შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამჯერ ნაჩუქარი სიცოცხლე! -მიყვარხარ.. (თავი 1)


15-08-2015, 14:41
ავტორი babi phoenix
ნანახია 2 736

Flashback
ეს ყველაფერი ბავშობიდან დაიწყო, დედამ სიცოცხლე მაჩუქა, 9 თვე მუცლით მატარა, შემდეგ ხელში, მთელი ცხოვრება კი გულში ვყავარ..
5 წლის ქეთა კიმერიძე ვიყავი, როდესაც დედას სტუმრები მოსდიოდნენ, ყველა მეფერებოდა და რაღაცას მჩუქნიდა, ჩემი ოქროსფერი კულულები და ცისფერი თვალები მუდამ ყურადღების ცენტრში იყო.. მათი სახეები ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ ჩემი ქვეცნობიერიდან მხოლოდ ერთი არ წაშლილა, კატოს(დედას) მეგობრის შვილი ნიკა..
კარგად მასოვს, როგორ მამწარებდა, მის გამო თითქმის სულ ვტიროდი, ლოყებს მილურჯებდა და სულ მაწვალებდა.. მე კი ხშირად წუწუნით მივსულვარ მშობლებთან და ტირილით მითქვია, ნიკამ ეს ქნა ნიკამ ის ქნა, ისინი კი მხოლოდ იცინოდნენ, არცერთი არ ვისჯენოდით და ბოლოს ორივე მართლები გამოვდიოდით..

არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც მან ჩემი კარტოფილი და შოკოლადები შეჭამა, ცხარე ცრემლებით ვტიროდი სანამ დედამისმა ახალი ტკბილეული არ მიყიდა.. ახლა რომ ვიხსენებ სახეზე ღიმილი მომდის, ახლა ვხვდები რა პატარები ვიყავით იმ ყველაფრის გაასაანალიზებლად რაც მაშინ ხდებოდა..

ყოველ დღე ერთი და იგივე რამ ხდებოდა, ჩემი ტირილი და ნიკას გახარებული სახე.. ნელნელა ვეჩვეოდი ამ ფაქტორს და მის "მაიმუნობებზე", იმაზე რომ საჭმელს ხშირად მიჭამდა იმის გამო რომ გავემწარებინე შევეჩვიე და რეაქცია აღარ მქონდა..
ასევე ჩემს დაბადებისდღეზე განმეორდა იგივე, ტორტის ყველაზე დიდი ნაჭერი ნიკამ მოიპარა, მაშინ მე 6 წლის გავხდი ხოლო ნიკა 7ის იყო.. მაგრამ ვერ ვიტყვი ძალიან მეწყინა თქო, საჩუქრად გულის ყელსაბამი მაჩუქა, მაშნ ვერ ვხვდებოდი თუ რად მინდოდ, მაგრამ დრო ყველაფერს მახვედრებდა..

დედამ როცა სკოლაში შემიყვანა ნიკას ნახვის საშვალება აღარ მქონდა და ასე თუ ისე მოვისვენე მისი სისულეებბისაგან.
პირველი დღე სკოლაში! დიდი თეთრი შენობა, პატარა და დიდი ბავშვები, უამრავი ბიჭი და გოგო ირეოდა, დიდი ქალები, რომლებსაც მასწავლებლები ერქვათ.. მეგონა აქ ყველა ერთად რამის სათამაშოდ ვიყავით მაგრამ როდესაც წიგნები მოგვცეს მიხვდი რომ სკოლა ცოდნის მისაღებად იყო და არა სათამაშოდ და გასართობად..
პატარაობიდანვე კარგი მოსწავლე ვიყავი,მასწავლებლები მუდამ მაქებდნენ, ასევე ახალი იდეების მოფიქრება ჩემი სტიქია იყო და ამის გამო ყურადღებას ხშირად ვიქცევდი..

------
წლები გარბოდა, მეტი მომეთხოვებოდა და ჭკუაც მემატებოდა, იმდროისათვის მე-2 თუ მე-3 კლასსში ვიყავი.. სკოლიდან სახლში დაღლილი დავბრუნდი როდესაც დედამ შემდეგი სიტყვებით დაიწყოო..

-ქეთ მოხვედი? რახდებოდა სკოლაში? ჭამე და სტუმრაად უნდა წაგიყყვანო..
-კი მოვედი, ისეთი არაფერი და სტუმრად სად მივდივართ?
-ნიკასთაან და მარისთან.(ნიკას დედა იყო (არის) მარი)
-დე რამდენი ხანია არ მინახია იქნება ვერ ვიცნო..
-დიდად არ შეცვლილა, მიდი მოემზადე..
-დე თავი რომ მტკივა? ვერ წამოვალ ბოდიში რა..

მოკლედ რომ ვთქვათ იმ პერიოდში დიდად ვეცადე და თავი ავარიდე სტუმრად წასვლას.. მთელი დღე წიგნებიდან თავი არ ამიწევია, მეორე დღეს კი ყველაერში კარგი ქულა მივიღე..

სწავლას განვაგრძობდი, ნიკა კი არსად ჩანდა, ის თავის მე კი ჩემს სკოლაში ვიყავი და არცერთს არ გვეცალა ერთმანეთის მოსაკითხად..

-----
პ.ს ახალი ისტორია .. იმედია ამაზე მაინც იაქტიურებთ და მოგეწონებათ, ხვალ დიდ თავს დავდებ უფრო და არ დავაგვიაანებ დადებას..



№1  offline მოდერი sopiko

სიუჟეტი რაღაც არეულია, შეეცადე დაიხვეწო, ველოდები შემდეგს...

 


№2  offline წევრი babi phoenix

sopiko
სიუჟეტი რაღაც არეულია, შეეცადე დაიხვეწო, ველოდები შემდეგს...

მადლობა რომ კითხულობ.. <3

 


№3 სტუმარი nini tsiklauri

Dzaan magariiaa piradad mee dzaan momwons

 


№4  offline წევრი babi phoenix

nini tsiklauri
Dzaan magariiaa piradad mee dzaan momwons

დავდე და ნახე <3 მეორედა მესამე ერთად დავდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent