შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თუ გაბედავ (16)


17-08-2015, 00:56
ავტორი luna
ნანახია 3 858

დემეტრე და ლუკა წყლიდან თითქმის არ ამოდიოდნენ. თუ ამოდიოდნენ უცხოელი გოგონების გაცნობას იწყებდნენ,რაზეც ჩვენ სიცილისგან ვხოხავდით.შემდეგ ორივეს ერთი გოგო მოეწონათ და შეთანხმდნენ რომელიც უფრო მოაწონებდა თავს სწორედ ის იქნებოდა გამარჯვებული.ჩვენ გულდასმით ვაკვირდებოდით სიტუაციას.ისეთი სასაცილოები იყვნენ ვერ წარმოიდგენთ.ამის გამო კარგი დღე არ დაადგათ,გოგონას ძმა ყოლია,გამოჩნდა და მერე...ოო,მერე ცოტნემ ძლივს გააშველა.ეს მომენტიც ისეთი სასაცილო იყო,ისინი კი საერთოდ სხვა ადგილზე წავიდნენ,დამარცხებული დემე და ლუკინო კი როგორც იქნა დაგვიბრუნდნენ.
-არა რა,ეს ძმა სად გამოძვრა უცებ, უკვე გაცნობილი მყავდა-წუწუნებდა დემეტრე.
-კარგი დღე კი დაგაყარათ და-სიცილისგან შეწუხებულმა ვუთხარი.
-აუ მართლა რამდენი გაკლიათ-თქვა ლიკამ სიცილით.
-დაწყნარდით გოგოებო,თქვენ მაგაზე არ იდარდოთ სხვას მოვძებნით-თქვა ლუკინომ და დემეს ხელი გადახვია სიცილით.
-კი კი აბა რა,მერე კიდე ცოტნეს გასაშველებელი იქნებით-ვუთხარი და დადიანს თვალი ჩავუკარი.მანაც გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა. -ხო ხო თორე მეტჯერ ვეღარ გადაგარჩენთ-თქვა და ჩემ გვერდით დაჯდა.ყველა ვიცინოდით.შემდეგ ცოტნემ მითხრა.
-აუ,ნუუკ ერთი მაგარი იდეა მაქ.
-ვაუ,რა იდეა?
-წამო რა პარაშუტზე დავჯდეთ.
-ოო,ეგ რთული იქნება-თქვა ნუცამ.
-სულაც არა.ჩემი ჭკვიანი-ვუთხარი დადიანს,ხელი მოვკიდე და ავაყენე.
-ნუ რა ექსტრემის მოყვარული მყავს ნახეთ რა-თქვა და თავზე ხელი გადამისვა.
-ხო ეგ ექსტრემის მოყვარული იქნება,ზემოთ ყვირილს რო მორთავს-თქვა დემეტრემ.
-ჰმ,მაგასაც ვნახავთ-ვუთხარი და დავეჭყანე.
ისე სიმართლე რომ გითხრათ,ცოტა კი მეშინოდა მაგრამ ამ შიშსაც დავძლევდი,გვერძე ხომ ჩემი დადიანი მეყოლებოდა.წავედით,დავიმაგრეთ ყველაფერი რაც საჭირო იყო და ზემმოთ ასვლისთვის მოვემზადეთ.
-ხომ არ გეშინია ნუუკ.
-არა ცოო,შენთან ერთად რისი უნდა მეშინოდეს.
-როგოორ მიყვარხარ-მითხრა და უცებ სანაპიროს მოვწყდით.ერთი დავიკივლე,შემდეგ კი ძალიან მაგარი გრძნობა გამიჩნდა.სასწაული იყო,ზღვის თავზე ჩემს დადიანთან ერთად.ულამაზესი ხედი,სუსტი სიო და უკიდეგანო ზღვა.ეს სასწაული წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში.მალევე დავეშვით,აღფრთოვანებული ვიყავი და ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემდი.უამრავი სურათი გადავიღეთ.ჩვენი არაჩვეულებრივი დღე გრძელდებოდა.ხო მართლა გეგი ვნახე,რომ გაიგო შეყვარებული მყავდა მის მერე აღარ მინახავს.ჩემი დახრჩობის ამბავი ბავშვებს მოვუყევი,სიცილით დაწყდნენ. მალევე სანაპიროზე ჩემები გამოჩნდნენ.დადიანს უცებ მოვშორდი და ლიკუნას მივუჯექი გვერძე.
-ვაა ცოტნეე,შენ აქ საიდან?-კითხა გაკვირვებული ბიძაჩემმა.
-რავი აი ბავშვებს წამოვყევი რამოდენიმე დღით-უთხრა და ხელი ჩამოართვა.
-აჰა,ძალიან კარგი და ნანა დეიდა როგორ არის?
-ეხლა უკვე კარგად,მკურნოლაბო დაიწყო.
-ძალიან კარგია,მკურნალობა საჭიროა.შენი ძმა,დიადი კოსტანტინე რატო არ წამოგყვა?
-არვიცი რაღაც საქმეები აქვს და მოგვიანებით შეიძლება ჩამოვიდეს.
-ოჰ ეგ ძალიან დაკავებული ბიჭია-თქვა დიტომ და ორივეს გაეცინა.
ძალიან კარგი,დაუვიწყარი დრო ვატარეთ და სამწუხაროდ დამთვარდა ჩვენი გართობა.დავბრუნდით ქალაქში.ეს რამდენიმე დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მაგარი იყო.სახლში როდესაც დავბრუნდით დადიანი თბილისში წავიდა.არ მინდოდა რომ წასულიყო მაგრამ ასე იყო საჭირო.როგორც მინდოდა ისე ვერ დავემშვიდობე რადგან ჩამოსვლისთანავე მარტო დარჩენის შანსი არ მოგვეცა.ვიცოდი წინ ხანგრძლივი მონატრება მელოდა.მთელი ღამე ვლაპარაკობდით.მეორე დღეს კი დიტომ გამოგვიცხადა(როგორ უყვარს მოკლედ ეს გამოცხადებები).
-ხვალ თბილისში,ქორწილში მივდივართ.
-რააა?აუუ მეეეც?-ვიკითხე და თან საწყალი თვლები შევანათე.
-კი ჩემო პრინცესა შენც-ჩემს სიხარულს საზღვარი აღარ ქონდა.სულ არ მაინტერესებდა ქორწილი მთავარი იყო რომ დადიანს ვნახავდი. -და ვისი ქორწილია?-იკითხა დედაჩემმა.
-კონსტანტინე დადიანის.ძმაკაცმა ცოლი მოიყვანაა-იყვირა დიტომ სიცილით.მემგონი მომესმაა ხოოო თუ,ეს ნამდვილად სასწაული იყო.ახლა ქორწილზეც უნდა მენერვიულა იქ ხომ ჩემი დადიანიც იქნებოდა,პირდაპირ ახდენილი ოცნებაა.სასწრაფოდ ულამაზესი კაბა უნდა შემერჩია.როგორ გამიმართლა რომ მთელი ოჯახი დაგვპატიჟა,ალბათ ძალიან დიდ ქორწილს იხდის.იმ დღიდან დავიწყე თითქმის მზადება.დადიანს აღფრთოვანებული ველაპარაკებოდი და თვითონაც ერთი სული ქონდა როდის მნახავდა.



№1  offline წევრი nini :)

კარგია მაგრამ თავები გაზარდე გთხოვ

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Magariaa magariaa malee dadee a,alii tavii :*

 


№3  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№4  offline წევრი bichinashvili ))

nu sityvebi ar myopnis
--------------------
mariam 13

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent