შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თუ გაბედავ (17)


18-08-2015, 14:53
ავტორი luna
ნანახია 3 901

გათენდა ის ნანატრი დილაც.შევეცადე ულამაზესი კაბა ამერჩია და მგონი გამომივიდა კიდეც,ძალიან ელეგანტური,დახვეწილი და კომფორტული,მოვარდისფრო,ერთიანი კაბა.დედაჩემის თქმით ეს ფერი სახეზე ძალიან მიხდებოდა და დავუჯერე,როგორც ყოველთვის.თმები ბუნებრივად გამიკეთეს და ძალიან მომეწონა.ფეხზე რათქმაუნდა მაღლები და ჩემი მორთვაც დასრულდა.სარკეში რომ ჩავიხედე ჩემი თავი ძალიან მომეწონა,მართლა ლამაზად ვიყავი.ბიძაჩემი უუსიმპატიურესი იყო,ნებისმიერ გოგოს მოხიბლავდა.ხო მართლა,ჩვენ უკვე თბილისში ვიყავით.წინა დღეს წავედით,იქ სახლი გვქონდა სადაც ჯერჯერობით მარტო ბიძაჩემი ცხოვრობდა.ლიკუნამ რომ ეს ამბავი გაიგო,ჭკუაზე არ იყო კინაღამ წამომყვა. ჩვენებიც უკვე მზად იყვნენ და გასასვლელად ვემზადებოდით. -ნუ რა სიმპატიური ბიძა მყავს რა-ვუთხარი დიტოს. -მე კი ულამაზესი და უბრწყინვალესი დისშვილი-კომპლიმენტი შევიფერე,გავუღიმე და გარეთ გავედით.როდესაც დანიშნულების ადგილზე მივედით,ძალიან ბევრი ხალხი დაგვხვდა.ყველამ ჩვენ შემოგვხედა და დიტოს დაუწყეს მისალმებები.ისეთი კარგი საძმაკაცო აქვთ ამათ რო რავი.ცოტნე არსად ჩანდა და გამიკვირდა.როგორც იქნა სიძე და პატარძალი გამოჩნდა,პირდაპირ იმათთან წავედით.მე დიტოს დავყვებოდი რადგან თითქმის არავის ვიცნობდი.ოო კონსტანტინე დადიანი ძალიან კარგი ბიჭი ყოფილა,მაღალი,ოდნავ დაკუნთული და სიმპატიური,ცოტნეს საერთოდ არ გავდა.პატარძალიც ლამაზი გოგო იყო,ჩვეულებრივი სადა სილამაზით. -ვაა დიტუუშ ჩემი ძმა-იყვირა კონსტანტინემ. -ვაა კონსტიი და ცოლი ხოო-იყვირა დიტომაც და ძმაკაცები ერთმანეთს დიდი ხნის უნახავებივით გადაეხვივნენ. -ხო რაა მომყავს ძმაოო ეხა შენი რიგია ხო იცი-უთხრა დიტოს და გაეცინათ,მეც ასევე. -ხო ეს ჩემი დისშვილია ნუკა-როგორც იქნა მოიფიქრა გაცნობა,გამეცინა. -ვაა რა ლამაზი დისშვილი გყოლია,მსმენია თქვენზე,სასიამოვნოა-ხელი ჩამომართვა და თვალი ჩამიკრა,მივხვდი რატომაც. -ჩემთვისაც-ვუთხარი და გავუღიმე. -კაი შედით თქვენ,ჩვენ ხალხს ვხვდებით და გვიან შემოვალთ-თქვა სიძემ. -და ეგრე რატო?-იკითხა დიტომ. -აუ რავი ეგრე მოინდომეს თორე მე უკვე დავიღალე-საწყალი სახე მიიღო. -აა დაღლა მერე იყოს-თქვა დიტომ.მერე რთმანეთს მხარზე ხელი დაარტყეს და ჩვენ დარბაზსში შევედით.ყველაფერი ძალიან ლამაზად და გემოვნებით იყო მოწყობილი.მე ცუდ ხასიათზე ვიყავი ცოტნე რომ ვერსად ვნახე,ტელეფონიც გამორთული ქონდა.მის ძმას ვერ შევეკითხე,რათქმაუნდა რადგან მომერიდა,ამიტომ მხოლოდ ისღა დამრჩენოდა დავლოდებოდი. ვიჯექი და ვაკვირდებოდი სიტუაციას,ხალხს და ასე შემდეგ.ერთ მაგიდასთან ძალიან ბევრი ბიჭები ისხდნენ,ალბათ სწორედ იქ უნდა მჯდარიყო ცოტნეც მაგრამ არსად ჩანდა.ბოლოს ყველა შემოვიდა დარბაზში,გაისმა სიმღერების ხმა.ოო,უკვე ვბრაზდებოდი ცოტნე რომ არსად ჩანდა,ეს ტელეფონის გამორთვა რა წესია ვერ გავიგე.შიგნით გაჩერება აღარ მინდოდა,ვიჯექი დებილივით,არაფერს ვაკეთებდი,გავბრაზდი და გარეთ,ბაღში გავედი.სიგრილე იყო,არავინ არ იყო გარეთ.თუ არ მობრძანდებოდა ავდგებოდი და ყველას ვეცეკვებოდი.ეს იდია მოვიფიქრე მის დასასჯელად,ჩემი ჭკუით.ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც ვიღაც ბიჭი გამოვიდა,მგონი იმ მაგიდიდან ერთ-ერთი იყო,ჩემკენ წამოვიდა. -ნუკა ახვლედიანი ხო?-მითხრა,მე გამოვშტერდი.თავი დავუქნიე. -დიახ და თქვენ ვინ ხართ?-ვკითხე გაკვირვებულმა. -თუ შეიძლება დარბაზში წამობრძანდით-მითხრა და გამიღიმა.მეც შევედი და დადდაააამ. შიგნით შესვლისთანავე სასწაული სურათი ამეხატა თვალწინ.ჩემი ცოტნე დადიანი,დარბაზის შუაგულში იდგა როგორც ყოველთვის ულამაზესი თაიგულით ხელში და მიღიმოდა.ულამაზესი სიმღერა "Beneath Your Beautiful" ამშვენებდა ამ ყველაფერს.ყველა ჩვენ გვიყურებდა.იცით როგორ შემრცხვაა,გავწითლდი,გავმწვანდი რავიცი ყველაფერი ერთად.ჩემი კრეატიული ბიჭი.მისკენ წავედი,არ ვიცი ნაბიჯები როგორ გადავდგი მაგრამ მაინც წავედი.დედაჩემისკენ არ გამიხედავს მეშინოდა მისი რეაქციის.ცოტნეს ძმამ რათქმუნდა ეს დადგმა,ყველაფერი იცოდა,კიდევ უფრო შემრცხვა.როგორც იქნა მივედი,აწითლებული ცოტნესთან.ის კიდევ მიღიმოდა,ისეთი სიმპატიური იყო,ისე უხდებოდა თეთრი "საროჩკა",პიჯაკი რომ ნამდვილად ვამაყობდი ასეთი ადამიანი რომ მედგა გვერდით.მივედი და ხელი მომკიდა,მეც სირცხვილისგან ისე მოვუჭირე მგონი ეტკინა კიდეც.გაეცინა,ვარდები გამოგვართვეს და იქვე დადეს.ცოტნემ დამატრიალა. -რა ლამაზი ხარ ჩემო საოცრებავ-მითხრა ჩუმად ყურში. -შენც სასწაულად სიმპატიური ხარ-ლოყაზე მაკოცა და დამაბზრიალა.ყველა ჩვენ გვიყურებდა.სასწაული წუთები იყო. -ძაან გავბრაზდი არსად რომ არ ჩანდი. -და ხო გამოვჩნდი თანაც როგორ-გამეცინა. -ძალიან მრცხვენია,ყველა ჩვენ გვიყურებს. -ნუ გრცხვენია ჩემო ლამაზო,შენ უნდა გიყურონ ასეთ ლამაზს აბა რა-მითხრა და ხელზე გადამაწვინა დაბზრიალების მერე.მე კი ვიცინოდი. -როგორ მიყვარხაარ-ვუთხარი ყურში. -ვიცი-მითხრა და გამიღიმა.შემდეგ უცებ თვალი ჩემებისკენ გავაპარე.ბიძაჩემი გვიყურებდა და იღიმოდა,დედაჩემს კი გაკვირვებული სახე ქონდა.როდესაც ცეკვა დავამთავრეთ სტვენა ატყდა ბიჭების მაგიდიდან და ამამ მთელი დარბაზის აპლოდისმენტები აყვა,მე კი ვიცინოდი,ცოტნეს ვუყურებდი,ის მე და მინდოდა ეს მომენტი არ დამთავრებულიყო არასოდეს.შემდეგ ყველას თავი დავუკარი,ცოტნემ ხელი წელზე მომხვია და მეფე,პატარძლის მაგიდასთან მიმიყვანა. -ეს ცეკვა თქვენ მოგიძღვენით,ბედნიერად ძმაო-თქვა ცოტნემ და მის ძმას გადაეხვია. -ნუ რა ძმა მყავს რა და რა არაჩვეულებრივი რძალი,მადლობთ-გვითხრა კონსტანტინემ.ჩვენც გაგვეცინა.შემდეგ ჩემების მაგიდასთან წავედით.დიტო შემოგვეგება. -როგორ მიყვარხართ რომ იცოდეთ,ცოტნე მიხედე ჩემს პრინცესას. -რათქმუნდა-თქვა ცოტნემ და გაიღიმა.მერე დედაჩემთან მივედი. -დეე. -მერე დაგელაპარაკები ნუკა-მითხრა,არც ძაან გაბრაზებული ჩანდა მაგრამ იმედი მქონდა რომ ყველაფერს ბიძაჩემი მოაგვარებდა.დედაჩემს თავი დავუქნიე. -ცოტა ხნით ნუკას მოგტაცებთ,მოპირდაპირე მაგიდასთან უნდა მივიდე,რათქმაუნდა თუ შეიძლება-თქვა ცოტნემ. -კი რათქმაუნდა-თქვა დიტომ,დედაჩემმაც ოდნავ თავი დაგვიქნია.წავედით იმ მაგიდისკენ სადაც ბევრი ბიჭები ისხდნენ. -ვინ არიან ესენი? -ჩემი ძმაკაცები ნუუკ,უნდა გაგაცნო-მე გავუღიმე და მოვემზადე გაცნობისთვის.



№1  offline წევრი nini :)

კარგი იყო მაგრამ დამაკლდა კიდე გაზარდე თავები

 


№2  offline წევრი ანა დევიძე

ნუუ...ჯერ ერთი თავიც არ ეამიკითხია მარა მჯერა კაი იქნება... <3

 


№3  offline წევრი cancara

კაია კაი მოსაკლავი ხარ რა პატარა თავებს დებ გოგო რაიყო ჩქარა დიდი თავები დადე

 


№4  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Mmm kaiia malee dadee :*

 


№5  offline წევრი Geek Girl

Exa wavikitxe kvela tavi... Kaia magram cota banaluricaa es qorwilshi sikvarulis axsnasavit scena ar momewona danarcheni kaia... Male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent