შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით: თინეიჯერთა ცხოვრება და პრობლემები (7)


22-08-2015, 01:18
ავტორი lisebeth
ნანახია 3 620

დაჩიმ დირექტორის კაბინეტი შეაღო და ბოდიშისმოხდით შეაბიჯა. კაცი მკაცრი სახით იჯდა თითქოს ცდილობდა დაენახვებინა ,რომ ისევ გაბრაზებული იყო მასზე. ხელი დაუქნია შემოდიო და კალამი მაგიდაზე დააგდო. დაჩი მის წინ სავარძელში ჩამოჯდა.
-გისმენთ
-გუშინ დათას ვესაუბრე და ბევრი რამ ამიხსნა. ვიცი ამ სიტუაციაშიი რამდენად მნიშვნელოვანია შენი აქ ყოფნა. ყველანაირად ვეცადე ჩემივე ხელმოწერილი საბუთი გამეუქმებინა და სკოლაში დამეტოვებინე
-გმადლობთ_ხმადაბლა თქვა დაჩიმ
- იცოდე ეს უკანასკნელი შემთხვევაა როცა ასეთი ლმობიერი ვარ შენს მიმართ
-ამით იმის თქმა გინდათ,რომ ვრჩებიი?
-დიახ. ორ დღეში შესარჩევი ტურია. უნდა მოემზადოთ
-რათქმაუნდა
-პირადად დავესწრები...ეს ყოველივე ჩვენი პრესტიჟის საქმეა. სკოლის შერცხვენას არავის ვაპატიებ.
-ყველანაირად ვეცდები..._წელში გასწორდა ბიჭი
-უნდა ვაღიარო თქვენი გამოსვლა შთამბეჭდავი იყო...მარტალია მუსიკის ბევრი არაფერი მესმის ,მაგრამ ...
-გმადლობთ ბატონო თემურ
-შეგიძლია წახვიდე ...წარმატებები ....
დაჩი გაკვეთილზე შევარდა რაც ყველას გაუკვირდა ,მაგრამ არავის შეუმჩნევია.

შესარჩევი ტურის მოლოდინშიი ორი დღე აურზაურით გავიდა. ყველა კუთხეში იდგა ისეთი ბავშვი რაც რარაც მოძრაობას მაინც აკეთებდა. ან მღეროდა,ან ცეკვავდა...
შაბათ დღე დაემთხვა. დასწრებაზე ნებართვების აღება საჭირო არ გახდა. გაკვეთილები არც ერთ კლასს არ ჰქონდა . დარბაზი მაყურებლებით გაივსო. ის ვინც ტურზე გამოსვლას აპირებდა სცენის უკან შეყუჟულიყვნენ. პირველ რიგებში მასწავლებლები და დირექტორი ჩამწკრივდა. წინ დადგმულ მაგიდასთან სამი სკამი იდგა. შუაში თეთრ პერანგსა და ჯინსში გამოწყობილი დათა დაჯდა. გვერდით სკამზე ნინა. თმა ხელმეორედ გადაეღება წითლად და ალაგ ალაგ ქერა შეერია. უხდებოდა. როგორც ჩვეოდა ჩაჩაჩული ჯინსი და ბიჭის მაისური ეცვა. გულზე ეწერა ‘’I am a potterhead’’ . მალე დაჩიც მოვიდა და მეორე მხარეს დაჯდა. პირველ გამომსვლელს ყველა ოვაციებით შეხვდა. მეშვიდეკლასელი თეო იყო თავის ტყუპისცალ ძმასთან გიორგისთან ერთად . წყვილსი იცეკვეს სპორტული ცეკვა.
-აუცილებლად უნდა ავიყვანოთ_გამოსვლის დასრულებისთანავე თქვა ნინამ
-ნუ ავცქარდებით _ ხელი ასწია დათამ.
-შენ არ გესმის. შეხედე რა კარგი პლატიკა აქვთ. თანაც სუსტები და მოქნილები არიან. მაღალკლასელებს საწიროების შემთხვევაში მათი აწევა არ გაუჭირდებათ. მსუბუქები არიან და მათთან მუშაობა მარტივი იქნება.
-ვეთანხმები_მხარი დაუჭირა დაჩიმ. დათაც მიხვდა ,რომ სწორს ამბობდნენ და პირველი და მეორე ნომრები გაუწოდეს დამტკიცების ნიშნად. ბავშვები ხტუნვა-ხტუნვით გაცვივდნენ კულისებისკენ.
-ანუ ცეკვაზე ვაკეთებთ აქცენტს? _ჩაილაპარაკა დათამ.
-შოუ მოძრაობის გარეშე არაფერია. _ერთხმად ახსნეს ნინამ და დაჩიმ.
-მომდევნოს ვუყუროთ
სამივე სცენისკენ შეტრიალდა. დარბაზმა ერთხმად გააპროტესტა მისი გამოსვლა. თითქოს თვალი ეცათო და ამის მერე კარგა ხანს ხეირიანი არაფერი უნახავთ. დათა უკვე ნერვიულად აკაკუნებდა საწერ კალამს მაგიდაზე.
-დაწყნარდი რა_შეუბღვირა ნინამ
-რაა?
-ჩვენც ვიძაბებით ასე რომ იქცევი
უცებ სცენაზე პუტკუნა ბიჭი გამოვიდა.
-მეათე კლასელია მგონი_ჩაიდუდრუნა დაჩიმ
-პირველად ვხედავ _თქვა ნინამ
-ამას ვერ ვუყურებ _გააპროტესტა დათამ
-ვაცადოთ...მოიქეცით ისე როგორც შეგვფერის
სამივე სმენად იქცა
-გამარჯობა, რას შემოგვთავაზებ ?_მშვიდად იკითხა დათამ
-შეიძლება ვიმღერო?
-სახელი შეგვახსენე და მერე კი
-ვატო
-გისმენთ ვატო _მთელი თავაზიანობა მოიკრიბა ნინამ
ასკარად მორიდებული ბიჭი იყო. მუსიკა ,რომ ჩაირთო კარგა ხანს მიკროფონს ათამაშებდა ხელში და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა.
-მეცვენება თუ ‘’We are the champion’’_ს უნდა რომ იმღეროს?_ შუბლზე ხელი შემოიდო დაჩიმ
-არაფერი არ გეჩვენება_ნინამ მთელი ძალით დაადგა ფეხზე ფეხი და დათამ ხმადაბლა შეიცხადა.
როგორც იქნა მონაწილემ ხმა ამოიღო. ნინას და გასაკვირად სწორედ იქედან დაიწყო საიდანაც საჭირო იყო რადგან კარგა ბევრი ტექსტი უკვე რიდისგან გამოეტოვებინა.
-სმენა აქვს_ წამოიწია დაჩი
-და ხმაც ... _იყვირა ნინამ და ფეხზე წამოხტა... დათამ მაისურზე მოქაჩა და ისევ სკამზე დააბრუნდა
-რას აკეთებთ?
-რა რას ვაკეთებთ? ცოცხალი მუსიკა ეეეე _ ტაში დაუკრა დაციმ
- დაცი მუსიკას მიხედავს და ეს იმღერებს ... ცოცხალი მუსიკა მნიშვნელოვანი კოზირია დათა _თვალები აენთო ნინას
-ვიღებთ ...მიეცით ნომერი
დათა იძულებული გახდა ამჯერადაც დაყოლოდა მათ სურვილს და მესამე ნომერი გაუწოდა ბიჭს.
-მომღერალი გვყავს . ახლა ისეთი მონაწილეები გვჭირდება რომლებიც საცეკვაო ნომერში გამოდგებიან _თქვა დაჩიმ
-გეთანხმები თუმცა დუეტიც არ გვაწყენდა.
გამოსვლები დასრულდა . როგორც სჭირდებოდათ ვატოს მეწყვილე გოგოც უპოვეს დუეტისთვის და დანარჩენები სხეულის პლასტიკით გამოარჩიეს. სულ 12 მონაწილე შეიკრიბა. დარბაზი ბოლომდე დაიცალა. მხოლოდ დირექტორმა და მოადგილე ნანამ მიულოცეს მოწიწებით ჟიურის წევრებს .
არჩეულები დარბაზში დარჩნენ. ნინამ ყველას განუცხადა ამ შაბათ-კვირას სახლში ვერავინ წავაო.
-12 ვართ ნინა _შეახსენა დათამ_შენ არ ამბოიბდი რაც მეტნი ვიქნებით უკეთესიო ?
-კასტინგზე მეტი არ შეირჩა და რა ვქნათ ?
-მუსიკა...ვერსიები წამოსწიეთ _დათას უკვე დაღლილობა ეტყობოდა
-მუსიკას მე მივხედავ_თქვა დაჩიმ
- დირექტორმა თანხა გამოყო გამოსასვლელი ფორმებისთვის.
- მე ვიფიქრე მაგაზე დათა _თქვა დაჩიმ_ ხომ არ სჯობს ,რომ ჩვენი დროშის ფერებში გადავწყვიტოთ?
-წითელი და თეთრი ?_ იკითხა ვიღაცამ
-ცუდი იდეაა_გააპროტესტა ნინამ
-რატომ ?
-იმიტომ რომ ჩვენ ჩვენს სკოლას წარმოვადგენთ და არა ქვეყანას. ჩვენი სკოლის ფერებში უნდა გადავწყვიტოთ. მწვანე და ყვითელი.
-მე ვეთანხმები_თქვა დათამ.
-მაინც სჯობდა რესურსი ბოლომდე გამოგვეყენებინა და თხუთმეტნი ვყოფილიყავით _მოიწყინა ნინამ
-იდეა მაქვს_ თქვ დათამ
ყველა სმენად იქცა
-დიანა
-რაა?_აღშფოთდა დაჩი
-მოცეკვავეა. იდეალური კანდიდატია
-რას ცეკვავს?_დაინტერესდა ნინა
-ქართულებს
-რა მნიშვნელობა აქვს მთავარია სხეულის პლასტიკა ჰქონდეს
-რამდენიმე წელი ცეკვავდა. მერე აქ რომ გადმოვიდა იძულებული გახდა თავი დაენებებინა. აქედან გასვლის უფლება ხომ არ აქვს?
-რატომ არ მოვიდა?_გაიკვირვა ნინამ
-ვიცოდი ,რომ არ მოვიდოდა ,მაგრამ მხედველობასი მყავდა
-თუ დიანას ვინმე დაითანმხებს მე მყავს ადამიანი ვინც პარტნიორობას გაუწევს
-ვინ ?_დაინტერესდა დათა
-ჩემი ბიძაშვილი ანანო . ეგეც მოცეკვავეა. შეგვიძლია ეროვნული დეტალები ჩავრთოთ და ორი ადამიანი მცირე მონაკვეთის შესასრულებლად სრულიად საკმარისია
-ნინა მართალს ამბობს ეეეე _სახე გაუბრწყინდა დათას_დაჩი ...
-არც გაიფიქრო ჩემი მაგასთან მიგზავნა
-კარგი რა ძმაო ბავსვებივით ნუ მოვიქცევით კარგი ? ჩვენ პასუხისმგებლობა ვიტვირთეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის შესასრულებლად. ამ წამს შენს გარდა სხვა კანდიდატი მაგის დასაყოლიებლად არ მესახება. ხომ იცი რა ამპარტავანია არა? _აღშფოთდა დათა
-გამორიცხულია_თავი გააქნია დაჩიმ
-შენი იმედი მაქვს_გადაჭრით მოახსენა დათამ.
-ანუ მე შემიძლია წავიე და ანანოს დაველაპარაკო ?
-შეგიძლია
-სხვათაშორის ნუ გგონია ,რომ მაგასთან ლაპარაკი უფრო მარტივია ჩემთვის ,მაგრამ რას ვიზამთ ..._მოახსენა დაჩის და წავიდა.

ელენე უკვე ჩანთას ალაგებდა წასასვლელად როცა მამამისმა კარი შემოაღო. მარი და ნინიც იქვე იყვნენ ,მაგრამ ნინი ლევანის სანახავად გაიქცა. ოტახსი მხოლოდ ორნი დარცნენ
-მამა როგორ ხარ?_გადაკოცნა ელენემ და ჩანთის ჩალაგება განაგრძო
-გამარჯობა_მორიდებულად მიესალმა მარიც.
ელენე საგულდაგულოდ აკვირდებოდა ორივეს ,მაგრამ არ იმჩნევდა.
-მე მზად ვარ_ თქვა უცებ და ბეჭზე გადაიკიდა
-სულ ესაა საყვარელო ?
-ჰო მამა ორშაბათს ისევ უნდა მოვიდე. მხოლოდ წიგნები მომაქვს.
-როგორც გინდა...ისა და ...
-რამე გავიწყდება?_ გაიკვირვა ელენემ და მამას გახედა ,რომელიც ადგილიდან არ იძვროდა.
-მარი არ გინდა ამ შაბათ-კვირას ჩვენტან წამოხვიდე? _გულწრფელად შესთავაზა მან. ელენემ იგრძნო როგორ გამოეცალა ფეხქვეშ მიწა და დედასთან საუბარი გაახსენდა. მიუხედავად ამისა არაფერი უთქვამს.
-იცი? მინდოდა დედა მენახა და...
-მე უბრალოდ შემოგთავაზე. ხვალ ელენეს წაყვანას ვაპოირებდი სადმე და ...._ელენემ ნერვიულად გაისწორა თმები და კარის სახელურს უფრო ძლიერად ჩაებღაუჭა.
-არ ვიცი დედას დავურეკავ_თქვა მარიმ.
-კარგი მე და ელენე ქვემოთ ჩავალთ და შენ თუ გადაწყვეტ შემოგვიერთდი.
კაცმა ელენეს ხელი მოხვია მხრებზე ,მაგრამ გოგონა უხერხულად შეიშმუშნა და სწრაფად გასცილდა მამას. ის მიხვდა რაშიც იყო საქმე. გოგონა ინერციით მიდიოდა სანამ წინ ირაკლი არ შემოეფეთა. მერე ნაბიჯებს უკლო და მამას დაელოდა. ისიც მალევე წამოეწია.
-ჯავახიშვილო?
-რა გნებავთ?
-მიდიხართ?
-როგორც მხედავთ
-იმედია ნებართვა გაქვთ...
-ნებართვა თავისი ფეხით არის მოსული...მამაჩემი ვიგულისხმე... საკმარისია თუ სხვა რამ წარვადგინო ?
-კარგი იუმორის გრძნობა გაქვს
-გმადლობთ
-მოხდა რამე საყვარელო?_წამოეწია მამა და ისევ მოხვია ხელი
-უბრალოდ ჩემს მასწავლებელს აინტერესებდა მქონდა თუ არა წასვლის ნებართვა. მე ავუხსენი რომ თავად იყავი მოსული.
-ბატონო გია ,მაპატიეთ არც კი ვიცოდი აქ თუ იყავით_სხვა ტალღაზე აჭიკჭიკდა ირაკლი და ხელი ჩამოართვა
-მიხარია ,რომ ბავშვებზე ასე ზრუნავთ.
-რას ბრძანებთ...
-ყველაზე მეთად მაშინ ვცოფდები როცა ჩემს გოგოს რამე აწუხებს. აქ როცაა მშვიდად ვარ ,რადგან ვიცი არაფერი აკლია
-რათქმაუნდა ..._ირაკლი განზე გადგა და გიას გზა დაუთმო. ელენემ ისევ აუჩქარა ნაბიჯს და მამას გაასრო. გიას ეს უჩვეულოდ მოეცვენა ,მაგრამ გაიფიქრა ალბათ რამეზეა გაბრაზებული და პროტესტს ასე გამოხატავსო. გასასვლელთან დირექტორიც დაემშვიდობათ და ორივენი მანქანასი ჩასხდნენ.
-ელენე მოხდა რამე?
-არა_მოკლედ მოუჭრა გოგონამ
-ვხვდები ,რომ რაღაც გაწუხებს
-დედა სახლშია?
- რომ წამოვედი არ იყო...ვანდასთან წავიდა სტუმრად.
-შეიძლება ამ შაბათ-კვირას მეც ნინისთან წავიდე
-საყვარელო მარი სახლში დავპატიჟე და შენ სხვაგან მიდიხარ?
-ხომ ხედავ არ მოდის _მხრები აიჩეჩა გოგონამ და მარიც მოადგა მანქანას
-გია ბიძია დედამ მითხრა ,რომ შემიძლია წამოვიდე
-უკან ჩაჯექი საყვარელო. მე წინ დავჯდები
მარი ელენეს მოუჯდა გვერდით და გაურიმა ,მაგრამ მას იგივეტი არ უპასუხია
-მოხდა რამე?_დაიბნა მარი
-არა...უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ
-რომ მოდიოდი კარგად იყავი ?_ჩვეული მშვიდი ტონით განაგრძო მარიმ
-ირაკლი შემომეფეთა და ხასიათი მომიშხამა...
-მაქედან დაგეწყო... _გაიღიმა მარიმ
-გოგონებო პიცა ხომ არ ვჭამოთ ერთად?_მხიარულად იკითხა გიამ
-არა მე სახლში მინდა ... _სწრაფად უპასუხა ელენემ და ფანჯარა ჩამოსწია
-ელენე რა დაგემართა?_ისევ გაიმეორა კითხვა გიამ
-უბრალოდ სახლში მინდა.
-მითხარი რა გჭირს გოგო _მიეფერა მარიმ ,მაგრამ ელენეს საშინელი რეაქცია ქონდა. ფანჯრისკენ მიჩოჩდა და თავი გარეთ გაჰყო
ასე იჯდა სანამ მძღოლმა მანქანა ეზოში არ შეაყენა. გაჩერებისთანავე ძირს გადმოხტა და სახლში შევარდა.
-რამე მოხდა სკოლაში?_იკითხა გიამ
-არაფერი პირიქით ოლიმპიადის შესარჩევ ტურზე ვიყავით და კარგად გავერთეთ.
- გზაში ერთ მასწავლებელს შეხვდა და აშკარად წაუხდა ხასიათი...რამე ხდება იმ კაცთან?
-არავის მოსწონს ...მონსტრივით ექცევა ყველას
-კარგი რა მასწავლებელია და თანატოლივით ხომ არ მოგექცევათ?
-ხო რავიცი...
-შენზე მითხარი როგორ ხარ? გავიგე ფეხი ,რომ გიტკენია...
-არაფერია სულ დაჩის ბრალია ყველაფერი ...ვხუმრობ რათქმაუნდა
-კარგი არაუშავს გაგივლის...წამოდი შეგნით შევიდეთ ეგებ შენი ჭირვეული დაქალი გამოკეთდა _ გია მარის მოეხვია და სიცილით შეჰყვა სახლში. ელენე ფანჯარასთან იდგა და უყურებდა. რაღაც საშინელს გრძნობდა იმ წუთას და მოუნდა ,რომ დედამისი იქ ყოფილიყო. გამოღებული ფანჯარა მთელი ძალით მიახეთქა. მსახური გოგო შეშინებული შემოვარდა რა ხდებაო ,მაგრამ ელენემ მასაც მიუხეთქა კარი. კედები გაიძრო და საწოლზე წამოწვა. თავქვეს ხელები შემოიწყო და იმაზე ფიქრობდა რამდენად მართალი შეიძლებოდა ყოფილიყო დედამისი. ამ დროს ნინის მესიჯი მოუვიდა.
‘’მე და ლევანი ვსეირნობთ და დედაშენი ჩემთან ყოფილა...მოხვალ ამ ღამით? ‘’
ელენემ ტელეფონი აათამაშა და იმაზე ფიქრი დაიწყო რა მიეწერა
‘’ ვერა მარია ჩემთან’’
‘’მერე მარი რა უცხოა? წამოვიდეს’’_და გაცინებული სმაილები
‘’დედასთან საქმე მაქვს და ვნახოთ’’
‘’ოკ ‘’ _და დაჭყანული სმაილები
ის იყო ეენემ ბალიში წაიფარა თავზე ,რომ კარი მარიმ შემოაღო და იკითხა შემოვიდე თუ არაო. გოგონას თავი არც გამოუყვია გარეთ ხელით ანიშნა შემოდიო .

დაჩი კაფეტერიაში შევიდა და დაინახა დიანა ვიღაცას ესაუბრებოდა. ფორმა არ ეცვა . ეტყობოდა მომკითხავს ელოდა სახლში წასასვლელად. კარგა ხანს იცადა ,მაგრამ მიხვდა სხვა გზა არ ქონდა და მიუახლოვდა. მეორეს განუცხადა დაგვტოვეო. დიანას სიამოვნებისგან გააჟრჟოოლა. მიხვდა რაღაც უნდა ეთხოვა
-რა გინდა?
-შენთან საქმე მაქვს
-მაინც?
-გუნდში გვჭირდები
-ვის ვწირდები?
-გუნდს...შენ ხომ ცეკვავ?
-მერე? ვერ მიხვდი ? გამოსვლა ,რომ მდომოდა ამას მე თვითონაც გავაკეთებდი.
-თორმეტნი ვართ და მეტი გვინდა
-რატომ გგონია დაგთანხმდები იმის მერე რაც შენ და შენმა მეგობრებმა გამიკეთეთ? თქვენს გამო გამრიცხეს._თვალები დააკვესა დიანამ
-სხვათაშორის მეც...._სიბრაზე მოერია დაჩის
-დავუშვათ დაგთანხმდი ...სანაცვლოდ რას მივიღებ?
დიანამ გამომცდელად შეხედა. დაჩის სახე წააეშალა...ისედაც იცოდა ,რომ უანგაროდ არ დასთანხმდებოდა. გოგონამ მხიარულად ,მაგრამ -ირონიულად გაუღიმა

__
დაგვიანებული თავი ,რომელიც ძლივს დავდე მეზობლის ვაიფაით
ბოდიშით
მიყვარხართ და ველი თქვენს კომენტარებს



№1  offline წევრი nini :)

მალე დად ე მაინტერესებს რა მოხდება შემდეგში

თან ძალიან საინტერესო ადგილას გაწყვიტტეეეეე

 


№2  offline წევრი DiscoGirl

ეს დიანა შემომაკვდება :@ ელენეს დედას სიამოვნებით ვითრევდი თმებით. ეგოისტი ქალი ეგა :D შემდეგ თავს მოუთმენლად ველიი :*

 


№3  offline წევრი mariko_2001

თავები გაზარდე რაა გთხოოვ ისე ძაან მაგარია და უფრო ბევრი რო იყოს უკეთესი იქნებოდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent