შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყავარჯნიანი.(თავი I)


21-08-2015, 13:15
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 1 460

მანქანა საავადმყოფოსთან გააჩერა, პირჯვარი გადაიწერა და გადავიდა.
საავადმყოფოს კიბეზე ადის და ნერვიულობისგან ხელები უოფლიანდება.
არ არის დარწმუნებული რომ შეძლებს, ადამიანებზე ზრუნვა ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს, თუმცა მათი ტანჯვის ყურება უმძიმს.
ჯერ მხოლოდ ოცი წლის არის, სწავლობს და თან ექთნათ იწყებს მუშაობას, ლეიკემიით დაავადებულების მოვლა ევალება მხოლოდ.
კართან შეჩერდა, კიდევ ერთხელ გადაიწერა პირჯვარი და შევიდა.
ეკა ექიმი კარებთან ელოდა.
-შემოდი შვილო, შემოდი. ხომ არ ნერვიულობ?
-კი.
გაუღიმა მაშო დარჩიამ და გაყვა.
-სანერვიულო არაფერი არ არის, თუ გაგიჭირდა უბრალოდ წახვალ.
დიდ პალატაში შეიყვანა, სადაც ყველა ავადმყოფი ერთად იწვა. პატარა ბავშვები, მოხუცები, ახალგაზრდები..
გული დაეწვა დარჩიას.
ექთნის ფორმა მოირგო და საქმეს შეუდგა.
პირველ რიგში პატარა ბავშვთან მივიდა.
-რამე ხომ არ გინდა? რატომ ტირი?
ხელი თავზე გადაუსვა თმებდაცვენილ პატარას და გულზე მიიკრა.
-დედაა.
ამოიკნავლა ბავშვმა და ტირილს მოუმატა.
დარჩია სასწრაფოდ გარეთ გავიდა და თვალებით ეძებდა ეკა ექიმს, დაინახა თუ არა მასთან სწრაფი ნაბიჯით წავიდა.
-რამე მოხდა ჩემო საყვარელო?
-პირველ რიგში, მეორე საწოლზე, პატარა ბავშვი წევს და ტირის, დედა უნდა. ნომერი მომეცი, დავურეკავ და ვეტყვი მოვიდეს.
-მშობლებმა მიატოვეს, როცა გაიგეს რომ ლეიკემია სჭირდა. მკურნალობის ხარჯებს ჩვენ ვფარავთ, რა ვქნათ გვეცოდება, ამიტომ ეცადე სხვანაირად დააწყნარო.
დარჩიამ სახეზე ხელები აიფარა.
რამდენ სისაძაგლეს სჩადის ადამიანი?! ან საერთოდ ადამიანი შეიძლება ეწოდოს მას, ვინც ბავშვს ლეიკემიის გამო ტოვებს..
დარჩია პალატაში შებრუნდა და პატარა მთელი ძალით ჩაიხუტა.
-სად არის დედა?
-არ ვიცი, მაგრამ აღარ იტირო! გინდა შოკოლადები მოგიტანო?
-მტკივა!
ყველაზე რთულია უყურო როგორ იტანჯება ბავშვი ტკივილისგან როცა მისთვის არაფრის გაკეთება არ შეგიძლია.
დარჩიას მოხუცმა დაუძახა და იძულებული გახდა პატარა მარტო დაეტოვებინა.
-გისმენთ ქალბატონო.
თბილად გაუღიმა.
-შენ ჩემი ახალი მომვლელი ხარ?
-დიახ.
-რა კარგია. სახეზე გეტყობა რომ იმ წინას არ გავხარ. შვილო, ჩემს შვილს ხომ არ დაურეკავ? უთხარი რომ ველოდები და თუ მოახერხებს ჩემს სანახავად მოვიდეს.
-რა თქმა უნდა, ახლავე დავრეკავ.
დარჩიამ ტელეფონი ამოიღო, მოხუცმა ფურცელზე დაწერილი ნომერი გაუწოდა, სიძველისგან სულ გაფერმკრთალებულიყო..
დარეკა.
-გისმენთ.
-გამარჯობათ, მე დედათქვენის ახალი მომვლელი ვარ, თქვენთან დარეკვა მთხოვა, უნდა რომ მასთან მოხვიდეთ.
-არ მცალია, მკურნალობის ხარჯებს რომ ვფარავ ეგ არ არის საკმარისი?
დარჩია მოხუცისგან მოშორებით დადგა.
-მას თქვენი ნახვა სურს.
-არ მცალია_თქო, და ჩვენს ურთიერთობებში ნუ ერევი!
-არ ვერევი, ვალდებული ვარ ის გავაკეთო რასაც პაციენტები მთხოვენ. მას თქვენი ყურადღება და სითბო სჭირდება, როგორ შეგიძლიათ ასე უბრალოდ მიაგდოთ?
ახალგაზრდა ქალმა დარჩიას ტელეფონი გაუთიშა, ის გაოცებული დადგა და თვალები ცრემლებით აევსო.
რა საშინელებაა! უვლი, ზრდი, ყველაფერს უკეთებ, ამდენ ტკივილს იტან მის გამო და ბოლოს მას შენი ნახვაც კი არ სურს.. როგორ გინდა დედას უთხრა რომ შვილს მისთვის დრო არ აქვს..
დარჩია პაციენტს დაუბრუნდა და ფურცელი გაუწოდა.
-რა გითხრა?
ბედნიერი თვალები მიანათა მოხუცმა ახალ ექთანს..
-ახლა ძალიან დაკავებულია, თუმცა როცა მოიცლის აუცილებლად მოვა, თქვენზე ძალიან ნერვიულობს და თვითონაც ძალიან უნდა რომ გნახოთ.
დარჩიამ მოხუცს ხელი მოკიდა და გულთან მიიტანა.
-ბებერი არავის სჭირდები, რაში მჭირდება სიცოცხლე, თუ ჩემს შვილს ჩემთან არ უნდა.
-აუცილებლად მოვა.
თქვა და გულში გაიფიქრა, თუ არ მოვა ძალით მოვიყვან!
მთელი დღე შეუსვენებლად მუშაობდა, საღამოს ათ საათზე სახლში წავიდა სადაც დაქალი, ნია წერეთელი ელოდა.
შევიდა თუ არა მას მოეხვია.
-აბა, როგორ ჩაიარა პირველმა დღემ?
-საშინელება იყო ნი.
თვალებიდან ცრემლები წასკდა.
-რატო?
გაოცებული მიაშტერდა დაქალი.
-ტკივილისგან იტანჯებიან, დახმარებას მთხოვენ, თუმცა მე არაფერი შემიძლია. გესმის? არაფერი! ტკივილს ვერ ვუმსუბუქებ.. ვერ შევძლებ, იქ მუშაობას ვერ შევძლებ! გული გამისკდება.
-შეძლებ მაშო! შენ ექიმი ხარ და მათ სჭირდები.
ნიამ დარჩიას თმა გაუსწორა და კიდევ ერთხელ ჩაიხუტა.
-ვიღაცისთვის დედა უნდა ვიყო, ვიღაცისთვის შვილი, ვიღაცისთვის და ან ძმა.. ვერ გავქაჩავ.
-შენი გული იმდენ სითბოსა და სიყვარულს იტევს მჯერა რომ ყველაფერი გამოგივა! უარი არ უნდა თქვა მაშ, შენ საუკეთესო ხარ.
გოგოებმა კინოს უყურეს და დაიძინეს.
დილით დარჩია 8საათზე ადგა, წყალი გადაივლო, ტანსაცმელი ჩაიცვა და სამსახურში წავიდა.
ნერვიულობისგან ისევ გაუოფლიანდა ხელის გულები.
პალატაში შევიდა, იმ ადამიანებთან რომლებიც მთელი გულით ელოდნენ.
შესვლისთანავე მივარდა პატარა ნიკოლოზი.
-შენ ისევ მოხვედი.
ბედნიერმა გაუღიმა და წელზე შემოეხვია.
-რა თქმა უნდა მოვედი ჩემო პატარა! თან ნახე რა მოგიტანე.
მაშომ ჩანთიდან შოკოლადები ამოიღო და ბედნიერ ბავშვს პატარა ხელებში ჩაუდო, თავზე აკოცა და ლოგინზე დააწვინა.
სხვა პაციეტებთანაც მივიდა.
-ხომ არ იცით ქიმიას როდის მიკეთებენ?
-არა მარიამ, მაგრამ აუცილებლად გაგიგებ.
-არ დაგავიწყდეს რა.
-არა.
მაშომ პაციენტს გაუღიმა და ეკას მოსაძებნად დერეფანში გავიდა.
-მაშო.
დაუყვირა ექიმმა.
-შენთან მოვდიოდი, რაღაც მაინტერესებს.
-ახალი პაციენტი მოჰყავთ, იმ პალატაში ადგილი აღარ არის და ცალკე უნდა დავაწვინოთ, შედი და ეს ოთახი მოამზადე.
ხელით დაანახა ახალი პაციენტის პალატა.
მაშო სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მისკენ.
კიბეს ჩაუარა და დაინახა როგორ ამოჰყავდათ 25-26წლის სიმპატიური ბიჭი კიბეზე, ყავარჯენს ეყრდნობოდა და ტკივილისგან წელში ოდნავ მოხრილიყო, დარჩიას ახალი პაციენტი და მისთვის მოსამზადებელი ოთახი გაახსენდა და თვალი მოაშორა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ, თავს ძალას ატანდა რომ უკან არ გაეხედა, ბოლოს ვეღარ შეძლო და გაიხედა.
რამდენიმე ბიჭი გვერდში ამოდგომოდა ყავარჯნიანს და სიარულში ეხმარებოდა, სახეები მოღუშული ჰქონდათ, როგორც ჩანს კარგ საქმეზე არ მოჰყავდათ, ყავარჯნიანს სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა და ცდილობდა ხელისმომკიდეები მოეშორებინა.
მაშოს ისევ გაახსენდა ეკას ბრძანება და დიდი ძალისხმევით მოაშორა თვალი ყავარჯნიანს.
ოთახში შევიდა, ყველაფერი 20წუთში მოაწესრიგა და გამოვიდა.
თავის პაციენტებთან მიდის და დერეფანში ვიღაცას ეძებს თვალებით თუმცა იმედგაცრუებული ბრუნდება ავადმყოფებთან.
-სად იყავი?
თავი წამოყო ნიკოლოზმა.
-ახალი პაციენტი მოიყვანეს პატარა, დადე თავი.
-იმას უვლიდი?
-ოთახს ვულაგებდი.
-უნდა წახვიდე როგორც დედა წავიდა?
დარჩია პატარა ნიკოლოზსთან ჩამოჯდა და მისი სახე ხელებში მოიქცია.
-მე არსად წავალ.
ნიკამ მისი ხელები მოიშორა და მთელი ძალით ჩაეხუტა.
დარჩიამ ყველას სათითაოდ მიუტანა მათთვის განკუთვნილი საჭმელი.
პალატაში ეკა შევიდა.
-მაშო.
-გისმენ ეკა.
ახალ პაციენტთან წადი და საჭმელი მასაც მიუტანე.
-კარგი.
დარჩიამ საჭმელი ფოდნოსზე დააწყო და ახალ პაციენტთან შესახვედრად წავიდა.
ნერვიულობს, რადგან არ იცის ვინ დახვდება.
კარზე დააკაკუნა და ხელის კანკალით შეაღო.
ლოგინზე ყავარჯნიანი იწვა და ტელეფონში რაღაცას ჩაშტერებოდა, გვერდებზე ბიჭები ესხდნენ და ლაპარაკობდნენ.
დარჩიამ ძალა მოიკრიბა და შევიდა.
ბიჭები ფეხზე წამოდგნენ, ერთ-ერთმა ფოდნოსი გამოართვა და ყავარჯნიანს გვერდზე მიუდო, მას თავი არ აუწევია.
-პაციენტთან ყოფნა ამ დროს არ შეიძლება, გთხოვთ დატოვოთ პალატა.
მაშომ ბიჭებს ღიმილით შეხედა.
-რატო არ შეიძლება?
-ავადმყოფის ნახვა დაშვებულია მხოლოდ მიღების საათებში.
-იქნებ მე ეხლა მინდა აქ ყოფნა?
ყავარჯნიანმა ტელეფონს თვალი მოაშორა და ძმაკაცს შეხედა.
-გადით ბიჭო რო გეუბნებიან რა იყო კიარ მოვკვდები.
გაიცინა და ახლა მაშოს შეხედა.
ბიჭები ადგნენ და გარეთ გავიდნენ.
დარჩია პაციენტს მიუახლოვდა, ფოდნოსიდან საჭმლის გადმოსაღებად.
-რო მცოდნოდა ესეთი ლამაზი ექიმები იყვნენ უფრო ადრე დავწვებოდი საავადმყოფოში.
-მე ექთანი ვარ.
-რა მნიშვნელობა აქვს.
ისევ გაიცინა ყავარჯნიანმა და მაშოს ხელი ხელზე მოკიდა.
-წვნიანი შეჭამეთ.
მისი ხელი მოიშორა და კარისკენ წავიდა.
-აქ მარტო უნდა ვიყო?
-სამწუხაროდ.
-დარჩი რა. ექთანი არ ხარ?
-თქვენს გარდა უამრავი პაციენტი მყავს.
მაშო გარეთ გავიდა და კარებზე აიტუზა.
ეკა ექიმი მიუახლოვდა და გაუცინა.
-ექთანს არ აქვს პაციენტის შეყვარების უფლება.
-უკაცრავად?
-შენს თავს შეხედე, მთლიანად მონუსხული ხარ იმ ბიჭით.
-ვინ ბიჭით?
თავი გამოიშტერა დარჩიამ.
-რეზი დადიანით.
-არა, რა სისულელეა! უბრალოდ მეცოდება ისე როგორც ყველა პაციენტი.
-კარგი, კარგი.
ეკამ ისევ გაიცინა და გზა განაგრძო.
დარჩიაც დაუბრუნდა თავის საქმეს.
საჭმლისგან დასვრილი პალატა გაასუფთავა და ყავარჯნიანის ოთახისკენ წავიდა, არ უნდა, რადგან როცა მას უყურებს მუცელში რაღაცები კბენენ, აქამდე არავინ მოსწონებია და ამ გრძნობას ვერაფრით ვერ ხსნის.
ოთახის კარი შეაღო და შიგნით შევიდა.
საჭმელი ისევ ისე დახვდა, როგორც თვითონ დატოვა.
-რატომ არ შეჭამეთ?
-მგონი ისეთი დიდიც არ ვარ რომ თქვენობით მელაპარაკო.
-კითხვაზე მიპასუხე.
-საშინელებაა, ეგ როგორ უნდა ვჭამო?
დარჩია პაციენტის ლოგინზე ჩამოჯდა და თეფში ხელში აიღო.
-გააღე პირი.
-ძალით უნდა მაჭამო?
-სხვა გზა არ მაქვს.
-არ შევჭამ.
-ორი წლის ბავშვივით ნუ ჭირვეულობ! ამდენი დრო არ მაქვს, ან პირი გააღე, ან გამომართვი და შენთვითონ ჭამე.
-არ მინდა.
-ასეთ დროს მთავარ ექიმთან უნდა წავიდე.
-და რა უნდა უთხრა?
-ის რომ რეზი დადიანი საჭმელს არ ჭამს.
-ჩემი სახელი და გვარიც იცი?
-მე ექთანი ვარ და ყველას სახელი და გვარი ვიცი.
-კაი დადე და შევჭამ.
-გმადლობ.
დარჩია ფეხზე ადგა.
-თუ აქ არ იქნები არ შევჭამ.
-კარგი დაგელოდები, ოღონდ მალე.
ყავარჯნიანმა თეფში აიღო და ჭამა დაიწყო, პალატაში ეკა შევიდა.
-მაშო, ერთი წუთით თუ შეიძლება.
-გისმენ ეკა.
-ღამის მორიგე ცუდად გახდა და თუ შეგიძლია დღეს ღამე აქ დარჩი, დღე აღარ გამუშავებ. უბრალოდ უნდა მიაქციო ყურადღება რომ ძილში არავინ გახდეს ცუდად, ძნელი არ არის.
-კარგი მაგრამ..
-გთხოვ მაშო.
სიტყვა გააწყვეტინა ეკამ.
-კარგი.
დარჩიამ გაუღიმა, ექიმმა პალატა დატოვა.
-ანუ ღამეც აქ იქნები?
-სხვისი ლაპარაკის მოსმენა არ შეიძლება.
-ყრუ არ ვარ და გავიგე რავქნა.
-საჭმელს რომ შეჭამ შემოვალ.
-არ შევჭამ თუ გახვალ.
-გავალ.
-ხოდა არ შევჭამ.
-რატო იქცევი ასე? შეიძლება სამსახური დავკარგო შენი იდიოტობის გამო.
-კაი წადი.
დარჩიას ყავარჯნიანი შეეცოდა და მიუახლოვდა.
-შეჭამე, დაგელოდები.
-არ მინდა წადი.
-კარგი რა.
ყავარჯნიანმა თეფში ისევ აიღო და ჭამა განაგრძო.
-ვინ აკეთებს ამ საჭმელს?
-არ ვიცი.
-საშინელი გემო აქვს.
-ყველამ გემრიელად ჭამა, ეგეთი საშინელიც არ არის, ნუ აზვიადებ.
ოთახის კარი გაიღო და პატარა, ფეხშიშველი ნიკოლოზი შევიდა.
-ნიკოლოზ, აქ რას აკეთებ? რატომ ადექი?
მაშო გაგიჟებული მივარდა პატარას, ის კი მოეხვია და ტირილი დაიწყო.
-რა მოხდა?
-ერთმა ქალმა მიყვირა.
-რატომ გიყვირა?
-ვმღეროდი.
-არაუშავს, მე დაველაპარაკები და აღარ გიყვირებს.
-ესე მითხრა შენ დედაშენს არ უყვარხარ და იმიტომ არ მოდის შენთანო.
დარჩია ჩაიმუხლა.
-დედას ძალიან უყვარხარ და მეც მიყვარხარ.
-დედა წავიდა, მე შენ მიყვარხარ.
-შენს ადგილს დაუბრუნდი და მეც მალე მოვალ.
-ამ ბიჭთან რატომ ხარ?
-დახმარება სჭირდება.
-კარგი.
ნიკოლოზი დარჩიას კიდევ ერთხელ მოეხვია და წავიდა.
-რამდენი ხანია რაც აქ მუშაობ?
-მეორე დღეა.
-და ამ ბავშვს რატო უყვარხარ ესე?
-ძალიან ცოტაა იმისთვის საჭირო რომ ბავშვს შეუყვარდე.
დარჩია ყავარჯნიანისკენ შეტრიალდა.
-დაამთავრე?
-ჰო.
გასარეცხი ჭურჭელი ფოდნოსზე დაალაგა, ხელში აიღო და კარისკენ წავიდა.
-კიდე მოხვალ?
-გტკივა?
-რა?
-რამე გტკივა?
-რატო მეკითხები?
-თუ გტკივა წამალი უნდა დაგალევინო.
-გავუძლებ.
-წამალს მოგიტან.
-არ მინდა.
დარჩია ოთახიდან გავიდა და თავის პაციენტებთან შევიდა.
-მაშოო.
დაუყვირა ნიკოლოზმა.
-გისმენ ნიკა.
-მოდიი.
დარჩია პატარას მიუახლოვდა.
-რომელმა გიყვირა?
-იმან.
ხელი დამნაშავისკენ გაიშვირა.
დარჩია 50წლის ქალთან მივიდა.
-ქალბატონო ლელა.
-გისმენ ძვირფასო.
-ბავშვს რატომ უყვირეთ?
-მღეროდა და შევწუხდი, მე აქ მაგის სიმღერის მოსასმენად კი არ ვარ მოსული.
-ბავშვია და იმღერა რა უფლება გაქვთ რომ უყვირით და საშინელებებს ეუბნებით? თუ ასე წუხდებით ფული დაამატეთ და ცალკე პალატაში გადადით! კიდევ თუ განმეორდა იგივე სხვანაირად დაგელაპარაკებით.
-შენ იმ ბავშვზე უზრდელი ყოფილხარ! საერთოდ წავალ ამ საავადმყოფოდან!
-მიბრძანდით.
დარჩია ავადმყოფს მოშორდა და რამდენიმე პაციენტი მოამზადა ქიმიისთვის, შესვენების დროც მოვიდა და სასადილოსკენ გაეშურა, დერეფანში დადიანს შეეჩეხა.
-გარეთ რატომ ხარ?
ხელით ისე დაიჭირა თითქოს გაქცევას აპირებდა.
-დავიღალე იქ წოლით, ეზოში გავალ. შენ სად მიდიხარ?
-სასადილოში.
-გამომყევი გარეთ.
-არ შემიძლია, ისიც არ ვიცი შეიძლება თუ არა შენთვის ადგომა.
-საავადმყოფოს ეზოში გავდივარ, თან ყავარჯნით, რა უნდა მომივიდეს?
-ეკას ვკითხავ.
-წამო რაა, თუ რამეა ვეტყვი რო ძალით წაგიყვანე. თან შენ ხო ექთანი ხარ და ვალდებული ხარ წამომყვე.
-ვალდებული არ ვარ.
-როგორ არ ხარ? იქნებ რამე მომივიდეს.
-კარგი ხო.
გარეთ გავიდნენ და სკამზე დასხდნენ. ყავარჯნიანმა ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
-გადააგდე!
-მოიცა რაა.
-გადააგდე_თქო.
ხელიდან სიგარეტი გამოგლიჯა და შორს მოისროლა. დადიანს რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ მაშოს ვიღაცამ დაურეკა და ეგრევე აიღო.
-გისმენთ.
-მაშო ზუკა ვარ, როგორ ხარ?
-ვინ ზუკა?
-პატარიძე, ზღვაზე გავიცანით ერთმანეთი, ნიამ მომცა შენი ნომერი.
-აა, ზუკა, კარგად შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად. რასშვები სად ხარ, რატო დაიკარგე?
-ვსწავლობ და მეორე დღეა ვმუშაობ, ახლაც სამსახურში ვარ. შენ რასშვები?
-რავი ტოო, არ გეცლება რო გნახო?
-კი.
-კაი მაშინ დამირეკე.
-კარგი ზუკა.
-არ გადამაგდო იცოდე.
-არა.
ღიმილით მოიშორა ყურიდან ტელეფონი დარჩიამ და შარვლის ჯიბეში ჩაიდო.
-ააა ანუ ზუკა ხოო?
-მეგობარია.
-არ მჯერა.
-არ მაინტერესებს, შენთვის მტკიცებას არ ვაპირებ. შიგნით შევიდეთ.
-უნდა მოვწიო.
-არ შეიძლება!
-ყველა პონტში ვიბრიდები და არ ჯობია ჩემი გავისწორო?
-რაც გინდა ის ქენი.
დარჩია საავადმყოფოში შევიდა, დადიანმა სიგარეტს მოუკიდა.
-სად იყავი?
-არსად ეკა.
-გარედან შემოხვედი.
-პაციენტს გავყევი.
-რომელ პაციენტს?
ეკამ ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა როგორ ეწეოდა სიგარეტს დადიანი.
-მაშო!
-ჩემი ბრალი არ არის.
-შენ პაციენტებზე ზრუნვა გევალება დარჩია! ახლავე გადი და შემოიყვანე, ახლავე!
დარჩია ბრძანებას დაემორჩილა, არ უყვარს როცა უყვირიან, ყოველთვის ეტირება, ახლაც აუცრემლიანდა თვალები და ისე გავიდა გარეთ.
-შიგნით შედი.
-რა გჭირს?
დადიანი ფეხზე ადგა და ცრემლიან თვალზე გრძელი თითები შეახო.
-შიგნით შედი რა.
შებრუნდა დარჩია და დადიანიც გაჰყვა, საავადმყოფოს კარი შეაღო, შევიდა და ეკას გვერდზე ჩაუარა.
-მეორეჯერ ასეთ რაღაცას გააკეთებ და სამსახურს საერთოდ დაკარგავ!
მიაძახა ექიმმა და დადიანს მიუბრუნდა.
-თქვენ ზემოთ ადით.
-მე დავაძალე გარეთ გამოსვლა, ტყუილად ეჩხუბეთ, თქვენთან მოდიოდა და არ გამოვუშვი.
-მისი დაცვა არ არის საჭირო.
-მაგას მე გადავწყვეტ.
-თქვენს ოთახში ადით.
დადიანი მაშოსთან წავიდა, დიდი პალატის კარი შეაღო, დარჩია სკამზე იჯდა და ცრემლებს მაიკით იწმენდდა, მასთან მივიდა.
-მაპატიე რა, ჩემი ბრალია არ უნდა წამეყვანე გარეთ.
-პრობლემებს მიქმნი, შემეშვი რა. სხვა ექიმი მოძებნე.
-მაპატიე_თქო.
-გაპატიე.
-მართლა?
-გადი საქმე მაქვს.
-შემოხვალ ჩემთან?
-სხვა გზა არ მაქვს.
-გაბრაზებული ხარ?
-შემეშვი! ასეთი ძნელი გასაგებია?
საწოლიდან პაციენტმა წამოყო თავი.
-გარეთ იჩხუბეთ.
-მაპატიეთ ქალბატონო.
დარჩიამ დადიანი ხელით გააგდო გარეთ და კარი ცხვირწინ მიუკეტა.
-მაშო.
არ ნებდებოდა ყავარჯნიანი.
-მაშოო.
-მააშოო.
პაციენტები შეწუხდნენ, დარჩია იძულებული გახდა კარი გაეღო, სწრაფად გამოაღო, დადიანს ხელი დაავლო მთელი სისწრაფით გააქანა და კედელთან ააყუდა.
-აღარ მოკეტავ?
-ყველა პაციენტს ესე თუ ექცევი არ არის გასაკვირი ხალხი რო კვდება.
-ხვალვე წავალ სამსახურიდან და უკეთესს ექთანსს მოგიყვანენ.
-სად წახვალ დარჩია?
-აქ აღარ ვიმუშავებ.
დარჩია შეტრიალდა, დადიანმა ხელით მოატრიალა, მთელი ძალით მოქაჩა დასუსტებულმა და ჩაიხუტა.
-დაგიჯერებ ოღონდ არ წახვიდე.
-გვიანია.
დიდ მკლავებში დარჩია თავს დაცულად გრძნობდა და ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, თუმცა მაინც ისე იქცეოდა თითქოს ყავარჯნიანის მოშორება სურდა.
-პაციენტებს საბნები უნდა გავუსწორო სანამ დაეძინებათ, გამიშვი.
-ჩემთანაც შემოხვალ?
-თუ დაწვები კი.
დადიანი დარჩიას მოშორდა და თავისი ოთახისკენ წავიდა.
მაშო პალატაში შებრუნდა, ავადმყოფებს საბნები გაუსწორა და დადიანის პალატისკენ აიღო გეზი, კარზე დააკაკუნა და მერე შეაღო, ყავარჯნიანი უკვე საწოლზე იწვა და საბანი საერთოდ არ ეფარა.
-სად წაიღე?
-რა სად წავიღე?
-საბანი.
-იქ დევს.
ხელით დაანახა და თავი ბალიშზე დადო.
მაშომ საბანი დააფარა და გაუსწორა.
-არ დარჩები?
-არა რეზი, დაიძინე, დასვენება გჭირდება ხვალ ქიმიას იკეთებ.
-დარჩი რა.
-რეზი!
-ცოტახანი.
-კარგი.
სკამი მისწია და ფრთხილად ჩამოჯდა.
-გერმანიაში რატო არ მიდიხარ?
-მაინც მოვკვდები.
-ეგრე ნუ ლაპარაკობ, არ შეიძლება! პირიქით, დარწმუნებული უნდა იყო იმაში რომ ძალიან დიდხანს იცოცხლებ.
-თავი მოვიტყუო? 20წელია მაგას ვაკეთებ, დავიღალე. შევეგუე იმას რომ ვკვდები, ესე უფრო მარტივია.
-მხოლოდ შენს თავზე არ უნდა იფიქრო, ადამიანებს სჭირდები და მათ გამო მაინც უნდა ცადო.
-5წლიდან ვცდი მაშო, ვცდი მაგრამ არაფერი გამოდის.. ცოტახანი ქრება და მერე ისევ თავიდან იწყება ყველაფერი.
-იქნებ გერმანიაში წასვლამ ყველაფერი საბოლოოდ შეცვალოს?
-ეგ არ მოხდება.
-არ მიყვარს იმედგადაწურული პაციენტები.
-მე იმედითსავსე ექიმები.
-უნდა იბრძოლო.
-ძალა აღარ მაქვს.
-გაქვს!
-შენ არ იცი რა რთულია.. საავადმყოფოდან საავადმყოფოში, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში, ყოველდღე სხვადასხვა ექიმები, ადამიანები.. არ ვიცი რა არის ბავშვობა, არ ვიცი როგორია როცა მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობ.. როცა სკოლაში დადიხარ.. არაფერი არ ვიცი გესმის? არაფერი არ მქონდა ლეიკემიის გარდა.
-მესმის რომ რთულია, მაგრამ შანსი გაქვს! აქ რატომ მოხვედი? თუ ბედს ურიგდები და ბრძოლა არ გსურს, აქ რატომ მოხვედი რეზი?
-ბოლო სურვილი შევუსრულე დედაჩემს და ჩემს ძმაკაცებს, დარწმუნებულები არიან რომ აქ გერმანიაში წასვლას მაიძულებენ.
-კიდევ ერთხელ უნდა ცადო!
-სანამ მოვკვდები სიცოცხლე მინდა! 25წლის ვარ და ჯერ არ მიცხოვრია, მთელი ცხოვრება საავადმყოფოებში მაქვს გატარებული, აქ მყავდა მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები, თუმცა მე არასდროს მივდიოდი მათთან. მინდა გარეთ გავიდე და ვიგრძნო რომ ცოცხალი ვარ!
-შენი აზრით რამდენი ხანი გაქაჩავ? 1თვე, 2თვე, თუ 3? არ ჯობია რომ ცადო და დიდხანს, ძალიან დიდხანს იცოცხლო?
-ის 3თვეც რომ დავკარგო მაშო?
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს..
-დაგღალე ჩემი პრობლემებით? შენზე მომიყევი.
-მე მოსაყოლი არაფერი მაქვს..
-ექიმობა რატო გადაწყვიტე?
-მიყვარს როცა ადამიანებზე ვზრუნავ.
-კარგი გოგო ხარ დარჩია.
-უნდა გავიდე.
-ისევ მოხვალ?
-არამგონია საჭირო იყოს..
-შენთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ.
-მიხარია.
-ისევ მოდი.
-მოვალ რეზი.
დარჩიამ ავადმყოფს გაუღიმა და ოთახიდან გავიდა.
კედელთან ჩაიკეცა და ხელები სახეზე აიფარა.
რთულია როცა ის ადამიანი გიყვარდება, რომელიც იმედგადაწურული კვდება..
ვერ მოითმინა, ფეხზე ადგა და უკან შებრუნდა, ყავარჯნიანთან.
-ასე მალე?
-დამპირდი რომ გერმანიაში წახვალ.
-არ წავალ.
-მოკვდები!
სიმწრისგან დაიყვირა დარჩიამ.
-ცოცხალი მოვკვდები.
-არსებობს ადამიანი რომლისთვისაც ამის გაკეთებას შეძლებ?
-აღარ.
-აქამდე არსებობდა?
-კი.
-ვინ?
-ჩემი ყოფილი შეყვარებული, საავადმყოფოში გავიცანი, ყველაზე მაგრა გვიყვარდა ერთმანეთი მარა..
სახეზე ტკივილი დაეტყო ყავარჯნიანს.
-მოკვდა?
-არა, პირიქით.. კარგად გახდა და მიმატოვა.
-ისევ გიყვარს?
-აღარ.
-ხომ ხედავ, ის კარგად გახდა, შენც შეგიძლია კარგად გახდე.
-მოდი აქ.
დარჩია ყავარჯნიანს გვერდზე მიუჯდა.
-ხვალ აქედან მივდივარ.
-რაა?
თვალები ჩამოეწელა დარჩიას.
-ვიპარები რაა.
-რასქვია იპარები?
-სვანეთში მივდივარ.
-ღადაობ ხო?
-არა.
-სიკვდილი გინდა?
-მინდა თუ არ მინდა მაინც მოვკვდები, მინდა რომ სვანეთში მოვკვდე.
მაშოს თვალები აუცრემლიანდა.
-რა იყო?
-არ მინდა რომ მოკვდე, შენ კაეგი ბიჭი ხარ, ახალგაზრდა, არ უნდა მოკვდე.
ყავარჯნიანმა ექიმი ჩაიხუტა და თავზე აკოცა.
-არ წახვიდე რეზი.
დადიანმა გაიცინა და კიდევ უფრო ძლიერად მოხვია ხელები დარჩიას.
ერთმანეთზე მიკრულებს ჩაეძინათ.
დილის 6საათზე ადგა დარჩია და პაციენტებთან გავიდა, ცოტახანში ისევ ყავარჯნიანს დაუბრუნდა.
-რეზი.
-ჰო.
-შენთან ერთად მოვდივარ.
-რაა?
-სვანეთში მოგყვები.
-გაგიჟდი?
-ექიმი იქაც დაგჭირდება.
ერთმანეთს ჩაეხუტნენ, დარჩიამ ტანსაცმელი ჩაიცვა, ყავარჯნიანს ადგომაში მიეხმარა და პალატიდან ჩუმად გავიდნენ.
-რითი მივდივართ?
-მანქანით.
-აბა მანქანა?
-მოიცა.
შავი ჯიპით მიაკითხა მძღოლმა დადიანს.
-აი მოვიდა.
ჩასხდნენ.
-შენ არაფერს არ გეტყვიან რო წამოხვედი?
-კი.
-მერე?
-მარტო ვერ გაგიშვებდი.
სვანეთში ჩავიდნენ, მთელი გზა ეძინათ, მძღოლი დაემშვიდობათ და წავიდა.
-სახლი გაქვს?
-ხო აი იქით არის.
დადიანი ყავარჯენს დაეყრდნო და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ რომელიც ხეებში ისე ჩაფლულიყო, არ ჩანდა.
__________________________
ეს ისტორია ნამდვილი ამბავის მიხედვით მაქვს დაწერილი, ის გოგო მაშო, დეიდაჩემია, როცა ჩემი ნაწერები წაიკითხა ჩემზეც დაწერეო მითხრა, თავიდან ვერ ვბედავდი, არ მინდოდა მაგრამ კოჯორში უსაქმოდ ყოფნისას გადავწყვიტე დამეწერა. თუ მოგეწონათ სხვა თავებსაც დავდებ.
მიყვარხართ.



№1  offline მოდერი D-roni

au mitxari rom kargad mtavrdeba raa ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent