შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''ჩათ სივრციდან რეალობაში,,


12-08-2015, 19:22
ავტორი gijka13
ნანახია 2 685

სანამ მოთხრობას დავიწყებ მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ამ ადამიანზე. დუდა არის მოსიარულე პოზიტივი, რომელიც ნებისმიერ დროს გახალისებს და მოჰყავხარ "ხოდზე". ჩემი ეს მოთხრობა ჟარგონებით იქნება სავსე, იმიტო რომ დუდაზე ჟარგონების გარეშე ლაპარაკი უბრალოდ არ შემიძლია. მინდა დავახასიათო. ცნობისმოყვარე, ვაფშე ყველაფერი რო კიდ*ა და თავისას "ვეჩნი" ისწორებს, არ აშინებს ეგრედ წოდებული "ქუჩური გარჩევები" და ბევრ ბიჭზე კარგად აზროვნებს, "აიასნებს" თემას და სიტუაციას, ამიტომაც ძალიან ბევრი გოგო ვერ ეუგება. ამას ვწერ ის ადამიანი რომელსაც დუდა ყოველთვის ამ სიტყვებით ახასიათებს: -ძაან გოგო ხარ, ან კიდევ: -ბავშვი ხარ და წიკვინებ დამაცადე დასტოინად ვიბაზრო. კითხვაზე: -ბიჭი ხარ თუ გოგო? დუდა პასუხობს: -რა დავუშავე ამ დედამოტ*ნულ ცხოვრებას რო ქალად გავჩნდი? რამდენ თე*ლ როჟას გავისტუმრებდი. მოკლედ ვიწყებ იმ მოთხრობას, რომელიც ვიცი რომ ყველაზე ძალიან მომეწონება.

დუდა გავიცანი ეგრედ წოდებულ ჩათ სივრცეში ერთ-ერთ საიტზე. დიდი ხანი ვხედავდი "ჭორ ბიუროში"- ანუ ღია ჩათში, ტიპი შემოდიოდა, გაგვლანძღავდა, ბოლოს დაამატებდა: -აუ ნეტა იცოდეთ როგორ და მომაბეზრეთ თავი. და მე ნიაკო ხურციძე რომელიც ცხოვრებაში არავის არასდროს არ ჩავუყლაპავდი ასეთ მომართვას ჩემზე, ვიყავი ჩუმად. იმიტო არა რო მეშინოდა ან ვერ ვბედავდი, ნწ არა უბრალოდ დადებითი იყო, გალანძღვის სურვილი არ გამჩენია არასდროს ყოველთვის ინტერესს იწვევდა ჩემში და კითხვები მჭამდა: -ვინ არის ეს გოგო რო ასე ატრ*კებს და ვერავინ ეპასუხება. ჩათის მფლობელს დიდად არც მე ვაგდებდი რამედ ასე რომ ვთქვათ, მაგრამ დუდა სულ სხვა თემა იყო. ნებისმიერ დროს შეეძლო მფლობელს ანუ BLACK-ს ჩემი IP დაებლოკა და დიდად ეს არც მანაღვლებდა, მაგრამ დუდას IP-ს ვერ დაბლოკავდა, ან თუ დაბლოკავდა მეორე დღეს ბლოკი ეხსნებოდა. ერთ დღესაც როგორც იქნა შემამჩნია ღია ჩათში ჩემთვის ვსულელობდი და ნომერი მთხოვა. ვიფიქრე გოგოა ალბათ რაიმე საქმე აქ და მივცემ ნომერს დარწმუნებული ვარ არ "გამიბაზრებსთქო" ნომერი მივეცი და სულ რაღაც 10 წუთში მირეკავს დუდა თავისი "სასტავით". ხაზზე ალბათ 20 ადამიანი მაინც იქნებოდა, სიტყვებს და ხმებს რო ვერ არჩევ და ყველა ერთად ყიყინებს აი ასეთი სიტუაცია იყო. დავიბენი ბოლოს დუდამ იყვირა და ზუსტად ვიმეორებ მის იმ წუთას გამოთქმულ ფრაზას. - ოე სასტავ გაჩუმდა ყველა! გაჩუმდა მეთქი. ამ დროს ყველა დადუმდა და დუდა აგრძელებს. -კაროჩე ხაზზე ახალი გვყავს გაიცანით ნიაკო და აცადეთ ლაპარაკი. და ხო ნია, -ამჯერად მომმართა მე. -აქ ტრ*კს მარტო მე ვათამაშებ და მარტო მე შემიძლია თქვენი დადუმება. და წიკვინა და ამაყი ნიაკო რატომღაც დადუმდა იმ მომენტში. (ვიცინი).
პირველი დღე დიდად აღრფთოვანებული არ ვიყავი ამ ლაპარაკით და ღამის გათენებით, მაგრამ როცა უკვე მეორედ ვათენებდი ამათთან ერთად ღამეს, განსაკუთრებით თათასთან (დუდა) ერთად, ვიგრძენი რო რაღაც კარგად ვარ ეე... ახლობლები არიან... მიუხედავად იმისა რო ცენზურა ს არ ვარღვევ თათა ის ერთადერთი ადამიანია რომელთანაც ვიგინები და ასე შემდეგ. ლეზბებადაც შეგვრაცხეს და საყვარლებადაც გამოგვაცხადეს მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით. (ვიცინი)
მოკლედ 1 თვეა არ მიძინია ხალხნო, მე, ის ადამიანი რომელსაც ძილზე მეტად არაფერი უყვარს არც ვწუწუნებდი და არც მეძინებოდა, ჩემი თავის მიკვირდა რა მჭირდა და რატო.
ერთი კვირის შემდეგ მეორე ჩათიდან ჩნდება ბიჭი, რომელსაც დუდამ დაურეკა, ისევე როგორც ყველას ურეკავდა, თუნდაც მე და ამ მიჭის ხმის გაგონებაზე უკვე "მოვწვი" ვინ იყო Bonaparte (ჩათის ნიკი) და ვისი ბიჭი იყო. (კიდევ ვიცინი) ისიც მივხვდი დუდა ვისი გოგო იქნებოდა. რომანწიკები და ასეთები არ ყოფილა. ძაან დასტოინად და წყნარად "გააიასნეს" გიომ და თათამ რო გიო იყო თათასი და თათა გიოსი, მაგრამ ხო იცით ურთიერთობაში მესამე უეჭველი გამოეკვეხება და მერე რთულია მისი უკანვე გაკვეხება. (მე პირადად გავკ*რი მესამეს რომელიც ორს შორის ჩაერევა). გიო მაგრად "კაიფობდა" სვეცკობა შეპარულ გოგოზე, ძალიან რო უნდა სვეცკობა და არ გამოსდიოდა, სიტყვებს რო ძალით წელავს და ჩათში რო წერს სად და როდის გაიკეთა წარბები. ყვება კოღომ როგორ უკბინა და წუწუნებს ზღვაზე კუპალნიკები როგორ ჩაიცვას კოღოს ნაკბენი რო არ გამოუჩნდეს. გიოს ბევრჯერ უთქვამს ელენესთვის (ჯაან სვეცკი): -აუ ცვეტში მაგრად მევასები.
თან თათასთან ერთად, დამეთანხმებით ბევრს გააღიზიანებს ხო? თან როცა ადამიანს რეალში არ იცნობ იცი მარტო ფოტოები და მისი ხმა რომელიც მთელი ღამე გესმის, ძალიან იოლია ასეთ დროს ეჭვის შეატანა. თათაც ცოტათი ეჭვიანობდა. მეც ვიეჭვიანებდი. ახლა მინდა ორი სიტყვით გიოც დავახასიათო.
ბაბულიკა ოღონდ ისეთი ბაბულიკობა რო ცირკაჩობაში არ გადასდის და ზომა წონა იცის. ყოველთვის ნაღდს ბაზრობს და არასწორ ტიპებზე კაიფობს მაგრად. მე პირადად ვჭედავ ამ ადამიანზე. ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის მეგობრობის პონტში: -ცვეტში შენ მაგრად მევასები თავიდან არ დამევასე მარა ამ ბოლო დროს საყვარელი გახდი.
მე აქედან მინდა გიოს ვუთხრა რო ჩემს გულში ხარ.
გიოს დამუღამებული ფრაზა: -სადაა ჩემი გარშოკი ვინ აიღო? -ან კიდევ. -აუ სასტავ ახალი გარშოკი ჩამომივიდა გერმანიიდან იმენა ორ განყოფილებიანია.
და ამაზე მთელი ჩათი იხოცება.
არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი დათოია. ქუთეისელია სიმონ. მეც და დუდაც ქუთაისელები ვართ მარა დათოია ნამეტანი ქუთაისელია. (ვიცინი).
კაცი ნახევარი სიცოხხლეა თბილისში ცხოვრობს და ქუთეისური აქცენტი ვერა და ვერ მოიშორა. დათოია ტიპია, ახლა რა პონტში გეტყვით. ყველა გოგო ევასება, ყველა მისი სიცოცხლეა, მარტო მე და თათა ვართ გამონაკლისები ჩემთან მეგობრული და თათასთან დანძმური ურთიერთობა აქვს. ჩვენი ღიპიანი დათოიას გულნატკენ გოგოებს ვაწყნარებთ მერე მე და თათა, რა გზა გვაქ სხვა. (ისევ და ისევ ვიცინი).
არის კიდევ გოჩა. გოჩა არის და იქნება, ჩემთვის გოჩა სხვა თემაა რაღაც ისეთი... დასტოინი, წყნარი, არ მოსწონს ცანცარა ხალხი, მარტო მაშინ ცანცარებს როცა ქალი უნდა და აწუხებს უქალობა. (აქ უკვე კი არ ვიცინი ვბჟირდები). ერთი ზესტაფონელი ნაშა ყავს და დაძვრება.
მარიამი, ჩემზე მეტად წიკვინა. სულ მოუთქმელი, მარა მამენტ საყვარელიც. გვანცა დათოიას გოგოა ნერვებს აგლეჯს მარა მაინც არის და რა ქნას.
დავუბრუნდეთ ჩემს სიცოცხლეს, მთავარ გმირს, სასტავის დედოფალს, (დუდა დამიფასდება იცოდე რო გაქებ და გადიდებ).
მოკლედ ერთ დღეს ჩვეულებრივ ვლაპარაკობთ მე და დუდა.
-აუ ნიაკო დათო მირეკავს რაღაც საქმე მაქვსო, ხმა გაუთიშე მიკროფონს და ხაზზე დარჩი დაველაპარაკები და გავუთიშავ.
-კაი მიდი.
ხმა გავუთიშე მიკროფონს და დათოიას ხმაც ისმის.
-რაშვები? (დათო)
-რავი ნიას ველაპარაკებოდი და გავუთიშე. რა საქმე გაქვს?
-აუ კაროჩე რა ნია მევასება.
და ჩემი რეაქცია: სიცილით კინაღამ გავიგუდე მივხვდი რო მეღადავებოდნენ, მოკლედ დათომ გააგრძელა.
-არ ვიცი გოგო რანაირად ვუთხრა ისე მიცნობს რო ყველა გოგოს ვწერ და ვედები რომც ვუთხრა არ დამიჯერებს.
-რა ნიაკო მოგწონს კარგად ხარ შენ? (დუდა)
-კაი ბოვშია გოგო არ იგინება და წყნარია. ისედაც საყვარელია.
მე სიცილით უკვე სულს ვეღარ ვითქვამ და ვეეღარც მოვითმინე და მიკროფონი ჩავრთე, ხმამაღლა ავხარხარდი და დავცინე ორივეს.
-ვითომ ვერ მივხვდებოდი.
სიცილს ვაგრძელებდი, დათოია გაჩუმდა და თათას ეუბნება.
-მალადეც შენ. მე წავედი აღარ დამირეკოთ.
ტელეფონი გათიშა და თათამ ტირილი დაიწყო.
აქ მართლა ეჭვი შემეპარა, თათა და ტირის? ვეკითხებოდი ჩემს თავს.
-ნიაკო მიკროფონი რატო ჩართე გოგო? შენ გამო დათო დავკარგე.
ისე დამნაშავედ ვიგრძენი თავი მეც ტირილი დავიწყე. დათოიას ნომერი ავკრიბე და სმს მივწერე ეპასუხნა ჩვენთვის და ამ დროს თურმე ხაზზე იყო და სიცილით კვდებოდა. არა და მართლა მაგრად გამიტყდა მეთქი ჩემს გამო ეჩხუბა და წავიდა სენტიმენტალური ბაზარი რასაც ვერ ვიტან.
-დათო შეურიგდი რა თათას მე წავალ ვაფშე.
არ ვიცი რატო აღარ გააგრძელეს მემგონი შევეცოდე ორივეს ისე ამანერვიულეს და მოაღეს პირი დაიწყეს ხარხარი. გავგიჟდი გადავირიე "ავწიკვინდი" როგორც თათა იტყოდა. ძაან გავბრაზდი მარა დუდა რის დუდაა ხასიათზე რო არ მოვეყვანე. გადამსვა მეორე ხაზზე მაგინა გემრიელად და მარტო მე ვარ ის დებილი როცა თათა აგინებს და ეცინება. (ახლაც ვიცინი).
სასტავს ჩვენი სიმღერაც გვაქვს.
როცა მთვარე ამოვა...
ყველაფერი მაშინ გამოვა...
როცა მთვარე ამოვა...
სიყვარულიც მაშინ გამოვა...
ბიჭი ვარ იასამნის ქუჩიდან...
გოგო მყავს საკაიფო უბნიდან...
მე და თათა რა გოგოები ვიყავით რო არ გადაგვეკეთებინა და გადავაკეთეთ რაღა გოგოები ვყავდეთ ბიჭს ჩვენ გვყავდეს ბიჭებითქო და ახლა ვმღერივართ:
გოგო ვარ იასამნის ქუჩიდან...
ბიჭი მყავს საკაიფო უბნიდან...
კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენ ყველა მხიარულები ვართ ერთად, ცოტა ბანალურად გამომდის მაგრამ ჩვენც გვაქვს მწარე წარსული, მწარე მოგონებები, ნწარე აწმყო, და მტკივნეული მომავალიც.
ყველა თავისი ტკივილით განსხვავებულია. განსაკუთრებით გამოვყოფ თათას.
დაკარგა ადამიანი რომელიც მისთვის ყველაფერი იყო. შეყვარებული არა "ძმაკაცი" ბევრს არ სჯერა უღვიძლო დანძმობის მარა მე თამამად ვამბობ რო არსებობს. მეც მყავს და ბევრ ჩვენთაგანს იმიტომ რომ ბიჭთან ურთიერთობა უფრო კომფორტულია, უფრო გახსნილი ხარ პლიუს ამას გოგოს ყოვთვის აქვს შურის მომენტი, ყველას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა. ბიჭი კიდე ყოველთვის უფრო სანდოა და გამგებიანი, ველაფერში შეგიძლია მისი იმედი გქონდეს.
სწორედ ასეთი ადამიანი დაკარგა თათამ, თან უარესი ის არის რომ ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებს, დღეს მე ვთქვი ის რაც ჩვენს სასტავში მარტო მე ვიცოდი და ვიცი დუდაც არ გამიბრაზდება. ამ მოთხრობის დაწერაც იმიტომ გადავწყვიტე, რომ დუდა სასტავს ტოვებს გარკვეული მიზეზების გამო. ჭირს ისეთი რაღაც რომლის დამარცხებაც ძნელია, ცოტამ ვიცით ეს მიზეზი. დუდას სიმსივნე აქვს თავში. მე-3 სტადია. ქიმიაზე უარს ამბობს.
-რა აზრი აქვს? არანაირი. მაინც არაფერი მეშველება და თან მკი*ია შენც ხო იცი ნია? წავალ საბასთან (ძმაკაცი) და დავისვენებ.
დუდა მიუხედავად იმისა რო რეალურად არ მინახიხარ, შენ ხარ ის ადამიანი რომელსაც ყოველთვის ბოლომდე ვენდობი და მინდა გვერდით მყავდეს სულ როგორც მეგობარი, დაქალი, ძმაკაცი, უფროსი და... მინდა სულ მარიგებდე ისე როგორც დღეს მარიგებ... სულ მისაყვედურო ნუ წიკვინებო... დღეს მე გეუბნები ამას საჯაროდ. მყავს ბავშვობის დაქალი მაგრამ შენთან უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს არვიცი რატომ მარა უბრალოდ ასეა... არ მინდა შენი დაკარგვა... ძაან დებილურად, ბანალურად და შტერულად გამომდის, როგორც შენ იტყოდი ძაან გოგო ვარ მარა აღარ ვიცი როგორ გთხოვო, დათანხმდი მკურნალობას გთხოვ... ჩემთვის, გიოსთვის, იმათთვის ვისაც უყვარხარ. აქედან მინდა იმათი დედები მოვიკითხო ვინც დუდას აკრიტიკებს და არც იცის ვინაა და როგორია, ყოველ დილა საღამოს ვკითხულობ თქვენს დედებს და გავაგრძელებ მოკითხვას სანამ ვცოცხლობ, იმიტო რო დუდა არ იმსახურებს ამას.
(დუდა იმედი ამით მაინც გავაკეთებ რამეს შენთვის და აზრს შეიცვლი. გკოცნი მიყვარხარ)
ბევრი ისეთი რამე ხდება ჩათში რაც აქამდე ვერ წარმომედგინა, ბევრი ისეთი რამე გავიგე რამაც გამაშტერა და მივხვდი რო ცხოვრებაში არაფერი მინახია თურმე.
ოჯახებს ანგრევენ ბიჭები ვიღაც ჩათელი შლ*ხების გამო ან საყვარლებს იჩენენ, მარა ყველა ასეთი არ არის, ჩვენ ის სასტავი ვართ ჩათებში ბავშვური ხალისი და სიწმინდე რომ შეგვაქვს, შლ*ხებზე რო მაგრად ვკაიფობთ და ბევრჯერ შარშიც გავხვეულვართ მარა ერთად მოგვიგვარებია, ვაგვარებთ და მოვაგვარებთ.
ამ შარების გამო დავტოვე ჩათი და ბევრი აპირებს კიდე ვიცი. ჩათ მანიაზე საზიზღარი არაფერია მარა ჩვენს სასტავში არც ერთს არ გვაწუხებს ნებისმიერ დროს შეეშვებიან ყველა. იმიტო რო ერთმანეთი გვყავს. ერთმანეთი რო გვყავს ესეც დუდას დამსახურებაა. რო არა დუდა დღეს ბაბნიკი დათოიაც არ მეცოდინებოდა, არც უჟმური გოჩაია, ბაბულიკა გიორგი, წიკვინა მარი და შეყვარებული გვანცა რომელიც ვერ აცნობიერებს რო შეყვარებულია.
ჩემი გულის ნაწილები ხართ ბავშვებო, დუდა შენ რა ხარ და ვინ ხარ ჩემთვის ამას აღარ ვიტყვი იმიტო რო იცი უკვე. მინდა რო ეს ტექსტი შეინახო გკოცნი შენი ნიაკო.



№1  offline წევრი დუდაツ

chemi ....chemi .....chemi da mxolod chemi gogo xar nia♥vgijdebi me shenze da didi madloba am sitbostvis siyvarulistvis tanadgomistvis da vafshe yvelafristvis.....mixaria ro gagicaniii♥♥meamayebiiii.....:*:*

 


№2  offline წევრი gijka13

დუდაツ
chemi ....chemi .....chemi da mxolod chemi gogo xar nia♥vgijdebi me shenze da didi madloba am sitbostvis siyvarulistvis tanadgomistvis da vafshe yvelafristvis.....mixaria ro gagicaniii♥♥meamayebiiii.....:*:*
chemi tkbili chemi ertaderti da ganumeorebeli imsaxureb shen amas da upro metsac imsaxureb :-*

 


№3  offline წევრი დუდაツ

gijka13
დუდაツ
chemi ....chemi .....chemi da mxolod chemi gogo xar nia♥vgijdebi me shenze da didi madloba am sitbostvis siyvarulistvis tanadgomistvis da vafshe yvelafristvis.....mixaria ro gagicaniii♥♥meamayebiiii.....:*:*
chemi tkbili chemi ertaderti da ganumeorebeli imsaxureb shen amas da upro metsac imsaxureb :-*

madloba nia ro eseti kargixar da egre midgaxar gverdit.....da amis shemdeg martla vifiqreb bevr rameze.....

 


№4  offline წევრი gijka13

madloba nia ro eseti kargixar da egre midgaxar gverdit.....da amis shemdeg martla vifiqreb bevr rameze.....[/quote]ragac unda gameketebina amit tu araperi gamomiva sxva rames vcdi :*

 


№5  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№6  offline წევრი nini :)

კარგია რომ გვეერდში უდგახათ ერთმანეთს ვამაყობ ამით
მალე დადე შემდეგი

 


№7 სტუმარი dastoinad

sainteresi istoriaa gahrzelebac mjera saintereso eqneba magram duda romelsac gulit vafaseb da pativs ro vcem martla wikvuna magram ganumeorebeli duud xmertma daglocos cm lamazi megobari

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent