დაუვიწყარი (9)
ანასტასია: საწოლზე ვიწექი და ისევ თორნიკეზე ვფიქრობდი.. ღმერთო, ვერაფრით ამოვიგდე მასზე ფიქრი თავიდან. შუქი ჩამქრალი მქონდა, სიბნელეში ვერაფერს ვხედავდი. მხოლოდ ძველი ხის ტოტები ჩანდა ფანჯარაში, რომელზეც შემორჩენილ თითოოროლა ფოთოლს ქარი არხევდა. უცნაური ხმა მომესმა გარედან.. ოდნავ წამოვიწიე და ფანჯარასთან მივედი. ალბათ ტოტები მოეჯახნენ ფანჯრის მინას. ისევ ლოგინში დავბრუნდი, ამჯერად საბანში შევწექი.. mp3 პლეიერი ავიღე და სიმღერები ჩავრთე.მხარ-თეძოზე მოვკალათდი და თვალები დავხუჭე.ყველანაირად ვცდილობდი თორნიკეს თავიდან ამოგდებას.. გამომივიდა კიდეც, მაგრამ რამდენიმე წამში უსაზღვროთ დიდი სითბო ვიგრძენი.. გავარვარებული სხეული მომეხუტა. შეშინებულმა წამოვწიე თავი, ყურსასმენები ყურიდან გამოვიძვრე და უკან შევიხედე.. მთელი სხეული ამითრთოლდა, როცა მანათობელი ყავისფერი თვალები და გამაბრუებელი ღიმილი დავინახე. -შენ.. შენ? ენა დამება. -კლუბში გელოდებოდი, მშვენიერო. მისმა დანახვამ ერთგვარი შოკი გამოიწვია ჩემში.. ადამიანი, რომელთანაც ერთი დღის წინ თითქმის შიშველი ვიყავი და ვნებიანად ვკოცნიდი, ვისაც უარი ვუთხარი სექსზე ჩემს საწოლში იყო შუაღამეს. -აქ რას აკეთებ? შევეცადე მშვიდად მეკითხა. -ხომ გითხარი, კლუბში გელოდებოდი და რომ არ მოხვედი, აქ მოგაკითხე. ღიმილით მითხრა და საწოლზე დამაწვინა.. -თორნიკე.. მე.. ავნერვიულდი, არ მინდოდა იგივე განმეორებულიყო.. მითუმეტეს ჩემს სახლში. -დამშვიდდი. ცერა თითი ტუჩზე გადამისვა და გამაჩუმა. -ბოდიში გუშინდელისთვის.უბრალოდ ისეთი კარგი ხარ.ისეთი გემრიელი.. ვერ შევიკავე თავი.. ბოდიში. მშვიდად მელაპარაკებოდა, არანაირი აღელვება, აჩქარებული სუნთქვა.. ცოტათი დავმშვიდდი. -გპირდები, აღარ განმეორდება.ან თუ ისევ ვერ შევიკავებ თავს, როგორც კი მეტყვი, გავჩერდები. გამიკვირდა.მისგან ასეთ საქციელს არ ველოდი.. არანაირად არ ველოდი. -რატომ აკეთებ ამას? ჩემმა სიმამაცემ მე თვითონ გამაკვირვა.არ მეგონა თუ ასე მარტივად შევძლებდი ამ კითხვის დასმას. გაეღიმა, თითი ტუჩიდან მომაშორა და მის ტუჩთან მიიტანა.. -მომწონხარ მშვენიერო ღიმილით მიპასუხა და თითს აკოცა.მისმა პასუხმა მეც გამაღიმა. -მხოლოდ ჩახუტება. მთხოვა და მკლავები გაშალა.ისევ მეშინოდა, ნამდვილად არ მეგონა, რომ ჩახუტებას იკმარებდა. -ნუ.. ერთი-ორი კოცნაც. ღიმილით დაამატა და ხელები უფრო გაშალა.უარი აღარ მითქვამს, მივიწიე და მის მკლავებში მოვექეცი მასთან მიახლოებისთანავე მომხვია ხელები.. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ჩამკეტა.. განძრევის საშუალება არ მოუცია. *გადავინაცვლოთ 6 წლით უკან: -ჯანდაბა ლუკა, ჯანდაბა! მთელს ხმაზე ვღრიალებდი. -თორნიკე გთხოვ.. ჩემს დამშვიდებას ამაოდ ცდილობდა. -ღმერთო, უდანაშაულო ადმიანი! ღმერთო! ჩემსას არ ვიშლიდი. ოთახში ბოლთას ვცემდი და კედელს მუშტს ვურტყამდი. - ახლა აღარაფერი ეშველება.. გთხოვ. ლუკას ასეთი საუბარი ნერვებს მიშლიდა. დედას ჰგავდა, ისიც ასეთი მშვიდი და აუღელვებელი იყო.ხანდახან ეს თვისება მომწონდა, მაგრამ ამ სიტუაციას საერთოდ არ შეესაბამებოდა !! ახლა ჩემთან ერთად უნდა ეფიქრა გამოსავალზე, არ უნდა დავემშვიდებინე! ჩემზე უფროსი იყო და ჩემზე მეტად უნდა სდომებოდა მამის გამო სამაგიეროს გადახდა. -ჩაფლავდა, ყველაფერი ჩაფლავდა ლუკა.. უდანაშაულო ადამიანი მოვკალი ამბობენ ყველაფერი ბედიაო. ამ საშინელმა ფაქტმა, ამაში დამარწმუნა.რა მოხდა? ყველაფერი იდიალურად მიდიოდა.. მამაჩემის მკვლელი მანქანაში ჩაჯდა და ის იყო დაქოქავდა, მაგრამ დაუძახეს..რამდენიმე წუთით დაბრუნდა შენობაში, ახალგაზრდა ბიჭთან ერთად გამოვიდა, რომელსაც მისი ავტომობილის გასაღები ეკავა. სიტყვები არ მესმოდა მაგრამ მოძრაობებით გავარჩიე, რომ საჭესთან დაჯდომას სთხოვდა.ბერიძემაც უარი არ უთხრა და ბიჭი სიხარულით დაჯდა საჭესთან. ისე მინდოდა გადავსულიყავი და მეთქვა, რომ არ დამჯდარიყო, მაგრამ.. დიახ, შურისძიების სურვილმა ყველა სხვა გრძნობა დათრგუნა.მეგონა, რომ ვახტანგიც ჩაჯდებოდა და მასთან ერთად აფეთქდებოდა, მაგრამ ისევ დაუძახეს..ბერიძე შენობაში დაბრუნდა, ბიჭი კი იმდენად სწრაფად დაჯდა საჭესთან, რომ გააზრება ვერ მოვასწარი.ძრავა აამუშავა და.. -არა ლუკა, არ დავნებდები! ამჯერად ჩემი ხელით მოვკლავ. -თორნიკე.. -ჩემი შეჩერება არც გაბედო! დაველოდები.ან სამსახურთან, ან სახლთან.. ხო, მასე მოვიქცევი და მამაჩვენის საფლავზე ჩავაძაღლებ ! *დავბრუნდეთ ჩვენს დროში: ანასტასია: თორნიკეს მკლავებში ვიყავი მოქცეული, ნაზად მკოცნიდა ტუჩებზე.. ეს კოცნა განსხვავდებოდა იმ სხვა კოცნებისგან.თითქოს უფრო თბილი იყო.. რათქმაუნდა მეც ვკოცნიდი. შეუძლებელი იყო უარი გეთქვა ამხელა სიამოვნებაზე.. დიდხნიანი კოცნა ისევ მე გავწყვიტე. -რამე ხება? მშვიდად მკითხა. თავი გავაქანე. -მინდა ჩაგეხუტო. სახეზე ღიმილმა გადაურბინა. -მოდი. პატარა ბავშვივით მივეკარი. თავი გულთან აღმოჩნდა, თვალდახუჭული ვუსმენდი გულისცემას.არ დავიწყებ იმ საოცარი შეგრძნებების აღწერას, რაც არ უნდა ვეცადო, ზუსტად მაინც ვერ გადმოგცემთ იმას, რასაც იმ წუთას განვიცდიდი. -რა პატარა ხარ. ჩუმად თქვა. იმდენად ჩუმად, რომ ძვლივს გავიგე. ავხედე და გავუღიმე, მანაც ღიმილით მიპასუხა და პატარა კოცნა დატოვა ჩემს შუბლზე. -ხომ არ გეწყინება პაწუკა რომ დაგიძახო? გამეღიმა და თავი გავაქანე. -ძალიან კარგი, პაწუკ. ცხვირზე ორი თითით მიჩქმიტა და ისევ მაკოცა შუბლზე.. ფანჯარას გავხედე, თავი ისევ მის მკერდზე მედო..ჩემდაუნებურად დავამთქნარე, როცა მთვარეს შევხედე. -გეძინება პაწუკ? -ცოტა არ მოვატყუე. -დაიძინე. ხელი იდაყვიდან მხარამდე ამისრიალა, მერე საბანი კარგად დამაფარა და უფრო მჭიდროდ მომხვია ხელები. -ტკბილი ძილი. წამოვიწიე და ვაკოცე. -შენც ასევე, მშვენიერო. ღიმილით მიპასუხა და ისევ მის დიდ მკლავებში მომიქცია. -------------------- ყველამ დააკომენტარეთ აფსოლიტურად :* <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.