სანამ ღრუბლები მომცემენ ნიშანს (თავი 1)
-ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს,მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება,მალე კარგად გახდები,ამჯერად სამ თვეში მოგიწევს მოსვლა,იმედია ხვდები რომ ეს საკმაოდ კარგი შედეგია ჩვენთვის. -დიახ რათქმაუნდა წამლების მიღება ისევ უნდა გავაგრძელოთ არა? (ლალი) -დიახ რა საკვირველია,დღეისთვის საკმარისია კარგად ბრძანდებოდეთ,ელენე შენ კი თავს მიხედე და წამლების დალევა არ დაგავიწყდეს -დიახ ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ. მე და ლალიმ ექიმის კაბინეტი გახარებულებმა დავტოვეთ (ლალი დედაჩემი).რადგან ექიმმა მომავალი ვიზიტი სამი თვით გადადო ესეიგი ნამდვილად წინ მივიწევდი და ეს ყველაზე კარგი ამბავი იყო ამ ხნის მანძილზე..სულ დამავიწყდა,მე ელენე დეისაძე გახლავართ,საშუალო სიმაღლის,ქერა, ცისფერთვალება.ნუ მოკლედ არ მიყვარს ჩემი თავის დახასიათება, სიმართლე გითხრად საშინლად ვერ ვიტან საკუთარ თავს..ამის მიზეზი ის გახლავთ რომ თანდაყოლილი გულის მანკით დავიბადე და რაც თავი მახსოვს სულ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფები.მამაჩემი გურამ დეისაძე და დედა ლალი უზნაძე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ თავი კარგად ვიგრძნო.. მატერიალურად არ გვიჭირს მამას საკუთარი ბიზნესი აქვს,აი დედა კი პროფესიით ჟურნალისტია მაგრამ რათ გინდა ჩემი წყალობით ზოგჯერ საკუთარი თავისთვისაც კი ვერ იცლის..რასაც არ უნდა აკეთებდეს ყოველთვის "ელენე როგორხარ " კითხვა ისმის და თუ ოდნავ მაინც დავაგვიანე პასუხის გაცემა კისრის ტეხვით შემორბის ხოლმე ჩემს ოთახში...ალბათ ყველა დედა ასეთი მზრუნველია,მაგრამ მაინც ჩემი ყველაზე საყვარელი და თბილია მთელს მსოფლიოში...ამის გამო ბავშვობაში ჩემი ძმა სულ ეჭვიანობდა ჩემზე და რამდენჯერმეც ვყავარ თმით ნათრევი მაგრამ მიუხედავად ამისა ერთმანეთი მაინც ყველაზე ძალიან გვიყვარს. ჩემი ოპერაციის შემდეგ ერეკლე მალევე წავიდა საფრანგეთში სასწავლებლად უნივერსიტეტიდან გაუშვეს გაცვლითი პროგრამით..ძალიან არ უნდოდა წასვლა მაგრამ მამამ არ მიუშვა თავის ნებაზე და მაინც მოუწია გამგზავრება..სახლში კი დავრჩით მხოლოდ მე და ჩემი მშობლები.. სახლში მხიარულად შევაბიჯე,კიდევ უფრო გამიხარდა მისაღებ ოთახში მამა რომ დავინახე,სავარძელში მოხერხებულად მოკალათებულიყო და გაზეთს კითხულობდა,მაგრამ ვინ აცადა რო,მის კალთაში მოხერხებულად მოვკალათდი და ლოყაზე მთელი ძალით ვაკოცე -მიყვარხარ მა ვუჩურჩულე და თავი მხარზე დავადე -მეც მამი,რაო ექიმმა როგორ ვართო? -უკეთესადო ამ ჯერად ერთის ნაცვლად სამ თვეში დაგვიბარა,საუბარში დედა ჩაერთო და ჩვენს შემყურეს ტუჩის კუთხეები გაეწელა -ჩემი ლამაზი გოგო,ნურაფერზე იდარდებ მამი.თბილი ხმით მითხრა და შუბლზე მაკოცა,მერე ჩემი ხელებისგან თავი გაინთავისუფლა და კალთიდან წამომასკუპა -ოფისში უნდა წავიდე,მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და შეიძლება დამაგვიანდეს.პიჯაკი მოიცვა და კარები გაიხურა. -აუუ დეე,მოწყენილი ხმით გავძახე ლალის -რაო დედი?მანაც არ დააყოვნა და თავისი თბილი თვალებით რომელიც ყველაფერს მერჩივნა ინტერესით გამომხედა -შენს ელენეს მგელივით შია და თუ რამეს არ მოუმზადებ შეიძლება შენ შემოეჭამო სიცილით ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე -ჩემი სულელი გოგო ეხლავე გაგიმზადებ სალათს,შენ მანამდე ხელები დაიბანე -კაი რა დე ვიციი უკვე 20 წლის ვარ და არარის ყოველ წამს იმის შეხსენება თუ რა უნდა გავაკეთო -ეჰ რა ვქნა დედი ასე მგონია ისევ პატარახარ.ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა.მეც ჩემს ოთახში ავედი,ტანსაცმელი გამოვიცვალე და სამზარეულოში გავედი.დედას უკვე მოესწრო სუფრის გაშლა და მე მელოდებოდა -მოდი დე.ალუბლის წვენი გინდა? -აუ კიი დე მინდა.პატარა ბავშვივით ავცანცარდი და გემრიელად ჩავილუკმე -დედი იცი რაღაც მინდა გითხარა მაგრამ არ მინდა გაბრაზდე? -ასეთი რა უნდა მითხრა დე? -ელე შენ უკვე დიდი გოგოხარ დე,როდემდე უნდა იჯდე სახლში გამოკეტილი და როდემდე უნდა ემალებოდე ქუჩაში გამვლელებს -კაი რა დე დავიღალე უკვე ერთი და იგივეს მოსმენით,თქვენთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ და სულაც არ მჭირდებიან უცხო ადამიანები..სულ დამავიწყდა რომ მეთქვა ჩემი მდგომარეობის გამო სკოლაში იშვიათად დავდიოდიი და შესაბამისად მეგობრებიც არ მყავს.როცა ცხრა კლასი დავამთავრე ექსტერნად ჩავაბარე და სკოლიდან გამომიყვანეს.რადგან ჩემთვის დატვირთვა და ზედმეტი მოძრაობები არ შეიძლებოდა.19 წლის რომ გავხდი მეორე ოპერაციაც დამჭირდა და ნუ მოკლედ რომ ვთქვათ ერთი ჩვეულებრივი დეპრესიული გოგო ვარ რომელიც ყალბი ღიმილით იღიმის გამუდმებით -კი მაგრამ დე არ გინდა მეგობარი გაიჩინო,ან როგორ დავიჯერო რომ ერთხელაც არ გიოცნებია პრიცზე? -ოო კაი რა დე რა პრინცზე მელაპარაკები,ვის რაში ვჭირდები ვერ ხედავ მთელი სხეული ჭრილობებით რომ მაქვს სავსე.ვის რაში სჭირდება ჩემნაირი როცა ამდენი ანგელოზივით გოგო დადის ქუჩაში.ძალიან გთხოვ რა ამ თეამაზე ნუღარ დამელაპარაკები. უკვე ყვირილზე გადავედი,და ჩემს ოთახში ტირილით ავედი.სარკეში ჩავიხედე,ყელიდან შარფი მოვიცილე და კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი გულ-მკერდზე ჩემს ნაიარევს რომელიც საგრძნობლად შესამჩნევი იყო.. სწორედ ის იყო მიზეზი სევდიანი თვალებისა რომლებიც ძილშიც კი ცრემლებით იყვნენ სავსე.. კარგახანს ვათვალიერე ჩემი სხეული სარკეში, უსიამოვნო ფიქრებისგან მამას ხმამ გამომარკვია რომელიც მე მეძახდა -ელენე შენთან საქმე მაქვს კაბინეტში შემოდი..მეც დაუყოვნებლივ გავიარე გრძელი დერეფანი და რამდენიმე წამში კაბინეტის კარი შევაღე -დაჯექი მკაცრად ჩაილაპარაკა და თითები ნერვიულად აათამაშა -ხომ მშვიდობაა? -მოვა ლალიც და გეტყვით ისევ მკაცრი ხმა გაისმა,გულწრფელად გითხრათ შემეშინდა რადგან გურამი ასეთი მკაცრი არასდროს ყოფილა.მალე ლალიც ჩემოგვიერთდა და ამჯერად მან იკითხა -რახდება გურამ რა ოჯახურ კრებას აწყობ?ცოტახანს სივრცეს მიშტერებოდა მერე კი გაუბედავად დაიწყო ლაპარაკი -ამ ერთი წლის მანძილზე კომპანიაში ნელ-ნელა დაგროვდა პრობლემები,მეგონა მათ მოგვარებას იოლად შევძლებდი,მაგრამ შევცდი ყველაფერი გაცილებით რთული აღმოჩნდა ვიდრე მოველოდი,გაკოტრების საშიშროება არსებობს და ამის ასაცილებლად მხოლოდ ერთი გზა გვაქვს -მაინც რა?მოუთმენლად იკითხა ლალიმ,მამამ ჯერ მე გამომხედა მერე კი დედას და ისევ განაგძო -ანასტასია ლევან გურჩიანის ვაჟს უნდა მივათხოვოთ! -რაა-ამის გაგონებისას ყბა ჩამომივარდა და სავარძელზე მოწყვეტით დავეცი -შენ სულ გადაირიე შეჰკივლა ლალიმ და გულში ჩამიკრა -სხვა გზა არ არსებობს! -კი მაგრამ მამა მეხომ საერთოდ არ ვიცნობ იმ ბიჭს როგორ უნდა გავყვე ცოლად ან როგორ ვიცხოვრო სრულიად უცხო ადამიანთან ერთან.ან ჩემნაირი რძალი რაში სჭირდება იმ კაცს?უკვე ყვირილზე გადავედი არც გურამმა დამაკლო და ბოლო ხმაზე იღრიალა -შენ გგონია მე მინდა უცხო ადამიანებთან გაგიშვა,გგონია მე მეხალისება მაგრამ სხვა გზა არ მაქვს გესმის.შენ იმ ბიჭს უნდა გაყვე ვალდებული ხარ ასე მოიქცე რადგან შენს გამო მოხდა ყველაფერი.ოპერაცია,წამლები,კონსულტაციები ძალიან ძვირი დაჯდა,შენს გამო ვართ ამ დღეში.თუ ლევანის შვილს არ გაჰყვები გავკოტრდებით და მერე წამლების კი არა საჭმლის საყიდელი ფულიც კი აღარ გვექნება -შენ სულ გადაირიე ადამიანო საკუთარ შვილს რეებს ეუბნები ნორმალური ხარ,რა გემართება ასე რამ გაგაბოროტა საკუთარ შვილს ასე რომ იმეტებ?ერეკლე ამ ამბავს რომ გაიგებს გაგიჟდება გურამ არასოდეს გაპატიებს -ერეკლეს არავინ არაფერს ეტყვის სანამ ქორწილი არ ჩატარდება გასაგებია.დაიგრგვინა გურამმა და სავარძელზე მოწყვეტით დაეშვა -შენ რა გგონია მე გაპატიებ?ძალიან ცდები გურამ.დავიყვირე მე და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გავედი.როცა გავაცნობიერე მომხდარი კანკალმა ამიტანა,ცხოვრებაში პირველად მივმართე მამას სახელით.სახლიდან გამოვედი და ქუჩას ნელი ნაბიჯებით ავუყევი,ზურგს უკან დედას ხმა მომესმა მაგრამ დავაიგნორე და გზა გავაგრძელე... აი მეც დავბრუნდი ახალი ისტორიით,იმედი მაქვს მოგეწონებათ და მინდა გთხოვოთ რომ საკუთარი აზრი გამოხატოთ კომენტარებში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.