შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით:მოულოდნელი სიურპრიზი (6)


20-08-2015, 00:51
ავტორი lisebeth
ნანახია 3 231

ელენეს ეძინა. მარი და ნინი რაღაცას წერდნენ და თან წუწუნებდნენ. მოულოდნელად ვიღაცამ კარი შემოაღო. დაბალკლასელი იყო ეტყობოდა.
-რა გინდა?_მიაძახა ნინიმ
- ნანამ დამავალა ყველა დარბაზში შეიკრიბონო
-რა ხდება?
-წარმოდგენა არ მაქვს ,მაგრამ ეზოში ვიყავით რომ დავინახეთ სტუმრები მოვიდნენ.
-ვინ სტუმრები?_იკითხა მარიმ.
-წარმოდგენა არ მაქვს. ხუთ წუთში იყავით_ბავშვმა კარი გაიხურა და ახლა სხვა ოთახში შევარდა.
-მიდი ელე ადე დროზე რაღაც ხდება დარბაზში _ შეანჯღრია ნინიმ და ფორმის მწვანე სპორტიული მოიცვა. მარიც უკან მიჰყვა. ელენე ძლივს წამოდგა ფეხზე და დარბაზისკენ გაბანცალდა.
დიანა პირველ რიგსი იჯა თავის დაქალთან ერთად. გოგონებს უტიფრად დაუქნია ხელი და გაუღიმა. ნინი და მარი სადღაც შუაში ჩასხდნენ და ელენეს ადგილი შეუხედეს. ბიჭები უკვე ბოლოში მოკალათებულიყვნენ. ნინას წითელი თმები ფანჯარაზე ელავდა. ადგილები აღარ იყო და იქ შემოსკუპულიყო. ნიკო და ლევანიც შემოცვივდნენ სირბილით. ლევანმა ხელი დაუქნია ნინის და ნინას გვერდით ფანჯარასთან დადგა. გოგონას ყურსასმენები გაერჭო და უინტერესოდ აცეცებდა თვალებს. ეტყობოდა სადღაც სხვა სტიქიაში იყო.
თემური ,ნანა და ირაკლი წინ შემოუძღვნენ სტუმრებს. ერთი შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი კაცი იყო. მეორე კი დახვეწილად ჩაცმული ქალი. ეტყობოდა ,რომ საქმიანი ხალხი იყვნენ. ყველანი სცენაზე ავიდნენ. მათ უკან მიჰყვათ მოსწავლეთა გაერთიანების ხელმძღვანელი და მეთორმეტე კლასელი დათა ლობჟანიძე. ეტყობოდა ,რომ ყველაფრის საქმის კურსში იყო. პრველი დირექტორი გამოვიდა.ყველა გაისუსა. კარში უჩმრად შემოძვრა ელენე და იქვე აიტუზა რადგან გოგონებთან ასასვლელი ადგილი აღარ იყო.
-მოგესალმებით კიდევ ერთხელ ახალგაზრდებო. დღეს ჩვენს სკოლას მეტად მნიშვნელოვანი სტუმრები ეწვივნენ განათლების სამინისტროდან. დღეს ჩვენთან იმყოება ქალბატონი ნათია და ბატონი ვაჟა გთხოვთ მივესალმოთ რადგან სწორედ ისინი გაგვაცნობენ საქმის დეტალებს
დარბაზში ზუზუნი ატყდა.
წინ ქალი გამოვიდა და დირექტორს მიკროფონი გამოართვა.
-პირველ რიგში მოგესალმებით და მოხარული ვარ რომ თქვენთან ერთად ვარ. ის საქმე რაზეც უნდა გესაუბროთ ნამდვილად ვერ ჩაივლიდა თქვენი სკოლის გარეშე. დიახ საქმე ეხება სრულიად ახალ მოვლენას ჩვენი სკოლების ისტორიაში.
ბავშვებმა ისევ ტაშით გააწყვეტინეს საუბარი.
-გმადლობთ... ჯერ კიდევ არდადეგების პერიოდში ბათუმში არსებულმა სკოლამ ‘’იმედი’’ გამოგვიგზავნა თავიანთი პროექტი რომელიც ეხებოდა სკოლების გაერთიანებებს რამაც ძალიან დაგვაინტერესა და გადავწყვიტეთ გადაგვეხედა ამ საქმისთვის. სკოლების გაერთიანება გულისხმობს ახალ კავშირებს და ურთიერთობებს ხელოვნების სფეროში. სახელწოდებით ‘’საშუალო სკოლების ოლიმპიადა’’.
-რას გულისხმობთ
-ვერ ვხვდებით რა ხდება
-ურო ზუსტად...
გაისმოდა შეძახილები ყველა მხრიდან. მიკროფონი ამჯერად ვაჟამ აიღო
-ეს იქნება შოუ კონკურსი რომელიც ჩატარდება ბათუმშო რამდენიმე ეტაპად. შეგიძლიათ გამოიყენოთ მუსიკა,ცეკვა, ლექსი, ტანვარჯიში ან ნებისმიერი სპორტი ,მაგრამ დადგით შოუ რომლითაც ყველას განაცვიფრებთ და თქვენ მიიღებთ გამაოგნებელ საჩუქარს. და რაც მთავარია თქვენი სკოლა გახდება ჩემპიონი . ასეთი რამ საქართველოში ჯერ არ მომხდარა... მინდა კარგად გააანალიზოთ თქვენთვის მოცემული შანსები და შესაძლებლობები .
-გუნდი რომელიც დაკომპლექტდება უნდა შედგებოდეს არაუმეტეს თხუთმეტი კაცისა. თქვენი მოვალეობაა ფრთხილად და გამიზნულად შეარჩიოთ ეს წევრები. გაიტვალისწონეტ რომ ამაზეა დამოკიდებული თქვენი გამარჯვება ყველა სკოლა სადაც ვიყავით მთელი სერიოზულობით მიუდგა ამ ოლიმპიადას. გირჩევთ სამზადისი დაუყოვნებლივ დაიწყთ. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება და დეკემბრის ბოლოს ახალი წლის წინა ღამით გავიგებთ ვინ გადავა ნახევარფინალში. შესარჩევ ტურს სამი ადამიანი უხელმძღვანელებს . პირველი გაერთიანების ხელმძღვანელი დათა ლობჟანიძე იქნება. დანარჩენ ორს კი თავად დაასახელებს. გაითვალისწინეთ ,რომ ამ კონკურსის შესახებ უკვე იცის ბევრმა სკოლამ და სამზადისი დაწყებული აქვთ. ბათუმის სკოლა ‘’იმედისთვის’’ კი როგორც ნოვატორებისთვის პირველი წელი პრესტიჟის საქმეა მოიგონ . დათა გთხოვ გვითხარი ვინ იქნება დანარჩენი ორი ხელმძღვანელი? _ ოფიციალური სიტყვა წარმოთქვა ნათიამ
-მე არც კი ვიცი ვინ უნდა იყოს დანარჩენი ორი ,მაგრამ იდეა მაქვს. _ დათა სცენაზე სულ წინ გამოიწია და პუბლიკას მიმართა._ ალბთ არავის ეპარება ეჭვი ,რომ ეს ადამიანი უნდა იყოს კრეატიული და ნიჭიერი. მე...მე ...ხუთ წუთს ვაძლევ დამსწრე ახალგაზრდებს წარმოადგინონ რამე ...რამე გიჟური და საოცარი და ამის დახმარებით შევძლებ დავასახელო დანარჩენი ორი. ალბათ არავის გაგიკვირდებათ ჩემი ეს იდეა რადგან ჩვენ არც ისე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. მინდა გთხოვოთ გამბედაობა მოიკრიბოთ და უბრალოდ მაჩვენოთ რა შეგიძლიათ.
დარბაზში სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა. ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგებდა კაცი. ყველა ერთმანეთს უყურებდა და ყველა ერთმანეთს ელოდა. დირექტორს ნერვიულობისგან ოფლი ასხამდა და დრო და დრო იწმენდდა. ნანა სათვალის ზემოდან დაჰყურებდა პუბლიკას. სტუმრები კი უბრალოდ იდგნენ და ელოდნენ ...
ზედა რიგი აიშალა და ვიღაც ადგა.
-დაჩი? სად მიდის ?_ დაიყვირა მარიმ და პირზე ხელი აიფარა . ბიჭი დათას მიუახლოვდა და ხელი ხელზე დაჰკრა. ხელში თავისი საყვარელი აიპედი ეჭირა რომელიც აპარატურაზე შეაერთა.
-მე უბრალოდ შუქის ჩაქრობა მჭირდება _გადაულაპარაკა დათას რომელმაც ასანთებს ხელი ჩამოჰკრა.
შუა დარბაზში სიბნელისგან ფოსფორისფრად აალდა მისი ნაიკის კედები. ნაცნობი მელოდია ცოტა სხვანაირად აჟღერდა.
-რიანას Where have you been არის თუ მე მეჩვენება ? _წამოიკივლა ზედა რიგში გოგონამ ფორმის მაისური გადაიძრო და სხვა ზედა გამოჩნდა რომელზეც საყვარელი მომღერალი ყავდა გამოსახული.
ნინა ფანჯრიდან ჩამოხტა და ტელეფონი ყურსასმენებიანა ჯიბეში ჩაიტენა.
-დაგლიჯა _მხოლოდ ტუჩების მოძრაობით გამოთქვა აზრი გოგონამ. ბავსვების რიგი გაარღვია და სცენაზე ავარდა. ისე ბნელოდა ვერავინ შეამჩნია რომ იქ იყო. დირექტორს ყურებში ხელები გაერჭო ხმაურისგან. ნინამ კედელზე ხელით მოძებნა ასანთები და ხელი აჰკრა. მუსიკა არ გაჩერებულა. დარბაზში უკვე ყველა ცეკვავდა და ხელებს იქნევდა.
- თქვენ რა გესმით ხელოვნების _ჩაილაპარაკა . ჩაჩაცულ ჯინსზე ჩამოკიდებული ჯაჭვები შეიხსნა ,ხელში შეათამაშა და რიანას კლიპიდან ცეკვის რამდენიმე ილეთი ზედმიწევნით გაიმეორა. დარბაზსი ხმაური უფრო გამწვავდა.
-დაუჯერებელია _იკივლა ნინიმ შეხედე რა მაგრად აკეთებს .
ნინა ჰაერში სამჯერ ამოტრიალდა და პირდაპირ დათას ფეხებთან დაეცა. გაოცებულმა ბიჭმა თვალი გაუშტერა.
-რუსეთში ქუჩის ცეკვებს ვცექვავდი თანაც ფატასტიკურად_თვალი ჩაუკრა და სცენიდან ჩასასვლელი სამიოდე კიბე ჩაირბინა. მათ შემდეგ სცენაზე კიდევ ამოვიდა რამდენიმე , მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება არავის მოუხდენია
-დაჩი და ნინა იქნებიან მეორე და მესამე წევრი _ ჩაყვირა მიკროფონში დათამ და ორივეს ხელი დაუქნია .
დარბაზში ყველა აიშალა. ვაჟამ და ნათიამ დემონსტრაციულად ჩამოართვეს ხელი ნინას და დაჩისაც.
-დღეიდან თქვენი ფანი ვარ _აღელვებისგან წამოიყვირა ვაჟამ და ნინას ხელზე ეამბორა.
-გმადლობთ._შეიშნო მანაც.
სამივე წევრი დერეფანს გაუყვა.
-ასეთი რამეები ყველა ქვეყანაში ტარდება ,მაგრამ საქართველოსი არასდროს მომხდარა. მართალია ბათუმლები ნოვატორები არიან ,მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ და თანაც ბოლომდე. წელს სკოლას ვამთავრებ . არ დავუშვებ ამ გამარჯვების გარეშე წავიდე აქედან.
ხვალ ფლაერებს ამოვბეჭდავ და შევთანხმდეთ ,როდის ვიწყებთ შესარჩევ ტურს.
-დეკემბრამდე ცოტა დროა ...უნდა ვიჩქაროთ წარმოგიდგენიათ მაინც რამდენი რამაა მოსაგვარებელი? მარტო 15 ადამიანის ერთ ტალღაზე მომართვა თქვი შენ ...._დაიწყო ნინამ
-იქნებ თხუთმეტნი არ ვიყოთ? რომ შევამციროთ?
-მოდით ხვალ ვისაუბროთ ყველაფერზე...ახლა დაისვენეთ და იფიქრეთ იდეებზე. მე წავედი საქმეებს მივხედავ. _დათა ადგილიდან გაუჩინარდა. ნინაც გაუყვა გოგონების მხარეს.

-დაინახეთ? არა თუ დაინახეთ ნინამ რა მოძრაობები გააკეთა? ფრინავდა ...
-ვინმე აპირებთ მონაწილეობას?_იკითხა მარიმ
-რითი მე არაფერი მეხერხება და _დანაღვლიანდა ელენე .._თორემ მაგარი იქნებოდა ... რა ამაღელვებელია წარმოიდგინეთ _თვალი ჭერს გაუშტერა გოგონამ
-ასე ნუ ამბობ ჩვენ მაინც მივიდეთ ვნახოთ ვინ რას გააკეთებს.
-მგონი ახლა სჯობს ყველამ დავიძინოთ_ იდეა გამოთქვა მარიმ.
გოგონები საწოლში შეწვნენ. ნინა მთელ ღამეს ფიქრობდა მომდევნო დღეზე და ამ ტურნირზე. აღფრთოვანებული იყო ამ ყველაფრით. სკოლაში იმ ღამით ყველაზე აღელვებულებმა დაიძინეს. ყველას რაღაც ფანტაზიები არ ასვენებდა. მეორე დილით ყველას უჩვეულოდ ადრე გაეღვიძა. კაფეტერია სავსე იყო ბავშვებით.
-დაჩი ამას ვერც წარმოვიდგენდით შეიცხადა ნინიმ და კისერზე მოეხვია მეგობარს.
-მგონი აღარ გარიცხავენ . კიდევ კარგი წასვლამდე შეგიშვეს იქ. არამგონია ასეთ დროს გაგრიცხონ_ დაამატა ელენემ
-მეც მასე მგონია ... ნეტა იმ აუტანეს მოისვრიდნენ ცოტახანს დავისვენებდი მაგისგან _ ცხვირი აიბზუა ბიჭმა და უკანა მაგიდასთან მჯდომ დიანაზე მიანიშნა.
-ახლა აღარც მაგას გაუშვებენ. უსამართლობააო იტყვიან _გამოაჯავრა ნინიმ
-დაცი სადაა ნინა? წამომყევით _შემოვარდა დათა და წაიყვანა. ისევ იმ დარბაზში შევიდნენ . ნინაც მოვარდა სირბილით.
-რა ხდება?
-მოდი ნინა. ორ დღეს მივცემთ ბავშვებს მოიფიქრონ რას წარმოადგენენ და შესარჩევ ტურს დავიწყებთ. თხუთმეტი უნიწიერესი ბავშვი გვინდა..._თქვა დათამ
-იქნებ ნაკლები აგვეყვანა...ნაკლები მუშაობა მოგვიწევდა_ აზრი გამოთქვა დაჩიმ
-არა დაცი,რაც მეტი ადამიანია სცენაზე მით მეტი შანსია ეფექტის მოხდენის. _თავი გააქნია ნინამ რაზეც დათაც დაეთანხმა.
-მართალს ამბობს დაჩი ძმაო. მრავალფეროვანი ხალხი გვინდა დიდი სინთეზით ხვდები ? ერტი სფერი არ გვაკმაყოფილებს ...
-როგორც იტყვით _თავი დააქნია დაჩიმ.
-ახლა გაკვეთილზე წადით და ჩემს ზარს ელოდეთ. ჩვენ გავიმარჯვებთ_ გასასვლელში შეხტა დათა და ისე გაუჩინარდა.
-აჟიტირებული ვარ და სრულიად გიჟური აზრები მომდის თავში ._ თქვა ნინამ და რაღაც წაიმღერა .
-მგონი ბრუნო მარსია ხო ? მომწონს ...
-კი ახალი
-მივხედავ მაგასაც
-აბა შენ იცი ...მანამდე ირაკლის გაკვეთილია
-ოოოხ ..._ამოიხვნეშა დაჩიმ
ნინა საკლასო ოთახში შევარდა და
გოგონებს გადაეხვია. ყველა შეძახილებით შეხვდა.
-დღეს სალონში მივდივარ . დედას ვესაუბრე და მიშვებს. წამომყვები?_კითხა ნინის.
- სალონში? რას აპირებ ?
-თმა უფრო გიჟურად უნდა შევიღებო
-რაა? გაგიჟდი?
-ჰო ...უფრო გიჟურ ხასიათზე ვარ
გოგონები საუბრის გაგრზელებას აპირებდნენ ,მაგრამ ოთახში ირაკლი შემოვიდა და იძულებული გახდნენ დაშლილიყვნენ.

დაცი შემოსასვლელში იყო და პატარა თემოდანს მიაგორებდა. გარიცხვის გამო იძულებული იყო სკოლა დაეტოვებინა ტუმცა ტავზე ნანა დაადგა და მოახსენა დირექტორი გიბარებსო

_____________

ესეც ახალი ტავი იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი სამ მერ

nu apataravrb tavebs raa :(( dzaan magari xar ise chamitria da shhecade aale dado <3

 


№2  offline წევრი nino(g)

magaria dzaaan.tavebi ar daapatarao raa

 


№3  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე დიდი /თავი

 


№4  offline წევრი nini :)

აუ თავებს ნუ აპარავებ ძალიან გთხოვ, მაგრად წერ მაგარი ისტორიააა, მალე დადე შემდეგი გელოდები <3 love

 


№5  offline წევრი lisebeth

მადლობა ყველას

 


№6  offline წევრი Queen ♛

ძალიან კარგია მაგრამ თავებს აპატარავებ recourse

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent