შემთხვევითობა დიდი სიყვარულის საფუძვლად(V)
ბავშვები შემოვიდნენ თუ არა, ილიამ ხელი გამარჯვებულის ღიმილით გამიშვა და კლასიდან გავიდა..არ მახსოვს როგორ მოვახერხე, რომ მერხამდე მივედი. დაბნეული და გაოგნებული ვიყავი.მთელი დღე ფიქრებში ვიყავი, ვერც კი ვამჩნევდი გაკვეთილზე რახდებოდა, ან საერთოდ რა გაკვეთილი იყო ხოლმე. კიდევ კარგი მასწავლებლებამდე ეს ამბავი არ მისულა, თორემ ერთ ამბავს ატეხდნენ. ისიც საკმარისი იყო, რომ ბავშვების უმრავლესობა ამაზე საუბრობდა. ბოლოს ისევ გიომ გამომიყვანა ფიქრებიდან და მოვუბრუნდი რეალურ სამყაროს -ნან, არ მოდიხარ? დამთავრდა გაკვეთილები და ესეც, რომ ურცხვად მიცინოდა...უხხ რომ გავდიოდით ჩემდა უნებურად თითქოს ილიას ნახვის მეშინოდა. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ან საერთოდ რა უნდა გამეკეთებინა. გიოსაც გაახსენდა, რომ მეც მისი მეგობარი ვიყავი და დაწყნარების მიზნით დაიწია და ჩუმად მითხრა -ბაბნიკს მართლა შეუყვარდი...არადა რაიცოდა , რომ უარესად ამაფორიაქა. როგორც ვივარაუდე ილია გარეთ იყო მანქანაზე მიყუდებული და გვიცდიდა. ჩვენც აღარ დავაყოვნეთ და მისკენ წავედით.საუბრის წამოწყება ჩემს თავზე ავიღე -სადმე წყნარ ადგილას წავიდეთ მგონია, რომ სალაპარაკო გვაქვს.. ისიც უხმოდ დამთანხმდა კარი გამიღო , შემდეგ მოუარა და მძღოლის ადგილი დაიკავა.ჯელტმენითქო გულში გამეცინა თუმცა მეორე მემ დამცინა..ზუსტად სასაცილოდ გაქვს საქმეო. თხუთმეტ წუთიანი სიარულის შემდეგ მთლიანად გადამწვანებულ და აყვავებულ მინდორთან ვიდექით. იქაურობა ისეთი ლამაზი იყო , ვერც კი ავღწერ.. თითქოს ზუსტად ეს მჭირდებოდა ამ მომენტში, რომ დავემშვიდებინე. რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ ბევრი შესავლის გარეშე ვკითხე ის , რაც მაინტერესებდა.. - აბა ილია, გისმენ რას ნიშნავს შენი საქციელი? -ჰაჰ ..ისე ჩაიცინა თითქოს ეს როგორ მკადრე , არადა პასუხი ხომ იციო.. ჩემს საქციელს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს..შემიყვარდი არვიცოდი რა მეპასუხა.. ალბათ მიხვდა , რომ ძნელი დასაჯერებელი იყო ყოველივე ეს ჩემთვის და ისევ განაგრძო - ნან.. ვიცი , რომ შენც გაქვს ჩემს მიმართ გრძნობები ასე , რომ ნუ გაართულებ საქმეს. შენს სიცოცხლეს ვფიცავარ მართლა ძალიან მიყვარხარ,ხო შეიძლება ფიქობ ,რომ გატყუებ ან ასე მალე როგორ შემიყვარდი , ვერც მე წარმოვიდგენდი ოდესმე თუ ასეთ რამეს ვიტყოდი და ასე გავბანალურდებოდი..დანახვისთანავე შეიცვალა ჩემში რაღაც, მაშინვე მივხვდი , რომ შენ ჩემი უნდა ყოფილიყავი, ჩემი ერთადერთი!.. და არა ჩემი გოგოებიდან ერთერთი..სხვა თუ არაფერი მადლობას იმისთვის გეტყვი, რომ ასე მცირე დროში შეძელი და დამანახე ნამდვილი სიყვარული... აღარ შემეძლო... ასე უბრალოდ დგომა და მისი მოსმენა.. მივედი და ძლიერად ჩავეხუტე..მის რეაქციაზე გამეღიმა... არ ელოდა ამას, თუმცა გამოერკვია და თვითონაც მომხვია მისი ძლიერი ხელები წელზე... -ვიცოდი,რომ შენც არ იყავი ჩემს მიმართ გულგრილი, ჩემი გოგო..ჩემი უკარება ხარ! -შენ კი ჩემი შემთხვევითი სიყვარული ხარ ილია. რამოდენიმე წუთი ასე ჩახუტებულები ვიყავით. მერე იქვე დავჯექით და რაღაცეებზე ვლაპარაკობდით. შინაგანად მაინც მეშინოდა რაღაცის, რაც ილიამ შემატყო.. არვიცოდი მეთქვა თუ არა .. არ მინდოდა , რომ ცუდად გაეგო , თუმცა ვამჯობინე, რომ მეკითხა ვიდრე სულ ასე მოუსვენრად ვყოფილიყავი.. -მეშინია იმის, რომ ადრე ძალიან ბევრი გოგო გყავდა..მეშინია, რომ ჩვენს შორის ჩადგებიან და.. ილიამ აღარ გამაგრძელებინა.. ჩემი სახე ხელებში მოიქცია -არავის, მითუმეტეს იმათ ვინც ადრე გასართობად მყავდა, არავითარ შემთხვევაში არ მივცემ იმის ნებას რომ ჩვენს შორის ჩადგნენ და ისევ გულზე მიმიხუტა -ეგ კარგი და იცი კიდე რისი უფრო მერიდება ..? -რისი? თან ისე გამომხედა თითქოს მიხვდა რის თქმას ვაპირებდი -აი დღეს რაც ქენი, მასწავლებლებს არ გაუგია, მაგრამ დედაშანმა, რომ გაიგოს..(ჩემს სკოლაში მასწავლებელი იყო.) -ჰაჰ, კაიი რა ნან რისი გრცხვენია მერე? პირიქით სკოლაში ჩემს მაგივრად მოგაქცევს ყურადღებას და სიცილი დაიწყო..მეც ვითომ გავებუტე და მეორე მხარეს გავიხედე..თუმცა იცის შემორიგება როგორ უნდა. გვიანობამდე ვიყავით..როდესაც ვუთხარით, რომ წავსულიყავით ისიც უხმოდ დამთანხმდა და სახლამდე მიმიყვანა..დამშვიდოდებისას ჩემსკენ გამოიწია, ტუჩთან ახლოს მაკოცა, მერე შუბლზე..მიმიხუტა ყურში ისევ ჩუმად მითხრა -მიყვარხარ..და იქაც კოცნის კვალი დამიტოვა -მეც მიყვარხარ..ლოყაზე ვაკოცე და წამოვედი. სახლში ბედნიერი მივედი.. დედის თვალს რა გამოეპარება..მაშინვე შემატყო, რომ ახლა სულ სხვანაირად დავბრუნდი სახლში მხიარულად, ისე როგორც ადრე არასდროს ვყოფილვარ.. -მოხვედი დეე?მოდი არ გშია? თან მომიყევი ერთი რახდება აბა?..მაგრძნობინა რასთან დაკავშირებით იყო ეს კითხვა სამზარეულოში შევედი , ვფიქრობდი რა მეთქვა..მართალია ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, თუმცა არვიცოდი ამ შემთხვევაში რა რეაქცია ექნებოდა. ბოლოს გადავწყვიტე მეთქვა. ვუთხარი , რომ უბრალოდ ერთი ბიჭი იყო, რომელიც ძალიან მომწონდა და მისგანაც იგივეს ვგრძნობდი.. დედამ ამ შემთხვევაშიც უსიტყვოდ გამიგო და დარიგებაც მომცა რაც მთავარია.. -შენ იყავი ბედნიერი..ვიცი, რომ შენ ცუდს არ აირჩევდი..ოღონდ იცოდე არასდროს მოიქცე ისე, რომ ვინმემ თითი შენსკენ გამოიშვიროს და თქვას , რომ რაიმე უმსგავსობა ჩაიდინე..მჯერა შენი დე და გენდობი მივედი და ჩავეხუტე, ვაკოცე და უფრო ბედნიერი ავედი ოთახში.. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ჩემს თავს გავუბრაზდი..ნამდვილად არ მექნებოდა კარგი შედეგები , ამიტომ გაკვეთილების მომზადება დავიწყე,გვიანობამდე ვმეცადინეობდი..მერე შხაპი მივიღე პირველი სრულდებოდა დასაწოლად , რომ წავედი..ის იყო მორფეოსის სამყაროსკენ მივდიოდი ილიასგან შეტყობინება , რომ მომივიდა -"ტკბილი ძილი უკარება... მიყვარხარ" მაშინვე დავუბრუნე პასუხი.. -"შენც ტკბილი ძილი.. მეც ძალიან მიყვარხარ"..ბედნიერს ჩამეძინა. მეორე დილით ვიცოდი რა სიტუაციაც დამხვდებოდა სკოლაში, ამიტომ დიდად არ მიხაროდა.. თუმცა ვერ ავცდებოდი და შევეცადე რაც შეიძლება თავდაჯერებულად ვყოფილიყავი.. რათქმაუნდა არც შევმცდარვარ , ყველა გუშინდელი დილის ამბავს განიხილავდა.. ჩემსკენ წამოსული შორენა, რომ დავინახე თვალები მობეზრებულად გადავატრიალე ( ყველაზე მეტად მგონი ამ "არსებას" ვერ ვიტან..) წინასწარ ვიცოდი , რომ ილიაზე მეტყობა რამეს..თან სწერვა თავდაჯერებული ღიმილით მოდიოდა.. -ჰაჰ, ნაან... შენ გგონია ილიას მართლა უყვარხარ? კაიი რა... ორი დღის წინ როცა შენ გიხსნიდა სიყვარულის და შენ დაგსდევდა კუდში, მერე შენგან წასული ჩემს დაქალთან იყო.. რაც მითხრა მხოლოდ სიმწრის ღიმილი მომგვარა .. მართალია გული მეტკინა თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ვაგრძნობინებდი მას ამას.. ძალდატანებით გავუღიმე და იქაურობას გავეცალე. ---- მგონია, რომ არ მოგწონთ და არც ღირს გაგრძელება... (ისტორია არის რეალური) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.