ჩემი ერთი ცალი ხარ! (2)
როგორც იქნა დამთავრდა უნი და დაიწყო ჩემთვის ასე სანატრელი დასვენება.ლილემ მთხოვა მასთან წავსულიყავით აგარაკზე. დილას ლილეს ზარმა გამაღვიძა. -ანოუკ რას შვები? -მძინავს(ბუზღუნით ვუპასუხე) -კარგი გეყოს ახლა ერთ საათში გამოგივლით და მზად იყავი იცოდე -აუ რა მაგარიაა მივდივართ დღეს წყნეთში? -კი.სწრაფად ადექიი გავუთიშე ლილეს და სიხარულით წამოვხტი საწოლიდან ბარგის ჩასალაგებლად ყველაფერი მზად მქონდა უცებ გადავიცვი მთლიანი მუხლს ქვემოთ შავი კაბა,ფეხზე თეთრი კეტები და მოუთმენლად დავიწყე ლილეს და ლაშას ლოდინი. -ან კორპუსთან ვართ და ჩამოდი -აუ ლილე ლაშას უთხარი რა ამოვიდეს ჩანთა მძიმეა და მარტო ვერ ჩამოვიტან ზუსტად ორ წუთში გაისმა კარზე ზარი არც გამიხედავს ისე გავაღე -დილამშვიდობის უჟმურო -ბექა შენ აქ რას აკეთებ? -ქალბატონმა ბრძანა ჩემოდანი ჩაიტანეთო და მოგაკითხეთ -მოიცა მოიცა შენც მიდიხარ წყნეთში? -ხო რამე პრობლემა არის? -არაფერი უბრალოდ არავის გავუფრთხილებივარ და.. -დაუვიწყარი ზაფხული უნდა გაჩუქო საყვარელო ყურში მიჩურჩულა და ჩემოდანი ჩაიტანა. მეც დავკეტე კარი და ჩავედი. ბექას მანქანით წავედით და სარკე ისე გაისწორა,რომ მთელი გზა მიყურებდა რამდენჯერმე შევეჩეხეთ მზერით ერთმანეთს თუმცა ამ უტიფარმა წამითაც არ მომაცილა მისი მწველი მზერა.როგორც იქნა მივაღწიეთ,ავედით ჩვენს ოთახებში ჩავიცვით კუპალნიკები მე და ლილემ და გასარუჯად ჩავედით აუზთან -აუ ან რაღაცას გკითხავ და არ გაბრაზდე -გისმენ,რა მოხდა? -შენ ბექას მიმართ რამეს გრძნობ? -აუ არ ვიცი რა მჭირს,პირველად მოვიხიბლე ასე ბიჭით,მაგრამ შენი ნათქვამი მაშინებს,მეშინია მასთან რამის დაწყების -ან მისმინე მგონი ჯობია დინებას მიყვე უბრალოდ ბოლომდე არავის მიენდო.ბექას მეც შევამჩნიე შენს მიმართ სიმპატიე ი და ამიტო გკითხე. -გოგოებო რაზე ჭორაობთ?(ბექა) -შენთვის საინტერესო არაფერზე(მე) ამის დასრულება და ჩემი ჰაერში ატაცება ერთი იყო თუმცა ჩემი ჰაერში ყოფნა დიდხანს არ გაგრძელებულა უცებ წყალში აღმოვჩნდი -იქნებ ცივმა წყალმა მაინც დაგავიწყოს შენი უხეშობა ქალბატონო.გახარებულმა მომაძახა 1:0 საყვარელო(იცინის) მესმოდა როგორ იცინოდა ყველა და ამაზე უფრო მეტად გავბრაზდი -დეგენერატო თვალით არ დამენახო ამივედი წყლიდან გაბუსხული პატარ გაწუწულ წიწილას ვგავდი.ჩემს ოთახში ავედი და დავწექი გაბრაზებული.ცოტა ხნის შემდეგ გაისმა კარზე კაკუნი,არავისთან არ მინდოდა ლაპარაკი და თავი მოვიმძინარე.კარი გაიღო და ბექა შემოვიდა და ჩემს საწოლთან ჩამოჯდა.ვიცი,რომ არ გძინავს და შემომხედე რა.სხვა გზა აღარ მქონდა და შევხედე -უკაცრავად,რამე გინდათ? -მაპატიე რა ან არ მინდოდა ასე გამომსვლოდა,უბრალოდ არ მესმის რატო იქცევი ჩემთან ასე -არაფერიც არ ხდება ბექა.არ ვარ ნაწყენი და დავიძინებ რა -არა!სანამ არ გამიღიმებ არ გავალ იცოდე ყალბად გავუღიმე და შემდეგ კარისკენ მივუთითე -ასე არა უცებ მომკიდა ლოყებზე ხელი და თვითონ გამაღიმა.ამ საქციელზე კარგად გამეცინა -დღეიდან ზავი დავდოთ -კარგი,ოღონდ დამაძინე ახლა -ძილინების ბუზღუნა მეორე დილით კარგ ხასიათზე ვიყავი რაც არავის გამოპარვია -აუ ტო პირველად ვნახე ამ გოგოს სიცილი და თურმე უხდება(ბექა) ორივემ სიცილი დავიწყეთ.. -ლილე დღეს ლევანი ჩამოვა უნდა ვიქეიფოთ და მიდით რა გოგოებმა რამე მოგვიმზადეთ. ეს არ მესიამოვნა რადგან ლევანის უკვე დიდი ხანია ვუყვარვარ და სულ ვცდილობდი თავის არიდებას, მაგრამ დღეს მასთან ურთიერთობა არ ამცდებოდაა. სამზარეულოში შევედით,მე გადავწყვიტე ხაჭაპურს გავაკეთებთქო და ცომის გაკეთება დავიწყე უცბად ბექა შემოვარდა სამზარეულოში,მუჭით აიღო ფქვილი და შემაყარა -აუ ბექა გაეეთრიეე თუ სიცოცხლის სურვილი კიდევ შემოგრჩენია წინადადება დამთავრებული არ მქონდა რომ კიდევ შემაყარა -ბექაა ვერ გადამირჩებიი ორი მუჭით ავიღე ფქვილი და გამოვეკიდე აუზთან იდგა და უკან-უკან მიდიოდა მეც მეტი არ მინდოდა,შევაყარე ფქვილი,ხელიც ვკარი და ჩავაგდე აუზში. -1:1 საყვარელოო გავუცინე და გამოვიქეცი უკან.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.