შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი გახდები...(თავი 7)


23-08-2015, 00:09
ავტორი aleqsandra
ნანახია 4 512

არაფერი არ იცოდა არცერთმა თუ რა იქნებოდა შემდეგ,რა იქნებოდა მომავალში...ალექსი გერდში უდგა ნინუცას...ნინუცას ოჯახური ტრაგედიის შემდეგ,არ ყოფილა მათ შორის არანაირი საუბარი სიტყვა ''ჩვენზე''....
***
-ამ ყოველივეს შემდეგ რა იქნება ალექს?გექნებათ კი მომავალი? კითხა დადამ ერთ დღეს,როდესაც ნინუცა სასტუმროში გაუშვეს დასასვენებლად.
-არვიცი,საერთოდ არაფერი არ ვიცი დადა...მეშინია იმის,რომ ნიკო კომიდან გამოვა...
დადას გაურკვევლობა აესახა სახეზე...
-მეშინია იმის,რომ არ ვიცი,როგორ უნდა მოვიქცე ამ ყოველივეს შემდეგ.
-ყველაფერი კარგად იქნება ძმაო,აი,ნახავ!ძმურად დაკრა მხარში ხელი.
-რა იქნება დადა რააა?!!!ყოველ დილა-საღამოს ვის უნდა მივუტანო ჩაი და საჭმელი?ვის უნდა ვეხვეწო ყოველ დღე,რომ წავიდეს შინ და დაისვენოს?!ვის ვთხოვო,რომ არ ინერვიულოს?!ვის ვუთხრა,რომ დრო ყველაფერს დაალაგებს?!ვის დადა? ვის? ალექსმა მუშტი დასცხო კედელს და შემდეგ სიმწრის ოფლისგან დაცვარული შუბლი მიადო გასაგრილებლად.
-ეეეე,დაიძახა დადამ და გადაიხარხარა.მოიცა ტოოო....შენ არასდროს გითქვამს ეს ყოველივე.ალექს შენ რა ნინუცა გიყვარს?
-არ მიყვარს მაგიჟებს დადა,შენ ვერ წარმოიდგენ ეს რა გრძნობააა,მისი გაბერილი წითელი ტუჩები ვნებებს მირევს,მისი ხან მწვანე,ხან კი ლურჯი თვალები გულს,მისი დანახვა კი- დალაგებულ სიტყვებს....გედენიძის ქალმა სრულიად ამრია...
-დადამ ისევ გადაიხარხარა...რა იყო ჯადო გაგიკეთა ნინუცამ?!... შენ არ იყავი,მისი გრძნობებით თამაში და გამწარება,რომ განიზრახე წლების წინ? ხედავ ცხოვრება ბუმერანგივითააა,უკან მოგიბრუნდა ყველაფერი,რასაც მას უპირებდი მან გაგიკეთა. მან შენ მოგაჯადოვა და ახლა მოჯადოებული ხარ! სიყვარულით მ-ო-ჯ-ა-დ-ო-ე-ბ-უ-ლ-ი!დამარცვლით უთხრა ეს ბოლო სიტყვა დადამ.
-არ ვიცი არა დადა....ცხოვრება,მართლაც ბუმერანგივითაა, თაავიდან ვფიქრობდი თავს შევაყვარებ,ვითამაშებ მისი წრფელი და სუფთა გრძნობებით,ცოტას ვატკენ და გავერთობითქო,თუმცა ახლა ის ვიცი,რომ ახლა მე მტკივა.
ვერ ავიტანე იცი,ის რომ ის განსხვავებული იყო და ჩემზე არ ეკეტებოდა,ყველასთან ძმაკაცობდა,ვერც ის ავიტანე ბიჭებს ყველას ძაალიან რომ მოწონდათ, მაგრამ იცი რამ გამახარა და გამაამაყა?!თქმას რომ ვერავინ ვერ უბედავდ....''ის'',ის იყო,განსხვავებული,ის ყველა ქალს არ გავს.
შენ იცი,ქალების ყურადღება და თვითონ ქალები არასდროს არ მაკლდა,მაგრამ მისმა უყურადღებობამ გამაგიჟა,მან ფეხ-ქვეშ დამცა,ამიგდო,მე ის ვერ შევიპყარი ჩემით და ამან სულ გადამრია. ხშირად მიფიქრია რა ქონდა მას სხვებისგან განსხვავებული და იცი რა ქონდა?იცი რა მაგიჟებდა და მაგიჟებს?! ის,რომ მას თვალები სულ სევდიანი აქვს,ლაღია ვითომ მაგრამ ყველა მის ქმედებას ტკივილიანი ელფერი დაკრავს,ის მის სისუსტეებს არავის აჩვენებს და ვაჟკაცურია...იცი,რამდენი ღამე დამთენებია თავზე იმაზე ფიქრით თუ ვინ იყო ის ჩემთვის და რატომ მეფიქრებოდა მასზე ამდენი?!
-აი,ამას ქვია ძმაო, ''ჩემს მიერ დაგებულ მახეში გავებიო''!!!
-ბევრს ვეღარ გავუძლებ დადა ვეღარ...ეს ყოველივე თქვენთვის ჩემი ძმებისთვისაც კი არ მითქვამს და იცი რატომ?!იმიტომ,რომ არ მინდოდა იმის მოსმენა რაც ქვეცნობიერად უკვე ვიცოდი.
ახლა იცი რა ვიცი კიდევ?!
უარყოფის ნიშნად გაუქნია თავი დადამ.
-იმ ღამით, 1 წლის წინ მითხრა ''აქამდე სად იყავიო?!'' ალბად,მაშინ რამეს განიცდიდა,მაგრამ ახლა,ვხვდები,რომ აღარაფერს განიცდის და ეს მკლავს,მანადგურებს...ვგიჟდები,როცა წარმოვიდგენ,რომ შესაძლოა,მისი პირველი კოცნა ვინმემ მომპაროს ან დაც ის სხვამ მოიქციოს მკლავებში, გეფიცები მოვკლავ მას ვინც არ უნდა იყოს! ჩემია!ჩემი ნინოა!ის არაფერს გრძნობს ჩემს მიმართ მე კი...მწარედ ჩაეცინა და ცრემლი გადმოუგორდა ეს პირველი ცრემლი იყო,რომელიც ალექსის თვალზე იხილა ბავშვობის მერე დადამ...
-ნინუცა,ძლიერი ქალია,წარმატებული და ძაალიან ჭკვიანიც...მე მგონია,რომ მას შენდამი გრძნობა ქონდა და დღემდე ასეა,მაგრამ მაშინ 2 წლის წინაც ოსტატურად მალავდა ამ ყოველივეს და დღემდე ასე აგრძელებს,შენს თითეულ დამცირებაში და ჩხუბში ამ გრძნობას ახშობდა..ის ქალია,ძმაო ქალი,რომელიც ეშმაკია...
-აუუუ,დადა ცუდად ვარ!...
-ალექს იქნებ თამთასთან გეცადა არა ისე,როგორც ახლა,არამედ ისე...
-უეცრად შეაწყვეტია ნაკაშიძემ. განა კი არ ვცადე დადა?!იცი,რამდენჯერ მოვფერებივარ ისე ვითომ ნინო წოლილიყოს ჩემთან?იცი რამდენჯერ?არა არ იცი.ეს გრძნობა მტანჯავს 2 წელია..თამთას ყოველთვის ვუყვარდი და მეგონა შვიყვარებდი და სამუდამოდ გავაქრობდი ჩემგან ნინოს,მაგრამ იცი რა გამომივიდა ბოლოს?ერთჯერ ნინო დავუძახე სექსისას თამთას,ჩვეული სკანდალი მომიწყო. ეგონა დავიწყებული მყავდა,მაგრამ....ერთი კვირის მერე ისევ საწოლში ჩამიწვა,რამაც სამუდამოდ შემაზიზღა დადა... თამთა მე არ მჭირდება,თამთა ჰორმონებს ჭირდებათ!!!
-აქამდე რატომ არ თქვი ალექს ეს ყოველივე?
-ხომ,გითხარი,იმიტომ რომ იმის მოსმენა აღარ მინდოდა კიდევ ერთჯერ რასაც ჩემი გული ყოველ წამს მეუბნებოდა და მეუბნება...
-იცი,რომ ვიღაც ყოლია ნინუცასაც,ვიღაც გიგი. თემომ მითხრა..
-ვიცი,ამიტომ დავამტვრიე ძვლებში და 3 თვეა ვერ მოსუნა ნინოსთან,ახლა რომ ის აქ ჩამოსულიყო,წამართმევდა,ამ წუთებს წამართმევდა დადა...
-შენ სულ გააფრინე ხოოო?! შენ რაღაც არ იცი და სჯობს შეემზადო მაგისთვის.
-რა არ ვიცი?!
-თემოს თამთაზე და შენზე უთქვამს ნინუცასთვის, ხომ იცი ეგენი მეგობრები არიან.
-ფუუუ,ამის დედას*****ი! რა ს***ა თემო,ეს როგორ უთხრა,როგორ?!
-ნუ ყვირი და აზრზე,მოდი! შენ თვითონ თქვი ნინუცა სხვებს არ გავსო,ის იმისთვისაც მოგკითხავს ადრე თუ გვიან რაც გიგის გაუკეთე და იმისთვისაც თამთასთან,რომ გორაობდი!არა,ჭკვიანი კი არა უჭკვიანესი ქალია,ნახე ამაყი,ნაკაშიძისგან აღაფერს აღარ დატოვებს,მეშინია,რომ გაგანადგურებს!ისე იმ გარტყმას და სიტყვებს აპატიებ ოდესმე?
-ჩემთვის პატარაობაში,რომ გამარტყა დედამ მისმერე არავის გაურტყია,აი,მაგას ვერ დავივიწყებ!
-მაშინ თუ ვერ დაივიწყებ რაღას ოცნებობ მასზე?
-აუ დამანებე რა თავი დადა,ხომ გეუბნები არაფერი არ ვიცი,მეთქი!!!
აი,მაგრად გამიჩალიჩა!!! დედა მო******ა და კიდევ ურესად მი******ს და მო*******ს გედენიძის ქალი!!!
***
ნინუცა ისევ მხოლოდ მარტო ყოფნისჟამს აძლევდა თავს უფლებას,რომ ეტირა...ენატრებოდა თავის ნიკო,გულს უკლავდა ალექსი,მაგრამ მის გულს კარგა ხანია გადაწყვეტილება მიიღე მისადმი.
***
ნინუცა,რომ საავადმყოფოში მივიდა ალექსს გაცისკროვნებული სახე ქონდა.
-ნი იცი რა მოხდა?
-რაა?ჩემთვის ხომ იცი ყველაფერმა დაკარგა აზრი.
-ნიკომ თვალი გაახილა ნინ!!!
-ჩემი ნიკო,ჩემი ნიკოოო,ეს ერთი გაიმეორა ორჯერ და ჩაიკეცააა...
მძაფრმა სუნმა გონს მოიყვანა და მაშინვე მისი ნახვა ისურვა.
-კარი შეაღო თუ არა ნიკომ თვალები კუსა და სიხარულით შეკივლა. ნინიააა!!!
-ნიკო,ჩემო პატარავ არ დამტოვე ხოომ,როგორ გამახარე!სახე დაუკოცნა ნინუცამ ნიკოს! იცი დედა როგორ გაიხარებს,ჩემო პატარა,გეფიცები შენს ყველა სურვილს შევასრულებ ოღონ ასე აღარასდროს მომექცე რააა...
-ეე,შენ მართლა ხომ არ გეგონა,რომ მე სიკვდილს ვაპირებდი?! ჰააა?! მართლა გეგონა,რომ მოვკვდებოდი და ასე მშვიდად გაცხოვრებდი?! მე,რომ მოვმკვდარიყავი მერე სულ დალაგებული ნერვები გექნებოდა,მე კი ვერ ვიტან მშვიდად რომ ხარ,იცოდე სულ უნდა გიშალო ნერვები,სულ მუდამ! მე შენი ნერვები კიბო ვარ!
ამაზე ალექსმა და ნიკომ გადაიხარხარეს...
-რა მემამიტი ბოთე გოგო ხარ ნინია,გეგონა დედიკოს სიყვარულს მარტო შენ დაგითმობდი?! არც იოცნებო,იმაზე რომ მე მოვკვდე პირველი,არც იოცნებო გედენიძის ამაყო ქალოოო! გახსოვს,პატარები,რომ ვიყავით რას გეუბნებოდი?!შენ დიდი ხარ და ჩემზე პირველი მოკვდებითქოო ასე,რომ!!!
-ნიკა გეყოფა,შენ მართლა გაგივიდა თავს,ნუ მიშლი ნერვებს!
-ისე წეღან რა მითხარი ყველაფერს შეგისრულებო..ხომ სწორად გავიგეე?!
-ხო,გითხარი!გაიღიმა ნინუცამ და შუბლზე აკოცა ნიკას.
-მთელი ცხოვრება,ხოომ იქნება ძაალაში ეს სურვილები?!
-კი იქნება,ნიკო.
-მაშინ ვიწყებ და ჭინკები აუთამაშდა თვალებში ნიკოსს. პირველი სურვილი ლოყები დამაწელიე,ოხ როგორ მიყვარს შენი ლოყები და უეცრად ეცა ლოყებზე ნინუცას!
-ნიკო მეტკინა გეყოფააა! გული,რომ იჯერა ნიკომ.
-ოხ შენ არასდროს გაიზდება ნიკოლოზ ა-რ-ა-ს-დ-რ-ო-ს!!!
***
ნინუცა ბედნიერებისგან ცქმუტავდა,ალექსი კი ნინუცას შემხედვარე ხარობდა.
უეცრად სახე შეეცვალა ალექსს და ჩაილაპარაკა;
-ამას აქ რა უნდაა?!
-გამარჯობა ნინუცა! როგორ ხარ?
-თამთაა?!გაოცდა ნინუცააა. შენ აქ რა გინდა?
-შენს მოსაკითხად მოვედი და ჩემი კნუტის წასაყვანად!
რაზეც თვალები გადმოუცვივდა კინაღამ სიბრაზისგან ალექსს.
-ჩემს მოსაკითხად არ უნდა შეწუხებულიყავი თამთა,აი სენი კნუტზე კი რა მოგახსენო არ ვიცი....ვინ არის ის?როგორც წესი კნუტი დედას არ შორდება თუ კარგი დედააა რაღათქმაუნდა!!! და ნიშნის მოგებით შეხედა თამთას მერე კი კმაყოფილ ალექსს...
-აჰაა...შენი აზრით დღისით,რომ კვერცხებს გიგორებს აქ და ხანდახან ღამეც დაკერე და დაიჩემე?
-მე არავის არ ვკერავ თამთა,თვითონვე იკერებიან ისინი ჩემით!ხოლო დაჩემებას რაც შეეხებაა,მე არავის არ ვიჩემებ,თუ შენია შენი იყო,ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ! მე შენსავით გამწარებული არ ვარ,რომ ერთს შევაჩერდე და დავიშოკო!
-ხო,არაა?!
-დიახ,დიახ. მე ნინუცა გედენიძე ვარ!და არა თამთა პერანიძე!!!ცინიზმით გაჟღინთა სათქმელი ნინუცამ.
-ოცნებობ,რომ იყო თამთა პერანიძე,მაგრამ ვერ ეღირსები გედენიძის ქალო!!!
-და რა გაქვს საოცნებო თამთაა?რატომ უნდა ვიოცნებო შენს ადგილას ყოფნაა?
-გეყოფათ! ჩაერია ალექსანდრე კამათში. თამთა ახლა აქედან წადი დროზე,უკან არ მოიხედო და მეორეთ არ გამამეორებინო!! გაიგეე?!
-აცადე ნაკაშიძე!მაინტერესებს რატომ უნდა ვიოცნებო მის ადგილზე ყოფნა!
-იცი შენ რატომაც,მაგრამ გაგიმეორებ,არ მეზარება!იმისგამო,რომ ალექსანდრე ნაკაშიძე ჩემია,ჩემი!
-შენი?! მეცინება და მეცოდები თამთა,ოღონდ მართლა!თუ შენია იყოს,მაგრამ მეეჭვება სხვა ქალს უგოროს კვერცხები 3 თვის განმავლობაში, როგორც შენ აღნიშნე და შენი იყოს! როგორ მეცოდები. მე ბედნიერებას გისურვებთ.ჩემგან ხელი არ შეგეშლება ნუ ღელავ.
-მე არ ვღელავ და ვერც შეგვიშლი. რატომ არასდროს წაგიყვანა მის საკუთარ სახლში?რატომ დაგადებინა ბინა სასტუმროში?
-თამთა წადი აქედან,შენნაირ ქუჩის ქალთან ამდეზეც,რომ თავი გავიცვალე მაგისთვის მძაგს ჩემი თავი! და შენი კნუტიც წააბრძანეეე!
-არსად არ წავალ სანამ ყველაფერს არ გეტყვი! არ გესიამოვნა არაა?! 2 წლის წინაც აფრენდი ალექსზე,მაგრამ შორს დარჩი..მაშინაც მე ვიყავი მის გვერდით და ახლაც მე ვარ! ყოველთვის გძულდი,რომ გეკითხებოდენ რატომოოო,პასუხს ვერ ცემდი გაახსოვს?! რათქმაუნდა გახსოვს. გიჟდებოდი ალექსი ჩემს მიმართ,რომ მეტ ყურადღებას იჩენდა...
-გეყოფა თამთა და წადი აქედან,მოთმინებას ნუ მაკარგინებ,ხომ გითხარი აღარ გამამეორებინოთქოო!
-გეყოფა ალექს,რა იყო გეშინია არ გაიგოს ნინუცამ ყველაფერი და არ დაგიფრთხეეეს?ყველაფერს გავაგებიებ.
-ჩვენ სულ ერთად ვართ ნინუცა,მაგრამ ეს წელიწად ნახევარია უფრო ახლოს რაც ვართ,ხომ ხვდები?!ახლოს მიიწია ნინუცასთან...ისეთი გაკვირვებული სახე გაქვს ალბად ვერ მიხვდი,კარგი გეტყვი...როცა გეგონა,გადაღლილი იყო და სახლში უშვებდი დასასვენებლად,მე ორმაგ დატვირთვას ვაძლევდი,მეფერებოდა და ჩემს კლავებში ისვენებდა,ჩემთან იღებდა შხაპს და მის საწოლში მე ვგორაობდი და არა შენ,ერთად ვიცინოდით გასულ შენთან გატარებულ დღეებზე და წარსულზე!!!
-გაჩუმდი მეთქი თამთაააა! სილაა გააწნა ალექსანდრემ..დადა ეს მომაშორე აქედან,თორემ გეფიცები მოვკლავ!
-დადა,ხელი გამისვი,კიდევ დამრჩა გედენიძის თავადის ქალისთვის რაღაც სათქმელი!
-ჩქარა წამოდი თამთა,თორემ მერე აღარაფერი გიშველის! უთხრა გამწარებულმა დადამ.
გახევებული იდგა ნინუცა და უყურებდა ალექს,რომელიც ნელ-ნელა უახლოვდებოდა და ეუბნეობადა მხოლოდ ერთს,რომ;''ყველაფერი სიცრუეა და ყველაფერს აუხსნიდა''!!!
-არ მინდა არცერთი შენი სიტყვის გაგონება ალექსს! ასე მე არავის დავუმცირებივარ,არავის! მაგრამ იცი რა არც დავმცირებულვარ,რადგან......
-ნინო გთხოვ მომისმინე,მომოსმინეეე...იმის ბოდიალს ყურადღებას ნუ მიაქცევ,გთხოოვ!
-რას არ მივაქქციაო,რას?!იმას,რო 1 წლის წინ სიყვარულს თუ რარაც მსგავს მე მეფიცებოდი და მერე გამოიქეცი გერმანიაში და თამთას ჩაოუგორდი ლოგინში?!ეს მე კარგა ხანია ვიცი,მითხრეს. თუ იმას არ მივაქციო ყურადღება,მე რომ მამცირებდი მასთან ყოველი დაწოლით?ჰაა?იქნებ ისიც თქვა,რომ არ წოლილხარ მასთან,მიდი თქვიიი!
-ნუ მიყვირი!შენ არ გაქვს ამის უფლება,შენ ყველაფრის უფლება მაშინ დაკარგე,რომ გამარტყი და უარი თქვი ჩემზე იმ ღამით!კარგი გეტყვი, მართალია და არ უარვყოფ წელიწად ნახევარზე მეტია რაც თამთა პერანიძესთან ვჟი***ობ! დაკმაყოფილდი?!დაკმაყოფილდიმეთქი?!,შენზე აშლილ ვნებებს მასთან ვიხშობდი!მაგრამ ერთი დაიმახსოვრე შენი დამცირების და დაცემის უფლებას არავის მივცემ,არავის და მითუმეტეს თამთას!შენ არ იყავი,რომ ამბობდი აქამდე სად იყავიო,ვინ ხარო და ა.შ.?შენ არ იყავი?!
-კი ვიყავი,არაფერს არ ნიშნავ,ა-რ-ა-ფ-ე-რ-ს ალექსანდრე ნაკაშიძევ ჩემთვის! მეც ეგრე ჩავიხშობ სხვასთან ვნებებს,შენ არ იღელვოოო!!!
-არასდროს გაბედოო,გესმის არასდროს,შენ ვერავინ ვერ შეგეხება,ვერასდროს!
-არ გამაცინო რა....აი,მაგასაც ვნახავთ ვინ შემეხება და ვინ არაა! წადი ალექსანდრე,წადი შენი ფისო გელოდება!
- შენ ეგ სიამაყე დაგღუპავს! ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გედტყვი ნინო!!!
-წადიმეთქი,წადიიიი ალექსანდრეეეეე!!!.......ბოლო ხმაზე იყვირა ნინუცამ.


ესეც მეშვიდე თავი. ველი თქვენს კომენტარებს ჩემო საყარლებო,რას ფიქრობთ ღირს გაგრძელებაა?!
მიყვარხართ ყველანი განუზომლად.



№1  offline წევრი magnolia

ოპააა,აი ეს იყო ბომბი თავი ალექსანდრა love ახლა რა იქნება?! აი თამთას კი მაგრად უნდა აგებიოს პასუხი ალექსმა,ეს რა ქნა?! angry
აი,ნინის სიამაყე,მაგიჟებს,რა ამაყი გოგოა,ეგ სიამაყე ვეწვობ მართლა დაღუპავს მაგ გოგოს ალექსის თქმის არ იყოს,რა.... ხო კიდევ ამათი ვერ გავიგე,ალექს უყვარს ვერ და არ ეუბნება,ნინიც რაღაცას განიცდის და ისევ სიამაყის გამო დუმს!
გააგრძელე რა ძაალიან გთხოვ,ძაალიან კარგად წერ დამწყებს არ გავხარ! love

 


№2  offline მოდერი aleqsandra

ძაალიან დიდი მაადლობა ყველას უყვარყართ ყველა თქვენს ალექსანდრას ძაალიან love
რაც შეეხება ნინუცას მის პროტოტიპი დღესაც ასეთია სინამდვილეში არ შეცვლილა,მიუხედავად იმისა,რომ ამდენი ტკივილი და ტანჯვა გადაიტანა.
ალექსი და ნინუცა ერთნაირები არიან ერთნაირი ამაყები და ეგ ანადგურებს ორივეს და ტკენთ.
თამთა კიდევ .... angry
აუცილებლად განვაგრძობ,ამაღამ შემოგთავაზებთ ახალ თავს ჩემო თბილებოოო love

 


№3  offline წევრი magnolia

მოუთმენლად გელი love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent