სიყვარული წარსულიდან[8]
დემეტრე პირდაპირი არასდროსაა.ამაში უკვე ისე ვარ დარწმუნებული,როგორც ერთ მივუმატოთ ორის სწორ პასუხში.გასაოცარი პიროვნებაა მის გარეგნობასა და აღნაგობას რომ თავი დავანებოთ.ალბათ,ყველა ქალი დასთანხმდებოდა მასთან მეგობრობაზე მეტის შანსი რომ არ ჰქონდეს.მისი რჩეული კი,ალბათ,ყბედნიერესი იქნება.რომ მკითხოთ,ვინ ხართ ერთმნაეთისთვისო,მეგობრებიო,გიპასუხებთ ამაყად,მაგრამ ხმა მაინც შემერყევა.ეს მხოლოდ ჩემი კი არა მისი ბრალიცაა,რადგან ქალს ადვილად უჩენს უხამს ფიქრებს.ამ უკანასკნელში თავს,მგონი,ყოველ დღე ვიჭერ.რამდენჯერმე სიზმარშიც ვნახე,მაგრამ არავის ვუმხელ. -აღიარე,რომ მოგწონს!-სანდრამ ნაძვის ხის სათამაშო ხელში აათამაშე.უკვე ხომ 23 დეკემბერია.დრო მართლაც მალე გადის.უკვე რამდენიმე თვეა,რაც ჰარვარდის სტუდენტი ვარ და,რაც დემეტრე ჩაჩუას ვიცნობ.ჯერჯერობით ყველაფერი საუკეთესოდ თუ არა,კარგად მიდის.პრესაც მიჩუმდა და ფეხდაფეხ არ დამდევს.ან რა უნდა ჩემგან,ჩემსა და ჩაჩუას შორის ხომ არაფერი ხდება,მაგრამ ჩუმად ვიტყვი,რომ საშინლად მომწონს.მიჭირს,რომ მეგობრად მივიღო,მაგრამ მეტზე უბრალოდ ფიქრიც არ მინდა,ამიტომ ვამბობ,რომ ის ჩემი მეგობარია.სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს,რაც ბავშვობიდან ვიცი,ამიტომ მუდამ თავს ვიკავებ მასზე საუბრისგან. -შენ მაგას მიხედე-ჩავიცინე და ლოგინზე მივწექი. -გოგო,ნაძვის ხე ხომ უნდა მორთო?-თვალი ჩამიკრა დაქალმა და მხოლოდ მაშინ გამახსენდა,რომ საახალწლოდ ერთი დეკორაციაც კი არ მეყიდა. -გოგო,არაფერი მიყიდია.გამომყევი რა-ვთხოვე სანდრას და თმაზე წავეთამაშე. -ვერა,ჩემ ოთახს ვჭირდები-გამიღიმა და საქმე განაგრძო. -ოხ-ვიცოდი,როგორი ჯიუტი იყო და,ამიტომ აღარ შევწინააღმდეგებივარ სანდრას.შავი მანტო გადავიცვი და გარები მივიხურე-არ დამირეკო,სავაჭრო ცენტრში ვიქნები-გაბუსხულმა ჩავირბინე კიბეები და „ტაქსი“ გავაჩერე. მაღაზიები აჭრელებული იყო ათასგვარი დეკორაციით,მანათობლები კიდევ კარგი ჩამქარალი იყო,თორემ თვალები ამიჭრელდებოდა,თუმცა დილას არც არასდროს რთავენ. -ქეთ,არ გელოდი-უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა და საშინლად დავიბენი,შევტრილდი და გავიღიმე. -არც მე,ერთი დეკორაციაც არ მიყიდია და.. -ჩემთან დღეებია ყველაფერი მორთეს,ხელიც არ გამიტოკებია-ჩაიცინა და თვალიერება დამიწყო. -რა თქმა უნდა,მე კი ისე მეზარება რამის შერჩევა,რომ,მგონი,ერთ პატარა სათამაშობსაც ვერ ვიყიდი.ადრე ოჯახთან ერთად ვრთავდი,ახლა კი...ნუ,ყიდვვაზე საუბარი ზედმეტია...სანდრა თავის ოთახის მორთვის გაწამაწიაშია,მე კი-მოწყენილი სახით შევხედე მამაკაცს. -იცი,როგორ მინდა დეკორაციეში მონაწილობის მიღება-გამიკვირდა,ეს რომ თქვა და ირონიული მზერა ვესროლე. -მართლა? -წამოდი,ერთად ავარიოთ-გამიღიმა და ხელმკლავი გამიკეთა. ^^ -აქ ეს სათამაშო მოუხდება-დემეტრე თავისას არ თმობდა. -არა,ეს-მეც ჯიუტად ვიდექი ჩემს აზრზე-არ ვიცი,რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ჩვენი კინკლაობა,ეკატერინეს რომ არ დაერეკა. -ჩემი გოგო,რთავ ნაძვის ხეს?-ინტერესით მკითხა. -კი,ამ წამს და არ მცალია,მერე დაგირეკავ.შენც რთავ? -გუშინ საღამოს გამოვაწყვე ჩემი საახალწლო ხე-კმაყოფილად ჩაიღიმა.ის სულ ადრე რთავს სახლს,ახალი წლის გიჟია და ამას რა დამავიწყებს! ის ხომ ბავშვობიდან,პირველი კლასიდანვე,ასეა! -პოზიტიური ნომერი ორი იყო?-დემეტრემ თავის სათამაშო ჩამოკიდა.ეკატერინეზე ადრე რაღაცები ვესაუბრებრე და,მგონი,კიდევ ახსოვს. -ალბათ-გავუღიმე და თვალები დავუბრიალე,მაინც გაიტანე-მეთქი შენი. -თუ გინდა,ეგ ჩამოკიდე-მანიშნა და მხარზე ხელი დამადო.მისი თითოეული შეხება,რომჟრიალს მგვრის,ვაღიარებ!კიდევ კარგი გარეთ სულ მაკიაჟით დავდივარ,თორემ ჩემს აჭარხლებულ სახეს არაერთხელ ნახავდა.არა,მართლაც რა მრავლიმქმელია ეს მაჯიაჟი! დალოცოს ღმერთმა,თორემ რა გვეშველებოდა.იმის წარმოდგენაც კი არ მაქვს როგორ შევრცხვებოდი დემეტრეს წინაშე.მერე რას იფიქრება ჩაჩუა? -როგორ გიყვარს ჩემი გაბრაზება-ჩამოვხსენი მისი სათამაშო და ჩემი დავკიდე. ^^ ოცდაოთხში მე და სანდრამ პროდუქტები შევიძინეთ.გადავწყვიტეთ,რომ საშობაო სუფრა ჩემთან გავშალოთ.მართალია,ჩვენთან შვიდ იანვარს აღნიშნავენ შობას და არა ოცდახუთ დეკემბერს,მაგრამ მაინც ვყვებით ქვეყნის ცხოვრებას.როგორც იტყვიან,რომელ ქვეანაშიც მოხვდები,იმ ქვეყნის ქუდი უნდა დაიხურო.გლობალიზაცია ტყუილად ხომ არ არსებობს! -ნიგოზი და თაფლი რად გინდა?-გაკვირვებული სახით შემომხედა სანდრამ. -გოზინაყი უნდა გავაკეთო? გიყვარს,არა?-თვალი ცავუკარი დაქალს. -კი,მიყვარს...ქართული ტრადიციული კერძები სუფრას მშვენივრად მორთავს-წინა დღე ვითხარი საცივი უნდა გავაკეთო-მეთქი. -საცივისა და გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია ქართული საახალწლო სუფრა!-ამაყად წარმოვთქვი. -დემეტრე დაპატიჟე და გამაცანი.იქნებ ოდესღაც ოჯახიც ვიყოთ-გამომაჯავრა სანდრამ,არადა,იცი,რომ ასეთ რამეებზე ვღიზიანდები. -სირცხვილი არაა?-მორიდებით ჩავილაპარაკე და გოჭს შეტრუსვა დავიწყე-აი,ასე უნდა-კიდევ კარგი დედაჩემმა გამომიგზავნა რეცეტები,თორემ რა მეშველებოდა.ინტერნეტშ კი ყრია,მაგრამ მანანასი სულ სხვაა. -სულ ის გპატიჟობს და ერთხელ მაინც გაუკეთე რამე-წაიბუზღინა სანდრამ. -კარგი,დღეს საღამოს წვეულება გვაქვს,არა? -კი-დამეკრიჭა დაქალი-ხვალ საღამოს დაპატიჟე. -კარგი-გავუღიმე სანდრას და გაზი გამოვრთე-ნიგოზი გაატარე მანქანაში-მუდარით შევხედე.ამ სასტუმროს სამზარეულოში ყველაფერია,რაც ძალიან გვიწყობს ხელს.როგორ იზრუნეს ამდენ რამეზე ჯერ კიდევ ვერ გამიგია. -მარტო მორთე სახლი?-გაკრიჭული სახით მომაშტერდა სანდრა.ეს გოგო ყველაფერს როოგრ ხვდება! -დემეტრეც დამეხმარა.სავაჭრო ცენტრში შევხვდით და მეც მინდა საახალწლო დეკორაციებში მონაწილეობის მიღებაო. -თავისი სახლი?-გულუბრყვილოდ მკითხა სანდრამ. -უკვე მორთულია.ხომ,იცი,,მდიდრებს სხვები ურთავენ და თან იმხელა ნაძვის ხე ექნება,რომ...სასახლე აქვს..თუმცა შენ არ ყოფილხარ.ერთხელ წამიყვანა საღამოზე,გახსოვს არა?-თავი დამიქნია სანდრამ და სამზადისი განაგრძო. ^^ წვეულება ხმაურით დაიწყო.ათ საათზე მივედით და უკვე გუგუნებდა არემარე. -მგონი,არავინ აკლია,არა?-სანდრამ გამომცდელად მკითხა. -დემეტრე სხვა საღამოზეა,საქმია შეხვედრაზე წასული-გავუღიმე და კოქტეილი ავიღე,სასმლეს ხომ ვეღარ ვეკარები. საცევაო მუსიკა რომ გაისმა,სანდრა სადღაც მიიკარგა.“უნამუსომ მარტო დამტოვა“-უკმაყოფილოდ გავიფიქრე და გარემო შევათვალიერე,თითქოს ვინმეს ვეძებდი,მაგრამ ვინ უნდა მეპოვნა? -არ სვამ?-ამერიკული აქცენტით მომიახლოვდა უცნობი ბიჭი. -არა,მადლობ-მორიდეულად ვუპასუხე და შევტრიალდი. -ეს მუსიკა გეცნობა?-გამიკვირდა,რატომ მკითხა-მეთქი,მაგრამ პასუხი მაინცვუთხარი. -როგორ არა. -ვიცეკვოთ?-ესღა მაკლდა! მაგრამ მარტო დგომას თანხმობა ვარჩიე.არ მინდოდა მარტოული გამოვჩენილიყავ.ყურადღების ცენტრში ყოფნა ნამდვილად არ მინდოდა! -კარგი-მხარზე ხელი დავადე და ავყევი. -კარგად ცეკვავ-მისგან კომპლემენტს არ ველოდი და დაძაბულმა განვაგრძე მოძრაობა,პასუხი რომ ვერ მიიღო ისევ თვითონ გამოიჩინა ინტერესი-გასაოცრად. -ნუ აჭარბებ-გავუღიმე და ცეკვა განვაგრძე. --სად ისწავლე? -სადმე უნდა მესწავლა?ისე ბავშვობაში დავდიოდი ლათინურ ცეკვებზე,მაგრამ უფრო რთული ცეკვის შესრულებას არ შემოგთავაზებ-მთელი კურსი მაქვს დამთავრებული ამ ცეკვების,მაგრამ მასთან ამ ნიჭის გამომჟღავნების არანაირი სურვილი არ მქონდა. -ამ ფორმატს არ შეესაბამება,მაგრამ სხვა დროს შეიძლება-„სხვა დროს არა ის“-გავიფიქრე და მზერა მისი ირონიული ღიმილისკენ გამექცა-„როგორი უტიფარი“. -ჩემი მეგობარიუნდა მოვძებნო,როგორც კი ცეკვას მოვრჩით,მაშინვე ადგილი ვიცვალე და თვალებით მეგობრის ძებნა დავიწყე. -საქართველი ლამაზი?-მის კითხვაზე გამეცინა.ასეთ პრიმიტიულსა და უაზრობას როგორ მეკითხება-მეთქი. -გააჩნია ვისთვის.ისე ტურისტების ნაკლებობას არ ვუჩივით-ირონიით შევხედე და გვერდზე გავიწიე. -ალექსი მქვია-ხელი გამომიწოდა. -ქეთი-ხელი შევაგებე და „თავი დამანებეს“ მზერა მესროლე. -არ მითქვამს,რომ არაჩვეულებრივად გამოიყურები?-ამერიკემა გაქაჩვა დაიწყო,რაც ძალიან არ მესიამოვნა.კომპლიმენტებს შეჩვეული ნამდვილად არ ვიყავი! -არა-თავი გავაქნიე-ახლა უნდა წავიდე. -სად გეჩქარებ?ვინმეს ელოდები?-დაქალი უნდა მოვძებნო-მეთქი,ვუპასუხე,რაზეც სიცილი დაიწყო,ეს შენი დაქალი არსად გაიქცევა და ნუ გამირბიხარო. ამ დროს სანდრა გამოჩნდა და მაშინვე მისკენ გავექანე,უკან არც კი მომიხედავს. -იცეკვე?-თვალი ჩამიკრაისე,რომ ანერვიულება ვერც კი შემამჩნია. -კი,ვიღაც ამერიკელს.რომ მიმატოვე მარტოსულს ვიღაც ალექსი ეცეკვა-გამეცინა საკუთარ თავზე და დაქალი ავათვალიერა. -ერთი ამერიკელი მეც გავიცანი,ნიკი ჰქვია.ძალიან სექსუალური ტიპია-არა,სანდრა ამ სფეროში ჩემზე წინაა,რაზეც დამცინის ხოლმე,ათი ნაბიჯი გაშორებს ჩემამდეო,მაგრამ სინამდვილეში ამით სულ არ ამაყობს.ძველი ტკივილი კიდევ კარგი აღარ ახსოვს,თორემ მისი დეპრესიები აშკარად აუტანელია. -მალე თორმეტიც გახდება-ბავშვივით ავცერცეტდი. -სულ რაღაცათ წუთში-ეს ათი წუთი გაიწელა,რადგან სულ ტეელეფონის ეკრანს მივშტერებოდი.დემეტრეს ზარს გამწარებული ველოდი და ნერვიულობისგან ადგილზე ვერ ვჩერდებოდი,მაგრამ,როგორც იქნაწყეულმა საათმა თორმეტს ჩამოკრა და ტელეფონის ამიცეკვდა. -გილოცავ,ქეთ..-ლაკონურად შემოიფარგლა,მაგრამ მისი ემოცია ჩემზე რომ გადმოვიდა,იმხელა ენერგიით შევივსე,რომ თავი ბენზინით სავსე მანქანა მეგონა. -მეც,გილოცავ,დემეტრე-გავიღიმე და მთელ სხეულში სიხარულის სხიმებმა დამიარა-რაღაც მინდოა მეთქვა-აკანკალებული ხმით დავიწყე. -გისმენ,ქეთ-ჩემს სახელს ისევ ვნებიანად წარმოთქვამს,რომ ლამისაა ჩავიკეცო.არ ვიცი,ის რას ცდილობს,მაგრამ მე რომ მაგიჟებს,ეს ფაქტია! თავს ხშირად კი ვსაყვედურობ,მაგრამ რა ვქნა,რომ ვერ ვერევი ქეთის! -შუადღის მერე,ოთხისთვის,გამოხვალ.მე და ჩემი დაქალი პატარა სუფრას ვაწყობთ და. -არ ველოდი,მაგრამ სიამოვნებით!-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა. ^^ იმ დღეს სასტუმრომდე ისე მივაღწიე,რომ ალექსის არ შევხვედრირვარ.კიდევ კარგი ასე მოხდა,თორემ ჩემს დაცინვას რომ დაიწყებდა,ვინ გააჩერეებდა მერე.გვიანობამდე მეძინა,ალბათ,რადგან სანდრა,რომელიც ჩემთან დარცა ღამით,თავზე დამახტა. -გაიღვიძე,დღეს შენი საბედო მოდის-ამ გოგოს რა გააჩერებს! -გილოცავ!-„სკაიპიდან“ იძახდა ეკატერინე.როგორც ჩანს,სანდრა დიდი ხის გაღვიძებული იყო. -მეც,მეც,ეკუშ!-ლოგინიდან წამოვხტი. -ისე შესანიშნავი მზარეულები ყოფილხართ! თუ,რაც გარეგნულად ცანს,ნამდვილია,მაშინ დემეტრე გაგიჟდება,მაგრამ თუ რამე ცუდად გააკეთეთ,მოიწამლება ბიჭი! -გველი ხარ,გველი!-სიცილისგან ვსკდებოდი და თან საცივს ვსინჯავდი-აი,რა გემრიელია! -მაგას დემეტრე შეაფასებს,თქვენ ამჯერად სუბიექტურები ხართ-ეკტერინემ ჩაიცინა და გავიდა,დედაჩემს უნდა დავეხმაროო. ^^ -ოთხი ხდება-ხან სარკეში ვიხედებოდი და ხან მაგიდან ვადევნებდი თვალს. -მალე მოვა დემეტრე-ღიღიმებდა სანდრა. -ღმერთო,კარებზეა-ლამის იყო ფეხებ ქვეში მიწა ჩამსკდომოდა,უფრო სწორედ,იატაკი-გავაღებ-ცოტა ხნის მერე კარებისკენ წავედი.მამაკაცმა გადამკოცნა და ისევ მომილოცა შობა. -პატარა საჩუქარი წამოგიღე,ოღონდ ჯერ არ გახსნა-ხელში შეფუთული ყითი დამაკავა და ზღრუბლს გადმოაბიჯა. -ეს სანდრაა-ვანიშნე გოგონასკენ-ჩემი დაქალი,სანდრა-დავაკონკრეტე და მერე გოგონას მივუბრუნდი-ეს დემეტრეა-ჩემი მეგობარიო,უნდა მეთქვა,მაგრამ ენა დამება და ვერ წარმოვთქვი. საღამომ შესანიშნავად ჩაიარა.დემეტრემ და სანდრამაც კარგად გაუგეს,სასამოვნო თემებზე ვისსაუბრეთ და,რაც მთავარია,ნახელაი შეგვიქო. -საცივსა და გოზინაყს არ ველოდი-ასე გამოთქვა აღტაცება. წასვლისას ყურში ჩამჩურჩულა,ოქროს ხელები გაქვსო,რაც ძალიან გამიხარდა.მხოლოდ ეს სიტყვებიც კი უსაზღვრო ბედნიერებას მგვრიდა. -რა გაჩუქა?-სანდრა თვალებით მჭამდა,მაგრამ სანამ არ წავიდა არ გავხსენი,მაგრამ მიიხურა თუ არა კარი,მაშინვე სირბილით წავედი მაგიდისკენ,სადაც ყუთი მედო და ღრმად ჩავისუნთქე.გავხსენი თუ არა გავშტერდი და თვალები ცრემლებით ამევსო.ყველაფერს ველოდი და ამას არა! მედალიონი იყო,რომელსაც გულის ფორმა ჰქონდა,შინგნით ჩვენი ახლანდელი სურათები ეკრა და თან წარწერაც ჰქონდა:“სიყვარული წარსულიდან“. ლამის იყო გონი დამეკარგა.ვიჯექი და ვუცქერდი.არაფრის არ მესმოდა,არც ტელეფონის ზარები და არც მანქანის ხმები აღწევდნენ ჩემამდე.მის ყურებაში შემომათენდა.დილას თვალები შესიებული მქონდა.“ტირილის ბრალი“ მზერით გამოვედი სააბაზანოდან და ლოგინზე დავეშვი.“უნდა დავიძინო“-ვუბრძანე საკუთარ თავს და თვალები ძალით დავხუჭე. ^^ -იმის მერე არ დაურეკავს?-სანდრა ემოციებს აყოლოდა და ლამის იყო სკამიდან გადმოვარდნილიყო. -არა,ალბათ,ჩემს ზარს ელოდება-ჩავიღიმე,მაგრამ არ მეღიმებოდა! ისეთ ემოციებში ვიყავი,რომ მხოლოდ ცრემლების ნიაღვარი მწადდა! -ალბათ,გაცდის,რომ საკუთარ თავში გაერკვე. -აზრზე არ ვარ-ამოვიოხრე და ყავა მოვსვი. -ამ ზამთარში რად გინდა ეს ცივი ყავა?-წარბი ასწია სანდრამ,რომელიც სიცივეში მუდამ ცხელ ჩაის მიირთმევდა.ზამთრობით ზამა გადამიყვარდება ხოლმეო. -თქვენ არ ხართ ზამთარში ნაყინს რომ მიირთმევთ?-თვალი ჩავუკარი დაქალს. ^^ ეს დღეები ისე გავიდა,რომ დემეტრეს არც კი დაურეკავს.საინფორმაციოში წავიკითხე,რომ სხვა შტატში მოუხდა გადაფრენა,რამაც ხასიათი გამიფუჭა.ყოველ წამს მის ზარს ველოდი,ტელეფონით ხელში დავდიოდი. -გიყვარს!-სანდრა განუწყვეტლივ მიმეორებდა და თან თვალები უბრწყინავდა,მე კი პასუხს არ ვცემდი და გულზე დაკიდებულ მედალიონს ვუყურებდი და ცრემლები მადგებოდა. -სენტიმენტალური სულელი ხარ!-ხითხითებდა სანდრა,რომელიც ნიკის მონაწერებს კითხულობდა და სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა.გავაფრთხილე,ფრთხილად იყავი-მეთქი და ასეც მოიქცევა.უკვე გამოცდილია და იცის,რომ ბიჭებს ასე ადვილად არ უნდა ენდოს,თუმცა ალექსის ერთი წელი კი იცნობა,მაგრამ მაინც მიატოვა და გოგონას გული კინაღამ ბოლომდე ამოგლიჯა. ^^ პირველში ნიუ-იორკში ჩავედით.მე,სანდრა და ნიკი თაიმს სქვერზე მივედით,სადაც მილიონობით ადამიანს მოეყარა თავი.ბავშვობაში სულ მინდოდა,რომ ახალ წელს ამ ადგილას შევხვეროდი.ფილმებსი სულ თვალი მრჩებოდა ხოლმე,როცა გიგანტური ბროლის ბურთი ეშვებოდა,მაგრამ ახლა ის ხალისი სულ არ მქონდა.ალბათ,იმიტომ,რომ დემეტრესგან არაფერი ისმოდა და მთელი კვირა ისე გადიოდა,რომ ნერვიულობისგან ლამის იყო მოვმკვდარიყავი. -10,9,8,7,6..-დაიწყო წამების ათვლა და სანდრა უხერხულად შეიშმუშნა.მივხვდი,რომ ახლა უნდა ეკოცნა ნიკს გოგონასთვის,თუმცა რა მიხვედრა ამას უნდოდა,აქ ხომ ყველა ამას აკეთებდა! მე უფრო უხერხულობა ვიგრძენი.“ვინმე არ მეტაკოს“ მზერის დავიხიე უკან და გულში მძიმედ დავიწყე ათვლა-5,4,3..-სამი და ვეღარ გავაგრძელე,რადგან ხელის ძლიერი შეხება ვიგრძელი და სხეულში კანკალმა ამიტანა. ___ იმედია,მოგეწონათ. ველი შეფასებებს,ჩემო ლამაზებო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.