალბათ ძირს დავარტყამდი თავს. -ჯელტმენი მოჩვენება.წამო ერთი შენი სადღერძელო უნდა დავლიო-გავთამამდი ცოტა და ხორცშესხმულ მოჩვენებას ხელზე ჩავეჭიდე და მთელი ძალით მოვზიდე,მაგრამ,ადგილიდანაც ვერ დავძერი. -წამოდი შე ვირო,შემარგ შენი თავი.-გაბრაზებულმა გავხედე წარმოსახვას და კიდევ მოვზიდე. ხელი მიშვა,სადღაც წავიდა. -აჰა ბედი,ჯერ ვინიმ მიმატოვა,ახლა მისმა სულმა.-სლუკუნით ჩამოვჯექი ბნელ ოთახში და ბალიში ჩავიხუტე.-ვინიკო სად წაეთრიე??ჩემი ვინიკო წავიდაა.-გიჟივით დავიწყე ჩემთვის ლაპარაკი მანამ,სანამ ცივი წყლის შეხება არ ვიგრძენი სახეზე. უცებ გამოვფხიზლდი. შეშფოთებულმა გავხედე სინათლესთან მდგომ ადამიანს. -ვინიი??-გაკვირვებულმა შევძახე მისი სახელი.-აწი აღარ დავლევ რაააა.-ისევ ჩემთვის წამოვიძახე და ზურგი ვაქციე მას.-წადი მოჩვენებავ.-უკნიდან ხელი ავუქნიე და ჩემთვის დავიწყე ბურტყუნი. ასე გავაგრძელლე წუთები,მერე მისი შეხება ვიგრძენი. -თათია მოგკლავ იცოდეე.-ხელში აყვანილი სადღაცა მივყავდი. მერე გავაააანალიზე,როცა დუშინ ქვეშ დამაყენა და ცივი წყალი მოუშვა. -რა მზრუნველი სული ხარ შენ-დამცინავად გავხედე ვინის,ჩემგან მოშორებით მდგომს ხელი მოვკიდე და ცივი დუშის ქვეშ ძლივს შემოვიყვანე. მთლიანად სველმა მაგრად შემოვაჭდე კისერზე ხელები. -შენ მაინც ჩაგეხუტები,აბა ვინი ვერ მიტანს და .-ცრემლმორეული ვეხუტებოდი წარმოსახვას. -ნუ სულელობ ჩემო პატარა-ვინის თბილი ხმაც გავიგონე,ცივ წყალში თბილად მეხუტებოდა. -მცივა ვინ.-ხმისკანკალით მოვცილდი მის სხეულს და ძლივს მივაგენი კრანს,გამოვრთე. ხელი მოვკიდე და ოთახამდე ბანცალით მივედი. მთლიანად სველი ვიყავი,საშინლად მციოდა. ლოგინში დაწოლას ვაპირებდი,მაგრამ შემაჩერა. -თა,მოიცა,გაიხადე თორე გაცივდები,არ დაწვე მასე.-მითხრა და ოთახიდან გავიდა. კარგა ხანი ვეწვალე შარვალს,მაგრამ ვერაფრით გავიხადე. ბოლოს ისეთი ისტერიკული სიცილიამიტყდა,ვინიც შემოვიდა. -ვაიმეეე ვინიი.-სიცილით მივვაარდი მას.-ვერ ვიხდიი. -,რე რა გაცინებს შე დებილო??-მანაც სიცილით გადმომხედა. -ვაიმე ცუდათ ვარ.-სულს ძლივს ვითქვამდი,სიცილისგან მუსელი მტკიოდა. -დამაცადე ახლა გასწორდი და გაგხდი.-მკაცრად გადმომხედა,მეც გავხევდი ერთ ადგილზე. მაგრამ როგორც კი შემეხო,ეგრევე ამიტყდა სიცილი. -ვაიმეე მეხაჭუნება ვინი.-კისკისით შევხედე,მასაც გაეცინა. -აბა რა გავაკეთოროგორ გაგხადოო?? -კაი დაიცა,მეთვითონ ვცდი.-დავსერიოზულდი უცებ და სველ სხეულზე შემოწებებული ისედაც სულის ამომხდელად შემოჭერილი ჯინსი ძლილს ჩავიტანე მუხლებამდე. -ვაიმე,დავიღალე.-დაქანცული დავემხე ლოგინზე და ფეხები ავწიე.-გაქაჩე მიქელაა.-ვინის მოჩვენებას შევძახე. როგორც იქნა განვთავისუფლდი შარვლისაგან,ზედაც გადავიძვრე და წამოვდექი. სარკის წინ დავდექი და სულს გავხედე. -მოდი ვინიკოს სულო,სელფი გადავიღოთ.-ალმაცერად გავხედე. -სელფი კიარა დაწექი დაიძინე და სულს ნუ მეძახი. -ჯერ სურათი.-გავუძალიანდი. -ხვალ ნახავ და შეგრცხვება.-ცივად მიპასუხა. -მაინც არ გამოჩნდები სურათში და -კისკისით გადავხედე და გვერდით დავიყენე. სურათი გადავიღე და ლოგინში შევწექი,საბანში გავეხვიე და ვინიკოს გავხედე. -ვინ,ხომ არ გაქრები??ის ვირი არ მოდის და შენ მაინც იიყავი ხოლმე ჩემთან.-ღიმილით გავხედე. -დაიძინე თა.-თბილად გადამისვა სველ თმებზე ხელი და შუბლზე მაკოცა. არვიცოდი,მოჩნებები ასეთი თბილები თუ იყვნენ. __ დილით ისეთმა თავის ტკივილმა გამაღვიძა,ლამის გამაგიჟა.. თავი ძლივს წამოვწიე საწოლიდან. ერთადერთი,რაც მახსოვდა,ლექსოს წასვლა იყო,მას შემდეგ,აქ როგორ აღმოვჩნდი არ მახსოვდა. -ცეცხლი დალია შენმა პირმა თათია-დილიდან ლანძღვას შევუდექი და საააბაზანოში შევედი. თავი ძლივს მოვიწესრიგე,წყალი გადავივლე. პირსახოცშემოხვეული გამოვედი აბანოდან და სამზარეულოში გავედი. იქიდან ისეთი სუნი გამოდიოდა,კუჭი ლამის ხელით მეკავა. კი გამიკვირდა,ვინააა თქო,მაგრამ.. როგორც კი შევედი,ვინიკო დავინახე. -ვინიიიიი-სიხარულით ბოლო ხმაზე ვიკივლეეე.-ვინიიკოოო,ჩემი ვინიკოო მოვიდააა.-სიხარულით ხტუნვა დავიწყე,ის კი სულ დამავიწყდა,პირსახოცი რომ მქონდა შემოხვეული. უფ,ისე მაგრად ჩავეხუტეე... -ჩაიცვი და მოდი.-ღილით მიპასუხა და გაზქურასკენ მიბრუნდა. უცებ გავვარდი ოთახში,ჩავიცვი და უკან დავბრუნდი,თან დედაჩემს ველაოარაკებოდი. ვლაქლაქებდი,თან ცხელ შემწვარ კვერცხს ვილუკმებოდი,ტან ვინის ვუყურებდი. ბოლოს დედაჩემი მიხვდა,გამითიშა და ჭამა დამაცადა. -ვაიმე რა გემრიელიაა-კარგა მოზრდილ ლუკმებს პირშივვიყრიდი.-ვინ,როდის მოდი??ვინ ხო რჩები??-კითხებზე გადავედი,ისე მიხაროდა რომ იქ იყო,რომ ვხედავდი. -ჭამე ნელა,არავინ მოგზდევს.-თავი აარიდა პასუხს. კაითქო,გავიფიქრე გულში და მალე მოვრჩი ჭამას. მაგრამ თავის ტკივილმა მაინც არ გადამიარა. -აუ თავი მისკდება.-საცოდავად გადავხედე მდივანზე მჯდარ ვინის. -არ დაგელია მაგდენი,ან ვაბშე ვისტან ერთად დალიეე??-უცებ შემომიბრუნდა ვინი. -ლექსო კეკსოსთან-მექანიკურად გავეცი პასუხი და უცებ ვინანე,როცა ვინის სახე დავინახე. საშინელ სიბრაზეს ასხივებდა. -რა უნდა მაგ დედა ***? -ნუ ღრიალებ ერთი დათვივით-ხელი ავუქნიე და ოთახისაკენ წავედი,კარები გადავკეტე,არ მინოდა მისი გაბრაზების ყურება. რომ ვერაფერი მოვიფიქრე,სურათები ჩავრთე. მე და ვინი სარკეში. მე საცვლების ამარა. მოღიმარი ვინი. გალეშილი თა. შემრცხვა. სახეზე ლამის ცეცხლი მომეკიდა. ნელნელა გამახსენდა მომხდარი. ვინი,რომელისს მოჩვნება მეგონა. მე,რომელიც საშინლად მთვრალი ვიყავი. ღმერთო რა სირცხვილია. ტელეფონი იქვე მივაგდე და ოთახიდან გავედი. ვინი ისევ იქ დამხვდა,ტელევიზორს უყურებდა. თავჩახრილი მივუახლოვდი,საშინლად შემრცხვა ჩემი ქმედებების. -ვინ,მაპატიე. გაოცებულმა შემომხედა. -გუშიინ სული მეგონე,თურმე მართალი ყოფილხარ.-სიცილი მეპარებოდა ხმაში. ბოლოს ვერ შევიკავე თავი და კისკისი ამიტყდა. მაგრამ ვინი სერიოზულობას ინარჩუნებდა. ბოლოს ისე გადავფიჩინდი,სუნთქვა მიჭირდა. -თათია მორჩი.-ხმამაღლა დამიყვირა ვიინიმ. უცებ გავჩერდი. -რა უნდა იმ ბიჭს შენგან ამიხსენი.-ისევ წეღანდელ ტემას დაუბრუნდა. -შენ სიცოცხლეს გეფიცები,არაფერი,უფრალოდ ამისწინ ამომქონდა მაღაზიიდან კვერცხი,ხო იცი რა ბანდაა ვარ,ხოდა წამოვკარი ფეხი კენჭს,ხოდა ეეც იქ იყო,სახლამდე ამომიყვანა,მერე შენ მოდი,მერე ასე,მერე ისე,დღეს კარებტან დამხვდა და გამეგდო|??შემოვიპატიჟე,ყავა დავლიეთ,მერე ცოტა ოტკა.შენს სიცოცხლეს გეფიცები,ზედმეტი არაფერი მიქნია.-გვერდით მივუჯექი და ავხედე. სიბრაზე ნელნელა უვლიდა. -ვიინ,-როგორც კი შევამჩნიე მის სახეზე სითბო,ჩავეხუტე.-დაბრუნდი რაა... _____ ვინი დაბრუნდა. დაბრუნდა მხიარული დღეებიც. დაბრუნდა ერთად გატარებული დღეებიც. ის კვირეები,რაც მის გარეშე გავატარე უცებ ამოვიგდე მეხსიერებიდან. უხ,ისე მიყვარდა,ისე,ისე,ისე,ისე ბავშვურად. ჰო,ვინი კი დაბრუნდა,მაგრამ ლექსო კეკსო გაქრა. რაღაცა კარგად ეწყობოდა ერთმანეთს,ვინი გამოჩნდებოდა,ლექსო ქრებოდა,ვიინი ქრებოდა ლექსო ჩნდებოდა. ოჰ. რაში მჭირდება ლექსოც. -ადეეექიი ადამიანო ფეეხზე,სულ შენს ძილზე რატომ უნდა გვქონდეს ჩხუბი??-დილიდან ბუზღუნებდა ვინიკო. -ვაიმეეე აააადაამიანო,დამაცადე სუნთქვა,რა დავაავე ღმერთო შენ რო ჩემ ცხოვრებაში არსებობ-უკმაყოფილოდ ავხედე თეთრ კედელს და ძილის შებრუნება ვცადე. მაგრამ დაგაცდის ვინმე?? ახლა სკუნსი წამომადგა თავზე. როდის მოვიდა ისიც კი არ ვიი. ნეტა საერთოდ რომელი საათია?? -თაა,ხოიცი როგორ მიყვარხააარ.-ლოგინში ფეხსაცმლიანად შემომიწვა და შემომხედა. -რა გინდა პირდაპირ მითხარი. -აუუუმმიდი რა ადე,თან ნახე მზეა,თბილა,მიდი რა წავიდეთ მაღაზიებში,გავიაროთ,რამე ვიყიდოთ... -სრულ ჭკუაზე ხარ თუ იცი??-მწყრალად გავხედე. -ოო,კაი რა თა,მიდი შენც იყიდი რამეს,თან გიგილო და ვინიც წამოვა და გავერთობით. -არ მაკლია მე გართობა და სიგიჟე,დამაცადე ძილი. -ძროხა ხარ,ორფეხა საქონელი-უკმაყოფილოდ წამოდგა ფეხზე. -მადლობთ,პირველი არ ხარ ვინც მაგას აღნიშნავს-ჩავიცინე. არ გასულა წითი,გიგილომ შემოაღო კარები. -თაააა,წამო რა. -ვაიმე თქვენ ერთმანეთს შეეკარით თუ რა გინდათ?? უჩემოდ ვერაფერს ვერ იყიდით?? მეძინება ადამიანოო,მ ე ძ ი ნ ე ბ ა. -წამოდი და გპირდები სახინკლეში ხინკალზე დაგპატიჟებ-გამომცდელად გადმომხდა. -დაიფიცე აბა-ყურები ვცქვიტე უცებ. -მიდი,მიდი გიცდით გამოდი დროზე.-გამარჯვებული იერით დამტოვა ოთახში. სხვა რა გაეწყპბოდა,ხინკლის ხათრით წამოვდექი ლოგინიდან,ჩავიცვი,მმოვწესრიგდი და ლასტებით გავფრატუნდი სამზარეულოში. ყავას მიიირთმევდნენ ვაჟბატონები. მოურიდებლად ჩავუხტი ვინის კალთაში და ყავა გამოვართვი. -ჰე,აბა,სად მივდივართ??-გადავხედე ბავშვებს. -მაღაზიებშიიიიი.-აღფრთოვანებულმა მიპასუხა სკუნსიმ. მოვკალათდით ვინიკოს მანქანაში და წავედით. მუსიკა იმხელაზე ჰქონდა აწეული,ყურები მეტკინა,მაგრამ უხაროდა ბიჭს. ერთ-ერთ მაღაზასთან შევაჩერეთ და რიგრიგობით გადმოვლაგდით. -აუუუ,მოდი ვითამაშოოდ,ვითომ მე და ვინი ვართ ცოლქმარი,სკუნსი და გიგილო ჩვენი ახლობლები,მეჯვარეების პონტში,აუუ მიდით რაააა.-აღტკინებულმა სათითაოდ გავხედე ყველას. ვინიმ ისეთი სახე მიიღო,ვინანე კიდეც. გიგილო დამეთანხმა. სკუნსის მეტი რა უნდოდა. ხმათა უმრავლესობით კარგად შევკარით სცენარი და პადრუჩკგამოდებულები შევედით მე და ვინი მაღაზიაში,უკან ისინი აგვეკიდნენ. კონსულტატი ღიმილით შეგვეგება. -გამარჯობათ-გავუღიმე გოგონას-მე და ჩემს მეუღლეს-ვინის ავხედე საყვარელი თვალებით-დაგეგმილი გვაქ პარიზში თაფლობის თვე და ინქებ გარდერობის განახლებაში დაგვეხმაროოთ??-ისე გავენაზე,ლამის ხელზე ჩამოვადნი ვინის. გოგონამ ისეთი თვალებით შემოგვხედა,მეთქი ა ახლა მომკლავსთქ,მაგრამ.. -ახ,დიან,მობრძანდით,რა ლამაზი წყვილი ხართ,ძალიან უხდებით ერთმანთს-გაგვიღიმა და ტანსაცმელებისაკენ გაგვიძღვა.-თუ საიდუმლო არააა,სად გაიცანით ერთმანეთი??-გამომიდგა აგერ მაია ასათიანიც. აქ კი ჩავიჭერით.რა უნდა მომეფიქრებინაა ასე უცებ..მაგრამ,მადლობა ჩემს ნიჭს,უცებ გამოვძვერი. -ოჰ,ყველაფერი წლების წინ დაიწყო,იცით ჩვენ ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი-სიყვარულით სავსე მზერა შევანათე „ქმარიკოს“. -ვაიმეე რა რომანტიულიააა-ჩაგვეღვენთა გამყიდველი. -დიახ,1 კვირის წინ დავქორწინდით,საოცრად გვიყვარს ერთმანეთი. მომენტში სკუნსის და გიგილოს გადავხედე,სიცილს ძლივს იკავებდნენ. ვინიკოს ნუ მკითხავთ,ისეთი გაკვირვებული და გამოშტერებული სახით მიყურებდა,კინაღამ ვლეწე სახეში რაღაცა. დიდი არაფერი გვივაჭრია,ერთი ზედა ვიყიდე და ხელჩაკიდებულები გამოვედით მაღაზიიიდან. -შემოგვიარეთ ხოლმეე,ბედნიერი დავსენებააა.-გოგომ გასასვლელში მოგვაძახა. როგორც კი მოვცილდით მაღაზიას,ისტერიკული სიცილი აგვიტყდა ყველას. სკუნსს თან ისეთი ყროყინა სიცილი ჰქონდა,ამაზე უფრო ცუდათ გავხდით და ლამის მოვკვდით კიდეც. -ვაიმეე გაჩუმდით აღარ შემიძლიაა-ცრემლების წმენდითგადმოგვხედა ვინიკომ/ -ოჰ,ქმარიკოო.-სიცილით მივუახლოვდი და კისერში ვაკოცე.უფ,ისე გამაჟრიაალაა. -ცოლიკოო-ხელი წელზე შემომხვია და მიმიხუტა. ჩემი თბილი ვინიკო ვირიკო. -ჰე,დავირაზმეთ ეხლა სახინკლეში.-უცებ წამოიყვირა სკუნსიმ. იმდენი ვჭამეთ,სუნთქვა აღარ შეგვეძლო. სახინკლედან გამოვდიოდით,როცა ვინიმ დაიჯინა,მანქანით წავიდეთო. -ვინ,არაყი გვაქ დალეული,არ გინდა რა,იქნებ გაგვაჩერონ,მერე რას შვები??-ხვეწნით მივედი მასთან და ვცადე,მანქანიდან გადმომეყვანა. -პოლიცია ვინ ჩემი ფეხბია თა,აქეთ გვაჩერებ მაგათ თუ მომინდება.-ამაყად გადმომხედა და მანქანაში ძალით ჩამსვა. -ვინ,არ გინდა რა.-მუდარით შევხედე,მაგრამ ამაოდ.-ვინ სკუნსი და გიგილო გვიცდიან ტაქსში,წამო იმათ გავყვეთ რაა. -არაა,არ მინდაა,-უხეშად დამიყვირა და მანქანა დაძრა. -ვინი,თუ გიყვარდე წამო ფეხით წავიდეთ თუ გინდა. -მიყვარხარ,თავზე მეტად,მაგრამ არააა,მე მინდა წავიდე მანქანით,შენ გადადი.-ხელი უხეშად მკრა. -არა,მაშინ მეც შენთან ერთად წამოვალ.-გავუძალიანდი,მისი მარტო გაშვება არ მინდოდა. -კი ბატონო.-დამეტანხმა და დიდი სიჩქარით მოვწყდით ადგილს. სახლამდე ბევრი არ იყო დარჩენილი,ვინიმ რომ გადმომხედა,დაძაბული ვიყავი,ისეთი სიძლიერით ვუჭერდი ხელს სახელურს,საცაა სისხლი გამიჩერდებოდა.საშინელი სიჩქარით მართავდა. -თა,ნუ გეშინია,მე შენ არაფერს არასდროს არ დაგიშავებ.-სითბოთი გაჟღენთილი ხმით მითხრა. -შენ არა,მაგრამ მანქანა კი.-ბრაზით ვუპასუხე და საქარე მინისკენ გავიხედე. წინ მოსახვევი იყო.ვინი კი მე მიყურებდა. გული საშინლად ამიძგერდა. ლამის საგულედან ამომვარდა. არ მინდოდა ვინი შემეშინებინა,მაგრამ ემოციებს ვერ ვმართავდი. ვიცოდი,დარწმუნებული ვიყავი,რომ ვინი ვერ მოასწრებდა მოხვევას. რომ ბარდიულს შევასკდებოდით და მოვკვდებოდით. რომ დავამთავრებდი სიცოცხლეს მაშინ,როცა ყველაზე მეტად მინდოდა. ვინი,ვინის გარეშე,ან ვინი ჩემ გარეშე,ან ორივე ერთად გავუყვებოდით გზას,ღმერთთან მიმავალს. -ვინიიი,გაააჩერეეეეეეე-რაც შემეძლო ხმამაღლა დავიყვირე და შიშისაგან გონება დავკარგე. არვიცი რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ,მაგრამ თვალები რომ გავახილე,ისემ იმ გზადკეცილზე ვიყავით. -თაა,ჩემო პატარა,ჩემო სიყვარულო,თა რამე ხომ არ გტკივაა??-ვინი დამდგომოდა ცრემლიანი თვალებით თავზე.-შენ რომ რამე მოგსვლოდა თა,თავს არ ვაპატებდი.. -რა მოხდა??? -არფერი თა,გადავრჩით,შენ გადამარჩინე,შენ ხარ ჩემი მფარველი ანგელოზი. -მოასწარი გაჩერება??-თვალებს არ ვუჯერებდი,სრულიად უვნებელი ვიყავი,ცოცხალი,. -კი თა,გადავრჩით თა,გადამირჩინა ღმერთმა შენი თავი-გულში მიკრავდა ჩემი ვინიკო.-შენ რო რამე მოგსვლოდა თათია,თავს არ ვიცოცხლებდი. მანქანა იქვე დავტოვეთ,სახლში ტაქსით ავედით. ჯერ კიდევ შოკირებული ვიყავი. სიკვდილის შიშს ჩემში ღრმად გაედგა ფესვები. უმისობის შიშს. დილით მისმა შეხებამ გამაღვიძა. არაადამიანური სახე ჰქონდა. გული მომეწურა მის შემხედვარე. შეშინბული მიყურებდა. საეოცრად სევდიანი მზერა ჰქონდა. -მაპატიე თა.-თავჩხრილმა ამოილაპარაკა. -შენ არაფერ შუაშიხარ ვინ,მე შეგაშინე,თავს ნუ იდანაშაულებ,არაფერი მომხდარა,კარგად ვართ ვინ.. -თა. -ჰო ვინ. -შენ თავს გეფიცები,შენ რო რამე მოგსვლოდა,თავს არ ვიცოცხლებდი.-ძაალიან ჩუმად,მთელი გული ამოაყოლა სიტყვებს. ისე ჩავეხუტე,მინდოდა სევდა გამექრო,გამექარწ....ბინა მისი ფიქრები,ისე მძლავრად,ისე მწარედ მოვეხვიე,მკლავები ამტკივდა. ვერ ვიტანდი მისი ტკივილით სავსე მზერას. მის სევდას. მის ტანჯვას. მე მხიარული ვინი მიყვარდა,გაცისკროვნებული სახითა და მზერით. ყველაზე თბილი სიტყვებით. -თა,რო იცოდე,როგორ მიყვარხარ.. -ოოჰ,მოვრჩით ეხლა სენტიმენტებს.-უცებ გამოვცოცხლდი და ვინის მოვშრდი.-დავაი სახე გაასწორე ეხლა,დავურეკოთ სკუნსის და გიგილოს და ამოვათრიოთ ჩვენთან,რამე ვქნათ. დიდ გაწამაწიაში ვიყავი,ვინიმ სამზარეულოში რომ შემოყო თავი. პიცას ვაკეთებდი. -თა,გავალ მე ცოტა ხანი,სანამ ისინი მოვლენ მეც ამოვალ,კაი?? -და სად მიდიხარ ვაჟბატონო???-წარბაწეულმა გავხედე. -საქმეზე რა.-ღიმილით ჩამიკრა თვალი და წავიდა. -საქმეზე არა ტოლმაზე,წავა ეხლა იმ ვალერიანთან და დაიწყებენ აქეთ-იქით წანწალს.-როგორც მჩვეოდა,ხმამაღლა დავიწყე ლანძღვა,თან პიცას ვრთავდი. „რომ მორჩები ვალერიანთან კურკულს კოლა წამოიღე და მალე ამოდი“-ამასობაში შეტყობინებაც გავუგზავნე ვინიკოს. დროის გასაყვანად კომპიუტერს მივუჯექი. სოციალურ ქსელში შევაჭერი. ფერად სამყაროს დავუწყე თვალიერება. მერე ვინიისთან გადავედი. ათასჯერ გადათვალიერებულ ფოტოებს ხელთავიდან გადავყევი. მე და ვინი კაფეში. მე და ვინი მთაში. მე და ვინი ზღვაზე. მერე მე,ვინი,სკუნსი და გიგილო. მე და ვინი ხევსურეთში. მე და ვინი ყაზბეგში. მე და ვინი სკუნსის დაბადებისდღეზე მასთან სოფელში. და ასე შეუჩერებლად. მე და ვინი. ვინიკო და მე. -თაათია სად ხარ??-ოთახში სკუნსის სუნმა შემოაღწია,ფანჯარა ჩავკეცე ისე,რომ არ გამომირთავს და ოთახში გავედი. -აქ ვარ,მოდით??ვინიკო ხომ არ დაგინახავთ სადმე??-ბავშვებს გავხედე. -არააა.-ერთმანეთს თავის ქნევით გადახედეს და სამზარეულოში შევიდნენ. მთელი საათი ველოდით ვინიკოს. მაგრამ არ დაადგა მის მოსვლას საშველი. ბოლოს ავდექი და პიცა დავწერი და უმისოდ დავიწყე ჭამა. ისე გავბრაზდიი მასზე.. მოსაღამოვებულზე ბავშვებიც წავიდნენ და მარტო დავრჩი. ცარიელ სახლში,სადაც ყველა კუთხეში მისი სუნი მცემმდა. უხასიათოდ დავიწყე სახლის ლაგება. დედასაც ველაპარაკე. 12 სრულდებოდა,დაწოლას ვაპირებდი,უკვე ლოდინიც მომბეზრებოდა,როცაა კარების ხმა გავიგონე. არ მინდოდა მისი ნახვა,მისი ხმის გაგონება.დღეს პირველად იყო,ბავშვობის შემდეგ,როცა ის სასტავს აკლდა. თავჩახრილი ვიდექი ოთახში. ნელნელა ივსებოდა ჰაერი მისი სუნამოს სუნით. ვიგრძენი,იქ იყო და მიყურებდა. -ზუსტად 45 შეტყობინება გამოგიგზავნე,45 დან ერთზეც არ გაგიცია პასუხი.-როგორც იქნა ბოღმას ამოვაყოლე სიტყვები. -კარგი რა თა,მართლა ვერ შევძელი შენ თავს ვფიცავარ მოსვლა. -ნუ მიფიცებ,არ გინდა. -კარგი რა მოხდა ასეთი,რატო იბუსები. -არაფერი არ მომხდარა ვინი,უბრალოდ დღეს ჩვენს შეკრებას დაააკლდი,ხვალ სახლშიც არ მოხვალ,ზეგ ჩემი დაბადების დღე დაგავიწყდება,მაზეგ საერთოდ აღარ გემახსოვრები და ასე,მეტი კი არაფერი ვინი. -შენც ხო იცი ეგ სისულელეა. -არ მინდა ის გოგო გყავდეს,არ მინდა მე და შენი ფოტოები იმ გოგოს ფოტოებმა ჩააანაცვლოს.არ მინდა პროფილიდან ჩემი ფოტო წაშალო და მისი დააყენო,არ მინდა ტელეფონში ჩემი შეტყობინება უფრო ცოტა იყოს,ვიდრე მისი. არ მინდა ჩემზე მეტჯერ მას ურეკავდე. არ მინდა ვინი. არ მინდა ის გახსოვდეს. არ მინდა დაგავიწყდე. არ მინდა ჩვენს შორის ვალერია იყოს. არ მინდა უშენოდ. არ მინდა არც პიცა,არც კოლა,არც არაფერი,უბრალოდ არ მინდა უშენოდ.გესმის ვინი?? -მესმის ჩემოპატარა,მაგრამ შენც უნდა გამიგო,გპირდები,არასდროს ჩაანაცვლებს ჩვენს ფოტოებს მისი ფოტოები,გპირდები,შენ უფრო მეტჯერ დაგირეკავ,ვიდრე მას,შენს სიცოცხლეს გეფიცები,არასდროს დაგივიწყებ,არასდროს დარჩები უჩემოდ,არასდროს მივცემ ჩემს თავს უფლებას,შენ ამომივარდე გონებიდან.მაგრამ გამიგე კარგი??ვალერია კარგი გოგოა,დამიჯერე შენც მოგეწონება,დღეს მისი დაბადების დღე იყო თა,ვალერიას დაბადების დღე იყო და მაგიტომ ვერ მოვედი,მაგრამ შენ თავს გეფიცები,შენი პიცა მირჩევნოდა ყველაფერს,მაგრამ ვალერიაც კარგი გოგოა თა,შენ სხვა ხარ,მაგრამ ჩემ მომავალზეც ხომ უნდა ვიზრუნო თაა?? ვალერიაში კი ჩემს მომავალს ვხედავ. მომავალიო,გული ლამის გამისკდა,აღარ მესმოდა მისი არცერთი სიტყვა. ვერც მის მკლავებს აღვივამდი მწარედ რომ მიკრავდა გულში. ის მომავალზე ფიქრობდა და ამაში მე ვუშლიდი ხელს. ერთიანად ჩამომექცა თავზე ყველა ილუზია,რომ ჩვენ ერთად ვიქნებოდით სამუდამოდ. რომ ვერავინ გაგვყრიდა. უკვე დარწმუნებული ვიყავი,მის ტელეფონში ვალერიას ფოტო უფრო მეტი იყო,ვიდრე ჩემი. უკვე ვიცოდი,მასზე უფრო მეტჯერ ქონდა დანარეკი,ვიდრე ჩემთან. თან რა მწარედ,რაა მწარედ ვიგრძენი ეს ყველაფერი თქვენ არც კი იციცთ. ვერც კი გრძნობთ ეხლა როგორ მტკივა. ჩემსა და ვინის შორის სხვას ვგრძნობდი და ეს მიწვავდა სულს. მართალი იყო,რა მეთქვა,რა მეპასუხა. მართალი იყო. წმინდა წყლის სიმართლეს მაბობდა და ეს უფრო მკლავდა. -შენ თავს გეფიცები თა,შენზე მეტად არ შემოვუშვებ ჩემში არავის.-ბოლოს მომწვდა მისი სტყვები. უხმოდ მოვშორდი,სამზარეულოში გავედი,მისთვის გადანახული პიცის საინს ხელი მოვკიდე და ოთახში შევუტანე. -შენ შეგინახე,ვიცოდი,სადაც არ უნდა ყოფილიყავი,არაფერს შეჭამდი.-უემოციოდ ვუთხარი და ოთახი დავტოვე. მხოლოდ დაწოლის შემდეგ გავაანალიზე,რომ ჩემს ფეისბუკზე იყო და ფოტოებს ათვალიერებდა. ჩემს და მის ფოტოს. ყველაზე მეტად რომ მიყვარდა. მე და ის,ხელიხელჩაკიდებულები რომ ვიყავით,უკან კიდე გერგეტის სამება მოჩანდა..... ამ დღის შემდეგ აირია ყველაფერი. თუმცა აირია ცუდი ნათქვამია. ყველაფერი იმაზე კარგად იყო,ვიდრე ამას ოდესმე წარმოვიდგენდი. ვინის თავისი საქმე ჰქონდა,მის ცხოვრებაში ვალერია აქტიურად გამოჩნდა. იმ დღის შემდეგ ხშირად გვიწევდა შეკრება მხოლოდ მე,სკუნსის და გიგილოს.| იიყო შემთხვევა,ლექსოს გადავაწყდი ქუჩაში,მომიკითხა,კაფეში დამატიჟა,მაგრამ მზად არ ვიყავი. არ შემეძლო ესე ერთიხელისმოსმით შევხვედროდი მას. მეგონა ამით ვინის ვუღალატებდი. იმედს გავუცრუებდი. არ მინდოდა ისე მოვქცეულიყავი,როგორც თვითონ მომექცა. გუშინ ვნახე ტელეფონში.. 21 ჯერ ჰქონდა ჩემთან დანარეკი. 34 ვალერიასთან. ვიცი,მეტყვით,უაზზრო ახირებაააო,მაგრამ ხომ დამპირდა.. იმედს ის მაძლევდა,რომ ჩემს ფოტოს არ შლიდა პროფილიდან. არც მისი ნოუთბუქის ეკრანიდან გადაუყენებია ჩემი და მისი ფოტო,ამჯერად მუცოში. ვეჭვიანობდი,სულის შემძვრელად ვეჭვიანობდი. ვგრძნობდი ეს ბოლოს მომიღებდა,მაგრამ არ შემეძლო სხვანაირად. ვეჭვიანოდი ყველა მის სახლიდან გასვლაზე. ვეჭვიანობდი ყველაფერზე.. მესაკუთრე ვარ,ეგოისტი,ყველაზე საშინელი მესაკუთრე მთელ მსოფლიოოში. მინდოდა მხოლოდ ჩემს გარშემო ეტრიალა. ისე მივეჯაჭვე მოგონებებს,ისე მოვეწებე ფიქრებს,მახსოვრობას. ყველა დღეს ვიხსენებდი რაც ერთად გვქონდა გატარებული. ბაღიდან მოყოლებული. მტკიოდა ეს მოგონებები,ყველა მისი ნათქვამი მიყვარხარ გულს მიწვავდა,რადგან ვიცოდი,ახლა მის მიყვარხარს სხვაც იზიარებდა. ვერავის ვერ ვუმელდი ფიქრებს,ეს უფრო მტანჯავდა. სიხარულით ვხვდებოდი ვალერიას ყველა ვიზიტს სახლში,მაგრამ გულში.. გულში ეგოიზმი მქონდა.. მთელი ინტერესით ველოდი მის დაბადების დღეს. წესი გვქონდა,რუტინა,რომ აუცილებლად,ყოველ მიზეზ გარეშე,დღის ბოლოს უნდა გვემღერა. არ ვიცი რატომ,მაგრამ მისი პირველი დაბადებისდღიდან მოყოლებული ასე იყო. მაშინ,როცა უკვე დაშლას აპირებდა ხალხი,ჩვენ ავიდოდით სცენაზე და ვმღეროდით. შეიძლება არავის არ მოწონებოდა,მაგრამ ჩვენ გვიხაროდა. ერთი კვირით ადრე დავიწყე მომზადება. რესტორანი დავჯავშნე. კაბა ვიყიდე. სტუმრებს შევუთანხმდი. პროცესში ვალერიაც აქტიურად ერთვებოდა. -შენი აზრით რა შეიძლება ყველაზე მეტად მოეწონოს,სუნამო თუ საათი??-ერთ დღესაც ვალერია მეკითხება. -არ უყვარს საჩუქრები.-მოკლედ მოვუჭერი.-მაინც თუ გაინტერესებს,სუნამოს მხოლოდ ჩემ ნაყიდს ისხამს,სააათს რაც შეეხება,ძალიან ბევრი აქ,ასე რომ რამე უფრო საინტერსო მოიფიქრე.-ირონიულად გავუღიმე. სულ რამდენიმე საათი იყო დარჩენილი დაბადების დღის შემოსვლამდე. 12 საათს სულმოუთქმელად ველოდი. შინ არ იყო. მაგრამ ვიცოდი,რომ აუცილებლად მოვიდოდა 12 მდე. „გილოცავ,ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ამ ცხოვრებაში.პირველადაა,როცა პირადად არ გილოცავ დაბადების დღეს,ვიმედოვნებ,რამე უფრო საინერესოთი ხარ დაკავებული. მიყვარხარ და მეყვარები ყოველთვის. გაცნობის დღიდან ბოლო ამოსნთქვამდე. მინდა იყო ბედნიერი,სამწუხაროდ,უჩემოდ გიწევს ბედნიერება,მაგრამ შენ თუ ბედნიერი ხარ,მეც ბედნიერი ვარ. არვიცი სახლში რამდენად მოხვალ. თუ მოდი,არ გამაღვიძო,არ მინდა.“ ზუსტად 12 ზე,ცრემლიანი თვალებით ძლივს ავკრიბე შეტყობინება და გავაგზავნე. როგორ ვიმედოვნებდი,როგორ მჯეროდა რომ მოვიდოდა.. მაგრამ.. მხოლოდ ძილში,ჩუმად,ალბათ სიზმარში ჩამესმა მისი ხმა:“მიყვარხარ თა,მადლობა.“ დილით გავიღვიძე თუარა,მის ოთახს მივაშურე. არ მინდოდა,მარტო შეტყობინებით შემოვფარგლულიყავი. დაუკაკუნებლად შევედი,ჯერ კიდევ ეძინა. დამეღიმა. მისი სუნი ხარბად შევისუნთქე და შევუწექი,თბილ ზურგზე მაგრად მივეკარი. ცოტა შეფხიზლდა,მაგრამ არ გაღვიძებია,გადმობრუნდა,ჩამიხუტა და ძილი გააგრძელა. სუნთქვაშეკრული,გაუნძრევლად ვიწექით ნახევარი საათი. არ მინდოდა გაღვიძებოდა,მონატრებულს მომენტი გამეფუჭებინა. ისე მენატრებოდა მისი სითბო,ჩახუტება.. ისე გადავეჩვიე მთელი 2 თვე,რომ ვერ ვძღებოდი მისით. ასე მიხუტებულებს,მეც ჩამთვლიმა. ორივე კი ზარმა გაგვაღვიძა. არ უპასუხა,მე მიყურებდა. ჩემი მზერით,კუთვნილი თბილი მზერით. -გილოცავ დაბადებისდღეს.-მისით მონუსხულმა ბოლოს ვუთხარი და უფრო მივეკარი. -მადლობა.-თბილად მიპასუხა და თავზე მაკოცა... უკვე ჩემად დავიგულე,როცა ტტელეფონდა ისევ დარეკა. ამჯერად უპასუხა,ფეხზე ადგა და ჩაიცვა. მეც უკან მივყევი,სამზარეულოში გავედი და ჩაი დავადგი. -ხო დალევ?? -რა თქმა უნდა-ღიმილით მიპასუხა და მაგიდასთან ჩამოჯდა,ფეხზე აუდგომლათ მაგიდიდან ყველი და კარაქი გამოიღო. -20 გახდი ხო??- -ვითომ არ იცოდე.შენზე მთელი 1 წლით უფროსი ვარ.-სიცილით მიპასუხა. უხმოდ ვისაუზმეთ. უთქმელად დავრეცხე ჭურჭელიც. -დღეს 7 ზე ხო იცი?? -რა თქმა უნდა,შენ რითი წახვალ??-გვერდითა ოთახიდან გამომზახა. -შენ არ გამიყვან?-წარბშეკრული დავადექი თავზე. -რავიცი,ვალერია უნდა წამოვიყვანო,თუმცა შენც გამოგივლი კაცო. -არა,იყოს-გულჩამწყდარმა ჩუმად ვუპასუხე.-გიგილოს ვეტყვი. -როგორც გინდა.-მხრები აიჩეჩა და კომპიუტერს მიუბრუნდა. გული ისევ იმით დავიმშვიდე,რომ ეკრანზე ისევ ჩვენი ფოტო ეყენა. ______________________ რესტორანში ყველაფერი ათიანზე დამხვდა,ცოტა ადრე მივედი,რათა საბოლოოო შტრიხები შემეტანა. გრძელი შავი კაბა მეცვა,გვერდზე ახსნილი,წინ ამოღებული. ტუჩები წითლად შევიღებე,მუქი მაკიაჟი გავიკეთე,ჩემი ფავორიტი შანელის უმაგრესი ფეხსაცმელები ჩავიცვი,მის დიორი კიდევ ერთხელ დავისხი და სტუმრების მოლოდინში იქვე ჩამოვჯექი. დროის გასაყვანად ტელეფონში დავიწყე ყურება.. ხან ფოტოები ვნახე,ხან ძველ შეტყობინებებს გადავხედე. ამასობაში სამეგობრომაც მოვიყარეთ თავი და მათ მოლოდინში წუთების თვლა დავიწყეთ. წამით უკან შევბრუნდი,როცა ტაშის ხმამ ისევ შმომაბრუნა. კარებთან ჩემი ბიჭი იდგა. ძალიან,ძალიან,ძალიან სიმპათიურად,ძალიან მომხიბლავი სიცილით.. გვერდით კი გოგო ედგა,კარგა ხანი ვცდილობდი მასში ვალერია ამომეცნო. გოგოს მოკლე კაბა ეცვა,გრძელ ფეხებს კიდევ უფრო სილამაზეს არაჩვეულებრივი ფეხსაცმელები სძენდა. მუქი ქერა თმა თავისუფლად აეწია ზევით. კარგახნის თვალიერების შემდეგ რუსული აქცენტით იცნო. ტირილი მოუნდა,ისეთი ისტერიკული ტირილი.. რატოომ? ის ხომ ასეთი ლამაზი იყოოო.. ისე უხდებოდა ერთმანეთს წყვილი.. ყველა ღიმილით სეხვდა მათ,სიხარულით მიულოცეს ვინის დაბადების დღე. სიხარულის ნიღაბი აიფარა სახეზე თათიამაც. არა და ახლა ვალერიას მაგივრად ის უნდა მჯდარიყო ვინის გვერდით, მართალია,მეორე მხარე ცარიელი იყო და ვინი ეუბნებოდა დაჯექიო,მაგრამ არ დაჯდა. არ უნდოდა ფოტოში ერთად გამოჩენილიყო სამული,ამიტომ სკუნსიის მიუჯდა გვერდით. -რა გჭირს შენ,რა ძალით იცინი??-ცოტა ხნი შემდეგ ვინი წამოადგა თავზე და ჩუმად ჩაჩურჩულა. -ვა ახალი სუნამო გასხია??-ეუცხოვა თათიას სურნელი. -ხოო,ვალერიამ მაჩუქა,მოგწონს??-ღიმილით შეხედა. -მეგონა კენზო არ გიყვარდა.-მწარედ ჩაეღიმა.-ბოლო წლები სულ ჩემს ნაჩუქარ სუნამოებს ისხამდი. -ხო,მაგრამ მგონი არცისე ცუდია.-მხრები აიჩეჩა ვინიმ და მის ადგილს დაუბრუნდა. ხო,არცისე ცუდია,რა თქმა უნდა,ვინი-მისთვის დაიწყო ლაპარაკი,ამჯერად ჩუმად.-მისი ნაჩუქარი ყველაფერი მოგეწონება,რა თქმა უნდა.. -გამარჯობათ-ფიქრი ვიღაცამ გააწყვეტინა-საცეკვაოდ დაგპატიჟებდით თუ წინააღმდეგი არ იქნებით. გაკვირვებული მზერა მიაბყრო თათიამ უცნობს. სიმპათიურობით აშკარად არ ჩამოუვარდებოდა ვინის. ეჰ,ცოტა მაინც გავერთობიო,გაიფიქრა თათიამ და უცნობის გამოწვდილ ხელს ღიმილით ჩაჭიდა მისი და საცეკვაოდ გავიდნენ. -მთელი საღამო თვალს არ გაშორებთ,ძალიან ლამაზი ხართ.-საუბარი წამოიწყო ბიჭმა და მის სუსტ წელს ნაზად შემოხვია ხელი. -მადლობთ-ღიმილით უპასუხა თათიამ../ -რა გქვიათ?? -თათია,თქვენ? -აჰ,მე ლაშა,სასიამოვნოა,შემთხვევით თქვენი დაბადების დღე ხომ არ არის??-ბიჭმა ღიმილით გახედა. -არა,ჩემი საუკეთესო მეგობრისააა.-ჩუმად უპასუხა და მუსიკის რიტმს აყვა. ცეკვის დამთავრებამდე ხმა არ ამოუღია. მუსიკა როგორც კი დამთავრდა,ბიჭმა მაგიდამდე მიაცილა,გაუღიმა,ხელზე ნაზად აკოცა და დროებით დატოვა. მაგრამ,ვინ დაგაცადა,ახლა ვინი მიუახლოვდა. -გამომყევი-მოკლედ მოუჭრა და გასასვლელისაკენ წავიდა. ესიამოვნა შეზარხოშებულ თათიას ცივი ნიავი. -ეს რა იყო??-როგორც კი არავინ დაიგულა ირგვილ ვინიმ თათიას მკაცრად გადახედა. -რაა??-გაკვირვებულმა გახედა,ვერ გაიგო,რაზე ელაპრაკებოდა. -თავს ნუ იშტერებ,ისედაც იცი რაზეც გეუბნები.-სიბრაზე ვერ თოკავდა ვინი. -რა გინდა ადამიანო ამიხსენი წესიერად.-ხმას თათიამაც აუწია. -რატო ეცეკვე იმ ბიჭს??-ტუჩებმოკუმულმა გადახედა. -შენ გაპათოლოგდი თუ რას გავს ეგ გამოხტომა ეხლა?? -თათიააა.-ხმამაღლა დაუყვირა. -ნუ ყვირი,ისედაც მესმის შენი.ანდაც რა გინდა ვერ გავიგე,შენ თუ გაქ უფლება ვალერიასთან ერთად იცეკვო,იმხიარულო,იცინო,მე რატო არ მაქ უფლებაა?? -ეგ სხვა თემაააა. -რანაირადააა ადამიანო სხვა თემა?ვიღაც ბიჭი მოვიდა,ვიცეკვოთო მთხოვა,ვიცეკვეთ და მორჩა ვსო,რა არის ამაში კატასტროფა???-სიტყვა მესიჯმა გააწყვეტინა,ფეისბუქიდან იყო,გახსნა. მთელი სიბრაზე ერთიანად მოაწვა. დიდხანს უყურა ეკრანს. დიდხანს უცქერდა ვინის პროფილს,რომელზეც ვინის და ვალერიას ფოტო ეყენა. ნახევარი სააათის წინ დადებული. თავი მაქსიმალურად მოთოკა,ტელეფონი გამორთო,ვინის ღიმილით ახედა,ხელჩანთიდან პატარა ცელოფანი ამოიღო. -თაზო.-პირველად ბავშვობის მერე მიმართა მისი ნამდვილი სახელით-შენ პირობა გატეხე,დღეს,ჩემთან ნარეკი იმაზე ცოტაააა,ვიდრე ვალერიასთან. დღეს შენ მე აღარ გახსოვარ. სახლში გვიან მოდიხარ,რაც შენს არყოფნას უდრის.-ცრემლებით,ტკივილით სავსე მზერით უყურებდა მის საყვარელ სახეს და განაგრძობდა.-ჩემი ფოტოები,ჩვენი ფოტოები იმაზე ცოტაა,ვიდრე შენი და ვალერიასი,დღეს ბოლომდე მქონდა იმედი,რომ ვიმრერებდით,მაგრამ ამასაც არაააქ აზრი,რატო?? ზუსტად ნახევარი სააათის წინ,ჩემი ჩვენი ფოტო გადაააყენე და ტქვენი დადე.ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს,რადგან დამპირდი,რომ ასე არასდროს მოიქცეოდი,თაზო,ვიცი,არასწორი ვარ,მაგრამ ეგოისტი ვარ,საშინლად ეგოისტი,მხოლოდ ერთს გთხოვ.-ხელოფანი ძლივს გავხსენი და იქიდან შავი სამაჯური ამოვიღე.-მთელი ერთი კვირა ამას ვაკეთებდი.-ღიმილით დავხედე ჩემს ნაწვალებს.ერთი პატაარა წვეთი შემთხვევით დაეცა შავ ძაფს.-არაფერს აღარ გთხოვ,სულაც ამოგიშლია ყველაფოტო,სულაც გონებიდან წაგიშლივარ,მაგრამ თუ ოდნავ გიყვარვარ,თუ ოდნავ მცემ პაატივს,თუ ჩვენი 19 წლიანი თანაცხოვრება ოდნავ მაინც განაღველბს,ეს არასდროს მოიხსნა ხელიდან.-ტკივლიანი ღიმილით ავხედე,ჩემი ხელით გავუკეთე სამაჯური და ასე,მოაჯირს შეყინული დავტოვე ჩემი ვინი,ჩემი თაზო. ______ სრული ტრაგედია მოხდა. აარა,ეს ტრაგედიაზე მეტია. ეს უფლის უარყოფას უდრიდა. მან მე უარმყო. ასე,ერთი ხელი მოსმით. მაგრამ.. ყველაფერს ისევ მე ვართულებ. ის ბედნიერია. მე ეგოისტი. ვერ გავუძელი რომ დროს მასზე ხარჯავდა.| რომ ჩემ გარდა სხვაც უყვარდა. განა არ შემეძლო ეს დამევიწყებინა და ბედნიერად გამეგრძელებინა ცხოვრებაა?? განა ხო შეიძლებოდა არ დამეთვალა ზარები,არ მიმექრია ყურადღება ფოტოებისთვის და ვყოფილიყავი მასთან. მაგრამ არა,ვერ შევძელი. ეგოისტი ვარ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჩემი ეგოისტობით გავაფუჭე საქმე. ჩემი ეგოისტობით გავაჩინე უდიდესი ბზარი ჩვენს შორის. ამ ბზარს კიდევ ვერანაირი დრო ვერ ამოავსებს.. ეგოისტი ვერ აიტანს უყურადღებობას. ეგოისტი ეგოისტია. _____________ დილის 4 საათი იქნებოდა,ნაცნობი სახლის ჭიშკარი რომ შევაღე. ღრმად ჩავისუნთქე მონატრებული ჰაერი. ჩემოდნები იქვე ეზოში მივყარე და კარები შევაღე. დედაჩემს ეძინა,არც კი იცოდა რა მოხდა.. არ მინდოდა მისი გაღვიძება. მდივანზე დავწექი და ამდენი ხნის შემდეგ,პირველად დავიძინე მშვიდად. დილით,რა თქმა უნდა,დედაჩემის კივილმა გამაღვიძა. -ვაიმეეე თათიააა.-თავზე დამკიოდა და თან ცრემლებს იწმენდდა. -რა გაკივლებს დედაა.-ძილბურანიდან გამოვერკვიე და დედას ჩავეხუტე. -აბა,აქ რა გინდა ქალბატონო??-მას შემდეგ რაც ხვევნა-კოცნას მორჩა,დაკითხვაზე გადავიდა. -არაფერი არ მკითხო რა-ხასიათი წამსვე წამიხდა,ცრემლებმაც დაიწყეს დენა.-უბრალოდ,დედააა,ვინიიი იმ გოგომ წამართვააა.-შეკავებული ემოციები ერთიანად ამოვუშვი ყელიდან. -რასქვია წაგართვა??-დედა გაკვირვებული მიყურებდა. -ჩვეულეებრიივააად-სლუკუნით ვუპასუხე.-ისე წამართვა არც უკითხავსსს. -თათიაა,მგონი გაგიჟდი. -ხო,დედა გავგიჟდი,გაგიგიჟდა ერთადერთი შვილი,ვინიმ გააგიჟა და იმ ვალერიანმაააა. -თათია ამიხსენი წესიერაად.-დედას მოთმინების ფიალაც აივსოო. ჰოდა,დავჯექი,კარგად მოვკალათდი,ცრემლებიმოვიწმინდე და დავიწყე ყველაფრის მოყოლა,ყველა წვრილმანით. დააახლოებით ნახევარი სააათი გაუჩერებლად ვლაპარაკობდი. ბოლოს სიტყვებსაც ვერ მოვუყარე თავი და დედას ჩავეხუტე. -ესეც ვიცოდი,ვიცოდი რო აუცილებლად მოხდებოდა ეს. -რა დედა,რა იცოდი?? -რომ შეგიყვარდებოდა.-ცრემლიანი თვალებით გადმომხედა და ოთახიდან გავიდა. მთელი წუთი მიტრიალებდა დედას ფრაზა თავში. შეგიყვარდებოდა. მე ვინი. ვინი-ვირი. არა აბსურდია. უტოპიააა. შეუძლებელია. არარსებულია. მე ვინი?? ღმერთო ჩემო ეს სასაცილოც კია. მე შემიყვარდებოდა ადამიანი,რომელიც მთელი ცხოვრება ჩემზე ზრუნავდა,რომელმაც მისი მთელი ბავშვობა ჩემთან ერთად გაატარა,ვინ უნდა შემყვარებოდა??ადამიანი,რომელიც სულ ჩემს გვერდით იყო???არააა,არ შეიძლება შემყვარებოდა ვინი,რომელიც გამუდმებით ჩემს პრობლემებს აგვარებდა,რომელიც წამში ერთხელ მიმეორებდა,თუ როგორ ვუყვარდი,ვინ უნდა შემყვარებოდა??თაზოო?? რომელიც ახლა იმ ვალერიასთან ერთადაა??? შემიყვარდა. ფარხმალი დავყარე. ცალსახააა ეს. შემიყვარდა ადამიანი,რომელიც ყველგან,ყველა სიტუაციაში,ყველა ასპექტში ჩემს გვერდით იყო. ისე შემიყვარდა,ისე მიყვარდა,გულიც ვეღარ უძლებდა. ყველა ჩახუტება ამეწვა. ყველა მისი „მიყვარხარ“ მახრჩობდა. ვინი. _____________________ როგორ მიჭირს უმისობა ვერ გადმოვცემ.. ვერ აგიხსნით ყველა იმ გრძნობას,რასაც ამწამებში განვიცდი. ყველა ნივთი,ყველა ადგილი,ყველაფერი მის თავს მახსენებს. აი ზუსტად ამ ოთახში,15 წლის წინ,მედა ვინი ხელიხელჩაკიდებულები ვიდექით და ველოდებოდით დედებს,რომლებიც პირველად წაგვიყვანდნენ სკოლაში. 17 წლის წინ,ეზოში,მე და ვინი პირველად შევხვდით ერთმანეთს. აი ეს ნახატი მან მაჩუქა,4 წლის წინ,ჩემს დაბადების დღეზე. მახსოვს,ქალაქში ვსეირნობდით,ამ სურათს რომ წავაწყდი,ისე მომეოწნა,ლამის გავგიჟდი,1 კვირაში კი მაჩუქა. აი ხო,ზუსტად ეგ ეგ ჩანთან ვინის ნაყიიდია. რომელიღაც მოდელს დავუნახე სურათში,მეორე დღეს კი ვინიმ ესეც მაჩუქა. ყველაფერი ძვირფასი,ყველაფერი უმნიშვნელო,მნიშვნელოვანი,არაღირებული,ღირებული მის სახელს უკავშირებდა და ეს უფრ მიღვივებდა გულში გრძნობას. სადაც არ უნდა გავიხედო,ყველგან მას ვხედავ. ყველგან მის სუნს ვგრძნობ. ჩემს ტანსაცმელზეც კი. უკვე ჩვევად მექცა,ტელეფონში ფოტოების დათვალიერება და ყველა იმ წუთის გახსენება,რაც მას უკავშირდება. ყველა ტკბილი მოგონება მასთან ასოცირდება. ყველაფერი კარგი ვინიდან მოდის. თქვენი აზრით არ შემეხმიანა? როგორ არა. მისი დაბადების დღის შემდეგ აგერ უკვე 1 თვეა გამუდმებით მირეკავს. არც გიგილოს და სკუნსის ზარებს ვპასუხობ. ეხლა უკვე დაზუზსტებით ვიცოდი,რომ ჩემთან ნარეკი უფრო მეტი ქონდა,მაგრამ სამწუხაროდ,უკვე არაფერს ცვლიდა. მე ის უბრალოდ მიყვარდა,ყველაზე ღვთიური გრძნობით,ყველაზე არააამქვეყნიური სითბოთი. _________________________ როგორ არ ვეცადე,მაგრამ ამ დღეს ვერ გავექეცი. 25 მაისი. ამ რიცხვს ყოველთვის გრანდიოზულად ავღნიშნავდით ხოლმე ყველა. კარგი იყო,ზუსტად 20 წლის წინ მე მოვევლინე ქნვეყანას. დილიდან გაუჩერებლად რეკავდა ტელეფონი.. მაგრამ არ დაურეკავს მას. 2 თვიანი რეკვები ალბათ მოწყინდა. ვერც გავკიცხავ. არაა ვალდებული. იქნებ სულაც დაააავიწყდა. ან უბრალოდ აერია,იქნებ დღეს 24 გონია?? ან სულაც არც დაუხედავს რიცხვისთვის და არ იცის,რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა?? არა,არაა,ვინის არაფერი ეშლება. ვინის არ ავიწყდება თათიას დაბადების დღე. 5 წლისას არ დაავიწყდა და 20 წლისას დააავიწყდება?? არა,ვინი ამას არ იზამს,უბრალოდ არ სცალია ჯერ და მაგიტომ ვერ რეკავს. არ აღმინიშნავს,არც მსურდა,აუცილებლობას ვერ ვხედავდი. უმისოდ არცერთი მილოცვის მიღება არ მინდოდა. ბოლო წუთამდე ველოდი,რომ ახლა დამირეკავდა. რომ ახლა მომილოცავდა,მაგრამ არა. ბოლოს ვაღიარე ჩემ თავთანაც,ვინის დავავიწყდი. ______________________ ღამის 2 სააათზე კარებზე კაკუნი გაისმა. ჯერ კიდევ მქონდა თვალები შეშუპებული ტირილისგან. გულისკნკალით მივედი კარებამდე. იქ კი გიგილო დამხვდა. რამდენიმე წამი გაშტერებული ვუყურებდი. თვალებს ვერ ვუჯერებდი. ბოლოს მისმა ყვირილმა გამომაფხიზლა. -თათიააა. ჩავეხუტე. ისე მომნატრებოდა ჩემი მუდამ მხიარული გიიგილო. რაღაცნაირად ვინის სუნი ასდიოდა,ცოტა დავმშვიდდი. -თათია.-კიდევ ერთხელ დამიძახა და ჩემი ხელები კისრიდან მოიშორა. -რა იყო??შემოდი.-მხიარულად შევუძეხი შიგნით. -თათია,სიურპრიზის გაკეთება უნდოდა.-ნელნელა დაიწყო ლაპარაკი გიგილომ,ვატყობდი,ძალიან ღელავდა.-მთელი დღე ითმენდა,რომ არ დაერეკა,9 საათზე გამოვედით თბილისიდან,რომ 12 ზუსტად აქ ვყოფილიყავით,ასე ამბობდა,ვიცი,უკვე აღარ მელისო,მაგრამ მინდა რომ გავახაროვო.-თავლზე მომდგარი ცრემლი ზედის სახელოთი მოიწმინდა გიგილომ-უკვე ჩამოსულები ვიყავით თათია,ძალიან ჩქარა მართავდა,12 წუტები აკლდა,ნერვიულობდა,ვერ ვასწრებო,მალე მისი დაბადბისდღე აღარ იქნება და რა აზრი აქო,ავარიაში მოვყევით,არვიცი მე რა ძალით გადავრჩი,მაგრამ ახლა ვინი ძალიან ცუდათააა,სააავადმყოფოშია,მას სიურპრიზის გაკეთება უნდოდა თათა,შენთვის დაბადების დღის მოლოცვა და ჩახუტება უნდოდა. რა ძალამ დამაყენა ფეხზე არვიცი. იმის მიუხედავად,რომ სრული შოკი მივიღე,მაინც წამოვდექი ფეხზე,მანქანაში ჩავჯექი და საავადმყოფოსაკენ წავედი. არ მიმიქცევია არავისათვის ყურადღება,არც ნაცნობებისთვის,რომლებიც უკვე ჩამოსულიყვნენ თბილისიდან. ჩემს თვალთახედვის არეალში მხოლოდ ვინის დედა იყო. ქალი,რომელიც მთელი ცხოვრება შვილივით მივლიდა. მივუახლოვდი,ცრემლებით სავსე თვალებში ჩავხედე და მწარედ მოვეხვიე. მხოლოდ მისმა ცრემლებმა გამააზრებინა მომხდარი. მხოლოდ მისმა ცრემლებმა მიმახვედრა,რომ შეიძლებოდა ვინი ისე დამეკარგა,მისთვის „მიყვარხარ“ არ მეთქვა. მხოლოდ ახლა გავაანალიზე,რომ წუთიწუთზე შეიძლება ჩემი ცხოვრებაც დასრულებულიყო. დავინახე,რომ სამყაროს ცენტრი ხელიდან მეცლებოდა. ის,რაც სუნთქვის სურვილს მაძლევდა,ახლა სიკვდილს ებრძოდა. ჩემს ვინის ვკარგავდი,ჩემს სიყვარულს. ერთადერთ ადამიანს,რომელიც ლამის ღმერთს გავუტოლე. თეთრს კედელთან მუხლებზე დავეცი. არ მაინტერესებდა,რომ მთელი საავადმყოფო მე მიყურებდა. ხმამაღლა,იოგების ჩახლევამდე ვტიროდი. ღმერთს ყველაზე ხმამაღლა შევთხოვდი მოწყალებას. მისი სიცოხლე მინდოდა. ჩემი ვინის სიცოცხლე მჭირდებოდა. ფიქრებშიც კი ვერ ვუშვებდი,რომ მოკვდებოდა. რომ არასდროს გაიცინებდა. არასდროს გაბრაზდებოდა ჩემს სისულელეეებზე. არასდროს მეტყოდაა „ცოტა ჭამე,თორე გაუთხოვარი დარჩები“ ისე მტკიოდა რეალობა,ისე მშიოდაა ვინის სიცოცხლე. წითლად ვატყობდი ხელის ანაბეჭდებს საავადმყოფოს თეთრ კედებს. ვერავინ ეკარებოდა მგლოვიარე იუბილარს. ყველა მერიდებოდა. სამყარო გლოვობდა. ყველას ტკიოდა მოლოდინის წუთები. მაგრამ ჩემი ტკივილი სულ სხვა იყო. მე სიყვარული მტკიოდა,რაც უფროდა უფრო ღვივდებოდა ორგანიზმში. რამოდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ ექიმი გამოჩნდა. დაღლილი სახით,მაგრამ ბედნიერი მზერით. სიიცოცხლის სურვილმა უცებ იმატა ძარღვებში. სუნთქვის უფლება მივეცი ფილტვებს. -გადავრჩით,საკმაოდ ძლიერი ყოფილა პაციენტი,ტრავმების მიუხედავად,ყველაფერმა კარგად ჩაიარა,უკვე გონს მოვიდა,მაგრამ რეამინაციაში გვეყოლება რამოდენიმე დღე და კიდევ.-ჩემკენ გამოიხედა-თქვენი ნახვა სურს ქალბატონო თათია. უთქმელად მივყევი ექიმს უკან. სანამ კარებს შეაღებდა მომიბრუნდა. -არ გაინტერესებთ როგორ გიპოვეთ??-ექიმმა ღიმილით შემომხედა..-გონს რომ მოვიდა,ასე მითხრა,მოსაცდელში ყველაზე ლამაზ გოგოს უთხარით,რომ მისი ნახვა მინდაო. ღიმილით შევედი პალატაში. თეთრ ზეწარზე ფერწასული ვინი იწვა. რამოდენიმე სააათში საოცრად შეცვლილი მეჩვენა,გამხდარი იყო თითქოს. ნელა მივუახლოვდი საწოლს,მეგონა ეძინა,მაგრამ არა,როგორც კი მივუახლოვდი თალები ნელა გაახილა. როგორ მომნატრებოდა მისი თვალები. მისი მუდამ სითბოთი გაჟღენთილი თვალები. ისე მინდოდა მოვხვეოდი,მაგრამ თავს ვიკავებდი,რკინის სახელურებს ხელებს მაგრად ვუჭერდი. -თააა.-მისუსტებული ხმით ძლივსგასაგონად დამიძახა.. -აქ ვარ ვინ,ჩემო ბიჭო აქ ვარ. -თა,გილოცავ დაბადების დღეს ერთი დღით გვიან. -ნუ ლაპარაკობ რა ბევრს.-თვალცრემლიანმა მის სახეს დავუწყე მოფერება,ყველაზე საყვარელ ნაკვთებს-არ შეიძლება,გადაიღლები. -შენი სიყვარული უფრო მღლის თა ვიდრე ლაპარაკი.-თბილად ამომხედა. გამეღიმა. -ჩუ,არაფერი თქვა-სიყვარულით სავსემ მივუგე,დაღლილ შუბლზე ვაკოცე.-დაიძინე ეხლა,დაისვენე კაი? -ჩემ თავს გაფიცებ თა,ხოარსად წახვალლ??? -შენ თავს ვფიცავარ ვინ აქ ვიქნები როგორც კი გაიღვიძებ. გამოსასვლელად ვემზადებოდი,როცა პალატაში თმაგშლილი,სუსტი გოგო შემოვიდა. ვალერიად წოდებული,უკრაინის წარმომადგენელი. გული საშინლად შემეკუმშა. მისი ტკივილი თალწინ დავინახე. მასასც ტკიოდა ვინი. ჩემთვის არც კი შემოუხედავს,აირებული მივარდა ვინის. გულმა ვერ გაუძლო,პალატა დავტოვე. ___________ სიმართლე მეძავივითაა,ყველას უნდა,მაგრამ არავის უყვარს. შიშველი სიმართლის წინ აღმოვჩნდი ჩემდაუნებურად. არ მინდოდა ვინიზე მიცემული სიტყვა გამეტეხა. როგორც კი გაიღვიძა,იქ დავხვდი. მაგრამ შემდეგ წავედი. მე დარჩენა არ შემიფიცცია მისთვის,ამიტომ წმინდა ვარ. საავადმყოფოს დატოვებისას თვალწინ მედგა მისი მაჯა,შავი სამაჯურის გარეშე.. ____________ ცხოვრებაში ბევრი გაუთვალისწინებელი რამ ხდება. აეა,სულ მიყვარდა ყველაფრის წინასწარ დაგეგვმა,მაგრამ..როგორც სჩანს,სულ ტყუილად. ყველაფერი არასდროს ხდება ისე,როგორც ჩვენ გვინდა. ბავშვობიდან წამებით მქონდა განსავღვრული ვინისთან გასატარებელი საათები. ვიცოდი,მის გარეშე გატარებული ყოველი დღე ღალატის ტოლფასი იყო,ჩვენთვის. ერთხელ,როცა დახჩობას გადამარჩინა,შევფიცეთ ერთმანეთს,რომ სულ,რაცარუნდა მოხდეს,ერთად ვიქნებოდით.. გასაჭირში ერთმანეთს დავუდგებოდით გვერდში,მაგრამ.. მე რო მიჭირს ეხლა,ისე არასდროს გასჭირვებია ქვეყნად. არვიცი რას შევადარო ტკივილი,რომელსაც ამწუთებში განვიცდი. გულის აჩქარებულ ფეთქვას მოევლება. მაგრამ გრძნო ბებს რა ვუყოთ. ისე მტკივა,ისე მინდა,ეხლა,ამ წამს,მის გვერდში დგომას ვგრძნობდე. მაგრამ რეალობას უკვე ვეღარ გავექეცი. ვინისთან ერთად დროის შეგრძნებას ვკარგავდი,ახლა ზუსტად გამოვთვალე ყველა წუთი,რაც ცრემლისღვრაში გავატარე. უკვე მთელი თვე გავიდა მისი ავარიიდან,ჩემი დაბადების დღიდან.. ყოველი მისი გადადგმული ნაბიჯი ვიცი,მაგრამგული მტკივა,რომ იქ არ ვარ. მგონია რომ არ ვჭირდები,ის ყავს,ვალერია თუ ვალერიანი. გიგილო და სკუნსიც ჰყავს,მე რაღათ ვუნდევარ..| ____ თბილი საღამო იდგა,სასოწარკვეთილება ვერ დავამარცხე. ერთიანად მივეჯაჭვე მის მარწუხებს. როგორ არ ვეცადე,მაგრამ ვერ ვაღწევდი მას თავს. ჩემდაუნებურად შევდიოდი დღის განმავლობაში 24 ჯერ მის გვერდზე. წუთში 60 ჯერ ვათვალიერებდი მის ყველა ფოტოს.. ვერ ველეოდი ვერცერთ მოგონებას. ვერ ვიმეტებდი წასაშლელად ვერცერთ ფოტოს და ეს უფრო მიკლავდა გულში ყველა იმედს გამოცცოხლების. მის ხმას ვისმენდი ჩანაწერებში და ეს ცოტა მშველოდა. წამებით დავიზეპირე ვიდეო,სადაც მეუბნებოდა,თუ როგორ ვუყვარდი.. ის ვიდეო იყო,18 წლის რომ გავხდი,საოცნებო კონცერტის ბილთები რომ მაჩუქა,სიხარულით ცას რომ ვეწიე,მასაც გაუხარდა რომ გამიხარდა,მიყვარხარო მითხრა და ჩამეხუტაა... ახლაც,ასე მოგონებებით სავსე მივუყვებოდი ხიდს. თეთრ მოაჯირს ხელით დავეტყრდენი და ჩუმ მდინარეს გავხედე. ღამის ელფერს საოცრად ერწყმოდა სასოწარკვეთილების კივილი სულიდან. გაუაზრებლად ავღმოჩნდი თეთრ მოაჯირზე. წნასწორობას მისი ხმა მანარჩუნებინებდა. აი თურმე სად მივყავართ ოცწლიან გზას.. ხიდის მოაჯირამდე. სიყვარულის მარწუხებს უფრო მივყავართ ხიდამდე,გზას კიარა. უიმედობას და არა სიმარტოვეს. -თა-გვერდიდან მომესმა ნაცნობი ხმა,ვიფიქრე,ალბათ ისევ მომელანდათქქო,იმდენად მივეჩვიე ღამე სიზმრებში მის ხმას.. -ხო ვინ.-ავყევი ლაპარაკს,მინდოდა,ისევ მომესმინა მისი ხმა. -ჩამოდი თა.-შეხებაც ვიგრძენი. ტონი მეუცხოვა. ვინი ესეთი აღელვებული ხმით არასდროს მელაპარაკება ხოლმე. ხმის მიმართულებით გავაყოლე მზერა. ჯერ კიდევ მოაჯირს ვიყავი შეყინული. ჯერ კიდევ არ ვყავდი სიკვდილს გადაფიქრებული,როცა აშკარად გავიაზრე,რა მაგრამ ვეჭირე ვირაცას ქვევით. სიბნელეში,ლამპიონის მკრთალ შუქრე წყლიანი,მონატრებული თვალები გავარჩიე. -ვინ,ნახე?? მოაჯირმა ჩემმამდე მოგიყვანაა.-ისევ არ მეჯერა მისი იქ ყოფნა. -თა,მოდი ჩამოდი,ქვევით ვილაპარაკოთ მაგაზე კაი? -კარგი რამეა ეს ხიდის მოაჯირი,სულ ასე ხდება ხოლმე ზღაპრებშიც,უაზრო მოთხრობებშიც,როცა ვინმე მოაჯირზე ავა,ყოველთვის მოვა ხოლმე მისი სატრფო და გადაარჩენს,მერე ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად. -დიდხანს ცხოვრებას ვერ შეგპირდები თა თუარ ჩამოხვალ. -ვინ,შენ გჯერა სიცოცხლის??-ქვევით ცავხედე ნერვიულ ვინი. -მე შენი მჯერა თა,შენი და სიყვარულის.და კიდევ კავკასიონის,იბერიის გაბრწყინების. -არა ვინ,შეცდი,ადამიანს მხოლოდ მოაჯირის უნდა სჯეროდეს.-თავლი ისევ სიბნელეს გავუსწორე,ნელნელა რეალურობას უბრუნდებოდა ხიდდთან მდგარი გოგო-ბიჭი.-მხოლოდ მოაჯირს შეუძლია ცხოვრებისულ გზას მმიზანი მისცეს,ახალი სიცოცხლე შობოს,მოაჯირთან ხდება ასე,დასაბამიდან. -თა,გინდა,სულ,სულ ბავშვობიდან დავიწყოთ??გონება გადავტვირთოთ და ყველაფერი ხელთავიდან დავიწყოთ??დასაბამიდან,მოაჯირიდან დავიწყოთ.-ვინის აღტკინებული ხმა მესმოდა ქვევიდან,ისე ჩამოვედი,მისი ხელი არ მომიშორებია ხელიდან. რეალურად შევიგრძენი მისი შიში და მოკანკალე ჩემი სხეული. სიკვდილს გადაფიქრებული გონება. -თაზო,გიყვარვარ??-პირისპირ დავუდექი და თვალებში ჩავხედე,რომც არ ეთქვა,ისედაც ნათელი იყო,ხელზე ჩემი სამაჯური ეკეთა. -დასაბამიდან უსასრულობამდე.ხიდის მოაჯირიდან ბოლო ამოსუნთქვამდე. __________________________________________________ დასაწყისში ვახსენე,ცხოვრებას ადამიანი მას შემდეგ იწყებს,რაც გულში სიყვარულს იგრძნობს მეთქი და მართალი ყოფილა. ჯერ კიდევ ურწმუნომ დავწერე თავში,ბოლოში იმდენად მწამს გრძნობის,რომ სიტყვების კიარ კმარა. ისიც დავწერე,ორი მხარე აქვსთქო. ერთს ბედნიერებამდე მივყავართ,მეორეს მოაჯირამდეთქო. თურმე მესამე მხარეც ყოფილა. მესამე ორივეს აერთიანებს,მოაჯირსაც,სადაც სიკვდილია ჩაასაფრებული და სიყვარულსაც,რომელიც ბედნიერებას უდევს საფუძვლად. დასაბამიდან ასე იყო,ადამიანის გაჩენიდან დღემდე,მოაჯირი,სულ დამუხტული იყო ენერგიით,რომელიც სიკვდილშებყრობილ ხალხს ანდამანტივით იზიდავდა. მთავარი მხოლოდ ერთია,აი იქ,ქვევით,ვინ გეჭიდება გადასაფიქრებლად. ვის უჭირავს შენი ათრთოლებული სხეული და ვინ გახსენებს ყველა ბედნიერ წამს. ვინი ჩემთვის სიცოცხლის წყარო იყო დაბადებიდან. მხიარულად დავიწყეთ და მოაჯირამდე მიგვიყვანა გზამ. თუმცა,არ ვუჩივი ბედს. თუ სიკვდილს ბედნიერებამდე მივყავართ,დაე ცხოვრების გზამაც მიმიყვანოს ხიდის მოაჯირამდე. ვინი იყო ჩემთვის დასაბამი,ვინი იყო ჩემთვის ყველა ბედნიერების სათავე და მჯერა,ასე იქნება უკუნესამდე. ________________________________________________ ჰეი ბარემ ერთიანად დავდებთქო,გავიფიქრე და მგონი ცოტა გაგანაწყენეთ კიდეც ლოდინით. იმედია,ერთიანად უკეთესად აღიქვამთ იმას,რისი თქმაც მინდოდა. არ დანებდეთ არავითან შემთხვევაში,იმ მომენტშიც კი,როცა იმედს კარგავთ. ნუ დაელოდებით მის "გამოფხიზლებას",იაქტიურეთ,სიყვარულისთვის იბრძოლეთ. ნუ გაყვებით გზას ხიის მოაჯირამდე. თქვენი მონა-მორჩილი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.