შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნატანჯი ცხოვრება (სრულად)


15-08-2015, 20:45
ავტორი უცნობი მეეე
ნანახია 8 451

როგორ დავიღალე ყველაფრით, მეზიზღება ჩემი დაწყევლილი ცხოვრება, უკვე 24 წლის ვარ მაგრამ იმდენად მცირე დღეები მაქვს ბედნიერად გატარებული, რომ ყველა დღე დაწვრილებით მახსოვს. დედაჩემი ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისთვის, რომ მიმეღო უმაღლესი განათლება და ცხოვრებაში ყოველივე საუკეთესო მქონოდა ცდილობდა აღვეზარდე სამაგალითო ადამიანდ, მამაც ცდილობდა ფინანსურად ყველაფერში დაეჭირა მხარი, იმიტომ რომ დედა აიძულებდა. ოჯახური გარემო? პატივისცემა და სიყვარულის გამოვლენა ერთმანეთის მიმართ არასოდეს არ ახსოვდათ მშობლების, გარიგებით ქორწინებაამ აშკარად არ გაამართლა. რაც თავი მახსოვს ჩემს სახლში სულ ჩხუბისა და ყვირილის ხმა ისმოდა. მაგრამ ამის მიუხედავად დედასთან ძალიან მეგობრული და თბილი ურთიერთობა მქონდა. ალბათ იმიტომ რომ მეც ქალი ვარ და ყოველთვის მესომდა დედასი. იმდენად განსხვავებული ადამიანი ვარ ზოგჯელ საკუთარი თავის მეც მიკვირს. ჩემთვის არ არსებობს არც კლუბები, არც ბარები, არც უაზროდ ფულის ხარჯვა მხოლოდ იმიტომ რომ მოდას არ ჩამოვრჩე, ერთი შეხედვით უღიმღამოდ ვცხოვრობ, არასოდეს დავდივარ მოუწესრიგებელი თუმცა ვერასოდეს ვერავინ იტყვის, რომ ზედმეტად ვიყენებ მაკიაჟს ან აქსესუარებს ერთი სიტყვით რომ ვთქვათ ვცხოვრობ ძალიან უბრალოდ და უღიმღამოდ. ახლაც ვზივარ ჰამაკში და ვიხსენებ ჩემ უბადრუკ ცხოვრებას.
14 წლის რომ გავხდი სკოლელმა ბიჭმა სიყვარული ამიხსნა დაბადების დღეზე, მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა რადგან ყველა მის სიყვარულზე საუბრობდა მაგრამ რადგან მე არ მიყვარდა და მხოლოდ ვემეგობრებოდი ურთიერთობა არ აგვიწყვია. 2 თვის შემდეგ როდესაც ჩემთან ისევ მოვიდა ვარდებით და მითხრა რომ არ დაუშვებდა სხვისკენ გამეხედა ისე ვეჩხუბე, რომ მეგობრობაზეც კი უარი ვუთხარი და მის თვალწინ გადავყარე სანაგვეში ვარდები, ეს იყო მისი ბოლო ნახვა. მას შემდეგ ყოველდღე ვნანობ ასე რომ მოვიქეცი, რადგან მეგობრებმა ნახევარ საათში დამირეკეს და მითხრეს რომ იკა და მისი უფროსი მამიდაშვილი ავარიაში მოყვნენ და დაიღუპნენ. ამ ფაქტმა ძალიან ცუდად იმოქნედა ჩემს ემოციურ მდგომარეობაზე რადგან ყველა ჩემსკენ იშვერდა თითს და ყველა მცნობდა გოგოდ რომელზეც იკა სიგიჯემდე იყო შეყვარებული. ოთახიდან აღარ გავდიოდი, ბავშვი რომელიც ცდილობდა მუდამ მხიარული ყოფილიყო ოჯახური პრობლემების მიუხედავად, უცბად დეპრესიამ შთანთქა რადგან, თავს ვიდანაშაულებდი იკას სიკვდილში, ვფიქრობდი რომ მე თუ დავთანხმდებოდი და ჩხუბით არ გავაგდებდი არც გიჟივით ივლიდა. ასეთ მძიმე პერიოდმა მეგობრების დახმარებით მხოლოდ 2 თვე გასტანა.
იკას სიკვდილიდან 5 თვის შემდეგ ჩემმა უბნელმა, რომელიც 18 წლის იყო მითხრა რომ ვუყვარდი, უზომოდ შემეშინდა რადგან ის ჩემზე 3 წლით დიდი იყო და ვიცოდი რომ არც ისე კარგი რეპუტაცია ჰქონდა უბანში მისი ყველას ეშინოდა და პატივსაც სცემდნენ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ რატი მე შემომხედავდა, ის ძალიან სიმპატიური და განსხვავებული ბიჭი იყო სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა, გოგოები ცდილობდნენ თავი მოეწონებინათ მისთვის და მეც მეგონა რომ არც რატი იყო ხოლმე უარზე გოგოებთან, ამიტომ უბრალოდ ავტირდი და გავიქეცი. ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს რადგან ამ დღის შემდეგ რატი ყოველ წამს ცდილობდა გავემხიარულებინე, დაემტკიცებინა რომ ნამდვილად ვუყვარდი და უბრალოდ ჩემი ღიმილი დაენახა როგორც ამას ამბობდა. მან არ ჩაიქნია ხელი ჩემზე და მიხვდა ასე რატომ ვრიყავდი. ის უფრო და უფრო მიახლოვდებოდა და აშკარად თავს მაყვარებდა. ჩემს დაბადების დღეზე 15 წლის რომ გავხდი საათმა 12 ჩამოჰკრა თუარა დამირეკა და მთხოვა ქვემოდ ჩასვლა ბევრი ხვეწნის შემდეგ დამითანხმა და უბრალოდ კართან გავედი. თვალებს არ ვუჯერებდი და სიხარულით გული საგულეში ვერ ეტეოდა რადგან ჩემს წინ იდგა რატი უამრავ წითელ ვარდთან ერთად. გაინტერესებთ რამდენი იყოო? არც მეტი და არც ნაკლები- 154. ვარდები მომაწოდა და მითხრა:
- აქ იმდენი ვარდია რამდენი დღეც მაწვალე და თუ კიდე მასე აპირებ გაგრძელებას იცოდე გავკოტრდები და ღატაკი ქმარი გეყოლება.
- გადაირიე? ეს რაარის?
- შენ გადამრიე ნუცა, უზომოდ შემიყვარდი შენს გარეშე ვგრძნობ რომ ვერცერთი წამი ვერ ვსუნთქავ რითი ვერ დარწმუნდი რომ თავს მაინც არ დაგანებებ და ჩემი დაგერქმევა შენს თვალშიც, გთხოვ აღარ გამაწამო თორემ ჩემები ვეღარ მიძლებენ და მეხვეწებიან ერთხელ მაინც შეგვახვედრე შენც ნუცას რომ როგორმე დავითანხმოთ შენთან ყოფნაზე თორე გააფრენო.
ეს თქვა და თან სიცილი ატეხა. მე კიდე გაშტერებული ვუყურებდი და მარტო შიშს ვგრძნობდი მეშინოდა რომ გული მეტკინებოდა ვერაფერს ვამბობდი ძალები მოვიკრიბე და ერთი სიტყვა ვუთხარი მხოლოდ:
- მეშინია
- ვიცი, ვიცი ჩემო პატარა, მაგრამ გეფიცები იმ ღამეების თენებას, რაც კი მითენებია შენზე ფიქრით, ჩემს კაცობას გეფიცები, რომ არასოდეს გატკენ გულს დაგიცავ ყველასგან და ყველაფრისგან რამაც შეიძლება გულს გატკენს.
ამ დროს ახლოს მოვიდა ვარდები ძირს დადო, ჩემი სახე ხელებში მოიქცია, სახე ახლოს მოიტანა და მითხრა:
- მიყვარხარ ნუცი, შენნაირი ადამიანები დედამიწაზე არ იბადებიან შენ ქალღმერთი ხარ, შეიძლება ეგოისტიც ვარ იმიტომ რომ შენთან შედარებით მე დემონი ვიყავი მაგრამ მიყვარხარ და შენმა სიყვარულმა დემონი რომელიც 18 წელი ჩემში არსებობდა სადღაც გააქრო, უკეთესს მხდი გესმისს? ხელი არ მკრა გთხოვ ნუც მჭირდები? მენდე, უბრალოდ მენდე გთხოვ.(ამ დროს შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა)
თავი ვეღარ მოვთოკე უცბად მაგრად მოვხვიე ხელები და მეც ჩავეხუტე. ეს იყო ერთერთი ბედნიერი დღე რომელიც დამამახსოვრდა. ამ დღიდან მოყოლებული ვხედავდი რამხელა პატივს მცემდა, ვუყვარდი და მაფასებდა. ყოველ წამს ცდილობდა გავებედნიერებინე. ზოგჯელ ისე მექცეოდა ისედაც პატარას თავი უფრო პატარა მეგონა და მწყინდა, რატის თქმით გავებუსხებოდი ხოლმე და ის სიცილით კვდებოდა. არ მპატიობდა გაკვეთილის და მითუმეტეს სკოლის გაცდენას უმიზეზოდ. ამბობდა ნასწავლი უნდა გამოხვიდე რომ შენი თავით და შენი მიღწევებით იამაყოვო. გადიოდა დრო და ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს რატიმაც თავისი გაიყვანა და უსაზღვროდ შემაყვარა თავი. შეყვარელულობის 1 წლის თავზე ოქროს ყელსაბამი მაჩუქა წარწერით ნუცა, ეს ყელსაბამი დღემდე მაქვს შენახული. ასე გადიოდა დროც რატისთან ერთად ბედნიერი წუთებით. ოჯახურ პრობლემებს რათქმაუნდა არასოდეს არ ვიმჩნევდი, მაგრამ თავის გასაკეთებელს მაინც აკეთებდა და ხასიათს მიფუჭებდა. დედიკოს ძალიან უხაროდა ჩემი ბედნიერი სახის დანახვა და რატით ამაყობდა რატომღაც ძალიან ენდობოდა. ალბათ იმიტომ რომ არცერთი ღამე სახლში არ დამიგვიანია, ზაფხულში მაქსიმუმ 11-ზე სახლში მაცილებდა თან დამრიგებლურად მიხსნიდა, რომ გვიანია და გარეთ აღარ უნდა იყო არავის მივცემ უფლებას შენზე ზედმეტი თქვასო. სამაგიეროთ სანამ არ დავიძინები ყოველ წამს ამ მწერდა ან მელაპარაკებოდა.
გადიოდა თვეები და ვგრძნობდი რომ რატი ჩემი ჰაერი გახდა. მისგანაც იგივეს ვგრძნობდი რაც უზომოდ მაბედნიერებდა. ჩემი და რატიას ერთად ყოფნიდან დაახლოებით წელიწად ნახევრის ან ცოტა მეტი დროის შემდეგ ოჯახში ძალიან დაიძაბა სიტუაცია, ერთერთი ჩხუბის დროს დედას გულმა დაარტყა როცა გაიგო, რომ მამა ჩვენგან წასვლას აპირებდა საყვარლის გამო. ეს იყო დღე როდესაც ჩემ ცხოვრებაში ერთდროულად იმდენი შავი ფერი შემოიჭრა, რომ ვატყობდი ვგიჟდებოდი. სწავლაზე ხელი ავიღე, აგრესიული გავხდი, სულ ვყვიროდი და ვჩხუბობდი, რატი ცდილობდა წამით არ დავეტოვე, მაგრამ იმდენად ცუდად ვიყავი სახლიდან გავაგდე, კიდევ მოვიდა 2 დღის შემდეგ და წყნარად ავიხსენი, დრო მჭირდება რომ ჩემი გონება დალაგდესთქო. ისიც წავიდა... ეს იყო ყველაზე სულელური ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში. ბევრი რომ არ ვილაპარაკო იმ საშინელ მოვლენებზე რასაც ასეთ ასაკში მშობლის დაკარგვა ჰქვია, მოკლედ გეტყვით რომ ნერვოპათოლოგის დახმარება დამჭირდა, ძალიან მალე მამამ დამისვა და მითხრა რომ მას უყვარდა ქალი, რომელიც სახლში უნდა მოეყვანა და უნდა მიმეღო, რადგან მასაც ქონდა ბედნიერების უფლება. მე გავშრი ვერაფერი ვერ ვუთხარი უბრალოდ ოთახში შევიკეტე და ყველაფერი დავამტვრიე იქამდე სანამ მამამ კარი არ შემოამტვრია. მამამ ერთი გამარტყა, მომაძახა რამდენის უფლებას აძლევ თავსო და გავიდა, 1 კვირაში იმდენად დავიკელი წონაში, რომ სიმახინჯე გავხდი. ის ეშხიანი და ლამაზი ბავშვი სადღაც ჯანდაბაში მყავდა მოსროლილი და სულ არ ედარდებოდა ეს მამას. ნანა სახლში მოიყვანა დედიკოს სიკვდილიდან 2 თვის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში რატიმ ბევჯელ სცადა დამლაპარაკებოდა მაგრამ მე არ ველაპარაკებოდი. როცა ჩემი დაქალი მომიგზავნა მაშინ ვილაპარაკე პირველად ასე რატომ ვიქცეოდი. ახლაც მახსოვს ჩვენი საუბარი:
- ნუც ასე არ შეიძლება ჩემო ძვირფასო ნახე რას დაემსგავსე ადამიანად აღარ ვარგიხარ, რატიმ რა დაგიშავა? ამით შენს თავს სჯი თუ რა ხდება? გთხოვ მითხარი რამე, ნუ ხარ სულ ჩუმად გთხოვ, ხომ გითხრა ექიმმა რომ გარეთ გასასვლელად თავს ძალა უნდა დაატანო, უნდა ეცადო ვინმეს მაინც დაელაპარაკო, ასე ხომ ლაპარაკიც დაგავიწყდება?
- არ მინდა სალომე, არც გარეთ გასვლა და არც ლაპარაკი. შენ რაიცი რას ნიშნავს დედის დაკარგვასთან ერთად უახლოესი მეგობრის დაკარგვა? რომ იცი რომ ვეღარასოდეს ნახავ, ვეღარ ჩაგეხუტება და ვეღარ გაგიღებს კარს. შენ რაიცი რა სიმწარეა ასეთი დედის სიკვდილიდან 2 თვის შემდეგ სახლში გველი დედინაცვალი? რაიცი რას ნიშნავს ეს ტანჯვა და ტკივილი? რატომ არავის გესმით ჩემი რატომ?
ოთხად მოვიკეცე და ისეთი ტირილი დავიწყე გულს ვეღარ ვიბრუნებდი, თეო მოვიდა ჩამეხუტა ჩემთან ერთად ატირდა და მითხრა:
- მართალი ხარ ნუც, არ ვიცი რა ტკივილს განიცდი, მაგრამ გულს მიკლავს შენი ამ მდგომარეობაში ყოფნა, არ ვიცი რითი დაგეხმარო და რა გავაკეთო რომ ონდავ მაინც შეგიმსუბუქო ის ტკივილი რაც შენს გულში და სულშია, რომ ვიცოდე რამით შევძლებ დაგეხმარო თავს არ დავზოგავდი, მაგრამ არ ვიცი რა ვქნა ნუც.
- არაფერი არ ქნა თეო, უბრალოდ შეეგუეთ რომ გვამი ვარ და თუ მოგბეზრდებათ გვამის ატანა არც მაგაზე მექნება პრობლემა.
- ნუ ამბობ მაგას გთხოვ დამეხმარე რომ მეც დაგეხმარო.... წამო ჩემთან წავიდეს სოფელში გემუდარები ცოტახანს ნელი ბებოსაც გავახარებთ.
- არ მინდა თე არსად წასვლა აქ დედას სუნი ასდის ყველაფერს.
- კარგი, როცა შენ გენდომება აქედან წასვლა, მაშინ წავიდეთ ოღონდ უნდა დამპირდე რო მაგის დროც დადგება.
- გპირდები თეო გპირდები. მადლობა რო მიტან ასეთ აუტანელს
- ჩემი გადარეული ხარ ნუც და ბოთე გოგო მყავხარ რა აზრები გაწუხებს? ისე იცი რატის როგორ ენატრები? ვერც წარმოიდგენ რამდენ რამეს უძლებს შენი სიყვარულითვის
- მეც ძალიან მენატრება თეო მაგრამ ეხლა მარტო ყოფნა მინდა. მოიცა რას გულისხმობ ატანაში?
ცოტახანი გაჩუმდა და მერე უცემ მომაყარა
- რას უნდა ვგულისხმობდე ენატრები და შენ ახლოს არ უშვებ.
- ცოტახანს დრო მჭირდება თეო ყველა კაცი მამაჩემის ასლი მგონია და არ შემიძლია მასთან ურთიერთობა, იქამდე სანამ ჩემს თავს არ მოვრევი.
- რაა?? რა სისულელეს ლაპარაკობ ნუცი თავად მაინც ხვდები? არ გეწყინოს, მაგრამ სად მამაშენი და სად რატი?
- ხოდა მაგიტომ არ მინდა რატის ნახვა, ვიცი გულს ვატკენ ისე, რომ თავადაც ვერ მივხვდები და მერე ვინანებ, უბრალოდ დრო მჭირდება
- კარგი ჩემო გოგო მაგრამ ეგ რომ რატიმ გაიგოს გულს მართლა ატკენ.
ჩემი და თეოს ლაპარაკიდან 2 დღის მერე ნანამ დამიძახა საქმე მაქვსო იმდენად მეზიზღებოდა ნანა ვერ ავღწერ არაფერი დაუშავებია ჩემთვის რაც სახლში შემოდგა ფეხი ხმაც არ გაუცია ჩემთვის, ალბათ იმიტომ რომ ვერც მხედავდა, მაგრამ მაინც გველად მივიჩნევდი, მისი ბრალი იყო რაც ჩემს თავს მოხდა, რაც დედას დაემართა და საერთოდ მამას გაგიჟება, მაგრამ რომ ვიცოდი რა მოყვებოდა ნანას დაუმორჩილებლობად დათოსგან ანუ მამაჩემისგან გავედი, მანაც არც აცია არც აცხელა და პირდაპირ დაიწყო სისინი
- ნუცა პატარა ბავშვი აღარ ხარ, დღეს რატის დედას ველაპარაკე, იმ თავხედმა შეურაცყოფა მომაყენა და მითხრა რომ შენთვის მეთქვა, აღარასოდეს გაეკაროს რატის ასეთი ოჯახიდან რძალს არ გავიკარებთო, რომც გადაუტრიალოს ტვინი რატის ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ როგორც რძალს და თუ უნდა ჯოჯოხეთური ცხოვრება ცადოსო, მაგრამ მალევე დავუნგრევ ოჯახსო, ჩემს რატის განათლებული და წესიერი ოჯახის გოგო შეეფერება და არა თქვენნაირიო. წარმოგიდგენია იმ გათახსირებულმა რეები იკადრა?
- ნანა, ეხლა მოვიკრიბავ ყველანაირ ძალებს, რომ მშვიდი პასუხი გაგცე და კარგად მომისმენ. აღარასოდეს გაბედო და რატის ოჯახზე ზედმეტი არ დაგცდეს, იმიტომ რომ მართლები არიან ყველაფერში, არც მათი ოჯახის შესაფერისი ვარ მამაჩემისა და შენი წყალობით და მითუმეტეს აღარც რატისი.
ამის თქმა იყო და ისეთი ლოყის აწვა ვიგრძენი სიმწრისგან თვალები გამინათდა, უცბად ყვირილი დაიწყო
- შე გათამამებულო რამდენს მიბედავ? იცი შენ მაგის გულისთვის რა მოგივა?
თავი ვეღარც მე გავაკონტროლე და წამოვხტი, უცბად ყელში ვეცი და ხელებს ვუჭერდი, სად მქონდა ამდენი ძალები არვიცი მაგრამ ფაქტია გონებაზე მისმა ხრიალმა მომიყვანა, გაჩერდიო რო ამბობდა. უცბად ხელი გავუშვი ზიზგით შევხედე და შევაფურთხე, მერე ოთახში გავედი, ჩემი ნივთები რომელიც მჭირდებოდა ავიღე, დედას სურათი ჩავიხუტე და სამი სიტყვა ვთქვი: ,, ღმერთო ძალა მომეცი.“ ამის თქმა იყო და გამოვვარდი სახლიდან, ნანას არც დავუნახივარ ალბათ ისევ ოთახში ვეგონე. სად წავსულიყავი წარმოდგენა არ მქონდა, ერთი ვიცოდი არავის დანახვა არ მინდოდა, ახლა მხოლოდ რატის ჩახუტება მიშველიდა, მაგრამ ოჯახთან ვერ დავაპირისპირებდი, იმიტომ რომ ვიცოდი ბოლოს მაინც დამკარგავდა, რადგან მშობლები მასე ამბობდნენ. ერთი გაფიქრება გავიფიქრე იქნებ ტყუილია და ნანამ მოიგონათქო ან იქნებ რატიმ მოაგვაროსთქო, მაგრამ როცა რატის დედას მოვკარი ეს გამწარებული თვალები და სახე ამარიდა მივხვდი მართალი იყო და რატისთან დარეკვაც გადავიფიქრე, ვფიქრობდი რომ რატის ჩემი სიყვარული მხოლოდ ტვინში და გულში ჰქონდა, მაგრამ მშობლების სიყვარული თითოეულ უჯრედში ჰქონდა გამჯდარი, ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ გავმქრალიყავი.
წავედი, მივედი დიდუბეში და ვუყურებდი რაიონებში გამსვლელ მარშუტკებს, ვფიქრობდი სად ჯობდა წასვლა, რომ ვერავის მოეგნო. თან რატიზე და თეოზე ვფიქრობდი რას იფიქრებდნენ, რა დაემართებოდათ, ვერავინ წარმოიდგენს რად დამიჯდა ამ გადაწყვეტილების მიღება და სისრულეში მოყვანა, მაგრამ ახლა მხოლოდ გაქცევას ვხედავდი გამოსავლად. გადავწყვიტე ხევსურეთში წავსულიყავი, იქ არავინ მიცნობდა ჩავიდოდი და რამეს ვიზავდი მჯეროდა რომ ღმერთი არ გამწირავდა. შატილისკენ ავიღე გეზი წარმოდგენაც არ მქონდა რა უნდა მეკეთებინა იქ მაგრამ მივდიოდი და ცრემლები თავისით მომდიოდა, ისეთ საშინელ ტკივილს ვგრძნობდი ვერავინ რომ ვერ ჩაწვდება თუარ გამოსცდის მაგრამ არავის ვუსურვებ.
ძალიან ვიყავი დაღლილი ამიტომ გვერდით მჯდომ ქალს ვკითხე სად მიდიოდა, რადგან მითხრა შატილშიო, ვთხოვე:
- მეც შატილში მივდივარ, მაგრამ ძალიან ვარ დაღლილი და თუ ჩამეძინა შეგიძლიათ გამაღვიძოთ?
- კი შვილო, მშვიდად იძინე დიდი დროა შატილამდე
- დიდი მადლობა. თბილად გამიღიმა, მეც თავი მინას მივადე, თვალები დავხუჭე და დედა წარმომიდგა თვალწინ, ყელში რაღაც ბურთი გამეჩხირა, ვგრძნობდი დახუჭული თვალები ცრემლებმა როგორ ამივსო, თავი ზემოდ ავწიე, კბილები ერთმანეთს დავაჭირე და ღემად ჩავისუნთქე, არ მინდოდა შესამჩნევი ვყოფილიყავი ვინმესთვის, ძილი დავაპირე მაგრამ რატიზე ფიქრებმა გამიტაცა, გამახსენდა ჩემს გამო როგორ იჩხუბა პირველად ჩემს თვალწინ და შემდეგ რამდენ ბოდიშებს მიხდიდა შენთან ერთად არ უნდა ამეწია ხელიო. მახსოვს კლასელმა მომაცილა სახლამდე და დავალებაზე ვლაპარაკობდით, მაგრამ როგორცკი უბანში მივედით და რატი დაინახა ხელი გადამხვია, იმდენად მეუცნაურა მისი ეს ჟესტი, რომ სწრაფად მოვაშორებინე ხელი და ჩემი მაშინდელი ჭკუით ტაქტიანად ვუთხარი, ხელები ხოარ დაგიგრძელდამეთქი, მანაც ხელი დამიჭირა და მითხრა სალაპარაკო გვაქვსო. რატი ეჭვიანი არ იყო, მენდობოდა და იცოდა რომ გართობაც და მეგობრობაც ზომიერად მჭირდებოდა და მეც არასოდეს ვაჭარბებდი ურთიერთობებში, მაგრამ დაუნახია ლევანმა ხელი მისი დანახვის შემდეგ რომ გადამხვია, მერე ჩემი რეაქცია და კიდევ ხელის დაჭერა მიხვდა რომ არ მესიამოვნა მისი საქციელი და ამის გამო ისე შემოარტყა, წაიქცა. მას მერე ლევანთან ურთიერთობა აღარ მინდოდა. იცოდა როგორ მიყვარდა რატი და ასე მოიქცა. როგორც გავიგე გოგოებისგან მერე თურმე ვყვარებივარ ამიტომ აღარ ველაპარაკებოდი, ზედმეტად არ მინდოდა რატის გაბრაზება. ამ მოგონებებში დაღლილს ჩამეძინა. ვიგრძენი ვიგაც რომ შემეხო მხარზე თვალები შეშინებულმა გავახილე, ისევ თბილად გამიღიმა ქალმა და მითხრა რომ შატილში ვიყავით.
წარმოდგენა არ მქონდა რამდენი საათი ვიმგზავრე, მაგრამ ყველაფერი მტკიოდა. მარშუტკიდან ჩავედი და მიმოვიხედე, იმდენად ლამაზი ბუნება გაიშალა ჩემს გარშემო წამით დამავიწყდა ვინ ვიყავი, რა ტკივილით და რა ხდებოდა ჩემს გარშემო. ღრმად შევისუნთქე სუფთა ჰაერი და თვალები დავხუჭე. უცბად გონებაში რეალობამ გამიელვა თვალწინ და დახუჭული თვალიდან ცრემლი გადმომვარდა, ჩემთვის ჩავიბუტბუტე ,,მაპატიე რატი“ და თვალები გავახილე. მძღოლს ვკითხე უახლოესი სასტუმრო სად იყო და დამანახა იქვე მდგარი სასტუმრო, პირდაპირ აქ ვჩერდებით ხოლმეო მითხრა. გულში ლოცვა დავიწყე, რომ ღმერთი დამხმარებოდა და წავედი. არც ის ვიცოდი ღამის გათენება რა დამიჯდებოდა, არც ის მერე რას ვიზავდი 17 წლის გოგო ამ ადგილას, მაგრამ მართლა ვგრძნობდი ძალებს და თავი ძლიერად მეჭირა. სასტუმროში რომ შევედი მენეჯერი მომიახლოვდა სასიამოვნოდ გამიღიმა და მითხრა:
- მოგესალმებით, მე სასტუმროს მენეჯერი გახლავართ, რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
- გამარჯობათ მაინტერესებს ღამის გათენება რა ჯდება თქვენთან 1 ადამიანისთვის?
- მხოლოდ ღამის გათენება 20 ლარი, დღეში ერთჯრად კვებასთან ერთად 30, ორჯელად ჯვებასთან ერთად 40 ლარი, ხოლო სამჯელადი კვებით 50, გვაქვს მომსახურეობაც მანქანითაც და ცხენითაც, მაგრამ თანხა იზრდება
- გასაგებია მადლობა, ავიღებ ნომერს 30 ლარიანს
- წამობრძანი, მარტო ხარ?
- კი რამე პრობლემა შეიძლება შემექმნას? (შეშინებულმა ვიკითხე რაზეც გამიღიმა და ხელი მომხვია)
- არა არანაირი უბრალოდ გამიკვირდა მგონი ბავშვი ხარ ხომ?
- კი 17 წლის ვარ
- კარგი რამდენი დღით გინდა ოთახი?
- იცით? მეე... 2 დღით ავიღებ ჯერ კარგით?
- კარგი ჩემო კარგო შენი ნებაა, წამოდი ოთახს გაჩვენებ.
ოთახში რომ შევედი ისეთი სიმშვიდე იყო არ მჯეროდა, რომ სადმე შეიძლებოდა მშვიდად მეგრძნო თავი შხაპი მივიღე და გამოვედი ცრემლები წამომცვივდა იმის გააზრებაზე, რატის ან თეოს რა დაემართებოდათ. მამაჩემზე არც მიფიქრია არაფერი უბრალოდ არ მინდოდა მასზე ფიქრი. მერე შიმშილმა თავისი გაიტანა და თავის ტკივილმა უარესად მომიმატა. დაბლა ჩავედი და ვჭამე. მერე უცბად ფიქრებში გართული ფეხზე წამოვხტი და მენეჯერის მოძებნა დავიწყე თავში რაღაც იდეა მომივიდა
- უკაცრავადდდ სასტუმროს მეპატრონეს ნახვა შემიძლია?
- რახდება რამე პრობლემაა?
- არაა არანაირი პირიქით, ძალიან ნასიამოვნები ვარ გარემოთი და მომსახურეობით, უბრალოდ ნახვა მინდა თუ შეიძლებაა?
- ერთი წუთით დამელოდეთ... სახელი მითხარი?
- ნუცა მქვია
- ლამაზი სახელია ნუცა მე ქეთი მქვია დამელოდე ცოტახნით მშვენიერო კარგი?
- კარგით
დიდხანს არ მიცდია 5 წუთი ალბათ და ქეთიც გამოჩნდა.
- წამოდი ნუცა გელოდება
- ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ქეთი. (ასე იმიტომ მივმართე, რომ ჩემი თვალით 35 წლამდე იქნებოდა მაგრამ ძალიან კარგ ფორმაში იყო)
- შედი.
რომ შევედი სულ დავიბენი, თავში ამერია ყველაფერი, უცბად გადავწყვიტე არაფერს ვეტყვი და გავალთქო მაგრამ რომ გამახსენდა 2 დღის მერე რას ვიზავდი ძალები მოვიკრიბე და სადღაც მამაჩემის ტოლ კაცს შევხედე, გაოცებული მიყურებდა და რომ მიხვდა საუბრის დაწყება მიჭირდა თავად დაიწყო
- როგორც გავიგე ნუცა გქვია და ჩემი ნახვა გინდოდა, რამე ხდება?
- პირველ რიგში მოგესალმებით და ბოდიშს მოგიხდით რომ შეგაწუხეთ არ ვიცი როგორ გითხრათ მაგრამ...
- რა ხდება? შემიძლია დაგეხმარო?
- იცითთ?... ძალიან უნდა გთხოვოთ დახმარება, რაც მართლა მჭირდება, გთხოვთ გამიგეთ და თუ შეგიძლიათ უარი არ მითხრათ ამაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ( ამ დროს თავადაც დაჯდა სკამზე და მეც მანიშნა დაჯექიო)
- მშვიდობა გაქვს შვილო? რაც შემეძლება დაგეხმარები. დაიკარგე?......... თუ გაიქეცი სახლიდან? (ამაზე გაოცებულმა შევხედე და ცრემლები წამომცვივდა)
- იცით ბატონო... დიახ გავიქეცი სახლიდან მაგრამ გთხოვთ არ დაიწყოთ ჩემი ოჯახის მოძებნა
- ეს როგორ შვილო ხომ ინერვიულებენ შენზე? (ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა გაოცებული)
- დედა აღარ მყავს ახალი დაღუპილია, მამამ დედას სიკვდილიდან 2 თვეში საყვარელი მოიყვანა სახლში და მაიძულა მიმეღო მაგრამ არ შემიძლია
- ვიზიარებ შენს მწუხარებას, მამასაც უჩქარია მაგრამ ამის გამო არ უნდა გაქცეულიყავი სახლიდან შვილო
- თქვენ არ იცით ბატონო, დედა მამას გამო დავკარგე და მას რეაქციაც არ ქონია (ტირილი დავიწყე და ყველაფერი მოვუყევი მხოლოდ ოჯახზე)
- ძალიან რთული ცხოვრება გაგივლია ასეთ პარატარა გოგოს, მაგრამ მე რით შემიძლია დახმარება?
- მენდეთ ძალიან გთხოვთ და გამომცადეთ კიდეც თუ გნებავთ, დედიკომ პატიოსნად ცხოვრება მასწავლა და პატიოსნების ფასი ჩამინერგა, ამიტომ გთხოვთ შანსი მომცეთ და მუშაობა დამაწყებინეთ თქვენს სასტუმროში, ნდობას არ გაგიმტყუნებთ, გთხოვთ საპირფარეშოებს დავალაგებ ოღონდ უარი არ მითხრათ, მენდეთ ძალიან გთხოვთ რა
- ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს, ასეთ პატარა ბავშვს ასეთი დალაგებული და გაწონასწორებული საუბარი როგორ შეგიძლია?უბრალოდ ერთ რამეს დამპირდი მაშინ
- კი ყველაფერს დაგპირდებით ბატონო ოღონდ დამასაქმეთ
- მამაშენს უნდა უთხრა აქ რომ ხარ
ეს იყო მეხის გავარდნა რადგან ვფიქრობდი რომ დათო ამომივარდებოდა და წამიყვანდა
- იცით? მაშინ შეიძლება ჩხუბით წამიყვანოს და გამაუბედუროს, ძალიან გთხოვთ ამას ნუ გამაკეთებინებთ რა?
- რამდენი წლის ხარ?
- 18 გავხდები მალე
- არასრულწლოვალი ხარ შვილო რომ მიჩივლოს?
- გთხოვთ მაშინ დრო მომეცით 18 გავხდე და მერე დავურეკავ, მერე ხომ ვეღარ წამიყვანს ძალით? სულ რაღაც 4 თვე ვერ მომაგნებს მანამდე გთხოვთ რა არ მინდა იმ ჯოჯოხეთში
- 4 თვე დიდი დროა შვილო, კანონით არ მაქ უფლება მშობლების ნებართვის გარეშე სამუშაო დაგაწყებინო მათ ჩუმად
- რა გავაკეთო რომ თქვენც არ შეგიქმნათ პრობლემები? მირჩიეთ რამე გთხოვთ ხელი არ მკრათ დამეხმარეთ რა (ამ დროს უკვე ვსლუკუნებდი რადგან მივხვდი რომ არაფერის შანსი არ მქონდა)
- მოდი ასე ვქნათ მაშინ, სასტუმროში ვერ გაგაჩერებ სახლში წაგიყვან, იცხოვრე ეს 4 თვე და მერე დაიწყე აქ მუშაობა, დროდადრო მოდი ხოლმე აქაც გარემოს შეეჩვევი, სასტუმროს სფეროში ჩაიხედები და მოხვალ აზრზე რა როგორ კეთდება
- რაა თქვენთან სახლში? არაა ასე ვერ შეგაწუხებთ გამორიცხულია
- უარს არ მივიღებ ნუცა, რადგან დახმარება გადავწყვიტე დაგეხმარები კიდეც და მორჩა
- არა არაა ასე არ გამოვა (ფეხზე წამოვხტი და სიარული დავიწყე )
- დამშვიდდი შვილო, ყოველთვის გვინდოდა მე და ჩემ ცოლს შენისთანა გოგო და ღმერთმა არ გვაჩუქა ხოდა ახლა შენი სახით ჩვენც შანსი გამოგვიჩნდა, ამიტომ უარს არ მივიღებ. წადი ოთახიდან შენი ნივთები დაბლა ჩამოიტანე ზედმეტი ლაპარაკის გარეშე და სახლში წაგიყვან
- ასე ძალიან არ მინდა თქვენი შეწუხება ბატონო
- კიდე აქ ხარ? ხო და კიდე ერთი ირაკლი მქვია ბატონი არა. აბა ჩქარა სანამ აქედან გამოვალ დაბლა დამხვდი
- მადლობა
გახარებული გამოვვარდი კაბინეტიდან და უკან მოუხედავად ავირბინე მეორე სართულზე, ჩემოდანს ხელი მოვკიდე და დაბლა დავეშვი, ირაკლიც მოსაცდელში დამხვდა, წავედითო მითხრა და ხელით მანიშნა გასასვლელისკენ. ახლა იმაზე დავიწე დარდი რა რეაქცია ექნებოდა ირაკლის ცოლს. როგორ მიიღებდა ამ აზრს და რა მოხდებოდა. მანქანა რომ გააჩერა გადმოდიო მითხრა, მაგრამ ფეხები ამიკანკალდა როდესაც სახლიდან გამოსული ქალი დავინახე.
ქალი გარეთ გამოვიდა, თბილად გამიღიმა, სტუმარი გვყოლიაო თქვა და ქმარი გადაკოცნა, შემდეგ მომესალმა და თქვა:
- სახლში შემოდით. იკა ეს მშვენიერი გოგო ვინაა?
- ეს მშვენიერი გოგო ჩემო ნინო, ჩვენი სტუმარია და დღლილია, აბა შენებურად დატრიალდი და გოგო მოვასვენოთ
- არა ბატონო ირაკლი არაა საჭირო, სასტუმროში ვჭამე უკვე არ შეწუხდეთ
- კიდე ბატონოვოო? რა გითხარი მე?
- მოდი ჩემო კარგო სანამ ირაკლის გავაბრაზებთ, ამ მთის ახმახს უბრალოდ დავემორჩილოთ კარგი? ისე კიდე კარგი ძვირფასო ბატონოვო, გითხრა თორემ ვიფიქრე შვილი ყოლია და არ ვიცოდითქო (ეს თქვა და გულიანად გაიცინა ირაკლიმაც ხელი გადახვია ნინოს გულში ჩაიხუტა და შუბლზე აკოცა)
- რასაც შენ არ იტყვი ჩემო ნინო რაა. კარგი მიდი მოუმზადე ოთახი ბავშვს
- გამეცანი სტუმარო აბა რა გქვია? მეტს დღეს არ დაგღლი ხვალ რო გამოიძინებ მერე ვისაუბრებთ
- ნუცა მქვია ნინო დეიდა. ღმერთს მადლობა თქვენი თავი რომ შემახვედრა, დიდი ხანია ასეთი ბედნიერება და შინაგანი სიმშვიდე არ მიგვრძნია
- კარგი ჩემო კარგო, მშვენიერ ეშხიან გოგოს მშვებიერი სახელი გქვია, წამომყევი დაისვენე და მერე გავიცნოთ ერთმანეთი უფრო ახლოს
დასაძინებლად დავწექი მაგრამ რა დამაძინებდა იმდენი მქონდა საფიქრალი, ნინო დეიდა აშკარად არ აღმოჩნდა ისეთი როგორსაც მოველოდებოდი, პირიქით ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მხიარული ქალი ჩანდა, ამის გააზრებაზე შინაგანი სიმშვიდე დამეუფლა. გამახსენდა თბილისი, რა ამბავი იქნებოდა ახლა, ალბათ მეძებენ და ჰგონიათ, რომ თავს რამე ავუტეხე. ვიფიქრე ირაკლის ვთხოვ ტელეფონს და რატის დავურეკავ მეთქი, მაგრამ შემეშინდა იმის რომ დედამისთან ჩხუბი მოუვიდოდა. ტირილი დავიწყე იმაზე რაც ჩემს გარშემო ხდებოდა და ტირილში ჩამეძინა. ის ღამე იმდენად მშვიდად მეძინა მეგონდა ქვეყანას მოვწყდი, დილით რომ გავიღვიძე და საათს გავხედე წამოვხტი. 2 საათამდე მძინებია. შემრცხვა და ჩქარა მოვწესრიგდი, ოთახი მივალაგე და გავედი. სამზარეულოდან ფუსფუსი ისმოდა, შევიხედე და ნინო დეიდა დავინახე, კარზე მივუკაკუნე, მოდი ძვირფასოვო მითხრა და შევედი. მომზადებული ვიყავი, რომ ისევ მომიწევდა ჩემ ცხოვრებაზე ლაპარაკი, მაგრამ ამ თემას არ შეხებია
- როგორ გამოიძინე მშვენიერო?
- მადლობა ნინო დეიდა ისე კარგად მეძინა რამის გადავაბი ღამეც
- მიხარია ამდენ ხანს რომ გეძინა და დილით არ წამოხტი, ესეიგი მართლა გემრიელად გეძინა
- დიახ
- ნეტა იცოდე როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა, ღმერთმა გამოგვიგზავნა მე და იკას შენი თავი, მე და ირაკლი უკვე 17 წლის ცოლ-ქმარი ვართ, მაგრამ მოხდა ისე რომ ქორწინებიდან 1 წლის თავზე გავიგეთ რომ სიმსივნე მქონია საშვილოსნოზე და ამოვიჭერი შვილი არ გვყავს თუმცა სულ გვინდოდა, მაგრამ ვერ ვიშვილეთ, ამდენი წლის მანძილზე ირაკლისგან მხოლოდ სითბო და სიყვარული მოდიოდა, არასოდეს უგრძნობინებია რომ შვილი უნდა, ხშირად ვეუბნევი ხოლმე, სხვისგან მაინც იყოლიე შვილითქო (ჩემს გაოცებულ სახეს რომ გადააწყდა გაეცინა და მითხრა)
- რათქმაუნდა ვხუმრობ ხოლმე, მასე ნუ მიყურებ. ყოველთვის ამბობს, რომ მთავარია მე ვყავარ და დანარჩენი სულერთიაო. მოკლედ დღეიდან იქნები ჩვენი შვილი, ჩემო ლამაზო და ყველანაირად შევეცდებით დღეები გაგილამაზოთ (ამ დროს ახლოს მოვიდა და ლაპარაკი გააგრძელა) არასოდეს არ იფიქრო, რომ დედაშენის ადგილის დაკავებას შევეცდები, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ საამაყო დედა გყოლია ასეთი შესანიშნავი რომ აგღზარდა (ცრემლები თავისით წამომცვივდა და უცბად ჩავეხუტე, მანაც მომხვია ხელები გულში ჩამიკრა და თავზე მკოცნიდა თან ამბობდა)
- აი ნახავ ლამაზო, ყველაფერი მოგვარდება, დაღმართს ყოველთვის მოყვება აღმართი
- მადლობა ნინო დეიდა, უზომოდ დიდი მადლობა, იმედებს არ გაგიმტყუნებთ.
ამ ამბების შემდეგ 18ის რომ გავხდი დავურეკე მამაჩემს და ისეთი პასუხი მომახალა გული მომიკვდა:
- მამა ნუცა ვარ როგორ ხარ
- ვიინ? ნუცა? შენ ცოცხალი ხარ?
- კი და მაპატიე აქამდე რომ არ გამოვჩნდი, ასე ვთვლიდი საჭიროდ. თუ შეძლებ ოდესმე მაპატიე რომ წავედი ასე
- სად ხარ? მკვდარი მეგონე, სად გდიხარ ჩქარა სახლში მოეთრიე შე ნაბ...არო გოგო, როგორ გაბედე ნანაზე ხელის აწევა? (ბოლო ხმაზე მიყვიროდა) იმ შენმა პრინცმა კიდე ცოლი მოიყვანა უკვე, ბოზად გიყურებდა მოეთრიე პასუხი მოგთხოვო უნდა ყველაფერზე, ვინ გამიზრდიხარ? მე რა გითხარი ნანას მიიღებ მეთქი?
- რააა?(ამ დროს მარტო ის მიტრიალებდა თავში რომ 4 თვეში შეძლო რატიმ ჩემი დავიწყება და ცოლი მოიყვანა. დამცხა და სულ დავსველდი და მარტო ზე დავიწყე ფიქრი)
- რა კიარა სად გდიხარ მეთქი მოეთრიე დროზე სახლში გესმისს? ალოო გოგო გესმის მეთქი???
გავშრი და ჩუმრად წამომცვივდა ცრემლები, გავუთიშე და ჩავიკეცე რა დროსაც სკამს დავეჯახე, ხმაურზე ნინო და ირაკლი შემოცვიცდნენ ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახეს ნინო მომვარდა და ჩამიხუტა მაწყნარებდნენ და ორივე მიმეორებდა რაც არ უნდა მომხდარიყო ჩვენ გყავართო, როგორც იქნა დავწყნარდი დიდი ტირილის მერე, ისიც იმიტო რომ მათი შემრცხვა, ვერავინ წარმოიდგენს თავი როგორ მეზიზღებოდა მამაჩემის გენები მეც რომ მქონდა, დავიფიცე რომ აღარასოდეს გავიხედავდი მისკენ და გულის ტკენის უფლებას აღარ მივცემდი.
წლები გადიოდა და მართლა შვილად მაგრძნობინებდნენ ირაკლი და ნინო თავს, უზომოდ ბედნიერი ვიყავი მათ გვერდით. ირაკლიმ მენეჯერობა მე გადმომაბარა, ძალიან მრცხვენოდა ქეთისთან თავიდან, მაგრამ ისევ ქეთიმ მომიხსნა დისკომპორტი თავისი ხასიათითა და თვისებებით. ერთადერთი რაც გულს მიკლავდა რატიზე მოგონებები იყო, ვფიქრობდი რომ ცოლი მოიყვანა ახლა ბედნიერად ცხოვრობდა. ძალიან ცუდი ხასიათი მაქვს, ერთი თუ ვთქვი რამე იმას აუცილებლად შევასრულებ, ხოდა მეც მამასთან ლაპარაკის შემდეგ როგორც მასზე დავიფიცე რომ აღარასოდეს გავიხედავდი მისკენ, ისე რატისკენ აღარ გავიხედავდი, ის უკვე სხვისი ქმარი იყო, შვილებიც ეყოლებოდათ ალბათ და როგორც ქალი ქალს არ ავურევდი ოჯახს მის ცოლს. თან რატის მაგ საქციელმა გრძნობები გამინელა მის მიმართ. ადრე რომ უზომოდ მენატრებოდა და ღამეებს ვათენებდი ახლა შევეჩვიე იმას რომ ის არასოდეს მეკუთვნოდა და მითუმეტეს ახლა რაც ცოლი ყავს. თეო ძალიან მეცოდებოდა, მაგრამ ვერ ვპოულობდი ძალებს რომ გამოვჩენილიყავი მისთვის რომ დამერეკა რატიზეც გავიგებდი რამეც და მერე გული ვეღარ მომითმენდა და ჩავიდოდი. მართალია ეგოისტად ვიქეცი, ჩემს არსებობას რომ ვუმალავდი მათ მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია.
20 წლის ასაკში საკმაოდ კარგი შესახედაობის გოგო დავდექი როგორც ამბობდნენ. გამხდარი, შავი გრძელი თმა რომელიც წელსაა ჩაცდენილი, თან ხვეული. ღია თაფლისფერი თვალები, დიდი ტუჩებით, მოკლედ რაც ვარ ეს ვარ, განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ ჩემში, მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. სასტუმროში საქმე კარგად მიდიოდა, კლასიკური სტილი მოვირგე, როგორც სასტუმროს მენეჯერმა და საქმიანი იმიჯი შემექმნა. საქმე მართლა ბევრი იყო რადგან ზამთარ ზაფხულს ძალიან ბევრი დამსვენებელი და ტურისტი ჩამოდიოდა სასტუმროში.
მახსოვს მაისის თვე იყო, სასტუმროში ვიყავი და ველოდებოდით მარშუტკას რომელსაც დამსვენებლები უნდა ჩამოეყვანა, უცბად სასტუმროში ისეთი ამაზრზენი სიცილით შემოცვივდა 2 ბიჭი სასტუმროში პირველი რაც გავიფიქრე ,,უზრდელები“ იყო. ორივე სიცილისგან იკლაკნებოდა და უკან სვლით მოდიოდნენ, წინ დავუდექი თუმცა ვერცერთმა დამინახა, იმიტომ რომ ზურგით იდგნენ. რომ მომიახლოვდნენ ხმამაღლა ვკითხე
- მოგესალმებით, რითი დაგეხმაროთ? (ერთი შემოტრიალდა და სიცილი შეწყვიტა, ჩემს მზერას რომ გადააწყდა ის მეორეც შემოატრიალა ხელით)
- გამარჯობა, ოთახი გვინდა 3 საწოლით (მეორე ბიჭი ჩაერია)
- დაიცა ბიჭო, ის ვაფშე ცალკე გავა უეჭველი აღარ გაგვეკარება (ამაზე ისევ სიცილი დაიწყეს რაც მართლა უზრდელურად გამოუვიდათ)
- ბიჭებო როცა ჩამოყალიბდებით როგორი ოთახი გინდათ და რამდენი ხნით შემატყობინეთ.
- აუ უკაცრავად რა ცუდად გამოგვივიდა. 3 საწოლიანი მოგვეცით ერთი ოთახი ჯერ 10დღით და მერე ვნახავთ.
- კარგით წამობრძანდით ვინმეს პირადობა დასჭირდება ამ გოგონას, გაფორმდებით და ოთახს გაჩვენებენ.
- კარგით მადლობა მშვენიერო
- ნუცა მქვია, თუ რამე პრობლემა შეიქმნება შემატყობინეთ, სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ. (ამ დროს გამწარებული წამოვედი მაგრამ გავიგე რაც თქვეს)
- რა სტრანნია რაარი?
- იღიმის ნეტა საერთოდ?
დავინახე მესამე რომ შემოვიდა და ბიჭებისკენ წავიდა მე იქვე მდგარ სავარძელში დავჯექი და თან მათ ვუსმენდი
- თქვენ ხოარ უბერავთ ბიჭო რა დღეში ხართ?
- კაი ვიღადავეთ რაა
- რა იღადავეთ სუ გარეკეთ?
- მიდი პირადობა გააძრე ერთი, შენ ყველაზე სიმპო ხარ (ამის თქმა იყო და ისევ სიცილი დაიწყეს რაზეც სახე დაუკერა და პირადობა მიაწოდა. მეც ავდექი და წავედი სხვა ტურისტების შესახვედრად. სასიამოვნო საღამო იყო მშვიდი, სახლში ვაპირებდი წასვლას როცა გიტარის ხმა გავიგე, მერე ჩუმი ნამღერი მოყვა და ხმას გავყევი, იმდენად სასიამოვნოდ უკრავდა და მღეროდა ვიღაც ჟრუანტელმა დამიარა, აუცილებლად უნდა დამენახა ვის ჰქონდა ასეთი ნიჭი.
ჩემი კაბინეტიდან გამოვედი და გარეთ გავედი, მეორე სართულის ვერანდაზე ის სამი ბიჭი იჯდა და ლუდს სვამდნენ, საუბრობდნენ, გიტარას ჩამოკრავდა ხოლმე ის მესამე და წაიმღერებდა ხოლმე. სანამ ამას ვაკვირდებოდი წამიერად გავითიშე, გონებაზე ამ ბიჭებიდან ერთერთმა მომიყვანა როცა დამიძახა, შემრცხვა ასე გაშტერებული რომ ვიდექი, ეს ის ბიჭი იყო პირადობაზე რომ უთხრა იმ მესამეს მიეციო.
- შენ ის გოგო არ ხარ ოთახში ვინც დაგვაბინავა?
- დიახ მე ვარ
- მანდ რატომ დგახარ? ნახე რა მშვენიერი საღამოა, ცოტახნით ვერანდაზე რომ ამოხვიდე არაა?
- არა. და აქ იმიტომ ვდგავარ, რომ სახლში მივდიოდი, გიტარის ხმა გავიგე და ამოგხედეთ უბრალოდ, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ, ძილინებისა.
- მოიცა, ცუდ პონტში არ მიიღო რაა აქ ამოსვლა რომ გთხოვე, უბრალოდ აქაურ ტრადიციებზე და სილამაზეზე ვლაპარაკობდით ბიჭები და ვფიქრობ შენ ჩვენზე მეტი უნდა იცოდე, როგორც დამსვენებლებს ისე გაგვესაუბრე და შატილზე მოგვიყევი რამე.
- გიდს ხვალ შეგახვედრებთ რახან ასე ხართ დაინტერესებულები შატილით (გაბრუნებას ვაპირებდი ის მესამე რომ წამოდგა ფეხზე და გადმომძახა)
- მე აკო მქვია და შენ როგორ მოგმართო?
- ნუცა
- სასიამოვნოა ნუცა, ესენი ჩემი გადარეული ძმაკაცები არიან, მიშო და ილია. (მიშო ის ბიჭია რომელიც აქამდე მელაპარაკებოდა) ბოდიში მინდა მოგიხადო ამათ მაგივრად, დღეს ცუდი შემოსვლა ჰქონიათ და მგონი ცოტა გაგაბრაზეს კიდეც
- როგორც ვხედავ მარტო შატილზე არ გილაპარაკიათ
მიშო - ჩემთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა, კაი მიდი რა მართლა შემოგვიერთდი ცოტახანს, (ამის თქმაზე აკო ისევ დაჯდა მაგრამ ჩემსკენ იყურებოდა, მიშო და ილია კიდე მოაჯირზე ისე იწეოდნენ ცოტაც და გადმოცვივდებოდნენ.)
ასვლა გადავწყვიტე, ვიფიქრე ახალი ნაცნობების გაცნობა არ მაწყენსთქო, ისედაც ვცდილობ ყველა დამსვენებელს გავეცნო რადგან კიდევ ჰქონდეთ უკან დაბრუნების სურვილი.
ნუცა - კარგით ცოტახნით ამოვალ,
მიშო - აი ხო ვთქვი ჯიგარი გოგო ჩანსმეთქი
ნუცა - რა თქვიი?
ილია - რო ამოხვალ მაგაზე მერე გეტყვით ( მითხრა სიცილით და იქვე მდგარ ეგრეთწოდებულ კაჩალკაზე ანუ საქანელაზე დაჯდა, ასვლისას ვთქვი სასიამოვნოა თქვენი გაცნობათქო და რადგან ილია საქანელიდან ადგა და სავარძელში ჩაჯდა მე მისი ადგილი დავიკავე. გამახსენდა ნინო და ირაკლი რომ ინერვიულებდნენ ტელეფონი ავიღე ბოდიში მოვიხადე და სმს მივწერე მაგვიანდება არ იდარდოთ სასტუმროში ვართქო)
მიშო - შენ შეყვარებულს მიწერეე? (ამაზე გაიცინა მე კიდევ ისეთი სერიოზული სახით გავხედე სიცილი შეწყვიტა)
ნუცა - უკაცრავად?
მიშო - ცუდი შუტკა იყო აშკარად
აკო - იმიტომ რომ ვერ ტვინავ ვისთან რა ილაპარაკო
ნუცა - არაუშავს ეს ერთხელ, სხვა დროს გაითვალისწინებს მჯერა, ეხლა ის მითხარი რა მომესმა წეღან?
მიშო - რავი წეღან რო გნახე აშკარად ჯიგრული შეხედულება დატოვე ჩვენზე, რაღაცნაირი გაწონასწორებული ჩანხარ.
ნუცა - კაი გასაგებია მადლობა დადებითი შეფასებისთვის. (აკო აქამდე ჩუმად იჯდა მერე ბიჭებმა ლუდი შემომთავაზეს რაზეც უარი მიიღეს და გაცნობა გავაგრძელეთ ერთმანეთის მიშო და ილია 24 წლისები ყოფილან აკო კი 25 ალბათ ამიტომ იჯდა ასე მშვიდად რომ უკვე დიდი ყოფილა, გიტარა აიღო და მკითხა)
- გიტარა გიყვარს როგორც მივხვდი ხო?
- გიტარა ვის არ უყვარს?
- არიან მასეთებიც, სიმღერა შეგიძლია?
- დიდად არ მიყვარს ჩემი ხმა მირჩევნია ვუსმინო
- რა დავუკრა მაშინ მითხარი და მისმინე, ისეთი მითხარი შენ რომ იცი და შენც ამყევი თუ გენდომება
- არა შანსი არაა, მე ვერ ვიმღერებ რაც გინდა დაუკარი, სიამოვნებით მოგისმენ
- კარგი მაშინ მე ვიცი (გიტარას ჩამოკრა და საკმაოდ ძველი სიმღერა დაიწყო მე საიდულმოს შენახვა ვიცი) ,,ღმერთი არა მწამს და ხატის ნაცვლად მე შენს თვალებზე ვისწავლე ლოცვა“ ამ სიტყვებით დაასრულა სიმღერა რაზეც ბიჭების ტაში მოყვა, სანამ მღეროდა თავს უცნაურად ვგრძნობდი, იმიტომ რომ მთელი სიმღერის განმავლობაში მიყურებდა, იმდენად ტკბილად მღეროდა ეკალი მაყრიდა. ყველაზე ცუდი კი ის შეგრძნება იყო რატის მონატრებამ რომ იჩინა თავი ამ სიმღერაზე, თავი დამნაშავედ ვიგრძენი მაგრამ მისი ოჯახი გამახსენდა, გამახსენდა როგორ გამომიყენა და მიმატოვა, ტირილი მომინდა მაგრამ ახლა რას ვიზავდი, უბრალოდ შევუქე ნამღერი
- სასიამოვნო მოსასმენი იყო, კარგადაც უკრავ და კარგადაც მღერი, ბიჭებო თქვენ არ მღერით?
- მე და ილიაც ვმღერივართ მაგრამ ეს ისეთი სიმღერა იყო ვერ ჩავერეოდით. (აქ უკვე აშკარა ფლირტი ვიგრძენი აკოსგან რამაც უხერხულში ჩამაგდო და არ მესიამოვნა, ფეხზე ავდექი და ვთქვი)
- კარგით ბიჭებო ჩემი წასვლის დროა, გამიხარდა თქვენი გაცნობა კარგად.
- ბიჭებს ყურადღებას ნუ მიაქცებ ლუდი ბევრი მოუვიდათ. გაგაცილო?
- იმხელა კაცი ყოფილხარ წესით უნდა მიმხვდარიყავი, როომ ეგ კითხვა არ უნდა დაგესვა. კარგად
- ბოდიში ცუდად არ მითქვამს, ხვალამდე.
ისე გავბრაზდი მის ბოლო სიტყვებზე ცოფებს ვყრიდი, ვფიქრობდი: ,,თავხედი და უზრდელი კაცია, თავში ტვინი არ აქვს? რა ეგონა რახან გავუღიმე და მათთან ერთად დავჯექი ავარდნილი გოგო ვარ? დავხამდებოდი თუ რა ეგონა მაგ იდიოტს? ხვალ ვანახებ ვინ ვარ.“
დილით ჩვეულებრივ სამსახურის საქმეებს შევუდექი, 1 საათამდე არცერთი გამოჩენილა, ვიცოდი როგორც უნდა მოვქცეულიყავი ჩემზე აზროვნება რომ შეესწორებინათ ამიტომ ველოდებოდი როდის ვნახავდი რომელიმეს. 1 საათზე აკო დაბლა ჩამოვიდა და რომ დამინახა ჩემსკენ წამოვიდა
- დილამშვიდობისა ნუცა
- დილამშვიდობისა
- ძალიან ბევრი ვიფიქრე წუხელ, ბოდიში მინდა მოგიხადი რაღაც ისე არ გამოვიდა
- ნამდვილად არ გამოვიდა რაღაც ისე მაგრამ არ მცალია ამ თემაზე სალაპარაკოდ, სამუშაოს საათებში მენეჯერი ვარ და მორჩა, გიდი გჭირდებათ?
- აუ მასე ცივად რატო მელაპარაკები? ცუდად არ მითქვამს არაფერი მართლა ვამბობ ბოდიში რაა
- მიღებულია ბოდიში. გიდი გინდათ?
- რო გთხოვო ჩვენთან ერთად წამოდი და ვინმე წამოიყვანე მეთქი გაბრაზდები?
- რა გინდა ალეკო? პირდაპირ თქვი
- მინდა რომ ახლო გაგიცნო
- ისიც საკმარისზე მეტია რამდენად ახლოსაც გამიცანი, ამაზე მეტად ახლოს გაცნობის სურვილი არ მაქვს, ეხლა მაცადეთ საქმე მაქვს.
- კაი არ დაგაძალებ დღეს.
წამოვედი აღარაფერი მითქვამს, დავინახე სალაშქროდ გამზადებულები რომ ჩამოვიდნენ დაბლა, მე ჩემს ოთახსი შევედი და ბუღალტერიის საბუთებს გადავხედე, კარზე კაკუნი იყო და ჩემი თანხმობის შემდეგ მიშომ შემოყო თავი ოთახში რასაც ჩემი გაოცება მოყვა
- რა ხდება?
- ნუცა როგორ ხარ? მე ცუდად ვარ წუხანდელი ზედმეტობის მერე
- ეხლა ესე ყველამ სათითაოდ უნდა მიხადოთ ბოდიშები?
- შენ ისეთი ჯიგარი და განსაკუთრებული გოგო ჩანხარ რომ შენს შემოსარიგებლად მზად ვართ მე და ბიჭები მთელი შატილი შვყაროთ და ბოდიშები გიხადონ
- ვაიმე მიშო ეგეთ აზრებთან ერთად რატო მოძრაობ 24 წლის კაცი?
- აი ხომ ხედავ კიდევ ერთი მიზეზი იმისა რომ გაწონასწორებული და ჩამოყალიბებული გოგო ხარ, მართლა მეგობრობა მინდა შენთან ცუდად რატო მიგებ? დავიჯერო მასე გაქვს ხალხის ნდობა დაკარგული?
- კი მაქვს და თან ძალიან ამიტომ ვინც როგორ იქცევა იმის მიხედვით ვექცევი მეც
- მაშინ მოგვეცი კიდე ერთი შანსი რომ დაგანახოთ ჩვენი ნდობა შეიძლება თუ არა
- და მაგისთვის რა არის საჭირო შენი ბრძენი წკუით? ლაშქრობაზე გამოგყვეთ?
- აუ რა მიხვედრილი გოგო ხარ ნუციი? ხო წამოხვალ?
- არა ლაშქრობაზე თქვენთან ერთად არ წამოვალ
- კაი მაშინ ჩვენც დავრჩებით და სასტუმროს ეზოში მოვაწყოთ ლაშქრობა
- რატო გადამეკიდეთ? მასე უფრო მეტ ეჭვს მიჩენთ და უარესს აკეთებთ, წადით რაა რისთვისაც ჩამოხვედით შეირგეთ. კარი გაიკეტე
- აუ რატო ხარ მასეთი? კაი რაა
- კარგი დროის ტარებას გისურვებთ მიშო, ნახვამდის
აღარაფერი უთქვამს ისე გავიდა. საღამომდე აღარ გამოჩენილნან. საღამოს 10ის ნახევარი იყო რომ დამიძახა ქეთიმ საქმე გვაქვსო. გარეთ გავედი და რას ვხედავ? სამივე შეშლილი ეზოში იყო ცეცხლი აუნთიათ, გარშემო იჯდნენ და როგორცკი დამინახეს მიშომ და აკომ გიტარაზე დაკვრა დაიწყეს ილია უბრალოდ მღეროდა მათთან ერთად სიმღერას ,,როდისმე“ სანამ არ დაამთავრეს ვუყურებდი და მეღიმებოდა მათ გადარეულ საქციელზე, რომ დაამთავრეს გვაპატიეო მითხრეს და ილიამ დააყოლა
- არაფერი თქვა უბრალოდ თუ მოგვცემ შანსს რომ კარგად გაგეცნოთ ჩვენთან ერთად დაჯექი, თქვენც შემოგვიერთდი რაა
- და მე არ მეკითხები ვჯდები თუ არა? (მიშომ დაიწყო წუწუნი)
- კაი შენ კიდე, რა ჭირვეული ბავშვივით იქცევი ამხელა მენეჯერი გოგო? (გამეცინა და წავედი მათკენ ქეთიც წავიყვანე და ჩვეენთან ერთად დავსვი, სასიამოვნო საღამო გავატარეთ, მღეროდნენ, იცინოდნენ, გვაცინებდნენ, მოკლედ ერთმანეთს უკეთ ვეცნობოდით, მართლა კარგი ბიჭები ყოფილან მეგობრულები და მხიარულები )
1 კვირა გავიდა ყოველ საღამოს ერთად ვჯდებოდით ქეთის გარეშე და ვერთობოდით ირაკლი და ნინოს უხაროდათ მეგობრები რომ შევიძინე და გახარებული დავდიოდი. მათი წასვლის წინა დღეს აკომ დამიძახა საქმე მაქვს და თუ შეგიძლია გამომყვეო. ცოტა დავიძაბე ისეთი სერიოზული იყო კარგი მეთქი ვუთხარი და გავყევი. მდინარესთან ჩამიყვანა დაჯდა და მოულოდნელად მითხრა
- არ მინდა წასვლა
- არ წახვიდე მერე
- შენ გინდა რომ დავრჩე?
- მე რა შუაში ვარ? შენ თუ გინდა დარჩი, მე რატო მეკითხები?
- იცი რატოც გეკითხები
- რო ვიცოდე არ გკითხავდი
- ვიცი რომ 5 წელი ცოტა არაა
- რა 5 წელი?
- გემუდარები ბოლომდე მათქმევინე და არ გამაწყვეტინო რაა
- კაი გისმენ
- მოკლედ, ვიცი რომ 5 წელი ცოტა არაა, მაგრამ ისიც ვიცი მე ვინ ვარ და რა შემიძლია, ამასთან ერთად მე რა მინდა ეგეც ვიცი, გახსოვს ჩვენი ჩამოსვლის დღე? ბიჭები რო მეკაიფებოდნენ? იცი რაზე დამცინოდნენ? შენ დაგინახე და გავშტერდი, თვალი არ მომიცილებია იქამდე სანამ არ შემოხვედი და არ ვიგრძენი როგორ გავსრიალდი, შენს ყურებაში ფეხი ცხენის მოსაქმებულში ჩავდგი და გამისრიალდა რაზეც ბიჭები სიცილით გაიგუდნენ და კაიფი დაიწყეს თავისთავად ჩემი რეაქციაც დაინახეს შენ რომ გიყურებდი და ვეღარ დაწყნარდნენ, მერე შენ გამოელაპარაკე მათ და მითხრეს რომ ძალიან ჯიგარი და ჩამოყალიბებული გოგო ჩანდი მერე გიმღერე მართლა გულით და შეგამჩნიე როგორ დაგიმძიმდა თვალები, მივხვდი რომ აშკარად გული გაქ მოკლული ვიღაცის გამო მაგრამ ამით ხომ არ მთავრდება არაა? შენნაირი გოგოები არ არსებობენ თბილისი გაიხრწნა და მხოლოდ სისაძაგლეები ხდება, აქ სამოთხეში მოვხვდი შენი დანახვით ნუცა, ნაკლს ვეძებდი ეს დღეები და ვერ გიპოვე, შენ ქალღმერთს გავხარ. (რა დამემართა ჯერ მის ყველა სიტყვაზე ვერ ავგწერ, მაგრამ ბოლო სამი სიტყვა რაც მან თქვა როგორცკი გავიაზრე ვუთხარი:
- გაჩუმდი.
- არა გთხოვ, ბოლომდე დამამთავრებინე
- არა. არ მაინტერესებს არაფერი, აღარ მინდა შენი მოსმენა, გაჩუმდი და სამუდამოდ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან (ბოლო სიტყვებზე ტირილი ამივარდა, გაოცებული მიყურებდა, არ იცოდა რა ეთქვა, როგორ დავეწყნარებინე, ალბათ მიხვდებოდით ასე რამ გამომიყვანა წყობიდან, რატიც ხომ ქალღმერთს მეძახდა და ეს ვეღარ ავიტანე, ისევ მისი მონატრება წამომეშალა, რომელმაც უზომოდ მატკინა გულში რაღაც)
- უბრალოდ მითხარი რა გაგიკეთა იმ ნაბი..არმა
- გაჩუმდი მეთქი (ბოლო ხმაზე დავუყვირე რაზეც მართლა გაჩუმდა) არასოდეს, გესმის? არასოდეს არავის მივცემ უფლებას ასე მოიხსენიოს ადამიანი, რომელიც ოდესღაც სიგიჟემდე მიყვარდა
- ის შენ ახლაც გიყვარს ნუცა
- ხო მიყვარს, მერე შენ რაა? ადამიანს ერთხელ უყვარდება ასე წრფელად, მერე რა რომ დღეს ერთად არ ვართ? ეს იმას ან მიშნავს რომ სიყვარული გაქრა, უბრალოდ შეუძლებელი გახდა ჩვენი ერთად ყოფნა და ცალცალკე ვართ(ტირილით და ყვირილით ვლაპარაკობდი)
- გთხოვ დაწყნარდი ნუცა, არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ მოყვებოდა ამ ყველაფერს, დრო გადის და ცხოვრება ყველამ უნდა აიწყოს, გთხოვ უბრალოდ შანსი მომეცი, რომ დაგავიწყო ის რაც ოდესღაც იყო, გპირდები ყველაფერს დავიწყებ შენში და ეს რაში გჭირდება?
- უბრალოდ შანსი მომეგავაკეთებ, თუარ გამომივა უბრალოდ წადი
- შენ არაფერი არ გესმის აკო, (ტირილი შევწყვიტე, სახე მოვიწმინდე და ყველანაირად ვეცადე მშვიდად გამეგრძელებინა ლაპარაკი) არ შემიძლია უბრალოდ აღარავის შეყვარება, მე უკვე მიყვარდა ერთხელ და ის ჩემი სხეულისა და სულის ნაწილი გახდა, არა პირდაპირი გაგებით არამედ სულიერად. ერთად ვფიქრობდით, ერთად ვსუნთქავდით, მე თუ ცუდად ვიყავი, ისიც ცუდად იყო, და პირიქით. შენ ვერ ჩაწვდები იმ გრძნობას რაც გავიგე, ვერ შეგიყვარებ აკო, შესანიშნავი ადამიანი ხარ, მაგრამ უკვე მიყვარდა და მის ადგილს ვერავის დავაკავებინებ, ყოველთვის მის ძებნას ცი ნუცა გთხოვ, თუ მივხვდებით რომ არაფერი გამოდის მეც დაგანებებ თავს და შენც წახვალ შენი გზით
- არა აკო, იმ წმინდა გრძნობას ვერასოდეს გადავუსმევ ხაზს, ვერასოდეს ჩრდილს ვერ მივაყენებ და სხვისით ჩანაცვლებას არცკი გავიფიქრებ, ადამიანები იბადებიან და ისე კვდებიან, რომ სიყვარული მხოლოდ მიჩვევა ჰგონიათ, ან კარგი ცხოვრება, მაგრამ მეცოდებიან, რადგან არ იციან რა არის ნამდვილი სიყვარული, სიყვარული თავისას არასოდეს არ ეძებს, ბედნიერი ადამიანი ვარ ეს გრძნობა რომ გამოვცადე და მეც იმათ მსგავსად არ მოვკვდები, ვინც უბრალოდ სიტყვა მიყვარხარს არქმევენ თავიანთ გრძნობას, მაგრამ იმას ვერ გრძნობენ რაც მე განვიცადე,
- სად არის ის ბიჭი ახლა ვინც ასე გიყვარს? საკუთარ ცხოვრებასა და ბედნიერებას ვისაც სწირავ? მასაც უყვარხარ? იმსახურებს კი ის ამას?
- ხომ გითხარი სიყვარული თავისას არ ეძებს მეთქი? რა მნიშვნელობა აქვს ახლა სად არის და რას აკეთებს? მთავარია რომ მე მიყვარს
- და მასაც უყვარხარ?? მიპასუხე
- დარწმუნებული ვარ რომ მასაც ისევე უზომოდ ვუყვარვარ როგორც მე, ვერც ის ვერ დამივიწყებს ვერასოდეს, უბრალოდ მიიძინა იმ გრძნობამ და შევეჩვიეთ ამ ყველაფერს
- სად არის ახლა მაშინ?
- ეგ შენი საქმე აღარაა
- მიგატოვა?
- არა. მე მივატოვე, მაგრამ ამაზე ლაპარაკს აღარ ვაპირებ, ამის მერე შენთან მეგობრობასაც ვეღარ შევძლებ, ამიტომ უბრალოდ წადი და ჩემსკენ აღარ გამოიხედო გთხოვ
- აზრზეც არ ხარ რას აკეთებ ნუცა, ცხოვრებას ინგრევ ისეთი გოგო ვინც სანთლითაა საძებნელი
- ცდები აკო, გააზრებული მაქვს რასაც ვაკეთებ, მიყვარდა უზომოდ, მიყვარს უსაზღვროდ და მეყვარება სამუდამოდ.
- ბედნიერი კაცი ყოფილა, შენი ასეთი სიყვარული მას რომ ერგო წილად
- კარგი წავიდეთ, იმდენი წელია ამაზე არ მილაპარაკია უბრალოდ სიმარტოვე მინდა ახლა
- კარგი შენი ნებაა, მაგრამ იცოდე იფიქრე, რაც არ უნდა იყოს, ცოლიც რომ მყავდეს და შენ დამიძახო ეგრევე შენთან წამოვალ
- კარგი (ღიმილით ვუთხარი და გავიფიქრე, ვინც ასე მიყვარს ის ვერ დავაშორე ცოლს და შენთან გამოვჩნდები?)
წამოვედით, ხმა აღარ ამომიღია, ვფიქრობდი ისევ იგივე ფიქრებით რითიც აქამდე მოვაღწიე, წარმოვიდგინე რატი სხვა ქალის გვერდით, როგორ ეხუტება, კოცნის და მიყვარხარო ეუბნევა, უყურებს იმ თვალებით, რომლითაც ერთ დროს მხოლოდ მე მიყურებდა. ვისაც ოდესმე ასეთი გრძნობა გამოგიცდიათ მიხვდებით რატომ ვფიქრობდი ამაზე და არა იმაზე როგორი ბედნიერი ვიყავი რატისთან, მაგრამ ვისთვისაც უცხოა ეს საქციელი გეტყვით რატომ ვიქცეოდი ასე, ეს ერთგვარი შინაგანი სიძლიერის განმტკიცებაა რომ არ დავცემულიყავი, რა ჩვენს სიყვარულზე მონატრება მომკლავდა, მაგრამ ასე ვძლიერდებოდი, ვპოულობდი საკუთარ თავში იმ ძალებს რაც რატის გარეშე მაცოცხლებდა. ვაფასებდი იმ წუთებს რაც მაჩუქა და ვკმაყოფილდებოდი იმ სიყვარულს რაც მომცა. არ ვამტყუნებდი ცოლი რომ მოიყვანა, ვერ წავიდა დედამისის წინააღმდეგ, ადრეც ვთქვი, მისი სიყვარული ხომ ყოველ უჯრედში და ქსოვილში აქვს გამჯდარი, ეს არ ნიშნავს არაკაცობას, მჯერა მასაც ვუყვარვარ და უზომოდ ვენატრები, ამას ვგრძნობ, მაგრამ არ გამოვჩნდები რადგან თავს ვეღარ მოვერევი ისევ რომ ვნახო და მის სიყვარულით სავსე თვალებს შევხედო.
ბიჭები წავიდნენ და აღარც გამოჩენილნან. დროც ჩვეული ტირმით მიდიოდა, ვიჯექი ჩვენს ეზოში მდგარ საქანელაში და გავიხსენე აქ ამოსვლის შემდეს პირველად რომ დავბრუნდი თბილისში. დედას სიკვდილიდან 1 წლის თავზე ირაკლის და ნინოს ვთხოვე, რომ თბილისში გავეშვი რადგან დედას საფლავზე მინდოდა წასვლა. ირაკლიმ მარტო არ გამიშვა და ნინო გამომაყოლა. თბილისში მივდიოდი და გული გამალებით მიცემდა, მეშინოდა მამას არ გადავყროდი, ვფიქრობდი 1 წლის თავზე მაინც გავა საფლავზე და იქ არ გადავაწყდეთქო, მაგრამ იმასაც ვფიქრობდი შორიდან გავხედავ თუ ვინმე იქნება არ მივალთქო.
როგორი შეცვლილი დამხვდა თბილისი თვალებს ვერ ვუჯერებდი. 1 წელი არაა ბევრი დრო მაგრამ ალბათ მონატრებამ დამანახა თბილისი სხვანაირი. სადგურიდან პირველი რაც გავაკეთეთ ტაქსის გაჩერება იყო, ყვავილების მაღაზიისკენ ავიღე გეზი . თბილი მაისის თვე იყო მივუყვებოდით თბილისის ქუჩებს და მოგონებები წამომეშალა ყელში ბურთი გამეჩხირა და თვალები სისველემ აავსო, მაგრამ თავი გავაკონტონროლე გავიაზრე რომ პატარა ბავშვივით ვერ ავტირდებოდი და ნინოს უხერხულ მდგომარეობაში ვერ ჩავაყენებდი, ყვავილების მაღაზიასთან რომ გავჩერდით მძღოლმა მიმანიშნა. ძალიან ბევრი იასამნების თაიგული ვიყიდე. იასამანი იმიტომ რომ დედის საყვარელი ყვავილი იყო. ნინო ჩუმად იჯდა და ხმას არ მცემდა, ალბათ ფიქრობდა რომ ლაპარაკი ზედმეტი იყო, მართლაც ასეა არ მინდოდა არავისთან ლაპარაკი. გული უფრო და უფრო მიმძიმდებოდა სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე რომ გადაუხვია, როგორც იქნა მივედით. მანქანიდან გადავდიოდი ნინომ ხელი რომ დამიჭირა და მითხრა:
- ნუცა ვფიქრობ მარტო წასვლა გირჩევნია, მე არ მინდა შენი დატოვება მაგრამ თუ შენ მარტო გირჩევნია მე ქალაქში დავბრუნდები და მერე მოგაკითხავ როცა დამირეკავ იქნებ რისი თქმა გინდა დედიკოსთვის
- მადლობა ნინო დეიდა გაგებისთვის. დაგირეკავ მაშინ
- კარგი ძვირფასო, მოდი გაკოცო, გთხოვ უსაშველოდ არ იტირო ცუდად არ გახდე
- კარგი.
ტაქსიდან გადავედი და ირგვლივ გავიხედე, ძლივს ვიცანი აქაურობა გავსებულიყო ამ 1 წელში სასაფლაო ამიტომ ვერ ვიპოვე საკუთარი დედის საფლავი. მესაფლავეს ვთხოვე დახმარება და როგორც იქნა გავაგებინე საით ვეძებდი ქალს მივაგენი მაგრამ ნეტა არ მიმეგნო. ველოდებოდი მოუწესრიგებლობას მაგრამ ასეთს არა. ისეთ საშინელ დღეში იყო დედას საფლავი გული მომიკვდა, ვეღარ მოვითმინე და ამ წლის ნაგროვები ბოღმა დარდი ტკივილი და მონატრება ერთიანად ამოვიღე გულიდან, იქამდე ვგლიჯე ბალახები სანამ ხელები არ დამისისხლიანდა, უამრავ ბოდიშებს ვუხდიდი დედას ასე მიტოვებისთვის ვუხსნიდი ყველა დეტალს რაც გადამხდა და ვტიროდი. მესაფლავე მოვიდა და მითხრა:
- შვილო არ ვიცი ეს ქალი ვინ იყო შენი მაგრამ ცოდო ხარ ამდენ ხანს რომ ტირი და შეშველი ხელებით ასუფთავებ საფლავს, აქ ერთი დამლაგებელი ქალია, ძვირს არ იღებს თვეში 30 ლარი მიეცი და სულ დაწკრიალებული იქნება აქაურობა
- სად არის მანახეთ
- დავუძახებ
ცოტახანში ქალთან ერთად დაბრუნდა
- გამარჯობა შვილო გურამმა მითხრა საქმე აქვსო
- დიახ, რამდენი გადაგიხადოთ რომ საფლავი ყოველთვის მოწესრიგებული იყოს?
- 30 ლარს მიხდიან შვილო აქვე ვცხოვრობ და თავს ამით ვირჩენ
- კარგით ნომერი მომეცით თქვენი და ამ წუთიდან შეუდექით მუშაობას. მე თბილისში არ ვცხოვრობ და კარტა ან რამე გაქვთ რომ დაგირიცხოთ ხოლმე?
- კი შვილო რავა არ მაქვს მოგცემ კოდს, ნელი მქვია
- მე ნუცა, ხო და კიდე ერთი რამ რამდენი დაგიმატოთ თანხა რომ 2 კვირაში ერთხელ ვარდები მოიტანოთ საფლავზე?
- რავიცი შვილო ყვავილი ძვირია თან თვეში 2 გამოდის
- თანხას გეკითხებით და არა ახსნას
- 60 ლარი მომეცი და ნებისმიერ დროს შეგიძლია გადაამოწმო
- კარგი, მაგრამ რომ გავიგო ერთხელ მაინც შეთანხმების თანახმად არ მოიქეცი, ორმაგად ამოვიღებ თანხას და მერე წყენა და გაგიჟება არ იყოს
- მე სიტყვის ქალი ვარ შვილო, ამით ვირჩენ თავს, მაგრამ ყვავილზე არავის არ უთხოვია არასოდეს
- ახლა გთხოვეს და იმედი არ გამიცრუოთ, თორე სიტყვას მეც შევასრულებ, არ იფიქროთ რომ პატარა ბავშვმა როგორ უნდა გადაგიხადოთ თანხა, ჩემს უკან დიდი ხალხიც დგას. სანამ იასამნის სეზონია მხოლოდ იასამანი მოიტანეთ ხოლმე. შევთანხმდით?
- კი შვილო შევთანხმდით
- კარგით მადლობა და კარგად
კიდევ კარგა ხანს გავჩერდი და ველაპარაკე ჰაერს. მერე ნინოს დავურეკე, მოვიდა და რომ დამინახა უბრალოდ ჩამეხუტა, ამ ქალს უთქმელად ესმოდა ჩემი, მერე მითხრა
- თავი რა დღეში ჩაგიგდია ნუცა? იქნებ ჯობდა მეც აქ ვყოფილიყავი?
- არა ნინო დეიდა პირიქით მადლობა რომ დედასთან ცალკე ლაპარაკის საშუალება მომეცი
მერე ყველაფერი მოვუყევი რაც გადავწყვიტე, მანაც დაიწყო ტირილი, მომიწონა გადაწყვეტილება სურათს გახედა და თქვა, ბედნიერი დედა ყოფილა შენ რომ ყავდიო. მერე წამოვედით, ვფიქრობდი თეოს ვნახავთქო მაგრამ არ ვნახე რატის მონატრების გამო. შატილში დავბრუნდით და ყოველ თვე ჩემ მოლაპარაკებულ საქმეს ვასრულებდი, გული შედარებით მშვიდად მქონდა რომ ვიცოდი დედას საფლავი მოწესრიგებული რომ მეგულებოდა. ჩავდიოდი ხოლმე მხოლოდ საფლავზე და უკან ვბრუნდებოდი, თითქოს ამოვიწყვიტე წარსული მთლიანად.
22 წლამდე იმდენად მშვიდად მივედი, რომ გასახსენებელი არაფერი მაქვს, დილა ჩვეულებრივ დავიწყე, სასტუმროში ვიყავი და საბუთებს ვავსებდი ტელეფონმა რომ დარეკა, ნომერს დავხედე და არ მეცნო, ვიფიქრე ერთერთი დამსვენებელი მირეკავს როგორც სხვა დროს და ოთახის დაჯავშვნა უნდათქო
- გისმენთ (ხმა არავინ გამცა, ისევ გავუმეორე) გიმსენთ
- რომელი ხარ? (ისეთი ხმა გავიგე უცბათ დამცხა, ვიგრძენი როგორ მომაწვა შუბლზე სისველე და ხმის კანკალით ვუპასუხე)
- თქვენ ვინ გნებავთ?
- ნუცა (მანაც გამშრალი ხმით მიპასუხა)
- ნუცა ვარ, თქვენ რომელი ხართ? (ხმა აღარ გამცა, შინაგანად იმდენად ავფორიაქდი, მაგიდაზე მდგარ ჭიქას ხელი გავკარი და გატყდა, ხმა რომ აღარ გამცა ისევ გავუმეორე კითხვა რომელი ხართ მეთქი რაზეც ეს პასუხი მივიღე)
- გამორიცხულია, არ არსებობს.
ტელეფონი გათიშა და ფიქრი დავიწყე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, ვერაფრით ავხსენი ჩემი რეაქცია მისი ხმის გაგონებაზე,ჩემთვის ხმამაღლა ვლაპარაკობდი
- ნუთუ ის იყოო? არაა გამორიცხულია, მას საიდან უნდა გაეგო ჩემს შესახებ? მაგრამ ძალიან გავდა მის ხმას, თან ისეთი რეაქცია ჰქონდა... ღმერთო მიშველე ის რომ იყოს რა პასუხი გავცე? რა ვუთხრა ასე რატომ მოვექეცი. (ბევრი ფიქრის ნაცვლად ტელეფონი ავიღე და გადავრეკე მან კი ატირებლმა მიპასუხა )
- რომელი ხართ?
- არ მჯერა ნუცა რომ ცოცხალი ხარ, ასე რატომ მომექეცი? რა დაგიშავე? ასეთი ზედმეტი ვიყავი შენთვის? (განწირული ტირილით მელაპარაკებოდა, შინაგანად რაღაც ჩამწყდა, გულ-მუცელი ამეწვა, ცრემლებიმი მომადგა და ხმის კანკალით ვუთხარი)
- ანუ მართლა შენ ხარ თეო?
- დაჟე ჩემი სახელი ისევ გახსოვს? (სლუკუნით მკითხა რაზეც ახლა მე ამივარდა ტირილი)
- მაპატიე ნუცა გემუდარები, ოდესმე მაპატიე ასე უსამართლოდ რომ მოგექეცი, შენ ყველაზე ნაკლებად იმსახურებდი ამას, დღე არ გავა არ გამახსენდე და შენმა მონატრებამ თვალები ისევ არ დამინამოს ამდენი წლის შემდეგ.
- რატომ? მაშინ მითხარი ამ კითხვაზე პასუხი ასე რატომ მოგვექეცი მე და მითუმეტეს რატის?
- რატი აღარ მიხსენო გთხოვ, სწორედ მაგიტომ ვერ დაგირეკე თეო ვერც შენ რომ მასზე არაფრის გაგება არ მინდა,
- კი მაგრამ რატომ? სად ხარ ახლავე უნდა გნახო, სად მოვიდე?
- ვერ მნახავ ახლავე თეო, არ ვარ თბილისში, ახლა სხვაგან ვცხოვრობ
- მითხარი სად ხარ და ეხლავე წამოვალ.
- მპირდები რომ არავისთან არ გამთქვავ, ვერავინ გაიგებს ჩემს მდებარეობასა და არსებობას?
- არ მესმის შენი, მაგრამ რადგან ამდენი წელი ასე უკვალოდ გაქრი, ესეიგი გქონდა მიზეზი რომელიც აუცილებლად უნდა გავიგო, გპირდები. მითხარი სად გნახო
- შატილში ვარ
- სააად? მანდ რას აკეთებ?
- აქ ვცხოვრობ თეო, ახლა აქ მყავს ოჯახი თბილი და მოსიყვარულე
- ეგ რას ნიშნავს? შენ რაა გათხოვდი?
- არა გადაირიე? შეგიძლია ამოხვიდე?
- კი აბა რას ვიზავ. ძალიან მომენატრე ნუცი, შენ ვერც წარმოიდგენ რა დამემართა შენზე ეჭვი რომ გამიჩნდა და ახლა რომ გავიგე შენი ხმა. ახლავე წამოვალ...
- კარგი თეო, სალაპარაკო ძალიან ბევრია, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაინტერესებს როგორ მომაგენი.
- ეგ დიდი ამბავია, რო გნახავ მაგას მერე მოგიყვები წავედი ეხლა აღარ დავაგვიანებ მარშუტკაზე
- კარგი თეო, სულმოუთქმენლად გელოდები
- სანამ მოვალ აქედან გამოგზავნილ კოცნას დაკმაყოფილდი მკვდრეთით აღდგენილო (სიცილით მითხრა რაზეც მეც გამეღიმა და დავემშვიდობე)
ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი, ვცქმუტავდი და ერთი სული მქონდა თეოს ჩავხუტებოდი, ახლა უფრო ვიგრძენი მისი მონატრება, ახლა უფრო ვინანე ჩემი საქციელი, მაგრამ მიზეზი მქონდა. მჯეროდა თეო გამიგებდა. სასტუმროში ვერ მოვისვენე და სახლში წავედი, ნინომ რომ დამინახა გაუკვირდა და შეშინებულმა მკითხა, მშვიდობააო? მეც დავჯექი და ყველაფერი მოვუყევი. პასუხად კი ეს მივიღე
- ვაიმე როგორ მიხარია ნუცი, შენ ვერც მიხვდები ალბათ ჩემო საყვარელო. რადგან სასურველი და მონატრებული სტუმარი გვეყოლება, სანაქებო სუფრით უნდა დავხვდეთ, წავალ დავიწყებ მზადებას
- მეც მოგეხმარები, მადლობა ასე რომ გესმის და ჩემს გვერდით დგახარ სულ
- არაა არ მინდა შენი მოხმარება, წადი შენს ოთახში მშვიდად წამოწექი და მოემზადე შეხვედრისთვის, მზად იყავი ყველანაირი რეაქციისთვის და არ გაამტყუნო რომც გეჩხუბოს, მასაც გაუგე ნუცი და აღარ დაკარგო მისნაირი დაქალი რომელმაც ამდენი წლის მერე გიპოვა
- შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა?
- ღმერთი სხვა ჩემნაირს გამოგიჩენდა, იმიტომ რომ საუკეთესო გული გაქვს, წადი ეხლა და დაბლა არ გნახო ჩამოსული მოგეხმარებიო.
სიცილით ოთახამდე მიმაცილა, შიგნით შემიშვა და კარი გაიკეტა. მეც ფიქრი დავიწყე ყველაფერზე, რა უნდა მეთქვა? როგორ შევხვედროდი? რა რეაქცია ექნებოდა ჩემი დანახვისას? ამასობაში მოვიფიქრე სასტუმროში დარეკვა და მძღოლს ვთხოვე თეო როცა სასტუმროში მივიდოდა სახლში მოეყვანა, არ ვიცოდი ჩვენი შეხვედრა როგორი იქნებოდა, იქნებ ხმას აეწია ჩემთან, მოკლედ რთული სიტუაცია იქნებოდა, ამიტომ გადავწყვიტე სახლში შეხვედრა, არ მინდოდა ვინმეს ელაპარაკა ჩვენზე. როგორც იქნა მანქანის ხმა გავიგე, ფანჯარაში გავიხედდე და მანქანა ვიცანი, მივხვდი რომ მოიყვანა მძღოლმა და ნინოს გავძახე
- ნინო მოვიდნენ, გთხოვ თემური ძია გაუშვი, თეო სახლში შემოიყვანე და მერე გამოვალ, არ მინდა თემური ძიამ რამე ცუდად იფიქროს
- კარგი ნუცა ნუ ნერვიულობ
ოთახში შევედი და უაზროდ სიარული დავიწყე, არ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის ამდენი წლის შემდეგ, გავიგე ნინომ სახლში რომ შემოიყვანა თეო და უთხრა რომ თვითონ ყავას მოადუღებდა, კარებთან მივედი და სახელურს ხელი მოვკიდე, ამ დროს შიში, მონატრება, სინანული, ყველაფერი ერთად ირეოდა ჩემში და ვერ ვალაგებდი, ძალები მოვიკრიბე და სახელური დავწიე, ოთახიდან გავედი და დავინახე თეო, როგორ შეცვლილა, ჩამოყალიბებულ და შემდგარ ქალს გავდა, მინდოდა გავქცეულიყავი და ჩავხუტებულიყავი, მაგრამ ფეხს ვეღარ ვდგავდი, ნინო სამზარეულოდან გამოვიდა და ასე რომ დაგვინახა ერთმანეთზე მიშტერებულები გვითხრა:
- გოგოებო მე მეზობელთან გადავალ მელოდება, ნუცა საყვარელო შეგიძლია ყავა შენ მოადუღო??
- კი ნინო დეიდა, მაგლობა
ნინო ოთახიდან გავიდა მაგრამ თეო ისევ ურყევად იდგა და მიყურებდა, ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოიღო:
- ნუთუ ეს მართლა შენ ხარ?
- კი თეო, არვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მაგრამ მართლა მე ვარ
- ღმერთო რა ლამაზი ხარ? გაზრდილხარ, დამშვენებულხარ, მაგრამ დავიჯერო არ მოგენატრე?
- კი თან ძალიან მომენატრე (თავი დაბლა დავხარე და გავჩუმდი)
- მერე ეგრე ხვდები ამდენი წლის უნახავ დაქალს?
- ვერ ვბედავ განძრევას
- ისევ ჩემი სულელი გოგო ხარ (მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა, მეც თავი ავწიე და უცბად ვიგრძენი მაგრად რომ ჩამეხუტა და კოცნა დამიწყო, მეც მთელი ძალით ჩავეხუტე და ვკოცნიდი, ვიდექით ასე ჩახუტებულები და ვტიროდით, ბოლოს როგორც იქნა დავწყნარდით, დავსხედით, ყავაც მოვიტანე და დავიწყეთ ლაპარაკი )
- როგორ ძალიან გამიხარდა ნუცა ცოცხალი და ბედნიერი რომ ხარ ვერც წარმოიდგენ (მითხრა მას შემდეგ რაც ყველაფერი მოვუყევი შემდეგ მე ვკითხე)
- ეხლა შენ მითხარი თეო როგორ გაიგე ჩემზე?
- ეგ დიდი ამბავია ნუცი, დედაშენის საფლავზე ვიყავი 1 კვირის უკან, ნეტა ადრე ავსულიყავი რომ ადრე გამეგო შენზე
- მოიცა, მერე რაა ასული რომ იყავი?
- რა და ისეთი დაწკრიალებული რომ ვნახე იქაურობა გამიკვირდა, ყვავილები ახალი მიტანილი დამხვდა, თავიდან დავიბენი, ვიფიქრე ვიღაც ნათესავი ყავდათ ალბათ და ის აქცევს ყურადღებასთქო, მერე მესაფლავე ვნახე და ვკითხე ვინ უვლიდა საფლავს, რომ მითხრა ვიღაც ქალი მუშაობს მაგაზე და ის ასუფთავებსო ეგ უფრო გამიკვირდა, იმიტომ რომ მივხვდი, უფულოდ არავინ არაფერს გააკეთებს, ამიტომ ვთხოვე შეეხვედრებინა ის ქალი, რომ ვნახე მითხრა, შენი ტოლი გოგო მიგზავნის ფულსო, სახელი რომ ვკითხე და ნუცაო მითხრა ახლა შენ მიხვდი რა დამემართებოდა
- აი თურმე საიდან გაიგე ყველაფერი
- მერედა ცუდია?
- არა ცუდი არაა, მადლობა დედას საფლავზე რომ ახვედი და მომძებნე
- ნუცა რაღაცას გკითხავ რაა?
- რა ხდება?
- ეგ ყველაფერი გასაგებია, მამაშენის დანახვა არ გინდოდა და ვერც გაგამტყუნე მაგრამ....
- რა მაგრამ? რატიზე უნდა მკითხო რამე?
- ხო. რატო მოექეცი რატის მასე? ის ხო არ იმსახურებდა შენგან მასეთ ხელის კვრას?
- მე ვიმსახურებდი თეო ჩემი გაუჩინარებიდან რამოდენიმე თვეში ცოლი რომ მოიყვანა?
- რა ქნაააააა? (იმხელა ხმაზე იყვირა შემეშინდა)
- ხო თეო ვიცი, მასე ნუ გაიკვირვე, მამამ მითხრა რომ ველაპარაკე მაშინ, ბოზად გთვლიდაო და მართლა მასე გამოვიდა, მესმის ოჯახს არ ვუნდოდი მაგრამ ასე უცებ როგორ დამივიწყა? შენ ვერ გაიგებ რა გადავიტანე მაშინ, იმიტომ რომ შენ მსგავსად არავინ მოგგქეცია არასოდეს და არც არავის მისცე მაგის უფლება
- მოიცადე, რეებს როშავ? სულ გადაირიე? რა ცოლი??? ეგ როგორ დაუჯერე მამაშენს? რატის დღემდე შენზე ფიქრებით უდგია პირში სული და შენ რეებს ბოდიალობ?
- რაააააააა?????? (გული გამიჩერდა, სუნთქვა შემიწყდა, ტვინი გაითიშა, ვერ მოვედი აზრზე რას მეუბნევოდა, მუცელში წვა ვიგრძენი და ცხელმა ოფლმა დამასხა)
- რა რაა ნუცააააა? ეგ როგორ არ გადაამოწმე? ამდენი წლის მერე ისევ თავდავიწყებით უყვარხარ და ყოველ დღე შენზე ფიქრით იწყებს, იცი მაინც ერთად რამდენჯელ დაგვილევია და ორივეს გულის ამოჯდომამდე გვიტირია შენს გამო?? ხოო ორივეს, ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით, ისიც ჩემთან ერთად ქალივით ტიროდა ხმამაღლა ხოლმე (ფეხზე წამოხტა სიარული დაიწყო და ხელების ქნევითა და ტირილით მიხსნიდა ამ ყოველივეს. მაგრამ ჩემ თავში ,, რა ცოლის“ გარდა არაფერი ტრიალებდა. ანუ რა გამოვიდა რომ მე მივატოვე და ასე უსამარტლოდ დავტანჯე? ახლა რა გავაკეთო ყველაფერს როგორ ვაფჭებ. რა დავაშავე? ვეძებდი ამ კითხვებზე პასუხს და ვხედავდი როგორ ტირილით მიხსნიდა თეო რაღაცას მაგრამ აღარ მესმოდა, ვიგრძენი თვალებში რაღაც თეთრი წერტილები, რომლებიც დაფრინავდნენ და უცბად გავითიშე. გონებაზე ნინოს ყვირილმა მომიყვანა და ცხვირის აწვამ, როგორცკი შევიშმუშნე ისეთი ძალით გამარტყა ხელი ვიღაცამ და დამიძახა თვალები გაახილე ნუცაო ლოყა ამეწვა, თვალები რომ გავახილე სამეზობლო თავს მეხვია, ნიშადურის სპირტი ცხვირზე მედო და ნინო სახეში მილაწუნებდა. გონებაზე მოსვლა და თეოს მოკითხვა ერთი იყო, რომ დავინახე დავწყნარდი, ცოტახნის მერე წამოვჯექი და უკვე კარგად გახდომის შემდეგ თეო ჩემს ოთახში შევიყვანე და ვკითხე)
- ეხლა სად არის? უნდა ვნახო (ამის თქმა იყო და თავი ჩახარა) გესმის თეოო? სად არის ეხლავე უნდა წავიდე, სანახავად რომც შემაფურთხოს უნდა ვნახო
- ვერ ნახავ ნუცა
- რაა? რას ქვია ვერ ვნახავ? სად არია??
- ის.... ის...
- რა ის? ნუ გადამრიე მითხარი გოგოო
- ჯერ ის უნდა გითხრა შენზე რომ გაიგო რა ქნა
- ეგეთი რა ქნა? ან რატომ ვერ ვნახავ?
- რომ დაიკარგე 5 დღის ძებნის მერე მამაშენს მიუვარდა და ისე ცემა მთელმა უბანმა ძლივს გააგდებინა ხელიდან. სასიკვდილოდ ცემა. მამაშენმა კიდე უჩივლა, სასამართლომ გაფრთხილება მისცა, რომ თუ კიდევ განმეორდებოდა მსგავსი ფაქტი ციხეში გაუშვებდნენ, მერე გაიგო დედამისმა რაც ილაპარაკა და სახლში ისე იჩხუბა იმ დღის მერე სახლში აღარ შესულა. თავისები მეხვეწებოდნენ შენ მაინც გააგებინე, რომ სახლში დაბრუნდესო, მაგრამ ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნია , ამბობდა არ ვყვარებივარ და იმიტო გაქრაო
- რას ქვია ხელი ჩაიქნია? ანუ გამწარებულმა მითხრა მამაჩემმა და მეც დავუჯერეე ის ყველაფერი? (ისტერიკული ტირილი ამივარდა, გული ამოჯდომას მქონდა და თავს ვერ ვპატიობდი იმას რაც გავაკეთე)
- გთხოვ დაწყნარდი ნუცი რაა, ასე ვეღარაფერს ვეღარ გეტყვი
- რა ვქნა თეო? რო ვნახო? რა ვუთხრა? ან იქნებ ჯობია მკვდარი ვეგონო და აგარასოდეს გამოვჩნდე? ამდენი წლის მერე ხომ გაყუჩებული აქვს ის ტკივილი?
- ვერ ნახავ ნუც (თავი ჩახარა და გაჩუმდა)
- კი მაგრამ რატომ? რამე მოუვიდა? ხმა ამოიღე გთხოვ
- ცოცხალია მაგრამ...
- მადლობა ღმერთს, აბა რა ხდება საზღვარგარეთ წავიდა?
- არა, ნუც 7 წელი მიუსაჯეს
- რაააა? რა ქნეს????
- ხო. როგორც გითხარი გაფრთხილება ჰქონდა სასამართლოდან, მაგრამ ჩევენი უბნელი რომ იყო თორნიკე ეგ ცემა მამაშენის მერე და ვერავინ გააჩერა პატრული სანამ არ მოვიდა მაგარი მთვრალი იყო და პატრულს აგინა.
- რატო?
- იმიტო რო, შენზე თქვა თორნიკემ ისეთი ოჯახი აქვს გაბოზდა ალბათ და რაღატო მისტირიხართო
- რააა? ღმერთო მომკალი გთხოვ (იმდენად დამნაშავედ ვიგრძენი თავი რამის გავგიჟდი)
- კიდე ბევრი რამე მოხდა ნუც
- რატისთან დაკავშირებით?
- კი დედამისი გეძებდა, რომ ნახა თავის შვილი სულ გაგიჟდა და გაუბედურდა უშენოდ, ეკლესიაში მარტო იმის გამო მიდიოდა, რომ ღმერთს სთხოვდა გამოჩენილიყავი და პატიებას ითხოვდა
- უნდა წავიდე თეო
- სად გოგო? ისევ უნდა დაიკარგო?
- არა. რატისთან (ცოტახანს გაჩუმდა თეონა და მერე მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა)
- ქსანშია
- მადლობა თეო, მაგრამ მანამდე დედამისი უნდა ვნახო
- რას აპირებ?
- ჯერ არ ვიცი
- გინდა გამოგყვე?
- თბილისში ჩავიდეთ ერთად მაგრამ იქ მარტო უნდა წავიდე
- კარგი როგორც მეტყვი
სიტუაცია ავუხსენი ნინოს და ირაკლის, დავემშვიდობე და წამოვედი თბილისში. მე პირდაპირ რატის სახლში წავედი. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა მაგრამ მივედი. კარი რატის დამ გამიღო მაგრამ ვერ მიცნო იმიტომ რომ მაშინ 5 წლის იყო მე და რატი ერთად რომ ვიყავით
- ვინ გნებავთ?
- გამარჯობა, შენ ნია ხარ?
- დიახ და თქვენ ვინ ხართ?
- დედიკო სახლშია?
- კიი დავუძახებ
- კარგი აქ დაგელოდები. (ღრმად ჩავისუნთქე და მოვემზადე ყველაზე ცუდისთვის, გამოვიდა გაჭაღარავებული ეკა დეიდა რომელსაც თავის დროზე უზომოდ ვუყვარდი, მაგრამ შემდეგ შევზიზღდი. როგორცკი დამინახა მიცნო)
- ვაიმე ღმერთო მიშველე
- გამარჯობა ეკა დეიდა შეიძლება ვილაპარაკოთ?
- შენ ხარ შვილო?? ნუცა ნამდვილად შენ ხარ?
- კი ეკა დეიდა ნამდვილად მე ვარ
- შემოდი შვილო ღმერთო მომკალი რამ გამაშტერა, თუმცა მკვდარი გვეგონე რაღა რამ გამაშტერა? სად იყავი შვილო როგორ იყავი?
- მაგას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა აქ სხვა რამისთვის მოვედი
- გათხოვდი დედა???
- ეკა დეიდა რატი სადააა? (და ტირილი დაიწყო იმის გახსენებაზე თავის შვილი სადაცაა)
- ციხეშია შვილო, ნეტა ხმა ჩამეწყვიტა მაშინ, რამ გამაბოროტა ასე რომ ავურიე საკუთარ შვილს გზა რატო ენა არ მომწყდა რატოო?
- ეკა დეიდა თქვენი აზრით ამდენ წელს მაპატიებს? (გაშრა. არ ელოდა ჩემგან ამას, შემომხედა და უარესი ტირილი დაიწყო)
- შენც ისევ გიყვარს შვილო ამდენი წლის მერე? ისევ გიყვარს (თქვა დარწმუნებით და უცბად ტირილი შეწყვიტა)
- ეკა დეიდა მაპატიებს თქვენი შვილი?
- ისევ ისე ძლიერ უყვარხარ შვილო, მკვდარი გონიხარ მაგრამ უყვარხარ სიგიჟემდე, არავისთვის შეუხედია შვილო ისე უყვარხარ. ამას მე ძალიან გვიან მივხვდი, არ მეგონა ასეთი სიყვარული თუ შეეძლო, ყველაფერი ჩემი ბრალია მაპატიეთ შვილებო მაპატიეთ
- მთავარია რატიმ მაპატიოს ეკა დეიდა მე ვერ გაგამტყუნებთ. კარგად იყავით ეხლა (ფეხზე ავდექი და კარისკენ წავედი უკნიდან რომ დამეწია )
- ამ შუაღამე სად წახვალ შვილო? მოიცადე დილამდე
- უნდა წავიდე ეკა დეიდა რატი უნდა ვნახო
- ეხლაა? ეხლა ვინ შეგიშვებს?
- დილამდე დაველოდები და დილით შემიშვებენ იმედი მაქვს.
- გია წაგიყვანს მოიცადე
- არა არ მინდა მადლობთ. კარგად იყავით (ხელი მომკიდა და შემატრიალა თავისკენ)
- მოიცადე ნუცა, დიდი დრო გავიდა და რატი ძალიან არის შეცვლილი, ხასიათითაც და ფიზიკურადაც, ისეთი აღარ დაგხვდება როგორიც იყო
- ეკა დეიდა, ყველამ დავუშვით სადღაც შეცდომა, ზოგმა დიდი, ზოგმა უმნიშვნელო, რამაც ყველა შეგვცვალა, მაგრამ გრძნობა არ იკარგება, ის მუდამ ჩვენშია, არ აქ მნიშვნელობა იქ ვინ დამხვდება, ახლა მთავარია რომ მაპატიოს.
წამოვედი მაგრამ ვაი ამ წამოსვლას რატი არ მაპატიებს ვერ გამიგებს, ან როგორ უნდა მოვთხოვო გაგება უსიტყვოდ გავქრი. ტელეფონი ავიღე და ნინოს დავურეკე
- ნინო როგორ ხართ?
- ჩვენ რა გვიჭირს, შენ როგორ ხარ?
- რატი უნდა ვნახო ხვალ, ვერ ჩამოვალ არ ინერვიულოთ და დაწვრილებით მერე ვილაპარაკოთ
- კარგი ჩემო საყვარელო არ ინერვიულო ღმერთმა ძალები მოგცეს
- მადლობა აბა კარგად.
ტაქსი გავაჩერე და ქსანში წავედი ძალიან ბევრ რამეზე ვიფიქრე როგორი დამხვდებოდა რატი ნეტა? ჩემი გაუჩინარებიდან 4 წელი გავიდა თითქმის ის ახლა 24 ისაა ალბათ შეცვლილია. ამ ფიქრებში ვიყავი რომ ჩავედით შესვლა დილის 9 მდე ვერ მოხერხდებოდა თან რომ ვახსენე რატი დადიანთან ვარ მეთქი ყველა მომაშტერდა ვერ მივხვდი რატომ მაგრამ ბუტბური დაიწყო ზოგმა, ზედამხედველმა მკითხა ვინ ხარ მისიო და არ ვიცოდი რა მეპასუხა, მაგრამ სიმართლის თქმა ვამჯობინე რატომღაც
- მისი ყოფილი ვარ რომელიც მკვდარი ჰგონია(გაოცება ვერ დამალა რამაც მე უარესად გამაოცა)
- რაა? ნუცა კაპანაძე ხარ?
- დიახ და თქვენ ... საიდან იცით ჩემი სახელი?
- დამელოდე ცოტახანს
- კარგით. (სადღაც 15 წუთი ველოდე, მაგრამ მეგონა მთელი ცხოვრება გავიდა ამ წუთებში, უცბად გამოჩნდა ეს კაცი და დამიძახა )
- გამომყევი
- რაა? შევძლებ დღეს ნახვას?
- ჩუმად იარე არავინ გაიგოს შენი ხმა და გამომყევითქო (გავისუსე თან ისე რომ სუნთქვის ხმაცას აღარ გამოვცემდი უბრალოდ გული მიცემდა ისე რამის გასკდა მივდიოდი და წარმოვიდგინე ჩვენი შეხვედრა მაგამ ვიცნობდი რატის და კარგი არ იქნებოდა შეხვედრა)
- შედი (კარი გააღო და შიშით შევედი. ხო შიშით შიშმა ამიტანა, იმიტომ რომ ცივი კედლები იყო გარშემო)
ერთადერთი საწოლი იყო მხოლოდ ისიც რკინის, თან არ ვიცოდი რას იზავდა რატო. რომ გავეგდე? როგორია გამოგეცხადოს ის ადამიანი რომელის მკვდარი გგონია და სე გიყვარს? ცოტახანს მარტო ვიყავი და უარესად შემეშინდა მერე ფეხის ხმა გავიგე და გულმა უარესად უმატა ცემას კანკალმა ამიტანა და კატის გაიღო.
დავინახე რომ შემოვიდა მაღალი ახალგაზრდა ბიჭი, ნავარჯიშებ სხეულზე ვიწრომკლავიანი თეთრი მაიკა შემოტმასნოდა და სვირინგები ეტყობოდა. გული გამიცივდა როცა მარჯვენა ხელზე ნაცნობი ასოები ამოვიკითხე: nuca 4ever . უცბად შევბარბაცდი და იქ მდგარ ერთერთ სკამს დავეყრდენი. როცა მისი სახე დავინახე მივხვდი რომ ველოდებოდი შეცვლილს მაგრამ ამდენად არა წვერი მოზრდოდა, თუმცა თმა დაბალზე ჰქონდა აღებული, რომ დავინახე ერთიანად ამიტანა რაღაც გრძნობამ, მუცელში რაღაცამ სიარული დაიწო, ვისაც გამოცდილი აქვს საყვარელი მონატრებული ადამიანის დანახვა მიხვდება რაც ვიგრძენი, მან რომ შემომხედა იმდენად არ მელოდებოდა ვერ მიცნო, არც ზედამხედველს უთქვამს არაფერი და ლაპარაკი დაიწყო
- ზედამხედველმა მითხრა რომ გადაუდებელი იყო თქვენი ნახვა მაგრამ ვერ ვხვდები ვინ ხარ? (თავი ავწიე და თვალებში რომ ჩამხედა საშინელი რეაქცია ქონდა, ფერი დაკარგა უკან დაიხია და თვალები დაახამხამა, მერე სახეზე ხელი მოისვა და მკითხა)
- ვინ ხარ? ჩქარა მითხარი ვინ ხარ ( ისე იღრიალა ცრემლებმა გზა იპოვა და სიმწრით ვუთხარი)
- იცი ვინც ვარ რატი (აქ უკვე ვიცოდი რომ არ მაპატიებდა)
- არა ის არ ხარ მე ვიცნ მგონია, ასე რატაომ გავხარ მითხარი ვინ ხარ? (ჩემსკენ წამოვიდა უხეშად მკლავებში მომკიდა ხელი შემაქანა და ხმას უარესად აუწია ) თქვი მალე ვინ ჯანდაბა ხარ? რატომ გავხარ ჩემს ნუცას ასე ძალიან (თვალბში შევხედე და ის მზერა დაიჭირა თავის თქმით მხოლოდ ჩემში რომ ხედავდა)
- არაა შეუძლებელია ის ხომ... ის.... ის........... (ხელი გამიშვა უკან უკან დაიხია და კართან ჩაიცუცქა თავი ორივე ხელში მოიქცია და მოულოდნელად უზომოდ დაიყვირა რაზეც შევხტი და ტირილი ხმით დავიწყე )
- არ უნდა მოვსულიყავი ხომ? რამე მაინც მითხარი რატი, გამლანძღე მიდი ღირსი ვარ (მეც თავი ვერ გავაკონტროლე და ყვირილი დავიწყე რაზეც მოაკაკუნეს ცოტა ჩუმადო)
- წადი აქედან ნუცა, ეხლავე წადი
- რაა? (ამ სიტყვებმა მომკლა, გული ამომგლიჯა, ველოდებოდი ყველაფერს მაგრამ ამას არა, ველოდებოდი რომ მიყვირებდა, მაგრამ მშვიდად თუ მეტყოდა წადიო ვერ მოვიფიქრებდი)
- რაც გაიგე, აქ არ უნდა იყო წადი, აქ სიბინძურეა, შენი ადგილი აქ არაა წადი და აღარ მოხვიდე აქ, არ ვიცი ისევ ისეთი ქალგმერთი ხარ თუარა მაგრამ უნდა წახვიდე (ამის თქმაზე თავი აწია და ჩასისხლიანებული თვალებით შემომხედა)
- ამას ნუ ამბობ გთხოვ უბრალოდ მომისმინე და წავალ ( ახლოს მივედი და მასთან ჩავიმუხლე)
- არ მჯერა ნუცა, ჩემი ნუცა რომელიც 4 წელი 5 თვე და 18 დღის მკვდარი მეგონე ახლა გამომეცხადე, რატო გამწირე ნუცა ასე ან როგორ გამწირე?
- მაპატიე გთხოვ, თავს არ გავიმართლებ უბრალოდ მომისმინე და წავალ გთხოვ (მის თავს ხელები მოვკიდე და ავაწევინე, ჩასისხლიანებული და მღვრიე თვალებით შემომხედა)
- გისმენ
- მაშინ გთხოვ არ გამაჩუმო. დედიკო ჩხუბის დროს მომიკვდა. მამამ უთხრა რომ საყვარელთან მიდიოდა დედიკომ ვერ აიტანა და ისე ინერვიულო გულმა დაარტყა ჩემს თვალწინ დაიღუპა, თვალები ჩემს ხელში დახუჭა და ვერ ვუშველე. მერე მამააჩემმა გამომიცხადა სახლში უნდა მოვიყვანოვო ის ქალი რაზეც სულ გადავირიე, მაგრამ არც მომაქცია ყურადღება, 2 თვე ვცდილობდი მართლა ვცდილობდი რომ გამეძლო მაგრამ შემეშინდა რომ მეც მასეთი ოჯახი მექნებოდა და არ მინდოდა შენი ნახვა ყველა კაცი მეგონა მასეთი იყო და მალავდნენ მაშინ ხო ბავშვი ვიყავი, მერე ნანამ მითხრა დედაშენის ამბავი, რომ ნანა უნახია და გამოულანძღია ჩვენი ოჯახი არასოდეს რძლად არ მივიღებთ და თუ ისეთი ოჯახი უნდა რაც ჰქონდაო კი ბატონოვო და უფრო შემეშინდა. ნანამ ცუდად მოიხსენია თქვენი ოჯახი და ისე მოხდა რომ ყელში ვწვდი. მერე გავიქეცი და სანამ დავლაგდებოდი 18 საც გავხდი მამას დავურეკე მაგრამ დამემუქრა სად ხარ მკვდარი მეგონე და მე მოგკლავ როგორ აწიე ხელი ნანაზეო მერე შენზე მითხრა... (აქ გავჩუმდი და თავი ჩავხარე, მერე რატომ ამაწევინა თავი და მკითხა)
- რა გითხრა ჩემზე??
- მითხრა რომ 3 თვეში ცოლი მოიყვანე და ნაშის თვალით მიყურებდი (უცბად წამოხტა და მუშტი ისე მიარტყა კედელს ხლიდან სისხლი წამოუვიდა)
- როგორ დაიჯერე ნუცა? მე ხო შენით ვსუნთქავდი? სულ იმას გეუბნეოდი მენდეთქო მაგრამ არააა სხვის ლაპარაკს მოუსმინე ჩემს ნაცვლად, რატო ნუცა რატოოო??
- ვერ გაგამტყუნებ რატი მაგრამ ვერც მე გამამტყუნებ შემეშინდა გესმის? შენზე 3 წლით პატარა ვიყავი და შემეშინდა რომ ისეთ ოჯახად იქცეოდა ჩვენი ოჯახი სადაც გავიზარდე. მაპატიე ეს წლები თუ ოდესმე შეძლებ, მაპატიე გთხოვ (ისეთი სევდიანი და მკვდარი თვალებით მიყურებდა მართლა მომკლა მისმა მზერამ)
- წადი ნუციკო გთხოვ წადი და აქ აღარასოდეს დაბრუნდე
- არ ხარ მართალი რატი გთხოვ იგივე შეცდომას უშვებ
- წადი ნუცი მთავარია ახლა ვიცი რომ ცოცხალი ხარ და იმ სამყაროში სუნთქავ სადაც მე ვსუნთქავ (მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა, ძალიან მაგრად მომიჭირა ხელები და ღრმად შეისუნთქა ჩემი თმის სურნელი)
- შენი სუნი ისევ ისეთი სპეტაკია ნუც, ისევ ისეთი ნაზი და ისევ ისეთი გემრიელი( შუბლზე მაკოცა და გამიშვა ხელი)
- წადი და რაც გითხარი გააკეთე
- არ გამიშვა გთხოვ რატი, მიყვარხარ, ჩემი სხეულის ნაწილი ხარ რატი, გემუდარები მაპატიე ეს მწარე პერიოდი და აღარ გამიშვა
- ეხლა მხოლოდ ის ვიცი რომ ციხეში ვარ და გასვრილი ვარ ბინძური ცხოვრებით, რომც აღარ იყო ის სპეტაკი ნუცა მაინც ვერ გაგსვრი ამ სიბინძურით(დააბრახუნა კარებზე გააღეს და გავიდა, უკან მოიხედა ამათვალიერა, გაიღიმა და თქვა)
- მშვიდობით ნუციკო
- არა გთხოვ რატი არ წახიდე (ტირილი დავიწყე მაგრამ მაინც წავიდა, არ ვიცი რატომ გამიშვა მაგრამ გამიშვა მოკლა ჩემი დარჩენილი ნაწილიც)
წამოვედი განადგურებული იმ ღამესვე და თეოს მივადექი ტირილით ყველაფერი მოვუყევი და ორივე ერთად ვტიროდით.
- ხვალ დავბრუნდები შატილში თეო აზრი არ აქ ჩემს აქ ყოფნას ვერ ვამტყუნებ უნდა მივნდობოდი
- ჩემო გოგო რამდენს იტანჯები რამდენს, რა გიშველო?
- არაფერი გარდა ერთისა შატილში ამომიარე ხოლმე.
რომ გათენდა თეომ გამომაცილა ჯერ საფლავზე ავდით იქაც ბევრი ვიტირე ჩემ დაწყევლილ ცხოვრებაზე და შატილისკენ წავედი არაფერი მიყიდია ირაკლის ფული უკან მიმქონდა რომ ჩავედი და ასეთი წაშლილი მნახეს გული შეუწუხდათ მოვუყევი ყველაფერი და თემა დავხურეთ ყველაფერს აკთებდნენ ჩემს გასამხიარულებლად და მეც ვცდილობდი დამეფასებინა. მე და თეო ხშირად ვლაპარაკობდით ხოლმე მაგრამ 3 თვეში თეომ დამირეკა და მითხრა რომ მამაჩემი ძალიან ცუდად იყო და თუ გინდა ჩამოდიო. გულმა არ მომითმინა და წავედი. საავადმყოფოში იწვა ღვიძლის დაშლა ჰქონია. რომ შევედი და დამინახა ტირილი დაიწყო
- მაპატიე შვილო ყველაფერი
- არ გვინდა წარსულზე ლაპარაკი აღარც მახსოვს მამა
- არა შვილო მასე არ უნდა იყო, გაგანადგურე
- არა მამა შენ მე სიცოცხლე მაჩუქე და მადლობელი ვარ ამისთვისაც, სანამ პატარა ვიყავი ძალ-ღონეს არ იშურებდით ჩემთვის, მახსოვს ყველაფერი მამიკო და მინდა იცოდე რომ მაინც მიყვარხარ
- არ ვარ ღირსი ნუცა. (ხველა აუტყდა და ვიგრძენი რომ ძაან ცუდად ჰქონდა საქმე)
- შეიძლება შენ არ ხარ, მაგრამ რომ გაპატიებ მე ვიქნები მშვიდად, ამიტომ მიპატიებია
- მადლობა შვილო.
ექიმი შემოვიდა და მითხრა რომ ამდენ ხანს არ შეიძლებოდა გაჩერება მეც დავემშვიდობე და გავედი. 2 საათი იქ ვიჯექით მე და თეო ექიმი გამოვიდა და მითხრა რომ დაიღუპა. რაც არ უნდა იყოს მამა იყო და იმის გააზრება რომ დავობლდი ისევ მტკივნეული იყო, განმიახლდა დედის სიკვდილიც. 1 კვირა ვალი მოვიხადე და ნანა ავიტანე დედას გვერდით დავასაფლავეთ, საფლავზე რომ მივედით ყველას ეგონა რომ მოუვლელი დახვდებოდათ მაგრამ იმდენად იყო გაწკრიალებული ყველა მიხვდა ამის უკან მე რომ ვიდექი და სამაგალითო შვილად შემრაცხეს.
ამ დღეებმა რომ ჩაიარა ქსანში წავედი მაგრამ არ მნახა, ჩემი სათქმელი ვუთხარი მაგას და აღარ გავიმეორებო მეც გულმოკლული წამოვედი. ის დღე დავრჩი თბილისში და მეორე დღეს ავედი შატილში, ასე გაიარა ჩემმა ნატანჯმა ცხოვრებამ. ბევჯელ ვიყავი რატისთან მაგრამ არ მნახულობდა, ეს კი უარესად მანადგურებდა. ახლაც ვზივარ ჰამაკში და ყველა დეტალი გავიხსენე, ის ტკივილი დღემდე მტკივა რაც გადავიტანე, უკვე დიდი ვარ 24 წელი ცოტა აღარაა. არავისთან დამიწყია ურთიერთობა დღემდე, იმიტომ რომ ისევ რატითი ვსუნთქავ, თბილისის ბინა თავისთავად ჩემია მაგრამ შატილში მიყვარს ყოფნა და ახლაც აქ ვარ. ისევ ჩავფიქრდი და კიდევ ერთხელ დავარწმუნე ჩემი თავი რომ ადამიანი ყველაზე დიდი ცხოველია და შეუძლია ყველაფრის ატანა.
კართან მანქანა გაჩერდა და ჩემი თეო გიჟივით გადმოხტა მანქანიდან
- ნუციიიიიი მოვედი გოგოოო როგორ მომენატრეეე
- თეოო მოდი სიხარულო მეც მომენატრე, ვისი მანქანით ამოხვედი?
- ოო ეგ სურპრიზია სად არიან ნინო და ირაკლი?
- სახლში წამო მარა რა სურპრიზი? რა ხასიათზე ხარ ან ეგ რა ჩაგიცვამს? (სიცილი დავაყარე მის ლამაზ კლასიკუტ კაბას რომ შევხედე)
- დაიც გამოვალ ეხლავე ვნახავ იმათ
- კაი გელოდები ავალაგებ აქ მანამდე შე გადარეულო.
სიცილით მივუბრუნდი ჰამაკთან დაყრილ ნივთებს უცბად ხმა რომ გავიგე
- შეიძლება შემოვიდე? (აი აქ დამცხა, უკან ვერ მოვბრუნდი, უბრალოდ გავქვავდი. ვიცანი ხმაზე და ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი თავში მაგრამ შეუძლებელი იყო ეს რატის ხმა ყოფილიყო მას ხომ 1 წლამდე კიდევ ჰქონდა მოსახდელი)
- მასპინძელოოო? შეიძლება?? (გამიმეორა და რომ მივბრინდი დავინახე კლასიკურად გამოწყობილი უზომოდ სიმპათიური რატი. უამრავი ვარდი დაელაგებინა ძირს, სიმწრით არ ვიცოდი რა უნდა მექნა უბრალოდ მისკენ გავიქეცი და მთელი ძალით მოვხვიე ხელები. მანაც ჰაერში ამიტაცა და დამაბზრიალა შეისუნთქა ჩემი სურნელი და მითხრა)
- ეხლა შენ გაჩუნდები და მომისმენ. ციხეში რომ დაგინახე მეორედ დავიბადე ისე გამაბედნიერე, მაგრამ არ მინდოდა ციხეში გევლო ჩემს სანახავად, ამიტომ გაგიშვი რაც ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, რაც წამოხვედი მას შემდეგ ვცდილობდი ისეთი სახელი აღარ მქონოდა ციხეზე რაც შენ გამოჩენამდე მქონდა, თუმცა მაგას აღარ აქ მნიშვნელობა უბრალოდ... მოკლედ კარგი საქციელებისთვის ამინისტია შემეხო და გამომიშვეს, პრიველი რაც ვქენი ვიბანავე ფორმაში მოვედი, ვარდები ვიყიდე თეო ვნახე და აქ ამოვედი. აქ იმდენი ვარდი არაა რამდენი დღეც შენს გვერით არ ვიყავი, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო გავიდა მაგრამ ყოველდღე გამოვისყიდი გპირდები. ნეტა იცოდე როგორ მომენატრე, ჩემი ყოველი დღე შენზე ფიქრით იწყებოდა და
- ჩუუუუ... (ტუჩებზე ხელი მივადე და გავაჩუმე მერე თვალებში ვუყურებდი და ხელი ნელა ჩამოვწიე ოდნევ ავიწიე მისკენ და ფრთხილად შევეხე ტუჩებზე, ისიც ნაზად დაიხარა მითხრა - ჩემი სხეულის განუყოფელი ნაწილი ხარო და ნაზად მაკოცა)
კოცნას რომ მოვრჩი ჩუმად ვუთხარი
- შენი დამერქვა ჩემს თვალში
- ჯერ არა მაგრამ თუ ამ ბეჭედს მოიზომავ მალე მართლა დაგერქმევა და რაცკი გიტანჯია სულ სიხარულად ამოგაღებინებ
- რაა? (ხელში პატარა ყუთი ეჭირა გახსნა და ძალიან ნაზი და ლამაზი ბეჭედი ამოიღი)
- ნუცა თანახმა ხარ რომ დაგერქვას ჩემი ერთადერთი და სანატრელი ქალი რომელსაც ცოლს ეძახიან, გაიღვიძო და დაიძინო ჩემთან ერთად, აიტანო ჩემი ბუზღუნი და გამაბედნიერო?
- კი თანახმა ვარ მარგრამ შენ ხაარ თანახმა რომ დაგერქვას ჩემი ქმარი იგრძნო პასუხისმგებლობა აიტანო ჩემი წუწუნი და ბუზღუნი ორსულობის დროს და მერეც?
- პირველად რომ დაგინახე მას შემდეგ მაგ ყველაფერზე ვოცნებობ და მაგას კითხვა უნდა?(ჩამეხუტა ყელში მაკოცა და უცბად გიჟივით თეოს დაუძახა)
- თეოოოო ჩქარა გოგო გვაგვიანდება
- რაა მიდიხართ?
- კი ყველა მივდივართ
- სად კი მაგრამ?
- ბეჭედი მოგერგო ხოო?
- კი ზუსტად მაქ
- ხოდა კაბაც მოგერგება შენი დაქალის არჩეულია მე არ ვიცი რაარი და იმედი მაქ თეოს მკველობას არ ჩავიდენ ჩვენი ქორწილის დღეს (გულიანად გადაიხარხარა და ჩამეხუტა)
- რაააა?
- ხო რაიყო? აბა თანახნა ვარო?
- კი მაგრამ არა ასე უცბად
- და რაღას ველოდოთ ჩემო სიცოცხლე? ამდენი წელია ერთმანეთს ველოდებით ყველაფერი მოგვარებულია და ნახავ შენნაირი ქორწილი არავის ექნება
- მაგაში აშკარად ვრწმუნდები (მეც გამეცინა და ისეთი ბედნიერება ვიგრძენი მსოფლიოში რამოდენიმე ადამიანი რომ გამოცდის მხოლოდ)
- მიყვარხარ საკუთარ თავზე მეტად ჩემო ულამაზესო ცოლო
- მეც მიყვარხარ ზუსტად მასე ჩემო სიმპათიურო ქმარო
- ჰეე გვრიტებო მალეთ მოკვდა ხალხი ლოდინით
თურმე ყველაფერი მოგვარებული ქონიათ ყველა ამოუყვანიათ ვინც საჭირო იყო და მინდორში გარშემო მთებში ჩაძირულ შატილში კანონიერად ვიქორწინეთ. როგორც ეკამ მითხრა 2 კვირით ადრე გაიგო რომ უნდა გამოეშვათო და ყველაფერი დაგვაგეგმინა რომ რა დღესაც გამოვიდოდა იმ დღეს გქონოდათ ქორწილიო. უზომოდ ბედნიერი და სიხარულისგან აკანკალებული ვიყავი, თურმე ცხოვრება ბედნიერ დღეებსაც გვჩუქნის. სასტუმროში ბევრი ვარდის ფურცლები ეყარა. ხელში აყვანილი ავყავდი კიბეებზე და ოთახის კარი რომ შეაღო გაოცებისგან პირი დავაღე, იმდენი სანთელი ენთო, იმდენი ვარდები იყო და ისეთი ლამაზი გარემო იყო გავშტერდი. უბრალოდ ლოგინზე ჩამოვჯექი და კანკალი ამივარდა, მერე გვერდით მომიჯდა და მითხრა
- ამდენი წელი გელოდე, მაგრამ თუ ფიქრობ რომ კიდევ უნდა მალოდინო დაგელოდები, ოღონდ მასე ნუ კანკალებ კარგი?
- ბოდიში სიცოცხლე მაგრამ
- ჩუუუუ უბრალოდ მოდი ეს ვისკი დავლიოთ კარგი? მერე ჩაგეხუტები და ტკბილად დავიძინოთ
- ვითოომ?(ამაზე გულიანად გაიცინა და ჩამეხუტა)
- თუ შენ მასე გინდა მასე იყოს, მაგრამ ისევ ის პატარა გოგო ხარ ამ წამს პრიველად რომ ვუთხარი მიყვარხართქო და ტირილით გავარდა სახლში (ამაზე გამეღიმა და მორცხვად ვაკოცე. ვისკი დავლიეთ და გავიხსენეთ შეყვარებულობა, სითამამე მომეატა მაგრამ მაინც ვკანკალებდი რომ მკოცნიდა )
- უბრალოდ მომენდე, არასოდეს არაფერი ისე არ გავაკეტებ რომ რამე გატკინო ან ზიანი მოგაყენო, გვეყოს რაც ვიტანჯეთ ნუცი. მიტუმეტეს ამ საღამოს არ გავაფუჭებ (ეშმაკურად ისევ გაიცინა და კოცნა გააგრძელა მეც მივენდე ბოლომდე რადგან მისი ისე მჯეროდა საკუთარ თავსაც რომ ვერ ვენდობოდი)
დილა იმდენად მშვენიერი იყო საყვარელი ადამიანის გვერდით რომ გავღვიძე, სიამოვნებისგან თვალებს არ ვახელდი, მაგრამ მზერამ მაიძულა გამეხილა, ცალი თვალი გავახილე და რატის მომღიმარი სახე დავინახე,
- დილამშვიდობისა ქალბატონო დადიანო, როგორ გამოიძინე?
თვალები ისევ დავხუჭე და თავი გადავაბრუნე, შემრცხვა მისი თვალების დანახვისას, მან კიდევ შეშინებულმა მკითხა
- რა გჭირს ნუცი? გატკინე რამე? გამომხედე გთხოვ
- შეგიძლია რომ გახვიდე და მეც გამოვალ?
- რააა? (ისე გაეცინა გავბრაზდი)
- რა გაცინებს გადი გარეთ
- გინდა რაღაც გითხრა?
- რაა??
- ამდენი წელი გავიდა და რატომღაც არ გელოდებოდი ხელუხლებელი თუ დამხვდებოდი, არა იმიტომ რომ შენს პატიოსნებაში შემეპარა ეჭვი, უბრალოდ ცხოვრებაა ასეთი, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვფიქრობდი, ვინმესთან რომც ყოფილიყავი მაინც ჩემი გახდებოდი და არასოდეს გაგრძნობინებდი რომ გული დამწყდა მხოლოდ ჩემი რომ არ გერქმეოდა, მაგრამ ახლა იმდენად სრულფასოვნად ბედნიერი ვარ შენი პირველი და უკანასკნელი კაცი რომ ვარ ვერ აგიხწერ, იმასაც ვხვდები რომ შეგრცხვა ჩემი დანახვის მაგრამ, შენ ჩემი ცოლი ხარ უკვე და არაფრის არ უნდა შეგრცხვეს, იცოდე რომ მიყვარხარ უზომოდ და მეყვარები ბოლო ამოსუნთქვამდე
- ვერ ვხვდები ასეთი კარგი ხარ, თუ თავს მაჩვენებ, მაგრამ მეც უზომოდ მიყვარხარ და მეყვარები იმ ამოსუნთქვამდე ბოლო რომ დაერქმევა და ერთად დავხუჭავთ თვალს.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

-------------
ძალიან დიდი ბოდიშით აქამდე რომ ვერ დავდე, არ ვიცი რა დაემართა ჩემს გვერდს მაგრამ ვეღარ ვდებდი სიახლეებს ამიტომ სრულად ავტვირთე. გთხოვთ მითხრათ როგორია? შეგახსენებთ რომ ისტორია დაფუძნებული იყო რეალურ მოვლენებზე, მაგრამ მაინც შელამაზებულია თქვენთვის რომ საინტერესო ყოფილიყო. გამომივიდა??
___________________________________
მაპატიეთ შეცდომები და გაითვალისწინეთ რომ პირველი ისტორიაა რომელიც დავწერე, რეალობაც ბევრია მაგრამ წასაკითხი საინტერესო რომ იყოს შევალამაზე :) ველოდები კომენტარებს არ დაგეზაროთ რაა :*



№1  offline წევრი milangirl

დასასრული შეალამაზე?

 


№2 სტუმარი sali

vaimeee dzaaan magari iyooo ar vici realuri iyo tuara mara uzomod magari iyo aseti istoria cota tu wamikitxavs

 


№3 სტუმარი სტუმარი janet

მე აქ ვარ გამოცდილების გასაზიარებლად. როგორ დავბრუნდი ჩემი ქმარი, ჩემი მეუღლე საბოლოოდ დაბრუნდა, ჩვენ დავქორწინდით 9 წლის განმავლობაში და ორი შვილი ჰყავს. ჩვენთვის კარგია და ყოველთვის ბედნიერები ვართ. ერთ დღეს, სანამ ჩემი მეუღლე მუშაობდა ისე, რომ არ მესმის, იმდენად სკეპტიკურად ვიყავი, რომ მან და ჩემმა შვილებმა მოპასუხეს. შემდეგ მთხოვა სახლში წასვლა ერთი თვის და ის არ დამირეკავ განქორწინებას, რომ მას უნდოდა, და მე ვკითხე, რა უნდოდა, რომ მე მომეცი და არ მინდოდა, რომ კვლავ დამენახა. იყო ორი ან მეტი წლის ავად, მე გიჟები ვიყავი და არ ვიცოდი, რა უნდა გააკეთო. მე მას მიყვარხარ იმდენად, რომ ის ჩემი ცხოვრებაა და მას არ სურს ჩემთან ერთად არაფერი გავაკეთო. მე ვუთხარი დედაჩემს, რომ პრობლემა მქონდა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ჩემი მეუღლე უპასუხა მას, რომ მისი მეუღლე, რომლითაც დაქორწინდა სხვა ქალზე, რატომ თქვა მან, რომ მას სძულს და ერთი ჩემი მეგობარი გააცნო Dr.chamberc.After შემდეგ მე დაუკავშირდა Dr.chamber trough ელ და მე ის, რაც მან მთხოვა გავაკეთო მაგრამ სასაცილო ასპექტი იყო, რომ ჩემი მეუღლე, რომ მან უკვე დატოვა ჩემთვის წლების განმავლობაში და მან უკვე დაივიწყოს ჩემთვის და ბავშვები, ჩემი მეუღლე დამირეკა და მწყემსი დავიწყე ჩემთვის, სანამ ვხვდებოდი Dr.Chamberc მე უკვე ვცდილობდი საცურაო კოსტერია, მაგრამ ეს მოვიდა, მაგრამ ეს ექიმი ნამდვილია და ყოველთვის ბედნიერი ვარ ჩემს შვილებთან ერთად და მე და მისი შვილები დაბრუნდებიან რომ ის შემიყვარდა. მე არ ვიცი რა მოხდა. მაგრამ დღეს, ჩემი მეუღლე და ჩემი ოჯახი კვლავ ბედნიერია. მადლობას გიხდით დოქტორი შაჰბერკინი დახმარებისთვის მე გადამიღო ჩემი ოჯახი კიდევ ერთხელ.მაი ასევე დაგჭირდებათ დახმარება Dr.Chamberc ელ-ფოსტის მისამართზე [email protected] დაუკავშირდით მას რომელიმე ამ პრობლემასთან დაკავშირებით (1) თუ გსურთ თქვენი საყვარელი (2) შენ ყოველთვის კოშმარი ხარ. (3) თქვენი ოფისის მხარდასაჭერად (4) გინდათ თქვენი შვილი. (5) გინდა მდიდარი. (6) შენი მეუღლე / ცოლი სურს, რომ მარტო იყოს მარტო. (7) ფინანსური დახმარება. 8) გინდა, რომ იყოს ქორწინების მფლობელობაში 9) გინდა ხალხის მოზიდვა 10) ბავშვის მდგომარეობა 11) საჭიროა მეუღლე / ცოლი 13) როგორ მიიღოთ ლატარია 14) პრომოუშენი შეცდომა 15) შეცდომა დაცულია 16) ბიზნესი შეცდომა 17) კარგი მუშაობა HECHIZO 18) განკურნოს ნებისმიერი ავადმყოფობა. (19) E.T.C გადაფარვა მხოლოდ დაუკავშირდით Dr.Chamberc ამ ელფოსტის მეშვეობით [email protected] მიიღებს ყველა თქვენს პრობლემას მათთან დაკავშირების გზით.

 


№4  offline წევრი blondeangel631

ძალია მომეწონა heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი Khatia

Dzalian momeconaa.. magram ver gavigee realobaa tu shetxzuli siyvarulis istoria

 


№6 სტუმარი Nino

მომეწონა კარად წერ კიდევ მინდა რამე წავიკიტხო ტქვენი....

 


№7  offline წევრი ანუკიანკა

ძალიან მაგარი ისტორიააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent