შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულიდან სიკვდილამდე 3


15-08-2015, 21:22
ავტორი Soow
ნანახია 1 661

მარსელში საოცრად ლამაზი დილა გათენდა ,ოთახში ჯიუტად შემოჭრილი მზის სხივები ხარბად დასტაცებოდნენ კედელსა და იატაკს,ნელნელა საწოლზედაც ამოცოცდნენ და ღამის კოშმარისგან გაყინული და შეშინებული სხეული გაათბეს.
ადრიანამ თვალები გაახილა და იგრძნო რომ სკოლაში წასვლის დრო გადასულიყო,გაკვირვებული წამოხტა საწოლიდან ასეთი რამ არასდროს მოსვლია.
-ჯანდაბა ჩამეძინა, დეიდა მიშელ ,დეიდა მიშელ?
-ხო საყვარელო , დილა მშვიდობისა,როგორ გეძინა?
-მე ჩამეძინა, რატომ არ გამაღვიძე?
-იმიტომ რომ დასვენება გჭირდება,ამ ბოლო 6 თვის განმავლობაში საშინლად ფერმკრთალი ხარ ,დასუსტდი კიდეც,ამიტომ საუზმეთ უგემრიელესი კრუასანები მოვატანინე საუკეთესო რესტორნიდან.ჩამოდი საყვარელო ვისაუზმოთ.
-არა არ მშია იყოს .
-არა აუცილებლად უნდა ისაუზმო არ გამაბრაზო იცოდე.დაჟინებით უბრძანა ქალბატონმა მიშელმა ,და თავისი კოხტა პრადას სამოსით, დახვეწილი მანერით გაეშურა სამზარეულოსკენ.
საუზმე ჩუმად გრძელდებოდა სანამ ქალბატონმა მიშელმა სიჩუმე არ დაარღვია.
-დღეს სტუმრად მივდივართ! გაუბედავად მაგრამ მკაცრი ხმით წარმოთქვა მიშელმა
-სად?
-რაიჩანდრებთან,გავიგე ალექსის ძმა მისტერ იაში აქ გადმოსულა თავის ცოლშვილთან ერთად და სტუმრად გვეპატიჟებიან.
-იქ რა გვინდა?!
-როგორ რა გვინდა! შენ და სემი საუკეთესო მეგობრები იყავით, ისინი კი მისი ოჯახი არიან რომელთაც შენი გაცნობა სურთ.
-კარგი რა მათ არც კი ვიცნობ.
-მისმინე აუცილებელია რომ წამოხვიდე მამამისი იტანჯება გონია რომ სემმა მის გამო მოიკლა თავი.
-რატომ რა უქნა ?
-არაფერი რაღაც ამ ბოლო დროს სინდისმა შეაწუხა და ყველა დანაშაულს მის თავზე იღებს.
-შენ გინდა რომ მე მოვუყვე რატომ მოიკლა სემმა თავი ? ეს ძალიან პირადულია ხომ იცი ამის უფლება არც მე მაქვს ვიცოდე მაგრამ ასე მოხდა ეს.. ჩემი ...უცნაური...
-მათ აქვთ უფლება იცოდეთ თუ რატომ მოკვდა მათი ერთადერთი შვილი. სემის დედაც ჩამოსულა ახლახანს შეატყობინეს და ძალიან წუხს.
-აქამდე სად იყო ?
-ადრიანა! მორჩა, გეყოფა, დავიღალე !!! შენ დღეს მოდიხარ და ყვები ყველაფერს რაც იცი გაიგე ?
-მაპატიე,ყველაფერს რაც უნდა მცოდნოდა -ჩუმად ჩაიჩურჩულა ადრიანამ და სამზარეულო დატოვა.
შუადღისას უკვე რაიჩანდრების ერთობლივ სახლთან უფრო სწორად იმპერიასთან იდგნენ,ალექსის ძველი სახლი გაუყიდია და მის ძმასთან ერთად უზარმაზარი სახლი უყიდია .ასეთი მანერები ადრიანას ძალიან აღიზიანებდა რადგან ამხელა სახლის აუზებითა და შადრევნებით აშენება ცოტა არ იყოს ძალიან კეკლუცური და ყეყეჩური გამონახტომი იყო მითუმეტეს მარსელში სადაც ნახევარზე მეტი მოსახლეობის,შავ კანიან საშუალო ფენის წარმომადგენლებს ეკავათ.
რაც უფრო უახლოვდებოდნენ სახლს მით უფრო არ უნდოდა ადრიანას შიგნით შესვლა.
-ო მისიე,ბონჟუღ! აღტაცებით წარმოთქვა კარის კაცმა და სტუმრები სახლში მიიპატიჟა.
-რა ლამაზი სახლია! წარმოთქვა მიშელმა,აღტაცებულმა.
-ხო რომ მცოდნოდა ახალ კედებს ჩავიცმევდი და თმას დავივარცხნიდი.
-შე გაუზრდელო!ისე ნამდვილად შეუფერებლად გაცვია ისე როგორც ,როგორც ...
-როგორც 16 წლის თინეიჯერს.
-კარგი, აი მისტერ იაშიც!
-მობრძანდით ქალბატონებო ! ქალბატონო მიშელ ულამაზესი ქალიშვილი გყოლიათ!
-ო რას ამბობთ ადრიანა ჩემთვის როგორც შვილია მაგრამ ჩემი შვილი არ არის.
-უნდა გეთქვა ქალიშვილი არ არისთქო! წაუბურდღუნა ადრიანამ მიშელს რუსულად.რუსული მათი საიდუმლო ენა იყო.
-ო რმერთო რა გაუზრდელი და უტიფარი გოგო ხარ ! ხუმრობისთვის სულ გცალია.(რუსულად)
-რაიმე პრობლემაა? უხერხულად იკითხა მისტერ რაიჩანდრმა.
-არა,არა რას ბრძანებთ.
-მმმ... კარგი მაშინ მობრძანდით ყველა მისაღებ ოთახში გელოდებათ.
მისაღები ოთახის კარებთან შავგრემანი ლამაზი ქალი იდგა მკაცრი გამომეტყველებით და დაჟინებით დასცქეროდა ადრიანას გახეულ ჯინსებსა და შავ როკის მაისურს.
-ღმერთო !რა უბედურებაა ? რაიმე მუზეუმში ვარ თუ რაიმე დახურულ წვეულებაზე სადაც აუცილებლად ვერსაჩე უნდა გეცვეს ?წაიბურდღუნა ადრიანამ
-შემოდით,აი კიდევ ერთი გიჟი მაქს შენს საპატივცემულოდ მოვიყვანეთ.მკაცრი ხმით თქვა ქალბატონმა როქსიმ,რომელიც თურმე ალექსისა და იაშის და ყოფილა.
-ეს სიტყვები ადრიანამ შეურაცმყოფად მიიღო,და გამოხედვით აგრძნობინა კიდევაც "ცხვირ აბზუებულ დედაკაცს"ადრიანას თქმით.
მისაღები ოთახის კარი გაიღო და სავარძელში შორტების ამარა მაქსმა ღიმილით გამოხედა სტუმრებს .
-ო ღმერთო! ცუდ დროს მოვედით ! შეიცხადა მიშელმა
-რატომ პოპკორნზე ალერგია გაქვთ ? იხუმრა მაქსმა თან მუცელზე უზარმაზარი მოოქროვილი , პოპკორნით სავსე თასი ედო.
-ამ დროს ჩქარი ნაბიჯით მეზობელი ოთახიდან მაქსის დედა გამოვარდა ისიც გემოვნებიანად ჩაცმულიყო ,მაგრამ ეტყობოდა რომ ამ სამოსში თავს უხერხულად გრძნობდა.
-მობრძანდით !ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით !!!ის ნამდვილი გიჟია,მაქს მაისური მაინც ჩაიცვი.
-არ ვემორჩილები ამ სახლის წესებს რატომ უნდა ვიარო სახლში სმოკინგით?
-მაქს დეიდაშენმა...
-რა,რა დეიდაჩემმა? თვითონ იაროს სმოკინგით თუ ასე მოსწონს .
-ჩვენ სხვა ოთახში გავიდეთ--უხერხული ღიმილით გაიყვანა ოთახიდან სტუმრები ლინამ.
-დაბრძანდით ,ყავას ხომ არ მიირთმევთ ? კიდევ ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ასეთი დახვედრისთვის. უთხრა ათთრთოლებული ხმით ლინამ სტუმრებს.
-ნუ ღელავთ ქალბატონო ყველაფერი რიგზეა! დაამშვიდა ადრიანამ
ამ დროს ოთახში დანარჩენი ოჯახის წევრნი შემოვიდნენ და სავარძლებში მოკალათდნენ.
-გამარჯობა ქალბატონო მიშელ! როგორაა საქმეები ადრიანა ? შეეკითხა სემის მამამ ალექსიმ.
-ნორმალურად.
-ადრიანა იცი ჩვენ უკვე 6 თვეა ვიძიებთ სემის საქმეს და მიზეზი ვერ აღმოვაჩინედ,ძალიან მინდა, რომ თუკი რამე იციი, გთხოოვ ..და უცებ ცრემლები წასკდა ალექსს.
-დამშვიდდით ბატონო მე ყველაფერს მოგიყვებით.სემის შეყვარებული ყავდა...
-მოიცა შენ არ ყოფილხარ მისი შეყვარებული შეაწყვეტინა ალექსიმ
-არა საიდან მოიტანეთ მე სემი ძმასავით მიყვარდა , მოკლედ გავაგრძელებ სემის შეყვარებული კრისტი დაორსულდა სემისგან სემი ფულს აგროვებდა რომ მისი შვილისთვის უზრუნველი მომავალი თვითონ განაპირობებინა,თქვენთვის თქმა ერიდებოდა მაგრამ იცოდა რომ მიიღებდით თუკი იგი შეეცდებოდა მუშაობას და სწავლას ,სემი კრისტის აღმერთებდა .იმ ღამეს სემს სახლში მისულს წერილი დახვდა კრისტისგან, რომ ბავშვი მოეშორებინა და ახლა უკვე სხვას ხვდებოდა.
-ღმერთო ვიღაც.. ვიღაც უღირსი გოგოს გამო რატომ? რატომ ? ამოიკვნესა სემის დედამ .
-ვფიქრობ მისი შვილის გამო.შეუსწორა ადრიანამ.
ოთახში სიჩუმე ჩამოდგა მხოლოდ ალექსისა და მისი ყოფილი ცოლის ქვითინი და წამოოხვრა არღვევდა სიჩუმეს.
-იცით ჩვენ სჯობს უკვე წავიდეთ.მშვიდათ თქვა მიშელმა და მისი პატარა ჩანთა ხელში აიღო.
- სად გეჩქარებათ კიდევ მოიცადეთ.
-არა ბატონო იაშ სჯობს წავიდეთ უკვე გვიანაა.
-პირობა მომეცით რომ ისევ გვესტუმრებით ძალიან მალე .
-პირობას გაძლევთ.
-შემდეგ ჯერზე ნორმალურად ჩავიცმევ. დაამატა ადრიანამ ღიმილით.და თან როქსის გახედა.
-ოჰ ეს კარგი იყო.ჩემმა დამ მთელი სახლი ფეხზე დააყენა მოსვლის თანავე.რომ იცოდეთ ფეხსაცმელი როგორ მიჭერს ,მაგრამ გახდა დაძინებამდე მაინც არ შემიძლია.გულიანად გადაიხითხითა იაშმა.
ამ დროს ოთახში მაქსი შემოვიდა ისევ შორტებით .
-ოჰ! ეს ულამაზესი ქალბატონი უკვე გვტოვებს ? და ხელზე აკოცა ქალბატონ მიშელს და თანაც ეშმაკურად თვალი ადრიანასკენ გააყოლა.
მიშელი უხერხულად შეიშმუშნა გაწითლდა კიდეც.დანარჩენი ოჯახის წევრები კი მაქსს უკმაყოფილოდ უყურებდნენ. კაზანოვასგან ასეთი საქციელი მოულოდნელი არ იყო.
ქალბატონი მიშელი და რაიჩანდრები ძალიან დამეგობრდნენ.ერთმანეთს ხშირად სტუმრობდნენ ,და ლინა ხო განუყრელი ოჯახისწევრივით იყო,როცა დიდხანს არ ეხმიანებოდა მიშელს,ადრიანაც და ისიც დიდ აურზაურს ტეხდნენ სოციალურ ქსელებში სანამ ლინა არ ესტუმრებოდა.
14 თებერვალი
კიდევ ერთი წვიმიანი დილა გათენდა მარსელში,დღეს უქმე დღეა, ასე რომ მიშელის ტკბილ სახლში არც ერთი ქალბატონი არ ჩქარობს ადგომას.იმიტომ რომ მიშელს ყველაფერი მზადააქვს,ხოლო ადრიანას კი ნამდვილად დაავიწყდა მისი იუბილე.როგრც იქნა მიშელი კარგად გამოძინებული, ლამაზად გამოიპრანჭა და ქვემოთ ჩავიდა კურიერის დასახვედრათ.ნახევარ საათში საიუბილეო სუფრა გამზადებული იყო.
-ადრიანა ადექი საყვარელო შუადღეა უკვე!
დიდიხნიანი პაუზის შემდეგ მიშელმა ერთი ორჯერ კიდევ დაუძახა მაგრამ ადრიანასგან პასუხი არ იყო.მიშელი ეჭვდატანილი გამომეტყველებით ავიდა კიბეზე და თან გულში ელვისებური სიჩქარით საზიზრარი აზრები ეკვრებოდა.ნაბიჯს უცქარებდა და ადრიანას ოთახის კარი აკანკალებული ხელით შეაღო.
-რმერთო !!!ღმ.. ერ.. ერ.. თო ! ძლივს გასარკვევად ამოიბღავლა მიშელმა.
-ადრიანა! ადრიანა! კარგათ ხარ? აქ, აქ რა ხდება ...ეს... როგორ როგოორ ?!!!
ადრიანა ოთახის კუთხეში მუხლებზე ხელებ შემორტყმული იჯდა და მის ოთახში ყველა ნივთი ხაერში ეკიდა.
-მე, მე არ ვიცი როგორ შევაჩერო ეს მე არ შემიძლია ვაკონტროლო ! ტირილით,წკმუტუნებდა ადრიანა ხმა დაჰკარგვოდა.
-მოდი აქედან გაგიყვან ! მშვიდად მაგრამ მაინც ნერვშერეული ხმით უთხრა მიშელმა.
-არა მერე სხა ოთახებშუც იგევეს ვიზამ !
-ამას შენ არ აკეთებ საყვარელო ეს არ ვიცი ეს უბრალოდ შეიძლება ვინმე გვეხუმრა, სად არის გამჭირვალე თოკები ?
-არავინ არ გაგვხუმრებია ამას დაგიმტკიცებ ახლა მე წარმოვიდგენ რომ ის სავარძელი კედელს შეენარცხება.წარმოთქმაც ვერ მოასწრო ისე დავარდა ფეხ მოტეცილი სავარძელი ძირს.გაოგნებული მიშელი გამოასავალს ეძებდა ცდილობდა ადრიანა დაემშვიდებინა და რამენაირი ახსნა მოეძებნა ამ ამბისთვის რომ ჭკუიდან არ შეშლილიყო.
-საყვარელო მისმინე ახლა წარმოიდგინე რომ ეს ნივთები ყველა ძირს მის მის ადგილზე ეწყობა ფრთხილად .
-არა არ შემიძლია კონცენტრირებას ვერ ვაკეთებ.
-უნდა გააკეთო ,უნდა სცადო ,შენ ამას შეძლებ!
ადრიანამ წამით თვალები დახუჭა ,გაახილა და ყველა ნივთი რიგ რიგობით ძირს დაეშვა.
-კარგი აბა ახლა ავდგეთ და აბაზანაშ შეგიყვან სულ მთლად ოფლიანი ხარ,გაცივები!თითქოს და მშვიდად ელაპარაკებოდა მიშელი.
-თვითკონტროლი უნდა ვისწავლო.
-ხო აბა რა ეს დაგვჭირდება . შოკში ჩავარდნილი მიშელი არც აპირებდა ადრიანასთვის ამ ყველაფრის ახსნა ეთხოვა ,რადგან მის თვალებშითაც ამჩნევდა ,იმ დიდ შოკს რასაც ისინი ორივე განიცდიდა.
-აი მოვწესრიგდით კიდეც მგონი უკვე გამოგდის თვითკონტროლი ჯერ არც ერთი ნივთი არ დაგილეწია.უხეიროდ ,ძალით იხუმრა მიშელმა.ჩამოდი ძირს მაგიდასთან დავჯდეთ და გადავწყვიტოთ ვის პატიჟებ.
-სად ვის ვპატიჟებ?ჩამწყდარი ხმით შეეკითხა ადრიანამ.
-სად და შენს დაბადების დღეზე.ნოიცა არ მითხრა რომ დაგავიწყდა.
-უკვე 17-ის ვარ ?
-ხო საყვარელო იმედია აქედანვე არ ინერვიულებ შენს ასაკზე ჯერ შენ ბავშვი ხარ.
-არა მიხარია დღეს შემეძლება მართვის მოწმობა ავიღო. მანქანისთვის ფულს ვაგროვებ,ხომ იცი?
-კი საყვარელო მართვის მოწმობას აუცილებლად აიღებ,მანქანასაც იყიდი და თან კარგს ფულს მეც დაგიმატებ.ოღონდ დღეს ვერსად ვერ გაგიშვებ.
-არა ძალიან გთხოვ დღეს აუხილებლად უნდა წავიდე აუცილებლად.გთხოვ მე ხომ არაფერი მითხოვია ამის გარდა დაბადების დღეზე?
-მეც წამოგყვები.
-არა მინდა რამე ემით დამოუკიდებლად გავაკეთო, გევედრები.
-ჯერ ისაუზმებ.
-შენ ძაან მაგარი დეიდა ხარ.აუ რა მაგარია .მაგრად ჩაიკრა მიშელი გულში და ქვემოთ სასაუზმოდ ჩავიდნენ წესით ამ დროს სადილად სხდებოდნენ ხოლმე.
-კარგი აბა, იმედია ყველაფერი კარგად გექნება .ვინმე თუ გაგაბრაზებს აერში აწიე ,არა არა ამას ნუ იზამ რა იცი შემდეგ რა მოხდეს,ისე ხალხმრავალი ადგილები თუ არ იქნება შეგიძლია რომ ეს გააკეთო.
-კარგი დეიდაა(სიცილით0
-ხმა ჯერ კიდევ ჩახლეჩილი გაქვს.
-დეიდა დღეს ვალენტინობაა ცოტა გამხიარულდი რა,არ იდარდო ყველაფერი კარგად იქნება.
ავტო სკოლაში ადრიანა თავის რიგს ელოდებოდა როვა მიშელმა დაურეკა რომ გაეგო კიდევ ხომ არ მომხდარა რამე ისეთი რაზეჩ მთელი დღე ინტერნეტში ცნობებს ეძებდა და წესიერი ვერაფერი ეპოვა.
-ადრიანა ხომ კარგათ ხარ ? რა ქენი ვერ ჩააბარე ხომ ?
-რატომ ამბობ ასე, ტესტები ჩავაბარე. ახლა პრაკტიკას ველოდები. ჩავაბარებ კი არა მრბოლელის ლიცენზიას მომცემენ.(სიცილით)
-კარგი, კარგი თუ რამე დამირეკე.
-დეიდა იცი დღეს ლუსის შევხვდი და მინდა ამ საღამოს გამოცდების შემდეგ კლუბში წავიდე.რას იტყვი ამაზე?
-კარგი კარგი ოღნდ დამირეკე.უარი ვერ უთხრა რადგან სემის შემდეგ ადრიანას არც ერთ მეგობარს არ ეხმიანებოდა და თავისუალ დროს სულ სახლშ იჯდა.
-ჰეი ადრი წამოდი ვიცეკვოდ ეს სიმღერა ძალიან მომწონს !
-არა ლუსი იყოს!
-წამოდი რა ამბოლო დროს ისეთი რაღაცნაირი ხარ,შენი მართვის მოწმობა არ უნდა ავღნიშნოთ,სვამდე მაინც.
-არა აწი მართვის მოწმობა მაქვს და მანქანაც მალე მეყოლება ფხიზლად უნდა ვიყო,დამიჯერე მარტო წადი ის ტიპი კუთხეშ კარგი ხანია გათვალიერებს.
-რომელი ? უი რა სიმპატიურია კარგი დაგტოვებ არ მოიწყინო!
-არ მოიწყენს! უცებ უკნიდან გაისმა ერთდროულად ნაცნობი და უცნობი ხმა.
-მაქს ? შენ აქ რას აკეთებ თან ასე მთვარლი ?
-თუ ხედავ რომ მთვრალი ვარ რას მეკითხები რას აკეთებო შენი დეიდა როგორ არის ქალბატონი გიშერი ?
-მიშელი.შეუსწორა ადრიანამ.
-რა მნისვნელობა აქვს.დღეს შეყვარებულმა მიმატოვა ასე რომ უფლება მაქვს მთვრელი ვიყო და რაღაცეები შემეშალოს.გაურკვევლად ბურდღუნებდა ის.
-შენ ვინმემ მიგატოვა ? ან ვინე გიყვარდა შენ ? სასაცილოა.
-რატომ ამბობ ასე განა მე გული არ მაქვს ?
-კი კი რა თქმა უნდა.ირონიულად ჩაილაპარაკა ადრიანამ.
-ნამდვილი იდიოტი იყო . გაბრაზებით წარმოთქვა საცეკვაო არენიდან დაბრუნებულმა ლუსიმ.-ო ღმერთო მაქს რაჩანდრი.
-ხო საკუთარი პერსონით ,აქ ვარ.
-შეიძლება შენთან სურაათი გადავიღო?
-რათქმაუნდა,კალთაში ჩამიჯექი რომ უფრო ახლო მეგობრებივით ვიყოთ ძალიან ახლო მეგობრებივით.
-მე თანახმა ვარ.სულელივით წამოიყვირა ლუსიმ,მაგრამ ადრიანამ შეაერა.
-რას შვრები ხომ ხედავ რომ ფეხზე ვერ დგება ძალიან მთვრალია.
-მთვრალი ვინ არის მთვარლი მე მთვრალი არ ვარ ანგელოზო საიდან ჩამოფრინდი? განაბული სახით ელაპარაკებოდა ადრიანას.და თან ბარზე დაძინებას აპირებდა .
-სახლში უნდა წავიყვანოთ.
-მართალი ხარ მაგრამ იცი სად ცხოვრობს?
-კი, მის ოჯახთან ვმეგობრობთ.
-კარგი წაიყვანე მე კიდევ გავჩერდები.
-როგორც გინდა.
-ეი გულგატეხილო კაზანვა წამომყევი სახლში უნდა წაგიყვანო.
-სახლი,სახლი მაგარია .შენთვის არავის არ უთქვამს რომ ძალიან ლამაზი ხარ?
-შენ მანქანით ხარ ?
-იცი როცა გოგოებს ვუყურებ სულ მათან დაწოლა მინდა სხხვაზე ვერ ვფიქრობ და შენ ჩაგეხურო მინდა.
-მაგისთვისაც განანებ დამიჯერე,მისმინე მანქანით ხარ ?გასაღები ჟიბეშ გაქვს?
-მე შენ ვერ მანანებ.
-ვნახოთ.და სახეში მთელი ძალით გაარტყა.-გამოფხიზლდი
-ახლაც მინდა რომ მოგეფერო იღონდ უხეშად.
-ჯანდაბა,გასაღები სად გაქვს?. და ჯიბეების ქექვა დაუწყო.-აი ვიპოვე,ო ლამბორჯინი განებივრებული კაზანოვა.
-გჩუქნი შენი იყოს ოღონდ მასე ნუ მიძახი!
-თავმოყვარეობაც გქონია.და შან მანქანაში ჩასვა.
მთელი გზა მაქსი რაღაცეებს ბუტბუტებდა ადრიანას შესახებ.ადრიანა კი ცხოვრებაში პირველად იჯდა მანქანაზე ასე თავისუფლად ზედამხედველის გარეშე,ადრე სულ სემი ასწავლიდა ხოლმე,რის შედეგადაც მოსწავლემ მასწავლებელს მაინც აჯობა.
-ბატონო იაშ დიდი ბოდიში რომ გაწუხებთ.მაგრამ თქვენი შვილი მოვიყვანე ბარიდან.მანქანაში ჩაქძინა და ვერ ვაღვიძებ,ბოდავს.
-ო დიდი მადლობა ადრიანა შენი მოვალე ვარ .ეგ თავქარიანი.
-მაქს გაიჭვიძე მანქანიდან უნდა გადმოიყვანო.
-სად არის ანგელოზი მამა შენ რანაირი ხმა გაქვს ანგელოზმა მომიყვანა სად არის ის ?
-ხომ გითხარით ბოდავს მეთქი.უხერხულად შეიშმუსნა ადრიანა.
-ახლა ნამდვილად არ ბოდავს დამიჯერე.
-დიდი მადლობა,მე დაგემშვიდობებით უნდა წავიდე დეიდა მიშელი ინერვიულებს.
-მოიცა გაგაცილებ.
-არა ბატონო იაშ ტაქსით წავან.
-კარი ადრიანა რა მძიმეა ძლივს მიჭირავს,დიდი მადლობა.
-არაფრის.ნახვამდის.
ამ დროს მაქსი წელში გასწორდა და ჯიბიდან ადრიანას ტელეფონი ამოიღო და თან მისი საფირმო გამომეტყველებით გახედა მამამისს.
-ღმერთო ეს ყველაფერი იმისთვის მოიგონე რომ მისი ყურადღება იგეგცია ?
-შეიზლება.



№1  offline წევრი Soow

ტექსტი არ გადამიკითხავ როცა ვაქვეყნებდი ტექნიკური შეცდომებისთვის დიდ ბოდიშ გიხდით იმედია ამ 55 მნახველს მაინც მოგეწონათ. მეოთხე თავი დამატებულია მისი შემოწმება მიმდინარეობს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent