შენ ჩემი გახდები....(თავი 5)
ნელა წამოვდექი,მივხვდი რომ მარტო აღარ ვიქნებოდი...თვალებში ჩავხედე და მათში ვერაფერი ამოვიკითხე სიბრალულის გარდა... შიშმა და სიბრაზემ ერთად მომიცვა... -ოხ,ალექსანდრე ნაკაშიძევ,ჩამობრძანდით,მე რომ ისევ აქ ვარ საქართველოში დაგავიწყდათ?! რისთვის მოხვედი აქ,რისთვის?!!! იმიტომ,რომ შენც შემახსენო,რომ მკვლელი ვარ?!!! ნელ-ნელა ხმას ვუმატე და უკვე ვყვიროდი,რომ მე მკვლელი ვიყავი... -ხო,ალექს ნინო გედენიძე მკვლელია,მან თავის ძმა და დედა სასიკვდილოდ გაიმეტა,მკვლელი ვარ,მკვლელიიიიი!!! მიდი მითხარი,რატომ არ მეუბნები,რატომ?! მუშტები გულ-მკერდზე დავუშინე,ის კი ჩემს შეჩერებასაც კი არ ცდილობდა,თან დუმდა... -მიდი მითხარი,რატომ დუმხარ?! აი,''ჩემნაირმა ქალმა'',როგორც იმ ღამით მითხარი,ესეც ჩაიდინა,მკვლელიც გახდა,მკვლელიც.... -კმარააა! იღიალა ნაკაშიძემ. რა იყო ვეღარ მორჩი ისტერიკას?! ჰააა?! მკლავებში ხელი ჩამავლო და მაჯანჯღარებდა. იცი შენ რაებს ლაპარაკობ საერთოდ?! იციიი?! შენ სულ გააფრინეე?! შენ მკვლელი არ ხარ,არაააა!!! ვინ გითხრა,რომ მკვლელი ხარ?! ვიიინ?! შენ არავინ მოგიკლავს! ეს უფლის ნება იყო და ტყუილად ნუ იდანაშაულებ თავს! -მე მკვლელი ვარ,მკვლელიიი,მე ორი კაცი.... -გეყოფააა,ხმა აღარ ამოიღო შენ სრულ ჭკუაზე აღარ ხარ! ერთი რამ შეიგნე,რომ შენ მკვლელი არ ხარ,არააა!!!..შენ არავინ მოგიკლავს! თანაც ჯერ არავინ მომკვდარა,ისინი ჯერ კიდევ სუნთქავენ ნინ,ისევ უცემთ გული!... -ესეიგი შენ იმისთვის არ ჩამოსულხარ,რომ... -მე იმისთვის ჩამოვედი,რომ შენს გვერდით ვიყო. მარტო,რატომ ხარ ამ შუა ღამით? -ყველამ მიმატოვა სულ მარტო დავრჩი,ყველა ''მკვლელს'' მეძახის. აქ უკვე თავი ვეღარ შევიკავე და თავი მკერდზე მივადე ალექსს. -ახლა,უკვე მარტო აღარ ხარ ნიი...მე შენს გვერდით ვარ... -იცი,როგორ მტკივა,იცი ალექს?! ცრემლიანი თვალებით ავხედე. -ვიცი...მაგრამ შენ ძლიერი ხარ! შნ ყველაფერს გაუძლებ! ნუ ღელავ ღმერთმა უკვე ერთი ძმა წაგართვა ავარიით და ნიკასაც აღარ წაგართმევს. მამაც აღარ გყავს და განა გგონია,რომ იმდენად გაგიმეტებს ღმერთი,რომ დედასაც წაგართმევს?! -არ ვიცი ალექს,არ ვიცი..იქნებ გამიმეტოს და მერე რა ვქნა?მერე რა ვქნა,სულ მარტო ვრჩები ამ წუთისოფელში. -შენ მარტო არასდროს იქნები..ეს მითხრა და შუბლზე შემახო მხურვალე ტუჩები. არასდროს თქვა,რომ მარტო ხარ...ღმერთი არ გაგწირავს,ნახე ყველაფერი კარგად იქნება. -უფალმა გისმინოს! მათი გული თუ ძგერას შეწყვეტსს ჩემიც გაჩერდება,გეფიცები თავს მოვიკლავ... -გაჩუმდი,ეგ აღარ გაიმეორო,თორემ კაცობას ვფიცავ გატკენ,იმდენად გატკენ,რომ ვერც კი წარმოიდგენ შენ! ხმა არარ გამიღია,მედო მის მკერდზე თავი და ვგრძნობდი,რომ მარტო აღარ ვიყავი. -ნახე,ხომ გითხარი ძლიერი ხართქოოო,აი დამადასტურებელი ნიშანიც. -რაზე ამბობ? -შენ არ ტირი,ერთი ცრემლიც კი არ ამშვენებს შენს ღაწვებს,ასეთ სიტვაციაში,რომ არ იტიროს ვინმემ,ეს მხოლოდ უძლიერესებს სეუძლიათ,ისინი კი ერთეულები არიან...შენთვის ადრეც მითქვამს და ახლაც გეტყვი; ''შენ საოცრად ძლიერი ადამიანი ხარ''!... -მე მთელი ეს დღეები ერთი ცრემლიც კი არ გადმომვარდნია,ტირილი მინდა და ვერ ვტირი,იქნებ ცრემლმა ცოტა მიანც შემიმსუბუქოს მდგომარება. -ამის დროც მოვა ნუ ღელავ... შენები,რომ თვალს გაახელენ მაშინ იტირებ სიხარულით. -არ ვიცი,გაახელენ კი?! -იმედი არასოდეს დაკარგო. *** ის ღამე ალექსიც საავადმყოფოში დარჩა,ექიმები ისევ არ აძლევდნენ,ნინუცას ძმის და დედის ნახვის საშუალებას. -ექიმო,ერთი წუთი თუ შეიძლება. -დიახ. -მე ალექსანდრე ნაკაშიძე ვარ,რაღაც მინდა გკითხოთ. -დიახ გისმენთ. -როგორ არიან გედენიძეები? -თქვენ ვინ ბრძანდებით? -ახლობელი ვარ.გთხოვთ არაფერი არ დამიმალოთ. -რა გითხრათ მეც არ ვიცი...დედაც და შვილიც უმძიმეს მდგომარეობაში არიან.მათი გადარჩენის თითქმის ნულია შანსი. -გთხოვთ,ძალ-ღონე არ დაიშუროთ,მათ გადასარჩენად. -მაგის თქმა არ არის საჭირო ახალგაზრდავ. შეიძლება მათი ნახვა?! -ბიჭიც და დედაც საშინელ მდგომარეობაში არიან,ბიჭს სახე და სხეულიც დაზიანებული აქვთ და თქვენ თუ გინდათ შედით სანახავათ,მაგრამ გოგო ცოდოა,ამ ყოველივესთის. ისედაც უკვე მესამე დღეა სახლში არ წასულა და არ უძინია,თანაც ყველა საშინელ ექცევა,ირგვილ მხოლოდ სიტყვა''მკვლელი''ესმის...მეშინია ნერვული კრიზი არ დაემართოს,ჯერ სულ რაღაც 21 წლის არის და რამდენი რამ ააქვს გადატანილი...იქნებ მოახერხოთ და სახლში წაიყვანოთ,გამოიძინოს და ცოტა რამეც შეაჭამოტ იქნებ?! -ვეცდები ექიმო,მაგრამ საშინლად ჯიუტია. -ცადე და იქნებ... -კარგი ექიმო. *** -ნინ ახლა,რაღაცას გეტყვი და მომისმინე კარგად კარგი?! -კარგი,რა ხდება? -უკვე სამი დღეა რაც აქ ხარ,მოდი სახლში წაგიყვან,იბანავე,გამოიცვალე,ჭამე და ცოტა დაიძინე. -გაგიჟდი,არსად არ ვაპირებ წასვლას და შენ თუ გინდა წადი და დაიძინე,შენ ვალდებული არ ხარ აქ გაათენო კიდევ ერთი ღამე... -გაჩუმდი და ნუ სულელობ...ახლა შენ ზალა და ენერგია გჭირდება,რომ ამ ყველაფერს გაუძლო,გთხოვ წავიდეთ სახლში და დილით მოვიდეთ. -არა ალექს, მათ რომ თვალი გაახილონ და მე აქ არ ვიყო,რამე რომ დაჭირდეთ? -ნუ ღელავ ბიჭები აქ არიან..თემო,დადა და სხვები...თუ რამე მოხდება გაგვაგებიებენ,დილით ჩვენც მოვალთ წამოდი რა გთხოვ. -კარგი,ოღონდ ადრე მოვიდეთ რაა... -ადრე მოვალთ ნუ ღელავ. *** სახლში შევიდა თუ არა ნინო მძიმე სუნი ეცა,ჩახუთულობის... კარ-ფანჯარა გააღო და სახლი გაანიავა. ამასობაში ალექსანდრე სურსათ-სანოვაგით დატვირთული მოვიდა,მაგრამ ნინო ვერსად დალანდა სახლში..მერე შხაპის ხმა გაიგონა და მიხვდა,რომ სააბაზანოში იყო ნინუცა. ხალათ მოცმული და თავზე პრსახოც მოხვეული გამოვიდა... -ასე,მალე მოხვედი?!რად გინდოდა ამდენი რამე? -უნდა ვჭამოთ კარგად და მაგისთვის მინდოდა! თქვა ალექსანდრემ და გაიღიმა,იმ ღიმილით ნინუცას,რომ ასე ძლიერ უყვარდა. -შენ ჭამე,მაგრამ მე არ მშია,მირჩევნია დავიძინო. -რას ქვია არ გშია? ახლა მე ჩემს კულინარიულ ხელოვნებას გაჩვენებ. -მართლა,არ მშია...ისინი იქ წევან,მე კი.... და თავი ჩახარა ნინუცამ... -ნინო რატომ არ გესმის,რომ ეს არ არის შენი ბრალი,რატომ?! მიხვდა ალექსი,რომ ნინუცასტან ზედმეტი მოუვიდა და დათბა...ნინ მოდი სულ ცოტა შეჭამე და მერე დაიძინე,შენი ძმის და დედაშენის ხათრით შეჭამე რა ცოტა..კარგი? ნინუცამ უხმოდ დაუქნია თავი. -შენ საიდან გაიგე ეს ყველაფერი? -თემომ მითხრა,საინფორმაციოში უნახავს და სახელი დაუმახსოვრებია შენი ძმის მერე მე მკითხა და...იმავე დღეს ვერ ვიშოვე ბილეთი და ამიტომ მომიწია მეორე დღეს გამოფრენა,ვიცოდი როგორ გიჭირდა მათ გარეშე და პირდაპირ შენტან მოვედი. -მოდი,ახლა ასე მოვიქცეთ,არაფერზე არ მინდა საუბარი,ვიცი შენ საითაც უმიზნებ ამ საუბარს...წადი შენს სახლში დაიძინე. -შენ გგონია,მარტო დაგტოვებ? ფეხსაც არ მოვიცვლი აქედან! მკაცრად თქვა ნაკაშიძემ. იცოდა ნინუცამ,მისი სიჯიუტის ამბავი და... -კარგი,როგორც გინდა. დილით ალექსანდრემ თვალები გაახილა და ნინუცას ოთახში შევიდა,მაგრამ იქ არავინ დახვდა,მთელი სახლი შემოიარა და ვერსად იპოვა,მობილურიც იქვე საძინებელში ჰქონდა დატოვებული. ალექსანდრემ დადას დაურეკა,მაგრამ არც საავადმყოფოში იყო,მისული,ახლა უკვე ვეღარ ფიქრობდა თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო ნინო. *** ნინუცა უახლოვდებოდა,ნაცნობ ადგილს,რომელსაც ის ''წმინდა ბაღს'' უწოდებდა. გაყინული,მრავალი საფლავი მოჩანდა,ნინუცა მიუახლოვდა თავისი საყვარელი ადამიანების საფლავებს და ქვითინი აუტყდა,ის პირველად ტიროდა,ამ მძიმე დღეების განმავლობაში. -ვეღარ ვუძლებ,ვეღარ,ამ ტკივილს,დავიღალე,სულ მე რატომ უნდა მტკიოდეს ჰაა მამი?რატომ?იქნებ შენ იცი ჩემო გიო ამაზე პასუხი. გიორგის გაყინულ ქვას გადაუსვა ქელი ნინომ და მხურვალედ აკოცა. -გიო,შენმა სიკვდილმა მომკლა მეც,შენმა წასვლამ მაქცია ამად რაც დღეს ვარ! გიო,რატომ მიმატოვვე?რატომ გამიმეტე ამ ტკივილისთვის რატომ? გთხოვ ნიკო და დედა არ წამართვა,რა გთხოვ,უფალს შენ და მამაც შეევედრეთ,რომ არ წაიყვანოს ისინი. გიო,მეტს ვეღარ გაუძლებს შენი დაიკო,ვეღარ...წყეული მანქანები მძულან,შენი თავიც მანქანამ წამრთვა და ახლა ნიკოსაც მართმევს. გთხოვ არ დაუშვა რა ეს ძამიკო,გთხოვ,მარტო არ დამტოვონ უთხარი,გთხოვ!!! სენ გაყინულ სახეს,რომ შევეხე,მაშინ მივხვდი რა უძლური ვიყავი სიკვდილთან...რამდენი გაწვალე და გევედრე,რომ თვალი გაგეხილა..გაახილე კიდეც ბოლოჯერ და მითხარი,რომ.. ''შენ ჩემი ძლიერი დაიკო ხარ,მსოფლიოში საუკეთესო და! დედას და ნიკოს მიხედე გახსოვდეს მარჯვენა მხარზე მე ვიქნები შენი მფარველი ანგელოზი. სულ მეყვარები ჩემო ნუციკო''! და სულიც ამოგივიდა ჩემს მკლავებბში. გთხოვ ჩემო ანგელოზო ნიკო და დედა დამიბრუნე,გთხოვ გიორგი,გთხოვ,გთხოოოოვ! არ წამართვა,არაა,არაააა!!! ნინო ნადირივით ბღაოდა და მისი ძმის საფლავზე ცრემლებს ღვრიდა. თითქოს გიორგის საფლავმა,რომ ვერაფერი უთხრა და გული ვერ მოიოხა,მამისას მიდგა. -შენ ჩემი იდეალი იყავი კაცის! გიორგიც შენ წაიყვანე,შენ! ნიკოს და დედას მაინც დაანებე თავი გთხოვ,გთხოვ მამა,გთხოოვ!!!მარტო არ დამტოვო რა...მკვლელად არ აქციო მამას პრინცესა! გახსოვს,რომ ვაბრაზებდით გიორგის,დედას ფავორიტი ნიკოა,მამასი მე შენ კი არავისითქოოო...როგორ დინჯად მეუბნებოდა,ცდები ჩემო ნუციკო,მე ორივეს ფავროტი ვარო,პირველი ვარ და მაგიტომო,თანაც ენას მიყოფდა... მართლა ასე ყოფილა,ის უფლის ფავორიტიც ყოფილა. გთხოვ არ წამართვა ესენიც რა გთხოვ! ველი თქვენს კომენტარებს და შეფასებას. შეცდომებისთვის მაპატიეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.