შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მირონოვი (სრულად)


20-08-2015, 18:07
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 10 940

-არა შენ არგესმის. არც კი მომწონს იდიოტია. არასდროს შემიყვარდება ის. ერთი უბრალო ოდიოტია რომელსაც თავის თავი რაღაც ჰგონია-გაბრაზებულმა ვიყვირე და გაღიმებულ გვანცას გავხედე.
-რაგაცინებს?-კვლავ გავბრაზდი მე.
-არვიცი-მხრები აიჩეჩა მან
-უნდა დაველაპარაკოთ. წამოდი ჯერ დავურეკავ რომ სალაპარაკო გვაქვს და შემდეგ ნომერს გამოვცვლი-სწრაფად დავავლე გვანცას ხელი.
-ხოიცი რომ ტყუილად მიდიხარ?-თვალები გადაატრიალა მან
-აი აღარ წამოვალ არასდროს შენ დაბადებისდღეზე და ნახე მერე-თვალები ცრემლებით ამევსო მე.
-ოო გითხარი მანამ ყავდი შემჩნეული მაგ ბიჭს და ჩემს დაბადების დღეზე პროსტა გაგოცნოთქო-ჩამეხუტა მე
-შენ რაიცი-გაკვირვებულმა ვკითხე.
-ნიკამ მითხრა რომ მანამდე ჰყავდი შემჩნეული სკოლაში რო დადიხარ მაგის აივნის წინ უნდა გაიარო და ყოველ დღე გხედავდა. მერე კიდევ ჩემს დაბადების დღეზე გაგიცნო-თავი გააქნია მანდ
-სკოლაში სხვა გზით გავაგრძელებ სიარულს-ჩავიდუდღუნე და ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე. სწრაფად მოვძებნე გიგას ნომერი და ზარი გავუშვი. მალევე აიღო.
-გისმენთ-ბოხი ბარიტონი მომესმა ყურმილში.
-შენთან საუბარი მინდა-მკაცრად ვუთხარი და ხელი გვანცას მოვუჭირე რომ არ გამცინებოდა. გიგამ ჩუმად ჩაიცინა მაგრამ გავიგე
-რასთან დაკავშირებით?-მკითხა სერიოზულად.
-მგონი უნდა ხვდებოდე ხო-გაბრაზებულმა გავაღჭიალე კბილები
-იცი დღეს არ მცალია. ხვალ მეთვითონ დაგირეკავ.-ჩაიცინა მან. არაფერი მიპასუხია ისე გავთიშე ტელეფონი
-უზრდელი ეს. არ მცალია ხვალ თვითონ დაგირეკავო-გაბრაზებულმა ჩავილაპარამე მე
-ნომერს ისევ ცვლი?-გაიცინა გვანცამ
-არა ხვალ გამოვცვალოთ-თავი გავაქნიე მე.
-მოდი ვიმეცადინოთ რა-საწყლად ამომხედა გვანცამ.
-კარგი მოდი-სამეცადინოდ დავჯექი და გვიანამდე ვიმეცადინეთ. ასევე გვიან ჩაგვეძინა მაგრამ გვანცას ძმამ დარეკა და სახლში წავიდა. დილით 7ზე ავდექი და მოვწესრიგდი. როგორც ყოველთვის დავადექი სკოლის გზას მაგრამ სულ სხვა უბნიდან შემოვუარე. ცოტა დიდი გზა კია მაგრამ არაუშავს. სკოლაში გაკვეთილები გაიწელა. მთელი დღე გიგას ზარს ველოდი და ტელეფონს ყოველ წამს დავყურებდი. მეცადინეობასაც კი ვერ დავუდე გული. ხვალ როგორც კი სკოლიდან გამოვიდოდი ახალ ნომერს ავიღებდი. სკოლის დერეფანში მივდიოდი გვანცა რომ შემხვდა
-გუშინ არ ვიყავი სკოლაში რაქენი?-მკითხა ინტერესით და საპირფარეშოსკენ წამათრია
-არაფერი. არდაურეკია. დღეს სკოლიდან რომ გავალ ნომერს გამოვლი-მხრები ავიჩეჩე მე
-მაგ და ჩემი ძმა იყვნენ გუშინ დასალევად მგონი წასულები და გოგოები ჰყავდათ დათრეული-ფრთხილად მითხრა და მოჭუტული თვალებით გამომხედა
-ძალიან კარგი. იქნებ მე თავი დამანებოს-ცხვირი ავიბზუე და სწრაფად დავტოვე საპირფარეშო. კიდევ 2 გაკვეთილი მქონდა. რამოდენიმე საყვედური მივიღე მასწავლებლიდან და შემდეგ დავტოვე სკოლა. ახალი ნომერი ავიღე და სახლის გზას დავადექი. 10 წუთი არ იყო გასული ფეხებთან წუილით რომ გაჩერდა შავი მერსედრსი. შეშინებულმა გავხედე საჭესთან მჯდარ გიგა მირონოვს და როდესაც მისი ირონიული ღიმილი დავინახე სწრაფად შევბრუნდი და წიმ გავაგრძელე სვლა. მანქანის კარის გაღების და დაკეტვის ხმა გავიგე მაგრამ არ შევჩერებულვარ
-ხომ იცი რომ მაინც ვერსად გამექცევი?-ირონიულად მითხრა სწრაფად მიმაბრუნა მისკენ
-ყოველშემთხვევაში ვცდილობ მაინც-თვალი ჩავუკარი და სწრაფად შემოვტრიალდი მაგრამ ხელი უფრო ძლიერად მომიჭირა.
-გამიშვი-გაბრაზრბულმა შევუღრინე მირონოვს.
-ეჰ ქრისტი ქრისტი-თავი უკმაყოფილოდ გააქნია
-ქრისტინა მქვია-შევუსწორე მე
-აბა რასთან დაკავშირებით გინდოდა საუბარი? გუშინ ვერ მოვიცალე-ირონიულად მითხრა მან
-ჰო ვიცი რო ვერ მოიცალე. უბრალოდ ის მინდოდა მეთქვა რომ შემეშვი, თავი დამანებე და სულ კუდში ნუ დამზდევ-შევუნღვირე მე
-ხომ იცი რომ მიყვარხარ.-შუბლი შეკრა მან
-გიყვარვარ ? სერიოზულად გიგა? შენ უბრალოდ გინდა რომ ყვრლა ფეხქვეშ გაგეგოს. მეტა შენ რაიცი საერთოდ სიყვარული რაარის. დაახვიე ჩემი ცხობრებიდან-მივაყარე და სწრაფად გოვბრუნდი უკან. აღარ დავუკავებივარ
.ხელი გამიშვა და წასვლის ნება მომცა. სწრაფად მოვიწმინდე წამოსული ცრემლები და სახლის გზას დავადექი. 3 სართული ფეხით ავირბინე და კარი შევაღე. არ იყვნენ სახლში არავინ და მშვიდად ვიმეცადინე. 8 საათი იყო მშობლები რომ დაბრუნდნენ. დედა გახარებული შემოვიდა სახლში.
-აბა ქრისტი შეგიძლია ბარგი შეკრა-მხიარულად მითხრა დედამ
-რატო?-გავიკვირვე მე
-ჩვენს ბინაში გადავდივართ-მითხრა ბედნიერმა
-რა ?-გაკვირვებისგან ლამის ყბა მიწაზე დამივარდა
-რადა მე მეორე სამსახურიც ვიშოვე. მოკლედ უკვე 2 ფირმის ბუღალტერი ვარ და საკმაოდ მაღალი ხელფასი მაქვს. ამიტომ გადავწყიტეთ ბანკიდან სესხი გამოგვეტანა და საკუთარი ბინა გვეყიდა.-მითხრა დედამ
-კარგია. მეც მინდა რომ მუშაობა დავიწყო.-გავიღიმე მე
-არა-უკმაყოფილოდ თქვა მამამ
-კიი-არ დავუთმე მე-მხოლოდ ზაფხულის არდადეგებზე
-აზრს ვერ შეგაცვლევინებთ და აზრი არაქვს კამათს-თქვა დედამ და გამიღიმა
-დაამთავრე მამი გამოცდები?-თბილად მკითხა მამამ
-ხვალ ბოლო გამოხდა მაქვს და მერე სამუშაოსაც მოვძებნი-ვუთხარი მამად და ენა გამოვუყავი. საღამო თბილად და ხალისიანად გავიდა. დილით 7 საათზე ავდექი. ნახევრად მეძინა მაგრამ მასალა უნდა გადამემეორებინა. სწრაფად გამოვიხეხე კბილები და ჩანთა ჩავალაგე. 8ის მახევარი იყო უკვე გარეთ ვიყავი ხალხი კანტუკუნტად მოძრაობდა ქუჩაში. სწრაფად შევედი ერთ-ერთ სკვერში და ძელსკამზე დავჯექი. წიგნები ამოვიღე და კითხვა დავიწყე. შუა მეცადინეობაში ვიყავი გვერდით რომ ვიღაც მომიჯდა. ცალი თვალით გავხედე ჩემზე მოშტერებულ მირონოვს და კვლავ კითხვა განვაგრძე ოღონდ იმ განსხვავებით რომ ეხლა ტვინში არაფერი დემდიოდა და მირონოვის მკაცრი მზერა მწვავდა.
-რაგინდა აქ?-ვკითხე და წიგნი დავხურე. წამით შეხვდა მისი მუქი ყავისფერი თვალები ჩემსას და უცნობმა დენმა დამიარა სხეულში. სწრაფად ავარიდე მზერა და სკვერის მოპირდაპირე მხარეს დიდ სამსართულიან სახლზე დევაჩერე მზერა.
-არვიცი-მხრები აიჩეჩა და მხრებით მიეყრდნო ძელსკამის საზურგეს.
-წავალ-სწრაფად ჩავდე წიგნი ჩანთაში და ადგომას ვაპირებდი მისი ხმა რომ გავიგე
-ქრისტი. ერთი წუთით-დამიძახა და მანიდნა მის გვერდით დავმჯდარიყავი.
-რახდება?-თვალი ავარიდე და სხვაგან გადავიტანე მზერა.
-დაჯექი-მკაცრად მითხრა. გაუბედავად დავჯექი მის გვერდით.
-წინ რომ სახლს ხედავ-ხელით მანიშნა სახლზე-ჩემი სახლია. იქ კი ჩემი ავტოფარეხებია რომელიც ყველანაირი ფირმის უახლესი ავტომობილებითაა სავსე. შენ თვლი რომ თუ ფული მაქვს გული არამაქვს? მეც ძალიან მომბეზრდა აფირისტი ხალხის ყურება. მათ არაფრად ვთვლი მაგრამ არიან ისინი ვისთანაც გულღიათ შემიძლია საუბარი. ყოველთვის მაკლდა მშობლების სითბო და გატუტუცებული ბავშვი ვიყავი. მამაჩემს საყვარლები ყავდა და მთელ დღეს სამსახურში ატარებდა. დედაჩემი კი მასზე დაბოღმილი მის კუდიან დაქალებთან დადიოდა მთელი დღე. ძიძებმა გავზარდეს. რამეს რომ ვიტყოდი ის თუარ შემისრულდებოდა ჭკუიდან გადავდიოდი. 10 წლის ვიყავი რომ ავიჩემე აქლემი ჩამომიყვანეთმეთქი (თავი სიცილით გააქნია) ესეც კი შემისრულეს და ისინი ეხლაც იგივეს აკეთებენ. მთელი დღე დადის დედაჩემი და თავის მეგობრის შვილებს შორის ჩემს საცოლეს ეძებს. მე კი ერთადერთი გოგო მიყვარს რომელიც მიცხადებს რომ არვუყვარვარ და მისი ცხოვრებიდან წავიდე.-დაასრულა მონილოგი და შემომხედა. არვიცოდი რა მეთქვა. თითქოს შემეცოდა კიდეც მაგრამ როცა გამახსენდა მისი სამეგობრო. მისი ირონიული საუბარი და ყველაფერი დაც მასთანაა დაკავშირებული ყველაფერი დამავიწყდა
-უნდა წავიდე-ანერვიულებულმა ვთქვო და სწრაფად წამოვდექი ფეხზე. მაგრამ 2 ნაბიჯი არ მქონდა განვლილი რომ თბილი სხეული მომეხუტა უკნიდან. კვლავ იფეთქეს ჩემს მუცელში ფეიერვერკებმა. უნებურად გავშეშდი და მხოლოდ მადინ მოვრდი გონდ როდესაც უკვე წინ შვებრუნებიმე და მთელი ძალით მიკრავდა გულში. მისი სასიამოვნო სურნელით გაბრუებულს არც გამიწევია წინააღმდეგობა და უხერხულად შემოვხვიე ხელები განიერ მხრებზე. რამოდენიმე წუთი ვიდექით ესე. ბოლოს ისევ მე მოვაშორე ხელი.
-გამოცდა მაქვს. უნდა წავიდე-დავიჩურჩულე და მკერდზე მივაჭირე ორივე ხელი.
-გაგიყვან-სწრაფად მითხრა.
-ჩვენს შორის არაფერი შეცვლილა.-წყნარად ვუთხარი და ჩქარი ნაბიჯით მოვშორდი. უკნიდან ჩაცინების ხმა გავიგე თუმცა არ მივტრიალებულვარ. გავიღიმე და ისე მივედი სკოლაში. გამოცდამდე გვანცას შევხვდი და ყველაფერი მოვუყევი. გაოგნებულმა დატოვა კლასი და გამოცდებზე ჩემზე ადრე შევიდა. მალევე შევედი. მართალია ცოტას ვნერვიულობდი მაგრამ ნაცნობი საკითხები როგორც კი დავინახე გამეღიმა და უპრობლემოდ გავაკეთე საკითხების 80% დანარჩენში კი ეჭვი მეპარებოდა. სახლში მივდიოდი როდესაც იქვე პატარა მაღაზიაში განცხადებას მოვკარი თვალი. გამყიდველი სჭირდებოდათ. სწრაფად შევედი მაღაზიაში და გამყიდველს გავუღიმე.
-თქვენ გჭირდებათ გამყიდველი?-ვკითხე მას
-დიახ გვჭირდება. თქვენ გინდათ მუშაობა?-ამათვალიერა ქალმა
-დიახ.-ზრდილობიანად ვუთხარი
-ეს ჩემი მაღაზიაა. რადგან ზაფხულია დილის 9იდან საღამოს 9მდე იმუშავებ. მე აქ ვიქნები უბრალოდ შენ დამხმარე იქნები. შენ ხალხს მოემსახურები და მე ფულს მომცემენ. ხელფასი კვირაში 150 ლარია. გაწყობს?-გამიღიმა ქალმა
-რათქმაუნდა მაწყობს. დიდი მადლობა. როდიდან დავიწყო სამუშაო?-გახარებულმა გადავუხადე მადლობა.
-ხვალ დილით მოდი.-თბილად გამიღიმა ქალმა
-კარგით ნახვამდის. თურამე შეიცვლება ნომერს დაგიტოვებთ-ვუთხარი და იქვე ფურცრლზე დავუწერე ნომერი. გახარებული გამოვბრუნდი და სახლისკენ წავედი. გზაში მირონოვის სახლს გავხედე მაგრამ არავინ ჩანდა. სახლში მისულს წიგნები გვერდით მოვისროლე და საჭმლის კეთება დავიწყე.
‪#‎გიგამირონოვი‬#
დილიდან კარგ ხასიათზე ვიყავი უკვე ღამის 12 საათი იყო სახლში რომ მივედი და პირდაპირ ჩემი ოთახისკენ წავედი მაგრამ დედამ გადამიღობა გზა.
-შენთან სალაპარაკო გვაქვს-თქვა და მანიშნა მამას კაბინეტში შევსულიყავი. თვალები გადავატრიალე და უხმოდ დავიკავე სავარძრლში ადგილი
-უკვე 22 წლის ხარ და შენი დაოჯახების დროა-დაიწყო მამამ
-ვიცი-გავიღიმე და ფიქრებში ქრისტინა ამომიტივტივდა
-ჩვენ მოვძებნეთ შენთვის შესაფერისი გოგო-გააგრძელა დედამ
-თქვენ აპირებთ ვიღაც ძუკნაზე დამაქორწინოთ?-გავიცინე მე
-არაა ის ძუკნა. და წესიერად ილაპარაკე. ოჯახს შევუთანხმდით. 20 წლისაა ლამაზი გოგოა და რაც მთავარია ჩვენი წრისაა.
-მე არმოვიყვან მაგ გოგოს ცოლად-თავი გავაქნიე მე
-მოიყვან.-მტკიცედ ჩაილაპარაკა მამამ
-მე მოვიყვან ცოლს უახლოეს მომაცალში მაგრამ ის იქნება ქრინტინა აკობია და არა თქვენს მიერ შერჩეული ვინმე ძუკნა-ფეხზე ავდექი მე
-დაჯექი და ხმა არ გავივო. რასაც გეტყვით იმას გააკეთებ-უყვირა დედამ.
-არ გავიგო და მეორედ ამ საკითხზე ხმა არ გავიგო. იცოდეთ ქორწილს ჩავშლი ან კიდევ ცხოვრებას გავუმწარებ იმ გოგოს და თვითონ გიქცევა აქედან. ნუ გამაუბრდურებინებთ იმ საწყალ გოგოს და ნუ გაიფუჭებთ სახელს-მკაცრად ვთქვიდა კაბინეტის კარი გამოვიჯახუნე. სწრაფად ავირბინე კიბეები და ჩემს ოთახში შევედი. ცოტა ნასვამი ვიყავი ამიტომ სწრაფად შევედი სააბაზანოში შემსეგ კი დავიძინე.
‪#‎ქრისტინააკობია‬#
დილით კვლავ ნახევრად მძინარი ავდექი ფეხზე და თავი მოვიწესრიგე. ჩვეული შავი ჯინსი და თეთრი უბრალო მაისური ჩავიცვი, ფეხით გავუყევი გზას. დიდი დრო არ დამჭირდა მაღაზიაში მისასვლელად. 15 წუთში უკვე ადგილზე ვიყავი. თბილად მივესლმე როგორც თვითონ მითხრა ქალბატონ მაიას და მაღაზია დავათვალიერე. დავიმხსოვრე თითქმის ყველაფრის ადგილსამყოფელი და ღიმილით ვემსახურებოდი კლიენტებს. უკვე 9 საათი იყო და გამოსაცვლელ ოთახში შევედი. სწრაფად გავიხადე მაიკა რომელზეც მაღაზიის სახელი ეწერა და ჩემი მისური გადავიცვი. ქალბატონი მაიაც ჩემს გამოსვლას ელოდა და მაღაზია დაკეტილი არ ჰქონდა მაღაზიააში 2 ტიპი რომ შემოვიდა.. მე მიკითხეს. გაოცებულმა გავხედე 2 შავებში ჩაცმულ ტიპს.
-ჩვენთან ერთად უნდა წამობრძანდეთ-თქვა ერთ-ერთმა და მკლავში უხეშად მომკიდა ხელი.
-ვინ ხართ?-შეშინებულმა ვიკითხე.
-ეკატერინე მირონოვს თქვენი ნახვა სურს.-მითხრა ერთ-ერთმა და სწრაფად ჩამსვა შავ აუდში. შეშინებული ვაცეცებდი თვალებს და ხმას ვერ ვიღებდი. არვიცოდი რამეფიქრა. 10 წუთი არ იქნებოდა გასული მანქანა რომ გაჩერდა და მანქანაში შუახნის ქალი დაჯდა. მდიდრულად ჩაცმულმოკაზმული იყო.
-ვინ ხართ?-ვკითხე შეშინებულმა ქალს.
-ეკატერინე მირონოვი. შენ ალბათ იცნობ არა გიგა მირონოვს?-თვალი თვალში გამიყარა ქალმა. მისი თვალები ცივი იყო. თავი უხმოდ დავუქნიე.
-მე დედამისი ვარ. მინდა რომ მას თავი დაანებო. საერთოდ მინდა რომ ამ ქალაქიდან ცოტახნით გაქრე. სანაცვლოდ დიდ ფულს გთავაზობ. თუარ დამთანხმდები შენი მშობლები სამუშაოს დაკარგავენ-ავად ჩაიცინა ქალმა.
-არმჭირდება თქვენი ფული. არც თქვენი შვილი მაინტერესებს. ჩემს მშობლებს თავი დაანებეთ-ამოვიტირე მე.
-დღესვე დაიფარება თქვენი კრედიტი ბანკში. ოღონდ თუ კიდევ შეხვდები ჩემს შვილს შენ მშობლებს სეროოზული პრობლემა შეექმდენათ.
-არმინდა. მე ისედაც არ ვხვდები თქვენს შვილს. ის გადამეკიდა-ტირილს არ ვწყვეტდი მე.
-კიდევ ერთხელ შეხვდები და შენი მშობლები სამსახურს დაკარგავენ. ეს ფული კი აიღე და მოუსვი აქედან-ხელში მომაჩეჩა ყვითელი პაკეტი და სერაფად გადავიდა მანქანიდან. მცველებმა მეც გადმომიყვანეს. ატირებულმა მივაჩეჩე ერთ-ერთ მცველს ფული და ატირებული გამოვიქეცი და როცა დავრწმუნდი რომ იმ ხალხისგან შორს ვიყავი ხის ძირში მოკუნტული დავჯექი და ტირილს ვუმატე. მალევე შემოვიდა ტელეფონზე ზარი. მამას ნომერს რომ დავხედე სწრაფად მოვიწმიმდე ცრემლები. ჩავახველე და თითქმის გაწმენდილი ხმით ვუპასუხე
-ხო მა
-რატო დაგაგვიანდა ?-მკითხა პირდაპირ როგორც ჩანს არ შეუმჩნევია არაფერი
-მა. მაღაზიაში მაია დეიდას დახმარება სჭირდებოდა. ხოდა მოხუცი ქალია და შემეცოდა. ვეხმარები და მალე მოვალ კაი?-სწრაფად შევთხზი ტყუილი
-კაი. დამირეკე რო წამოხვალ-ეს მითხრა და ტელეფონი გამითიშა. კვლავ გადმომცვივდა თვალებიდან ცრემლები. თავი მუხლებში ჩავრგე და უხმოდ ავტორდი. გონზე მანქანის დამუხრუჭების ხმამ მომიყვანა. ნაცნობ მერსედესს რომ შევხედე სწრაფად ავდექი და გავიქევი. თუმცა მალევე აღმოვჩნდი ნაცნობ თბილ მკლავებში მოქცეული
-რაგჭირს?-მკითხა და გულზე მიმიხუტა თუმცა სწრაფად დავიძვრინე თავი მისი მკლავებიდან
-შენი ბრალია. ყველაფერი შენი ბრალია. დამანებე თავი. შემეშვი-ვუყვირე და სწრაფად შემოვბრუნდი. გაკვირვებულმა მირომოვმა სწრაფად მომკიდა ხელი და მანქანაში ჩამსვა.
-არა გამიშვი. არ მინდა. არ მინდა ჩემს გამო ჩემი მშობლები უბედურები იყვნენ.-დავიჩურჩულე და ვიგრძენი როგორ დამიბნელდა თვალს. გონს ცივი ხელების შეხებამ გამომიყვანა სახეზე.
-კარგად ხარ?-მკითხა მაშინმე მირონოვმა
-არა არვარ.-თავი გავაქნიე და სწრაფად გადმოვედი მანქანიდან. გარშემო მიმოვიხედე მაგრამ ტყის გარდა რომ ვერაფერი დავინახე შეშინებული გავიხედე გიგას
-სად ვართ?
-კოჯორიში-მიპასუხა უდარდელად.
-წამიყვანე აქედან.-შეშინებულმა გავხედე და სწრაფად დავხედე ტელეფონს 10 საათი იყო ჯერ მხოლოდ.
-ჯერ მითხარი რამოხდა. ხო მართლა მამაშენმა დარეკა.მე ვუპასუხე-მითხრა უდარდელად
-რაა? ვაიმე დავიღუპე-შუბლზე ვიტაცე ხელი. მართალია ღამით ტყეში მეშინოდა თუმცა სწრაფად წავედი ტყისკენ და ერთ ერთი ხის ქვეშ. ხელები მუხლებზე მოვიხვიე და თავი ჩამოვადე.
-ქრისტი. რამოხდა?-მკითხა და ჩემს გვერდით დაჯდა
-ჩვენ ერთად არ უნდა დაგვინახონ. არა არ უნდა დაგვინახონ. სწრაფად წადი აქედან-ვჩურჩულებდი და ხელებს მაგრად ვიჭედი მუხლებზე.
-რამოხდა?-ხმა საკმაოდ შეცვლილი ჰქონდა მირონოვს
-შენს გამო მოხდება ეს ყველაფერი. ყველაფერი შენი ბრალია-ამოვიტირე მე
-იქნებ ამიხსნა რაგჭირს?-დამიყვირა გამწარებულმა და ხეს ფეხი მწარედ მიატყა
-დამპირდი რომ ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრებიი..თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ. თავი დამანებე და შეეშვით ჩემს ოჯახს-ტირილს ვერ ვწყვეტდი მე
-შენი ოჯახი რა შუაშია? ან ვინ უნდა შეეშვას?-მშვიდად იკითხა გიგა
-შენი ოჯახი. არმინდა. თავი დამან-სიტყვის დამთავრება არ მაცადა ისე მომკიდა ხელი და სწრაფად მიმიკრა გულზე. ხელში ამიყვანა და მანქანის უკანა სავარძელზე დაჯდა. მე კალთაში ჩამისვა და კარი შიგნიდან ჩაკეტა.
-დაიძინე. დაისვენე და ყველაფერსომიყვები ხვალ-ნაზად მაკოცა შუბლზე და თავი მის მკერდზე მიმადებინა.
-არა სახლში წამიყვანე. ხვალ სამსახურში უნდა წავიდე დილით-სწრაფად წამოვწიე თავი როდესაც გამახსენდა რომ ხვალ სამუშაო მქონდა
-სად მუშაობ?-გაეცინა მირონოვს.
-რატომ იცინი?-შუბლი შევკარი მე და სწრაფად გადავხტი მისი კალთიდან მეორე სავარძელზე.
-17 წლის ხარ რადროს შენი მუშაობაა-კვლავ გაიცინა მე
-ბოდიში დედაშენის მოცემული ფულით ვერ გადავიხდი უნივერსიტეტის ფულს-ვთქვი და იმ წამს ვიკბინე ენაზე. სწრაფად დავხარე თავი და ფეხები მოვკუნტე
-რათქვი?-ძარღვებდაბერილმა შემომხედა უხეშად წამავლო ნიკაპში ხელი და თავი ამაწევინა.
-არაფერი-უმალ გავაქნიე თავი.
-სანამ დედაჩემთან მივსულვარ და ყველაფერი გამირკვევია მანამ მითხარი რამოხდა-გაბრაზებულმა ჩაიდუდუნა
-მაშინ დამპირდი რომ აღარასდროს შევხვდებით-პირობა წავუყენე მე
-ისეთ დაპირებას ვერ მოგცემ რასაც ვერ შევასრულებ. ამიტომ სწრაფად მითხარი რამოხდა-გაბრაზებულმა დაიღრინა
-სამსახურიდან მოვდიოდი თქვენი ორი მცველი რომ მომიახლოვდა და მანქანაში ჩამტენა. მალევე დედაშენი დაჯდა და მითხრა რომ თუ ერთხელ მაინც გნახავდი დედაჩემი და მამაჩემი სამსახურს დაკარგავდა. თან მითხრა რომ კრედიტი რომელიც ბანკში აქ მამაჩემს დაიფარებოდა მის მიერ და რაღაც კონვერტი მომაჩეჩა რომელშიც როგორც თვითონ მითხრა ფული იყო. ის კონვერტი მცველს დავუტოვე და გამოვიქეცი-კვლავ ავტირდი მე.
-ანუ დედაჩემმა ფული შემოგთავაზა რომელიც იქ დატოვე და თან დაგემუქრა?-წარბი შეკრა მან
-თუ არ გჯერა ნუ დაიჯერებ. უბრალოდ სახლში მიმიყვანე და დამპირდი რომ ჩემს მშობლებს არაფერი მოუვათ-ამოვიტირე კვლავ მე.
-აქ იყავი-გამაფრთხილებლად დამიქნია თითი და მანქანიდან გადავიდა. სწრაფად დაიკავა მძღოლის ადგილი და დიდი სიჩქრით გაუყვა გზას. უკვე ცუდად ვიყავი სიჩქარის და უსწორმასწორო გზების გამო.
-გთხოვ გააჩერე მანქანა ცუდად ვარ-ამოვიკნავლე მე
-რამოხდა?-სწრაფად გადაიყვანა მანქანა გზიდან და მანქანიდან სწრაფად გადამიყვანა.
-უბრალოდ მგზავრობა მხდის ცუდად-ამოვიკრუსუნე და მანქანას მივეყრდენი უკანალით. სახეზე ხელები ავიფარე და სწრაფად მოვიწმინდე წამოსული ცრემლი.
-გეფიცები არც ერთ შენს ცრემლს არ ვაპატიებ თუნდაც დედაჩემი იყოს. ნუ ტირი რა. ყველაფერს მოვაგვარებ-მითხრა და სწრაფად ჩამეხუტა. ამჯერად თვითომ მიეყრდნო მანქანას და მე კი მას. სწრაფად მოვხვიე ხელები წელზე და თავი მკერდზე მივადე.
-იცი რატომ შემიყვარდი?-ჩუმად დაიწყო საუბარი მან.
-რატომ-ვკითხე და მას ავხედე. შეუმჩნევლად დამიარა ჟრუანტელმა როდესაც მის ყავისფერ თვალებს შევხედე.
-ლამაზი საყვარელი და ჭკვიანი ხარ. ყოველთვის სწავლა უფრო გაინტერესებდა ვიდრე ბიჭები. შენხელა გოგონების უმეტესობას ეხლა 5-ჯერ აქვთ უკვე აბორტი გაკეთებული. შენ კი წმინდა ხარ. არც მუშაობა გეთაკილება და არც ის რომ სხვებივით ფულიანი მამიკოს შვილი არახარ. ყოველთვის გაკმაყოფილებდა ის რაც გქონდა მაგრამ სულ წინ მიისწაფოდი.-ნელა და აუჩქარებლად საუბრობდა თან უფრო მაგრად მიჭერდა ხელს და მიკრავდა გულში.
-მე კიდე მაგრად არ მევასებოდი-გულღიად ვუთხარი რასაც ვფიქრობდი
-რატომ ვითომ? რას მიწუნებ-სიცილით მკითხა მან
-ჩვეულებრივი თავხედი ხარ და იმას-ენა გამოვუყავი მე.
-მე სულ გიყურებდი ჩემი სახლის წინ პარკში რო იჯექი და მეცადინეობდი-საფეთქელზე მაკოცა მან
-მე სულ ნერვებს მიშლიდა შენი სიყეყეჩე და "კაი ბიჭობა"-კვლავ გამოვუყავი ენა
-მე სულ ვცდილობდი თავი მომეწონებინა შენთვის.. შენ კიდე ის იდიოტი ჩაჩუა გიყვარდა. რამდენჯერ ვცემე არც მახსოვს-შუბლი შეკრა მან
-არ მიყვარდა უბრალო გატაცება იყო. მაგის მერე კიდევ მომწონდა რამოდენიმე ბიჭი-გავიცინე.
-ჩემს ძმაკაცს გვანცა ევასება და სულ მეხვერწება გამაცანიო
-არა გვანცას ვიღაც ნიკას ძმაკაცი ევასება-მხრები ავიჩეჩე მე.
-უკეთ ხარ?-მკითხა მირონოვმა
-კი.-თავი დავუქნიე მე
-წინ დაჯექი და თან ვისაუბროთ-სწრაფად მოვუარე მანქანას და წინ დავჯექი ღვედი შევიკარი და წინ გავიხედე. მალევე დაძრა მანქანა.
-ჩემი ცოლი გახდები?-მკითხა მოულოდნელად მან
-რა?-გაკვირვებულმა გავხედე სერიოზულად მოსაუბრე გიგას
-ცოლად გამომყევი-კვლავ გაიმეორა იგივე
-მაგრამ მე ჯერ კიდევ 17 წლის ვარ-თვალებგაფართოებულმა ვუპასუხე.
-არაუშავს. უნივერსიტეტში ისწავლი
თუ მოგინდება იმუშავებ და როდესაც გაიზრდები შვილებს შემდეგ გააჩენ-სწრაფად მოძებნა მირონოვმა გამოსავალი.
-შენი მშობლები წინაღმდეგები იქნებიან-კვლავ გამოვძებნე მიზეზი მე.
-მშობლებს მე დაველაპარაკები-მითძრა ღიმილით.
-ხო მაგრამ-თავი დავხარე მე.
-გადაწყდა. შენ ჩემი ცოლი გახდები, მშობლებს ყველაფერს ავუხსნით-ღიმილით თქვა გიგამ და მანქანა სწრაფად შეაყენა ავტოგარჟში რომელშიც მრავალი ფირმის სხვადასხვა ფერის მანქანა ეყენა.
-წამოდი-სწრაფად გამიღო მანქანის კარი და გადმომიყვანა. გულზე მიხუტებულმა მიმიყვანა სახლის კარამდე და კარზე ზარი დარეკა. მალევე გააღო თეთრ ფორმაში გამოწყობილმა ქალმა კარი და უხმოდ შეგვიშვა შინ. მისაღებში იჯდა შეჭაღარავებული მამაკაცი
ჩაის მიირთმევდა ნაცნობ ქალთან ერთად. შეშინებული სწრაფად მივემარი მირონოვს და თავი დავხარე.
-ამას აქ რაუნდა?-გაბრაზრბული ადგა ქალი ფეხზე და ცივი მზერა მომაპყრო.
-რძალზე ეგრე უნდა ილაპარაკო?-წარბი შეკრა გიგამ
-რძალზე? მაგ გომბიო მხოლოდ ფულის გამო გამოგყვა. ალბათ საწოლში ჩაგიგორდა და ორსულადაა.. გაშამტაჟებს და მაგიტომ მოგყავს ცოლად..-ზიზღით თქვა ეკატერინემ.
-ჯობია მე წავიდე-დავიჩურჩულე ცრემლმორეულმა და მისი ხელებიდან გათავოსუფლება ვცადე.
-მისმინეთ ორივემ. ის დღეიდან ჩემი ცოლი იქნება და ამას თქვენ ხელს ვერ შეუშლით. რაც არ უნდა იძახოთ მე ის მიყვარს და არცერთს არ გაპატიებთ მასზე ცუდის თქმას. ან მიიღეთ ის და ან ჩათვალეთ რომ შვილი არგყავთ-სწრაფად წამოუყენა პირობა მირონოვმა
-მივიღებთ რათქმაუნდა მივიღებთ შვილო. ხომ იცი დედაშენის ხასიათი სულ აბუქებს ყველაფერს-თქვა უფროსმა მირონოვმა და თბილად გამიღიმა. დავინახე ეკატერინეს გაბრაზებული სახე და ტანში უსიამოვნოდ გამცრა.
-ქრისტის მშობლებს ხვალ დაველაპარაკებით-უთხრა გიგამ.
-მიდით ოთახში ადით. დაისვენეთ და ხვალ ვისაუბროთ-გვითხრა კაცმა და გაიცინა. გიგამაც გაიცინა და იქვე მდებარე კიბისკენ წამიყვანა. ნელა ავიარეთ კიბეები და მდიდრულად მოწყობილი დერეფანი გავიარეთ. ერთ-ერთი კარი შეაღო მირონოვმა და ოთახში პირველი შემატარა. უბრალო ოთახი იყო ღია ყავისფერში მოწყობილი.უხერხულად დავდექი ოთახის ცენტრში და მირონოვს გავხედე რომელიც იღიმოდა.
-რა?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-არაფერი-ღიმილით გააქნია თავი. იქვე მდებარე კარადასთან მივიდა და კარი გამოაღო. სპორტული შარვალი და მაისური გამოიღო და მომაწოდა.
-გამოიცვალე და დავიძინოთ, გვიანია უკვე-სწრაფად მაკოცა ლოყაზე და აბაზანისკენ მანიშნა. სწრაფად შევედი და კარი გადავკეტე. სწრაფად გავიხადე მაისური და შარვალი და გიგას მოცემული ჩავიცვი. ჩემები იქვე მივდე და ფეხშიშველი გავედი ოთახში. წელსზევით შიშველი იჯდა იქვე მდგარ პუფში მირონოვი და ჯეოსტიკებით ვიდეო თამაშებს თამაშობდა. არც შეუმჩნევია როგორ შევედი. უხმაუროდ მივედი საწოლთან და დავჯექი. არვიცოდი რა გამეკეთებინა. უხმოდ ვათვალიერებდი უკნიდან შეხება რომ ვიგრძენი და შიშისგან შევხტი ამას კი მირონოვის როხროხი მოჰყვა.
-რაგაცინებს-გავბრაზდი და სწრაფად წამოვხტი ფეხზე.
-მოდი რა ჩამეხუტე-სწრაფად გაშალა ხელები და მანიშნა მივსულიყავი. გაუბედავად მივუახლოვდი და ხელები წელზე მოვხვიე. გაოცებულმა ავხედე მირონოვს რომელიც იცინოდა და ხელები ისევ ჰაერში გაეშეშებინა.
-ერთი წინადადება მაქვს შენთან-სწრაფად მითხრა და მომენტალურად წელზე მომხვია ხელები და ჩემთან ერთად დაასკდა ლოგინს. მის ზემოდან დაცემულმა ტკივილისგან ამოვიკრუსუნე და ნატკენ მკლავზე ხელი ავისვი.
-ცხოველო-დავიჩურჩულე და უფრო კარგად მოვეწყვე მის მკერდზე.
-ხო არა?-გაიცინა და ტუჩის კუთხეში მაკოცა. ჟრუანტელმა დამიარა ტანში, სწრაფად ავხედე მის მუქ ყავისფერ თვალებს და მზერა გავუსწორე.
-სამსახურიდან წამოდი, ოღონდ სანამ ისტერიკებს ატეხავ რატოო ამახსნევინე-სწრაფად მომაყარა და პირზე ხელი ამაფარა. მის საქციელზე გამეღიმა და თვალებით მივახვედრე გაეშვა.
-მე არ ვკივივარ და მეორედ პირზე ხელს რო ამაფარებ გიკბენ-შევუღრინე მე.
-კარგი. მოკლედ მოგეხსენება და ზაფხულია. შენ კი ეხლახანს დაიწყე სამსახური. ანუ გთავაზობ შეეშვა მაგ სამსახურს. წავიდეთ დასასვენებლად ანტალიაში ან ეგვიპტეში, თუგინდა იტალიაც არაა ცუდი ვარიანტი. ოღონდ ჯერ მშობლებს ეტყვი და ჯვარს დავიწერთ. ხელი შემდეგ მოვაწეროთ. მე პირადად დიდი ქორწილები არ მხიბლავს მაგრამ შენ თუგინდა გადავიხადოთ. მოკლედ არ გამოგივა ამ ზაფხულში სამსახური მაგრამ შეგიძლია სხვა დროს გაიხარო შენი ჭია და იმუშავო. თუმცა მე მაინც ვთვლი რომ არგჭირდება-მხრები აიჩეჩა მან.
-ქორწილი არც მე არმინდა. და არც სადმე დადასვენებლად წასვლა არმინდა. დედაშენი იფიქრებს ფულის გამო გაყვაო-დავიჩურჩულე და მის მკერდზე დავადე თავი. თვალები დავხუჭე და სრულიად დავაიგნორე მისი გაბრაზებული სახე.
-ქორწილზე არ გეწინააღმდეგები მაგრამ დასასვენებლად აუცილებლად წავალთ. ხვალ კიდევ შენ ნივთებს გადმოიტან და სხვა საჭირო ნივთებსაც ვიყიდით ერთად. ეხლა კი დაიძინე.-ყურზე მაკოცა და ხელები მჭიდროდ მომხვია წელზე უკვე თვალებდახუჭულს არც კი მახსოვდს როგორ ჩამეძინა. დილით ჩემი ტელეფონის ბზუილმა გამაღვიძა. მაღვიძარა რეკავდა. სწრაფად დავიხსენი ჯერ კიდევ მძინარი მირონოვიდან თავი და მაღვიძარა გამოვრთე. ფეხზე ავდექი და აბაზანაში შევედი. რადგან კბილის ჯაგრისი არმქონდა და არც რაიმე პირადი ნივთები მის კარადაში ვნახე ზედმეტი ჯაგრისი და იმით გამოვიხეხე კბილები. არც მიფიქრია ჩემი შარვლის ჩაცმაზე. გიგას შარვალი ავიკეცე და როდესაც სარჯეში ვნახე რომ კარგად მქონდა მის მაიკასაც ავუკეცე მკლავები. ღიმილით გავედი საძინებელში გიგას კიდევ ეძინა. ჯერ ერთ ლოყაში მივარტყი ხელი მერე კი მეორეში უფრო მწარედ
-კოცნით გაღვიძება მერჩივნა-ღიმილით მითხრა და თვალები გაახილა
-რვის ნახევარია. ადექი-ვუბრძანე მე
-არა რა რატო იღვიძებ ეგრე ადრე? -თვალები გადაატრიალა და გვერდი იცვალა
-წავედი მე.-გაბრაზებული წამოვდექი და კარისკენ დავიძარი
-აუ ხო მოდი ვდგები-დაიბუზღუნა და სწრაფად წამოჯდა საწოლზე გაეღიმა მის ტანსაცმელში გამოწყობილი რომ დამინახა და მანიშნა მასთან მივსულიყავი.
-ჩემი ყველაზე საუკეთესო ცოლი ხარ რა-მასთან მისვლის შემდეგ ხელები მომხვია და კალთაში ჩამიჯინა
-ბევრი გყავდა ხო საუკეთესო როვარ-გავიცინე მე.
-ნუ მაიმუნობ-ცხვირზე მაკოცა და ფეხზე სწრაფად ადგა.
-მე აბაზანაში შევალ. მანამ შეგიძლია მშობლებს დაურეკო. ქვემოთ ერთად ჩავიდეთ-მითხრა და აბაზანის კარი მიიხურა. სწრაფად ავიღე ტელეფონი და მამაჩემს დავურეკე.
-ქრისტინა.. როგორც იქნა? სად ხარ აქამდე. რატომ გქონდა ტელეფონი გამორთული?-მომაყარა კითხვები მამამ
-არ ინერვიულოთ. კარგად ვარ. ეხლა მალე მოვალ სახლში და ყველაფერს აგიხსნით. ტელეფონი დამიჯდა და გვიან ჩავრთე ღამე-ავუხსენი სიტუაცია მე.
-მალე მოდი შვილო რომ გადაგვრიე ორივე. იცი დედაშენი როგორ ნერვიულობდა?
-კაი მა მოვალ და აგიხსნით. დროებით-ვუთხარი და გავუთიშე მალევე დავიწყე ოთახის თვალიერება. კარგი ოთახი იყო თუმცა ეტყობოდა რომ ბიჭის იყო. სანამ გიგა აბაზანიდან გამოვიდოდა მისი ჯეოსტიკები ავიღე თამაში ჩავრთე და თამაში დავიწყე. თამაშში გართულმა ვერამჩნიე როგორ გამოვიდა აბაზანიდან მოროვი.
-როგორც ჩანს მეორე ჯეოსტიკის ყიდვა მომიწევს აარა?-გაიცინა გიგამ
-რავი მე ამითაც მშვენივრად ვთამაშობ-გამოვუყავი ენა და როდესაც გამზადებული დავინახე ფეხზე ავდექი
-სულ სპორტულები რატო გაცვია?-ვკითხრ და ავათვალიერე. შავი კედები და ამავე ფერის სპორტულები ეცვა.. რომელიც ცალ ფეხზე აეკეცა მეორეზე ჩვეულებრივად ჩამოეშვა. ზემოთ კი თეთრი მაისური ეცვა. რეიბანები კი თმაზე დაემაგრებინა.
-ეგეთი მეც მაქ-ვანიშნე სათვალეზე და სწრაფად მოვაძრე თავიდან ეხლა მე დავიკოსე ცხვირზე და ისე გავედი ოთახიდან. სიცილით გამომედევნა მირონოვი და ხელი გადამხვია. კარგ ხასიათზე გაღვიძებულს ვხვდებოდი ვერც ეკატერინეს ნახვა ჩამიშხამებდა ცხოვრებას. გარეთ გასულს კოტე (მირონოვი. გიგას მამა) რომ დაგვხვდა ავტოფარეხში არ გამკვირვებია მაგრამ მას ძალიან რომ გაუკვირდა შვილის ნახვა ეგ აშკარად დაეტყო.
-ესე ადრე როგორ ააყენე?-სიცილით გადმომხედა მე.
-ეს გუშინაც ამ დროს ადგა-გავიცინე გუშინდელი დილის გახსენებისას.
-არა გეშლება. დილით შენ რომ გაივლიდი მერე ისევ ვიძინებდი-ენა გამომიყო მე
-როგორც ჩანს ზუსტად შენი სტილის გოგო აარჩიე. დედაშენი ალბათ გაგიჟდება-გაიცინა კაცმა
-ქრისტის მშობლებთან მივდივართ წამოხვალ?;კითხა გიგამ კოტეს.
-კი ჯერ მაინც ადრეა. წადით და უკან გამოგყვრბით. რომლით მიდიხარ?-მოათვალიერა ფარეხში მდგომი 6ი მანქანა.
-მოკლედ სიდედრს და სიმამრს თავი უნდა მოვაწონო-ჩაფიქრებით თქვა და ტუჩზე თითი მიიდო და გამჭოლი მზერით მოათვალიერა მანქანები.
-მაინც არ მოეწონები და მანქანას რააზრი აქ-ენა გამოვუყავი მე. ამაზე ორივე მამა-შვილს როხროხი აუტყდათ. მოკლედ ძლივს განვლაგდით სამივე მანქანებში. ცალცალკე წავედით. ჩემს კორპუსს მივუახლოვდით თუარა ნერვიულობამ მიმატა და ხელები სულ გამიოფლიანდა.
-კარგი ნუ ნერვიულობ.მოგვარდება ყველაფერი-მითხრა და, ცალი ხელი ჩემს ხელს ჩასჭიდა. გავაჩერეთ თუარა მანქანა კოტემაც ჩვენს უკან დააყენა თავის რაში. ცოტა კი მერიდებოდა 3 სართულის ავლა ფეხით რომ უწევდათ მაგრამ რამექნა. დაბალ სართულებზე არ ადიოდა ლიფტი. ნელა ავიარეთ სამი სართული და რკინის თეთრ კარზე ზარი დავრეკე. კარი დედამ გააღო. გაოცებულმა მოათვალიერა მირონოვები და სახლში შეგვიშვა. მამაჩემი საუზმეს მიირთმევდა. როგორც ჩანს კოტეს იცნობდა რადგან მეგობრულად მოიკითხეს ერთმანეთი.
-მოკლედ რაზე მოვედით ეხლა-დაიწყო კოტემ.-ჩემს შვილს უნდა ცოლად მოიყვანოს თქვენი ქალიშვილი
-კოტე. მეგობრები ვართ მაგრამ ის ჯერ კიდევ 17 წლისაა-კბილების ღჭიალით თქვა მამამ და გაბრაზებულმა გამხედა. შეშინებულმა მოვუჭირე გიგას ხელი თვალები დავხუჭე ცრემლები რომ შემეკავებინა.
-ვიცით რომ 17 წლისაა მაგრამ ასაკი არანაირი პრობლემა არაა. მას ისე მივიღებ როგორც საკუთარ შვილს. უნივერსიტეტში ისწავლის და სანამ სრულწლოვანი არ იქნება მანამ ცალცალკე ოთხებში იქნებიან. ამასთამავე ჯვარს დაიწერენ. როცა მოესურვებათ მაშინ გადავლიან ცალკე სახლში საცცოვრებლად. არაფერი მოაკლდება. და მუდამ თქვენს შვილს დავუჭერ მხარს.-დაასრულა მონოლოგო კოტემ
-მე მაინც ვფიქრობ რომ პატარები არიამ ჯერ-კვლავ გაბრაზებულმა თქვა მამამ
-შეგახსენო რამდენი წლის იყავი ცოლი რომ მოიყვანე?-ჩაოფხუკუნა კოტემ. გაოცებულმა გავხედე უკვე გაღიმებულ მამაას და შემდეგ კოტეს.
-მაგრამ ჩემს შვილთან მარტო დამტოვეთ სალაპარაკოდ-კვლავ მიიღო მკაცრი იერი. ვინაიდან სტუმრების ოთახიდან გაყრა უზრდელობა იქნებოდა ჩვენ დავტოვრთ ოთახი
.
-მა ხომ არ მობრაზდები?-ტირილის პირას მყოფმა ვუთხარი და თავი დავხარე.
-სიმართლე გითხრა კი-მკაცრად მითხრა.
-მეც არ მქონდა გადაწყვეტილი. უბრალოდ ისე მოხდა-დავიწყე ახსნა მაგრამ მამას ხმამ გამაჩერა
-ყოჩაღ შენ. ნახე რა სიძე გამეჩითაა? მამი პიდარასტი რო ვიყო შემშურდებოდა-ჩაიფხუკუნა მამაჩემმა
-შე დამპალოოოოო-ვუყვირე სიცილით და თავში ბალიში გავუქანე. სწრაფად შემოვარდა დედა ჩემს ყვირილზე ოთახში და ეგეთ დღეში რომ დაგვინახა გაბრაზრბულმა გაგვყარა მისაღებში.
-რაო მამაშენმა?-ჩამჩურჩულა ყურში გიგამ
-რომ გავალთ მერე გეტყვი-ჩავიფხუკუნე მე.
-რაზე ყვიროდი?-მაინც არ მომეშვა მირონოვი.
-რაო და პიდარასტი რო ვიყო შემშურდებოდა შენიო. დაკმაყოფილდი?-გაბრაზებულმა გადავუჩურჩულე გაწითლებულ გიგას რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა და თავს ჩემს კისერში მალავდა. თან ჩუმად ფხუკუნებდა და მისი სიცილი მე მაცინებდა
-ჩამიშვი ხო?-სერიოზული სახით მკითხა მამაჩემმა ჩვენი მდგომარეობის დანახვაზე.
-რამექნა-გავიცინე მე.
-9ზე სამსახური მეწყება-მსუბუქად წამოვიკივლე და საათს დავხედე რომელიც ცხრის მაცევარს აჩვენებდა.
-გაიყვანე და მანამ ჩვენ ვისაუბრებთ-უთხრა კოტემ გიგას.
-საღამოს შემოგივლით-ვუთხარი მშობლებს და ორივეს შუბლზე ვაკოცე. მამაჩემს პარალელურად მხარზე ვუჩქმიტე და ისე გამოვედით სახლიდან.
-მამაშენმა მართლა ეგრე თქვა?-გაიცინა გიგამ
-ხო. გიჟია-გავიცინე მე.
-არა ისე მშვიდად მიიღო მე სულ სხვა რაღაცას ველოდი-მხრები აიჩეჩა მან.
-ფეხით წავიდეთ რაა-დავიწუწუნე მე როდესაც მანქანას მიხუახლოვდით.
-ბარნის გიყიდი-მითძრა სიცილით.
-რამდენს?-ვკითხე თვალმოჭუტულმა
-მთელ ყუთს.-გაიცინა კვლავ
-არ ჯდები? გვეჩქარება-სწრაფად გამოვაღე მანქანის კარი და სიცილით დავჯექი.
-ჩემი დებილი ბავშვი ხარ-თავზე მაკოცა და მანქანა დაძრა. 10 წუთში უკვე სამსახურში ვიყავი. ველაპარაკეთ მაია დეიდას და დიდი ბოდიში მოვუხადე. არაუდავსო ბედნიერებას გისურვებთო და ღიმილით გამოგვაცილა. თან ჩემმა მეუღლემ როგორც შემპირდა ბარნი მიყიდა მეც გემრიელად მივირთვი. შემდეგ ბეჭდები ვიტიდეთ ცოტა კი იწუწუნა ეს როგორ ვიგუე ხელზეო და რომ ვუთხარი მაშინ არც მე გავიკეთებ და ყველას გაუთხოვარი ვეგონებითქო სწრაფად მოირგო ბეჭედი ხელზე და გაბრაზებულმა გადმომხედა. დიდხანს დადიოდა დაბღბღვერილი მაგრამ ბოლოს ისევ კოცნით შემოვირიგე. მართალია ეკატერინე ძალიან წინააღმდეგი იყო მაგრამ მაინც თავისი გაიტანა მირონოვმა და ჯვრისწერა თუშეთში გადავიხადეთ. პატარა ეკლესიაში. არ მოსულა ეკატერინე ჯ რისწერაზე მაგრამ სამაგიეროდ კოტე იყო და მან და მამამ იმდენი გვაცინეს ლამის სიცილით ვიტირეთ. ჩემს მამამთილს უკვე შინაურულად ვესაუბრები და კოტეთი მივმართავ
ხო ჯვრისწერაზრ უბრალო თეთრი კაბა მეცვა მუხლებამდე. დედაჩემი უბედნიერესი იყო მაგრამ ცოტაც დაგეცადათ პატარები ხართო. ვინ მოუსმინა? არც არავინ ამის შემდეგ იყო ეგვიპტე. ანტალია. სვანეთი. მთელი ზაფხული მხიარულად გავატარეთ მე და ჩემმა ქმარმა. მე კავკასიის უნივერსიტეტში ჩავაბარე ბიზნესის განხრით. სამსახურში მამამთილმა ამიყვანა და კმაყოფილიც იყო. მართალია ხშრად ვაგვიანებდი მაგრამ საქმეს ხომ ვაკეთებდი? ჩემი ბუნჩულა მამამთილი მეორე მამა იყო. 21 წლის ვიყავი პირველი ვაჟკაცი რომ გაგვიჩნდა. სამსახურს თავი დავანებე და აკადემიური ავიღე. ისეთი საყვარელი იყო პატარა ერეკლე მირონოვი რომ გენახათ ჩაყლაპავდით. 4 წელიწადში პატარა პრინცესა შეგვეძინა ელენე. ისე უხაროდა ერეკლეს ჭკუაზე არ იყო. პატარა მირონოვები ისე გავდნენ მამას ეჭვიც კი მეპარებოდა მე გავაჩინემეთქი? მალევე კი ჩემი მერვების შლა დაიწყო. ჯერ თუ მხოლოდ უფროსი მირონოვი მიშლიდა მხოლოდ ნერვებს შუათანა დარმატა შემდეგ კი წუნკალი ელენე მაგრამ ალბათ ყველაზე ბედნიერიც კი ვიყავი სამივე მამა შვილი ჩხუბს რომ დაიწყებდნენ და ძლივს ვაშველებდი.....



№1  offline წევრი nini :)

აუ ძაან მაგარი იყო
მაგრამ ვერ გამიგია ამ დედამთილებს რატო არასოდეს მოსწონთ რძლები?
კი არის გამონაკლისები მაგრამ მაინც

კარგი იყო ძალიან
მაგრამ ვერ გამიგია რატო არასოდეს მოსწონთ რძლები ამ დედამთილებს?
კი არის გამონაკლისები მაგრამ მაინც

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargi iyoo ❤️

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

nini :)
აუ ძაან მაგარი იყო
მაგრამ ვერ გამიგია ამ დედამთილებს რატო არასოდეს მოსწონთ რძლები?
კი არის გამონაკლისები მაგრამ მაინც

კარგი იყო ძალიან
მაგრამ ვერ გამიგია რატო არასოდეს მოსწონთ რძლები ამ დედამთილებს?
კი არის გამონაკლისები მაგრამ მაინც

არვიცი მე რაც შეიძლებოდა რეალურად დავწერე სიტუაცია რათქმაუნდა გოგოს მშობბლების გამოკლებით რადგან არც ერთ მამას არ ექნებოდა ეგეთი რეაქცია შვილის ეგრე ნაადრევად გათხოვებისას.. მადლობა რომ წაიკითხე <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Auuu rakaiaaa

 


№5  offline წევრი ninuca)))

მომეწონა,
კარგი იყო!
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№6  offline წევრი tatiko.1995

dzalian kargi iyo momewona

 


№7 სტუმარი Tako

Au arvici meramdened wavikitxe es istoria mara yovel jerze sxvadasxva reaqcias iwvevs chemshi. Martla dzalian magaria da ar fiqrob ro meore nawili daweroo?:)) bevrs gauxardeba

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Tako
Au arvici meramdened wavikitxe es istoria mara yovel jerze sxvadasxva reaqcias iwvevs chemshi. Martla dzalian magaria da ar fiqrob ro meore nawili daweroo?:)) bevrs gauxardeba

ეს ისტორია ჩემშიც ძალიან კარგ ემოციებს იწვევს და ძალიან მიყვარს.
სამწუხაროდ ძალიან ადრე დაწერილია და ამჟამად ახალ ისტორიებზე ვმუშაობ, მადლობა თბილი შეფასებითვის <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent