შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგზაურობა უკან, მომავალში (სრულად)


17-08-2015, 20:02
ავტორი ROLIKA
ნანახია 4 425

2035 წელი.... 25 აპრილი...

ლაბორატორია...გოგონამ ფრთხილად მოიხსნა ყურებზე მორგებული აპარატურა და დედას გადახედა, რომელიც მომლოდინე ერთ ადგილზე ცქმუტავდა
-რა ქენი შვილო ნახე?-მკითხა ნერვიულად
-ვნახე, თუ შეისმენს ჩემს ნათქვამს, მაშინ მომილოცავს, იქნებ მიხვდეს და ცოტა გამოფხიზლდეს ეს ადამიანი..მომავლიდან წარსულში მოგზაურობამ შედეგი უნდა გამოიღოს!-გააკანტურა თავი ელენემ და დედას მოეხვია
-მეც იმედი მაქ-ჩაეხუტა მარიამი შვილს...

2010 წელი 25 აპრილი

მარიამ ლიჩელი 16 წლის...
სიყვარულის ბაღში ვიჯექი...დავინახე როგორი თვალებით მიყურებდა მამაკაცი...შემეშინდა, ცოტა დავინტრიგდი, სწრაფად წამოვდექი და დავტოვე ბაღი...

მეორე დღეს მასწავლებელმა სკოლაში ყველას გამოგვიცხადა, რომ სკოლებს შორის რა? სად? როდის? იმართებოდა და საუკეთესოები ამოგვარჩიეს, მათ შორის მოვხვდი მეც, მასწავლებელმა სწრაფად ჩამიყვანა სამოქალაქო კლუბში, იქ დამხვდა ადამიანები, რომლებიც სიგიჟემდე მიყვარს.(ნინო, ნიკა, გუკა, ზანდა და დათო)

-ვა, გუნდის კაპიტანი მოსულა-გაექანა გუკა მარიამისკენ
-ვინ?-შეიცხადა მარიამმა
-ჰო ასე გვითრეს გუნდის კაპიტანს მოგიყვანთო-დაემოწმა ზანდაც
-ვაიმე, რა მაგარია-გაუხარდა მარიამს და მრგვალ მაგიდას მიუჯდა ბავშვებთან ერთად...

მთელი 1 კვირა ემზადებოდნენ ამ შეჯიბრებისთვის..პირველ სკოლელები აჯიბრებიან მესამე სკოლელებს..ჰოო უნდა ასახელონ პირველი სკოლა...

შევიდნენ ოთახში და დაიკავეს მათთვის განკუთვნილი ადგილი, მოწინააღმდეგის კაპიტანი ჯერ არ მოსულიყო, ამიტომ უწევდათ ამ ადამიანზე ლოდინი...15 წუთის შემდეგ შემოაღო კარები მაღალმა თეთრ მაისურსა და ჯინსის შარვალში გამოწყობილმა ადამიანმა...მარიამმა მკვლელი სახით გახედა, რასაც მოყვა მისი გუნდელების ჩუმი ჩაფხუკუნება...თანაბარი ქულებით მიდოდნენ, ბოლო კითხვა იყო
-რომელი წმინდანი არის საქართველოს გერბზე გამოსახული??

სწრაფად დააჭირეს ღილაკს ხელი და პასუხი დააფიქსირეს
-წმინდა გიორგი

მოიპოვა გამარჯვება მარიამის გუნდმა და ბედნიერმა დატოვა აუდიტორია, კიბეებზე დაეშვა როცა ვიღაცამ თმაზე ხელი მოქაჩა და შეაჩერა
-ეს ბრძოლა არ დამთავრებულა-უჩურჩულა მესამე სკოლის კაპიტანმა მარიამს და სწრაფად გაეცალა
-იდიოტი-მიაძახა და ნელა გაუყვა გზას


ამ ამბის შემდეგ 5 თვე გავიდა...ჩვეულებრივად გრძელდებოდა ყველაფერი, თუმცა ეს დღე საბედისწერო აღმოჩნდა, ყოველთვის მანქანით დაყავდა დედას, მაინც და მაინც ეხლა მოუწია სხვაგან წასვლა, ავიდა და დაიკავა მარშრუტში ადგილი, დაინახა როგორ ამოვიდა 15 წუთის შემდეგ მარშრუტში მისი ,,მოსისხლე მტერი", უცებ დაიბნა როცა მამაკაცს შეხედა, ერთი გაფიქრება ისიც კი გაიფიქრა რა საყვარელიაო, მაგრამ გაიფანტა აზრები და გულში ძველმა წყენამ იჩინა თავი
-იდიოტი!-ჩუმად ჩაიქირქილა
-მე მითხარით რამე?-იკითხა მის გვერდით დასკუპებულმა ახლად ამოსულმა ბიჭმა
-შემეშვი რა!-წამოდგა და მარშრუტი სწრაფად დატოვა, უკან მიბრუნდა და დაინახა როგორი კმაყოფილებით იყურებოდა ფანჯრიდან ეს ადამიანი...გაბრაზდა და სკოლაში დაბღვერილი შეჯლაგუნდა....

ზამთრის არდადეგები იწყებოდა, სკოლიდან საუკეთესო მოსწავლეებს კი ბაკურიანში ბანაკში უშვებდნენ...მარიამს ძალიან უნდოდა იქ წასვლა, გამოცდებში უმაღლესი ქულების მიხედვით სრული დაფინანსებით უშვებდნენ მათ , სამმა ბავშვმა, მარიამმა, ლენკამ და ვახომ ერთნაირი ქულები აიღეს, ამიტომ მათ შორის მინი თამაში ჩაატარეს, 4 ბურთულა იყო, ერთ-ერთი უნდა ამოეღოთ, რომელ ბურთულაშიც იქნებოდა ფურცელი წარწერით ,,ბანაკი" ის წავიდოდა, მარიამმა ნერვიულად ჩაყო ხელი პატარა ჯამში და ამოიღო ბურთულა#4 ყველამ ამოიღეს თავისი, ერთდროულად გახსნეს, ამ ადამიანებიდან კი მხოლოდ ერთმა მიიღო ბანაკში წასვლის გამარჯვება, ეს იყო მარიამი, სიხარულით არ იცოდა რა ექნა, მისი სკოლიდან კიდევ 2 მიდიოდა მასთან ერთად, ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ ერთი ზანდა, ხოლო მეორე გუკა იყო ...

20 დეკემბერი, ავტობუსში იჯდნენ და მიდიოდნენ ბანაკში, ავტობუსში მხოლოდ ბანაკის ბავშვები იჯდნენ, მის პირდაპირ იცნო გოგო, რომელიც რა? სად? როდის? მის მოწინააღმდეგე გუნდში იჯდა, თბილად გაუღიმა და მიესალმა, გამოელაპარაკნენ ერთმანეთს, შეამჩნია იქვე ვიღაც ბიჭი როგორ იყო მიწოლილი სავარძელზე და მშვიდად ფშვინავდა, სახე არ უჩანდა, ამიტომ აღარ დაუწყია იმის გარჩევა, თუ ვინ იჯდა ახლა იქ...

თბილი ქუდი თავზე მოირგო, გიჟივით ჩაირბინა ავტობუსიდან და თოვლში ჩახტა, გუკა და ზანდაც უკან მიყვნენ და სამივემ გუნდაობა დაიწყო, გუკასკენ ნასროლი გუნდა სხვას მოხვდა პირდაპირ თავში, მარიამს სიცილი აუტყდა, მაგრამ სახეზე ღიმილი მაშინ მიეყინა, როცა იმ ადამიანში ამოიცნო უკვე კარგად ნაცნობი მამაკაცი
-ღმერთო-ამოიკრუსუნა და კისკისი დაიწყო
-შენ ნორმალური ხარ?-იღრიალა მამაკაცმა, მარიამი კი კისკისს აგრძელებდა
-სუფთა ბავშვი ხარ, უჭკუო ჩერჩეტი, აქ რა გინდა ვაბშე შენ? შენი ადგილია ბაგა-ბაღშია-მარიამი ძალიან გაბრაზდა, მამაკაცისკენ დაიძრა, ბიჭიც ამაყად იდგა, მარიამი დაიხარა და მთელი თოვლი სახეში შეაყარა, გამწარებული მამაკაცი უკან დაედევნა, მარიამი კისკისით გარბოდა, მამაკაციც უკან მისდევდა
-ახლა თქვი აბა ვინ არის ბავშვი?-გადაიკისკისა მარიამმა, ბიჭს თავის თავზე გაეცინა და სირბილს უმატა, წელზე სწრაფად წაავლო გოგოს ხელი და თოვლში ჩააწვინა, თოვლს ქუდში უყრიდა და თავზე ახურავდა, მათ შემხედვარე ყველამ გუნდაობა დაიწყო, მარიამიც კისკისებდა, სწრაფად წამოდგა და ბიჭს თავზე დაახტა, ბიჭიც თოვლში გაგორდა და მარიამიც ზემოდან მოექცა, გოგონა დაიბნა, ბიჭი გაკვირვებული უყურებდა, უცებ სახე მოექუფრა და მარიამს უყვირა
-კიდევ ინებივრებ ჩემს მუცელზე?
გოგონაც სწრაფად წამოდგა და დაეჯღანა, მეგობრებისკენ წავიდა და გააგრძელა გუნდაობა
-ცანცარა-ჩაილაპარაკა ბიჭმა და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა...


მეორე დილით მაღალი სიცხით ნებივრობდა მარიამი საწოლში...მეგობრები დარჩენას აპირებდნენ, მაგრამ არაფრით გააჩერა ისინი, გაუშვა სხვებთან ერთად გასართობად...

ახალი წასულები იყვნენ ყველანი სასრიალოდ, კარებზე კაკუნის ხმა გაისმა, ჩუმად ამოიხრიალა
-შემოდით-კარებში შემოვიდა, დუტში ჩაფუთნული და კაშნე შამოხვეული ნაცნობი მამაკაცი
-სულ შენი ბრალია-ამოიხრიალა მარიამმა და ხველას მოჰყვა
-გაჩუმდი ახლა! გინდა უფრო ცუდად გახდე?
-რა გინდა?
-მოგინახულე, მაგრამ ღირსიც არ ხარ
-შენი დასამადლებელი რა მჭირს, წაბრძანდი
-კი ბატონო, მართლა არასფრის ღირსი ხარ-ნელა ადგა და კარებისკენ წავიდა...

-რა ქენი ნახე გიო?-იკითხა მეგობარმა
-კი, მაგრამ ამიშალა ნერვები
-რატო?-გაუკვირდა მეგობარს
-შენი ბრალიაო დამაბრალა-მეგობარს სიცილი აუტყდა, გიორგი გაკვირვებული უყურებდა საბას და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა
-რა იყო?
-არაფერი, რა სისულელის გამო ეჩხუბე ეხლა გაფიცებ-სიცილს ვერ იკავებდა მეგობარი
-გაიცინე სირცხვილია-ურეაქციოდ უთხრა გიორგიმ და მანაც გემრიელად გადაიფიჩინა...

3 დღეში მარიამი კარგად გახდა, ბავშვებთან ერთად დაიწყო სასრიალოდ სიარული, პარკში დადიოდნენ, მთელი 4 დღე ამის შემდეგ ისე გავიდა, რომ გიორგის ზედაც არ უყურებდა, ბიჭი ამაზე უფრო და უფრო ბრაზდებოდა, ნერვები ეშლებოდა...კიდევ 2 დღე იყო დარჩენილი და ყველა უკან დაბრუნდებოდა, როგორც იქნა იკადრა გიორგიმ ვახშმის დროს მასთან მისვლა და საუბარი
-როგორ ხარ?
-კარგად
-ჰო, მეც კარგად
-არ მიკითხავს
-ღმერთო, გოგო როცა ვცდილობ გელაპარაკო წესიერად რატო მესწერვები?-გამოვიდა წყობილებიდან ბიჭი, გოგონამ ზედაც არ შეხედა ისე ჩაუარა გვერდი და ბავშვებთან ერთად ბუხართან მოკალათდა, ბავშვები ამის პატრონმა რა ქნას თამაშობდნენ, ამიტომ თვითონაც შეუერთდა, თავად მოუწია დახუჭება
-ამის პატრონმა რა ქნას ?
-ამის პატრონმა რა ქნას, რა ქნას და გავიდეს გარეთ, ნებისმიერი მანქანა გააჩეროს, აუხსნას სიყვარული მძღოლს, არ აქ მნიშვნელობა კაცია თუ ქალი-ბედნიერმა აწია თავი, როცა შეხედა ეს დამიანი გიორგი იყო, უფრო გაუხარდა და ანიშნა კარებისკენ, ყველა გარეთ დაიძრა, მარიამმა აპარატი ჩართო, ყველა დაიმალა, გიორგი კი გზაზე დავაყენეთ, 5-მა მანქანამ ისე ჩაიარა არცერთმა გაუჩერა, ძალიან აცივდა, ერთ-ერთი გამოგვეყო და გვითხრა
-მე გავალ საქმე მაქ და მოვალ-განაცხადა და სასტუმროს უკან წავიდა, გამიკვირდა იქეთ რა უნდოდა, დავინახეთ ისევ მოდის მანქანა, ხელი დაუქნია გიორგიმ, მე ნელა დავიძარი, მანქანამ ფანჯარა ჩამოწია და ხელში შეგვრჩა ჩვენი გაპარული მეგობარი, გიორგის გაუსწორდა, როცა იმ ადამიანში საბა ამოიცნო, ყველას სიცილი აგვიტყდა, გიორგიმ კი დაიწყო
-მოკლედ, ჩემო საყვარელო, ასე არ შემიძლია, გთხოვ გადმოდი მანქანიდან-სენტიმენტალურად ამბობდა გიორგი, მანქანიდან გადმოვიდა საბა, შუბლზე ხელი მიიდო და გიორგის მოუსმინა-მოკლედ, იცი რა? ძალიან დიდი ხანია უკვე მიყვარხარ, მინდა იცოდე ჩემთვის რა ძვირფასი ხარ
-ო სიყვარულო-დაიძახა საბამ, გიორგისკენ გაექანა და უცებ შეახტა, ყველა ვიცინოდით, გიორგი ჩემთან მოვიდა და მითხრა
-ჩაგაბარე სურვილი...ადგა და სასტუმროში შევიდა



30 დეკემბერი...სახლში დაბრუნების დღე, ყველამ გამოვიტირეთ ერთმანეთი და პირობა მივეცით 20-ვე ბავშვმა ერთმანეთს, რომ აუცილებლად შევიკრიბებოდით ისევ...ყველა ჩვენ-ჩვენ სახლებში წავედით...გიორგის არ დავმშვიდობებივარ...სახლში მისულს ყველა ჩემ მეგობარს თუ ნათესავს მოეყარა თავი, ვიქეიფეთ და მაგარ დღეში ვიყავით, სახლი ყირაზე დავაყენეთ, გავიგონე ტელეფონის ხმა..უცხო ნომერი იყო, აივანზე გავედი და ვუპასუხე
-ალო
-ქვემოთ ჩამოდი-მოესმა გიორგის ხმა, გაუკვირდა, არ ელოდა, სწრაფად მოიცვა ჟაკეტი და კიბეებზე დაეშვა, დაინახა იქვე ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი გიორგი, რომელიც აქეთ-იქეთ სიცივისგან დადიოდა
-გიორგი-დაუძახა გოგონამ, ბიჭიც სწრაფად მიტრიალდა, მარიამისკენ დაიძრა და მაგრად ჩაეხუტა, მარიამი გაწითლდა, თვითონაც მოხვია ხელები
-გაცივდები-დაუჩურჩულა ყურთან-მოდი აქ, გაიხადა მისი კურტკა და გოგონას მოახურა
-მადლობა, იცი მე ავალ
-ჰო მიდი, ტკბილიძილი-შუბლზე აკოცა, მარიამი იდგა გაშეშებული, ვერ ხვდებოდა ასე რატომ მოიქცა ეს ბიჭი, გატრიალდა და სადარბაზოში შევიდა..


ახალი წელი, 31 დეკემბერი, ამ დღეს გუკასთან, ნიკასთან და ზანდასთან ერთად კონცერტზე გაატარა, ქალაქში ხვდებოდნენ ახალწელს, გიჟობდნენ, ათას სისულელეს აკეთებდნენ, მოგვიანებით კაფეში შევიდნენ, ნამცხვარი და წვენები შეუკვეთეს..კისკისებდნენ და ათას სისულელეზე ლაპარაკობდნენ..

-მარიამ-მოესმა ნაცნობი ხმა, მიტრიალდა მის უკან კი გიორგი იდგა საბასთან ლიკასთან და კიდევ ერთ ბიჭთან ერთად
-გამარჯობა-თავი დახარა მორცხვად
-ახალწელს გილოცავ
-მადლობა, შენც-გაუღიმა
-შემოგვიერთდით-ჩაება საუბარში ნიკა-მაინც მარტო ვზივართ, უფრო გავერთობით
-ჩვენ უბრალოდ შემოვიარეთ, რესტორანში ვაპირებთ წასვლას, წამოდით თქვენც რესტორანში-გაუღიმა იქ მყოფებს გიორგიმ
-ვერ წამოვალთ-მკაცრი მზერა ესროლა მარიამმა და სკამზე დაიკავა ადგილი
-რატო?-გაუკვირდა ბიჭს
-წამოვალთ, რომელზე?-გააგრძელა ლაპარაკი ნიკამ
-ნიკა!-დაუყვირა გოგონამ
-წავიდეთ, ცოტა გავერთოთ მარიამ-დაამშვიდა ზანდამ მეგობარი
-ჰო კარგი-ბოლოს დანანების ნიშნად მიტრიალდა გიორგისკენ-რომელზე?
-8-ზე
-ეხლა 7 არის
-ჰო, გელოდებით ქალაქურში
-კარგი-გაუღიმეს ბავშვებმა და ყველა დაიშალა

სწრაფად მოემზადა მარიამი, ჩაიცვა წითელი, გაშლილი კაბა, ფეხზე შავი მაღლები..თმა გაიშალა..ნიკამ გამოუარა
-ვაუ, არავინ მომტაცოს შენი თავი-გაიცინა ნიკამ და მანქანის კარი ჯენტლმენურად გაუღო...


რესტორანში კარგად ერთობოდნენ, მარიამი გრძნობდა გიორგის მზერას, რომელიც ურცხვად ათვალიერებდა მას, ბოლოს მამაკაცი წამოდგა და გოგონას მიუახლოვდა
-შეიძლება ვიცეკვოთ?
-კარგი-გაუღიმა გოგონამ

ნელა ირხეოდნენ და ცეკვავდნენ
-ლამაზი ხარ-უჩურჩულა ჩუმად და გოგონას ძლიერად ჩაეხუტა
-მადლობა-ლოყები შეეფარკლა მარიამს
-მიყვარს ასეთი მორცხვი, რომ ხარ
-ჰო?-გაიკვირვა გოგონამ
-წამო გავიპაროთ
-სად?
-სადმე, გავისეირნოთ
-კარგი-გაუღიმა მანაც, ხელი ჩაჰკიდეს ძლიერად ერთმანეთს და რესტორნიდან გავიდნენ, სეირნობდნენ თოვლში, თოვლს მიწაზე ხრაშუნი გაუდიოდა, ნაზად ეცემოდა მარიამის ხელს ფიფქები, რომლებიც უერთდებოდნენ თოვლის დიდ ნაკადს მიწაზე..
-ზამთარი მიყვარს-დაიწყო საუბარი გიორგიმ
-მე ზაფხული მირჩევნია
-ჰო?
-კი სითბო მიყვარს...
-გასაგებია
-მე ჯარში მივდივარ
-რატომ?
-გორში, სამხედრო სასწავლებელში
-კარგია
-გინდა, რომ წავიდე?
-ეს ჩემზეა?
-მითხარი
-თუ გიღირს წასვლა წადი, მე დაგელოდები-გაუღიმა გოგონამ
-ნუ გეშინია, იქედან აუცილებლად დაგეკონტაქტები
-რამდენი ხნით მიდიხარ?
-5 წლიანი კონტრაქტია, შემოდგომაზე დავდევი
-ანუ 2015-ში ჩამოხვალ
-ჰო
-გასაგებია-გაუღიმა მარიამმა
-არ მოიწყინო
-არა რატო?
-ჰმმ, არ მოგენატრები?
-შენ რა გაქვს მოსანატრებელი?-გაიცინა გოგონამ
-კარგი წამოდი დავბრუნდეთ რესტორანში
-არა, სახლში მირჩევნია
-კარგი მიგაცილებ
-კარგი


სადარბაზოსთან მივიდნენ თუ არა, გიორგი ძლიერად ჩაეხუტა, მაგრად მიიკრა, ხელს არ უშვებდა, მარიამმაც ძლიერად მოხვია ხელები, თავი მის კისერში ჩარგო და შეისუნთქა გიორგის სურნელი
-მე უნდა წავიდე-ამოიკრუსუნა ბოლოს
-კარგი, ბოდიში, მიდი წადი
-როდის მიდიხარ?
-2 დღეში
-კარგი, ნახვამდის-აღარ მობრუნებულა ისე გაიქცა კიბეებზე

2015წელი...

ამ ხუთი წლის მანძილზე ბევრი რამ მოხდა...მარიამი და გიორგი ყოველდღე, მთელი დღე წერდნენ ერთმანეთს...გორში ყველა მოსწავლეს აქვს თავისი ლეპტოპი, გიორგი კი ლექციების მოსმენის მაგივრად, იჯდა ლეპტოპთან და ჩუმად მესიჯობდა გოგონასთან...ძალიან ბევრჯერ მისცეს ლექტორებმა შენიშვნა, მაგრამ ვის აღელვებდა რამე...გიორგი ძალიან ნიჭიერი ბიჭია, რეიტინგით პირველი ადგილი ქონდა, ძალიან ბევრს შრომობდა...მარიამის ცხოვრებაში უამრავი რამ შეიცვალა, გოგონამ უნივერსიტეტში ჩააბარა, მომავალი ადვოკატი ხდება...ძალიან მოსწონს ეს საქმე...მარიამის პირადშიც მოხდა ერთი განსაკუთრებული რამ....გიორგი შეუყვარდა...ყოველთვის იმას ამბობდა
,,ასე მგონია ჩემი ტყუპისცალია და ერთად გავიზარდეთ, ჩვენ ზუსტად ერთნაირები ვართ!"

გიორგისაც ქონდა მის მიმართ გრძნობები, მაგრამ ისინი მხოლოდ მეგობრულად წერდნენ, მეგობარი-ეს სიტყვა ვერ გამოხატავს იმას, თუ როგორი ურთიერთობაც ჰქონდათ მათ...თითქოს ორივე ერთია...

ახლა ელოდება გიორგის, თუ როდის მივა მასთან! მარიამი და მისი ოჯახი დიდი სიყვარულით ელოდებოდა გიორგის, ჰო მარიამის ოჯახში ყველამ იცოდა გიორგიზე, თუმცა სიმართლე რა გრძნობითაც გოგონას ბიჭი უყვარდა, მხოლოდ დედამ იცოდა...განსაკუთრებულად ემზადებოდა ,,მომავალი სიძის" დასახვედრად ქალბატონი ქეთევანი
-დედა კარგი რა
-სიძე მოდის და არ მოვემზადო სათანადოდ?
-მგონი შენ ჩემზე მეტად იპრანჭები, სირცხვილია რას იტყვის
-კარგი ერთი კარგი-გაიცინა ქალმა და კარების გასაღებად გაქუცქუცდა

-გიორგი-გაუღიმა ბიჭს-როგორ ხარ? შემოდი
-კარგად თქვენ?-მიუახლოვდა ქეთევანს და გადაკოცნა ქალი
-მარიამ-დაუძახა ქეთომ გოგოს
-ჰო დედა
-გამოდი ოთახიდან
-ერთი წუთით-გამოსძახა სარკესთან მდგარმა მარიამმა.კარები გაიღო
-ჰო გითხარი გამოვალ-მეთქი?-არ აუწევია თავი ისე უპასუხა მარიამმა
-როგორ ხარ?-მოესმა მონატრებული, ოდნავ დაბოხებული ბარიტონი
-გიორგი-შეჰყვირა და მამაკაცს მთელი ძალით ჩაეხუტა
-როგორ გაზრდილხარ პატარავ-ძლიერად ჩაიკრა გულში გოგონას პატარა სხეული...

სუფრასთან იჯდნენ, ბევრს იცინოდნენ, ბოლოს გიორგი წამოდგა და წასვლა დააპირა...გოგონაც უკან მიჰყვა, ძლიერად ჩაეხუტა და თავზე აკოცა...


დილით გიორგის ზარმა გააღვიძა...დაახლოებით 5-ჯერ დარეკა..

-ალო-ამოიკრუსუნა ნამძინარევმა
-მარიამ-მოესმა მხიარული ხმა
-ჰო
-გაგაღვიძე, გაგაღვიძე-იცინოდა ტელეფონს მიღმა ბიჭი, მარიამსაც გაეღიმა
-სულელო-უთხრა ბიჭს სიცილით,
-ჰმმ, მადამ თქვენი აივნის კარები გააღეთ
-რა? რატო?-გაუკვირდა გოგოს და წამოდგა საწოლიდან, აივნის კარზე კაკუნის ხმა მოესმა
-ვაიმე-ჩაილაპარაკა ჩუმად, ბიჭს გაეცინა
-გააღე
-კარგი-წამოდგა ფეხზე და აივნის კარი გააღო, მის პირდაპირ გიორგი იდგა, ბიჭი გაღიმებული უყურებდა, მარიამს გაუხარდა მისი დანახვა
-მომენატრე-თქვა დახშული ხმით გიორგიმ
-მეც-უპასუხა მარიამმა და გიორგის მოხვია ხელები..
-მარ, მიყვარხარ-გოგონას სახე ხელებში მოიქცია და ცისფერთვალებში ჩახედა
-მეც მიყვარხარ-გოგონამ მორცხვად დახარა თავი, გიორგი დაიხარა და შუბლზე ეამბორა, გოგონას გააჟრჟოლა, ჩამოცხა, აგიჟებდა ბიჭის თითოეული შეხება...

-მინდა ლომისობას ერთად წავიდეთ, მხოლოდ მე და შენ
-კარგი
-ხვალ დილით 7-ზე გავიდეთ
-კარგი-გაუღიმა ბიჭს, გიორგი უკან გაბრუნდა და აივნიდან ფრთხილად დაეშვა ძირს.მალე მარიამის დაბადების დღე ახლოვდებოდა, ყველანი ემზადებოდნენ ამ დღისთვის...მარიამი და გიორგი კი ერთმანეთს არ შეხვედრილან მთელი ერთი კვირა...ტელეფონი სულ გათიშული აქვს გიორგის, მარიამს მისმა ძმაკაცებმა უთხრეს არაფერი ვიცითო..

დადგა 28 აგვისტო, მარიამის დაბადების დღე...ღამის თორმეტ საათზე მიულოცეს მეგობრებმა დაბადების დღე, ყველა იქ იყო გიორგის გარდა, სახლში ქეიფობდნენ, გადაათენეს მთელი ღამე, მერე რესტორანში წავიდნენ...

მარიამი ულამაზესი იყო, ტანზე ლამაზი კრემისფერი გაშლილი კაბა ეცვა, ფეხზე კრემისფერი მაღლები, თმები კოსად შეკრული, მსუბუქი მაკიაჟი...რესტორანში ყველა მისი გიჟი მეგობარი იყო, გიორგის და უკვე ახლა მისი ძმების ჩათვლით...(ზანდა, ნიკა, გუკა, ნინო, ბექა, ლიკა, საბა და დათო) ერთი ადგილი თავისუფალი იყო, გიორგისთვის! გიორგი არსად ჩანდა, მარიამი ცუდად გახდა, გული ტკიოდა ასე როგორ დაივიწყა გიორგიმ იგი!

თუმცა რა იცოდა რა ელოდა?
ზუსტად 2 საათში რესტორანში შემოაბიჯა ჯარის ფორმაში გამოწყობილმა გიორგიმ, რომელსაც ხელში დიდი ყუთი ეჭირა
-მარიამ, გილოცავ!-მარიამს რა დაემართა? ყველა ემოციამ ერთად იფეთქა, ცრემლებმა ნელა იწყეს ვარდისფურცლებივით ნაზ კანზე სვლა...
-ეს შენ ჩემგან მარიამ!-გიორგიმ გაიღიმა, მარიამი იდგა გახევებული ერთ ადგილას, სწრაფად გაანალიზა ყველაფერი და მოწყვეტით გაიქცა ბიჭისკენ, მთელი ძალით მოხვია ხელები, ძლიერად უჭერდა მის დაკუნთულ სხეულს მის პაწია, სიფრიფანა ხელებს..
-ჩემო კაფანდარა-თავზე აკოცა გოგონას და ძლიერად მიიკრა მის სხეულზე...

-გიორგი-ცრემლები წამოუვიდა გოგონას, როცა ყუთი გახსნა, სიტყვებს თავს ვერ აბავდა, არ იცოდა რა ექნა, როგორ მოქცეულიყო, გახარებოდა? წყენოდა? არა! თუმცა როგორ უნდა წყენოდა, როცა მისი ოცნება აუსრულეს, ახლა უბედნიერესია, მიუახლოვდა გიორგის და თავად შეეხო მამაკაცის ტუჩებს, ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე ბაგე დაუკოცნა, გახელებულმა მამაკაცმა მარიამი ძლიერად მიიკრა სხეულზე და მისი ბაგეების დაგემოვნება განაგრძო...მარიამი სწრაფად მოშორდა, ყუთს ხელი სტაცა და საპირფარეშოში შევიდა...20 წუთი იყო შიგნით...ბოლოს კარები გაიღო, ნელა დაიძრა სუფრისკენ, ყველა მას უყურებდა, თვალებს ვერ აშორებდნენ, გიორგი ზურგით იჯდა, როცა შეამჩნია ყველა ერთი მიმართულებით იყურებოდა, თვითონაც გაატრიალა თავი, გაშეშდა! თვალებს ვერ წყვეტდა! გაქვავებული იყო ერთ ადგილზე! მარიამი თავჩახრილი იდგა და ხელებს ნერვიულად ათამაშებდა
-ჩემო კაფანდარა-მამაკაცი დაიძრა მისკენ-ჩემო ჯარისქალო!-გაუღიმა გოგონას და ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილს მიუახლოვდა
-გიხდება ჯარის ფორმა მარიამ ლიჩელო!-გოგონას მიუახლოვდა და შუბლზე ეამბორა..
-მადლობა ჩემო ჯარისკაცო
-წამოდი
-სად?
-გავისეირნოთ
-კარგი-წამოვიდნენ, მარიამი წამოვიდა საკუთარი დაბადების დღიდან, ჩაიცვა ჯარის ფორმა და უკან გაჰყვა მის ჯარისკაცს, ორივე ერთად მიდიოდა... მანქანაში ჩაჯდნენ და წავიდნენ... სად? თუშეთში...ჰო თუშეთში..რატომ? ეს მარიამის ოცნება იყო...მას უნდოდა ენახა თუშეთი...უბედნიერესი იყო, რომ გვერდით ასეთი ადამიანი ყავდა...
-ფშავ-ხევსურეთი-ამოიკრუსუნა მარიამმა-ღმერთო, გიორგი მიყვარხარ-ცრემლმორეულმა გაუღიმა ბიჭს და მანქანიდან ელვის სისწრაფით გადახტა...გაიქცა...! კოშკთან მივიდა! ხელი შეახო, სწრაფად გაბრუნდა და სიმაღლისკენ დაიწყო სვლა...

-ულამაზესია!-სიტყვებს თავს ვერ აბავდა, ძალიან მოეწონა, არემარეს თვალი მოავლო
-მოგეწონა?
-ძალიან-გაუღიმა და ისევ განაგრძო თვალიერება...ყელზე კოცნა იგრძნო, ნელა მიტრიალდა, მამაკაცი მის ტუჩებს დაეწაფა, გოგონამ ძლიერად მოხვია მამაკაცს ხელები,ბიჭმა მარიამს ტანისამოსი ფრთხილად მოაშორა სხეულიდან და ორივე ვნებების ბურუსში გაეხვა...

დილით სიცივემ გააღვიძა, ჯარის ფორმა სწრაფად ჩაიცვა, მამაკაცს ძებნა დაუწყო, კოშკიდან ქვემოთ ჩავიდა, იქვე ბალახებში ჩამჯდარი გიორგი დაინახა
-გიო
-გაიღვიძე?-იკითხა მოწყენილმა
-ჰო, რა ხდება?
-მარიამ, არ მინდა გული გატკინო, მაგრამ მე ჯარში მიშვებენ
-რა?
-ჰო, მაპატიე
-დაგელოდები-მიუახლოვდა და მაგრად აკოცა
-მიყვარხარ
-მეც, რამდენი ხნით მიდიხარ?
-10 წლით
-რა?-გოგონას ცრემლები წამოუვიდა
-მომიწევს, მაპატიე, შენ შეგიძლია წახვიდე
-დაგელოდები, გპირდები!
-მპირდები?
-კი
-ამიტომ მიყვარხარ-გოგონას აკოცა და მანქანისკენ წავიდა, გზაში მხოლოდ სიმღერებს უსმენდნენ, ერთმანეთს გადახედავდნენ და გაუღიმებდნენ, რა საჭიროა იქ სიტყვები, როცა სიჩუმითაც ყველაფერი ნათქვამია..ორივეს ტკიოდა გული, არცერთს უნდოდა ერთმანეთის დატოვება, მაგრამ ასე მოხდა..არაფერს იმჩნევენ, მაგრამ მათი თვალები ყველაფერს ამბობენ, მარიამის ოდნავ აწყლიანებული თვალები და გიორგის სევდიანი, დაღვრემილი თვალები...თვალები ყველაფრის მეტყველია...დატოვა სახლში მარიამი და წავიდა! ახლა ვეღარ იკონტაქტებენ, ვეღარ ნახავენ ერთმანეთს, სულ რაღაც 10 წელი...ოო რა ბევრია, მაგრამ მოუწევთ ამაზე შეგუება...

-გიორგი წავიდა?-იკითხა ქეთომ
-ჰო დედა
-როდის ჩამოვა?
-10 წელში
-რა?-შეიცხადა ქალმა-ახლა რას აპირებ?
-დაველოდები
-შვილო, გაგიჟდი? მე მინდა, რომ შვილიშვილს მოვესწრო და ვნახო შენი ოჯახი
-არა დედა! მე გიორგის გარდა არავინ მინდა...


მთელი 2 თვე საშინლად გრძნობდა თავს, ძალიან ჩამოსუსტდა, არსად გადიოდა, მეგობრებს აღარ ნახულობდა, თავბრუს ხვევები, გულის რევა, დეპრესია, ყველაფერმა ერთად იჩინა თავი, მშობლები შვილის გამო ძალიან შეწუხებულნი იყვნენ, საჭმელს წესიერად არ ჭამდა, ქეთოს ამის ყურება აღარ შეეძლო, შვილის ოთახში შევარდა და ყვირილი დაუწყო
-შენ გოგო სულ გადაირიე? რა გინდა? გინდა მოკვდე და რამე დაგემართოს? არ ფიქრობ შენს ჯანმრთელობაზე? დაელოდე მერე! ვინ გიშლის? ეხლავე აბრძანდი დროზე, შედი სააბაზანოში და მოწესრიგდი, რას გავხარ? ჩქარა!-დაუყვირა გოგონას, მარიამს ხელი სტაცა, გოგონას თავბრუ დაეხვა და დედის მკლავებში ჩაესვენა...

თვალები როგორც კი გაახილა იცნო თავისი ოთახი, დედა იქვე სავარძელში იჯდა, განადგურებული სახე ქონდა, ცრემლები სდიოდა, ექიმი კი რაღაცას წერდა..
-ოჰ, მარიამ გაიღვიძეთ?-გაუღიმა ექიმმა მარიამს
უეცრად კარები ნიკამ შემოგლიჯა
-გოგო შენ სულ გადაირიე?-დაუყვირა მარიამს
-გაჩერდი ნიკა, ჯერ არაფერი იცის ამ ქალბატონმა-მიუთითა ქეთომ შვილზე
-რა ხდება?-ამოვიკრუსუნე მე
-ორსულად ხარ!-დაუყვირა ქეთამ
-რა?-ცრემლები წამოუვიდა გოგონას, გული შეეკუმშა, როცა წარმოიდგინა, რომ შეიძლება ყოლოდა გიორგისა და მისი შვილი მუცელში, სიხარულით ცრემლები უფრო წამოსცვივდა
-მე...შვილი..-გაეღიმა და გაუხარდა
-ვისგან გყავს გოგო ბავშვი? შემარცხვენელო, გამანადგურებელო ოჯახის-ყვიროდა ნიკა
-ბატონო მისი ნერვიულობა არ შეიძლება-დაწყნარება სცადა ექიმმა
-ვისია ეს ბავშვი დროზე თქვი, ეხლავე ჩაიცვამ, მივაკითხავთ და გაყვები ცოლად
-ვერ მივაკითხავთ-თავი მორცხვად დახარა გოგონამ
-ეგ როგორ?-დაიბნა ქეთო, არ უნდოდა გაეფიქრა, რომ ეს ბავშვი გიორგისგან ყავდა, რადგან მამა 10 წელი ვერ ნახავდა მის ბავშვს
-როგორ და არ არის!
-სად არის?-ყვიროდა ნიკა
-ჯარში-მარიამს ცრემლები წამოუვიდა, ხელი ნელა გადაისვა სახეზე და ცრემლები შეიმშრალა
-ბავშვს მოიშორებ!-გასცა ბრძანება ნიკამ
-არა!-დაიყვირა მარიამმა-მე არ მოვკლავ ჩემი და გიორგის ნაყოფს, არც კი თქვათ!
-ორი ვარიანტი გაქ!-დაწყნარებულმა განაცხადა ნიკამ
-რა ვარიანტი ნიკა?-ქეთოს აუკანკალდა ხელები
-ან ბავშვს მოიშორებ, ან სხვას გაჰყვები ცოლად, მე არ ვაპირებ ოჯახი შემირცხვეს გაიგე?-მკაცრად შეკრა წარბები ნიკამ და კარები გაიჯახუნა, ატირდა! მარიამი და ქეთო ერთად იჯდა და ტიროდა!
-გიყვარს გიო დე?-ატირდა ქეთო
-კი დედა, რთულ სიტუაციაში ვარ, ბავშვს არავითარ შემთხვევაში მოვკლავ, სხვას გავყვები ცოლად, ამით დავკარგავ გიოს, მაგრამ მისგან ბავშვი მაინც დამრჩება, დამრჩება ჩემი სიყვარულის ნაყოფი-გადაისვა ხელი ჯერ არ გამობერილ პატარა მუცელზე და ცრემლები მუჭით შეიმშრალა და დედას ამაყად გაუღიმა
-ჩემო ლამაზო, მაპატიე დე!-ქალმა გულში ჩაიკრა-მამაშენს ვერ შევეწინააღმდეგები, ვეცდები დაველაპარაკო, მაგრამ არ მომისმენს
-არ გინდა დედა!-ქალს ჩაეხუტა-არ ღირს, შევეგუები ბედს

* * *
-ჩამოდი შენი მომავალი ქმარი მოვიდა-კარებში შეიხედა ნიკამ
-კარგი მამა, ეხლავე ჩამოვალ-არ გაუხედავს განაგრძო თმის დავარცხნა..კიბეებზე ნელა დაეშვა, ვიღაც ბიჭი სავარძელში მოკალათებულიყო და ნიკასთან და ვიღაც ხანში შესულ მამაკაცთან ერთად საუბრობდა, ქეთო კი ქერა ქალთან ერთად სამზარეულოში ფუსფუსებდა
-აი, ჩამოვიდა ჩემი ქალიშვილი-გაუღიმა მამაკაცებს, ყველა ფეხზე წამოდგა, სამზარეულოდან ქერა ქალბატონი გამოვიდა და გოგონას ხელი გაუწოდა
-მაია
-მარიამი-მორცხვად დახარა თავი
-დავითი-მამაკაცმა გაუწოდა ხელი
-სასიამოვნოა
-ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ-ხელი მოხვია დათომ მაიას-ეს კი ჩვენი ვაჟი და შენი მომავალი ქმარი-საბა
-სასიამოვნოა-ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა

სტუმრები გააცილეს, ნიკამ მარიამს დაუძახა და უთხრა
-მათ იციან, რომ შენ ორსულად ხარ, საქმე იმაშია, რომ მათ ფული ჭირდებათ, მე უნდა მივცე, ვუთხარი, რომ ფულს მივცემდი, თუ შენ ცოლად მოგიყვანდნენ, ამიტომ ეს საქმე მოგვარდა, მათ ეს აწყობდათ და ჩვენც გვაწყობდა...2 კვირაში ქორწილი იქნება
-კარგი-უპასუხა და დატოვა მისაღები ოთახი, საძინებლში შევიდა, ტანსაცმელი გადაიძრო, ატლასის წითელი პერანგი გადაიცვა და საწოლში ზემოდან დაწვა, მუცელზე ხელი მოისვა და ემბრიონის ფორმაში მოიკეცა
-ჩემო პატარავ! გპირდები ბედნიერი იქნები! მართალია შენს მამას ვერ ნახავ, მაგრამ გპირდები ბედნიერი იქნები! ჩემო პაწიავ! მიყვარხარ! თუ ბიჭი იქნები დემეტრეს დაგარქმევ, თუ გოგო ელენეს! ჩემო სიცოცხლევ!
კარებში იდგა ქეთო და უსმენდა შვილის ლაპარაკს, ცრემლები ნაკადულივით სდიოდა სახეზე, ჩუმად გავიდა ოთახიდან და უფრო ძლიერად მოჰყვა ტირილს...


გავიდა ორი კვირა, ყველა ემზადებოდა ქორწილისთვის, მარიამის ტკივილს მხოლოდ ქეთო ხედავდა, მართალია გოგონა არაფერს იმჩნევდა, მაგრამ იცოდა დედამ შვილის გულის ტკივილი
-თანახმა ხართ?
-დიახ თანახმა ვარ
-თქვენ თანახმა ხართ?
-დიახ
-ცოლ-ქმრად გაცხადებთ-ახლა საბას ცოლი ჰქვია, ამას მხოლოდ შვილის გამო აკეთებს, ცრემლები ჩაუდგა თვალებში,მაგრამ გაიღიმა, გაუღიმა იქ მყოფ ხალხს...

10 წლის შემდეგ... 2025წელი...
-ჩემი გოგო რა ქენი დედი იცეკვე?-გაუღიმა პატარა ელენეს
-კი დე
-პარკში წავიდეთ?
-კი, კი, კი-ჰაერში აწია ხელები
-კარგი წავიდეთ
-იეს!-შეჰყვირა და მანქანისკენ გაიქცა..

პარკში დარბოდა და იცინოდა გოგონა, ნაყინი აყიდინა დედას, შოკოლადით სულ დასვრილი ქონდა სახე
-ვაიმე მოიტუტყნე?-გადაიკისკისა მარიამმა
-აუ-გაიბუსა
-კარგი დედას პრინცესა, მოდი მოგწმენდ-გაუღიმა და სველი სალფეთქი ამოიღო ჩანთიდან, ფრთხილად მოწმინდა და ხელი ჩაჰკიდა გოგონას, ორივე ერთად მიდიოდნენ ატრაქციონისკენ, მაგრამ მარიამი ადგილს მიეყინა, როცა მის პირდაპირ გიორგი დაინახა ჯარის ფორმაში, ცრემლები წამოუვიდა, რატომ? იმიტომ, რომ ახლა მასაც ჯარის ფორმა ეცვა და მათ პაწია გოგონასაც, მაგრამ ბიჭმა რა იცოდა, რომ ეს პატარა არსება მისი შვილი იყო, მარიამს თვალებში ცრემლები ჩაუდგა, იგრძნო გულმა როგორ გამოტოვა რამდენიმე დარტყმა, გული შეეკუმშა, ჩხვლეტა იგრძნო გულის არეში...გიორგი სევდიანი თვალებით შეჰყურებდა ოდესღაც მისთვის ძვირფას ქალს პატარა გოგონასთან ერთად, გული შეეკუმშა, პულსი აუჩქარდა, სუნთქვა სწრაფად დაიწყო, ყველანაირი ემოცია გამოესახა სახეზე, მონატრება, გაოცება, გაბრაზება და ბოლოს იმედგაცრუება..პატარა წვეთი ფრთხილად დაეშვა მამაკაცის სახეზე, თვალებში ჩამდგარი ცრემლი არ აძლევდა საშუალებას კარგად დაენახა მონატრებული ქალი...გამობრუნდა, უკან გაბრუნდა! წამოვიდა! ისე, რომ არც კი მისალმებია, ისე, რომ უკანაც არ მიბრუნებულა...სწრაფად წავიდა პარკიდან
-ეი!-მოესმა გოგოს ხმა, გაბრუნდა
-დიახ
-არ წახვიდეთ!
-რა?-გაოცდა მამაკაცი
-შეცდომას უშვებთ, არ მიატოვოთ ის ქალი
-შენ არ იცი და დამანებე თავი
-გთხოვთ მომისმინეთ, ის ბავშვი თქვენი შვილია, 10 წლის წინ თქვენგან გაუჩნდა, ნიკამ კი იმიტომ გაათხოვა, რომ ოჯახის შერცხვენა არ უნდოდა, რას იფიქრებენ ვისგანაა ორსულადო, თუმცა დაშორდა, ფიქტიური ქორწინება იყო, არ დატოვო ისინი, ინანებ, უბრალოდ ჩემი გაიგონე-მამაკაცი გაოცებული უსმენდა, არ იცოდა დაეჯერა თუ არა გოგოსთვის, გაბრუნდა, მერე ისევ მიტრიალდა
-რამდენის ხარ?-იკითხა, მაგრამ იქ არავინ დახვდა, გაოცდა, ახლა რა ექნა? იმ გოგომ საიდან იცოდა? ახლა როგორ მოიქცეს?

2035 წელი..25 აპრილი..

დღეს...

ლაბორატორია...გოგონამ ფრთხილად მოიხსნა ყურებზე მორგებული აპარატურა და დედას გადახედა, რომელიც მომლოდინე ერთ ადგილზე ცქმუტავდა
-რა ქენი შვილო ნახე?-მკითხა ნერვიულად
-ვნახე, თუ შეისმენს ჩემს ნათქვამს, მაშინ მომილოცავს, იქნებ მიხვდეს და ცოტა გამოფხიზლდეს ეს ადამიანი-გააკანტურა თავი ელენემ და დედას მოეხვია
-მეც იმედი მაქ-ჩაეხუტა მარიამი შვილს
-დაველოდოთ ეხლა..
-რას?
-მამას, ის 15 წუთში სახლში თუ მივა, დედა მომილოცავს!!შენ მისი ცოლი ხარ..
-შენ ეს საიდან იცი?
-ვიმოგზაურე უკან, მომავალში-დედას აკოცა და ლაბორატორია დატოვა...


2025წელი...25 აპრილი...

უკან წარსულში...

ეხლა როგორ მოიქცეს? მართალია თუ არა ეს გოგონა? ამის გასარკვევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს, გაბრუნდა, დაინახა როგორ მიდიოდა ერთ დროს მისთვის ძვირფასი ქალი თავის შვილთან ერთად ხელჩაკიდებული..სვლას აუჩქარა.. მეორე მხრიდან ამოუდგა გოგონას, მის პატარა პრინცესას ხელი ჩაჰკიდა ..სამივე ხელჩაკიდებული, სამივე ჯარის ფორმაში მიიწევდა წინ! წინ ბედნიერებისკენ! წინ მომავალში!

------------------------
დაგიბრუნდით ჩემო ტკბილებო და გემრიელებოო ❤❤ ესეც ჩემი ახალი ისტორია ❤ იმედია მოგეწონათ.. ველოდები თქვენს შეფასებასა და კრიტიკას.. ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობთ, წინა მოთხრობებზე თქვენმა აქტიურობამ ძალიან გამახარა..იმედს და სტიმულს მაძლევთ.. <33 დიდი მადლობაა :**



№1  offline მოდერი ანკა

მმმმ... ხომ იცი როგორ ველოდი ამ ისორიას ^_^
ახლა წავიკითხავ, დარწმუნებული ვარ ძალიან ძალიან მაგარი იქნება love

 


№2  offline წევრი ROLIKA

ანკა
მმმმ... ხომ იცი როგორ ველოდი ამ ისორიას ^_^
ახლა წავიკითხავ, დარწმუნებული ვარ ძალიან ძალიან მაგარი იქნება love



ჩემოო ტკბილოო ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent