შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისე მჭირდები, როგორც ჩაის ერთი ჭიქა წყალი 9


20-07-2015, 19:17
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 4 710

-სიცივეა-დავიწუწუნე და აწეწილი თმები კიდევ ერთხელ გავისწორე.
-წავიდეთ?-უკნიდან მომეხუტა ვაჩე
-ჰო. ჩემი ტელეფონი მანქანაშია?-ვკითხე და მოვშორდი. ჩემს ქცევაზე გაეღიმა და თავი დამიქნია. მანქანაში დავჯექით და ჩემი ტელეფონის ძებნა დავიწყე.
-სადაა?-ვკითე მას
-დიმიტრიმ დარეკა და მეთქი მე ვუპასუხებთქო არ შეგაწუხებთქო-მითხრა და ტელეფონი გამომიწოდა
-რაუნდოდა?-არ შევიმჩნიე მისი ალეწილი სახე და კითხვა შებუნრუნე
-ინერვიულა მე ტელეფონი არ ავიღე და ცოტა დამშვიდდა მე რომ ვუპასუხე-ირონიულად მითხრა და გაბრაზებულმა მანქანა მთელი სიჩქარით დაძრა
-ჰო არა?-არვ მე დავაკელი ირონია. არაფერი უპასუხია ტელეფონი უხეშად მომაჩეჩა და ისევ საჭეს მიუბრუნდა. დედასთან დავრეკე არ აიღო. არც გეგიმ. საშინლად ავნერვიულდი. კიდევ რამოდენიმეჯერ დავრეკე მაგრამ არ აიღო
-ტყუილად ნუ რეკავ არ ცალიათ -თქვა ვაჩემ
-და შენ რატო უნდა იცოდე ეს ყველაფერი და მე არა?-გაბრაზებულს ეგოისტობამ შემომიტია
-იმიტომ რომ ესე სჭირდება საქმეს. კინოთეატრში წავიდეთ?-სწრაფად შეცვალა თემა
-სანამ დედას და გეგის ამბავს არ გავიგებ არსად არწამოვალ-გავიბუსხე და ხელები გადავიჯვარედინე.
-კარგი მე დავურეკავ და იცოდე ხმა არ ამოიღო გაიგე?-მკაცრად მითხრა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო. 1 ზარი ორი ზარი და დედაჩემმა ტელეფონი აიღო. ნერვების მოშლაც ამას ჰქვია არა?
-გისმენ ვაჩე-გადაღლილი ხმით უპასუხა
-ნათია როგორ ხარ? მე და ხატია ეხლა თბილისის ზღვიდან მოვდივართ
-კარგად ვართ მე და გეგი. აქვეა. ხოიცი საქმე გვაქვს ორივეს და ხატიას რამოდენიმე დღე მოუწევს დარჩენამარტოს. მასწავლებლებს დავურეკე რომ სიცხე აქვს და ცუდადაა. ამ კვირაში აგარაკზე აიყვანე მოხისში რა და მერე მეც მანდ ამოვალ-აუღელვებლად წარმოსთქვა სიტყვები. გავბრაზდი? გავბრაზდი. მეწყინა? მეწყინა. საკუთარი დედა რომ ამას გაგიკეთებს. სწრაფად გამოვართვი ვაჩეს ტელეფონი გავთიშე და უხეშად მივაჩეჩე ხელში. ხმა არ ამომიღია ისე გავიხედე ფანჯარაში და თავი ძლივს შევიკავე ცრემლები რომ არ წამომსვლოდა
-ნუ გწყინს რა ხატი-თბილად მითხრა
-საერთოდ რაში გაინტერესებს მიმიყვანე სახლში და წადი სადაც გინდა-მშვიდად ვუთხარი ისე რომ არც შემიხედავს.
-დარწმუნებული ხარ? -ეშმაკურად მკითხა
-რაში?-ვერ მივუხვდი სათქმელს
-რომ მთელი კვირა მარტო დარჩები.
-კი დარწმუნებული ვარ-ამაყად ვუთხარი ჩემს თავში დარწმუნებულმა. უხმოდ მიმიყვანა სახლში. კარამდე მიმაცილა შუბლზე მაკოცა და წავიდა. სწრაფად გადავკეტე შემოსასვლელი კარი და ყველა ოთახში სინათლე ავანთე. სამზარეულოში გემრიელად მივირთვი და როგორც ყოველთვის კომედიური ფილმის ყურება დავიწყე. მალევე მომბეზრდა და წიგნის კითხვა დავიწყე. ისე შემომაღამდა ვერც გავიგე.აივნის კარისკენ ვასაკეტად მივდიოდი ხმაური რომ მომესმა. შეშინებულმა გავიჭყიტე აივანზე მაგრამ არავინ იყო.
-ალბათ ეზოდან მომესმა-დავაიმედე თავი და კარი გადავკეტე. უკან ვბრუნდებოდი როდესაც შემაძრწუნებელი ხმა კიდევ ერთხელ მომესმა. არ მივტრიალებულვარ სწრაფად გავიქეცი ოთახში და იქ ჩავიკეტე. მალევე მოყვა ამ ყველაფერს ჩუმი გუგუნი. შემდეგ კი ფანჯარაზე კაკუნში გადაიზარდა. შეშინებული წამოვხტი ფეხზე და ფანჯარასთან მივედი. გადავიხედე მაგრამ არავინ არ იყო. სწრაფად მოვძებნე ტელეფონი და ყურსასმენები და სიმღერები ბოლო ხმაზე ავამღერე. შიშისგან ვკანკალებდი როდესაც ჩემი ოთახის კარი შემოიღო. გემრიელად დავიკივლე და შეშინებულნა გავხედე კარში მდგომ ვაჩეს
-რაგაკივლებს? -ჩაიფხუკუნა
-მე..არაფერი-ხმისკანკალით ვუთხარი და საწოლზე დავემხე. მიხაროდა ოთახში ის რომ შემოვიდა და არა სხვა ვინმე მანიაკი.
-რაო მარტო დავრჩებიო?-გაიცინა და სკამზე დაჯდა
-რაგაცინებს?
-ნეტა შენი სახე განახა ფანჯარაზე რომ მოვაკაკუნე და კარში შემოვედი -ჩაიფხუკუნა და შემდეგ ხმამაღლა გაიცინა
-ჰო აბა ძალიან სასაცილოა. ჰა ჰა ჰა-ირონიულად ვუთხარი
-კარგი. ძალიან ხოარ შეგაშინე?-ხმა დაუთბა
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ეხლა დავრწმინდი რომ ხისთავიანი რაჭველი ხარ-შევუღრინე
-მაგ სვანებზეა-კვლავ ატეხა სიცილი
-რაჭველებზეც მიდის -გაბრაზებული გამოვვარდი ოთახიდან და აბაზანაში შევედი. მთელი ნახევარი საათი გავატარე სარკის წინ მდგომმა ჩაფიქრებულმა. გონზე კარზე კაკუნმა მომიყვანა
-კარგად ხარ?-ბოხი ხმით წარმოსთქვა.
-კი კარგად ვარ-კარი გავაღე და თან გავედი
-არგინდა სადმე წავიდეთ? -გადმოვიდა შეკითხვაზე
-არანაირი სურვილი არ მაქვს დამიჯერე. მე მივდივარ. დედაჩემს სამსახურში უნდა მივაკითხო შემდეგ კი გეგის ძმაკაცთან დავრეკო-ჩამოვურაკრაკე გეგმები და ოთახში გავესი. თბილი კედები ამოვიცვი ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავედი. ვაჩე? რათქმაუნდა გამომყვა. გვერდიგვერდ მივდიოდით ჩუმად. არ ვაპირებდი რამის თქმას.
-მიყვარხარ-მოულოდნელად მითხრა. თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ მომესმა
-რა?-გაკვირვებულმა ვკითხე და თვალებში შევხედე
-მიყვარხარ-გაიმეორა წამსვე და თბილად გამიღიმა
-როგორ-აღმომხდა გაკვირვებულს.
-რა როგორ? აბა რა იფიქრე რატო დაგზდევდი სულ კუდში? მე ყველა გოგოს ეგრე კიარ დავზდევ-ოდნავ გაიმკაცრა ხმა
-არა ალბათ მეღადავები-თავი გავაქნიე და გზა გავაგრძელე
-რატომ უნდა გეღადავებოდე?-გაბრაზებულმა გამაჩერა და ხელები მკლავებზე მომკიდა
-არვიცი. ალბათ ეს წარმოუდგენელი იყო ჩემთვის.-მხრები ავიჩეჩე
-და შენ?
-რა მე?-შევუბრუნე კითხვა
-შენ არგიყვარვარ?-ინტერესით მკითხა
-და შენ რომელი გინდა? -გაღიმებულმა ვკითხე
-კი რათქმაუნდა-მასაც გაეღიმა
-მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუო. მე არა-სახე დავისერიოზულე და ისე ვუპასუხე. რასაც მის მიმართ ვგრძნობდი ნამდვილად არ ერქვა სიყვარული.ეს უფრო მოწონება იყო. განა თქვენ არ მოგწონებიათ ბიჭი? ხოდა მეც ეგრე მომწონდა ვაჩე. გაგიჟებით მაგრამ სიყვარულით არ მიყვარდა.
-ანუ არა ხო?-გაბრაზებულნა გამოსცრა
-არა-უარყოფის ნიშნად გავაქნიე თავი
-იცი ეხლა რას ვიზავ? დედაშენი და შენი ძმა მაინც საავადმყოფოში არიან. შენ კი სახლში მარტო ხარ. რამოდენიმე დღით ჩემთან წამოხვალ მოხისში როგორც დედაშენმა თქვა და იქ მოგხედავ. არვუყვარვარ ბავშვს-გაბრაზებულმა ამოილაპარაკა და სწრაფად წამათრია სახლისკენ. არ მიყვირია. რატო? ქუჩაში ვიყავით და სირცხვილი იყო. მალევე ავედით სახლში მაშინვე გავუძალიანდი
-რატომ არიან ნათია და გეგი საავადმყოფოში?-ვუყვირე და სწრაფად გამოვტაცე ხელი
-ავარიაში მოყვნენ მაგრამ ეხლა კარგად არიან. მიდი სწრაფად ჩაალაგე თბილი ტანსაცმელი მივდივართ-არც მან დააკლო ტონს
-და მე რატომ უნდა ვიგებდე ეხლა მაგ ამბავს?-უფრო ავუწიე ხმას
-იმიტომ რომ ნათიამ მთხოვა. ინერვიულებდი ტყუილად.-უკვე დაწყნარებოდა ხმა
-კარგია ძალიან-გაბრაზებულმა ვთქვი და ოთახისკენ გავვარდი
-5 წუთში ბარგით თუარ გამოხვალ ძალით წაგიყვან-მომაძახა მაგრამ ერთ ყურში შევუშვი და მეორეში გამოვუშვი. ლოგინზე დავწექი და თავი ბალიშში ჩავრგე. ზუსტად ხუთ წუთში შემოაღო გლოველმა ოთახის კარი. ცალი ტვალით ავხედე მის გაბრაზებულ სახეს და ისევ დავხუჭე თვალები. მალევე მომხვია წელზე ხელი და მხარზე გადამიგდო
-დამსვი-გაბრაზებულმა ძლიერად ჩავარტყი მუჭი ზურგში მაგრამ რომ არაფერი მოუმოქმედებია შევეშვი. ვიცოდი მაინც იმას გააკეთებდა რაც სურდა. მანქანაში უკანა სავარძელზე დამსვა და ღვედი შემიკრა. გაბრაზებულმა მოვიშორე ღვედი და შევუბღვირე. თავი გააქნია და საჭესთან მოკალათდა. მანქანა დაძრა და მთელი სისწრაფით წავიდა. 1 საათი ვიარეთ შემდეგ ცუდ გზაზე გადავედით. დაახლოებით ნახევარ საათიანი სიარულის შემდეგ 3 სართულიანი აგარაკის ეზოში შეაყენა მანქანა. ბნელოდა და საშინელი სიცივე იყო. უნებურად ვაჩეს ამოვუდექი გვერდით და ორივე ხელი მაჯაზე შემოვხვიე
-ნუ გეშინია. წამო შევიდეთ-ხელი გადამხვია და კიბეებს აუყვა. მეც უკან მივყევი. ტელეფონის სინათლეზე ამოარჩია სასურველი გასაღები და კარი გააღო. როგორც ჩანს ელექტროენერგია არ იყო
-ელექტროენერგია გამორთულია ეხლა ღამეა დავიძინოთ და ხვალ გავაკეთებ კარგი?-ჩამჩურჩულა ყურში და მეორე სართულისკენ პატარა კიბით ამიყვანა
-კარგი-მორჩილად დავუქნიე თავი და ოთახში შევედით
-აქ დაიძინე მე გვერდითა ოთახში ვიქნები-შუბლზე მაკოცა და ოთახი დატოვა. იქვე კარადასთან მივედი და გამოვაღე. ერთ ერთი უბრალო მაიკა გადავიცვი და ლოგინში შევწექი. არვიცი რამეფიქრა. როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება გლოველის გამოჩენის შემდეგ არა? დედაჩემი და ჩემი ძმაც ცუდად არიან და გული ლამის გამისკდეს ერვიულობით ვაჩე კი სიყვარულს მიხსნის. არც კი ვიცი რაზე ვიფიქრო. მთელი დღის გადაღლილს მალევე ჩამეძინა. დილით ლოყაზე რაღაც ფაფუკი შემეხო მაგრამ თავი ავიქნიე და მოვიცილე. მალევე გადაინაცვლა მეორე ლოყაზე შემდეგ თვალებზე და ცხვირზე. დაფეთებულმა გავახილე თვალები და მოცინარ გლოველს რომ გადავაწყდი თითქოს დავმშვიდდი
-აქ რაგინდა?-ვკითხე და ოთახს თვალი მოვავლე. ლამაზი ოთახი იყო და თან უბრალო.
-გკოცნიდი და გაგეღვიძა-სიცილით მითხრა
-რატო?-შუბლი შევკარი ისე ვითომ არ მსიამოვნებდა მისი შეხება, განსაკუთრებით მისი წითელი მადისაღმძვრელი ტუჩები
-ადექი 8 საათია უკვე-სწრაფად წამოხტა ფეხზე და ფარდები გადაწია. მაშინვე დამეცა მზის სხივები სახეზე
-ნორმალური ხარ? ჯერ ადრეა მეძინება-გავბრაზდი და ძილის გასაგრძელებლად მეორე მხარეს გადავბრუნდი
-ადექი გოგო. ამ ერთხელ და შემდეგ შენ თვითონ წამოფრინდები დამიჯერე-ჩაიფხუკუნა და ფეხზე წამომაგდო. ბუზღუნით შევედი სააბაზანოში და შემდეგ აივანზე ვაჩეს გვერდით. სუფთა ჰაერი მესიამოვნა და ხარბად შევისუქნთქე სკამზე გლოველის გვერდით დავჯექი და მის მზგავსად ფეხები აივნის მოაჯირზე შემოვდე. ცხელი ჩაი ხელიდან გამოვგლიჯე და ვიგრძენი როგორ გამითბა გაყინული ხელები. ღიმილით გადავხედე მესამე სართულიდან ულამაზეს ხედს და თავი გლოველის მხარზე ჩამოვდე.

––––––––––––––––
მოკლედ ინტერნეტი გავჩითე და ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებ ისტორიის დადებას :3 :3 აბა თქვენ იცით!! ჰო ფოტოზეა ვაჩე თავისი ტატუებით და ხატიას ჩაცმის სტილი :3



№1  offline წევრი tikuna1999

ეეეეჰ :( ეხლა იქნებოდა ისტორიიის გაწყვეტა???:( ვკვდები ისე მაინეტერესებ გაგრძლებააა... ძააააან მაგარია <3 <3 <3

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

tikuna1999
ეეეეჰ :( ეხლა იქნებოდა ისტორიიის გაწყვეტა???:( ვკვდები ისე მაინეტერესებ გაგრძლებააა... ძააააან მაგარია <3 <3 <3

ძალიან მიხარია რომ მოგეწონა <3 აუცილებლად დავდებ ახალ თავს და უკვე საინტერესო განვითარებას უნდა ველოდოთ :3

 


№3  offline წევრი tikuna1999

wink <3 <3 ველოდები ველოდებიი..... wink

 


№4  offline წევრი black))

Male daderaa :dd dzaanmagaria^^ ❤ kochag

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

black))
Male daderaa :dd dzaanmagaria^^ ❤ kochag

მადლობა:* დავდებ დღეს

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargiaaa ooooxxxx

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent