სიყვარული წარსულიდან[5]
-დაწყნარდი-მისი თავი ხელებში მოვიქციე.თვალებზე მომდგარი ცრემლები შევიკავე და გოგონა გულში ჩავიკარი-გთხოვ,დაწყნარდი და მომიყევი-მუდარით აღსავსე მზერით შევხედე. -კარგი,კარგი-ოდნავ წამოიწია და ძალის მოკრება სცადა. -ის დღეს დამშორდა-ეტყობოდა,რომ მისი სახელის თქმაც კი არ შეეძლო. -როგორ თუ დაგშორდა?-გაბრაზბით წარმოვთქვი,თუმცა საკუთარი ინტონაცია ვინანე რამდენიმე წამის შემდეგ-ის ხომ ასეთი... -ნაძირალა იყო-დააბოლოვა სანდრამ..-მიიღო,რაც უნდოდა და წავიდა. -რას გულისხმობ?-ბავშვური გულუბრყვილობით ვკითხე დაქალს და ფეხზე წამოვდექი. -ჩვენ ღამე ერთად გავატარეთ,ეს ჩემთვის პირველი იყო-ასლუკუნდა გოგონა და თმების წვალება დაიწყო..-მერე წავიდა..მიყენებდა,გესმის? ახლა წავიდა და აღარ ვაინტერესებ,არადა,სხვანაირი მეგონა. -ჩემი პატარა-მოვეხვიე გოგონას,მაგრამ სიტყვებიც კი მეყლაპებოდა.“აი,რატომ არიან ბიჭები საშიშნი“-უკმაყოფილოდ გავიფიქრე და დემეტრე გამახსენდა,რომელიც ორი დღის წინ თვალებს ისე სექსუალურად მიჟუჟუნებდა,რომ ლამის იყო სკამიდან გადავარდნილიყავი.“ხვალ სისრულეში უნდა მოიყვანო პირობა“-ირონიულად შემახსენა მეორე „მემ“-ის არ იმსახურებდა შენნაირად შესანიშნავ გოგოს.სულელი ყოფილა!-ჩავიბურტყუნე და სანდრა უფრო ძლიერად მომეკრა. როცა გაგვეღვიძა ხუთი ხდებოდა.ფეხზე წამოვფრინდი და ტანსაცმელი შევისწორე,თმა გადავივარცხნე და სანდრას შევხედე,რომელსაც ჯერ კიდევ ეძინა.სუპერმარკეტში ჩავედი და უამრავი ნაყინი ვიყიდე,ცივი ყავაც მოვაყოლე და მის გაღვიძებას დაველოდე.“დეპრესიაშია საბრალო“-მუდამ ეს მიტრიალებდა თავში,მისი შიში ხომ ჩემზეც გადმოდიოდა.დემეტრეზე დავიწყე ფიქრი.ვინ იყო? რა იყო? ან საიდამ მოვიდა? -ქეთ,კიდევ აქ ხარ?-წამოიწია სანდრა და საათს ახედა-რა დრო გასულა. -ნაყინები-მაგიდისკენ ვანიშნე და დავეკრიჭე. -მომაწოდე,აბა-ცელოფნებიანად მივუჯექი გვერდით და თბილ ლოყაზე ვაკოცე-როგორ გაცხელებულა-ღიმილით გავუსწორე თმა და ნაყინი მივაწოდე. ^^ -რა საინტერესო ფილმი იყო,არა-კინოდან გამოსულები სიხარულით მივსეირნობდით ჯემბრიჯის ქუჩებში. -ძალიან-გამიღიმა სანდრამ.ეტყობოდა,რომ მისი რაღაც ნაწილი მაინც არ ფიქრობდა ალექსზე,რომელმაც ასე უნამუსოდ მიატოვა. -არაკაცი იყო. -როგორ ვერ მივხვდი-მივხვდი,რომ აღარ უნდა გამეხსენებინა მისთვის და მაშინვე დავიხიე უკან-აღარ გვინდა მასზე საუბარი,კარგი? სანდრამ თავი დამიქნია. ^^ -ის შენი ბავშვობის მეგობარი იყო-დასვენებაზე ვიყავი,როცა ეკატერინემ დამირეკა. -რა? ვინ?-მოულოდნელი იყო მისი ასეთი შემოტევა და გაკვირვებულმა ვკითხე. -დემეტრე ჩაჩუა ის არ იყო ეზოში რომ ვთამაშობდით,როცა დედაშენის სოფელში ჩახვიდოდი ხოლმე. -მაგრამ შენ საიდან,იცი? მაშინ ხომ სკოლაში არ დავდიოდი-ინტონაცია „რას მეთამაშებით“-ვკითხე. -პირველ კლასში მიყვებოდი ხოლმე,არ გახსოვს? ერთხელ ქუდის გაგზავნას რომ აპირებდი. -რომელი ქუდის?-დაინტრიგებულმა ვკითხე და ისეთი სახე მივიღე,რომ ეკატერინე ჩემს გვერდით რომ ყოფილიყო,ალბათ,შემომილაწუნებდა კიდეც. -შრომის გაკვეთილზე რომ გავაკეთეთ. -არც კი მახსოვს.ნუთუ,ასეთი მახსოვრობა გაქვს? -მომავალი ფილოლოგი ვარ,ძვირფასო-ამაყად ჩაილაპარაკა ეკატერინემ და რაღაცა მოწრუპა-ყავა არ გინდა? -დღეს ბოლო ვადაა და ყავასაც მაშინ გეახლობით-საცოდაობით ჩავილაპარაკე. -ერთ ზაფხულს ერთად თამაშობდით.აი,რა ვიცი მასზე...მარტვილში იყავით ხოლმე ერთად.კანიონებზეც წაგიყვანათ მისმა დედამ..გავიხსენო რა ერქვა.. -უი,მისი სახელიც,იცი?-ნამდვილად გავშტერდი. -დიახ,ქალბატონო.კარგი მეხსიერება მაქვს. -მე პირველადი არ მახსოვს და შენ ამ მეორეული მახსოვრობით სადამდე იქაჩები-ამოვილუღლუღე და სკამზე ჩამოვჯექი.. -ნინო-ეუცრად წამოიყვირა ეკატერინემ. -შენ გენაცვალე... -მორჩა-ამოისუნთქა გოგონამ. -ლექცია დამეწყება მალე.მანამდე სასადილოში შევივლი. -წარმატებები! საღამოს სწრაფი ნაბიჯით გავემართე დანიშნულ ადგილად.სანდრა ნომერში მეგულებოდა და მშვიდად ვიყავი. მორიდებით შევაბიჯე ნაცნობ კაფეში,სწორედ იქ,სადაც პირველად სანდრასთან ერთად ვიყავი და ხედი მომეწონა.აი,იმ ხედის გამო დავდიოდი ხშირად. -პირობა არ დაგვიწყებია!-„ასეთი მოსალმება იცის“.ჩემ წინ ისევ დემეტრე ჩაჩუა იყო. -არა!-ამაყად ვუპასუხე და მაგიდისკენ ვანიშნე. -არ შეგეწინააღმდეგები.ნებას მომცემ დაგპატიჟო?-ცივი ყავა და შავი შოკოლადის ნამცხვარი შეუკვეთა. -რა,იცი,რომ ეს მიყვარს? -იმ დღესაც..-გავაწყვეტინე-რა იმ დღესაც? იმ დღეს მხოლოდ ყავას ვსვამდი? -განა მაშინ პირველად იყავი აქ,ქეთ?-ამ ნაცნობურმა მომართვამ კი დამღალა,მაგრამ რაღაცნაირად მსიამოვნებს კიდეც,რაც მეშინია სახეზე არ დამეწყოს.არ მინდა თავი გავსცე ისეთ ამაყ და თავდაჯერებულ მამაკაცთან,როგორიც დემეტრე ჩაჩუაა და ჩემს წინ ზის! -მითვალთვალებ?-ამრეზით ავხედე და მიმტანს გავუღიმე,რომელსაც ეს-ესაა შეკვეთა მოეტანა. -ასე კატეგორიულიც ნუ ხარ,ქეთ-ეტყობა უნდა,რომ მოთმინებიდან გამომიყვანოს.“განა სახეც არ ეტყობა?“-მხარი ამიბა ერთ-ერთმა „მემ“. -კარგი-ჩანგალი ნამცხვარს დავასე. -მე ჩანგლით არ ვჭამ-ამაყად შემომხედა. -ცხოველი ხარ?-თვალი ჩავუკარი და ყავა მოვსვი. -ცხოველის რამე მეტყობა?-ირონიულად მკითხა და ნაცხვარი მოკბიჩა.თვალი მოვარიდე მამაკაცს და ფინჯანს შევხედე. -შენც შოკოლადის ნამცხვარი გიყვარს?-საუბარი სხვა თემაზე გადავიტანე და თანაც ვფიქრობდი,აი,ახლა მკითხავს იმ სურათზეო. -წავა რა-სექსუალურად გაიღიმა. -წავა რა რა არის? -პირობა?-ხელები ნერვიულობისაგან მაგიდაზე ავათამაშე. -სოფელში ვთამაშობდით ხოლმე ერთ ზაფხულს-თვალი ჩავუკარი დემეტრეს და პასუხს დაველოდე. -კიდევ რას მეტყვი? -დედაშენს კანიონებში მივყავდით ხოლმე. -ესეც გაიხსენე?-გაკვირვებულმა შემომხედა.რა იცოდა,რომ მე ეკატერინესავით დაქალი მყავდა. -დედაშენს მაკა ჰქვია-ამაყად შევხედე მამაკაცს. -მართალი ხარ!-კმაყოფილმა გამიღიმა-მაგრამ მთავარი არ გახსოვს-დასძინა ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ. -რა მთავარი?-თვალები ინტერესით დავქაჩე. -ჩვენ ერთმანეთის ბავშვობის სიყვარულები ვიყავით. -ღადაობ?-გავშრი და ლამის იყო მთელი ძალით გავქცეულიყავი კაფიდან. -არა,არ ვღადაობ-ამაყად შემომხედა დემეტრემ, -შენ ეს ყველაფერი გახსოვს და მე დამავიწყდა?-გაკვირვებულმა შევხედე. -ფაქტია,ასეა-ირონიულად ჩაიღიმა და ყავა მოსვა. -ახლა არანაირი მნიშნელობა აქვს ამას.აქ რას აკეთებ? -მაგისტრატურას ჰარვარდში გავდივარ. -ეს გასაგებია,მაგრამ მე საიდან მიცანი? -გეუბნები,რომ ადამიანებს ადვილად ვცნობ!-გამიღიმა და ფეხზე წამოდგა-მეჩქარე,უნდა წავიდე.იმედია,კვლავ შევხვდებით-არ ველოდი ასეთ დამშვიდობებას.ზურგი მაქცია და სწრაფი ნაბიჯით გაიარა ქუჩა.ყავა მძიმედ გადავყლაპე და ჩავფიქრდი. ^^ -ვერა ეს ვიღაც დემეტრე-ეკატერინეს მოვუყევი ყველაფერი და ისე დამცინა,რომ მეც კი დამაწყებინა სიცილი. -დაცინვის დედოფალი ვარ!-ამაყად წარმოთქვა. იმ დღეს სანდრა უნივერსიტეტში არ მოსულა,საღამოს ალექსის ახალი გოგო ვნახე შორიდანო და ხასიათზე ვერ იყო. -შორიდან? -კიდევ კარგი,რომ ვერ დამინახეს-ლოგინიდან წამოდგა,როცა უნივერსიტეტიდან გავუარე და რაღაც სტატიის გაგზავნა მთხოვა. -ხვალ პრაქტიკები გვაქვს და უნდა მოხვიდე.მაგის გამო,ნუ იკლავ თავს! -არ ვიკლავ-ბალიში მესროლა და მერე მეც ვესროლე.მოკლედ,ბალიშობანა დავიწყეთ და ერთი საათი ლამის იყო ერთმანეთი გაგვეგუდა. -მოვრჩით.მშია!-წამოდგა ფეხზე და ბალიშები განზე ისროლა. ^^ -ჩემი თავი სხვა სფეროში ვერ წარმომიდგენია-მორგიდან გამოსულმა გაბრწყინებული სახით შემომხედა. -სანდრა.აი,ეს მესმის-ამაყად შევხედე. საავადმყოფოში ვიყავით,როცა საშინელი ხმები მოგვესმა.ხალხი მოთქვამდა. -რა მოხდა?-ვკითხე ექთანს,რომელიც სადღაც გარბოდა,მაგრამ არაფერი უპასუხია. -ავარიაში მოყვა.მთვრალი იყო-მამაკაცის მაღალი ბარიტონი კვლავ ისმოდა. -ვინ უნდა იყოს?-შეშინებული სახით ამომხედა სანდრამ. -რიტორიკული კითხვაა-იდაყვი გავკარი მეგობარს.დერეფანი დაცარიელდა.ყველა ხმას მიჰყვებოდა.ჩვენც ინსტიქტურად გავედევნეთ ხალხს. -რა ძნელია ექიმოდა-სანდამ ამოიოხრა.რამდენიმე წუთის წინ განცდილი სიხარული,მგონი,აღარც ახსოვდა. -სწრაფად!იჩქარეთ!-გაისმოდა ხმები ყოველ მხრიდან და კანკალმა ამიტანა.“ექიმი ძლიერი უნდა იყოს და არა ასეთი“-ვუსაყვედურე საკუთარ თავს. -არ უნდა გვეშინოდეს მსგავსი ხმების,ან არ უნდა გამოვხატავდეთ მაინც. -მესმის,რამხელა სტრესია ექიმოდა-ამოვილუღლუღე და მომავალი ექიმები დავინახე,პაციენტი შემოყავდათ,თუმცა ეს შემოყვანა არ იყო,უფრო გარბენა.მოარბენიებდნენ პაციენტს და ხმები უფრო ხშირდებოდა. -ასეთი ვინაა პაციენტი? -ცნობილი ბზიმნესმენის ვაჟი-ექთანმა მეორეს ექთანს უპასუხა და თვალები ინტერესით დაქაჩა. -რომელი ბიზნესმენის?-დაინტერესდა ქალი. -მალხაზ ჩაჩუას შვილია,დემეტრე ჩაჩუა-ამ გვარის გაგონებაზე გული შემიქანდა და,როცა სახელი დემეტრე გავიგე,უგონოდ დავეცი. ^^ -როგორ ხარ?-გვერდზე გავიხედე და ექიმი შევნიშნე,რომელიც სისტემას მისწორებდა. -აქ რა მინდა?-ადგომა ვცადე,მაგრამ დამაკავა ქალმა. -გული წაგივიდათ-ამ სიტყვებზე ყველაფერი გამახსენდა და გული გადამიქანდა-დემეტრე როგორ არის?-დაუფარავად ვკითხე ექიმს.თვითონაც არ მესმოდა რატომ ვინერვიულე ასე.ჩემი ბავშვობა ხომ უკვე წასული იყო.ის მხოლოდ ხუთი წლის ასაკში მიყვარდა და ისიც კი არ მახსოვდა.შესაბამისად,ეს ჩემთვის მხოლოდ მშრალი ფაქტი იყო.თავს ვერ ვაკონტროლებდი,როცა მისის სახელი გავიგე.“იქნებ მოკვდეს“-ნერვიულობამ ამიტანა.მიკვირდა,რომ კემბრიჯში იცნობდნენ მას.“ასეთი რა ბიზმნესმენია მამამისი“.მალხაზი არ მახსოვდა და არც ეკატერინეს უამბია მის შესახებ.“მალხაზ ჩაჩუას ვაჟი,დემეტრე ჩაჩუა“-ისევ ჩამესმოდა ყურში გამგმირავად და ექიმს შეშინებული მივშტერებოდი. -იცნობთ?-ქალის გაკვრივება ისეთივე დაუფარავი იყო,როგორც ჩემი გულის წასვლა.ამ კითხვაზე სახე უფრო ამიჭარხლდა.მრცხვენოდა,რომ ასე გამოვაჩინე აღელვება.“რაღაც პირადული უნდა იყოს,თორემ შენ მომავალი ექიმი ვარ,მორგში დაძრომიალობს და ასე არ მოგივიდოდა“-ჩამძახა მეორე „მემ.“ -ძველი ნაცნობია-მეგობარი მადგა ენის წვერზე,მაგრამ ვერ წარმოვთქვი და თავი ბალიშზე მოხერხებულად დავდე.ექიმმა თავი დამიქნია და გავიდა. -მე ხომ მისი მდგომარეობის შესახებ გკითხეთ უკმაყოფილოდ გავძახე ქალს. -არ ვიცი,ჯერ კიდევ ოპერაციაზეა-ცივად ჩაილაპარაკა და კარები გაიხურა. -ოპერაციაზე,ესაა პასუხი?-ხმამაღლა ჩავილაპარაკე და უკმაყოფილოდ ავხედე სისტემას“რას მიშხამენ?“ გამომეტყველებით. -ქეთ-პალატაში სანდრა შემოვიდა.სახე გაფითრებული ჰქონდა.ეტყობოდა,რომ შეშინებული იყო. -ჩამოჯექი-ვანიშნე ლოგინისკენ და გავიღიმე-კარგად ვარ. -შენი საქციელი უცნაური იყო.მალხაზი ისეთი ცნობილია,რომ,ალბათ,პრესაც ალაპარაკდება შენზე. -რა გაიგეს?-სახე სირცხვილისგან ბალიშში ჩავრგე. -როგორ არა.თურმე რამდენიმე მილიარდის მფლობელია,შვიდის თუ რვის,აღარ მახსოვს. -დაგუგლე?-თვალი ჩავუკარი მეგობარს.მინდოდა,ხასიათი გამომეწსორებინა საკუთარი თავისთვის,მაგრამ ირონიაც არ მშველიდა. -კი,მოცდის დროს დავძრომიალობდი ინტერნეტში-გამიცინა სანდრამ და ხელი ჩამკიდა. -ჩემებმაც რომ ნახონ.ვაიმე,დამერხა-ცრემლები მოვიწმინდე და სანდრას გაშტერებულ სახეს დავაკვირდი,რომელიც მიყურებდა და თვალებით რაღაცაზე პასუხს ეძებდა. -დემეტრეს იცნობდი?-მოკლედ მოყოლა არ უყვარდა,ამიტომ თავიდან დავიწყე მისი ამბის თხროდა და გოგონა გაფართოებული თვალებით დარჩა. ^^ -საწყალი ბიჭი-ეკატერინემ სტატია ნახა თუ არა დამირეკა.მის სიტყვებზე ფეხზე წამოვხტი და ბოლთის ცემა დავიწყე,თან პასუხს ვეძებდი. -როგორ ხარ?-უხერხული სიჩუმე დავარღვიე. -რა მგრძნობიარე ყოფილხარ-გამომაჯავრა დაქალმა. -მილიარდელი თუ იყო არ იცოდი?-საყვედურნარევი ხმით ვკითხე დაქალს. -არ გითქვამს შენ ამის შესახებ,როცა პირველ კლასში იყავი-ჩაიცინა ეკატერინემ. -დემეტრეს ოპერაციას კარგად ჩაუვლია.შენზე რომ უთხრეს გაუხარდა. -საიდან,იცი? -წავიკითხე.შენ არა? -სანდრა მიტარებდა გამოკითხვას სად მეცალა მაგისთვის-გავიღიმე ძალით. -რამდენიმე ხანი მოგიწევს სახლშ გამოკეტვა?-ირონიულად მკითხა ეკატერინემ. -ჟურნალისტები სად მიპოვიან-ჩავიცინე და თმა ზემოთ ავიწიე. ^^ სანდრა ოთახში შემოვიდა და გადამეხვია. -თურმე ვიღაც არამზადას დაუჭრია გულის არეში.ალბათ,გაიგე,რომ კარგადაა. -კი,გავიგე-სახე გამინათდა და,მგონი,სირცხვილიც კი დამავიწყდა. -გოგო,ვიღაც მტერი ყოლიათ მასა და მამამისს-სანდრა ამ საქმეში ცახებული ჩანდა. -ყველაფერი გადაგიქექავს? -შენ არა? -ჩემი წყარო ეკატერინა აღმოჩნდა-გამეცინა და ლოგინზე ჩამოვჯექი. -წამოდი,თორემ დაგვაგვიანდება-სანდრამ ჩანთას ხელი დასტაცა და კარებისკენ აიღო გეზი. -სად? სად მიდიხარ?-მხრები ავიჩეჩე. -მნახველებს იღებენ და ვნახოთ. -არა!ოღონდაც ეს არა! -რა შენ არ აპირებ. -არ ვიცი,მაგრამ დღეს არავითარ შემთხვევაში-ვუპასუხე კატეგორიული ტონით და ლოგინზე დავეხეთქე. -ფილმზე მაინც გამომყევი. -უნდა დავიძინო. -არა,მოდიხარ-ხელი მომკიდა და ოთახიდან ძალით გამიყვანა. ფილმის თავი არ მქონდა.ჯერ კიდევ ბურუსში ვიყავი,ბურუსში,რომელშიც არაფერი ჩანდა,არც შესასვლელი და არც გამოსასვლელი კარები.“მალხაზ ჩაჩუას ვაჟი..“-ისევ ცამესმოდა ხმები.“იქნებ მოკვდეს..“-შეშინებული ვაკვესებდი თვალებს... ___ ვინც კითხულობთ,გთხოვთ,რომ შეაფასოთ. მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.