შენ ჩემი გახდები...(თავი 4 )
ნაღვლიანი თვალებით უყურებდა ალექსანდრე გზას.მთვარის შუქზე მისი თვალები ვარსკვლავებივით კაშკაშებდნენ,რას არ მივცემდი ეხლა ოღონ მის თვალებს შევეხო-მეთქი,გავიფიქრე და ჩემი თავის მე თვითონ შემრცხვა,როგორ შემეძლო ასე მოვქცეულიყავი და ამზე მეფიქრა ისევ,ნუთუ ამდენი დრო ტუყილად დავკარგე?!მისმა გარეგნობამ გონება დამიბინდა,თვალებზე ცრემლი მომადგა,მაგრამ სიამაყემ არ მისცა საშვალება მას,რომ გზა ეპოვათ ჩემს ღაწვებზე... განადგურებული მივედი სახლში,მაგრამ როგორ შევიმჩნევდი იმას თუ რაც გავაკეთე,დავკარგე ის ვისითაც ვიწვოდი,მტკიოდა და მაინც ვცხოვრობდი...გაღიმებულმა შევაღე კარები და ლამპიონებით განათებულ ეზოს თვალი მოვავლე...წუთით ვინანე,რომ ამ ქვეყანაზე დავიბადე....რთულია იცხოვრო შეცდომების გარეშე,მაგრამ მე არასდროს მიცხოვრია შეცდომებით,ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო რაც კი ამ 20 წელიწადში გამიკეთებია,შეცდომა რომელიც არ ვიცოდი,როგორ უნდა გამომესწორებინა....ცრემლები წამომცვივდა,ის მე სიყვარულში გამომიტყდა და მე კი რა გავაკეთე...მიკვირდა ამ ორ წელიწადში,რამ გამოცვალა ის ასე?!როდის იყო ასეთი მკაცრი და ნაღვლიანი?!....ცრემლები შევიმშრალე და სახლში შევედი,გოგოები ტელევიზორის ყურებაში ისე იყვნენ გართულები,რომ ჩემი მისვლა ვერცკი შეამჩნიეს... საღამომშვიდობისა.დაბალ ხმაზე ჩავილაპარაკე და ჩემი ოთახისკენ წავედი. -ნინ..რა მოხდა?ინტერესით ჩამხედა სალომემ თვალებში. -რა უნდა მომხდარიყო არ მესმის,უბრალოდ ძაალიან ბევრი ხალხი იყო, დავიღალე. -თვალები ცრემლიანი,რატომ გაქვს?შენ რა იტირე? -ძაალიან დავიღალე სალომე,უნდა დავიძინო. ხვალ ვილაპარაკოთ. უკვე ხმა მიკანკალებდა და თავს ძლივს ვიკავებდი,რომ ქვითინი არ ამვარდნოდა. *** კაბა პირდაპირ იატაკზე მოვისროლე და ლოგინში შევძვერი,ვტიროდი მანამდე სანამ გული არ დავიმშვიდე და სანამ კარგა გვარიანად არ დავნამე ბალიში ცრემლებით. ნინოს გაახსებდა,ერთხელ როგორ უთხრა ალექსმა,''ყველა მამაკაცი შეიძლება მართოს ქალმა,მაგრამ მე ვერავინ მმართავს,რადგან მე არ ვგავარ სხვა დანარჩენებს'',გაახსენდა და ცრემლები ისევ მოადგა თვალებზე... -რატომ ღმერთო,რატომ?რატომ გამოჩნდა ისევ ჩემს ცხოვრებასი?თანაც ასე ბობოქარი ვნებებით? კარგად ვიცნობ,ამ ქცევებს ის დაცინვად და აგდებად მიიღებს ჩემგან და არასდროს მაპატიებს,ვერც მე ვერ მოვუხდი ბოდიშს,საამისოდა თქხენც ხომ იცით უფალო,რომ ძაალიან ამაყი ვარ?!....მთელი ღამე ტიროდა ნინუცა,გამთენიისას ჩაეძინა. დილით მზის სხივებმა უხვად მომაყარასახეზე სითბო.მთელი სხეული მტკიოდა. თვალები ძლივს გავახილე..წუხანდელი ტირილისაგან დამსიებოდა და ცამწითლებოდა..ახალი დღე იდგა,მაგრამ გულში სევდა არ გამქრალიყო.ახალ დღეს ახალი ტკივილი მოჰქონდა ჩემთვის...მაგრამ თავი ვაიძულე ცხოვრებას არ დავმორჩილებოდი,ხალათი მოვიცვი და ფეხშიშველი ჩავედი დაბლა...სახლში არავინ არ დამხვდა,რამაც ძაალიან გამახარა.უეცრად მობილურის ზარმა შემაკრთო,დავხედე და ირაკლი იყო ჩემი ჯგუფელი,არავის თავი არ მქონდა,მაგრამ ვუპასუხე თანაც უნივერსიტეტში წასვლასაც არ ვაპირებდი. -ხო,ირაკლი. -გოგო შენ,ნორმალური ხარ სად ხარ?გუშინ სად გაქრი?რამდენი გირეკეთ და გეძებეთ იცი?სახლსიც მოვედით შენთან მაგრამ არ დაგვხვდი სად იყავი?ირაკლიმ ტონს ძაალიან აუწია,რამაც ძაალიან გამაღიზიანა და არც მე დავაკელი. -საქმე მქონდა და ეს შენ არ გეხება და ტონი შეარჩიე ირაკლი. -იცი ჩვენ რა დღეში ჩავარდით?მთელი რამე არ გვიძინია.დღეს არც უნივერსიტეტში რომ არ გამოჩნდი მთლად პიკი იყო სად ხარ? -გეუბნები საქმე მქონდათქო და მორჩით...ბოდისს გიხდით,რომ შეგაშინეთ. ლექტორს უთხრაი რომ,დღეს ვერ მოვალ...პრობლემები მაქვს და უნდა მოვაგვარო. -კარგი,მაგრამ მოგიწევს აგვიხსნა სად იყავი. ხო გოგოებს არაფერი ვუტხარით,ხომ იცი მაგათი ამბავი. ნიკუშამ თქვა;მე გავიყვანე სახლსი სეუძლოდ იყოო და ესე თქვი შენც. -კარგი,მაადლობა.შეხვედრამდე. გავუთისე ტელეფონი და გადავწყვიტე მთელი დღე მებოდიალა ქალაქში.ჩავიცვი სპორტულად და გარეთ გავედ,ვიგრძენი ჩახუთულობა და მომაწვა ცრემლები. კარგა ხანს ვიბოდიალე,ბოლოს ერთ მერხზე ჩამოვჯექი და დავიწყე უაზროდ ყურება ირგვლივ,დავინახე რამდენიმე წყვილი და ცრემლებმა უმალ იპოვეს გზა ჩემს რაწვებზე,მაგრამ მე მათი შეჩერება არ მიცდია,უეცრად ვიგრძენი,რომ ვიღაც მომიჯდა გვერდით და თბილი ხელი დამადო მხარზე,თავი მივაბრუნე და დავინახე მოხუცი სათნო ქალი.ცრემლიანი თვალებით ჩავხედე თვალებში. -კაცია ხომ ამ ყოველივეს მიზეზი? შემაკრთო მისმა ნაზმა ხმამ. -ნუ გეშინია შეგიძლია მენდო.კაცია ხომ ამ ცრემლების მიზეზი? უხმოდ თავი დავუქნიე. -მერე ის არ იცი,რომ არცერთი კაცი არ იმსახურებს ჩვენი ქალების ცრემლებს?! და გაიღიმა,თავზე ხელი დამადო და მომეალერსა. -როგორ არა არის. სამი კაცია ასეთი. მამა,ძმა და ვაჟიშვილი. მეც გავიღიმე და ტირილს ვუმატე. -მაგაში მართალი ხარ,ასეთი მხოლოდ სამი კაცია. მაგრამ მეეჭვება შენ ამ სამთაგან ერთერთზე,რომ ტიროდე...მომიყევი,მიდი და გულიც დაისვენებს და იქნებ ისეთი რჩევაც მოგცე,რომელიც დაგეხმარება. მეც მიყვარდა ოდესღაც ასე.. -კი,მაგრამ მე არ მიყვარს.. -კარგი ვთქვათ,რომ არ გიყვარს,თვალები,რომ გყიდიან ჩემო ლამაზო?! სევიყვარე მთელი გულით კაცი,რომელმაც ბევრი ტკივილი მომაყენა,მაგრამ მაინც მიყვარს,დღემდე...მან ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მაჩუქა,შვილი...ვაჟიშვილი,რომელიც ვიცი,რომ არასდროს მიმატოვებს და არ წავა ჩემგან,მასაც გიორგი ქვია და მამის ალიკვალია... 18 წლისეანი ვიყავით ერთმანეთი,რომ გავიცანით,მეგობრის ქორწილში,ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი,მერე მე ისეთი შეძლებული არ ვიყავი,მისმა ოჯახმა დამიწუნა..მპირდებოდა,რომ მაინც სულ ერთად ვიქნებოდით,მაგრამ ერთ დღესაც ცოლი შერთო დედამისმა..მე უკვე მაშინ ფეხძიმედ ვიყავი მისგან...მიდიოდა დრო და ტკივილი უფრო და უფრო მიღმავდებოდა...ერთხელაც,არ მოსულა ჩემს სანახავად,მან არც კი იცოდა,რომ ორსულად ვიყავი.მერე რამოდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა და იცი რა მითხრა?! უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე. -ვერ დაგივიწყე უშენოდ არ შემიძლია და ჩემი საყვარელი გახდიო!.მეგონა მაშინ დამთავრდა ჩემთვის სიცოცხლე,მაშინ ჩემი პატარა გიორგი უკვე 4 წლის იყო,მამამისი კი უკვე დიდი კაცი იყო.მერე კიდევ გავიდა ხანი ტანჯვით გავზარდე შვილი და უკვე 16-ის რომ გახდა,მკითხა მამაჩემი ეს კაცი ხომ არ არისო და გაზეთში ამოჭრილი დიდი ბიზნესმენის გიორგი მაშუკელის ფოტო,მაჩვენა,რომელსაც ძლიერ გავდა ის...არაფერი არ მითქვამს და არაფერი არ უკითხავს მასაც,ყველაფერს მიხვდა.მერე ერთ დღესაც გავიგე,რომ ავარიაში მოყვა ის,მაშინ უკვე 36 წლის ვიყავი და ერთჯერაც არ გამიხედავს სხვისკენ.მითხრეს,რომ სიკვდილის პირას იყო და წავედი მის სანახავად.პალატაში შევედი,თვალებს ძლივსღა ახელდა,ბოდიში მომიხადა ყველაფრისთვის და მითხრა თუ გადავრჩები ახლა დამპირდი,რომ ერთად ვიქნებითო,მე კი პასუხის ნაცვლად გიორგი შევუყვანე პალატაში,ვიცოდი შვილი არ ყავდა და ყველაფრის მიუხედავად მინდოდა სტიმული ქონოდა,რომ ეცოცხლა...ცრემლები მოდიოდა,უთქმელად მიხვდა ყველაფერს გულსი ჩაიკრა ჩემი გიორგი,მერე მეც და ასე განუტევა სული,მთელი ქონება თურმე ჩემთვის დაუტოვებია,მაგრამ განაკი რა იყო ეს ყოველივე ამ იმ დიდ სიყვარულტან ან კიდევ იმ დიდ ტკივილთან?! დღეს უკვე 55 წლის ვარ და სხავ კაცისკენ ერთჯერაც არ გამიხედავს კიდევ,ისევ ისე ძლიერ მიყვარს და მისი ხსოვნით ვცხოვრობ. ერთმა გიორგი,მაჩუქა დიდი სიყვარული და ტკივილი,მაგრამ ასევე ყველაზე ძვიოირფასი ..ერთმა გიორგიმ თუ მიმატოვა ვიცი,რომ ეს გიორგი არასდროს მიმატოვებს... ცრემლები აუბრჭყვიალდა ნუცა დეიდას თვალზე,ხნეს მისთვის ვერაფერი დაეკლო ულამაზესი ქალი იყო,გაოცებული ვიყავი მისი მონაყოლით და ხმას ვერ ვიღებდი. -იმ ერთმა შეცდომამ რაც გიორგიმ დაუშვა მეც დამტანჯა და ისიც.ასეთი არ დაუშვა შენც ჩემო გოგო. ეს მითხრა და შუბლზე მაკოცა,რაც ძაალიან მესიამოვნა. მერე ჩემდაუნებურად მე ჩემ,ი ამბის მოყოლა დავიწყე. -ზაფხული იწურებოდა უკვე ალექსანდრე,რომ გავიცანი,ერთ მასწავლებელთან ვემზადებოდიტ. იცით სანამ მას გავიცნობდი და ვიზუალურად ვიხილავდი. მხოლოდ მისი სახელი და გვარი გავიგე. ალექსანდრე ნაკაშიძე,მიზნად გავიხადე და დავიფიცე,რომ ის ''შენ ჩემი გახდებიმეთქი''...მიზანს ყოველთვის ვაღწევდი...მერე იმ სარამოს ვიხილე პირველად,და სემოაღწია ჩემს გულში თურმე,მაგრამ მე ეს ცოტა მოგვიანებიტ ვიგრძენი. მე არ ვგევდი და არც ვგავარ სხვა გოგოებს.ის იჩენდა სულ სითბოსადა ყურადღებას ჩემს მიმართ... მოვუყევი ყველაფერი ის ღამის ჩხუბებიც,და დამშვიდობების დღეც,ისიც თუ როგორ შევხვდით ერთმანეთს ტაძარში და თითქოს ვერ მიცნო,როგორ მელოდებოდა მორჩილად ''წმინდა გიორგის'' ხატის წინ,როდის დავასრულებდი ლოცვას,რომ მერე მას ელოცა...ყველას როგორ ეგონა,რომ ჩვენ ერთად ვიყავით,სინამდვილეში კი ჩვენ ერთმანეთის ტელეფონის ნომრებიც კი არ ვიცოდით,მხოლოდ მეცადინეობაზე ვურთიერთობდით და ხანდახან საბრები ფლირტში გადაგვდიოდა,მაგრამ თითქოს ვერ ვხვდებოდით ისე ვატარებდით...ქუჩაში ერთმანეთს არ ვესალმებოდით და თავს ვარიდებდით ერთმანეთს...ყოველი ცუდი ამინდი კი მოასწავებდა იმას,რომ მე ალექსანდრეს აუცილებლად გავყვებოდი სახლში,რაც თითქოს სხვებთან ისე ჩანდა,ერთად ვიყავით და მიყვარდა...სინამდვილეში კი დღესაც არ ვიცი,მიყვარს თუ ეს უბრალოდ აკვიატებააა....წუხანდელი საუბარიც ვუამბე და თითქოს გულზე მომეშვა... ნუცა დეიდა,მისმენდა ამ ყველაფერზე ყურადღებით,ხან მოეღრუბლებოდა სახე ხან კი რიმილი გადაეფარებოდა ამ ღრუბელს... -ჩემო ლამაზ თვალებავ,დიდ გრძნობაში გაქვს ფეხი შედგმული და შენ ამას უჩემოდაც ხვდები...შენ ამ ბიჭს საკმაოდ ბევრი უტანჯიხარ,დაუმცირებიხარ,მაგრამ სწორი უთქვამს მას შენთვის,რომ;''რაც უფრო ვცდილობდი შენს დამცირებას და მე ჩემს თავს ვიმცირებდი მით უფრო და ვმდაბლდეოდიო!''...თქვე ვერ ხვდები,რომ ერთნაირად ხართ?სენ გტკიოდა ეს ორი წელი და მასაც თურმე...შენ რომ ცადე იმ აბიტურიენტობის პერიოდში დაახლობა,ის გარიდებდა თავს...ის,რომ ცდილობდა სენ,მაგრამ სენ ამას ისე კარგად ვერ აკეთებდა,რადგან მამაკაცი სხვააა...დრო გავა და ყველაფერი დალაგდება.დრო ტკვილს დაფარავს.ერთი კი იცოდე;''თუ ის შენი საბედოა ის სენ დაგიბრუნდება,თუ არა და წავა და მოვა სხვა!'' ამაზე გაეცინა,მასაც და მეც. გული იცი სენი სიტყვებით მას შენ ახლა,რომ გტკივა იმაზე ასჯერ უფრო ძლიერ ეტკინა! სენ მას იმ წარსულის ტკივილებს ვერ პატიობ,შეყვარებული მყავსო,რომ ამბობდა მთელს ქალაქში და ასევე მთელი ქალაქი,რომ ლაპარაკობდა ''თქვენზე''...ასევე ვითომ იმ დამცირებებს და იმას,რომ ადრე არ გითხრა ეს ყოველივე 2 წლის წინ. -მართალია ნუცა დეიდა.... მე გოგოს,რომელსაც ერთდღეს ეს სიამაყე დაღუპავს,მეგონა რომ სიყვარული არ არსებობდა სინამდვილეში კი ღმერთმა ისე უცებ გამომიგზავნა,მაგრამ მაინც არ ვიჯერებ. იცით ალექსანდრე სულ დაუღალავად მეკამათებოდა,რომ სიყვარული არსებობდა,მე კი ვუმტკიცებდი,რომ არ არსებობდა...მის გარეშე თითქოს ყველაფერმა ფერი დაკარგა ამ 2 წელში... მასწავლებელთან,როცა მივდიოდი მაგი სახლის გვერდით უნდა გამევლო თვალს ვაყოლებდი,ხოლმე თუმცა ახლა არაფერს აღარ აქვს აზრი...ვერცერთი ფიცი ვერ შევასრულე.... ამბობენ:''ყველა ადამიანი ძლიერია სან მის სისუსტეს არ შეხვდებაო!'' მეშინია ჩემი სისუსტე არ იყოს ნაკაშიძეც. ნუცასთან საუბარმა დამამშვიდა,სახლისკენ ავიღე გეზი,გზაში მობილურის ზარი მოხვდა ჩემს ყურთა სმენას.უცხო ნომერი იყო,ის მეგონა თუმცა... -გისმენთ. -ნინო გედენიძე ხართ? -დიახ. -მე მიხეილ კახიას მდივანი ეკატერინე ვარ,თქვენ განცხადება გქონდათ ჩვენს ფირმაში შემოტანილი,მიუხედავად იმისა,რომ სწავლა არ გაქვთ დამთავრებული და სულ რაღაც მეორე კურსზე ხართ,ბატონმა მისამ გადაწყვიტა აგიყვანოთ,როგორც დამხმარე არქიტექტორი.ხვალ დილით მობრძანდით რათა განრიგი გაარკვიოთ,თქვენდა ბატონმა მისამ. -ენადამებლუკა,დიახ,აუცილებლად მოვალ,ძაალიან დიდი მაადლობა,მაგრამ როგორც წესი თქვენნაირი დიდი სამშენებლო კომპანიები არ იყვანენ ჩემნაირ გამოუცდელ და დამწყებ არქიტექტორებს რა მოხდა? -ეს გამონაკლისი შემთხვევაა. თქვენ ლექტორებმა ძაალიან კარგი რეკომენდაცია გაგიწიეს და თქვენ მიზანსწრაფულობაზეც ისაუბრეს ასე,რომ...ხვალ გელით. -შეხვედრამდე. *** სიხარულისგან დავფრინავდი დილით,თუმცაღა ალექსანდრე,მაინც მტკიოდა თანაც მისგან არაფერი ისმოდა. კომპანიაში,მივედი და ნერვიულობამ იმატა...დავაკაკუნე კარზე და სათნო, შუახნის,სიმპატიურმა მამაკაცმა დამხვდა შიგნით. -დილამსვიდობის,დაბალხმაზე ვთქვი. -მსვიდობა,ნუ მოგიშალოს უფალმა სვილო,შენ ალბატ ნინუცა გედენიძე ხარ,ხომ? -დიახ. -სენ ალბად გიკვირს ხომ,რომ აგიყვანეთ?თანაც დამხმარე არქიტექტორად და არა მენეჯერად რაზეც სივი გქონდათ შემოტანილი?!.. -დიახ. -შენ საუკეთესო სივი გაქვს დამწყების,თანაც კოტემ და სხვებმაც რეკომენდაცია ისეთი გაგიწიეს უუხ...გაიცინა. ერთი ეს მითხარი ასეთმა პატარა ასაკის გოგონამ,როგორ შეაყვარე ყველა შენს ლექტორს თავი? -არვცი,უბრალოდ ვიყავი ის მათთან რაც რეალურად ვარ და არა შენიღბული. -რა ნიღბებს ატარებ?ეს ლამაზი პირ-სახე ნიღაბია?!!! გაიცინა..მეც გამეღიმა ამაზე. -ნუ ღელავ შვილო,შენხელა,რომ ვიყავი მეც არ მქონდა გამოცდილება,მაგრამ დღეს უკვე დიდი ინჟინერ-არქიტექტორი ვარ და ეს ფირმაც დაავარსე.ჩემთვის შანსი არავის მოუცია ასე მცირე ასაკში,მე კი შენ გაძლევ...არაფერზე არ იღელვო,მე დაგეხმარები ყველაფერში. და ხელზე, ხელი დამადო.მესიამოვნა ასეთი ადამიანის გაცნობა. -მერწმუნეთ ამ შანსს გამოვიყენებ,არ გავუშვებ და იმედს არც თქვენ და საერთოდ არავის არ გავუცრუებ. -ერთი ის მითხარი,საქართველოში ქალი არქიტექტორი იშვიათია,რამ გადაგაწყვეტია ეს პროფესია?! -მე ძლიერი ვარ ისე როგორც ეს პროფესია,ჩვენ ორივე ახლისკენ ვილტვით და მაგიტომ,თანაც მამაჩემიც არქიტექტორი იყო,მაგრამ არაფერი არ დაცალდა... -სამაგიეროდ მე და კოტესაც გვწამს,რომ შენ დიდი მომავალი გაქვს წინ... იმდენად კარგი ადამიანი აღმოჩნდა ბატონი მიშა,ყველაფერში გვერდით დამიდგა,ბატონი მიშა იყო ის ადამიანი ვისაც დავეყდენი თბილისში,ყველაფერს მასწავლიდა,დამხმარე არქიტექტორიადან უკვე არქიტექორად ვიქეცი.მე ვიყავი ერთადერთი ქალი არქიტექტორი ფირმაში და ეს მომწონდა,მჯადოებდა. დრო გადიოდა ალექსანდრე არ ჩანდა.თემოს დავურეკე ერთ დღესაც. -გამარჯობა თემო,ნინუცა გედენიძე ვარ,მიცანი? -ნინუცა,რას ამბობ გიცანი ბაა არ გიცანი...სად დაიკარგე? -მე არსად,სენ სად დაიკარგე?სევხვდეთ თუ გცალია. -კარგი.კორდინატები ჩავინიშნეთ და გავეშურე თემოსთან სალაპარაკოდ. *** თემოს ნახვა უფრო,იმიტომ მინდოდა,რომ მასზე გამეგო რამე ისინი ხომ ძმაკაცები იყვნენ.თემო გადავკოცნე და დავსხედით კაფეში.ერთმანეთი მოვიკითხეთ და მერე... -თემო სხვა რა ხდება?მეგობრები,როგორ გყავსს?იმ წამს მიმიხვდა ნათქვამს და კითხვას თემო. -შენ კერძოდ ერთი გაინტერესებს არა?! გაიცინა. -მე არავინ არ მაინტერესებს,მე უბრალოდ გკითხე,კარგი შევეშვათ მაგ თემას. -ეგ სიჯიუტე და სიამაყე დაგღუპავს ნინუცა შენ! არ არის საქართველოში,გერმანიაშია,იმ ღამის შემდეგ რაც თქვენ ისაუბრეთ,წავიდა.... -რატომ?თავი ვერარ შევიკავე.... -რას ქვია რატომ?! შენ ის აბუცად აიგდე და მისი გრძნობებიც,მას ეგონა რომ ის გიყვარდა თუ არა მოგწონდა შენ კიდევ...ისეთები გაახსენე და აგრძნობინე...არ უნდა გაგერტყა მისთვის,ეგ გარტყმა უდრიდა ყველაფერსო ასე თქვა.უკვე 1 წელზე მეტია რაც წავიდა და არ ვიცი როდის ჩამოვა. ერთს გკითხავ თუ არაფერს გრძნობდი მის მიმართ და მხოლოდ მისი დაცინვა,გამწარება და სამაგიეროს გადახდა გინდოდა რატომ იქცეოდი ისე თითქოს გრძნობა გქონდა მის მიმართ? -თემო რაც თქვი აქედან არაფერი არ არის სიმართლეე...იმ გარტყმის კი ღირსი იყო,არ ვნანობ! სად იყო აქამდე?მაშინ რატომ არაფერი მითხრა,როცა რარაც იყო ჩემში?ახლა როცა თითქოს დალაგდა ჩემთან ყველაფერი ისევ არია მან,რატომ?სად იყომეთქი? -თქვენ ერთმანეთზე მეტი ჯიუტები ხართ,მართალი იყო ლევანი მასწავლებელი;''თქვენ ერთნაირები ხართ!!!''... -როდის ჩამოვა?სასწავლებლადაა? -კი,არ ვიცი,ასე თქვა სანამ ეგ მანდ იქნება ფეხს არ დავდგამ საქართველოშიო,თანაც კარგად მოწყობილა იქ... -მაშინ ასე უთხარი 1 თვეში აქედან მივდივარ 4 წლით და შეუძლია ჩამოვიდეს... მე არ შევაწუხებ...ისიც უთხარი,რომ...ვეღარ განვაგრძე,პირველად ჩამომიგორდა ცრემლი ხალხში... -ნი დაწყნარდი,კარგად ხარ?! -არ ვარ თემო კარგად,წყალი მომაწოდე. -რატომ იტანჯავთ,ტავს ნეტავი ის გამაგებია ჰაა?შენ აქ,ის იქ გერმანიაში?! ''ჯიუტი ვირები'' ხართ რაა.... -მე მისდამი არაფერს განვიცდი თემო,არაფერს... -მაგას მე ნუ მიმტკიცებ გულს დაუმტკიცე,ნინუცა.. -უთხარი და მშვიდა ჩამოვიდეს ამ 1 თვეში,მე არაფერს არ ვთხოვ. მე ის არ დამიმცირებია,არც შურისძიება არ მდომებია წარსულისთვის უბრალოდ....ძაალიან გვიან თქვა სათქმელი,სად იყო აქამდე?ახლა ისევ,რომ ამირია ცხოვრება. -იცი რა გაუხარდა შენგან? -რა? -გიორგის,რომ არ გაკარებიხარ იმ საღამოს შემდეგ... -ეგონოს რა,მაგას ეგრე...გიორგის აღარ გავკარებივარ,მაგრამ ის იცის,რომ სხვაა ჩემს ცხოვრებაში? ჰაა,იცის? - მართლაა ვინმეე? ვინაა? მითხარი ნინო.. -ჩევენი ფირმაში არქიტექტორია,მეწილეცაა აგრეთვე....ის მაგისავით არ მალავს გრძნობებს...და არც ისე იგებს რამეს,როგორც აწყობს! -შენ მე სხვანაირი მეგონე... შენ კი... -როგორი გეგონე?რა მე კი...?! -მეგონა სხვებს არ გავდი შენ იცოდი,რომ უყვარდი მას გამოგიტყდა და მაინც სხვა გაიჩინე. -რა დამაჯერე,რომ იმას არავინ ყავს იქ გერმანიაში?! -ის კაცია და ყავს ნუ რამდენიც მოესურვება იმდენი,თანაც... -მე ქალი ვარ,საყვარლები და მეძავები მაგისავით ირგვლივ არ მყავს,მაგრამ მყავს შეყვარებული, გიგი ყველაზე კარგი ადამიანი... -გიყვარს? -ეგ შენ არ გეხება. ის მითხარი იმას ვინ ყავს ისე მეზავები და ა.ს. ყავს თუ მეგობარი და შეყვარებული ქალი?! -რაში გაინტერესებს ნინო?! -მითხარი,ჩვეენი მეგობრობის ხათრით. -სხისგან გაგებას სჯობს ჩემგან გაიგო,ვიცი თქვენ რა ამაყებიც ხართ ორივე.... თამთა ხომ გახსოვს?ჩვენთან ერთად რომ ემზადებოდა პერანიძე? -კი მახსოვს,მაგრამ თამთა რა შუაშ.... და სიტყვა გამიწყდა.ის და თამთა ერთად არიან?! ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. -ხო...ტამთას ის თავიდანვე უყვარდა,შენ რომ გაქცევდა ადრეც ყურადღებას კვდებოდა და რა ცირკებს აწყობდა იცი..მერე ისიც გერმანიაში აღმოჩნდა და... -ხოდა მე მეუბნები კიდევ რამეს,მან მაშინვე მიღალატა,და თამთასთან გაიქცა,მან იცოდა იქ,რომ იყო და მაგიტომ წავიდა იქ,თავიდანვე მოწონდა და შეიძლება... -გაჩუმდი ნინო,გაჩუმდი,მან შენ გითხრა ვინც უყვარდა და შენ ეს ვერ დააფასე და გაიგე.ერთჯერაც არ დაურეკე,რომ დაგერეკა ჩამოვიდოდა....ცრემლები წამომცვივდა. -ერთ რამეს გეტყვი...თამთას ხომ იცნობ,როგორია,თავიდანვე ეტენებოდა და ბოლოს შეიტენა მანაც,იმ გამწარებულ გულზე. ეძლეოდა და მიიღოოო.... -სასაცილოა,ერთნაირები არიან დაე ბედნიერები იყვნენ ერთად! ასე უთხარი შენს ძმაკაცსს დიდ ბედნიერებას ვუსურვებ,მთელი გულით! -ნუ ტირი რა ნინო,შენი ცრემლი პირველად ვნახე. შენი ერთი ზარი ან შეტყობინება და მიატოვებს,თამთა ფეხებზე კიდია,ერთთობა მხოლოდ მასთან და შენს სურვილს და მონატრებას იკლავსს. -დაე გაერთოს,მე არასდროს არ დავურეკავ,თამთაა ზუსტად მაგის შესაფერისი,პატიოსანი გოგო მაგას არ შეშვენის.მე გიგი მყავს,მთელი გულით შევიყვარებ,დავივიწყებ სამუდამოდ ალექსანდრე ნაკაშიძეს. თემო უნდა წავიდე.. -კარგი,გაგიყვან მანქაბით ვარ...არ მინდა ფეხით მირჩევნია. რაც გითხარი უთხარი მეთქი მხოლოდ ის უთხარი და არა ის რაც ჩვენს მეგობრობას გაავანდე. -შეხვედრამდე და დაფიქრდი,იმას იქ ნუ ტანჯავ და შენს თავს აქ. წამოვედი და ცრემლებმა გზა მონახეს ვტიროდი და მეწვოდა მთელი გული...რატომ?სხვა ყოფილიყო ოღონდ თამთა არაა,თამთა არაა,არაა!!! ბოლოს ვიყვირე და ეკლესიის წინ მუხლებზე დავეცი.არა,თამთა,არა...წამოდგომა გამიჭირდა,მაგრამ წამოვდექი და მივედი სახლში..მეორე დღეს ისევ სამუშაო დღეები დღეებს მიყვებოდა მე მტკიოდა უმისობა.რამდენიმე დღეში ჩემი ძმის დაბადების დღე მოდიაოდა...გრანდიოზული მინდოდა რაღაც..რესტორანი დავჯავშნე,ახლობლები,მეგობრები,მისი ძმაკაცები დავპატიჟე...ჩემი ბიჭი 18 წლის ხდებოდა...შევიკრიბეთ რესტორანში,სულ არ მეხალისებოდა არაფერი,მაგრამ ნიკო ამას ნამდვილად იმსახურებდა,საუკეთესო ძმა იყო...მისი და დედის გარდა არავინ გამაჩნდა ამ ქვეყანაზე. დედას და ნიკოს,რომ სევხედე გული შემეკუმსა,მამა არ იყო,როგორ მენატრებოდა.დედაჩემი უაზადო სილამაზის ქალი იყო,შენ გევხარო მეუბნებიან,მაგრამ დედა სხვაა,უწკნობი სილამაზის და უკვდავი სულის პატრონია. ნიკო და დედა საუკეთესო მეგობრები არიან,მე და მამა ვიყავით,მაგრამ... მივხვდი მამა,დედა,ნიკო,ოჯახი....და ალექსანდრე,როგორ მტკიოდა,ბარისკენ წავედი ორმაგი ვისკი გადავკარი და დედას და ნიკოს შესახვდრად გავეშურე.... სტუმრები მივიღეთ....ჩემი ძმა აცუიმციმებული თვალებით მიყურებდა და მადლობას მიხდიდა...საჩუქრების დროც დადგა...დედამ ოქროს საატი აჩუქა,ულამაზესი იყო,მე სემსურდა და როგორც ბავშვობასი ვითომ გავიბუსე და დედას მივეკარი...დეე,მეე? ამაზე ყველას გაეცინა,დარბაზში ატყდა სიცილი...ოხ ნინია,შენ ჩემი გამოუსწორებელი ეგოისტი ხარ,ხელში მედალიონი ჩამიდო,შენი დაბადების დღე არ არის,მაგრამ ვიცოდი შენი გულის ამბავი და...სიხარულით შევკივლე და მაგრად ვაკოცე,ნიკოც მოგვეხვია,ორივეს ვიგრძენი კიდევ ერთჯერ ჩემი ოჯახის და დედაჩემის ძაალა,სიყვარული,სიამაყე და ღირებულება. ავედი მიკროფონთან და... ახლა კი ჩემი საჩუქრის დროც დადგა...განაკი რა უნდა ვაჩუქო ჩემს ძმას მე ჩემს გულზე,მეტი?! მე დღეს კიდევ ერთჯერ დავრწმუნდი,რომ მსოფლიოში საუკეთესო დედა და ძმა მყავს. დღეს ჩემი დავადების დღე არ არის,მაგრამ დედას მაინც აქვს საჩუქარი ჩემთვის,იმიტომ რომ მიცნობს,რა ეგოისტიც ვარ. მინდა სულ ასეთი ბედნიერები ვიყოთ,გვეყო ცრემლი. მე დღეს მაკლია ადამიანები,რომლებიც ყველაფერს მერჩივნენ ადრე. მამა და ჩემი უფროსი ძმა,მამა მარცხენა მხარზე მაზის ანგელოზის სახით,ხოლო ჩემი ძმა მარჯვენა მხარზე,ასე მითხრა დედამ და დღემდე მჯერა,ღამტ ვედავ მათ მხოლოდ ღამით ხაზე ვარსკვლაბის სახით....მათი დიადემა დღესაც ბრწყინავს,რამ მე მაამაყებს უფრო და უფრო. მე მინდა დედაჩემის ნახევარი ქალი მაინც ვიყო.ჩემი ნიკოლოზი საუკეთესო შვილი და ძმაა.მე მას ისეთს ვერაფერს ვაჩუქებ,მაგრამ ვეცდები რაღაც ისეთი გავუკეთო რაც გაახარებს. ამიტომ ყველა ეზოში ნიკა შენ კი თვალები უნდა აგიხვიო და ისე გამოხვალ გარეთ. დედაჩემმა მკითხარა საჩუქარიაო? -შეიძლება გული გაუსკდეს დედა,გაგიჟდება სიხარულისგან,ნახე მისი ხმა დააყრუებს ყველაფერს.და შუბლზე ვაკოცე დედას. გიგიმ მანიშნა ყველაფერი მზად არისო თვალით. ნიკა გარეთ გავიყვანე თვალების გახელის ნება მივეცი და მისმა ხმა დააყრუა ეზოოო. -ღმერთო ჩემოოოოოო!!! აუ ჩემი!!!....ღმერთო არ არსებობს...ჩემია ეს მანქანა ჩემია ნინუცა? -კი შენია,ეს ლექსუსის ახალტახალი ბოლო მოდელი ჯიპი შენია,ხმამაღლა დავუძახე ნიკას,რომელიც მანქანას კრუგებს არტყავდა,ყვიროდა და ხტუნაობდა... -აუ სერიაც ნახეთ რა.... ''NI 777 KA''!! -ყველაზე,მაგარი დახარ ნინი,ყველაზე ძაალიან მიყვარხარ,ოქრო ხარ,იცოდი რაც გამიხარდებოდა და ამისრულე ოცნება და ჩემსკენ გამოექნა ნიკო,ვიცოდი მაგის გიჟობების ამბავი და დედას ამოვეფარე მიშველემეთქი!!! მომვარდა და ხელში მაფრიალებდა,კინაღამ მომკლა,მე რომ დამანება როგორც იყო თავი და ცოცხალ-მკვდარი დამსვა ძირს დედას მივარდა,სენ იცოდიო? დედამ არაო... -რა გინდოდა გოგო ჩემი სიკვდილი? რატომ არ მითხარი ადრე,თან მკოცნიდა... -უბრალოდ ასე იყო საჭირო,ჩემს უსიმაპატიურეს ძმას ეს ჯიპი შეშვენის! -საუკეთესო ხარ,საუკეთესოთა შორის,მიყვარხარ ნინია. -მეც.გული სიხარულით მევსებოდა ნიკოს ასე ბედნიერს რომ ვხედავდი. დედამ მკითხა ამდენი როგორ მოახერხეო,უბრალო მანქანას კიდევ იყიდიდი,მაგრამ ამას ცოტა ფული არ უნდა ნამდვილად? თან არც ჩემთვის გითხოვიაა ფული?!... -მთელი ერთი წლის ხელფასი არ ამიღია,მერე პატარა სესხიც ბანკიდან და ნიკო გავახარე,შენ იმიტომ არ გთხოვე,რომ მე მინდოდა გამეკეთებია ეს. შენც მაგიტომ გთხოვე არ უყიდო მანქანათქოო. -ჩემი ეშმაკუნა ხარ შენ.ნაგრად ჩამიკრა დედამ გულში და მაკოცა. შენ ყველაფერი მოკიელი,შენთვის არ იყიდე მანქანა და ნიკოლოზს უყიდე,მემაყები დეე... ეს პირველი მეამაყები იყო დედასგან და ცრემლები წამომივიდა. -რა გჭირს გედენიძის ამაყო ქალო ტირი?დამცინა დედამ. -ხო!!! და ჩავეხუტე. *** დღები გადიოდა ჩემი ლონდონში გამგზავრების დღეც მოახლოვდა,ხვალ მივფრინავდი.გიგის არ ვემეტებოდი,მაგრამ....საუკეთესო ადამიანი იყო გიგი,მეცოდებოდა და თავი მძულდა მერომ ისე არ მიყვარდა როგორც იმსახურებდა. ყველას დავემშვიდობე აეროპორტში არავინ არ გავიყოლე..არ მიყვარს გამომშვიდობება. ბარგი ჩავაბარე და სადაც იყო თვითრმფრიანავში უნდა ავსულიყავი და ტელეფონი უნდა გამომერთო,რო უცხო ნომერმა დარეკა. -გისმენთ. -ნინო გედენიძე ხართ? -დიახ. -მე გლდანი-ნაძალადევის რაიონის საპატრულო პოლიციის განყოფილების უროსი,გელა მანველაშვილი ვარ. ნიკოლოზ გედენიძე თქვენი ძმაა ხომ?და ლექსუსი შავი ჯიპი ''ნი 777 კა'' თქვენზეა გაფორმებული? -დიახ. -თქვენი ძმა ავარიაში მოყვა,ძაალიან მძიმედააა...მე მარტო ეს გავიგე...რესპუბლიკულისკენ ავიღე გეზი,ექთანმა ოპერაციაზეა შეყვანილი და არ ვიცით,როდის დამთავრდებაო,ერთს გირჩევ ყველა ახლობელი მოვიდეს და ნახოს გადარჩენის შანსი მხოლოდ 10%-იაო. არ ვტიროდი,ურალოდ ვხვდებოდი,რომ ვკარგავდი ერთადერთ ნათელს ჩემს ცხოვრებაში,ჩემი ბრალი იყო მე რომ არ მეყიდა ეს მანქანა...ცემი ნიკო,ნუთუ შეიძლებოდა,რომ აღარ ყოფილიყო ჩემთან,აღარ გაეცინა აღარ ვეწვალებიე,ჩემი ნიკო... დედასთან წავედი ქუთაისში,სახლში იყო,ეომ დამინახა გაოცდა... -აქ რა გინდა ნინია? -გადავიფიქრე წასვლა.როგორ ხარ? -დედა რაღაც არ ვარ კარგად,გული ცუდს მიგრძნობს,ნიკასაც ვერ ვუკავშირდები,ნიკამ ჩამოგიყვანა? -არა,კარგადაა ნუღალავა ველაპარაკე აეროპორტიდან რომ გამოვედი.თავს ძლივს ვიკავებდი,რომ არ მეტირა. -დე,მიშა ძია ძაალიან ცუდადაა და სისხლი ჭირდებათ,გთხოვ წამო გადავუსხათ,მისი ჯგუფის სიხლი გაქვს. -კარგი,ახლავე წავიდეთ.რა მოუვიდა ბატონ მიხეილს? -დედა,მერე ვილაპარაკოთ რა,ისედაც ცუდად ვარ. თბილისამდე ხმა არ გაგვიღია არცერთს.რესპუბლიკულის წინ დედაჩემს ვუთხარი. -დედა ვიცი გაგიჭირდება იმის მოსმენა რასაც გეტყვი,მაგრამ მე დამნაშავე ვარ,მე რომ არა ეს არ მოხდებოდა,ოდესმე მაპატიებ რამე რომ ცუდი მოხდეს,მაპატიებ დეე? -ნინო რა მოხდა?მშვიდა იდგა დედაჩემი თითქოს გრძნობდა და იცოდა ყოველივე. -დე ჩემი პატარა ნიკო ვერ დავიცავი,მევე მოვუსწრაფე სიცოცხლე დე ნიკო ავარიაში მოყვა და ძაალიან ცუდადა მაპატიებ დე ოდესმე,მე რომ მანქანა არ მეყიდა... -გაჩუმდი ნინო,გაჩუმდი თავს ნუ იდანაშაულებ.შენი ბრალი არაა,ეს ღვთის ნებაა იყო. ვიცოდი დედაჩემს ეს ვითომ მოჩვენებითი სიმშვიდე რადაც უჯდებოდა.საფეხურები სწრაფად აირა დედამ მეც უკან მივყვებოდი. ვიცოდი ნიკა როგორ უყვარდა დედას,დედას ფავორიტი იყო სითბოში,მე კი მამასი. საუკეთესო მეგობრები იყვნენ,ვიცოდი დედაჩემის ტკივილი,ისედაც ნატანჯ ქალს ახლა მეორე შვილი ერთმეოდა ხელიდან ისევ ავარიით და ისევ მანქანით,გიორგი რომ გაფრინდა ჩვენგან მაშინ დედა კინაღამ მოკვდა,მამაც ახალი მკვდარი იყო.გიორგი ცოცხლად დაგვმარხა მთელი ოჯახი. ახლა ნიკა,ნიკას სიკვდილს ვერ გადაიტანდა დედა ვიცოდი,და ვრჩებოდი სრულიად მარტო ამ ტიალ დედამიწაზე. ექიმმა დესა უთხრა,ბოდიშს გიხდით ქალბატონო,მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია მისთვის,სასიკვდილოდ მენანება ასეთი ლამაზი ვაჟკაცი. კომაშია,ახლა მასზე დამოკიდებული გადარჩება თუ არა,მხოლოდ მასზე!ეს თქვა და დედა ჩაიკეცა და ძირს დაეცა უგონოდ. ინფაქტი აქვსო და ისიც კომაში იყო,არავინ იცოდა ისც გადარჩებოდა თუ არა. ბიზაჩემი მომვარდა და... -შენი ბრალია,შენი...მანქანა აი,შენი მანქანა,ნიკა კვდება და ჩემი დაც იცოდი ცემი და ვერ გადაიტანდა ნიკას ამბავს,იცოდი...სენ ორი ადამიანის მკვლელი ხარ იცოდე,ორი ადამიანის,სენ მკვლელი ხარ,ნინო გედენიძევ და სახეზე თბილი სიტხე ვიგრძენი,ბიძაჩემმა გამარტყა და ტუჩი გამისკდა. ყველამ მიმატოვა,ყველა მკვლელს მეძახდა,მარტო მიშა ბიძია იყო ჩემს გვერდით.გიგიც საზღვარგარეთ საქმიანი მისიით გაფრენილა.ტირილში გავატარე მთელი ღამე.არცერთის სანახავად არ მიშვებდნე. ყველა მხრიდან ''მკვლელი ხარ'' მესმოდა. ღამე მძულდა სულ მარტო ვრჩებოდი,სულ მარტო. სამლოცველოში მუხლებზე დავშვი და ლოცვა უნდა დამეწყო როდესაც თბილი ხელი ვიგრძენი მხარზე და ნაცნობი სურნელი. ეს ნისანი იყო იმის,რომ მე ვირაც მედგა გვერდში და მე მარტო აღარ ვიყავი. ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის,გუშინ ვეღარ დავდე და სამაგიეროდ დღეს დაგიდეთ უდიდესი თავი. იმედია ისიამოვნებთ. ძაალიან გამიჭირდა გრძნობების გადმოცემა და ამიტომ ცოტა ზერელედ დავწერე ის მწარე წუთები რაც ნინოს ოჯახმა გაიარა. ველი თქვენს შეფასებებს და კომენტარებს,თქვენი თითეული კომენტარი ჩემთვის იმის მანიშნებელია,რომ არ შევწყვიტო წერა. ბოდიშს გიხდით ასევე შეცდომებისთვის,ვერარ მოვახერხე გადახედვა. ისიამოვნეთ და ველი კომენტარებს ჩემო თბილებო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.