შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ერთი ცალი ხარ!


20-08-2015, 03:54
ავტორი anuki-ano
ნანახია 4 716

გამარჯობათ მე ვარ ანა ცხრამეტი წლის,ეკონომიკის პირველი კურსის სტუდენტი .რაც შეეხება ფიზიკურ მხარეს ვარ მაღალი,გამხდარი მაქვს თაფლისფერი თვალები და გრძელი წაბლისფერი თმა.
დედისერთა ვარ თუმცა მყავს მეგობარი ლილე რომელიც ჩემთვის არაბიოლოგიური და არის.
ზუსტად ორ დღეში ჩემი გოგო ცხრამეტი წლის ხდება და წვეულებას აწყობს მეც რატომღაც განსაკუთრებით ვემზადები ამ დღისთვის.
როგორც იქნა დადგა ეს დღე.ჩვეულებისამებრ მთელი დღე საღამოსთვის მზადებაში გავატარე.გადავწყვიტე მოკლე ტანზე მომდგარი შავი კაბის ჩაცმა და წითელ ქუსლოჩკებზე შევხტი. მაკიაჟი დიდ არ მიყვარს ამიტომ მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და თმა ზემოთ ავიწიე.სარკეში რომ ჩავიხედე აშკარად მეტყობოდა რომ ძალიან მოვინდომე.ბარში შესვლისთანავე აღფრთოვანებული დავრჩი ჩემი ლილეთი.როგორც მსგავს სიტუაციებში ხდება ბევრი ვიცეკვეთ, მერე ბავშვებმა სმა დაიწყეს რადგან მე არ ვსვამ ცოტა მოვიწყინე და გადავწყვიტე ვერანდაზე გავსულიყავი ისეთი სასიამოვნო ნიავი მეალერსებოდა და რაც მთავარია საშინელი კვამლი არ იდგა სიგარეტის.გართული ვიყავი ფიქრებში როდესაც რეალობაში დამაბრუნა ვიღაცის ბარიტონმა და ამავდროულად საოცრად თბილმა ხმამ.
-ასეთი ლამაზი გოგონა მარტო რატომ ხართ გარეთ?
მაშინვე მოვიხედე უკან და დავიბენი იმდენად სიმპათიური იყო.მაღალი შავგვრემანი პატარა კურნოსა ცხვირით და საშინლად ღრმა მწვანე თვალებით, თუმცა შევძელი ის,რომ არ შევიმჩნიე თუ რამდენად ძლიერ მოვიხიბლე.
-ასე ერთმანეთის თვალიერებას ჯობია გავიცნოთ ერთმანეთი.
-ბექა გაბუნია
-სასიამოვნოა,ანი ბარამიძე
შემცივდა და მოვიბუსხე რაც ბექას არ გამოპარვია.
-უკვე აცივდა მე პიჯაკი შიგნით მაქვს აქედან გამომდინარე ვერ შევძლებ შენს გათბობას და მგონი ჯობია შევიდეთ არ მინდა გაცივდე.შიგნით,რომ შევედით ჩვენი დანახვისა ლილეს გაოცებული სახე შემომენათა..

-გოგო შენ ბექას საიდან იცნობ?ნუ გადამრიე
-სულ ცოტა ხნის წინ გავიცანი აივანზე.აღტაცებით ვუყვებოდი გოგოებს
-ანუკ აბა დაეშვი ძირს,ბექა ყოველთვის გამოირჩევა გოგოების სიუხვით და მასთან ფრთხილად იყავი.
-არა ლილე გადაირიე არაფერს ვაპირებ,უბრალოდ გავიცანი და დამთავრდა
-კარგი საყვარელო უბრალოდ შენ როგორც გჩვევია მალე ნუ ენდობი,არ მინდა გული გეტკინოს .მაკოცა და გავაგრძელეთ გართობა.
უკვე თენდებოდა როდესაც სახლში მივედი.დასაძინებლად დავწექი თუმცა ვერაფრით ვიძინებდი ჩემდაუნებურად ბექაზე მეფიქრებოდა ჩემ თავს არ ვუტყდებოდი იმაში თუ როგორ მომწონდა ,არასდროს არ ვყოფილვარ ასე თან ასე ერთი ნახვით.ვცდილობდი თავიდან მომეცილებინა ყველანაირი ფიქრები,მაგრამ არაფერი გამომდიოდა და ასე ფიქრებში ჩამეძინა.
დილით როდესაც გავიღვიძე და ტელეფონს დავხედე უამრავი შეტყობინება და ზარი იყო ლილესგან.
-ლილე რა ხდება მირეკავდი?
-სად ხარ გოგო ამდენ ხანს? ავაფეთქე შენი ტელეფონი
-აუ მეძინა რატო მებუზღუნები?
-კარგი გეყოს ლაპარაკი ჩაიცვი და ორ წუთში ამოდი
-აუ დღეს არა რა ძალიან მეზარება და საქმეები მაქვს.
-კარგი როგორც გინდა,ისე ბექაც აქ არის რო იცოდე რავიცი მაინც(იცინის)
-ორ წუთში მანდ ვარ

გადავიცვი სპორტული მაიკა დახეული ჯინსი ფეხზე კედები და გავვარდი.როგორც შევედი მაშინვე ბექას წვანე თვალები შემეჯახა რომელიც ასე უტიფრად მწყვედნენ რეალობას თუმცა ამ უსასრულობიდან ლილეს პწკენამ მომწყვიტა გოგონი ძალიან გეტყობა აღტაცება და გონს მოდი.
-აუ ლილე შემეშვი არ მომწონს საერთოდ..
ჩვენი ანოც მოსულა თბილად მაკოცა ლაშამ და ჩამეხუტა.ძმა არ მყავს და ლაშა ჩემთვის ძმასავითაა..ცოტა ხანში მომესმა ის ხმა რომელსაც ვერაფრით ვშლიდი ჩემი გონებიდან.
-უკაცრავად,ქალბატონო მე არ მაკოცებთ?
-არ არის საჭირო კოცნა ისე მოგიკითხავ.როგორ ხარ ბექა?
-კარგად
ვიგრძენი მის ამ დრომდე თბილ ხმაში გაბრაზება,მაგრამ ლილეს სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე ვფიქრობდი,რომ ბექა ყველასთან გართობას და ვცდილობდი მის გონებიდან ამოშლას.საღამოს უკვე დავიშალეთ და ლილემ მთხოვა მასთან დავრჩენილიყავი მისი მშობლები საზღვარგარეთ იყვნენ და ლაშა და ლილე იყვნენ სახლში.
-აუ მართლა ძალიან მინდა,მაგრამ ხვალ დილით უნიში ვარ გასასვლელიი
-კარგი რა ან დარჩი რაა
-აუ სხვა დროს იყოს რა
-კარგი ვერავინ გადაგაფიქრებინებს მაინც წადი.
ვაკოცე ლილეს და გამოვედი. ტაქსის გაჩერებას ვაპირებდი როდესაც ჩემთვის უკვე ასე ნაცნობი ხმა შემომესმა.
-ქალბატონო მე გაგიყვან წამოდი მანქანით ვარ.
-არა,მადლობა ტაქსით გავალ
-რატო ბავშვობ ახლა გელოდები წამოდი.
ეს სიტყვა ბავშვობ ძალიან არ მესიამოვნა და გავბრაზდი
-არ მინდა და დამთავრდა.
-ნუ ღელავ არ მოგიტაცებ .ირონიულად ჩაიცინა.გელოდები ახლა და მოდი მაინც არ გაგიშვებ ტაქსით.სხვა გზა არ მქონდა და გავყევი მთელი გზა სიმშვიდე იყო რომელსაც ბექას ტელეფონის ხშირი რეკვები არღვევდა.არ ვიმჩნევდი,მაგრამ საშინლად გამაღიზიანა ამან.ის ჩემთვის არავინ იყო მაგრამ რატომღაც მეჩემებოდა.
-აქ გამიჩერე.
გადმოვედი მანქანიდან და სადარბაზოსკენ წასვლას ვაპირებდი როდესაც ვიგრძენი როგორ მომიჭირა ხელი დემეტრემ იმდენად შევიგრძენი მისი ხელის მოკიდება,რომ სისხლმაც შეწყვიტა ძარღვებში მოძრაობა..
-მტკივა,გამიშვი!
-მოხვედი არ მაკოცე,მიდიხარ არ მკოცნი ეს რა საქციელია?
-არ არის საჭიროთქო მგონი გასაგებად ვთქვი მე.გამოვიხსენი ხელი მისი ხელიდან და სადარბაზოში შევვარდი.
- იცოდე ერთ კოცნას მაინც მოგპარავ ქალბატონო.



№1  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№2  offline წევრი anuki-ano

ხვალ დავდებ შემდეგ თავს ❤

 


№3  offline წევრი mariko_2001

კაია ძაან პროსტა დემეტრე ვინაა

 


№4  offline წევრი Ninsi

ეე დემეტრე ვინაა ? თუ ბექაში აგერია wink

 


№5  offline წევრი anuki-ano

teqnikuri xarvezia demetre :D:D

 


№6 სტუმარი qristinee

deemetreo :-D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent