შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადზე ტკბილო (2)


15-08-2015, 20:44
ავტორი მთვარეული
ნანახია 1 717

აი უკვე ჩემი ბინის წინ ვდგავარ და მერვე სართულზე ერთ-ერთ ფანჯარას მივჩერებივარ.
ეზოში მსხდომები კი გაკვირვებულები მიყურებენ და თითქოს ცდილობენ გაიხსენონ საიდან ვეცნობი.უცებ ჩემი კარისმეზობელი თინანო გამოეყო მოხუცებს და ჩემკენ წამოვიდა.
_ვაიმე სანდრა შენ ხარ.
_გამარჯობა თინა ბებო.
_ვაიმე სანდრა.
მითხრა და ჩამეხუტა მეც მოვხვევდი ხელებს რომ არაა ჭრილობის გაუსაძლისი ტკივილი.
_თინანო გამიშვი მტკივა.
ვუთხარი სიმწრის სიცილით.
_რაიყო ბებო რა დაგემართა?
_არაფერი შემო ხათუსთან მერეე და მოგიყვებით.ხო სახლშია?
_არაა ბებო ჯერ სამსახურშია.წამო სანამ მოვა ჩემთან შემო ანიც აქააა.
_უჰუ რა კარგია.
ვთქვი და ლოყაზე ვაკოცე.
_ალექსანდრა ჩამოვიდა!!ჩვენი გიჟი დაბრუნდა.
იყვირა თინა ბებომ მე კი მის ამ საქციელზე გამეცინა. ჭრილობამ თავი შემახსენა და ღიმილიანი სახე ეგრევე დამისერიოზულდა.უცებ თოკა დავინახე და დავუძახე.
_ტიგინ!
უფრო ხმამაღალ ლაპარაკს უფრო წააგავდა ვიდრე დაძახებულს,მაგრამ თოკამ ეგრევე დამინახა და ჩემკენ ოდნავ გაოცებული და გაახარებული წამოვიდა.
_ალექსანდრა შენ ხარ?
_მოჩვენება დაინახე?
_არ მჯერა..აბა გამარტყი!
მეც ხელი ავირე და ყბაში ვუთავაზე,მაგრამ მწარედაც ვერა ჭრილობა მტკიოდა.
_ვაიმე ალექსანდრა! არ არსებობს! ვაიმე არ მჯერა!!! ეს რას მოვესწარი!
უცებ მომვარდა ჩემი ზუგრჩანთა ძირს დავარდა მე კი წამში ჰაერში აღმოვჩნდი.
_ბიჯო ნელა ჭრილობა არ გამეხსნას.
_რა ჭრილობა?
ეგრევე დასერიოზულდა.
_წამო ავიდეთ თინანოსთან და მერე გეტყვი.შემოთავაზება ხო ძალაშია ბებო?
_კი წამოდით შვილო,სანამ ხათუნა მოვა.ისე არაფერს არ გაჭმევდნენ შვილო ჯარში?გამხდარი ხარ.
მითხრა სერიოზული ხმით და კიდევ ერთხელ ამათვალიერა.
_რატო თინანო მოხდომია ავღანეთი,თან ნახე ფორმა როგორ უხდება.
_მიდი რაა ამიყვანე თოკა.
_ჰა?
_ხელში ამიყვანე და ისე ადი რა მერვეზე.ხო იცი კლაუსტროფობია..
_ოხ სანდრა სანდრა.
_არაუშავს პაწა ღიპი დაგდებია და დაწვავ კალორიებს.
ვუთხარი და პრესზე მივარტყი ხერლი.
_რავი ლაპარაკის ხასიათზე ძაან ხარ და ოთახამდე ვეღარ ახვალ.
_მეშინია ჭრილობა არ გამეხსნას თორე კიდევ ერთ ოპერაცის ვეღარ გავუძლებ.
_ერთ გამაგებინა რა დაგემართა რო გააწყალე გული შენი ჭრილობით.ხო ვიცი ეხლა იქნება რაღაც პატარა ნაკაწრი და გააბუქებდი.
თოკა როგორც იქნა მორჩა ლაყბობას და ხელში ამიყვნა.თინა ბებო ლიფტით ავიდა და კარები გააღო.სანამ თოკა აბობღდებოდა მანამდე ანის ცივი ყავაც გაუკეთებია და ნამცხვარიც დაუჭრია.
_ვაიმე ისტერიჩკა დაგვიბრუნდა.
თქვა ანამ და რომ მივხვდი შემოხტომას აპირებდა ეგრევე ვიკივლე.
_ანაა შემოხტომა არც გაბედო.ჭრილობა.
ანაც გაჩრედა.მოკლედ ავუხსენი ყველას რა და როგორ მოხდა.თინანომ სულ სახე იხოკა ეს რა დაგმართნიაო.ანა მის დამშვიდებას ცდილობდა თოკა კი გახარებული მიკრავდა გულში.როგორ მიყვრადა ესენი.
შვიდის ნახევარი იყო და თინანომ გამომხედა.
_ალექსანდრა როგორც წესი დედაშენი 10 წუთში უნდა მოვიდეს უკვე.
_კარგი მაშინ კარებთან დაველოდები.თოკა შენ რა ქენი იცი?
ცოტახანს ჩავფიქრდი მერეე კი წამოვიძახე.
_ნუ კაროჩე მოვიფიქრე.სასტავი შეკრიბე შენთან და მეც ამოვალ რაა.
ჩემი გეგმით აღტაცებულმა თოკამ შუბლზე მაკოცა.
_კაი მე წავედი და მერე ტაქსით მოდი,ან თუნდაც გამოგივლით შენ და ანას.
შუბლზე კიდევ ერთხელ მაკოცა და წავიდა.მე კი კარებთან ჩემი ზუგრჩანთა დავაგდე და ზედ დავჯექი. დედას დავუწყე ლოდინი და როგორც იქნა ლიფტი გიღო და ორი ცელოფნით ხელდამშვენებული დედაჩემი დავინახე.ჩანთაში გასაღებს ეძებდა და თან ბუტბუტებდა სულ ასე როგორ მემართებაო.მეც გამეღიმა და დაველოდე როდის შემამჩნევდა.
გული ამიჩქარდა რომ წარმოვიდგინე როგორ ჩავეხუტებოდი.სახეზე ნაოჭები მომატებოდა და როგორც ჩანს თმაც შეუღებია მუქ წაბლისფრად.გასაღები კარებს მოარგო ისე რომ მე ვერც კი შემამჩნია.მეც როგორც მჩვევია უკნიდან მივეპარე და კისერში ვაკოცე.ვიგრძენი როგორ გაუფართოვდა თვალები მერე კი მისი ცრემლი ჩემს ხელზე დაეცა და მივხვდი რომ დავაშავე,ვიეგოისტე და პრობლემებს დავემალე და არ მიფიქრია იმაზე თუ აქ მყოფებს რა ტკივილს მივაყენებდი.
ჩემსკენ შემოვაბრუნე და ცრემლები კოცნით ამოვუშრე.ის კი მხოლოდ სანდრას იძახდა და მეხვეოდა.უცებ ჭრილობაზე მოუხვდა ხელი და ამოვიკვნესე.ჩემს ამ ქცევაზე თავი ამოწია ჩემი კისრიდან და თვალებში შემომხედა.მერე თითქოს დაიჯერა მე რომ ვიყავი და ლამის მოსაბრუნებელი გამიხდა. მერე გონს მოეგო და სახლში შევედით.ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფი დედაჩემი მდივანზე იჯდა და აქეთ-იქეთ დაბნეული იყურებოდა.
_დეე მომენატრე.
ვუთხარი და ჩავეხუტე.
_ალექსანდრა,ჩემო გოგოვ! როგორ გაზრდილხარ!
მითხრა და გამიცინა.
_თან ეს ფორმაც როგორ გიხდება.
_მითხრა და გაეცინა.
_ხათუ მშია.
დავარღვიე ეს სენტიმენტალური სცენა და გავეკრიჭე.
_შენ სულ როგორ გშია.
მითხრა სიცილით და ლოყაზე მაკოცა.
_როგორ მოხდა რომ ჩამოხვედი?
მითხრა ჭამის დასრულების მერე დედამ.
_დამჭრეს.
_ვაიმე.
შეკივლა დედაჩემმა.
_არაფერია უკვე ოპერაცია გამიკეთეს და ყველაფერი კარგადაა.
_აღარ გაგიშვებ.
_რომც გამიშვა ვეღარ წავალ..აღარ წამიყვანენ.
_როგორ გამიხარდა რომ ჩამოდი!
კიდევ ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ მერე კი თოკამ დამირეკა.
_ისტერიჩკა აბაა გელოდებით ჩამოდით.
_ხო იცი ვერ ჩამოვალ და ამო და ჩამიყვანე.
_კაი მოვქრივარ.
ხუთ წუთში უკვე მანქანაში ვიჯექით.
_არა რა რო წარმომიდგენია რა სახეები ექნებათ უკვე სიცილისგან ვიგუდები
სიცილით თქვა ანიმ და მე მომაშტერდა.
_ისე შენთვის ამდენი მოძრაობა შეიძლება ამ ჭრილობით?
_ნუ არაა მაგრამ ერთი დღე რა უჭირს..მერეე კი მომიწევს დაწოლა რომ არ გაიხსნას.
_ისა და მე ასე უნდა გათრიო ზემოთ-ქვემოთ?
_არაა სანამ არ მომირჩება მანამდე უნდა ვიწვე და ერთხელ ამიყვანთ და მორჩა.
ვუთხარი და გავეკრიჭე.
_შენ ბინაში გადახვალ ხო?
_ხო იქ მირჩევნია.თან მაინტერესებს როგორ გამოვიდა.
_მე მომწონს.
_შენ რა იქ იყავი?
_ხო მუშები ხომ უნდა გამეშვა თან ავეჯიც მიოვიტანე.
_უხ ჩემი ბიჭი.
ბინაშიც მივედით და თოკამ ხელში ამიყვანა.კიდევ კარგი მისი სახლი მეორე სართულზეა და მალევე ამიყვანა.კარები ელამ გააღო და ისეთი კივილი ატეხა მემგონი მთელმა ბინამ გაიგო.
_რა იყო გოგო მოჩვენება დაინახე?
გამოვარდა სამზარეულოდან გუგა.
_ვაიმე მელანდები?
_ჰე შემომიშვებთ ეხლა?სად შემიძლია ამის ამდენ ხანს ხელში დაკავება?
თქვა უკმაყოფილოდ თოკამ და სახლში შევიდა.
ყველა მომეხვია.ბექა დავინახე მდივანზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.მის დანახვაზე სახეზე ფერებმა გადამიარეს..ტკივილი ?არაა ტკივილი არ მიგვრძნია,უბრალოდ მოულოდნელი იყო და თოკას გადავხდე გაბრაზებულმა მან კი თავი დამნაშავესავით ჩახარა და თვალებით მანიშნა მერე აგიხსნიო.თორნიკედან მზერა ერთ გოგოზე გადავიტანე რომელიც ბექასთან მისკუპებულიყო.
_ხო გაიცანი ეს თეაკოა ბექას ცოლი.
ცოლზე მწარედ გამეცინა და ხელი გავუწოდე.
_ალექსანდრა ბექას ყოფილი საცოლე.
აივანზე გავედი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.პუფში მძლივს ჩავჯექი და სიგარეტს მოვუკიდე.აივანის კარები გაიღო მაგრამ არც დავინტერესებულვარ ვინ იყო.
_ალექსანდრა მომენატრე.
_ჰაჰ სასასცილოა ბექა სასაცილო შენ ცოლი გყავს!
_ისევ მიყვარხარ!
_გახსოვს როგორ მიყვარდი?
_კი,გიჟდებოდი ჩემზე!
_ხო,გახსოვს როგორ მენატრებოდი?
_კი,სიგიჟემდე გენატრებოდი ხოლმე.
_ხო,გახსოვს როგორ მინდოდა სულ ერთად ვყოფილიყავით?
_კი სულ მაგას მეუბნებოდი.
მეორე ღერ სიგარეტს მოვუკიდე და გავაბოლე.
_ბევრს ეწევი.
მისი ნათქვამი დავაიგნორე და გავაგრძელე.
_გახსოვს როგორ მჭირდებოდი?
_კი,არასდროს მიმალავდი..სულ ჩემი ერთგული იყავი და ყოველთვის გიყვარდი.
_ხო და ის თუ გახსოვს როგორ მიმატოვე?
_ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი.
_ის თუ გახსოვს სულ შენზე რომ ვფიქრობდი?
_კი და ახლაც ასეა?
_მაშინ დებილი ვიყავი,ეხლა გავიზარდე და ჭკუა ვისწავლე.
_აღარ გიყვარვარ?
_მიყვარხარ? და ის ტკივილი არ მკმარა რაც შენ მომაყენე ოთხი წლის წინ მაგ სიყვარულის გამო?მეზარება შენთან ლაპარაკი.
აივნიდან გავედი და ბავშვებს შევუერთდი.შევედი და ვიღაც უცხო ბიჭი იჯდა.
_ალექსანდრე გაიცანი ეს ალექსანდრაა
თქვა ფხუკუნით ნატაშკამ.
_სასიამოვნოა.
მხოლოდ ეს ვუთხარი და პუფზე მოვკალათდი.ნიკა დამახტა.
_აეე ბიჯო ჭრილობა.
_რა ჭრილობა?
ეგრე ცქვიტა ყველამ ყურები.
_აბაა ეს თავისი ნებით ჩამოვიდოდა?
სიცილით თქვა თოკამ.
_აქ სასაცილოს ვერაფერს ვხედავ.
შეუღრინა ნიკამ.
_კაგით რა იყოთ არაფერია ისეთი უბრალოდ დამჭრეს და მალე მომირჩება.პროსტო ბევრი არ უნდა ვიმოძრავო რაა.
_რას ქვია დაგჭრეს და ისეთი აარფერია.
_ზატო მაგის გამო "დამბრაკეს" და ვეღარ წავალ.
_ერთი მოდაზე აყოლილი გოგო ხარ.მოდის გამო წადი ჯარში რომ მაგარი გოგო გამოჩენილიყავი.
გავიგე თეაკოს ხმა.ეხლაც,რომ ბექას გვერდით იჯდა და ხელი ქონდა მოხვეული.
_უკაცრავად?
_რა უკაცრავად?სიმართლე მწარეა არაა?წახვიდოდი გორში..იქნებოდი ექვსი-შვიდი თვე და რომ ჩამოხვიდოდი მაგარი გოგოს სახელი გექნებოდა.
დაიწყო თავისი წიკვინა ხმით ლაპარაკი!
_ერთი წუთით კარგად მომისმინე!თეაკო ხარ თუ ვინც ხარ სულ არ მაინეტერესებს.დავიწყოთ იქედან,რომ მე იმის გამო არ წავსულვარ,რომ მერე ამით მებლატავა,არც გორში ვყოფილვარ საყვარელო და არც შვიდი თვით წავსულვარ.
_აბაა რისთვის წადი.
_ბექა გააჩუმე ეგ შენი ცოლი.
დაიყვირა ნიკამ!
_არა აცადე ილაპარაკოს.
_ერთი მოდაზე აყოლილი მაიკოს ფულებით გათამამებული გოგო ხარ!
ეხლა კი თავი მართლა ვერ შევიკავე და მთელი ხმით დავუყვირე.
_გიკრძალავ გესმის?გიკრძალავ მამაჩემზე რაიმეს თქმას!ასე ძალიან გაინტერესებს რა მოხდა?ოთხი წელი ვიყავი წასული ავღანეთში.ხო ოთხი წელი და არა შვიდი თვე და ეს იმის გამო არ გამიკეთებია რომ მერე ამით მებლატავცა!თუ ესე ძალიან გაინტერესებს რატომ წავედი ამის მიზეზი შენი აწ უკვე ქმარი ბექაა..
ვუთხარი და თოკას ოთახში ავედი.უკან ნატაშკა გამომყვა.
_სანდრა.
_რა არის?
_არ მიაქციო ყურადღება.
_არაა იცი რას ვერ ვგებულობ?რატომ აგდია ეს ორი არსება აქ? რატომ უნდა იყოს აქ ბექა და მისი ცოლი.
_არ ვიცოდით შენ თუ მოხვიდოდი თორემ არც იქნებოდნენ.ბოდიში რომ გული გატკინეთ.
_მე გული არ მტკენია,არც არაფერი საქმე არ მაქვს არც ბექასთან და არც მის ცოლთან.მაგრამ უფლებას არ მივცემ რომ მამაჩემის სახელი რომელიმემ ასეთი ფორმით ახსენოს!
ეს ვთქვი და ვაგრძნობინე რომ მეტი არაფრის თქმას არ ვაპირებდი.ისიც ადგა და გავიდა,მე კი მთვარეს ავხედე და სობრანიე ამოვიღე მოვუკიდე და გამეცინა,ჩემს ცხოვერბაზე გამეცინა.
უკვე დაწყნარებული გავედი ისევ სასტუმრო ოთახში.ბექა და მისი ცოლი წასულიყვნენ..სუფრაც აელაგებინათ.
_აუ რატო აალაგეთ მე რო მშია.
_ვაიმე გადამალეთ საჭმელი!
იყვირა ანიმ.იმ ვიღაც ალექსანდრესკენ გამეხედა და შევხედე როგორ გაკვირვებული მიყურებდა.ეტყობა გაუკვირდა ჩემი ხასიათის ასე უცებ ცვლილება.
_აუ მშიათქო და არ მაჭმევთ?
_შემოდი მერეე.
გამომყვირა საჭმლით პირგატენილმა ნიკამ.
_უჩემოდ ჭამ?არ გაპატიებ!
მეც სამზარეულოში შევედი და საჭმელს შევექეცი.მთელი საღამო ალექსანდრეს ენა არ გაუჩერებია,სულ ხუმრობდა და იცინოდა.იოლად გამოვნახეთ საერთო ენა.ბევრი ვილაპარაკეთ,გავიხსენეთ ძველი ამბები და ვერც გავიგე ისე მოვიდა ღამის სამი საათი.
_აუ თოკა მიდი რა სახლში წამიყვანე.
_ჩემთან დარჩი რა დღეს.
_არ მინდა მარტო ყოფნა მირჩევნია.
_კარგი მაშინ სანდრექსა წაგიყვანს მაინც შენს ზემოთ.
_ძალიან კარგი.
_ხო მართლა თოკა შენი მაისური მათხოვე რამე რაა.
_რად გინდა მოგენატრე და უნდა შეისუნთქო ჩემი სურნელი?
_თავგასიებულო ხო იცი არაა რო არ მიყვარს ეს საღამურები.
_ხო მარა მე ისიც მიკვირს მაიკითაც რომ წვები.
_ნუ რას ვიზამთ ჭრილობას ისე ვერ დავტოვებ თორემ ჩემი წრიალის ამბავი ოხო იცი?ბინტი გამეხსნება.
ვთქვი და გავიცინე.თოკამაც მისი შავი მაიკა მომცა.
_თუ რამე დამირეკე.
კარებში მდგომს მითხრა ნიკამ და შუბლზე მაკოცა.
_ჰე ალექსანდრე ამიყვანე ეხლა.
ვუთხარი ალექსანდრემ გაკვირვებულმა გამომხედე.
_კაი რაა ლიფტი არ მუშაობს?
_ეშინია.
თქვა ნიკამ და სიცილით მოგვიხურა კარები.
_უხ ალექსანდრა რა გინდა ხვალ ვერ ავდგე ლოგინიდან?
_მიდი ნუ გეზარება.
მანაც ხელში მიყვანა და სირბილით ჩამატარა ორი სართული.
_არ დამამტვრიო.
_ნუ ეგშინია კატასავით ცხრა სიცოცხლე გაქვს და მაინც გადარჩები.
_უკვე რვა.
სიცილით ვუთხარი და ნაიარევზე ვაჩვენე.
_მართალი ხარ.
მითხრა და ღვედი გადამიკრა თვითონ კი მანქანას მოუარა და დაქოქა.
_სეიგი მეცხრეზე ცხოვრობ ხო?
_ხო.
_აუჰჰ ამხელა მასას რა აგიტანს მეცხრემდე.
_ ნუ ხარ შენ ენა მწარე.
_რას იზამ სიმართლე მწარეა.
_ჩემი მუშტიც მწარეა იცი?
ვუთხარი გაბრაზებულმა და მუშტი მოვუღერე.მას ამაზე გაეცინა და გზას გახედა.
_რა გაცინებს იცი ამ მუშტს რა შეუძლია?დაგაგდებს მიწაზე და ცემაში ამოგხდის სულს.
_კი როგორ არაა.
სწრაფად დაყავდა და მალევე მივედით.ამიყვანა და ბინაში ლოგინზე დამსვა.
_მადლობა.
_მუდამ შენს სამსახურში მიგულე რიგითო გასვიანო.არადა პირიქით არ უნდა იყოს?
_ნუ ეს დროებითია თორემ მერე ჩავდგები სამეგობროს სამსახურში.
_ისე ასე დაგაქვეითეს სამშობლოს სამსახურიდან სამეგობროს სამსახურში რომ ჩამოგიყვანეს?
მითხრა სერიოზული ხმით,მაგრამ ლოყა მაინც ჩაეჩუტა.
_ნუ რას ვიზამთ ასეც ხდება.
ვუთხარი სიცილით.
_კარგი ძილინებისა.
_ტკბილი ძილი.
_არ გამაცილებ?
_არაა მეზარება.
_ზარმაცო,კარები მაინც გადაკეტე.
_არასოდეს ვკეტავ.
_იქნებ მოგიტაცონ.მაგრამ ისე მეც მაგარი ვარ რაებს გეუბნები,შენნაირი ქაჯი ვის რად უნდა ცოლად?
_გაეტიე რა კარში.
ვუთხარი სიცილით.
_ეხლა მართლა წავედი.
_ხო წადი წადი.
ოთახიდან გავიდა მეც მაიკა გადავიძვრე და შეხვეულ ბინტს დავხედე,მაგრამ უცებ ისევ შემობრუნდა ალექსანდრე.
_ხო ძილინებისა.
_შენ კიდევ აქ ხარ?
_ვსიო ეხლა მართლა მივდივარ.
თქვა და გავიდა მეც თოკას მაიკა გადავიცვი და შარვალი მძლივს გავიხადე.ეხლა ნამდვილად არ მქონდა ბინის დათვალიერების სურვილი,თან ნახევრაზე მეტი კედელი თეთრი იყო მოხატვას ვაპირებ და არ მინდოდა შპალერი ასახევი გამხდარიყო,დროს უქმად წაიღებდა.
თახში შევედი და დავწექი.დაღლილს მალევე ჩამეძინა მაგრამ რამდენიმე საათში ჭრრილობის ტკივილმა გამაღვიძა.


P.s.პირევლ რიგში მინდ მადლობა გითხრათ იმ კომენატრებისთვის,ეს საოცარ სტიმულს მაძლევს.
და კიდევ მინდა ბოდიში მოგიხადოთ ამდენ ხანს რომ დავაგვიანე,მაგრამ ვერ ვტვირთავდი,მემგონი რაღაც შეფერხებები იყო.
ნუ მოკლედ ძაან გამიგრძელდა :დ
იმედია ისიამოვნებთ.სიყვარულით თქვენი მთვარეული :დ



№1  offline წევრი mariamii))

კაია ძაან <3 ოღონდ მალ-მალე დადე ხოლმე რა love

 


№2  offline წევრი milangirl

კარგი ისტორიაა ძალიან. იმედია მალე დადებ ახალ თავს

 


№3  offline წევრი Queen ♛

კარგია კარგი ზომის თავიცაა ასე გააგრძელე წარმატებები))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent