შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თუ გაბედავ (11)


8-08-2015, 16:22
ავტორი luna
ნანახია 4 082

ცოტნეს სახელის ხსენებაზე რა დამაძინებდა,ამიტომ თვალები დავხუჭე და თავი მოვიმძინარე.
–დიტო,ცოტნეს დაურეკე?როგორაა დედამისი?–კითხა დედაჩემმა დიტოს.
–კი ველაპარაკე.გულის შეტევა ქონია და ეხლა მკურნალობს
–აჰა,ნეტა მალე გამოჯანმრთელდეს.და ცოტნე როდის ჩამოვა?–აი გაისმა ჩემი სანატრელი კითხვაც,როგორც იქნა. –არ ვიცი შეიძლება ერთ კვირაში ან უფრო მეტი–სიმართლე გითხრათ არ გამხარებია დიტოს პასუხი.მე უფრო მალე მსურდა მისი ნახვა და არა რამდენიმე კვირაში.ჩემი იმედები ჩაფლავდა მაგრამ ის მაინც ვიცოდი რომ,მას ოდესღაც ვნახავდი.
შემდეგ დედაჩემს არაფერი უთქვამს ან შესაძლოა მე ჩამეძინა.როდესაც გავიღვიძე უკვე ზღვაზე(ქობულეთში) ვიყავით.როგორ მიყვარს აქაურობა,განასაკუთრებით ზღვა,თანაც მინდა გითხრათ რომ მშვენივრად ვცურავ.ბინა რათქმაუნდა ზღვისპირზე ავიღეთ,მშვიდ გარემოში.მე ბარგი არც ამომიწყვია პირდაპირ ზღვისკენ მივაშურე,თან ბიძაჩემი და მამიდაჩემის ქმარი,ზურაბი წავიყვანე.როგორც ყოველთის ახლაც გადაჭედილი იყო ზღვის სანაპირო.უკვე 12 საათი იყო,ერთი სული მქონდა წყალში როდის შევიდოდი და რათქმაუნდა ყველას მე შევასწარი.ამჯერათ კამერა არ წამიღია,შორს დასასვენებლად ხოლმე რადგან ზურგზე დაწოლითაც მშვენივრად ვისვენებ.საკმაოდ შორს გავედი ისე რომ სულაც ვერ შევნიშნე როგორ მოვწყდი სანაპიროს.მიყვარს,შორს გასვლა,სიმშვიდეა და სიწყნარე.ბიძაჩემი ჯერ არ იყო ჩამოსული ზურაბი კი იქვე ახლოს იყო ნაპირთან(ძალიან ეშინია წყლის).
ცოტა დავიღალე და წყალზე დავწექი.სრული სიწყნარე იყო რაც მე სასწაულად მამშვიდებდა.ჩემდა უნებურად ფიქრი დავიწყე დადიანზე.მასზე ფიქრები ხომ საერთოდ არ მშორდებოდა.შემდეგ ისევ გავცურე და ყველაზე საშინელება მაშინ დამემართა.მოგეხსენებათ რომ შორს ასევე საკმაოდ ბევრი,დიდი მედუზებიან არიან და ჩემდა საუბედუროდ მაინცდამაინც ახლა გავედე.სასტიკად მეშინია მათი და პანიკაში ჩავვარდი.იმანაც შემაშინა რომ ნაპირისგან ასე შორს ვიყავი და შევეცადე დავმშვიდებულიყავი მაგრამ არ გამომივიდა.ფართხალი დავიწყე და ერთხელ ჩავიყვინე კიდეც.უკვე ძალა მეცლებოდა და ვიღლებოდი ამიტომ კიდევ ჩავიყვინე და უცებ ამ დროს ხელის შეხება ვიგრძენი.თავიდან ძალიან შემეშინდა მაგრამ შემდეგ გავაანალიზე რომ ვიღაც გადამრჩენი გამომიჩდა.იქვე,ჩვენს ახლოს სკუტერი შევამჩნიე და მალევე იქ აღვმოჩნდი.
–კარგად ხარ?–მკითხა ვიღაც ქერა ბიჭმა რომელმაც სავარაუდოდ მე გადამარჩინა.იმდენი წყალი მქონდა ნაყლაპი ხმა ძლივს ამოვიდგი. –კი,ახლა კარგად ვარ.ძალიან დიდი მადლობა რომ გადამარჩინეთ–ვუთხარი მორიდებულად. –არა რისი მადლობა,მთავარია რომ კარგად ხართ–მითხრა და გამიღიმა.
–ხო,უზარმაზარ მედუზას შევეხე და თავი ვეღარ შევიმაგრე,პანიკამ მძლია
–ოო,ძალიან ცუდი.ეს შიში უნდა დაძლიო.
–ხო ვიცი მაგრამ ადვილი არ იქნება.
–კი ნამდვილად.მე გეგი–ხელი გამომიწოდა.
–მე ნუკა–მეც გავუწოდე და ჩამოვართვი.
–სასიამოვნოა–მითხრა და გამიღიმა.
–ჩემთვისაც–ვუთხარი და ბიძაჩემს ხელი დავუქნიე რომ დავენახე.ჩემი დახრჩობის ამბავი მგონი სულაც არ დაენახა და ძალიანაც კარგი.
–კარგი ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ–ვუთხარი და სკუტერიდან ჩამოვხტი.
–არაფრის.მოიცა სკუტერით გაგიყვან ნაპირამდე
–არა იყოს,თან უკვე დასვენბული ვარ და მალე გავცურავ. –კარგი როგორც გინდა.სასიამოვნო იყო შენი გაცნობა–მითხრა და წავიდა.მეც გავუღიმე.ეტყობოდა ნაქირავები ქონდა სკუტერი.მისი დრო მართალია მე შევიწირე მაგრამ,არაუშავს კიდევ იქირავებს.ჩემს ფიქრებზე გამეცინა.მოკლედ ამ ზაფხულმა თავისი თავგადასავლების გარეშე ხო არ უნდა ჩაიაროს რა.საერთოდ არაფერი მაინტერესებდა დადიანის გარდა.ნეტა ისიც აქ ყოფილიყო,ჩემთან ერთად. ამ ფიქრებში მალევე მივედი ნაპირამდე,ზურაბი უკვე ამოსულიყო დიტო კი ნაპირთან იჯდა და თავის საყვარელ საქმეს აკეთებდა(ლამაზ ქვებს აგროვებდა).მივედი და გვერძე დავუჯექი. –აუ კაი რა დიიტ თუ არ გეზარება რა.ნუ გეშინია სომხები ქვებს არ მოგპარავენ–ვუთხარი და გავიცინე.
–ხო.ხო შენ იცინე და ძალიან კარგად მოგწონს ამ ქვებით გაფორმებული ჭურჭელი.
–ეგ მართალია.ნუ როგორი კრეატივების მოყვარული ბიძა მყავს რა,მაშინაც კი როდესაც 2 წუთის წინ კინაღამ მისი დისშვილი დაიხრჩო–შევაპარე სიცილში.
–რააა,სად?–გაკვირვებული სახე მიიღო და შემომხედა.
–დიახ დიახ,მაგრამ ამ დროს თეთრ სკუტერზე ამხედრებული პრინცი გამომეცხადა,ყვითელი ჟილეტით და გადამარჩინა–დიტოს სიცილი აუვარდა.შემდეგ დასერიოზულდა და მითხრა.
–კარგი ნუკა ეს პირველი შემთხვევა იყოს,აწი შორს ჩემ გარეშე არ გახვალ გასაგებია?
–მიღებულია თქვენი ბრძანება–ვუთხარი და "პლიაჟზე" ავედი.ჩემი სარაფანა გადავიცვი.
–ზურა მე სახლში ავალ ძალიან მომშივდა და მერე თქვენც ამოდით.
–კარგი ნუკა–მითხრა ზურაბმა და გამიღიმა.
ნელ–ნელა წავლასლასდი კიბეებისკენ.არა რა ზღვამ რო დაღლა იცის,ძალიან.სახლში მივედი.იმ დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა.ჩემი გადამრჩენი აღარ მინახავს.მე რათქმაუნდა ჩემს ვარჯიშს არ ვუმტყუნებდი მითუმეტეს ზღვაზე ვიყავი და აქ,დილას სირბილს მართლაც არაფერი ჯობია.სანაპიროზე გავედი,დილის 7საათი იყო. აქა–იქ ვარჯიშობდა ხალხი,მეც აღარ დავაყოვნე.ვუყურებდი ზღვას,თან დავრბოდი და ისევ დაისევ ცოტნეზე და მის ნახატზე მეფიქრებოდა.სირბილი რომ დავასრულე შემდეგ ჩვენი სახლის წინ,ზღვის პირას დავჯექი და თან ქვებს ვსროულობდი ზღვაში.ამდროს ტელეფონის ხმა გავიგე,უცხო ნომერი იყო,ავიღე და კინაღამ ენა ჩამივარდა როდესაც ტელეფონში დადიანის მონატრებული ხმა გავიგონე.



№1  offline წევრი Candice

ძალიან კარგია

 


№2  offline წევრი barret

აქ გაჩერება შეიძლებოდა ახლა :3 მალეე დაადე რა შემდეგიი ^^ ძაან კაიაა ყოჩაღ <3

 


№3  offline წევრი luna

მადლობა ყველას. ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის თქვენი კომენტარები love

 


№4  offline წევრი nino(g)

miyvars es istoria uzomot veli shemdegs

 


№5  offline წევრი nini :)

მალე დადე შემდეგი თავი რააა ველი მთელი გულით აქ გაწყვეტა იქნებოდა ეხლა? wink love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent