შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით: თინეიჯერთა ცხოვრება და პრობლემები (4)


18-08-2015, 01:37
ავტორი lisebeth
ნანახია 3 469

ყველას და გასაკვირად ირაკლის მეტი არაფერი უთქვამს. უსიტყვოდ დატოვა იქაურობა. ბავშვები მომდევნო გაკვეთილამდე აიშალნენ. მარი,ნინი და ელენე ეზოში გავიდნენ. მოაჯირზე ნინა უკვე შემოსკუპებულიყო და ტელეფონში იქექებოდა. ნინიმ გადაკოცნა. დანარჩენები მხოლოდ მიესალმნენ. ისინი მხოლოდ მაშინ გამოერკვნენ როდესაც ბიჭების უმრავლესობა მოაჯირზე გადაეკიდა.
-რა ჯანდაბა ხდება?_ წამოიყვირა ელენემ და მოაჯირზე შეხტა.
-ვინ არის ეს გოგო?_დაინტერესდა მარიც
-შეუძლებელია ის იყოს..._ამოიხვნეშა ნინამ
-ვინაა?
-ჩემი ბიძაშვილი ანანო . დედაჩემი მოყვება...
ეზოში შავგრემანი, დანარჩენებზე შესამჩნევად მაღალი და გამხდარი გოგონა შემოვიდა.
-ახლა გასაგებია ბიჭები რატომ მიეფეთნენ _ ცხვირი აიბზუა ელენემ
-ლამაზია_თქვა მარიმ
-და აუტანელი..._ხელი აიქნია ნინამ და იქედან გაქრა._დედაჩემმა თუ მიკითხა არ გინახივართ და არ იცით სად ვარ.
ახალმოსულმა დემონსტრაციულად ჩაიარა ბიჭების თვალწინ და გაშლილი თმების თამაშს მოჰყვა.ამ დროს თანმხლებმა ქალმა მოაძახა მეჩქარებაო და იმანაც ფეხს აუჩქარა.
-ბატონო დირექტორო როგორც ამ დილით გესაუბრეთ ჩემი მეუღლის ძმისშვილი მოვიყვანე_ხელი ჩამოართვა ნინას დედამ და ანანოს ანიშნა დივანზე დაჯექიო.
-ამ დილით ყველაფერი მოვაგვარე. გოგონას წიგნები და ფორმა მზადაა.
-ჩვენი მხრიდანაც ყველაფერი მოგვარებულია. მთელი წლის გადასახადი წინასწარ დავფარეთ_ ქვითარი მაგიდაზე დადო მან,
-ნანა შემოდი _ჩასძახა კაცმა და ისიც იმ წამსვე შემოვიდა.
-ახალ მოსწავლეს წიგნები და ფორმა მიეცი. დღესვე შეუდგება სწავლას
-მისტვის ოთახის გავანთავისუფლე ბატონო დირექტორო
-რომელი ოთახი ?
-მელაძე სხვა ოთახში გადავიყვანე და ახალი თავის ბიძასვილთან და დიანასთან ერთად მოივათავსე. ალბათ ერთად ყოფნა ენდომებათ.
-რათქმაუნდა_დაიგრიხა ახალმოსული
-შეიძლება ჩემი შვილი ვინახულო?
-ამ კვირასი წესებს გამუდმებით ვარღვევთ და თქვენთვისაც დავუშვებთ გამონაკლისს. სხვა დროს კი გაითვალისწინეთ რომ ვიზიტი მხოლოდ პარასკეობით აქვთ მშოლებს.
-რათქმაუნდა _გაიღიმა ქალმა და კაბინეტი დატოვა. ნანამ ნივთები გადასცა და ოთახისკენ გააცილა.
დიანა სასადილოში შევიდა და წვენი შეუკვეთა.ის იყო მაგიდასთან დაჯდა ,რომ გვერდით სკამზე დაგდებული პლანშეტი დაინახა. ჩართო და ეკრანზე ლუკას და დაჩის ფოტო ეყენა გოგონებთან ერთად. ზედ კოდი ეყენა . გოგონამ რამდენიმე კომბინაცია შეიყვანა ,მაგრამ ვერ ჩართო.
-ნეტა რომლისაა?_გაიფიქრა გულში. პლანშეტი მაისურის ქვეშ შემალა და კაფეტერიიდან გაიქცა.
მისი გასვლისთანავე დაჩი შემოვარდა და მაგიდას მივარდა სადაც ცოტა ხნის წინ იჯდა,მაგრამ არაფერი დაუხვდა.
-ჯანდაბა...ჯანდაბა...ჯანდაბა..._ფეხი კრა მაგიდას და ისევ უკან გაიქცა.ლუკა მისაღებში ვიღაც გოგოს კარტს ეთამაშებოდა. მაჯაში წვდა და მარტო დაგვტოვეო მიაძახა.
-უხეში..._მოაყვირა გოგონამ და ისე წავიდა
-ეეე რა გჭირს ბიჭო?
-პლანშეტი დავკარგე
-რა პლანშეტი?
-რა არის ბიჭო პლანშეტი არ იცი ?
-ახალს იყიდი
-სანამ დავკარგავდი საიტზე ვიყავი ადმინის პროფილით. რო გახსნან? ეგრევე გამოგვააშკარავებენ .
-პაროლი ხომ გადევს არა?
-კი მაგრამ მაინც ვერ გავრისკავთ.
-იდიოტი ხარ რა...პლანშეტი როგორ დაკარგე . სად დაგრჩა?
-მგონი კაფეში...
-წამოდი დროზე
დაჩი კაფეტერიისკენ გაიქცა. ლუკაც უკან მიჰყვა.

-შეიძლება აქ დავიმალო?_გოგონების ოთახში შემოვარდა ნინა.
-რა გჭირს?_მიეფეთა ელენე
-ის არანორმარული თოჯინა მაინც და მაინც ჩემს ოთახში შემოასახლეს. ვიფიქრე დავისვენებ სახლში მისი ატანა არ მომიწევსთქო და დედაჩემმა აქ არ მოათრია? ასე ვინ დამწყევლა?
-რატომ ვერ იტან ასე? _სხვვათაშორის იკითხა მარიმ
- დედაჩემი გიჟდება მაგ გაქუცულ თოჯინაზე. ყოველ დღე ლექციებს მიკითხავდა ასეთი უნდა იყოო...ღმერთმა დამიფაროს...მოკლედ დედაჩემის ოცნების შვილია რა...
-მაგარია...
-კარგი რა . მაგარი კი არა გაიცნობთ აგერ და ნახავთ ორ წუთში მოგაბეზრებთ თავს. ჯერ სად ხარტ მისი ვითომ სამოდელო კარიერით რომ დაიწყებს ტრაბახს მერე ნახეთ...
-მოდელია?_გაიკვირვა ელენემ
-ხო რომელიღაც კომპანიას უწედა რეკლამას გასულ წელს. მაშინ ახალი ჩამოსულები ვიყავით რუსეთიდან და კინოში ვიღაც ფოტოგრაფი აეკიდა უნდა გადაგიღოო და მოკლედ ...
-ესეიგი გავერთობით არა? ხო მართლა ნინი სადაა?_ახლაღა მიმოიხედა ელენემ.
-ლევანმა მოსწერა მოვედიო და ქვემოთ ჩავიდა.
-ადექით გაკვეთილი იწყება_ შეანჯღრია ორივე მარიმ

ანანო მთელის მონდომებით ათვალიერებდა სკოლას. თან გარშემო ბიჭებს ესალმებოდა. ზოგიერთები აქეთ-იქედან დახმარება სთავაზობდნენ. კაფეტერიის ავტომატიდან ცივი კოკა-კოლა დაისხა და ირაკლიც მოადგა.
-პირველად გხდავთ_უჩვეულოდ გაურიმა კაცმა
-ანანო ლიპარტელიანი
-კლასი?
-მეთერთმეტე
-სასიამოვნოა. მეც გასწავლი ასე გამოდის.
-სახეზე რა გჭირთ?_უცერემონიოდ მიახალა გოგონამ
-რაღაც ინცინდენტი შემემთხვა და....
-ვწუხვარ...
-სიმართლე გითხრათ თავიდან ბოლომდე აუტანელი კლასია. სულ ჩხუბობენ და უსიამოვნება აქვთ. წარმოდგენაც არ გაქვთ სად ამოყავით თავი...
-დაახლოებით მაქვს...ერთ-ერთ იმატგანს კარგად ვიცნობ...
-ვის გულისხმობთ?
-ნინა ლიპარტელიანი
-აჰ დიახ გვარით უნდა მივმხვდარიყავი
-არაუშავს ...აუტანელია...დამიჯერეთ ნამდვილი გიჟია...გოგო და ასეთი ? _სახე დამანჭა ანანომ
ირაკლიმ სიამოვნებისგან ჩაიცინა და გულში გაიფიქრა ეს გოგო მომწონსო.
-სჯობს კლასში წახვიდეთ გაკვეთილი უკვე იწყება.
-კლასამდე ვერ მიმაცილებთ? წარმოდგენა არ მაქვს სად არის_თავი მოისაწყლა ანანომ
-რათქმაუნდა...ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობაა
გაკვეტილი უკვე დაწყებული იყო ,მაგრამ ახალმოსული მაინც შეუშვა ოთახში ირაკლიმ და ინგლისურის მასწავლებელს აუხსნა ახალია და ოთახს ვერ მოაგნოო. ნინამ უსიამოვნოდ გადააბრუნა თვალები მის წინ ლევანის გვერდით სკამზე რომ დასვეს გოგონა. ნინამ ნინის ანიშნა ლევანს ყურადღება მიაქციეო. იმანაც ალმაცერად გაიღიმა მაგრამ ნინამ რვეულზე რაღაც წააწერა . ფურცელი ამოხია და მაშინ ესროლა როცა მასწავლებელი ზურგით დადგა.
- რა უნდა ?_უჩურჩულა ელენემ
-არ ვიცი გიჟია_გაიცინა მან და იარაკზე დაკუჭული ფურცელი მონახა. გახსნა და სიცილი უფრო ხმამაღლა აუარდა.
‘’ თავცარიელი საცდური მოუჯდა შენს პრინცს...’’
-ნინი რას ხედავ სასაცილოს?_ხმას აუწია მასწავლებელმა
-უკაცრავად ..._მოიბოდიშა გოგონამ და ქაღალდი ჯიბეში დამალა.
-ბავშვებო ბიჭები სად არიან?_მობრუნდა მარი და ისე დაიჩურჩულა
-ბიჭები? ვერც კი მივხვდი,რომ არ იყვნენ..._უკან მიიხედა ელენემ
-მოიცა მივწერო სად არიან_ტელეფონი მოიმარჯვა ნინიმ და წამში აკრიფა ტექსტი
‘’სად ხართ?’’
-რამე ხომ არ შეემთხვათ?_მოიწყინა ელენემ
-კარგი რა სკოლაა ქუჩაში ხომ არ არიან?აქ რა უნდა შეემთხვათ?_თავი დაიიმედა მარიმ
-მესიჯი...დაჩია..._ ანიშნა გოგონებს ნინიმ
‘’პლანშეტი დავკარგე ...საიტი ჩარტული მქონდა ადმინის პროფილით...’’
- შეუძლებელია _ფერი წაერთვა და შესამჩნევად ხმამაღლა წამოიყვირა ელენემ.
-ჯავახიშვილი და წიკლაური გთხოვთ დაგვტოვოთ_მკაცრად წარმოთქვა მასწავლებელმა.
-სულმოუთქმელად ველი ახალ თემას საიტზე. ‘’ჯავახიშვილი და წიკლაური გაკვეტილიდან გამოყარეს’’ _წაისისინა დიანამ. ელენე მობრუნებას აპირებდა ,მაგრამ ნინიმ ხელი კრა და კარებში გააგდო.
-დიანა უკან ხომ არ გაყვები?_სათვალის ზემოდან გადმოხედა მასწავლებელმა.
-მაგასაც ეგ უნდა ვერ ხვდები? დაანებე თავი იდიოტია_ისაყვედურა ნინიმ_ჩვენც ეგ გვინდოდა. წამო ბიჭები მოვნახოთ.
-ღმერთო რომ გამოგვიწირონ ყველას გაგვრიცხავენ._შეიცხადა ელენემ.
-კაფეში არიან ამწუთას მომწერეს.
ბიჭები მართლაც იქ ისხდნენ და შესამჩნევად ხმამაღლა მსჯელობდნენ.
-თქვენ აქ რას აკეთებთ?_მიაყვირა ლუკამ
-იმ იდიოტმა ქალმა გამოგვყარა_ცხვირი აიბზუა ელენემ
-პლანშეტი როგორ დაკარგეთ?გაგიჟდით?
-საიტი დრობით გავთიშე. კოდი რომც გახსნას ვერაფერს იპოვის._თქვა დაჩიმ
-პოვნა რად უნდა ისედაც მიხვდება . მაგით ხომ ყველაფერი ცხადია?_ხელები გაშალა ნინიმ
-ვერაფერს დაამტკიცებს საყვარელო და რაც უნდა იმას მიხვდეს რა...
-როგორ აპირებ დაბრუნებას?_იკითხა ნინიმ.
-სად დაგრჩა?_დაინტერესდა ნინი.
-აი იმ მაგიდასთან ვიჯექი ბოლოს. მერე მქონდა თუ არა აღარ მახსოვს. მოკლედ რა...
-მოიცა...
-სად მიდიხარ ელენე?_მიაყვირა ლუკამ ,მაგრამ ის არ მობრუნებულა. გოგონა კაფეტერიის დახლთან მივიდა და ოფიციანტს დაუძახა. იგი დაახლოებით 35 წლის ცოტა ჩაპუტკუნებული ქალი იყო.
-მაია როგორ ხარ?_გაუცინა
-კარგად ელენე შენ? რა მოგართვა?
-არაფერი საყვარელო. დღეს დილით დაცი აქ კაფეტერიაში ,რომ იჯდა გახსოვს?
-კი მახსოვს სენდვიჩი იყიდა. ცოტა ხანს იყო და მალევე წავიდა.
-მერე იმ მაგიდასთან ვინმე ისევ დაჯდა?
-რავიცი ჩემო კარგო მთელი დღე აქ ტრიალებთ და ...
-გაიხსენე დაჩი,რომ ადგა იქ ვინ მივიდა? დაცის ადგილას ვინ დაჯდა?
-არ ვიცი...არ მახსოვს...
-მიდი რა გაიხსენე ეს ძალიან მნიშვნელოვანია... გთხოვ რა...
ქალი ცოტა ხანს დაფიქრდა. თან იქვე მაგიდასთან წვენი მიიტანა და ისევ დაბრუნდა.
-მაიკო გთხოვ რაააა..._ისევ შეევედრა ელენე
-დიანა...დიანა იყო... ზუსტად მახსოვს ის იყო. აი წვენი შემიკვეთა და მაგიდასთან ,რომ მივბრუნდი აღარ დამხვდა. რომ მოვიძებნე თან დაჩი შემოვარდა . მაგიდასთან რაღაცას ათვალიერებდა.
-ჰო ჰო აი მაგ დროს....
-წვენი რომ არ წაიღო მაგით დავიმახსოვრე. დაახლოებით 11 საათი იქნებოდა.
-გმადლობ მაიკო_გაუცინა ელენემ და ბავშვებთან დაბრუნდა
-რას აკეთებ?_მიახალა დაჩიმ
-დიანა იყო_სახე დაასერიოზულა ელენემ_ის გველი იყო...
-რა იცი ?
-მითხრა მაიკომ. დაჩი ,რომ გავიდა იმ მაგიდასთან დიანა დაჯდაო.
-ეგებ მაგას არ უნახავს._დაეჭვდა ლუკა
-წვენი შეუკვეთა ,მაგრამ არ წაიღო ისე გაქრაო და იმ წამსვე დაჩი შემოვარდა მაგიდასთან რაღაცას ეძებდაო.
-ხო ზუსად ეგ იყო. რომ გავედი მალევე გამახსენდა და უკან შევბრუნდი
-გაიპარა ..._თვალები მოჭუტა ნინიმ_პატრონს ,რომ არ დაენახა გაიპარა.
-წურბელა როგორ მინდა ის თმები გავაცალო_ადგილზე ვეღარ ისვენებდა ელენე
-თუ მაგან წაიღო მოვაგვარებთ_თქვა ნინიმ
-როგორ? გგონია მასე მარტივად გამოაჩენს?_თავი გააქნია დაჩიმ
-ნინას ვთხოვ ოთახში მონახოს._თქვა ნინიმ
-იქ არ შეინახავდა. მიხვდებ ,რომ ეგრევე მაგაზე ვიეჭვეთ..._დაამატა ლუკამ
-ისე რომც გახსნას რას იზამს? ვერაფერს დაამტკიცებს. მაგ საიტზე ყველა დარეგისრტრირებულია_თქვა ელენემ
-ადმინის პროფილით ვიყავი გოგო. დასქრინავს და ეგაა. _ნერვები მოეშალა დაჩის
-და ვაფშე ეგ საიტი უკვე ძაან სახიფათო ხდება...ხო არ გავაუქმოთ_იკითხა ნინიმ
-არც მასე საგანგაშოდაა საქმე. _რომ ვთქვა ვაფშე,რომ შენი არა?_ახალი აზრი დაებადა ლუკას
-ხო და დესკტოპზე ჩვენი ფოტო მიყენია ხო?
-რა უნდა დესკტოპზე ფოტოს დაყენებას. შევიდა ფეისბუქზე გადმოწერა ფოტო და დააყენა. კვალის ასარევად რა... აბა ვინ დაიჯერებს ,რომ ასეთი საიდუმლო გვაქვს და პლანშეტი უპატრონოდ მივაგდეთ კაფეტერიაში?_სიტყვით გამოვიდა ელენე
-არაა ცუდი აზრი ,მაგრამ სახიფათოა...მაინც სჯობს დავიბრუნოთ...ვეცადოთ ყოველ შემთხვევაში
-მე წავალ ნინას დავხვდები კართან და ვთხოვ მაინც დაძებნოს ოთახში._ნინი კაფეტერიიდან სირბილით გაიქცა და საკლასო ოთახთან აიზუტა. ზარს ბევრი არც დაუგვიანია. ნინიმ მარის გაუღიმა ,მერე ნინას სტაცა ხელი და გვერდზე გაიყვანა.
-მოხდა რამე ნინი?
-არ მკითხო რა ხდება ,მაგრამ შენი დახმარება გვჭირდება.
-რა დახმარება?
-მოდი ცოტა მოვეფაროთ კარგი_ნინიმ კედელს ამოაფარა გოგონა და ჩურცულით უთხრა._დიანამ დაჩის პლანშეტი მოპარა და არ უბრუნებს. იქნებ ოთახში იოვნო.
-გინდა ცოტა გავალამაზო და დაუბრუნოს?_ახარხარდა ნინა და კარატის ილეთი გააკეთა
-გაჩერდი გოგო ნუ ცანცარებ უხმაუროდ გვინდა მოვაგვაროთ
-უთხარით დირექციას და უპრობლემოდ გაჩხრეკენ ყველას.
-იცი? ჩვენ ხუთეულს სულ რაღაც გვაქვს არეული დირექციასთან. პრობემურ ბავშვებად გვთვლიან და ხომ ხვდები არა?...არ გვინდა თვალში გამოვეჩხიროთ დირექტორს...
-როგორი პლანშეტია?
-ეფლის აიპადიაა ვერცხლისფერი. ეგრევე იცნობ ლურჯი სილიკონის ჩასადები აქვს. ეკრანზე ჩვენი ფოტო აყენია. ვერ შეცვლიდა ფონს პაროლი გვიდევს.
-კარგი კარს ჩავკეტავ და ისე მოვნახავ იქნებ გამოვიდეს.
-გმადლობ ნინა...
-არაფერს_მხრები აიჩეჩა და ოთახისკენ გაიქცა.
მარი ჯერ კიდევ საკლასო ოთახთან ელოდა ნინის გამოჩენას.
-სად გაქრი გოგო გამაგებინე რა მოხდა?
-წამოდი გზაში მოგიყვები...გაგიჟდები რომ გაიგებ...
-ბიჭები კარგად არიან?
-კი...კარგად ..._ნინიმ ტელეფონი ამოიღო და ბიჭებს მისწერა ნინა ეცდება მონახოს ,მაგრამ დაეხმარეთ რამითო. ის არც შემცდარა. ნინას შესვლიდან ცოტა ხანში დიანა საზინებლის კარს მიადგა და რამდენჯერმე დააკაკუნა,მაგრამ ნინამ არ გაუღო...
-იდიოტო ამ ოთახში მარტო ცხოვრობ? ახლავე გამიღე თორემ დირექტორს მოვიყვან..._ყვიროდა იგი
-დიანა...
-რა გინდა ლილი?_წაიუხეშა მისებურად
-ეს შენთან გამომატანეს_ვარდისფერი კონვერტი გაუწოდა გოგონამ
-ვინ გამოგატანა?
-რავიცი მითხრეს დიანას მიეციო და აჰა..._ლილიმ თავისი ოთახის კარი შეაღო და გაუჩინარდა.
‘’სკოლის უკან ჭადრის ხესთან გელოდები...სწრაფად მოდი...’’
-ნეტა ვინაა? ნეტა პაემანს მინიშნავენ ? ჯანდაბას შენი თავი ნინა...
მიაყვირა და სირბილით გავარდა ეზოსკენ.გზაში რამდენიმე ბავშვს დაეჯახა ,მაგრამ არ გაჩერებულა. უკან-უკან კი იყურებოდა რადგან ამ ადგილას მოსვლა მოსწავლეებს ეკრძალებოდათ. ძირითადად ყოველთვის ეზოს წინა მხარეს იყენებდნენ.
-არის აქ ვინმე? მოვედი....
არავინ გამოეხმაურა,მაგრამ რამდენიმე წამს მაინც გაჩერდა...
-ჰეეეეეი...არის აქ ვინმე? მოვედი ,რომ დამიბარე _დაიყვირა ისევ დიანამ._ხის უკნიდან კაპიუშონწამოფარებული სილუეტი გამოჩნდა. მერე თავზე გადაიძრო და გოგონას თვალი გაუსწორა
-შეენ?_შეიცხადა დიანამ_აქ რა გინდა? წავედი მე აქედან...
-დამიბრუნე რაც კფეტერიაში აიღე
-რატომ უნდა დაგიბრუნო? შენ დაკარგე მე ვიპოვე...ახლა ჩემია...
-დამიბრუნე მეთქი თორემ ამას არ გაპატიებ
-დაჩი წადი რა საქმე ნახე...
-დამიბრუნე მეთქი _მაჯაში წვდა და ხეზე მიანარცხა
-გამიშვი თორემ ვიკივლებ. შენმა შეყვარებულმა იცის სად ხარ?
-მოკეტე ნუ სისინებ გესმის? დამიბრუნე დროზე იცოდე ბოლო შანსს გაძლევ ...
-თორემ რა?...
-რა გინდა მითხარი მაგის სანაცვლოდ?
-მაკოცე და დაგიბრუნებ კარგი ?
-რაა? ხომ არ გააფრინე გოგო ...
- შენ არ მკითხე რა გინდა სანაცვლოდო ?
-არანორმარული ხარ ... დამიბრუნე რაც მომპარე...
-შენ გგონია თუ მოვინდომებ ისე ვერ გაკოცებ?_ გოგონა მოულოდნელად დაეტაკა ტუჩებზე და ხელები ძლიერად შემოაჭდო კისერზე. დაჩიმ ვერაფრით მოახერხა მისი მოცილება.


-საიტი ჩავრთე_გაანდო ლუკამ მეგობრებს
-რატომ?
-აზრი არ აქვს. დიანა ვერ მოხსნის კოდს. თუ გაიგეს ,რომ დაჩიმ აიპადი დაკარგა და საიტიც გაითიშა მაშინვე მიხვდებიან რომ ჩვენია
-მეც მაგას არ ვამბობდი ?_თქვა ელენემ
-ადმინის პაროლი შევცვალე ...ყოველი შემთხვევისთვის. თუ გადატვირთავს აიპედს საიტის ექაუნტიდან ავტომატურად გამოაგდებს და მერე ვეღარ შევა.
-როგორ გგონიათ ან ნინა ან დაცი რამეს მოახერხებენ?_შეშინებულმა იკითხა მარიმ.
-იმედია..._თქვა ლუკამ და გვერდზე მაგიდიდან ვიღაცამ შეიკივლა. ბავსვები ინსტინქტურად წამოხტნენ ფეხზე.
-რა ხდება?_მიაძახაელენემ ხმამაღლა_აქ მარტო არ ხარ მგონი...
-ნახეთ საიტზე რა დაიდო ამწუთას?
-რა დაიდო ასეთი?_ხელი აიქნია ლუკამ და მაგიდასთან დაბრუნდა...
-დიანას და დაჩის ფოტო კარგად ნაცნობ ჭადრის ხესთან...
-ერთმანეთს კოცნიან?_ თვალები დაქაჩა მარიმ
- რაღაც გაუგებრობა იქნება?_გაამხნევა გოგონებმა _ალბათ ამ ამბის მოგვარებას ცდილობს_გადაულაპარაკეს ჩუმად.
- აუცილებელია ასე მოაგვაროს?_ კაფეტერიის კარი გაიხურა მარიმ და ოთახისკენ წავიდა.

_________________
გმადლობთ ყველას თქვენი თითოეული კომენტარისთვის
ვერც წარმოიდგენთ როგორ მიხარია.
მიყვარხართ ყველანი <3



№1  offline წევრი Queen ♛

კარგი იყო მაგრამ პატარაა((

 


№2  offline წევრი naomikhad

კაია :3 დიდები დადე ცოტა :'(

 


№3  offline წევრი DiscoGirl

ვერ ვიტან ამ გველ დიანას :@ შემდეგ თავს მოუთმენლად ველიი :**

 


№4  offline მოდერი sopiko

მაგარიააა, გეხვეწები უფრო დიდი თავი დადე რა ♡

 


ალაგ-ალაგ გრამატიკული შეცდომები შემხვდა.
წინა თავშიც იყო,უპატიებელი შეცდომები.
მაგალითად,"ხელში თავი აიყვანა" გეწერა.
დასახვეწი ხარ,გაითვალისწინე.

 


№6  offline წევრი lisebeth

უცნობი კრიტიკოსი
ალაგ-ალაგ გრამატიკული შეცდომები შემხვდა.
წინა თავშიც იყო,უპატიებელი შეცდომები.
მაგალითად,"ხელში თავი აიყვანა" გეწერა.
დასახვეწი ხარ,გაითვალისწინე.

ვიცი რომ მასეა სწორი ქართულები მაქვს დამთავრებულიმაგრამ ასე განზრახ ვწერ
უბრალოდ ასე მომწონს
თუმცა ყოველთვის არა

Queen ♛
კარგი იყო მაგრამ პატარაა((

naomikhad
კაია :3 დიდები დადე ცოტა :'(

DiscoGirl
ვერ ვიტან ამ გველ დიანას :@ შემდეგ თავს მოუთმენლად ველიი :**

sopiko
მაგარიააა, გეხვეწები უფრო დიდი თავი დადე რა ♡

მადლობა გაიხარეთ

მრავალწერტულსაც ხშირად ვწე და იმიტომ არა რომ მისი გამოყენება არ ვიცი სწორად... ეს ჩემი სტილია...

 


№7  offline წევრი nini :)

აბა ეხლა ამ ადგილას გაწყვეტა იქნებოდა ძაან კარგი იყო მაგრამ პატარა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent