შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახდენილი სიზმარი...?! (სრულიად)


22-08-2015, 14:07
ავტორი საოცრება
ნანახია 3 608

გადის დრო და დროს მიაქვს ყველაფერი წარსულში,თუმცა არა მოგონებები,მოგონებები რომლებიც ადამიანები თავის სულში ინახავენ.
გარუჯულ ტანზე მუხლებამდე ლურჯი კაბა, ლურჯი ფეხსაცმელი, ღრმად ამოჭრილ დეკოლტეს კი თვალისმომჭრელად თეთრი მარგალიტების მძივები ოდნავ უფარავს ლამაზ მკერდს,კელში თეთრი ტყავის ხელჩანთა. მიდის მყარი ნაბიჯებით თავაწეული ქალი.ქალი, რომელსაც ათასი თვალი აედევნა მის შარმიან მიხვრა მოხვრას ის, კი ყოველ ნაბიჯს სიჩქარეს ჰმატებს თითქოს პაემანზე აგვიანებსო.
ქალი ველური და გამჭოლი მზერით ნუსხავს ყველას და ყველაფერს, სულში სიმძაფრემ იმატა, სადაცაა ცრემლი გადმოვა თვალის ნაპირებიდან და მის თავშეკავებულ, ძლიერ სუნთქვას შეარყევს...
მაგრამ არა... ისე ძლიერია, მოერევა ბობოქარ ტალღებს.ტალღებს რომლებსაც ბოლო დროს დასდევს,რომელიც ჰგავს ვულკანის ძლიერ ამოფრქვევას მის სულში, ცნობიერუსა და ქვეცნობიერის რყევას, მონატრებას.
კატო სურვილმა შეიპყრო მოკლე მესიჯი გაეგზავნა მამაკაცისთვის, რომლის მიზეზიც ისე ტალღები იყო, ის მონატრება.
<< "გცალია? გნახავ." >> მაგრამ არა!
<< "შემიძლია გნახო " >> არა!!
<< " გინდა ჩემი ნახვა?" >>..არ შემიძლია! !! (((
სიბრაზისგან ჩაიგდო ტელეფონი ჩანთაში და გააგრძელა სწრაფი სვლა წინ.. წინ სადაც გზა მიდიოდა.
ის, სიბრაზემ შეიპყრო და ცრემლმა გადმოკვეთა საზღვარი.. მას გრძნობების გამოხატვის უფლება აღარ ჰქონდა, მორჩა! მან ხომ თავად მოჭრა ის ხე რომელზედაც თვითონ იჯდა. რა მწარეა გინდოდეს და ყელში ბურთი გეჩხირებოდეს.. გინდოდეს თქმა, რომ გიყვარს, რომ გახსოვს და გენატრება, მაგრამ... აღარ შეგეძლოს. მას მხოლოდ ერთი თბილი ჩახუტებაც მთელს სიცოცხლედ უღირდა.
კატომ იცის, რომ ვერასდროს ვეღარ გაიგებს იმ კაცისგან თბილ სიტყვას.. თბიილს?? არა სიტყვასაც ვეღარ გაიგებს. ვერც ვერასდროს ნახავს და თუ ოდესმე ბედი მაინც ერთმანეთსშეახვედრებს... კატო ვერ გაბედავს მისთვის თვალებში ჩახედვას და ისე გაივლის მის გვერდით, რომ ვერც კი შეამჩნიოს მისი არსებობა.
მანხო თავად მოკლა მასში იმედი?!
მან ხომ თავისი სურვილით მისცა ნება განშორების, როელიც მუდამ თან სდევათ, მაგრამ არასოდეს დაუყრიათ ასე ფარხმალი, არასოდეს დანებებიან სიყვარულს და მაინც.. ამ განშობის შედეგაც ორივეს გული ერთანეთისკენ მიუწევს, ორივეს უყვარს და ორივე ფიქრობს, მაგრამ არცერთი არაფერს არ მოიმოქმედებს. ვის რად უნდა კვლავ იმედების გაცრუება?! ვის რად უნდა ნერვების შლა და გულის ტკენა?! რა თქმა უნდა არავის. ამიტომ ორივე ერთად, მარგამ მაინც ცალ- ცალკე იდგბიან, ერთი ერთ უკიდურსობას ჰგვს,მეორე კი მეორეს.
ისინი ერად ყოველთვის ემოციებში ეფლობოდნენ, წონასწორბას იშვიათად ინარჩუნებდნენ. იყო ბევრი თანხმობა და ბევრიც წინააღმდეგობა, რაც მათ ყოველ წამს რაღაც უხილავ ძალას მატებდა, ხიბლს სძენდა. ეს იყო ერთი ნახვით სიყვარული?! არა..ეს გიჟური და არა ამქვეყნიური სიყვარული უფრო იყო. ყოველი დღე, ყოველი კვირა სიმძაფრით და ვნებით სავსე იყო. მაგრამ მორჩა... დამთავრდა. ხო დამთავრდა, მაგრამ მათ სულებში იყო, არის და იქნება ყოველთვის ის უცვლელი წამები!
კატომ უცებ კაფე დაინახა და შიგნით შევლა გადაწყვიტა.
-გამარჯობათ!
- გამარჯობათ! ერთი ლატე თუ შეიძლება?!
- დიახ ახლავე..
კატო მოკალათდა და შემდეგ საპირფარეშოში გავიდა მაკიაჟს გავისწორებო..
კარი შაღო თი არა, ნახა, რომ არავინ იყო იქ.. წყალიმოუშვა და ნამტირალევ სახეზე შეისხა.. ამან კვლავ გული აუჩუყა და გულიდან ამოსული ჩუმი კვნესა წყალს მიაშურა.
- თქვენი ყავა! კიდევ ხომ არ იებებთ რამეს?
- არა გმადლობთ, ჯერ არაფერი , თუ რაეა გეტყვით.
ყავა მოსვა და ძლიერი ნაფაზი დაარტყა სიგარეტს. ნაფაზი ნაფაზს და შორ ფიქრებში წავიდა.. გაახსენდა შეხვედრა, რომელიც ბოლო ეგონა, ეგონა მაგრამ შეცდა, ორივე შეცდა.. იმ დღეს მან... კატოს თვალაებში ჩახედა და სული დაანახა... გულწრფელი დამშვიდი მზერა გულს უთბობდა. შუბლზეაკოცა და ბავშვურად გაუღიმა, გულში ჩაიკრა და თბილად დაემშვიდობა... თბილი მზერა სიცივემ გადაფარა..ნისლი მოედოირგვლივ ყველაფერს იცოდნენ რომ ბოლო დღე იყო, განშორების... ეს გარდაუვალი იყო. ის მიდიოდა, შორს მიდიოდა.. არცერთმამათგანმა არ იცოდა ოესმე თუ შეხვდებოდნენერთმანეთს, გულში სევდამ დაისადგურა, ერთს მეორე სულის ნაწილი შორდებოდა მეორეს კი ის ერთი... , მაგრამ სადღაც გონებაში პაწაწინა იმედის ნაგლეჯი ჰაეროვნად ფარფატებდა, იმ იმედის, რომელსაც ამ ორს ერთმანეთთან შეახვედრებდა... შემთხვევით ქუჩაშიწვიმის დროს ან ქარში ან სულაც მზიან ამინდშ, მხარი მხარს რომ გაჰკრავს და თვალი თვალს, რომ მოხვდება და ნაცნობ სახეს აღმოაჩენს <3 იქვე ჩაიქროლებს მატარებელივით მოგონებები, მათ შორის ის ნაკოცნი შუბლი, რომელიც ბავშვივით თბილად ედება მღელვარე გულს. კატო ფიქრობს... ფიქრობს, რომ ახლა უკან გზა აღარ არსებობს ჩატყდა ხიდი. მან ძალიან ატკინა გული ადამიანს.. ადამიანს რომელიცგიჟდებოდა მასზე! (( ნერვიულობდა, ზუნავდა, რჩევას აძლევდა... ტიროდა.. ტიროდაიმ თვალებით რომელიც კატოს არასოდეს არ ენახა!!!
თვალები... მას არ ენახა ასე გულწრფელად წყლიანი თვალები, საკუთარის გარა. მისი ბრწყინვალება, ღრმად ითრევდა იმ უსასრულობაში და თვალს ვერ სწყვეტდა ამ საოცრად ლამაზ თვალებს...მას პირველად ენახა, ასე აცრემლებული თვალები, რომელშიც თავის ანარეკლს ხედავდა... უყურებდა და სტკიოდა... მას არა წუხილის,არამედ ბედნიერების და სიხარულის ამოკითხვა სურდა მის ამ საოცარ თვალებში, რომლებშიც ისთვის ახალი სამყაროს აღმოჩენის ტოლფასი იყო.
რა საოცარია თვალები...სხვადასხვა ფერის, ფორმის და ხასიათის. ყველაზე ლამაზი თვალები, ხომ სიყვარულს ფერისაა... სიყვარულით ანთებული.
და ახლაამ საოცრების გარეშეა.. სრულიადმარტოდ გრძნობს თავს.. კატოს მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა.. ჰქონდა და აქვს. დროს ვერ დააბრუნებს, ვერც შეცვლის რამეს, მაგრამ ძალიან უნდა ამაამიანმა იცოდეს, რომ მას ძალიან უყვარს, უყვარდა და სურს მუდამ ასეთად ახსოვეს.. რაც არ უნდა მოხდეს.. საათში, დღეში თვეში თუ წელში. ის ვერც გაიგებსმის ამბავს, მაგრამ უბრალოდ ახსოვდეს, ახსოვდეს და აპატიოს ეს სიყვარული ;( კატოს გულშიმუდამ დარჩება ამ ადამიანის ნაკვალევი... მისი ზრუვა, მებრძოლი ხასიათი, თანადგომა.. ის ყველაფერი რაც ნამდვილ მამაკაცს ასოცირებს.

კატოს ტელეფონი ურეკავს. უცხო ნომერი..
- ალოო...
- გამარჯობათ! კატო ყიფშიძე ბრძანებით?
- დიახ...??!!
- გილოცავთ თქვენ წარმატებითგაიარეთ გასაუბრება.
- დიდი მადლობაა^^ რა მაგარიაა
ზარი ისევ რეკავს...
- კატოო... კატოოო...
- რა ხდებაა?
- ადექი, გაგვიანდებაუკვე, მე ისლურჯი კაბა გაგიუთოვე მიდი მოწესრიგდი და ჩაიცვი.
- სად...მივივარ?
- გასაუბრებაზე
- ეხლაა??
- ხო ხო მიდი ადექი იქნებ გაგიმართლოს.
კატო წამოდგა და ნელი ნაბიჯებით შევიდა სააბაზანოში. მესიზმრა? თთქოს ეს დღე უკვე იყო..ხომ არ მეცადა დღეს სხვანაირად?! იქნებ მივწერო და ყველაფერი ამ სიზმარივით თავიდან დავიწყო?

კატომ მოირგო ლურჯი კაბა, აისხა თეთრი მარგალიტები და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა გასაუბრებაზე.
შენობიდან გმოვია თუ არა წერს მესიჯს :
<< “ რუსთაველზე ვარ, გამოდი, სალაპარაკო მაქვს. კატო „ >>
უცებ რეკავს ტელეფონი, ლამის ხელიდან გაუვარდა. ხედავს ლუკა... ანერვიულდა. ფიქრობს, რომ ტყუილად მიწერა, იქნებ.. არც უასუხოს? არა! რადგან მიწერა ვალებულიააიღოს.
- ალო...
- გამარჯობათ, თქვენი მესიჯი იყო ახლახანს შემოსული და ვინ ბრძანდებით?
- მე... მე კატო ვარ ლუკას...
- ახ, ლუკას ამხანაგიიი?! სასიამოვნოა, მაგრამ ლუკა რა ნია აქ აღარაა და ეს ნომერიმე მაქვს, მე სოფო ვარ.
- და ლუკა სადაა? ან როგორ დავუკავშირდე?
- ლუკა აქ არა, გერმანიაში წავიდა საქეებზე და ჯერჯერობით არ აპირებს ჩამოსვლას.
კატოს ხელიდან გაუვარდა ტელეფნი, რომელიც წამებში ნამსხვრევებად იქცა. ჩაიკუზა და უმოძრაოდ იჯდა გზის პირას, სადაც უამრავი სწრაფად მიმავალი მანქანა მოძრაობდა.
- წავიდა... ის.. ის წავიდა.. მე გავაგდე,ისე ვატკინე რომ ქვეყნიდან გავიდა... მეც უნდა წავიდე! მე უნდა წავიდე...
წამოდგა და სწრაფი მოძრაპბით სცადა გზა გადაეკვეთა, მაგრამ მანქანამ გაიტანა.

ორი დღის მერე ლუკა რეკავს კატოს მობილურზე.. - ამაოდ.წერს ინტერნეტში... ამაოდ. მერე მის დაქალს ეხმიაება და იგებს რომ კატო... ავარიის მსხვერპლი გახდა. თვალიდან ცრემლები ზდის რადგან იცის რომ ავარიამდე კატომ დაკავშირება სცადა და სოფოს ელაპარაკა... სწორედ მისი დისგან შეიტყო ლუკას გერმანიაში ყოფნა და მანქანამაც გაიტანა...
ინტერნეტში კატოზე ინფორმაციის მოგროვების დროს შემთხვევით მეილზე შეტყობინება ნახა, არც თუ ისეთი ძველი.
<< „ გამარჯობა ლუკა, კატო ვარ.. იქნებ არც ნახო ესმესიჯი, მაგრამ მემაინც ვტოვებ მას. მაპატიე ყველაფერი, უბრალოდ მაპატიე ს ჩემი ხასიათი გთხოვ. მე მიყვარხარ აძალიან გაფასებ. მინდა გახსოვე ისეთი.. როგორიც გიყვარდი და არა უხეში და ფიცხი.. მხოლოდ კარგი, თბილი... რა დროც არ უნდა გავიდეს, საათი, დღე, თვე წლები.. ვიქნები თუ არ ვიქნები... გახსოვე ისეთი როგორიც შემიყვარე! ესაა და ეს.  ნ ა ხ ვ ა მ დ ი ს ! ოდესმე შევხვდებით.“

წლებმა თავისი ჰქნა, გაზაფხული, ზაფხული, შემოგომა ზამთარი... სეზონი სესონს ცვლიდა.. ლუკას გულში კი კატოს მოგონებები უცვლელად არსებობდა როგორც იარა. იარა რომელსაც ვერაფრით წაშლი და არც გინდა წაშალო, რადგან თუ წაშლი შენს სახეს დაკარგავ, შენს ბედნიერ წამებს, წელს...

გავუფრთხილეთ ერთმანეთს! დავაფასოთ სიყვარული ჩვენი თუ სხვისი და არ დავკარგოთ ჩვენი სახე ჩვენს მოგონებებთან ერთად, ქარს ნუ გავატანთ ძველ მოგონებებს, რომლებიც გულის შიგნით სადღაც ღრმად სხვენში ვინახავთ, ხშირად შევიხედოთ.. და მტვერი გადავწმინოთ, გავიხსენოთ და წინ ვიაროთ ნათელი მომავლისკენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent