ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება (თავი 2)
დილით როდესაც გავიღვიძე თავი ძალიან მტკიოდა, ოთახი როდესაც მოვათვალიერი დავრწმუნდი, რომ ჩემს ოთახში ნამდვილად არ ვიყავი თან ამ ყველაფერს ჩემს გვერდით მწოლიარე მამაკაციც ამტკიცებდა. თავზარი დამეცა. ადრე ასე არასდროს მოვქცეულვარ, ასე უპასუხისმგებლოდ. სასწრაფოდ უნდა გავცლოდი ამ ოთახს და საერთოდ ამ სახლს. მამაკაცის ხელი ფრთხილად ავიღე ჩემი წელიდან ისე, რომ არ გაღვიძებოდა მას რადგან საერთოდ არ მინდოდა უაზრო საუბრის ატანა. იქვე მიყრილ ჩემი ტანსაცმელს მოვკარი თვალი სასწრაფოდ ავიღე და ჩავიცვი, ეხლა შხაპი ჩემთვის მისწრება იქნებოდა მაგრამ ამს სახლშიც მოვასწრებდი. კარებში როდესაც გავდიოდი პირველად შევავლე თვალი Gუშინდელი ღამის პარტნიორს ის გამოიყურებოდა რაღაც მომნუსხველად. შავი თმები, საუცხოო სხეული, უხეში ნაკვთები. ვაიმე ანასტასია რაზე ფიქრობ რა არის ეს, შემოვუძახე ჩემი თავი და სასწრაფოდ დავტოვე უცნობი ღამის პარტნიორის სახლი. მივდიოდი გზაში და ვფიქრობდი თუ რატომ წავედი ღამე იმ ბარში, რამ მომაფიქრა იქ წასვლა ჰა? მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობდი. ამასობაში სახლშიც მივედი ტანსაცმელი გავიხადე და პირდაპირ აბაზანაში შევედი და დუშის ქვეშ დავდექი. სიმართლე რომ გითხრათ ჯაკუზი არ მიყვარს და რატომ არ მიყვარს ეს მეც კი არ ვიცი, ესე უბრალოდ არ მიყვარს. აბაზანიდან გამოსულს სხეული შევიმშრალე ხალათი მოვიცვი და ლოგინზე გავიშოთე, მალევე გადავეშვი მორფეუსის სამყაროში. როცა გავიღვიძე უკვე შუადღე იყო. თავიდან ამოვიგდე ის ღამეც და ის უსექსუალურესი ღამის პარტნიორი. შეცდომა დავუშვი რომ ასე უპასუხილმგებლოთ მოვიქეცი, გიო და ზაზა რომ აქ ყოფილიყო ზუსტან ვიცი გვერდში დამიდგებოდნენ და არა სხვა ადამიანებივით გამკიცხავდნენ ან სახლიდან გამაგდებნენ. ძალიან მენატრება ისინი რა ვქნა ვერაფრით ვერ ვავსებ მათ დანაკლისს. -ანასტასია შენ ცხოვრება უნდა გააგრძელო, არ მოეწონებოდათ შენი ასე დანახვა ზაზას და გიოს და ამიტომაც უნდა ადგე ფეხზე და ცხოვრება უნდა გააგრძელო და ცუდი წარსული ფეხქვეშ უნდა მოიტოვა. ამის შემდეგ იმ კლუბთან მივედი მანქანის წამოსაყვანად და შემდეგ სასაფლაოზე ყვავილები ავიტანე ჩემი ეზოსი და მათ საფლავზე დავაწყე.გიოს და ზაზას საფლავზე დავიფიცე რომ შევიცვლებოდი აღარასოდეს აღარ ვიტირებდი და ვიქნებოდი სულ სხვა ანასტასია ბრეგვაძე ისეთი ანასტასია როგორიც მამას უნდოდა გამოვსულიყავი. ამის შემდეგ მაღაზიებში წავედი გარდერობის გასაახლებლად. მაღაზიაში როდესაც შევედი კონსულტანტმა გოგონებმა ამრეზით შემომხედეს ჩემი ჩაცმულობის გამო მაგრამ მე მათი სახისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ვყიდულობდი ყველაფერს რაც მომწონდა: შორტებს, ზედება, კაბებს კედებს, ქუსლიანებს და ბევრ წვრილმანს. ამის შემდეგ ლევანს დავურეკე და ახალი ამბავი ვუთხარი -გამარჯობა ლევანი ბიძია როგორ ბრძანდებით -კარგად ანი შვილო შენ როგორ ხარ -კარგად გმადლობთ მეც კარგად ვარ.ლევანი ბიძია გადაწყვეტილება მივიღე და ხვალ მამს კომპანიაში მოვალ და მუშაობა მინდა დავიწყო. -ძალიან კარგი, ძალიან გამიხარდო ანო(ესე მეძახის ხოლმე ლევანი) ესეთი კარგი რამ რამდენი ხანია ჩემთვის არ გითქვამს ძალიან გამიხარდა. -კარგი კარგად აპა ბიძი და ხვალ მეთვითონ მოვლ ჩემი მანქანით -კარგი აპა ბიძია გენაცვალოს და შენთვის კაბინეტს მოვამზადებინო თუ შენთვის მოამზადებ? -არა იყოს არაფერი მომზადება არ არის საჭირო ისეთი იყოს როგორ სხვა არაფერი განსაკუთრებული. კარგით აპა ვიძინე და ხვალ შევხვდებით. -კარგი აბა გელოდები ხვალ კომპანიაში ანასტასია. ძალიან მეძინებოდა მაგრამ მანამდე უნდა მეჭამო თორემ ჩემმა მუცელმა საპროტესტო აქცია დაიწყო. მაცივრიდან პიცა გამოვიღე შევაცხელე და შევჭამე. შემდეგ კი პირდაპირ გავშპი ლოგინისაკენ და დავიძინე. სიზმარში ის ღამის პარტნიორი დამესიზმარი თითქოს სადღაც შევხვდით რაღაცაზე ვჩხუბობდით შემდეგ კი გაქრა გაშავდა ყველაფერი. დილით ძალი8ან კარგ განწყობაზე გამეღვიძა უბრალოდ თეთრი კლასიკური შარვალი ჩავიცვი, თეთრი ოდნავ ქუსლზე ფეხასმელები შაცი ზედა და ასევე თეთრი პიჯაკი. თმა უბრალოდ გავიშალე წაბლისფერი თმები მქონდა და ბთან გრძელი და ამით ძალიან ვამაყობდი. მაკიაჟი თქვენ წარმოიდგინეთ და საერთოდ არ გამიკეთებია. მოვკიდე მანქანის გასაღებს ხელი და წავედი. ნახევარ საათიანო მგზავრობის შემდეგ მივადექი დიდი შენობას და გაოცებულმა შევხედე, ყვეფერი ძალიან შეცვლილი იყო. არა ისე 5 წელი გავიდა რაც აქ არ ვყოფილვარ და ეს განა ცოტა დროს? შეიცვლებოდა აპა რას იზამდა. ჩვოულებივათ შევედი ყურადღება არავისთვის არ მიმიქცევია და არც სხვას შეუწუხებია თავი ამისთვის. 11 სართულზე ავედი ლიფტით და პირდაპირ ლევანის კაბინეტიკენ წავედი. ისე კი გამიკვირდა ლევანი რომ არ დამხვდა მაგრამ ალბათ საქმეები ჰქონდა. ლევანის კაბინეტზე დავაკაკუნე და შევედი იქ კიდევ ჩემგან ზურგით ერთი კაცი იჯდა ვერ შემამჩნია ალბათ მდივანი ვეგონე. -გამარჯობა ლევანი აი მეც ამოვიღე ხმა ლევანს სახე გაუბრწყინდა ჩემი დანახვისას ამ წუთასვე ფეხზე ადგა ჩემსკენ წამოვიდა და გულში ჩამიხუტა. იმ კაცმაც ინება გამოხედვა და როცა დავინახე კი აგილზე გავშრი ის ის ხომ ის კაცი იყო რომელთანც მე ღამე გავატარე და რომლის დავიწყება მე ასე მსურდა და აქ რატომ ღმერთო აქ რატომ გამომეცხადა. ____________________ არ მოგწონთ? მითხარით და თუ არადა თავს გავანებებ წერას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.