შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი (11.ნაწილი პირველი)


19-08-2015, 12:08
ავტორი Linna
ნანახია 3 669

თორნიკეს წასვლის შემდეგ, ქვემოთ ჩავედი და მამასთან ერთად ვისაუზმე.. არ გვისაუბრია, მამას არ უყვარს, როცა ჭამის დროს ვლაპარაკობ.. ბავშვობიდანვე მიმაჩვია სუფრასთან ჩუმად ყოფნას.
-მორჩი?
ვკითხე, როცა მაგიდიდან წამოდგა. თავი დამიქნია და გამიღიმა. მეც წამოვდექი, თეფშები ავიღე და სამზარეულოში გავიტანე. მამა ღიმილით მაკვირდებოდა, უყვარდა, როცა მისი მითითების გარეშე ვალაგებდი.
-დღეს სადმე აპირებ წასვლას?
წვეულება ახსოვდა.
-არა.
ღიმილით ვუპასუხე და საპურეც ავიღე მაგიდიდან.
-ძალიან კარგი. დღეს ღამის ცვლაში ვარ და გამთენიისას მოვალ სახლში.
სახეზე მომეფერა და გაზეთი აიღო.. ტელევიზორის წინ სავარძელში ჩაჯდა.. მაკას იქაურობის მილაგებაში დავეხმარე და მამასთან აგედი. მის გვერდით, დიდ სავარძელზე მოვკალათდი.
-თუ გინდა გადი, გაისეირნე.
მივხვდი, ის ფაქტი აწუხებდა ასე ჩაკეტილი რომ ვყავდი.
-არა მამა, არ მინდა.
გავუღიმე.
-საყიდლებზე გადი მეგობრებთან ერთად.
გულის ჯიბიდან საფულე ამოიღო და რამდენიმე ასდოლარიანი მომაწოდა.
-არ მინდა მამა, მადლობა.
გავუღიმე, ფული არ გამომირთმევია.
-ან, არ მინდა სულ სახლში იჯდე.მაგრამ არც ის მინდა, რომ ნინისნაირ ახალგაზრდებთან იმეგობრო..
-მა, რამდენჯერ შეიძლება ვილაპარაკოთ ნინიზე? ხო აგიხსენით, არარის სიეთი, როგორიც შენ და მაკას გგონიათ..
-აჰ, და მაგიტომ იყო პოლიციის განყოფილებაში სამჯერ? მეტჯერ თუ არა.
-მამა, უბრალო გაუგებრობა იყო !!
ხმის ტონს ორუვემ ვუმატეთ, გამიკვირდა, როცა მამამ ხმა დაამშვიდა.
-არ მინდა ვიჩხუბოთ.
შეწუხებული სახით მითხრა.
-არც მე.
დავნებდი.
-მაშინ გთხოვ, გამომართვი ეს ფული და საყიდლებზე წადი ისეთ გოგონებთან, როგორებიცაა: სალომე, დიანა, ბარბარე..
სახე მომეშხამა.. ამ სამ გოგოს ვერ ვიტანდი!
-მამა, ხომ გითხარი, რომ არ მსიამოვნებს მათთან ერთად ყოფნა.
-ანასტასია! ვერ ვხვდები ვერაფერს! არ მოგწონს წესიერად აღზრდილ გოგონებთან ურთიერთობა და ვიღაც ქუჩის გოგოს დასდევ კუდში !!
ამ სიტყვებზე საშინლად მომეშალა ნერვები.. სავარძლიდან წამოვხტი და დავუყვირე:
-ჯერ ერთი, ნინი კიარა, ის სამი ა ქუჩის გოგო !! მერე მეორე, ნინი ერთადერთი ადამიანია მთელს სკოლაში, რომელიც არ პირფერობს !!
მამას სახე გაუწითლდა.. გავიაზრე რა ვთქვი რამდენიმე წამის წინ.. ნამდვილად არ უნდა გამომეყენებინა.
-ანასტასია, დროზე ადი ოთახში! იქედან გამოსული არ დაგინახო!
-ვერც დამინახავ !!
ვიღრიალე და კიბეებზე ავვარდი. ჯანდაბა, ისევ ვიჩხუბეთ.
კარები მივაჯახუნე და საკეტით ჩავკეტე.. ვიცოდი, რამდენიმე წუთში მაკა ამოვიდოდა ჩემს დასამშვიდებლად, ამიტომ აიპოდი ავიღე და სიმღერებს ბოლომდე ავუწიე. ლოგინზე დავეგდე და თვალები დავხუჭე. ალბათ ნახევარი საათი გაუნძრევლად ვიწექი. შევხტი, როცა ბალიშის ქვეშ ვიბრაცია ვიგრძენი, ტელეფონი გამოვიღე.. გამეღიმა.
მინდოდა თორნიკესთვის მამაჩემთან ჩხუბის შესახებ მეთქვა, ვიცოდი, დამამშვიდებდა, მაგრამ რატომღაც ვერაფერი ვუთხარი. კარგა ხანი ვმესიჯობდით, რაღაც იდიოტობებზე მელაპარაკებოდა. თითქოს გაიგო, რომ ცუდად ვიყავი და ჩემს გამხიარულებას ცდილობდა, გამოსდიოდა კიდეც, რამდენიმე საათში საერთოდ აღარ მახსოვდა მამაჩემი.
____________________________________________________________
*თორნიკე
ნამდვილად არ ვაპირებდი წვეულებიდან ადრე წამოსვლას..ანა მოვატყუე, რამეს მოვიფიქრებდი.. ან ვეტყოდი, რომ ბიჭები არ მიშვებდნენ, ან დავთვერი. მოკლეთ, უამრავი მიზეზი არსებობს.
-ჰე, მოდიხარ?
ნიკასთან ერთად მივდიოდი..
-კი.
ბოლო ჭიქაც გადავკარი, ჩემს ძმას გავუღიმე და ნიკას მანქანაში ჩავჯექი..მოტოციკლით წასვლა არ მინდოდა, ვიცოდი გავილეწებოდი და უეჭველად გოგოსთან ერთად წამოვიდოდი.
-იმედია მართლა ისეთი იქნება, როგორიც მითხარი.
სიცილით ვუთხარი და ბოლო მესიჯი გავუგზავნე ანასტასიას.
-უი მართლა, გუშინ სად გავარდი?
თავი წამით მოაბრუნა ჩემსკენ და მერე ისევ გაიხედა.
-ანასტასიასთან
-რა გინდოდა მაგ გოგოსთან?არ გაძლევს, შეეშვი.
სიცილით მითხრა და გაზს მიაჭირა.
-მომცემს, მომცემს.
თავდაჯერებულად ვუთხარი.
-ახლა არ მითხრა, რომ მისი უცხო ხასიათის, გარეგნობის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შეგიყვარდა და გადაწყვიტე შენს ძველ ცხოვრებას თავი დაანებო. ისე, როგორც ბანალურ რომანტიკულ ფილმებშია.
გაიცინა, მეც გემრიელად გადავიხარხარე.
-არა, არა.. აქ სხვა საქმეა.
სიცილით ვუთხარი.
-ჰოო?? რაა?
დაინტერესდა.
-ბერიძე. ეს გვარი არაფერს არ გეუბნება?
ნიკა დაფიქრდა, მერე უცებ სახე აენთო.
-შაანსი არააა! არ მიტხრა რომ.ღმერთო!
-დიახთ, დიახთ.ვახტანგ ბერიძე
კმაყოფილი ღიმილით დავუქნიე თავი.
-არ მითხრა, რომ ანას გამოყენებას აპირებ მამამისის წინააღმდეგ.
-რათქმაუნდა
-გიჟი ხარ თორნიკე
სიცილით თქვა და მანქანა ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა.ხალხი უკვე მისული იყო, სიმღერებიც ხმამაღლა ისმოდა.
-მომწონს აქაურობა.
ღიმილით ვთქვი და ეზოში შევაბიჯე.ნიკა რატქმაუნდა ნინისთან მივიდა, მეკი ჩემს მორიგ გასართობს დავუწყე ძებნა.


აბა ვაკომენტარებთ ყველაა <3



№1  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 


№2  offline წევრი Drama Queen

Tavebi gazarde.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent