შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაგიხსენებ,გპირდები (6)


17-08-2015, 15:45
ავტორი ანიტა55
ნანახია 1 460

კულონში ჩადებულ სურათებს კარგად დააკვირდა. თვალს არ ვაშორებდი მის თითოეულ მოძრაობას და გამომეტყველებას. იმედი იმისა, რომ რამეს გაიხსენებდა ფუჭი აღმოჩნდა. დიდი იმედგაცრუება ვიგემე. -ესენი ჩვენ ვართ? - იკითხა ისე რომ სურათს თვალს არ აშორებდა. -ხო, ჩვენ ვართ, მე და შენ, - ვუპასუხე სევდიანი ღიმილით. - სალომე, არც ვივი რა გითხრა, მე მაინც მიყვარხარ, მიუხედავად ყველაფრისა, მაგრამ ეს შენი ბრალი ხომ არ არის. ექიმებიც გვაძლევენ იმის გარანტიას, რომ მეხსიერება აუცილებლად დაგიბრუნდება. გპირდები, ყველაფერში დაგეხმარები, გაგახსენებ ჩვენს სიყვარულს, რომელიც შენში გაქრა. - ხელი ნაზად შევახე, ის ოდნავ შეკრთა და თავი ჩაღუნა. -არ ვიცი, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თავიდან დავიბადე. მითხარი ვინ ვარ? ვინ არიან ჩემი ახლობლები, ნათესავები. - თქვა მან და ნაღვლიანად გადმომხედა. -შენი მშობლები 2 წლის წინ დაიღუპნენ ავარიაში, მას შემდეგ 3 წელი ბებიასთან ცხოვრობდი საბერძნეთში, ეხლა კი აქ ხარ, ანუკა და გიორგი შენი ბიძაშვილები არიან, და კიდევ მე გყავარ. - ვუთხარი და თავი ჩავღუნე. იმან, რომ სალომე ობოლი იყო, ძალიან იმოქმედა. ცრემლები ჩამოუგორდა და ჩუმად იკითხა: -ესეიგი, ობოლი ვარ. - ეს მკითხა მან. მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. -ამ ფაქტს შენ უკვე შეგუებული იყავი, ერთად უბედნიერესები ვიყავით... -ჩუმად, - გამაწყვეტინა მან, - მე არაფერი მახსოვს, არ ვიცი ვინ ხარ, არ შემიძლია ესე სიტყვაზე გენდო, არავის არ ვიცნობ, საერთოდ არავის. ამ სიტყვებმა გულზე დიდი ლოდი დამადო, მას არ სჯეროდა ჩემი, არ სჯეროდა ჩვენი სიყვარულის, ის აღარ მენდობოდა. თვალებს უაზროდ ვაცეცებდი აქეთ-იქით. ბოლოს წამოვიძახე: -კი მაგრამ, კულონი, იქ ხომ ყველაფერი ნახე? - ვკითხე მე და თვალებში ჩავაკვირდი. -კი, მაგრამ ძნელია ეს ყველაფერი რეალობად აღიქვა, მაშინ როცა მე თვითონ არაფერი ვიცი... ძალიან გთხოვ, მარტო დამტოვე, არავის ნახვა არ მინდა, - მითხრა მან და თავი გვერძე გადაწია. მე უხმოდ დავტოვე მისი პალატა და გიოსკენ გავემართე. -რაო? - მკითხა მან. -არაფერი ბიჭო, რა უნდა ეთქვა, ვეცადე, მაგრამ, როგორ გენდოო? გიორგიმ აღარაფერი მითხრა. ექიმთან შევიდა, რომ დალაპარაკებოდა სალომეს გამოწერის შესახებ. გადაწყდა, რომ მეორე დღეს უკვე შესაძლებელი იყო მისი სახლში წაყვანა. გამიხარდა ეს ამბავი. სალომე კი ყველას ისევ უცხოსავით გვიყურებდა. -მე თქვენთან უნდა ვიცხოვრო? - იკითხა მან ისე, თითქოს ეს საშინლად არ უნდოდა. ანუკამ გაოცება ვერ დამალა და უთხრა: -ხო, სალომე, აბა მარტო როგორ იქნები, დამიჯერე, ვიცი გიჭირს ამ ყველაფერთან შეგუება, მაგრამ ჩვენც გაგვიგე, ეს ყველაფერი იმდენამ მოულოდნელად მოხდა, რომ ვერც კი გავაცნობიერეთ. მე შენ დასავით მიყვარხარ, ეხლა კი ჩემთან და გიორგისთან ერთად იქნები. სალომეს არ ესიამოვნა ეს აზრი, თვალები სხვანაირად აუციმციმდა. -მე ეხლა არაფერი არ მჭირს, ჯობია ჩემს სახლში დარჩე, ჩემთვის ესე უფრო კარგია, ყველაფერს ადვილად გავაანალიზებ, დავფიქრდები. ანუკამ ხმა ვეღარ ამოიღო. ბოლოს მე ვუთხარი: -არა სალომე, მარტო არ იცხოვრებ, ეხლა გჭირდება ყველაზე მეტად ვიღაც. შენს ბიძაშვილებთან იცხოვრებ. ჩემმა დაჟინებულმა თხოვნამ სალომე გააღიზიანა და აგრესიით თქვა: -მე არ მჭირდება ადამიანი, ვისაც არ ვიცნობ, ასე რომ მარტო მირჩევნია. ამ მომენტში ანუკამ თავი ვეღარ შეიკავა და უხმოდ ატირდა. გიორგიმ ხელი მოხვია და გვერდზე გაიყვანა რომ დაემშვიდებინა. -კარგი, როგორც გინდა, - დათმობაზე წავედი მე, - მაგრამ იცოდე, შენს სანახავად ყოველდღე მოვალ. პასუხი აღარ გაუცია. სახლში მალევე ავიყვანეთ. ცოტა ველაპარაკეთ და გვითხრა, დავიღალე და ჯობია სახლში წახვიდეთო. ეს იმდენად თავაზიანად გვთხოვა, რომ ნაწყენები არ დავრჩით. მეორე დილას, ავდექი თუ არა სალომეს სახლისკენ გავემართე. გზაში ვფიქრობდი, აზრს ვალაგებდი, როგორ დამეწყო საუბარი მასთან, მაგრამ იმდენად აღელვებული ვიყავი ვერაფერი მოვიფიქრე. ამასობაში მის სახლს მივადექი და დავაკაკუნე. კარები მალევე გამიღო და სახლში შემიშვა. -როგორ ხარ? - მოვიკითხე მე. -კარგად, - მიპასუხა ორიო დე წამის მერე და შემომხედა. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მეკოცნა, არ შევხებოდი. ამდენი დღე მისი კოცნის გარეშე ძლივს ვძლებდი. ეხლა კი ყველაზე მეტად მომინდა ეს გრძნობა ისევ გამომეცადა, მაგრამ ვერ ვბედავდი, ვიცოდი მისი რეაქცია საშინელი იქნებოდა. გონება სხვას მეუბნებოდა, გული კი სხვას მირჩევდა და საბოლოოდ გამარჯვება გულმა მოიპოვა.



№1  offline წევრი nini :)

გაგრძელე საინტერესოა

 


№2  offline წევრი nini :)

აღარ დებ შემდეგს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent