"ჩათ სივრციდან რეალობაში,,
რაც უფრო დრო გადის მით უფრო იცვლება ჩევნთან ყველაფერი. ორი დღის წინ უფრო მეტი ვიყავით. დღეს გვანცა გავიდა ჩვენი სასტავიდან. გიომაც მემართება ხოლმე გაჭედვები და ცოტახნით უნდა დაგტოვოთო. რთული სიტუაცია შეიქმნა, მოწყენილები ვართ... არის ახალი წევრიც ჩვენს სასტავში. კარლო, გოჩას ძმაკაცია, ჩათიდან არ არის... ნორმალური ადამიანია, არც სერიოზული და არც ცანცარა... მარიც წავიდა... გიო მენატრება უკვეეე... წარმომიდგენია დუდაც როგორაა. ყველაზე საშინელი ისაა როცა ადამიანს კარგავ. ეს საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი... ამ შემთხვევაში გიო უბრალოდ ადგა და წავიდა... და მე გული რატო მწყდება იცით? ხო შეუძლია ადამიანს პირდაპირ თქვას რო ჩვენთან ურთიერთობა არ უნდა, ან თავი მოვაბეზრეთ... ყველანაირი სხვა მიზეზების მოფიქრების გარეშე. შეიძლება მართლაც ასეა მარა გიო მაინც დარჩება ჩემთვის ის ვინც იყო... ბაბულიკა, სასიამოვნო მოლაპარაკე და სწორი. დუდას ხშირად ვეუბნები: -ხო გითხარი მაინც მარტო მე და შენ დავრჩებით ბოლოს და ვიფიქროთ ერთმანეთზე ცხოვრე... დუდას პასუხი:-გადი გოგო მოცილდი აქედან რას გადამეკიდე მართლა ლეზბი ხო არ ხარ. (ვიცინი) ლეზბებზე გამახსენდა, მოკლედ ერთი მშვენიერი დღეა და მე და დუდა ჩვეულებრივ ჩათში ვართ და ღიაში ანუ ჭორბიუროში ვჩათაობთ... ნუ შემოვარდა ერთი დეგენერატი რაღაცატო ვიკამათეთ და ნომერი გამოვართვით.(არ გაგიკვირდეთ ჩვენ პრობლემებს კლავიატურით არ ვაგვარებთ.) დავურეკეთ აღმოჩნდა მეგრელი რომა... (აქედან მოვიკითხავ რომას დედიკოს). ველაპარაკეთ გავუთიშეთ, რომა გადადის ჩათში და წერს. "ლეზბები ახლა ერთად არიან და ასიამოვნებენ ერანეთს". ნუ კაი გავატარეთ იმიტო რო პირველივე ლაპარაკის დროს შეეტყო რო ტიპი ვაფშე ლაპარაკის აზრზე არ იყო და ლოგიკაც არ გააჩნდა. ამ რომას აყვნენ სხვებიც და დღეს ჩათში რატომღაც გვაქვს ლესბების სახელი.(ვიცინი) სასწაული ხალხია რა... მე ვარ დუდას ნაშა ძველი ნაშა დაივიწყა იმიტო რო მე უფრო სექსუალური ვარ(კიდე ვიცინი). გუშინაც დავთვერი თან მარტო დავლიე 2 ლიტრი ღვინო, რაჭული ხვანჭკარა... აბა რა მექნა დაგრუზული ვიყავი. მოკლედ დათოიას სისხლი გავუშვრე... რაღაცეებს ველაპარაკებოდი სისულელეებს ესეც არ მითიშავდა ხათრით, მერე ვეჩხუბებოდი მე ხო გითმენდი მთვრალი რო იყავი და დაგვიჩეხე ტვინებითქო.(ვიცინი) იმ დონემდე გაგვიჭირდა უპონტობა სულ სულ ძველი სასტავის წევრს დავურეკეთ რომელმაც თავის დროზე მაგრად მიქარა... პეტო პეტო პეტო... (გახსოვს დუდა?(ვიცინი)) მოკლეს ნია ვაფშე ქრება ყველაფრიდან, ისედაც გაქრა ჩათებიდან მე სხვა რამეს ვგულისხმობ, ვქრები სასტავიდანაც. ასეა საჭირო, ოდესმე ეს აუცილებლად მოხდებოდა და ეს დროც დადგა... ძალიან მიყვარხართ და გულიც ძალიან მწყდება... ჯობს ახლა წავიდე თორე ჯარში წასვლის დროს მაგრად გამიჭირდება თქვენი დატოვება და სექტემბერიც ახლოვდება... აქედან მერჩივნა გაგეგოთ არვიცი რატო მარა მაინც. მოკლედ ყველაფერს საუკეთესოს და კარგს გისურვებთ, თათ მალე გამოჯანმრთელებას და გვერდით ისეთი ადამიანის ყოლას ვინც გაგიგებს და სულ შენს გვერდით იქნება. რაც შეეხება ჯარის ფორმას აუცილებლად დაგითრევ. დათოია საჭმლით კარგად დანაყრებას და ვინ გიყვარს ბოლოს და ბოლოს იმის გაგებას გისირვებ (ვიცინი). გოჩ წარმატებები და უფრო და უფრო მაღალი წერტილების დაპყრობა. კარლო აჰა დაგითმე დუდა აღარ წაგეჩხუბები, წარმატებები შენც და შენს წითელ გოგოსაც. გკოცნით წიკვინა და ძაან ბავშვი ნიაკია. P.S ბაიკერ ლინდას მალე დავამთავრებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.