ღიმილის უკან (ნაწილი 1)
ნოემბრის ცივ საღამოს, ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი ქუჩას. ხალხი არ ჩანდა, ალბათ სიცივეს ემალებიან. მე კი ისევ იმ ამბავზე ვფიქრობ, ნუთუ არასოდეს დამავიწყდება? ჰო მართლა, მე ოდრი მქვია, 22 წლის ვარ. მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ, რომელიც 2009 წელს მოხდა ადამსების ოჯახში. მე ეს ისტორია არ მავიწყდება და მგონია რომ თქვენც არასოდეს დაგავიწყდებათ... 24 სექტემბერი, 2009 წელი, ლონდონი. -დედა დამაძინეე -დავიყვირე და ყურებზე ხელი ავიფარე. -ოდრი გეყოფა, დღესაც ვერ გააცდენ სკოლას. უკვე 1 კვირაა რაც არ მისულხარ,ახლავე ადექი და მოემზადე -დინჯად მითხრა დედამ და ოთახიდან გავიდა. ლოგინიდან წამოვიზლაზნე და სააბაზანოში შევედი. საშინლად მეზიზღება დილით ადგომა თუმცა ვის უყვარს? თავი მოვიწესრიგე, ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და დაბლა ჩავედი. -ოდრი არ ისაუზმებ? -მკითხა დედამ ისე რომ ჩემთვის არც კი შემოუხედავს -არა. -ვუთხარი და გარეთ გავედი. წვიმდა. ჩანთაში ყოველთვის მაქვს ქუდი იმიტომ რომ ვიცი ლონდონში სულ წვიმს, განსაკუთრებით სექტემბერში. ყურსასმენები გავიკეთე და ნელი ნაბიჯებით დავიწყე სიარული. -ოდრიიი ყურსასმენები მეკეთა მაგრამ მაინც გავიგონე მისი ხმა... მისი ანუ ემილი ადამსის. ემილი ჩემი კლასელია, ძალიან საყვარელი გოგოა: ლამაზი, კეთილი, მხიარული, არავის არასოდეს დასცინის მოკლედ რომ ვთქვათ ის იდეალურია. მას ჰყავს დედა ვივიენი და მამა ჯონათანი, და-ძმა არ ჰყავს. ემილის ყველას საუკეთესო მეგობარია სკოლაში, მეგობრების გამორჩევა არ უყვარს -ოდრი შენზე ვნერვიულობდი -მითხრა და ჩამეხუტა. -რატომ ნერვიულობდი? (მე) -1 კვირაა სკოლაში არ ყოფილხარ, რამდენჯერაც შენთან მოვედი დედაშენმა მითხრა სახლში არ არისო (ემილი) -ჰო.. დღეიდან ვივლი ხოლმე -ვუთხარი და გავუღიმე, მანაც რათქმაუნდა გამიღიმა. ემილი ყველას უყვარს, ჩემს გარდა! ის საშინლად მაღიზიანებს, სულ ბედნიერებაზე, სიყვარულზე და ჩიტებზე ლაპარაკობს. მოსაწყენია. -დამღალა შემოდგომამ, წვიმა წვიმა წვიმა წვიმა. მომბეზრდა. იმედია ზაფხული მალე მოვა და ლონდონში მზე გამოანათებს, უი შენთვის ოდესმე მითქვამს რომ ძალიან მინდა ჩიტი ვიყო?! -ამბობდა ემილი და თან ცაში იყურებოდა. -კი, თან მილიონჯერ (მე) -ოდრი.. თუ თავი მოგაბეზრე წავალ (ემილი) ძალიან მინდოდა მეთქვა რომ თავი მომაბეზრა და საერთოდ არ მინდოდა მასთან ლაპარაკი მაგრამ ისეთი ემოციურია შეიძლება ამის გამო 1 თვე იტიროს, ამიტომ თავს შევიკავებ. -არა არა რას ამბობ, უბრალოდ ძალიან მეძინება -ამ ლაპარაკში სკოლასაც მივუახლოვდით -ოდრი მე სულელი არ ვარ, ვხვდები რომ გაღიზიანებ და საერთოდ არ მოგწონვარ მაგრამ ერთი სურვილი უნდა შემისრულო, ხვალ სკოლის შემდეგ ჩვენს ქუჩაზე რომ კაფეა იქ მიდი! გთხოვ არ მკითხო რა ხდება, უბრალოდ გააკეთე ეს -მითხრა ემილიმ და ცრემლები მოიწმინდა. -კარგი კარგი მივალ. რა გატირებს? -ვკითხე და ცხვირსახოცი მივეცი -გაიგებ ოდრი. ახლა კი წამოდი შევიდეთ სკოლაში თორემ დაგვაგვიანდება. მე და ემილი სკოლაში შევედით, დერეფანში არავინ ჩანდა: -დავაგვიანეთ, დროზე წამოდი ოდრი -თქვა ემილიმ და კლასისკენ გაიქცა, ისე გარბოდა გეგონება ვინმე მოსაკლავად მისდევდა. კლასში როცა შევედით დაგვიანებისთვის ბოდიში მოვიხადეთ და ჩვენი ადგილები დავიკავეთ. მასწავლებელს საერთოდ არ ვუსმენდი, იმაზე ვფიქრობდი თუ რატომ მთხოვდა ემილი ხვალ კაფეში მისვლას? ან რა მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა ჩემთან? -ოდრი კარგათ ხარ? -მკითხა ვიღაცამ. უკან გავიხედე და ჩემი კლასელი ლიამი დავინახე, ცხოვრებაში ხმა არ გაუცია ჩემთვის და ეხლა რა დაემართა? -ავად ვიყავი და იმიტომ არ დავდიოდი, ისე რატომ მეკითხები? დიდი ხანია ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაინტერესებდს?! (მე) -ისე გკითხე, რატო გაბრაზდი? (ლიამი) -გაჩუმით თორემ კლასიდან გაგადებთ -დაიყვირა მასწავლებელმა. როგორ შემაშინა. გაკვეთილები მალე დამთავრდა, საბედნიეროდ ემილი აღარ დამლაპარაკებია, არც რომელიმე მასწავლებელი. სკოლიდან როცა გავედი ისევ წვიმდა, ნეტავ ქოლგა წამომეღო -ოდრი -ისევ ემილის ხმა გავიგონე -გისმენ ემილი (მე) -მაპატიე რომ ისევ გაწუხებ მაგრამ რაღაც პრობლემა მაქვს და მინდა რომ ამაზე დაგელაპარაკო (ემილი) -ემილი მაპატიე მაგრამ ძალიან მეჩქარება, ხვალ კაფეში ვილაპარაკოთ რამდენიც გინდა, კარგი? (მე) -კარგი ოდრი.. მე დედა მელოდება და წავალ, გთხოვ დამპირდი რომ ხვალ აუცილებლად მიხვალ კაფეში (ემილი) -გეფიცები მივალ! -ვუთხარი და ყალბად გავუღიმე. -ნახვამდის ოდრი (ემილი) დედამისის მანქანაში ჩაჯდა და ხელი დამიქნია. მაშინ ვფიქრობდი ძლივს მოვიშორე მეთქი, მე ხომ არ ვიცოდი რა მოხდებოდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.