შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი გახდები... (თავი 6)


21-08-2015, 00:02
ავტორი aleqsandra
ნანახია 4 889

სახლის კარი შევაღე თუ არა მკლავებზე ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და ეს ალექსანდრეს ხელის მტევნების სიძლიერისგან იყო გამოწვეული,გააფთრებული თვალებით მიყურებდა ალექსანდრე და ხელებს მიჭერდა მკლავებზე...
-სად ხარ გოგო?შენ საერთოდ ნორმალური ხარ ტოო?
-საქმე მქონდა...
-სად იყავიმეთქი ნინო?უკე ყვიროდა ალექსანდრე...
-მკლავები მტკივა ცხოველო გამიშვი!!! მე მშვიდად აუღელვებლად ვუთხარი.
-იმისთვის გიჭერ,რომ უნდა გეტკინოს!!! სად იყავიმეთქი?
-სასაფლაოზე...
უეცრად შემიშვა ხელი და გულში ჩამიკრა...
-გამიშვი და წავიდეთ საავადმყოფოში.
-შენ ჩემი სევდის სურნელიანი გოგო ხარ ნინ!!! და შუბლზე მომადო მისი მხურვალე ტუჩები.
-წავიდეთ და მერე დაგელაპარაკები ამ ყოველივეზეც...
-რას გულისხმობ?
-აი,იმას ''ჩემს გოგოზე''
პასუხად მხოლოდ,დუმილი და თავის ჩაქინდრვა მივიღე,მიხვდა რომ იმაზე მეტი ვიცოდი მის გერმანიაში ცხოვრებაზე ვიდრე უნდა მცოდნოდა.
***
სავადმყოფოში მივედით და ბიძაჩემი,ჩემი ბიძაშვილები და კიდევ სხვა მრავალი ადამიანი დამხვდა მაგრამ ყველას ხილვა და ცნობა ვერ მოვასწარი ჩემი ბიძაშვილი და ბიძა,რომ ნ ჩემსკენ და ალექსისკენ.
-კარგად,გამოიძინე ნინუცა? მითხრა ჩემმა ბიძაშვილმა.
-ალბად კარგადაც დანაყრდებოდი მაგ ბაჟბატონთან ერთად! ეს თქვა ბიძაჩემმა და ალმაცერად ახედა ალექსს.
-ვინ არის ეს ტიპი? რა იყო დედაშენი და ნიკოლოზი გაისტუმრე თითქმის საიქიოს და დაიწყე აქეთ იქით გულავი ბიჭებთან ერთად?აქამდე უმანკო კრავივით იქცეოდი. ააა,ალბად ეს ის არის მამიდას,რომ არ მოწონდა ეჭვად,რომ იცოდა თქვენზე,განზრახ გაუჩალიჩე ხო ნიკოს და მამიდას ეს ყოველივე მაგ ნაბიჭვართან,რომ ყოფილიყავი?!!! და სახეში გამაწნა სილა,თბილმა სითხემ უცებ დასვარა ჩემი თეთრი მაისური.
აქამდე არ ვაპირებდი მათთვის არაფრის თქმას,მაგრამ მისმა ბოლო სიტყვებმა წყობიდან გამომიყვანა...
-მოკეტე ლევან,დამპალი სულის ადამიანი ხარ! მე მკვლელი არ ვარ გაიგეთ არ ვარ,არაააა! რა გინდათ მაინცდამაინც თავი მოვიკლა ეს გინდათ? რა გინდათ ჩემგან რააა?რა დავაშავე ის,რომ ნიკოს მანქანა ვუყიდე და ოცნება ავუსრულე? მან იცოდა,რომ დედა არასდროს უყიდიდა და სანამ თვითონ ამას შეძლებდა თავისი სახსრებით დიდი დრო გავიდოდა მე კი ის ბედნიერი მინდოდა მენახა,მაშინ იმ ღამით ყველა მაქებდით რომ ის შიში გადავლახე და ნიკოს მანქანა ვაჩუქეეე?! გიორგიც მე მოვკალი ალბად ხოომ? მამაჩემიც? გიოც მე მოვკალი,ხოომ? მითხარი ლევან,მითხარი? უკე წყობიდან გამოვედი ალექსანდრე ჩემს დაწყნარებას და შეჩერევას ცდილობდა,როცა ლევანისკენ ვიწევდი,მაგრამ უშედეგოდ.
-დიახ,ამის თქმა არ მინდოდა,მაგრამ გეტყვი,გიორგიც შენ გაისტუმრე იქით,დროზე,რომ დაგერეკა ჩვენთვის და სასწრაფოსთვის ის დღეს ცოცხალი იქნებოდა,შენ მოკალი,მისთვისაც შენ აყიდიე მამიდას მანქანა,მკვლელი ხარ ნინუცა,მკვლელი!
-მე მკვლელი არ ვარ,არ ვარ,გიო მე არ მომიკლავს არაა,არაა! ძირს დავარდი და ვბღაოდი.
მე არავინ არ მომიკლავს არავინ,მაინცდამაინც თავი უნდა მოვიკლა,რომ შემეშვათ? რა გინდათ ჩემგან რაააა!!! ჩემი გიო,ჩემი ნიკო,ჩემი დედიკო მე არ მომიკლავს,არაა!!! მე მკვლელი არ ვარ,არაა!!!
ცხოველივით ვბღაოდი და ალექსანდრე ექიმს ეძახდა,ნელ-ნელა სიტყვებსაც ვეღარ ვამბობდი,ვხვდებოდი,რომ ვიგუდებოდ და მხლოდ ''მე,მეს''...ვიძახდი მაგრამ სათქმელს ვერ ვამთავრებდი! ალექსანდრემ ხელში ამიყვანა და ექიმის მიერ მითითებულ პალატაში შემიყვანა,საწოლზე დამაწვინა და მერე,სიბნელემ მოიცვა,ყველაფერი მხოლოდ ერთი მესმოდა,რომ ''არ დამეხუჭა თვალები'',მაგრამ....
***
ალექს ნაკაშიძე მბრძვინვარე ვეფხვივით მორბოდა მეოთხე სართულიდან და ლევანს ეძებდა მაგრამ უშედეგოდ,მხოლოდ ლევანის მამა დახვდა. ერთ დაარტყა და დავითი ძირს დააგდო.
-გეფიცებით,ნინოს რომ რამე დაემართოს მოგკლავთ,თითეულ თქვენს მიერ ნათქვამ სიტყვას განანებთ,მას არავინ მოუკლავს,რა გინდათ მისგან? რააა?!!!
დადამ და თემომ მოკრეს ალექს თვალი და მაშინვე მისკენ გაექანენ ძლივს ააწიწკნეს დავითს. ამასობაში ექიმიც გამოჩნდა და ალექსანდრე თავისთან იხმო.
- ბატონო დავით გახსოვდეთ არ დამიმთავრებია თქვენთან!
***
-რისიც მეშინოდა ზუსტად ის არის ბატონო ალექსანდრე,ნერვული კრიზი აქვსს,თანაც აღმოჩნდა,რომ გულის ცალი სარქველიც არ აქვს მწყობრში და საქმე ცუდადაა...ვინ დაწყევლა ეს ოჯახი ასე ნეტავ?
ოპერაციაა საჭირო,მაგრამ იქამდე ამ კრიზიდან უნდა გამოვიყვანოთ და მერე ოპერაცია...
-ფუ ამის დე***ც! რა შეიძლება გავაკეთეთ ექიმო?
-აახლა ძილის წამლები გავუკეთეთ და ძინავს,თუმცა ნერვები ისეთ მდგომარეობაში აქვს ძილშიც კი არ დუმდებიან წამოდით ნახეთ,ოღონდ ფანჯრიდან.
სხეულში ნერვები სულ უტოკავს,გამოიღვიძებს თუ არა თქვენ ნებას მოგცემთ ნახვისას უნდა დაარწმუნოთ რომ აღარ ინერვიულოს,მისი ერთი ნერვიულობაც და სპაზმებიც და...უკვე რა იქნება მეც აღარ ვიცი,გული რომ კარგ მდგომარეობაში ქონდეს კიდევ გავაკეთებდი რაიმე პროგნოზს,მაგრამ.... რაიმე აწუხებდა,ბოლო ხანებში?
-არ ვიცი,ექიმო,მე მის გვერდით არ ვიყავი,საშინლად სერცხვა ალექს და შეძულდა თავისთავი...,მაგრამ....უეცრად გაახსენდა ალექსანდრეს ის ფაქტი,ერთჯერ სირბილი მოუწიათ წვიმისთვის,რომ თავი აერიდებინთ,მაგრამ ნინუცამ ვერ შეძლო,გული ამოვარდნას ქონდა და ვეღარ სუნთქავდა...
ეს ყოველივე უამბო ექიმს,რამაც უფრო გაამყარა აზრი,რომ ეს დიდი ხნის წინანდელი პრობლემა იყო ნინოს ცხოვრებაში.
***
ალექსანდრე მკვდარს გევდა ნანახით.დადა და თემო მიეგებნენ.
-რა ხდება ძმაო,როგორააა?
-ფუ,ამის დედაც*** როდის უნდა გაიხაროს ამანაც,რა იყო ამდენი ტკვილი მის ცხოვრებაში,სამართალი აღარ არის?სულ მას უნდა ტკიოდეს?
ვითომ ეს ყოველივე არ ყოფნიდა და თავს იდანაშაულებდა მისმა ნაბიიჭვარმა ბიძაშვილმა მკვლელი ეძახა.
ახლა ნერვული კრიზი აქვს,ძილშიც ისევ უტოკავენ ნერვები,იცით რასაგავს?ჟანგბადის აპარატზეა შეერთებული,თანაც თურმე სარქველი არ უვარგა გულის და საოპერაციოააო ექიმმა.
-დამშვიდდი ძმაო,გამოკეთთება.
-არ ვიცი,არაა..
-გადავწყვიტე დედამისი და მისი ძმა გერმანიაში გადავაგზავნო სამკურნალოდ.
-ნინუცასაც უთხარი ეს აზრი თორემ...
-მას ამდენი აღარ შეუძლია,თემო,აღარ!
-ის ძლიერი ქალია,შეუძლია!
-ხო,ყველას ძლიერი,ძლიერი აკერია მასზე ენაზე და აგერ რა დღეშია.
-დაწყნარდი,ალექს,დრო ყველაფერს დაალაგებს,აი,ნახავ...
***
ალექსმა ნინუცას პალატის კარი შეაღო ფრთხილად,ნინუცას თვალი ფანჯარის ხედისთვის გაესწორებინა,ალექსი საწოლთან ჩამოჯდა და მისი ხელი, ხელში ჩაიდო.
-როგორ ხარ ნი?
-როგორ უნდა ვიყო,მე ხომ მკვლელი ვარ!
-სუუუ,ეგ აღარ გაიმეორო,შენ არავინ არ მოგიკლავს.
-არა,ლევანი მართალი იყო,ამათ ამბავშიც მე ვარ დამნაშავე, გიო მართლაც მე მოვკალი,მე რომ იმ ცეცხლიან მანქანაში დროულად შევბრუნებულიყავი და .....
-გთხოვ,გაჩუმდი,შენ დამნაშავე არ ხარ,ეს უფლის ნება იყო.
-ჩემი გიო,ის რომ ახლა გვერდით მყავდეს,ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.
იცი ყოველ ღამით ერთსადა იმავე კოშმარს ვხედავ,ვხედავ გიოს სისხლიან სახეს და ჩამესმის სიტყვები ''სულ მეყვარები ჩემო ნუციკო,მშვიდობით!!!'' მარტო ის მეძახდა ნუციკოს. გააიდიალებული ვყავდი,ჩემი უაზროდ ჯეროდა,ჯეროდა,რომ გადავარჩენდი,მევედრებოდა მიშველეო,მაგრამ როდესაც მიხვდა ვერ ვშველოდი ამ სიტყვებით დამემშვიდობა.
ყოველ ღამე ერთი და იგივე კოშმარი,ყველას გონია გიოს სიკვდილი გადავლახე,მაგრამ...
-გთხოვ,გაჩუმდი,შენი ნერვიულობა არ შეიძლება.
-ალექს გთხოვ,უთხარი ექიმს ნიკო და დედა მანახოს რა,გთხოვ..
-ნინ არ შეიძლება...
-გთხოვ,ალექს!
ალექსი გავიდა და ექიმს უთხრა,ექიმმა დიდხანს იუარა,მაგრამ ბოლოს დათანხმდა ნაკაშიძეს,ალექსი და ნინუცა ერთად შეუშვა.
ნიკას სახე სულ სილურჯეებით და სისხლიანი იარებით ქონდა დაფარული,ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული და მისი გული ოდნავ ფეთქავდა...
-ჩემო ლამაზო ბიჭო,ჩემო მზესავით თბილო სად გაგიქრა ჩვეული სიმხურვალე ძამიკო სად? სულ რომ მციოდა და რომ მათბობდი,რომ მოკვდე ვიღა გამათბობს? ჩემი ლამაზი ძამიკო სად არის?
ნიკო გთხოვ თვალი გაახილე რა,გთხოვ,ოდნავ თუ მაინც გიყვარვარ გაახილე....აი,ნახე რომ ამბობდი შენ ვერაფერი გაგტეხსო გავტყდი,ვტირი,გიო ვერ ვიტირე გამშრალი ვიჯექი,ცრემლიც კი არ გადმომვარდნია,მაგრამ ახლა ვტირი! გთხოვ გაიღვიძე,გთხოვ ჩემო მოუსვენარო,ვერ გადავიტან ნიკ რომ წახვიდე ჩემგან,ვერ გადავიტან! არ დამტოვო,რა გთხოვ! ისევ ისე გამაბრაზე,ისევ მაწამე,ოღონდ გაიღვიძე და სხლში დაბრუნდი რა გთხოვ ჩემო ლამაზო,გთხოვ ჩემო პატარავ. გიოზე,რომ ეჭვიანობდი ის ჩემზე მეტად გიყვარსო გახსოვს?! ის და მე სულის ნაწილები ვიყავით ერთმანეთის,მაგრამ შენ ჩემი სულის ნათელი ხარ! გაიღვიძე,რა ნიკო,ნიკოოოოო!
ნინუცა მოთქმით ტიროდა,ალექსმა გარეთ გაიყვანა,დაუსხლტა მკლავებიდა და დედის პალატის კარი შეანგრია და შიგნით შევიდა.
-ჩემო უჭკნობო სილამაზის ყვავილო,დედი დამიბრუნდი რა...როგორ გაფითრებულხარ დეე...გიოს და მამას ტკივილი ჩვენგამო ჩაიბუდე გულში! გახსოვს,პატარაობაში რას მეუბნებოდი?!''მე სიკვდილის უფლება არ მაქვს რადგან აქ შენსთავს გადამითელავს ეს ცხოვრებაო,ვითომ ჩემი ძლიერი გოგოსასო!'' ახლა დე,ახლა უნდა მიმატოვო? არა,რა დე,არ წახვიდე,დედაშვილობას გაფიცებ თვალი გაახილე რა... ჩემი თუ გესმის მანიშნე რა...
ნინუცა წინ გადაიწია და ცრემლები დააპკურა სახეზე დედას...
-დე,მაპატიე ორივე შვილი,რომ წაგართვი მაპატიე,გთხოოვ!
უეცრად ხელი გაანძრია,ქალბატონმა მარიამმა,და მოუჭირა ნინოს ხელზე.
მერე ორი სიტყვაც გადააბა ერთმანეთს.
-ნუ ტირი ნინია,შენ არავინ წაგირთმევია ჩემთვის!!!
-დე,დედუცი,დედი ჩემო მზეო,მადლობა უფალო,მადლობა...დეე ხომ არ მიმატოვებ?!
ქალბატონმა მარიამმა თავი გადააქნია უარყოფის ნიშნად.
ნინუცა დერეფანში გავარდა ექიმს დაუძახა.
გავიდა 2 საათი და დედა-შვილი უკვე ერთმანეთზე ჩახუტებულები იყვნენ,მარიამის მდგომარეობა საკმაოდ გაუმჯობესდა.
***
ალექსს დაუჯერა ნინუცამ და ნიკო გერმანიაში გადაიყვანეს.
დღეები, დღეებს მისდევდა ქალბატონი მარიამი უკვე სრულიად გამოჯამთელდა თითქმის,ნინოს სუნთქვა უჭირდა ხშირად,ცუდადაც ხდებოდა,თურმე კარგა ხანი იყო,რაც ცოდნოდა,რომ მას სარქველი ქონდა შესაცვლელი,ოპერაციას კი არ იკეთებდა.
მალე 3 თვემაც გაირბინა,ბერლინში პირველი თოვლიც მოვიდა,ზამთარი ნინოს წელიწადის დრო იყო,უყვარდა სიგიჟემდე,მას გევდა,მასსავით,განსხვავებული,ლამაზი,საუცხოო და სპეტაკი იყო. მამა მას ''ზამთრის ანგელოზსს'' ეძახდა.ძლიერ უყვარდა ეს დრო,მაგრამ ტკივილ ისიც დაევიწყებია,რომ ზამთარი იდგა და გარეთ ბარდნიდა.
ალექსანდრეს ნინო წამითაც არ დაუტოვებია,სულ საავადმყოფოში იყვნენ,მაგრამ სიტყვას მათ ურთიერთობაზე არცერთი არ ძრავდა.
ერთ დღესაც ...


ესეც მეექვსე თავი ჩემო თბილებოოო...
ძაალიან გამიჭირდა ამ მძიმე წუთების გადმოცემა ნინუცას ცხოვრების. ველი თქვენს შეფასებას თუ,როგორ გამომივიდა ეს,ჩემო ტკბილებო.



№1  offline წევრი magnolia

მოვკვდი ტირილით recourse საოცრება ხარ! მალე დადე რა ახალი love

 


№2  offline მოდერი aleqsandra

მაადლობა სუ,სუ,სუ ყველას.... love ნამდვილად ძალიან რთული დასაწერი იყო,ვეცდები დღეს დაგვიდოთ,ოღონდ ვეცდები, wink ვერ დაგპირდებით fellow ,ოდნავი დრო თუ გამოვნახე დავწერ და დავდებ,ჩემო თბილებოო. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent