შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული წარსულიდან[10]


23-08-2015, 00:11
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 686

ქალებს რომ მამაკაცებზე მეტად უყვართ მსგავსი ამბები,მე არ გამომიგონია.დემეტრეს დედაც ასე იყო.ხელი გამომიწოდა და თან ღიმილი მოაყოლა,საიდანღაც მეცნობიო.
-რამდენიმე თვის წინ,საღამოზე-დემეტრემ დაუდასტურა დედამის და გამიღიმა.
-ეს ქეთია-გააცნო მშობლებს ჩემი თავი..ეს მაკაა და მალხაზი,ჩემი მშობლები-გამაცნო წინმდგომნი.ეს გაცნობა სულ სხვაგვარი იყო და ამას ვხვდებოდით.
-სასიამოვნპოა-აკანკალებული მხით წარმოთქვა მაკამ და ქმარს გადახედა,მალხაზის კი სულ სხვანაირი რეაქციa ჰქონდა,გამიღიმა და ხელი თბილად ჩამომართვა.
-ჩვენ ერთად ვართ-უხერხულად წარმოთქვა დემეტრემ და მე გამომხედა,შემდეგ ხელი ძლიერად ჩამკიდა,რადგან შენიშნა,რომ მაკას წინ თავს უხერხულად ვგრძნობდი.მუხლებიც კი მეკეცებოდა და ალბათ ზღართანს გავადენდი,რომ არა დემეტრეს ძლიერი სხეული.მაკა მტერივით მიცქერდა და თვალებს უმისaმართlოდ ატრიალებდა.
-საღამოს მერე დარჩით და უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმნეთი-გამიღიმა მალხაზიმ და შვილს მხარზე ხელი დაარტყა,მერე სტუმრებისკენ წავიდა და მაკაც უკან გაჰყვა.
-დედაშენს არ მოვეწონე-ირონიით ჩავილაპარაკე და დემეტრეს მიმიკას დავაკვირდი,რომელსაც სიხარული არ ეტყობოდა.
-ასეთია ბუნებით-ხელი მხარზე მომისვა და გამიღიმა,თითქოს ამით დამიმშვიდდებოდა გული,რომელიც ლამის იყო ამომვარდნოდა.
-აი,რატომ მეშინოდა-უფრო ძლიერად დავეუყრდენი მამაკაცს და კოქტეილი ავიღე.
-შენ კიდევ არ სვამ?-სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი მამაკაცმა.
-არა,ვერ ვიტან-გავუღიმე და სტუმრების თვალიერება განვაგრძე.
ცოტა ხანში მუსიკამ გაიჟღერა და ცეკვა დაიწყეს,რაც არ მესიამოვნა,ნამდვილად არ ვიყავი ამის ხასითზე,მაგრამ ერთის შესრულება მაინც მოგვიწია მე და დემეტრეს.
-ბავშვობაში ლათინურ ცეკვებზე დადიოდი,არა?-გაახსენდა ჩემი ნათქვამი.
-ჰო,სრული კურსი დავამთავრე-გავუღიმე და თავი მხარზე მივადე.
წვეულება ბოლოსკენ მიდიოდა,როცა სიჩუმემ დაისადგურა,მხოლოდ მალხაზის სიტყვები ისმოდა.
-ჩემმა შვილმა,როგორც იქნა სერიოზულად შეხედა ქალს-ირონიით საუბრობდა მამაკაცი.მის სიტყვებზე თავი უკან მივტრიალდი და ხელები სახეზე ავიფარე.
-დემეტრე,მიშველე-წავილუღლუღე,მაგრამ მამაკაცს თანათგრძნობა არ გამოუჩენია.
-ასეთი ტიპია,არ იდარდო-მხოლოდ ეს მითხრა და მამამის შეხედა,რომელმაც ანიშნა,გვერდში ამომიდექიო.
-წამოდი-დემეტრემ თითქმის ძალით მიმიყვნა და ხალხს გაუღიმა.
-ეს ჩემი შვილია და ეს გოგონა მისი საცოლე-საცოლეო?! ცივმა ოფლმა დამასხა.მე და ის ხომ მხოლოდ შეყვარებულები ვიყავით! ერთად ვიყავით და ეს გვსიამოვნედა,მაგრამ ურთიერთობისთვის სახელი არასდროს დაგვირქმევია.დემეტრეს ოროსანი ბავშვივით შევხედე და მერე ძირს დავიხედე.მილოცვები რომ დაიწყო ლამის იყო გული წამსვლოდა.ყველას უხაროდა,ერთი მაკა იდგა კედელთან მოწყენილი“შვილზე შეყვარებული დედიკოა,ალბათ“-ამომძახა ირონიულმა ხმამ.
-რა ლამაზი გოგოა-უცნობმა მამაკაცმა ჩემი მისამართით კომპლიმენტი უთხრა დემეტრე,რომელმაც უცნობი ძმაკაცად გამაცნო.
-თენგოა,ჩემი ბავშვობის მეგობარი.
-სასიამოვნოა-უხერხულად ჩავილაპარაკე.როცა გაცნობები მინელდა,დემეტრემ გარეთ გამიყვანა და სტუმრებს ბოდიში მოუხადა.
-სუფთა ჰაერი გჭირდება-სახე ფერი არ მედო.
-გთხოვ,აქედან წამიყვანე-მუდარით შევხედე მამაკაცს.
-კარგი,მაგრამ მამაჩემს შევპირდი...-აირია დემეტრე და მუდარით შემომხედა.
-მაშინ სანამ ეს დასრულდება,აქ ვიყოთ-სკამზე ცამოვჯექი და უხერხულ სიჩუმეში მივეყდრდენი დემეტრეს ძლიერ მკერდს.სიჩუმე მან დაარღვია და რამენიმე რამ მომიყვა მაკაზე.მხიარული ქალი,უბრალოდ ცოტა ეჭვიანიო,ასე დაახასიათა დედამისი.
-მე კი ვფიქრობდი,რომ ვინმე მდიდარი უნდოდა..-დემეტრემ გამაწყვეტინა და ლოყაზე მიჩქმიტა,რა სისულელეაო-რომელი საუკუნეა,რომელი პრინცი მე ვარ-ხითხითებდა მამაკაცი და თან თმებს მიბლანდავდა.
-არ გამიფუჭო,სირცხვილია-გავაფრთხილე დემეტრე და თავი უკან გავწიე.
ერთ საათში ისევ იმ დაძაბულობას დავუბრუნდით.ისევ ისეთი ხმაური და აურზაური იყო.მეგონა,რომ გული წამივიდოდა,მაგრამ მოთმინების უნარი გავააქტიურე და სტუმრებს თავაზიანად გამოვემშვიდობე.
-მათაც მოეწონე-აღტაცებით შემათვალიერა დემეტრემ და თვალი ჩამიკრა.
-რას დალევთ?-მაკამ სამზარეულოში გვიხმო.
-უბრალო წყალს-ვუპასუხე,მეტი არაფერი მინდოდა.პირი ისე მიშრობოდა,რომ ლამის იყო გავგიჯებულიყავი.
-მე ჩაის-დემეტრემ გაუღიმე დედას.
ამ დროს არჩილიც შემოვიდა და მაშივე ფეხზე წამოვხტი-არაა საჭირო-მამაკაცმა ჩემი მოქმედება გააპროტესტა,რაზეც გაეღიმა დემეტრეს-ხომ გითხარი,რომ უბრალო ადამიანია-შემრცხვა და თავი დავხარე.აი,რატომ არ მინდოდა ეს სტუმრობა!
მალე მაკაც შემოგვიერთდა,გამიღიმა და ჭიქა წყალი დამიდგა წინ,თუ გინდა ყინულიც ჩაყარეო,მანიშნა ლამბაქზე.
-მადლობთ-უხერხულად ვუპასუხე და წყალი მოვსვი,რომელიც წყურვილის მიუხედავად,ძლივს გადავყლაპე.
-ხომ გითხარი,რომ დედაჩემი მხოლოდ და მხოლოდ ეჭვიანია,ცოტა ეჭვიანი-გადაიხარხარა დემეტრემ.ყველაფერს ველოდი მისგან,მაგრამ ამას არა.გავწითლდი,მაგრამ ახლაც მაკიაჟმა მიშველა.
-ქეთი,ხომ გესმის,ჩემთვის ეს უბრალოდ მოილოდნელი იყო-ხელი დამადო მაკამ.
^^
-არ მეგონას ასე თუ შემხვდებოდნენ-აღტაცებით ვუყვებოდი დაქალებს.
-ხომ გითხარი წადიო-თავისებურად დაიწყო სანდრამ.
-სულ ხომ გითხარის როგორ ამბობ?-თვალი ჩავუკარი დაქალს და ეკრანში შევიხედე,საიდანაც ეკატერინე ენას მიყოფდა.
-ბავშვი ხარ!-დავიბუზღუნე და ტელეფონს დავსწვდი-ისაა-ვუპასუხე და სამზარეულოში გავედი.
-არ ველოდი მსგავ შეხვედრას-სიხარულით ვახარე დემეტრეს.
-შევამჩნიე შენი ცვლილება,როცა მამაჩემმა საცოლე გიწოდა-გამახსენდა ის მომენტი,როცა მთელი სხეულით ვკანკალებდი და დაქალების რექციაც თვალ წინ მედგა.
-ალბათ,სტუმრებთან..-ენა დამებნა,მაგრამ დემეტრემ განაგრძო-არანაირი,ალბათ,განა რამე განსხვავებაა სიყვარულსა და საცოლეს შორის?-არაფერი მიპასუხია-მენატრები და საღამოს გამოგივლი.გუშინ შესანისნავი დრო გავატარეთო,ჩემმა მშობლებმა შემოგითვალეს.
^^
-არ მჯერა-სანდრა მეხვეოდა და ლამის იყო დავეხვრჩი.
-როგორ მინდა აქ ვიყო-ეკატერინე ხტუნაობდა,მაგრამ ეკრანს მაინც ვერ აღწევდა თავს.
-დღეს გამომივლის-პატარა ბავშვივით ავცერცეტდი.
-როგორ მიხარია-ერთხმად შესძახეს სანდრამ და ეკატერინემ.
იმ საღამოს ისევ ისეთი თბილი იყო დემეტრე,ბაგეებიც მსგავსაც უხურდა.თვალს ვერ ვაცილებდი მის თვალებს,რომლებიც დროგამოშვებით აკიაფდებოდა ხოლმე და ჩაქრობას აღარ ლამობდა.
-შენმა მშობლებმა რომ არ იციან-დაიწყო მამაკაცმა და თან ჩემს თმებს შეხედა ისე,თითქოს უნდა დაწვასო.თუმცა მისი მზერა განა მწველი არ იყო!
-ვირტუალური სივრციდან ძნელია ამ ყველაფერზე საუბარი-თავდაჯერებულად დავიწყე და დემეტრეს ოდნავ გამოწეულ ნიკაპს წავეთამაშე.
-შენი გადასაწყვეტია-გამიღიმა და მოწყვეტით მაკოცა.
დრო სასიამოვნოდ და ტკბილად გადიოდა.არ ვიცოდი რა იყო სიყვარული,მაგრამ ვიცოდი,რას ვგრძნობდი დემეტრესადმი.რამდენჯერმე ვესტუმრეთ მის მშობლებს და ნამდვილად მომეწონა ისინი.კარგი და თბილი ადამიანები არიან.როგორც ჩაჩუა ამბობდა,მისი ოჯახი უბრალოა.
-რა მნისვნელობა აქვს ფულს-იმდენჯერ მიმეორებ ამას რომ ვეღარ ვთვლი!ალბათ,ცდილობს,რომ არადროს დამაკომპლექსოს.“წინასწარ გამზადებს“-მაბრაზებს ხოლმე მეორე მე,მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.
^^
-გილოცავ,უკვე პირველი კურსი დახურე-გამოცდების შემდეგ დემეტრემ მომაკითხა და გადამეხვია.
-მადლობა,შენც გილოცავ,მაგისტრატურადამთავრებულო-თმაზე ხელი გადავუსვი მამაკაცს და უკან ავედევნე.
-უნდა აღვნიშნოთ-ხელები ძლიერად ჩამკიდა და ტუჩები ლოყაზე მომაწება.
-ჯერ სანდრა გამოვიდეს-გავიქეცი გოგონასკე და გადავეხიე.
-გილოცავ-სანდრა დაინახა თუ არა დემეტრემ მასკენ წამოვიდა და გადაკოცნა-ეს ნიკია-სანდრამ დემეტრეს წარუდგინა შეყვარებული,რომელმაც მესამე კურსი დახურა.
^^
-ორმაგი პაემანი გვქონდა-სანდრა საღამოს ეკატერინეს სიცილისგან გუდავდა.
-მალე ჩამოვალ და მერე ნახე-ირონიით ვუთხარი ეკატერინეს და ლოგინზე გავიშოტე.
-გირეკავს შენი დემეტრე-სანდრამ ტელეფონი გამომიწოდა.
^^
-მომენატრები-სანდრას გადავეხვიე აეროპორტში-ჩვენცარ ცხრებოდა ნიკი,რომელიც გოგონას ბარგს ვერ ტოვებდა.
-მე უნდ ამოვიდე მაინც და მაინც,არა?-უკმაყოფილოდ ვკითხე ბიჭს და გადავეხვიე.
-დაგირეკავთ,როცა ჩავალთ-სანდრა კიდევ ერთხელ გადამეხვია-შემატყობინე ხოლმე ახალი ამბები-თვალი ჩამიკრა და უკან წაიწია გოგონა.
^^
-ბილეთი ავიღე.ხვალ შუაღამით მივფრინავ-ნაღვლიანად შევხედე დემეტრეს,რომელიც თვალებით მჭამდა.
-მომენატრები.გაგაცილებ,კარგი? ხვალ მთელი დღე ერთად გავატაროთ-არ უნდოდა დავაანღვლიანებინე და ყველანაიად ჩემს ხასიათძე მოყვანას ცდილობდა.
გიოს ვნახავდი,რაც ყველაზე მეტად მახარებდა,მერე ეკატერინეც როგორი მონატრებული მყავდა! დედა,მამა და მერე კიდევ მეგობრები! ეს ყველაფერი სასიამოვნო ღიმილს მგვრიდა,მაგრამ მოსალოდნელი მგზავრობის უამრავი საათი გუნებას მიფუჭებდა.
^^
-აი,ასე-დემეტრემ მარწყვის ნაყინი სახეში მესროლა და ღიმილით შემომხედა.
-ხალხია აქ-გავიხედე გარშემო და მოშტერებული მზერა ვიგრძენი.ხალხზე გამახსენდა,რომ მთელი ინტერნეტსივრცე აჭრელებული იყო,დემეტრე ჩაჩუას საცოლე ჰყავსო,მაგრამ ეს ინფორმაცია ქართულს წყაროებს არ გადაუთარგმნიათ,რაც ძალიან გამიკვირდა და თან გამიხარდა.
-კარგი ერთი.ხალხი დაიკიდე-მის სიტყვებზე მთელი სახე ნაყინით მოვუთხვარე.
-პაპარაცები ხომ არ დაგსდევენ?-ჩემს კითხვაზე სიცილი აუტყდა და ნაყინი მითავაზა სახეში.
-მომაშორე-დავუბღვირე და მერე ისეთი სიცილი ამიტყდა,რომ ათი წუთი ვერ გავჩერდი.
-კარგი-თითით მომწმინდა ნაყინი და პირში ჩაიდო-ასეთი უფრო გემრიელია.
იმ საღამოს პარაშუტუთაც გადმოვხტით და თანაც ერთდროულად.ცაში ისე ვნებიანად მაკოცა ჩაჩუამ,რომ ლამის იყო პარაშუტს მოვწყვეტოდი.
^^
-იჩქარეთ,გოგონა-დამიძახა ქალმა,მე კი დემეტრეს ვერ ვშორდებოდი.
-თვითმფრინავი გადის-გაისმა ხმები.
-მომენატრები-მთელი სახე ჩამიკოცნა დემეტრემ და ძლივს გამიშვა.ვგრძნობდი,რომ ცივი ოფლი ასხამდა.მეც ვკანკალებდი და წასვლა არ მინდოდა.ბოლო მომენტში ავედი ესკალატორზე,მაგრამ ყოველ წამს უკან ვიხედებოდი.დემეტრე ისევ იმავე ადგილას იდგა და ხელს მიქნევდა.
დამღლელი მგზავრობის მერე,აეროპორტში ოჯახი და მეგობრები დამხვდნენ.ჯერ გიო მოვკალი კოცნით,შემდეგ მშობლებმა ერთდროულად ჩამიკრეს გულში და მკოცნეს,მერე ეკატერინეს კლანჭებს ვერ გავექეცი და ბოლოს მეგობრების ალერსიც ვიგემე.სახლში წვეულება მოეწყოთ.დაღლილი ვიყავი,მაგრამ მაინც შევუერთდი მათ და ტორტიც კი გავჭერი.ხან ერთი მეკითხებოდა უნივერსიტეტზე და ხან მეორე.
^^
-როგორ ჩახვედი?-მეორე დილას დამირეკა დემეტრემ.
-კარგად,ისე მომნატრებია აქაურობა და აქურები,რომ ვერ გეტყვი.შენ რას შვრები?
-ბიზნესს ვერ ვტოვებ-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
მოგიანებით სანდრამ და ნიკმაც დამირეკეს „სკაიპით“.უკვე მომენტარეო,სანდრა სიცილით სკდებოდა.
გიოს იმ ღამეს ჩემთან ეძინა.ამდენი ხის მონატრებულ ძმას უარი ვერ ვუთხარი და თან დღეს დაბადების დღე აქვს,კდიევ კარგი ამოასწარიო,ისეთი გახარებული იყო,რომ ვერც კი აღვწერ.ახლა მეტი პოზიტივი დამიგროვდა.დემეტრე რომ მირეკავს მთალად ცას ვეკრობი და დედამიწაზე დაბრუნება აღარ მინდა.
-გიო,გვიან იღვიძებს.ტორტის გაკეთებაში დამეხმარები?-მანანამ სამზარეულოდან დამიძახა-კარგი,დე-სირბილით წავედი მისკენ.
-შვილო,მართლაც რა კარგი რუჯი მიგიღია-გააგრძელა გუშინდელი საუბარი.ყველამ ეს აღნიშნა,ვინც მნახა.აღიარეს,რომ იდეალურია კემბრიჯული რუჯი! კემბრიჯულ რუჯს ვეძახი და მერე გულიანად ვკისკისებ.
გიომ სანთლები ჩააქრო და მერე დაგვცინა მე და დედას,როგორი მუსიკალურები ხართო.არ მაქვს ეს სმენა და რა ვქნა!
-შენთვის რაღაც მაქვს-გავუღიმე ძმას და ქოჩორზე გადავუსვი ხელი.შეფუთული ყუთი მივაწოდე და ოთახიდან გავედი.
-ჩემი დაიკო-გამოვარდა გახარებული და კისერზე ჩამომეკონწიალა.უკანასკნელი თაობის „აიპადი“ რომ მქონდა თვითონაც უნდოდა და,რადნა ამერიკაში ხელმისაწვდომი ფასები იყო,დაუფიქრებლად ვუყიდე და აგერ გავახარე კიდეც!
^^
-დე,შვებულება ავიღე,როგორც იქნა-ჩემი ჩამოსვლიდან ერთ კვირაში გახარებული მანანა ოთახის კარებთან ამეტუზა და თან თვალებს სიამოვნებისგან აფახულებდა.
-მართლა,დე?მიხარია-წამოვხტი ლოგინიდან და ჩაცმა დავიწყე.შარშან დედაჩემმა ბინა შეიძინა ბათუმში,პირდაპირ ზღვის წინაა და თან ახალ აპარტამენტში,ოტა ძვირი კი დაუჯდა,მაგრამ ისეთი კმაყოფილია,რომ ლამისაა მეცხრე ცაზე ახტეს.
-ყველანი წავალთ.ეკატერინეც წამოიყვანე-ბარგის ჩასალაგებლად გავარდა,მაგრამ მამაჩემმა,ვერ წამოვალო და ხასიათი გაუფუჭა,წაგიყვანთ და მერე უკან დავბრუნდები თბილისშიო.არჩილი მართლაც მოუცლელია,სულ სადღაც მირბის,რაც დედაჩემს ძალიან წყინს,მაგრამ რას იზამს.როცა შენს მეუღლეს ასეთი სამუშაო აქვს,უნდა შეეგუო! მეტი რა გზა გაქვს!
მეორე საღამოს უკვე აჭარაში ვიყავით.ბინაში ბარგი აგვატანინა მამამ და მერე დედას მოწყვეტით აკოცა,ვერ დავრჩებიო,არადა,ქალი იმდენს ეხვეწა,დილამდე მაინც დარჩი,ამ ღამით არ წახვიდეო.
-ქეთი და ეკუშკა-ღიღიმებდა გიო.
-ბარგი ამოალაგეთ-დედაჩემმა გვთხოვა და თავის ოთახში გავიდა.
მოგვაინებით ბულვარის ცენტრალურ შესასვლელს ავუყევით და მონატრებულ პლაჟზე აღმოვჩნდით.გიო მაშინვე გადაეშვა ზღვაში.
-შორს არ წახვიდე-მანანამ გააფრთხილა შვილი და შეზლონგზე წამოწვა.
-ჩვენც გავყვებით-წამოვიძახეთ და ნარინჯისფერი ბალონისკენ ავირეთ გეზი.
^^
-ეშმაკის ბორბალზეც მინდა-გიომ,როცა დანარჩენი გაართობებით გული იჯერა,მუდარით შემომხედა და ფეხებზე შემომეხვია.დედა ამ ატრაქციონზე არასდროს სვამს,რადგან ძალიან შეშინებულია,როცა გიო ჩვილი იყო,მაშინ დენი გამოირთო და მთელი ოჯახი გავიჭედეთ.
-მაშინ დედას არ უთხრა-ეშმაკურად შევხედე ძმას.
მოკლედ,მე,ეკატერინე და იო,მაინც დავსხედით ეშმაკის ბორბალზე,მაგრამ დედას მაინც ვუთხარით.მანანას არ უსაყვედურია.ალბათ,იფიქრა,ეს მხოლოდ ჩემი უაზრო შიშებიაო.
^^
მეათე ანუ ბოლო დღეს ისე წვიმდა,რომ გარეთ ვერ გავდიოდით,ამიტომ მოწყენილები შევყუჟულიყავით ბინაში და ფანჯრიდან ვიხედებოდით.
-როგორ ვერ ვიტან ასეთ წვიმებს,შხაპუნა და ნაზი მესმის,მაგრამ ასეთი ზედმეტია!როგორ მეზიზღება აქაურობა,როცა წვიმს!-ბუზღუნი დავიწყე და თავი კალთაში ჩავუდე ეკატერინეს.
-ვერც მე.აბანახე გიო და დედა რას შვრებიან-დავავალე დაქალს ისე,რომ ადგილი არ მიცვლია.
-მაგისთვის უნდა ავდგე,რაც იმას ნიშნავს,რომ ბალიშს დაკარგავ-თვალი ჩამიკრა დაქალმა და წამოიწია.თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
იმ წამს ნაცნობი მანქანა დავინახე.“აქ რა უნდა“-ავიჩეჩე მხრები და ნომერს დავაკვირდი.მეგონა,თვალები დამებინდა,რადგან ჩემ წინ იყო მანქანა დემეტრეს ნომრით.“რაღაც გეშლება“-ჩავილაპარაკე ჩუმად და ოდნავ წამოვიწიე.
___
იმედია,მოგეწონებათ.
ველი შეფასებებს.არ დაიხაროთ,ჩემო ლამაზებო.
მიყვარხართ ყველანი.
შემდეგი თავით,ალბათ,დავასრულებ.



№1  offline წევრი lamazi gogona

Umagresia veil moutmenlad

 


№2  offline წევრი TIME

ვაიმე რა კარგი იყო love

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

lamazi gogona
Umagresia veil moutmenlad

TIME
ვაიმე რა კარგი იყო love

მადლობთ.. love

 


ვაიმე ძალიან მაინტერესებს მალე დადე რა love

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

შეყვარებული გოგონა
ვაიმე ძალიან მაინტერესებს მალე დადე რა love

მადლობ.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent