დაუვიწყარი (14)
-ახლა შეგვიძლია მათთან მივიდეთ. მითხრა, ლოყაზე მაკოცა და მომშორდა, ხელი ხელზე ჩავჭიდე.. ნინი, ნიკა და სანდრო სავარძლებში ისხდნენ.ნინი რათქმაუნდა ტედს ეჯდა კალთაში.თორნიკემ სანდრო გადაკოცნა, ნიკასს უბრალოდ მხარზე დაარტყა ხელი, ნინის არ მოწყვიტა.მე უბრალოდ მივესალმე მათ და თორნიკეს გვერდით დავჯექი. ხელი მუხლზე დამადო და ნაზად მომისვა ცერა თითი. -დღეს არ გავდივართ? იკითხა ცოტახნიანი სიჩუმის შემდეგ -კოცონზე გვინდოდა, მაგრამ გაწვიმებას აპირებს და დღეს აღარ დაუნთიათ. -კოცონი? გავიკვირვე. -ჰო, ტბასთან კოცონს ანთებენ ხოლმე. სიმღერებიცაა, სასმელიც.. განმიმარტა თორნიკემ, თავი დავუქნიე. ისევ დადუმდნენ, ნინი და ნიკა ერთმანეთს კოცნიდნენ და სულ არ აინტერესებდათ რა ხდებოდა ამ სამყაროში. თავი თორნიკეს მხარზე დავდე. არ დავღლილვარ, უბრალოდ მასთან ახლოს მინდოდა ყოფნა. *თორნიკე: ექსტაზი ჯერ კიდევ მოქმედებდა ჩემზე. ეს აბები ერთადერთია, რომელსაც სიამოვნებით ვსვამდი. საერთოდ აბებს არ ვსვამ, ნარკოტიკს ამ ქვეყნისგან მოსაშორებლად ვიღებ. მსიამოვნებს, როცა მხოლოდ კარგს ვგრძნობ. აბები კი უბრალოდ ენერგიას გმატებს. როგორც კი წამლის ზემოქმედება ორგანიზმიდან გამოვიდა, ვიგრძენი როგორ მაღიზიანებდა აქაურობა.ბოლო ხმაზე აწეული მუსიკა პირდაპირ ტვინში მირტყამდა. ნერვიული ძაფები დამეჭიმა, თვალები დავხუჭე და ღრმად დავიწყე სუნთქვა, სული შემეხუთა. ხელი ანას მუხლზე მედო, მაგრად მოვუჭირე. ალბათ, ზედმეტი მომივიდა და ხელზე ხელი მომკიდა.. -კარგად ხარ? ტუჩები ყურთან ახლოს ჰქონდა. ისე მინდოდა მთელი ზიზღი ამომენთხია. მინდოდა მამამისი მეგინებინა, მეთქვა, რომ რამდენიმე წუთის წინ მხოლოდ იმიტომ შევუნახე ქალიშვილობა, რომ გეგმისთვის ესე იყო საჭირო. სულ ფეხებზემეკიდა ვატკენდი თუ გულს მოვუკლავდი. მინდოდა ყველაფერი პირში მიმეხალა.. -მოწევა მინდა. უხეშად ვუთხარი და წამოვდექი, გამომყვა. ყურადღება არ მიმიქცევია, უკანა ჯიბიდან სიგარეტი და სანთებელა ამოვიღე, მოვუკიდე. მისკენ ზურგით ვიდექი, არ მინდოდა რამე გამეფუჭებინა.ცოტაც და ამომასხამდა. ყველაფერი გამახსენდა. თვალწინ ვახტანგ ბერიძე მედგა მომცინარი სახით.. სისხლი თავში ავარდა.. დამცინოდა, მეუბნებოდა, რომ არარაობა ვიყავი.. მძულდა, მეზიზღებოდა. ღმერთო, როგორ მინდოდა სამაგიეროს გადახდა. როგორ მინდოდა ანასტასიას თვალებში ის ტკივილი დამენახა, რაც მე განვიცადე.. მაგრამ არა! ის უფრო მეტად უნდა დატანჯულიყო.უფრო მეტი უნდა ეწვალა! უფრო უნდა ტკენოდა! სიგარეტის ჩამწვარი ღერი იქვე დავაგდე, ნიკოტინმაც კი ვერ შეძლო ჩემი დამშვიდება.. ახლა ერთადერთი, რაც დამაწყნარებდა,მისი შიში იყო.. უნდა შეშინებოდა, ეტირა და ჩემთვის ეთხოვა! ჰო! უნდა მეგრძნო, რომ მასზე ბევრად ძლიერი ვიყავი. -გამომყევი! ვუბრძანე, ხელი ჩავავლე და მოტოციკლეტისკენ წავიყვანე.. სველი წვეთი ვიგრძენი, რომელიც ყელზე დამეცა და მაისურში ჩასრიადა.. მას მეორე წვეთიც მოჰყვა, მესამეც, მეოთხეც. გაწვიმდა. სწრაფად დავჯექი, ანას მოჯდომას არ დავლოდებივარ, ძრავა ავამუშავე. ჩაფხუტი არ მიმიცია, არც ქურთუკი. მესიამოვნა, როცა ძლიერად მომეხვია წელზე. ჩემზე იყო დამოკიდებული, ზურგზე მის აჩქარებულ გულისცემას ვგრძნობდი. ამან უფრო მომანდომა მისი გაწვალება, კიდევ უფრო შეშინება.. რეზინის ბორბლები სწრაფად მოწყდა ქვაფენილს, წვიმის წვეთებმა ცხელ მიწას ორთქლი ასდინეს. სწრაფად მივქროდი, რაც უფრო მიჭერდა ხელებს, მით უფრო ვუმატებდი სიჩქარეს. მინდოდა შიშით სავსე ხმა გამეგო, რომელიც გაჩერებას მთხროვდა, შემემუდარებოდა. -თორნიკე... დაიწყო! სიამოვნებისაგან, მტვერით გაჟღენთილი ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე და საჭეს ხელები უფრო მაგრამ მოვუჭირე. -გთხოვ! ხმაში უფრო დიდი სასოწარკვეთა იგრძნობოდა.. მომწონდა! ღმერთო როგორ მსიამოვნებდა. -თორნიკე.. იკივლა, როცა მოტოციკლი უკანა ბორბალზე წამოვაყენე, მტელი სხეული უთრთოდა.. კიდევ მინდოდა! უფრო სწრაფად გავქროლდი.. წვიმა უფრო მატულობდა, უკვე გუბეებიც იდგა, რომლებსაც თამამად ვამღვრევდი. ატირდა.. ძარღვებში სიამოვნება გაიჟღენთა. -გთხოვ.. გემუდარები.. ყურთან სლუკუნით მითხრა, გული სწრაფად უცემდა. მოტოციკლი შუა ქუჩაში სწრაფად მოვასრიალე, მიწაზე ფეხი დავდგი. ანასტასია არ მშორდებოდა, მთელი ძალით მეკვროდა.. ვჭირდებოდი.. ჩემი დამშვიდება სჭირდებოდა! ხელები მოვაშორებინე და წამოვდექი.კანკალებდა. თვალებში მხოლოდ შიშს ვხედავდი.. შიშს და მუდარას. მევედრებოდა ჩავხუტებოდი და მეკოცნა.. საჭისკენ ზურგით დავჯექი.. მისი ათრთოლებული სახე ხელებში მოვიქციე, ღიმილს ვერ ვმალავდი. -ბოდიში. მივიხუტე. სიამოვნებისაგან ამოვიხვნეშე, როცა პატარა ბავშვივით მომეკრო. ხელები ბარძაყებზე მოვკიდე და ფეხები ჩემს ფეხებზე გადმოვალაგებინე, ახლოს მივჩოჩდი. ძალიან შეშინებული იყო, თავი ჩემი მკერდიდან ძლივს გავაწევინე. მივიწიე და ნაზად ვაკოცე. ახლა ის მინდოდა მეგრძნო როგორ ამშვიდებდა ჩემი კოცნა. მინდოდა მეგრძნო როგორ აგიჟებდა ჩემი შეხება. ენა ფრთხილად შევასრიალე პირში, არ მეწინააღმდეგებოდა.. სუნთქვა ჯერ დაუმშვიდდა, მერე ისევ გაუხშირდა. კისერზე მომეხვია და ახლა თვითონ მოჩოჩდა. ვნებიან კოცნაზე არანაკლებ ვნებიანად მპასუხობდა. კაბა მთლიანად წამოწეოდა, გრძელ ფეხებს აღარაფერი უფარავდა.ხელი თამამად ჩავუცურე ტრუსში და საჯდომზე მოვუჭირე. რამდენიმე მანქანამ ჩაგვიარა, მაგრამ ეს არცერთს არ გვაინტერესებდა. ტუჩებიდან კისერში გადავედი, ღრმა დეკოლტემ მკერდის დაკოცნის საშუალებაც მომცა, მომწონდა, როცა მისი ხვნეშა მესმოდა.. გავოცდი, როცა ხელი თმებში ჩამავლო და თავი წამომაწევინა. *ანასტასია: ვნების გაკონტროლებას ვეღარ ვახერხებდი. მის ტუჩებს დავეწაფე და კოცნის შემდეგ ძლიერად ვუკბინე. ბლანტი, თითქოს მლაშე სითხე ვიგრძენიენაზე.. სისხლი წამოუვდა. -მე.. ბოდიში.. დავიბენი.გაეღიმა. -ასე უნდა დამიტოვო? მეც გამეღიმა, ქვედა ტუჩი ჩემს ბაგეებში მოვიქციე და რამდენჯერმე ძლიერად მოვქაჩე.. სისხლი ამოვწოვე.. სახე დაემანჭა, მაგრამ მალევე გაეღიმა. მის ტუჩებს ვერ ვწყდებოდი, მთელი სხეულით ვეკვროდი. არც ის მაშინებდა, რომ სატვირთო მანქანამ ჩაგვიარა, არც ის, რომ წვიმდა.. არავინ არსებობდა თორნიკეს გარდა. უზომოდ დიდ სიამოვნებას ვგრძნობდი, რომელიც მუცელში იწყებოდა და მთელს სხეულში აბურდულად მოგზაურობდა. ღმერთო, ძალიან, ძალიან კარგი იყო ! -შენ ისეთი კარგი ხარ. რამდენიმე წამით მოშორდა ბაგეებს და გახშირებული სუნთქვით რამდენიმე სიტყვა წამოილუღლუღა.. შემდეგ ისევ ტუჩებს დააცხრა.. მაგრამ მხოლოდ ტუჩებით არ კმაყოფილდებოდა, კისერშიც გადადიოდა და რაღაათქმაუნდა მკერდზე.თმებზე ძლიერად ვუჭერდი, მინდოდა უფრო ახლოს ყოფილიყო, ჩემსკენ ვექაჩებოდი.. -თორნიკე მისი სახელი ამოვიხვნეშე, როცა თამამად ჩააცურა ენა დეკოლტეში. ღმერთო, ენით აღუწერელი სიამოვნება იყო. თავს ვერაფერს ვუხერხებდი, მზად ვიყავი შუა ქუჩაში გავშიშვლებულიყავი მისთვის.. სახის ნაკვთები მემანჭებოდა, პირის დამუწვას ვერ ვახერხებდი.. მის სახელს ვხვენოში და ხმამაღლა ვსუნთქავდი.ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი მოსწონდა, ამიტომ თავის შეკავებაზე არც კი ვფიქრობდი.. დაიქუხა.აი, ახლა ნამდვილად დავუბრუნდი რეალობას. შევკრთი. მკერდზე ვიგრძენი მისი ღიმილი, წვერები მომეხახუნა. -გეშინია? ღიმილით მკითხა. -ვიცი, სასაცილოა. -სულაც არა. უცებ გამაჩერა. -უფრო საყვარელს გხდის.. მშვენიერო.. ლოყაზე მსუბუქად მიჩქმიტა და იქვე კოცნაც დამიტოვა.. -ძალიან წვიმს, წავიდეთ. მესაუბრებოდა და თან, პატარ-პატარა კოცნებს მიტოვებდა სახეზე.. -არ მინდა წასვლა. იმდენად ვიყავი გაბრუებული, ვერ გავიაზრე რა წარმოვთქვი. არადა ნამდვილად არ მინდოდა სცოდნოდა იმ გრძნობების შესახებ, რომლებსაც ის იწვევდა ჩემსი.. თუმცა ,ეს ყველაფერი, მან არაჩვეულებრივად იცოდა. -გაცივდები პატარავ. გამიღიიმა და ქურთუკი გაიხადა, მომახურა.. მერე ცხვირზე მაკოცა და ფრთხილად გადამალაგებინა ფეხები, წამოდგა და მოტოციკლს მოაჯდა. სახლში მისვლამდე ხმა არცერთს ამოგვიღია.. მშვიდად მიდიოდა, არანაირი გადაჭარბებული სიჩქარე. მოტოციკლი მოსახვევში გავაჩერებინე.. -თუ გინდა, ჩემთან წამოდი. მითხრა ისე, რომ არც შემობრუნებულა.. -რატომ? გავიკვირვე. -ის მოფერება, არ მეყო.კიდევ მინდა. ჟრუანტელმა ერთიანად დამიარა მთელს სხეულში. არ ვიცოდი რა მეთქვა, ენა დამება.. გონებაში ყველაფერი აირია. ფეხები დაბუჟებული მქონდა, თვალებით მის კეფას მივშტერებოდი. -მინდა მთელი ღამე ჩემთან იყ. -თორნიკე.. მე.. რამდენიმე სიტყვა ძვლივს ამოვილუღლუღე.. -მამაშენი? მამაჩემი? ღმერთო, ის საერთოდ არ მახსოვდა. არავინ არ მახსოვდა თორნიკეს გარდა. ვერა, მასთან ვერ წავიდოდი. -ჰო. -კარგი, არაუშავს. თავი 90 გრადუსით მოაბრუნა ჩემსკენ, იღიმოდა.,. მივხვდი, რომ ჩემი ადგომის დრო იყო. წამოვდექი და მოტოციკლის საჭესთან დავდექი.. -დაგირეკავ. ღიმილით მითხრა, წამოდგა და ტუჩებზე ნაზად მაკოცა.. მეც კოცნით ვუპასუხე და სირბილით წავედი სახლისკენ.. ჩუმად ავიპარე ოთახში.. ვიცოდი,თორნიკე ჯერ სახლში მივიდოდა და მერე დარეკავდა, ამიტომ აბაზანაში შევედი. მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ტელეფონიც შევიყოლიე. ცხელი წყლის ქვეშ ვნებივრობდი, როცა ტელეფონი აზუზუნდა.. ონკანი გადავკეტე, დუშკაბინის კარები გავაღე, ხელები პირსახოცით შევიმშრალე და ვუპასუხე.. -წევხარ, მშვენიერო? ღიმილნარევი ხმა მომესმა. -არაა, ვბანაობდი.ჩავწვები და მოგწერ, კარგი? -ჰმ.. ანუ შიშველი ხარ? -თორნიკე! გამეცინა. -ესეიგი ჰო. ძალიან კარგი, არც ჩაიცვა.. -აბაა? -შიშველი დაწექი. -თორნიკე! კიდევ ერთხელ გავიცინე ხმამაღლა. -მართლა გეუბნები.. სველი ხარ? -ჰო, ამწუთას გამოვედი დუშ კაბინიდან. ახლა მისი სიცილის ხმა გავიგე. -მიდი, გაიმშრალე და დაწექი. შიშველი იყავი იცოდე! 5 წუთში დავრეკავ. პასუხს არ დალოდებია, ისე გამითიშა.. სიცილით გავიმშრალე სველი სხეული.. წამით გავიფიქრე, შიშველი დავწვებითქო, მაგრამ ბოლოს მაინც ამოვიცვი ტრუსი და მაისურიც გადავიცვი. შევწექი თუ არა,დარეკა -აბაა, მითხარი რა გაცვია. აჟიტირებული ხმით მითხრა.. -როგორ თუ რა, არაფერი. მოვატყუე. -ძალიან, ძალიან კარგი! აბა მითხარი, რა პოზაში წევხარ. -რა? გავიკვირვე, ვერ მივხვდი რა უნდოდა..ტელეფონშიც კი ვიგრძენი ვიბრაცია, რომელსაც მისი სიცილი იწვევდა. -კარგი, კარგი. ფეხები გაშალე. -ფუუ თორნიკეე! ჩურჩულით ვიყვირე, მაგრამ მისი სიცილი მთელს ოთახს ექოდ მოედო. -ზუსტად ეგ მომწონს შენში. ისევ სიცილით მითხრა. -გთხოვ რაა, ეგეთი რაღაც აღარ მთხოვო. -კარგი პატარავ, დამშვიდდი. კარგა ხანს იცინოდა.. მთელი ღამე ლაპარაკში გავატარეთ.. ხანდახან ინტიმურ დეტალებშიც გადაიჭრებოდა, მაგრამ ისევ სიცილით ასწორებდა სიტუაციას. -ტკბილი ძილი, ჩემო პატარა. -შენო? -ჰო. მარტო ჩემო! ტკბილად მითხრა და ტელეფონი გათიშა.. მართალია უკვე დილა იყო, მაგრამ მთელი ღამის უძინარი, მალევე გავითიშე. ყველამ დააკომენტარეთ რას ფიქრობთ პერსონაჟებზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.