სკოლა ბავშვების წესებით: თინეიჯერთა ცხოვრება და პრობლემები (5)
-მე გავყვები მარის_თქვა ელენემ და უკან აედევნა. მისი გასვლისთანავე ნინა შემოვარდა და ბავშვების მაგიდას მოუჯდა. -რა ქენი?_ერთდროულად იკითხა ყველამ -არაფერი...მთელი ოთახი გადავაბრუნე ,მაგრამ ვერაფერი ვიპოვე -ოთახში არ შეინახავდა_თავი გააქნია ლუკამ -ელენე დავინახე გარბოდა. მოხდა რამე? -საიტზე არ შეგიხედავს?_ჰკითხა ნინიმ -არა მოიცა ვნახო _ტელეფონი ამოაძრო ნინამ და სასწრაფოდ გახსნა გვერდი. გაოცებისგან პირი ღია დარჩა_რაა? -რაღაც გაუგებრობაა დარწმუნებული ვარ_თავდაჯერებულმა წარმოთქვა ლუკამ._ახლავე დაჩის მოვნახავ და გავარკვევ. -მე ვინ გამარკვევს იმაში რა ხდება? რატომ ხართ ასე შეშფოთებულები? _ყველაფრის ახსნა მოითხოვა ნინამ -ნინი აგიხსნის_მოაძახა ლუკამ და ისიც გაქრა კაფეტერიიდან. ნინიმ მოყოლა დაიწყო , მაგრამ მთავარ ამბავზე სანამ გადავიდოდა კარი ლევანმა შემოაღო და წამოდიო დაუძახა. ნინა იძულებული გახდა ეს ამბავი სხვა დროს მოესმინა. -რა ხდება ნინი სად დამეკარგე? ხომ კარგად ხართ?_გაბრაზებულმა იკითხა ლევანმა -მაპატიე გთხოვ რაღაც პრობლემა გვაქვს ... -ვის აქვს პრობლემა? -ჩვენ ყველას ...ხუთივეს... -მითხარი იქნებ დაგეხმაროთ -არ შემიძლია ეს მხოლოდ ჩვენ გვეხება...ძალიან ვწუხვარ ლევან ... -კარგი რა ნინი ...რაც შენ გეხება ის მეც მეხება. აბა ჩვენს ერთად ყოფნას რა აზრი აქვს თუ შენს პრობლემებს არ გამიმხელ? -გეფიცები ,რომ შემეძლოს გეტყოდი _ ხმა დაუწვრილდა გოგონას -რამე სერიოზულია?_ ტონი შეარბილა ლევანმაც -ჯერ არ ვიცი. გავარკვევ ბიჭებთან და ვნახოთ იქნებ გაგიმხილო კიდევაც . -დაჩიზე და დიანაზე ვნახე სიახლე. -ეგ ამ პრობლემის ნაწილია. მაპატიე წავალ იქნებ რამე მოვაგვარო. თან ირაკლი მოდის და მაგის თავი არ მაქვს. -ნინი... -ჰო... -გავიგე შენი ძმა ჩამოსულა -კი აქ არის თამაში აქვს შაბათს. შეიძლება ერთად წავიდეთ..ხომ გეცლება? -მგონი კი ნინიმ აკოცა და დერეფანში გაიქცა. წინა გაკვეტილის წიგნები მაგიდაზე დაყარა და ახლები აიღო. ელენე ის იყო საკლასო ოთახს მიუახლოვდა ,რომ მეათეკლასელი ქეთი მოადგა და სალაპარაკო მაქვსო გამოუცხადა. -რა გინდა ქეთი ზარი რომ დაირეკა არ გაგიგონია? მეჩქარება თან ირაკლის გაკვეთილი გვაქვს. -რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა. -კარგი მითხარი სანამ მოვიდა... -აქ არა სხვაგან. წამოდი..._ხელი სტაცა და წაათრია -სად მიგყავარ გაგიჟდი? -სააბაზანოში რაღაც უნდა განახო. -მომკლავს ირაკლი_შეეწინააღმდეგა ,მაგრამ ხელი მაინც ვერ გააშვებინა. ნინი მერხზე დაჯდა და ნინას თვალი ჩაუკრა . მერე ლევანს გახედა ,რომელსაც თავი მისკენ ქონდა მოტრიალებული მიუხედავად იმისა ,რომ ანანო დაუფარავად ეჩხირებოდა თვალში. ირაკლიმ მერხებს შორის ჩამოიარა და ელენეს ადგილზე შეჩერდა. მერე დიანას ადგილისკენ შეტრიალდა სადაც არავინ იჯდა. არც დაჩი იყო. -დღევანდელი ვარსკვლავები არ ჩანან ? ხმა არავის ამოუღია -როგორც ჩანს ჯავახიშვილმაც უარგვყო. _ნინის შეპასუხება უნდოდა,მაგრამ თავი შეიკავა. ირაკლი კიდევ დიდხანს აპირებდა დამცინავი კომენტარების გაგრძელებას ,მაგრამ კარი მდივანმა ნანამ შემოაღო. -დაჩი და დიანა... -არ ბრძანდებიან_მიანისნა მათ ადგილებზე ირაკლიმ. -ვინმემ იცის სად შეიძლება იყვნენ? -შეიძლება დავურეკო?_იკითხა ლუკამ -დარეკეთ ლუკამ ნომერი აკრიფა და დაჩის დაურეკა. მან რამდენიმე ზუმერის მერე უპასუხა. -გისმენ ლუკა - აქ ქალბატონი ნანაა და გეძებთ -დიანასთან საქმეებს ვაგვარებ -გადაეცი ,რომ ორივე სასწრაფოდ გამოცხადდეს დირექციიაში. ზუსტად ათი წუთი აქვთ ..._ქალმა კარი გაიხურა და გაქრა -გავიგონე_ჩასძახა დაჩიმ და ტელეფონი გათიშა -ვინ იყო ?დაიგრიხა დიანა -ლუკა და დირექციაში გვიბარებენ ორივეს. -რატომ? -წარმოდგენა არ მაქვს ,მაგრამ თუ ესეც შენი ხრიკება იცოდე ვერ გადამირჩები -ჰოჰ ..._ხმა დაიწვრილა დიანამ -იცოდე ამას არ შეგარჩენ და კიდევ ერთხელ თუ მაკოცებ დავივიწყებ ,რომ გოგო ხარ. დირექციაში შევხვდებით_მხარი გაჰკრა დიანას და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. -ვნახოთ ვისი აჯობებს. მაინც გამოგააშკარავებთ ხუთივეს._თვალები დააკვესა დიანამ და დირექციისკენ აიღო გეზი. თემური უკვე სულმოუთქმელად ელოდა წყვილის გამოჩენას. მდივანი ნანა თავზე ადგა და ყველანაირად ცდილობდა მის წაქეზებას. -სათანადოდ უნდა დასაჯოთ...რა უმსგავსობაა...დღისით ...მზისით სკოლის კედლებში...სასწავლო დაწესებულებაში...ღმერთო სად იზრდებიან ეს ბავშვები?_მთელს აღშფოთებას აქსოვდა ქალიი თავის ნათქვამში -ყველაფერი მშობლების ბრალია. უნდათ შვილები აღვუზარდოთ. ყველაფერი ვასწავლოთ და იმის მაგივრად ,რომ ამ ყოველივეში ხელი შეგვიწყონ შვილებზე უარესად წირვეულობენ. ბავშვების ჭკუაზე დადიან...პირველსავე დაძახებაზე თავქუდმოგლეჯილი გამორბიან. _ხელებს აქნევდა კაცი -გატტუცებული...განებივრებული ლაწირაკები...თავი სად ჰგონიათ მაინც? კარზე კაკუნი გაისმა. -მობრძანდით_მიეგება ნანა -შეიძლება?_იკითხა დაჩიმ. დირექტორმა ხელით ანიშნა შემოდიო. რამდენიმე წამში დიანაც მოჰყვა. -რა დავაშავეთ?_იკითხა უტაქტოდ მან -აი ეს დააშავეთ_ლეპტოპი მათკენ მოაბრუნა და დაელოდა ბავშვები რას ეტყოდნენ. -თქვენ არასწორად გაიგეთ_თავის მარტლება სცადა დაჩიმ - უკაცრავად მე მეშლება თუ დღისით ,მზისით ყველას დასანახად სცენები გამართეთ ეზოში? -როგორც ჩანს ჩვენი სკოლის განაწესი წაკითხული არ აქვთ _დაამატა ნანამ_ყოველი შემთხვევისთვის ორი თაბახი ამოვბეჭდე ,რომ თავიდან გაეცნოთ. -მშვენივრად ვიცი სკოლის განაწესი და ჩვენ არაფერი დაგვიშავებია. ეს უბრალო გაუგებრობა იყო. ჩენთვისაც მოულოდნელი. _განაგრძო დაჩიმ -რა მოულოდნელი? დაგვცინით?_ხმას აუწია თემურმა -არაფრის გამო ამდენი პანიკა რა საჭიროა?_აყვა დიანა -ეს სკოლაა დარჩია. -გასაგებია,მაგრამ არაფერი დაგვიშავებია -ვერ გამიგია ყოველთვის თქვენ და თქვენი სამეგობრო რატომ ეხვევით შარში და ყოველთვის თქვენზე რატომ მაქვს საუბარი.ხომ იცით რომ სკოლის უკან ეზოს გამოყენება არ შეგიძლიათ? რას აკეთებდით იქ? -ჩვენ უბრალოდ ..._თავი ვეღარ მოაბა დიანამ -შეგიძლიათ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები სკოლის გარეთ განაგრძოთ. -რაა? -ერთი კვირით გარიცხულები ხართ. ეს უსამართლობაა_დაიყვირა ორივემ -ბრძანებას ხელი უკვე მოვაწერე. შიდაგანაწესთან ერთად შეგიძლიათ ესეც გადაიკითხოთ. -ჰო მაგრამ... -ქალბატონი ნანა თქვენს მშობლებს უკვე ესაუბრა. სადაცაა მოვლენ. მოემზადეთ სახლში წასასვლელად. მსგავსი რამ თუ ისევ განმეორდება საბოლოოდ გაირიცხებით. ახლა კი გთხოვთ თქვენს ოთახებში დაბრუნდეთ. _ ხელი გაიშვირა კარისკენ თემურმა. ბავშვები იძულებულნი გახდნენ დამორჩილებოდნენ -ხედავ რა ჩაიდინე?_დაუყვირა გარეთ გასულმა დაჩიმ -ფეხებზე ეს გარიცხვა. მაინც გავიგებ რას მალავთ. ამჯერად აქედან შორს. მთავარია მშობლებს გადავურჩე. _დაჩიმ სიბრაზისგან კარი გაიჯახუნა და გავიდა. მალევე წავიდა დიანაც . საპირფარეშოს კარი შეგლიჯა და შევიდა. ნიჟარაზე შემოდგა და ხელი სარკის უკან გადაყო,მაგრამ იქ სიცარიელე დაუხვდა. ტელეფონი ამოიღო და ჩაანათა,მაგრამ ამაოდ იქ არაფერი იყო. -ამას ხომ არ ეძებ?_კარი შემოაღო ელენემ და გაუღიმა -როგორ მიაგენი შე გველო ?_თვალები აენთო დიანას -კეთილი ადამიანების დახმარებით. -მოგკლავ ..._მისკენ გაიწია დიანამ -გინდა დაგიბრუნო? შენთვის საინტერესო შიგნით უკვე აღარაფერია.თუ გინდა გაჩუქებ... -ამას არ შეგარჩენ იცოდე. ახლა გამრიცხეს ,მაგრამ დავბრუნდები და სამაგიეროს გადაგიხდი. -გაგრიცხეს?_შეიცხადა ელენემ -სხვათაშორის შენი ძმაკაციც,მაგრამ არაუშავს. ერთი კვირა მალე გავა. უფლებას არავის მივცემ დამცინოს... -ყოველთვის ასე იმუქრები,მაგრამ რა? არც არაფერი. ნამდვილი იდიოტი ხარ. მოუნდა გოგოს გამომძიებლობა. -ეს ამბავი ამით არ დასრულდება იცოდე... -ჭკვიანი ადამიანი მტრებსაც ჭკვიანურად ირჩევს. თუმცა შენ და ჭკუა ერთად რა მოსატანი ხართ._გადაიხარხარა ელენემ და მარტო დატოვა. დიანამ სიბრაზისგან კედელს კრა წიხლი. მარი და ნინი ოთახში ისხდნენ და საუბრობდნენ. მარი ტანსაცმელს კეცავდა და თაროზე ალაგებდა. მხოლოდ ნინი ყვეებოდა როგორ გაიგო ელენემ დაკარგული ნივთის ადგილსამყოფელი. მარის მხოლოდ დაჩიზე ეფიქრებოდა. უკვე იცოდა ,რომ ერთი კვირიტ გარიცხეს. სასჯელით სიბრაზეს იკმაყოფილებდა და თანნ ეცოდებოდა. იცოდა მსობლები ძალიან გაუბრაზდებოდნენ. ნინი საუბარს არ წყვეტდა ,მაგრამ ამ დრო დაჩი შემოვარდა და მარის მიახალა სალაპარაკო მაქვსო. -გაგიჟდი ბიჭო? ჯერ ერთი სასჯელი არ მოგიხდია და მეორე გინდა აიკიდო?_მიაყვირა ნინიმ -ნიი გთხოვ დადექი კართან და თუ ვინმე წამოვა მანიშნე. მარისთან საქმე მაქვს -წადი დაჩი ამის გამო არ ღირს ასე გარისკვა. -არა უნდა ვისაუბროთ. გთხოვ ნინი. _ისიც გავიდა ოთახიდან -რა გინდა მითხარი... -უბრალოდ მინდა იცოდე ,რომ არაფერი მომხდარა. ის რაც ფოტოზე ნახე მხოლოდ ტყუილია... -დაცი მე და შენ მეგობრები ვართ და მეტი არაფერი. რატომ თვლი საკუთარ თავს ვალდებულად ,რომ ამიხსნა... -იცი ამას რატომაც ვაკეთებ მარ...უბრალოდ მინდოდა მოგესმინა ჩემთვის -უბრალოდ ვერ დავიჯერე ,რომ შენ და დიანა....საოცრებაა. -კარგი რა არ იცოდე მაინც როგორ ვერ ვიტან ..._მარიმ მხრები აიჩეჩა. -კარგი რა...შეევედრა დაჩი... -წადი თორემ ისევ შარში გაეხვევი -მოდით რა ამ შაბათ კვირას ჩემთან...ყველანი მოდით კარგი? -ვნახოთ ვეტყვი ბავშვებს. -კარგი წავედი. აბა ერთი კვირით გემშვიდობები. _მოეხვია დაჩიმ და ლოყაზე აკოცა. -ჭკვიანად იცოდე_თითი დაუქნია მარიმ დაჩიმ ის იყო კარი გამოიხურა და ნინის უნდა დამშვიდობებოდა,რომ ირაკლიმ ჩამოიარა. -აქ რას აკეთებ? შენ გარიცხვაც არ გშველის? ეს გოგონების მხარეა -რაღაც სასწაულებს რატომ წარმოიდგენ ხოლმე?_შეუტია ირაკლის -ზრდილობიანად მელაპარაკე შენი მასწავლებელი ვარ. - ხოდა მოეშვი ჩემთან ცინიკურად საუბარს თუ რამე პრობლემა გაქვს ისე გავარკვიოთ. აქ შენი მზერის არავის ეშინია. -ტყუილს არ ვამბობდი როცა ვიძახდი,რომ მეტისმეტად ხართ გათავხედებულები. -რა ჯანდაბა ხდება აქ? რატომაა ყოველთვის ამ კართან ერთი ამბავი?_ თითი გაიშვირა ნინის საძინებლისკენ დირექტორმა -მოსთხოვეთ აგვიხსნას რას აკეთებს ეს ვაჟბატონი გოგონების მხარეს. -დაჩი? შენ არ გაგრიცხე დღეს? არაფერი არ გშველის ხომ ? -პანიკას ნუ ქმნით დირექტორო არაფერი დამიშავებია. -სულ მაგას რატომ გაიძახით ყველანი. ამწუთას აქ რომ ხართ უკვე დანაშაულია. -უკვე მივდივარ_განაგრძო დაჩიმ -არაფერი მომხდარა ბატონო დირექტორო _ ხმა ამოიღო ნინიმ_ დაცის უბრალოდ ... -რა უბრალოდ წიკლაურო?_ თვალები დაქაჩა ირაკლიმ -ელენეს დაცის აიპედი აქვს და მის წასაღებად მოვიდა. -სად არის ის ზემოთ ხსენებული აიპედი ?_გამომცდელად იკითხა ირაკლიმ და დაჩის ხელები შეათვალიერა. დირექტორმაც იგივე გააკეთა. -ელენე ოთახში არ დაუხვდა და უკვე მიდიოდა. მას ეგონა ,რომ ელენე აქ იყო... -სად არის ჯავახიშვილი?_ლამის განწირული ხმით იყვირა თემურმა. -სადაცაა მოვა_თქვა ნინიმ კარზე ყურმოდებულმა მარის მსწრაფად მისწერა ელენეს დროზე აიპედი მოუტანე დაჩისო. გოგონა ერთ წუთში იქ გაჩნდა. -დაჩი მაპატიე მე ქვემოთ გეძებდი_მოირბინა ელენემ და ნივთი გაუწოდა -ყველაფერი წამოიღეთ რაც ამ ოთახში გქონდათ დარჩენილი?_ცინიკურად იკითხა დირექტორმა . დაჩიმ თავი დააქნია და კაცს უკან გაჰყვა. -მეეჭვება ყველაფერი წაეღო . კიდევ დარჩა რაღაცეები. მაგალითად თქვენი მესამე დაქალი. - ეს თქვენი საქმე არ არის _ ჩაილაპარაკა ელენემ და საძინებლის კარი მოხურა. -ელენე მოყევი აიპედი როგორ იპოვე თორემ გამისკდა გული_მიახალა ნინიმ -მეათეკლასელი ქეთი ხომ იცი არა? -კი_ერთხმად თქვა ორივემ -მაგას დაუნახავს როგორ დამალა სარკის უკან საპირფარეშოში. -და რა იცოდა ,რომ ჩვენი იყო? -თავის თავს ელაპარაკებოდა თურმე ქალბატონი -და ინფორმაციის სანაცვლოდ რა უნდა? -რავიცი არაფერი მოუთხოვია და... -უცნაური არაა? -თუ რამე მერე საცუქარს ვუყიდი ...სიმბოლურად... -თქვენ უფრო მაგარი რამ არ იცით... -რა არ ვიცით?_დაინტერესდა მარიც -ისიც გავიგე ფოტო ვინ ატვირთა -ვინ? -ლილიმ -რაა? -გამწარებულია დაჩიზე და დიანაზეც ხოდა... ქეთიმ მითხრა დავინახე წერილი ლილიმ როგორ მისცა დიანასო. -ხედავ რეები ხდება? სკოლა კი არა არც ვიცი რა დავარქვა ამ ადგილს. ელენე საწოლზე დაეცა და თვალები დახუჭა. დარლილობისგან მალევე ჩაეძინა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.